ღამის ზმანება (1 ნაწილი)
სიბნელე... შიში... ვიღაც მამაკაცი ჩემგან ზურგით იდგა... ხელში რაღაც ეჭირა, მაგრამ რა არ ვიცი... მოტრიალდა... სახე ვერ გავარჩიე... მხოლოდ შრამი დავინახე მარცხენა მხარეს, მკერდზე. საკმაოდ თვალშისაცემი იყო... -დამშვიდდი... - მითხრა ბოხი ხმით და ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა. კანკალმა ამიტანა... -ვინ ხარ? რა გინდა? - ვკითხე კბილების კაწკაწით. -ჩემი ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ... - შემეპასუხა ისევ მშვიდი ტონით და ხელში რაღაც შეათამაშა... მაინც რა ეჭირა? -არა! თიკა! თიკა! - არც კი ვიცი რატომ დავიწყე ამ სახელის ძახილი... -ნიტა, კარგად ხარ? - თვალები აფორიაქებულმა გავახილე. შეშინებული დედაჩემი თავთან მეჯდა და ჩემს გამოფხიზლებას ცდილობდა. -რა? რა ხდება? - ვიკითხე და ირგვლივ შეშინებულმა მიმოვიხედე - ის კაცი... -რა კაცი ნიტა არ გამაგიჟო... გეძინა და შენს ყვირილზე შემოვედი... ალბათ კოშმარი დაგესიზმრა... - სახეზე ხელი ჩამომისვა და თვალებში ჩამხედა. -აუ დე ძალიან შეგაშინე ხო?.. - ვკითხე დასევდიანებულმა და თვალებზე ცრემლი მომადგა. -არა ჩემო პატარა... მოდი, ჩაგეხუტო... - გულში ჩამიკრა და ძლიერად მომხვია ხელები. მეც ანალოგიურად მოვიქეცი. -ძალიან მენატრება... ასე მგონია მალე გული შუაზე გამეხლიჩება... - ავტირდი და ემოციებს გასაქანი მივეცი. -დამშვიდდი... ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება... უნდა შეეგუო ამას. ყველა დაავადება არ ინდობს ადამიანს - მიპასუხა სევდიანი ხმით. -კი მაგრამ რატომ მაინცდამაინც ის? რატომ მაინცდამაინც თიკა! ერთადერთი მეგობარი მყავდა და ცხოვრებამ ისიც წამართვა! - უფრო ხმამაღლა ავტირდი, დედაჩემს მოვშორდი და ცრემლების მუჭით მოწმენდა დავიწყე. -სხვა მეგობარს იპოვი, არ ინერვიულო - გამიღიმა დედაჩემმა დამამშვიდებლად. -არა, სხვას ვერ ვიპოვი და არც ვიპოვი! სხვა არ მინდა! -ახლა დაიძინე კარგი ჩემო პრინცესა... - შუბლზე მაკოცა და ფეხზე წამოდგომა დააპირა. -დე, აქ დარჩი რა... - ვთხოვე და განწირული მზერა მივაპყარი. -კარგი... - გვერდზე მომიწვა და ჩამეხუტა... იმ ღამეს კოშმარს აღარ შევუწუხებივარ. ძალიან უცნაურია არა? თიკას გარდაცვალების შემდეგ ყოველ ღამე ეს მესიზმრება. თიკა ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. მხოლოდ მან იცოდა ყველაფერი ჩემს შესახებ. მან და დედაჩემმა... მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მამაჩემი ბიზნესმენია... იშვიათად ვნახულობ... დედაჩემი ძირითადად სახლშია, თუმცა ხანდახან საზღვარგარეთ უწევს მამასთან ერთად წასვლა რაღაც შეხვედრებზე... განებივრებული ბავშვი არ ვარ... მეც ჩვეულებრივი 16 წლის გოგო ვარ... გართობა ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა უკვე აღარაფრის ხალისი არ მაქვს... თიკა ჩემი დასავით იყო... განუყოფელი მეგობრები ვიყავით, და ვიქნებით კიდეც! ის ჩემს გულში იქნება, მაგრამ რა ვქნა, რომ ასე მენატრება! ჩემს გარეგნობაზე ყველა ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას - გრძელი ქერა კულულები, მწვანე თვალები, ვარდისფერი ტუჩები და პატარა ცხვირი... ეს სახე. ტანიც ძალიან ლამაზი მაქვს - ქუჩაში მუდამ ვგრძნობ რამდენიმე წყვილ მოშტერებულ თვალს... არ გეგონოთ, რომ თავს ვიქებ, უბრალოდ მინდა ჩემი პორტრეტი გონებაში დახატოთ და წარმომიდგინოთ... დილით რომ გავიღვიძე ჩემს დიდ თეთრ საწოლში მარტო ვიწექი... ზანტად გავიზმორე და გამახსენდა, რომ ისევ მარტო ვიყავი... ყველაზე საშინელი ზაფხულია ჩემს ცხოვრებაში! არდადეგები ახლა დაიწყო და უკვე აღარაფერი მინდა. გახლეჩილი გულით წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოს მივაშურე. მოვწესრიგდი, დავსუფთავდი და სამზარეულოში პირველ სართულზე ჩავედი. არ გეგონოთ, რომ მეგობრის გარდაცვალება ასე ადვილად გადავიტანე, არა! თიკა სიმსივნემ უკვე ერთი თვეა რაც შეიწირა. 2 კვირა ადამიანს არ ვგავდი, შემდეგ მშობლებმა ფსიქოლოგი მომიყვანეს. ეს ჩემთვის უფრო დიდი სტრესი იყო, ამიტომ დავპირდი, რომ ადამიანს დავემსგავსებოდი, ოღონდ ეს მოეშორებინათ სახლიდან. ასეც მოიქცნენ... იმ დღის შემდეგ ჰიგიენის წესებს ვიცავ და ნორმალურადაც ვიკვებები, მაგრამ ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ააქვს... ყველაფრის ხალისი დავკარგე... შუადღეს ტრადიციულად ჩემს საძინებელ ოთახში საწოლზე ვგორაობდი, როდესაც ტელეფონმა დარეკა. თითქოს ხმა მეუცნაურაო... ორჯერ გადავამოწმე კიდეც ნამდვილად რეკავდა, თუ მე მქონდა გარეკილი და მეჩვენებოდა, მაგრამ საბედნიეროდ გაფრენები ჯერ არ მქონდა დაწყებული. ეკრანს დავხედე, თათია იყო... ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, თუმცა მე მას მეგობარს არც ვეძახი... უბრალოდ იმ ახალ სკოლაში სადაც წინა წელს მე და თიკა გადავედით თათია ყველაზე მეგობრული გოგო აღმოჩნდა, რომელმაც ჩვენთან კონტაქტი დაიჭირა. -გისმენთ - ვუპასუხე უხასიათოდ. -ნიიტ... როგორ ხარ? - მკითხა პოზიტიური განწყობით. -უკეთესადაც შეიძლება - მწარედ ჩავიცინე და მის მორიგ რეპლიკას დაველოდე. -მომისმინე... ძალიან ვღელავ შენზე. შეიძლება დღეს გნახო? სადმე წავიდეთ და გავერთოთ... -სიამოვნებით, მაგრამ სახლიდან გასვლა არ მინდა... უბრალოდ არაფრის ხალისი არ მაქვს. -ძალიან გთხოვ რა... დღეს კლუბში მინდა წასვლა ჩემს შეყვარებულს უნდა შევხვდე და მარტო არ გამიშვა. თან შენც გაერთობი -სხვას ვერ გაიყოლებ? - ვკითხე განწირულად. -მე შენთან ერთად მინდა. ძალიან გთხოვ რა... შენთვისაც ასე სჯობს. სახლიდან გამოხვალ და გამოფხიზლდები. 1 თვეა უკვე გარეთ ცხვირიც კი არ გამოგიყვია -როგორ არა, მაღაზიაში მივდივარ ხოლმე - გავიკვირვე გულუბრყვილოდ. -ნიტა! კარგად იცი რასაც ვგულისხმობ - მიპასუხა ოდნავ მკაცრად. -კარგი, კარგი... რომლისთვის ვიყო მზად? - ვკითხე დანებების ნიშნად. -საღამოს 10ზე გამოგივლი. მერე შეიძლება სადმე წავიდეთ და დედაშენს უთხარი რომ ჩემთან რჩები ოქეი? -სად უნდა წავიდეთ?! - დაეჭვებულმა ინფორმაციის დაზუსტება ვცადე. -ნუ გეშინია, ცუდ ადგილას არ წაგიყვან... დროებით!.. - მითხრა და ტელეფონი გამითიშა. მშვენიერია! მივდივარ კლუბში იმისთვის, რომ ჩემმა დაქალმა შეყვარებული მარტომ არ ნახოს და შემდეგ სადღაც მივყავარ, სადაც წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება! გადასარევია! უკეთესს ვერც ვინატრებდი!.. ირონიულად ჩავიქირქილე და დედაჩემთან პირველ სართულზე ჩავედი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გამოცოცხლება ძალიან გაუხარდებოდა. -დეე... - ოთახში შესვლამდე დავიწყე საუბარი. -ხო ნიტა - გამომხედა და ტელევიზორს დაუწია. -თათიამ დამირეკა, დღეს სადმე წავიდეთო და ღამეც მასთან დავრჩები... -კარგი! მშვენიერია! - მიპასუხა სახეგაბრწყინებულმა. მე მხოლოდ გავუღიმე, მივუახლოვდი, ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე. -ძალიან მიყვარხარ დე... - ჩავჩურჩულე ყურში და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე. -მეც ჩემო პატარა - შუბლზე ნაზად მაკოცა და უკანალზე მომცხო - მიდი მაშინ გაემზადე - მითხრა მხიარულად. ოთახში უკეთეს ხასიათზე დავბრუნდი. შავი სადა კაბა და შავი მაღლები ჩავიცვი. ქერა კულულები დავივარცხნე და მხრებზე დავიყარე... მაკიაჟი არ მიყვარს და არც ახლა გამიკეთებია, შემდეგ ამღერებული ტელეფონის ეკრანს დავხედე. -მზად ხარ? -კი, ჩამოვალ ახლა... - ვუპასუხე და ოთახიდან გამოვედი. -წავედი! - გავძახე დედაჩემს და სახლის კარი გამოვაღე. -ჭკვიანად! - მიპასუხა და მეც სახლიდან გამოვედი. სუფთა ჰაერი სხვანაირად მომელამუნა და მეც ღრმად ჩავისუნთქე. მაინც რამდენი ხანია გარეთ არ გამოვსულვარ... სახლს დიდი ეზო აქვს და ასეთივე ღობე არტყავს გარს. ჭიშკართან კი დაცვაა. მამაჩემი ისე ღელავს ჩემზე და დედაჩემზე, რომ 5 კაცი 24 საათი აკონტროლებს პერიმეტრს. -მიბრძანდებით, ქალბატონო ნიტა? - გამიღიმა ერთ-ერთმა. -დიახ - თავაზიანად ვუპასუხე და გარეთ მომლოდინე თათიას გავხედე. -ნიტა! როგორ გამიხარდა შენი ნახვა! - გახარებული გადამეხვია და გადამკოცნა. -მეც... ასე გამომწვევად რატომ გაცვია? - ვკითხე გულუბრყვილოდ. არა, მართლა ქუჩის ქალივით ეცვა... მოკლე შავი ტოპი და წითელი მოტკეცილი ქვედაბოლო. -თოკოს მოსწონს ასე რომ მაცვია - მიპასუხა პრანჭვით. არა, იმ დროის განმავლობაში რაც არ მინახავს საგრძნობლად იყო შეცვლილი. -იცი როგორი ქალის იმიჯს ტოვებ? - ვკითხე წარბაზიდულმა, თან მის მანქანაში ჩავჯექი და კარი მოვხურე. -არ მაინტერესებს... - მხრები აიჩეჩა და მანქანა დაძრა - მომისმინე, ანუ დღეს შეგიძლია ხომ სახლში რომ არ მიხვიდე? -კი, რა ხდება? -მერე ალბათ თოკოსთან გავალთ და მაგიტომ მაინტერესებდა... -თოკოსთან რა გვინდა? - ვკითხე დაეჭვებულმა. -რა უნდა უნდოდეთ შეყვარებულებს სახლში მარტო? - მობეზრებულმა გამომხედა და კითხვისნიშნიანი მზერა მომაპყრო. -თქვენ რა... - გაოცებისგან პირი დავაღე. -ხო, დღეს პირველია... - მიპასუხა და ღრმად ამოისუნთქა. -ნორმალური ხარ? - ჯერ კიდევ შოკში მყოფს აღმომხდა. -კი... მე და თოკოს გვიყვარს ერთმანეთი და დარწმუნებულები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში. მალე დავქორწინდებით კიდეც და ჩემი მეჯვარე იქნები - თვალი მხიარულად ჩამიკრა და გაიცინა. -კარგი, მაგრამ მე რა მინდა მაგ შენი თოკოს სახლში? -სიმპატიური ძმაკაცები ყავს იქნებ რომელიმე მოგეწონოს - მიპასუხა უდარდელად. -და საწოლში ჩავუგორდე? - ვკითხე ცოტათი გაბრაზებულმა. -არაა საჭირო პირდაპირ საწოლში ჩაუგორდე. მანიაკები არ არიან არ ინერვიულო... – „დამამშვიდა“ და მანქანა გააჩერა. -კარგი... - ჩავილაპარაკე ჩემთვის და მანქანიდან გადმოვედი. ფეხები უკან მრჩებოდა, რატომ არ ვიცი... უეცრად თვალწინ ისევ ჩემმა კოშმარმა გადამირბინა, ოღონდ არ შემშინებია, არც შევცბუნებულვარ... თითქოს უფრო დარწმუნებულმა განვაგრძე გზა. სად მივდიოდი? ასეთი ქმედებები მე ხომ არ მახასიათებდა... კლუბშიც პირველად მოვდიოდი. არ ვიცი, ალბათ ეს ჩემი ახალი ცხოვრება იყო... -ორმაგი ვისკი... - თათიამ ბარმენთან მიმათრია და იქვე ჩამომსვა. ირგვლივ მიმოვიხედე... ყველას ჩემი დაქალისნაირად ეცვა - საშინლად ვულგარულად და გამომწვევად. ყველაფერი „გამომზეურებული“ ჰქონდათ. „რა მინდოდა! დებილი ვარ! ნამდვილი დებილი! ასეთი ადგილები საჩემო არაა...“ - ჩემი თავი გამოვლანძღე და სასმელი გავსინჯე. -საშინელებაა - უკმაყოფილოდ დავმანჭე სახე. -ეგრე არა... ღრმად უნდა ჩაისუნთქო და ბოლომდე მოსვა. მიდი გაგისწორდება - შემაგულიანა თათიამ და თან თვალებით ვიღაცის ძებნა დაიწყო... ალბათ თოკოსი... თათიას რჩევა გავითვალისწინე და ვისკი „წესების“ მიხედვით დავლიე. მაინც საშინელი გემო ჰქონდა, თუმცა ასატანი. მთელი სხეული ამიხურდა, კუნთები დამიბუჟდა... ვგრძნობდი, რომ სასმელი მეორე ჭიქიდან მომეკიდა, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი... ვსვავდი და ვსვავდი... დარდის დასავიწყებლად საუკეთესო საშუალება ყოფილა დალევა... აქამდე რატომ ვერ აღმოვაჩინე? თიკას სიკვდილს ასე ხომ უფრო ადვილად გადავიტანდი... გონების დაკარგვამდე ვსვავდი... არც თოკო მახსოვს და არც მისი რომელიმე სხვა ძმაკაცი... არც ის მახსოვს როდის წამოვედით კლუბიდან ან სად წავედით... მხოლოდ სიბნელე და სიცარიელე მახსოვს... კიდევ სითბო... ჰო, სითბო... და რაღაც რბილი... როდესაც გავიღვიძე თავი ტკივილისგან მისკდებოდა. ოთახში ვიღაც დადიოდა. ხელის თითები გავამოძრავე იმის შესამოწმებლად რომ ნაწილებად დაშლილი არ ვიყავი და შემდეგ გავიზმორე... -რას ფიქრობდი ამდენს რომ სვამდი? - ოთახში უცნობი მამაკაცის ხმა გაისმა. თვალები მაშინვე შეშინებულმა ვჭყიტე და ირგვლივ მიმოვიხედე. ალბათ უკვე შუადღე იყო... მამაკაცი ჩემგან ზურგით იდგა. რატომღაც ჩემი სიზმარი გამახსენდა. არ ბნელოდა, მაგრამ სილუეტი იმნაირი იყო. არა, ზუსტად ისეთი! შემიძლია დავიფიცო, რომ ყოველი დეტალი ზუსტად ისეთივე იყო. შიშმა უფრო ამიტანა, როდესაც გავაანალიზე, რომ უცნობს ხელში რაღაც ეჭირა. ჩემს სიზმარშიც ხომ ეჭირა? რა იყო ეს? -ვინ ხარ? - დავსვი სიზმარში დასმული შეკითხვა. -ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ... - მიპასუხა ისევ მშვიდი ტონით და მაგიდაზე რაღაც დადო. ალბათ წარმოგიდგენიათ როგორ ვიქნებოდი მაშინ, როდესაც ჩემი სიზმარი თითქმის დეტალურად მეორდებოდა ჩემს თვალწინ. -მძინავს? - ვკითხე ცოტაოდენი დუმილის შემდეგ. -რა?! - გაკვირვებული უცნობი წამსვე შემოტრიალდა და მზერა ჩემზე შეაჩერა. - რამდენი დალიე? - დაამატა კითხვა და ჭიქით ხელში მომიახლოვდა. -ანუ არ მძინავს? - გულუბრყვილოდ გავუმეორე შეკითხვა და მის შავ მაისურს შევხედე, რომლის შიგნითაც აშკარად დაკუნთული სხეული იმალებოდა. -თავი გტკივა? - ჩემი კითხვა დააიგნორა და საწოლზე ჩამომიჯდა. ინსტინქტურად კედლისკენ მივიწიე, რის გამოც უცნობიც აღარ მოწეულა ჩემკენ. -ვინ ხარ? - ვკითხე და თვალებში ინტერესით მივაჩერდი. კაშკაშა ლურჯი თვალები ჰქონდა, ისიც პირდაპირ მე მიყურებდა, რის გამოც შემრცხვა და ძირს დავიხედე. -კითხვებზე სულ ასეთ პასუხებს იძლევი? - ტუჩის კუთხე ჩატეხა და ჭიქას დახედა. -როცა სრულიად უცხო გარემოში ვარ ჩემთვის თავისტკივილზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაცაა - ვუპასუხე დაუყოვნებლად. - თათია სად არის? - ვკითხე და მაშინვე ფეხზე წამოვხტი. -მოიცა... - დამიძახა, თუმცა ყურადღება არც მიმიქცევია და ოთახიდან გავედი. როგორც ჩანდა არ იყო დიდი სახლი... უმისამართოდ დავიწყე სიარული და მისაღებ ოთახში შესულს საოცარი სცენა დამხვდა: ერთმანეთზე გადაკრული თათია და სავარაუდოდ თოკო მშვიდად ფშვინავდნენ. თხელი გადასაფარებელი უხერხულ ადგილებზე ჰქონდათ მიფარებული, თუმცა მაინცდამაინც დამაკმაყოფილებლად დაფარული არ იყო მათი სხეულები. ისევ გაცლა ვამჯობინე და ჯერ კიდევ გაკვირვებული იმ ოთახში დავბრუნდი სადაც უცნობი დავტოვე. -აბა როგორი სცენა დაგხვდა? - ჩაიცინა საწოლზე წამოგორებულმა. სირცხვილისგან ლოყები ამიწითლდა და იქვე კართან ავიტუზე. - მოდი, აქ დაჯექი - წამოჯდა და ადგილი გამითავისუფლა. უხმოდ ჩამოვჯექი და თავი დავხარე. თვალებში შეხედვასაც ვერ ვბედავდი. -ახლა შენ მითხარი ეს პატარა გოგო ამდენს რატომ სვამდი თუ არ შეგეძლო... - მითხრა ისევ მშვიდი ბოხი ხმით და ჩემს პასუხს დაელოდა. -შენ არ გეხება - ვუპასუხე ოდნავ გაბედულად. -აი, კითხვებზე პასუხის გაცემა შეგძლებია - გამიცინა და საპასუხოდ მეც გავუცინე. -უბრალოდ მინდოდა დამევიწყებინა ყველაფერი... - ვუპასუხე ჩაფიქრებულმა. -მაინც რა? - მკითხა დაინტერესებულმა. გამიკვირდა, ასე რატომ დაინტერესდა ჩემი პრობლემებით „ნაცნობი“ უცნობი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს... ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებდი. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი - ვთქვი ოდნავ ჩუმად. -კარგი... ბორჯომს არ დალევ? პახმელიაზე შველის - ადგა და ისევ ის ჭიქა მომიტანა. უხმოდ გამოვართვი და ერთი ყლუპი მოვსვი. -აქ როდემდე უნდა ვიყოთ? - ჭიქა ორივე ხელით დავიჭირე და მუხლებზე დავიდე. -როცა გინდა მაშინ წადი, არავინ გაკავებს - მიპასუხა უდარდელად. უნდა ვაღიარო ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა, თვალებიც რაღაცნაირი... მისი ნათქვამი რამდენიმე წამში გავაანალიზე. წავიდე? წავიდე და რა ვქნა? ისევ სახლი და ჩემი ოთახის ოთხი კედელი? ჰმმ... მაინცდამაინც სახარბიელოდ არ ჟღერდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ მქონდა. -თათიას გარეშე ვერ წავალ - ვუპასუხე მოკლედ. -ისე, შენ და თათია საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს... - მითხრა ჩაფიქრებულმა. -რას გულისხმობ? - ვკითხე დაეჭვებულმა და თვალებში ჩავხედე. -შენ რაღაცნაირად სუფთა ხარ. მიკვირს თათიასნაირ გოგოსთან რომ მეგობრობ - თქვა და ფეხზე წამოდგა, ფანჯრიდან გაიხედა. -ეს შენი გასარჩევი არაა... - ვუპასუხე და მეც ფეხზე წამოვდექი. ფეხზე ჩავიცვი და ტელეფონი ავიღე. -მიდიხარ? - მკითხა გაკვირვებულმა. -ხო, აბა რა გავაკეთო - ამოვიოხრე და თან კარის სახელურს ჩავეჭიდე. -აბა მარტო ვერ წავალო? - გამახსენა რამდენიმე წამის წინ ნათქვამი. -რამეს მოვახერხებ - მოკლედ მოვუჭერი და ოთახის კარი გავაღე. აღარ შემპასუხებია, თუმცაღა როდესაც სახლის კარს მივუახლოვდი, მაშინ გავიგე მისი ხმა. -მოიცა მეც მოვდივარ... - ფეხზე ჩაიცვა და კარი გამიღო. -არაა საჭირო, რამეს ვიზავ - ვუპასუხე და კიბეებზე ჩასვლა დავიწყე. -იცი რომელი სართულია? - მკითხა და ჩაიცინა. -რა მნიშვნელობა აქვს - ავიჩეჩე მხრები. -ლიფტით ჩავიდეთ -იყოს არ მინდა... - ვუპასუხე და სიარული განვაგრძე. -რა არ გინდა... მე-14 სართულია, მოკვდები სანამ ჩახვალ. მოდი აქ - მომმართა ოდნავ მყარი ტონით. იმის შიშით, რომ უცნობი არ გამებრაზებინა უხმოდ დავემორჩილე და თავდახრილი ავეტუზე მის გვერდით. - ნიტა... ლამაზი სახელია... - თქვა ჩაფიქრებულმა, მე კიდევ გაკვირვებულმა ავხედე. -ჩემი სახელი საიდან იცი?.. -გუშინ შენ თვითონ მითხარი. არ გემახსოვრება - თვალი ჩამიკრა და ლიფტში შემატარა. -შენ რა გქვია? -დემე... - მიპასუხა მოკლედ და ღილაკს თითი მიაჭირა... ................. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით!.. არ ვიცი რა გამოვიდა... ვარგა... არ ვარგა... მოკლედ, მაინტერესებს მოგეწონათ თუ არა... აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორია ცოტათი არარეალურია, ანუ „წაუფენტეზებს“... ალბათ შეამჩნევდით ამის ნიშნებს უკვე... პ.ს. რადგან სწავლა იწყება, წერისთვის უფრო ცოტა დრო მექნება, ამიტომ იმდენად ხშირად ვეღარ დავდებ ახალ თავებს... მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.