თორნიკე..(სრულად)
უკვე გაყინული ხელებით, ცივ წყალში რეცხავს ჭურჭელს ნატალია კატუკია. უკვე იმდენად მიეჩვია სიცივეს, ვეღარც გრძნობს.. დიდი მონდომებით ავლებს წყალს გასაპნილ ჭურჭელს და გონებაში ვიღაცას ელაპარაკება: "მოწიე პატარავ.. მოწიე.. ჩვენ მაინც ყველანი დავიხოცებით.. ადრე თუ გვიან დავიხოცებით.. მანამდე კი მოწიე.. მაინც ხომ ვიცით რომ დავიხოცებით.. ასე ხდება და ასეც მოხდება. სიცოცხლე მარადისობას ვერ უდრის ჩვენთვის, მარადიული ფუფუნებაა მხოლოდ სიკვდილი.. როცა ადამიანი იმას ნანობს რომ უყვარდა.. როცა ადამიანი იმას ნანობს რომ სიყვარული იცოდა.. როცა ადამიანი ნელ-ნელა შლის ხალხს თავისი ცხოვრებიდან და თავსაც იშლის მათი ცხოვრებიდან.. და როცა ერთი და ძვირფასი რჩება.. სწორედ მაშინ მას შეუძლია იფიქროს იდიალურ დასასრულზე.. და ახლა ხომ დეკემბერია? რაღაცნაირი თვეა, დეკემბერი.. თვეა როცა სხვანაირი სურვილები ხდება.. სურვილი წახვიდე.. გაქრე.. გაიფანტო.. სურვილი ერთად წახვიდეთ.. გაქრეთ.. და ყველა სევდიანი ფილმი ჩემს ცხოვრებაზე მხიარულია.. და ყველა კომედია დრამაა როცა შიგნით გტკივა.. გტკივა ის, რომ სიკვდილია სიცოცხლის ფასი.. და მაინც ადამიანი გქვია და ცხოვრობ.. უსასრულობაზე ფიქრებში ცხოვრობ.. იქნებ ზოგიერთი ადამიანის გულშიც ცხოვრობ.." ტვინზე მიყინულ ფიქრებს თავიდან იშორებს ნატალია და გარეცხილ ჭურჭელს ერთად ალაგებს, სამზარეულოში მისი უფროსი შედის. -ნატალი, გოგოებს დახმარება სჭირდებათ, დროზე მორჩი ჭურჭლის რეცხვას და გადი, ხალხს მიხედე! უფროსებს ჰგონიათ რომ ყველაფრის უფლება აქვთ და ეს არის ტრაგედია, ვინც არ უნდა გახდე არავინ არ უნდა დაამცირო, არავის არ უნდა უბრძანო! ადამიანებს ხმადაბლა ნათქვამიც ესმით და თან ყვირილზე კარგად, რადგან ყვირილი სმენას ახშობს. ნატალიამ ხელები პირსახოცზე შეიწმინდა, თავსაფარი გაისწორა და გავიდა. -იმ მაგიდასთან მიდი, სასწრაფოდ! ხელით დაანახა მომლოდინე ადამიანებით გაძეძგილი მაგიდა უფროსმა და თვითონ სადღაც წავიდა. კატუკიამ ხელში ფურცელი და კალამი დაიჭირა. -რა მოგართვათ? გაიღიმა, მერე რა, რომ ამის სურვილი არ ჰქონდა, მერე რა, რომ შიგნით ყველაფერი ეწვოდა, მაინც გაიღიმა.. ღიმილი აუცილებელია, მითუმეტეს მაშინ, როცა მიმტანი ხარ. -ორი ლობიანი, ორი აჭარული ხაჭაპური და ოთხი პატარა კოკაკოლა. -კარგით, ახლავე. ისევ გაიღიმა ნატალიმ და მაგიდა დატოვა. 6საათამდე მუშაობდა.. მუშაობისგან არა, ტკივილისგან დაღლილი წავიდა დაქალთან, ნია ევგენიძესთან. -შემოდი. კარი საბანში გახვეულმა გაუღო. -მარტო ხარ? -ხო, ირაკლი დასალევად წავიდა. -ისევ? -ისევ! უკვე აღარ შემიძლია. სავარძელში მოკალათდნენ. -ხომ გიყვარს? ნია, სიყვარულს ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია, ორმხრივ სიყვარულს.. -ვიცი.. შენ რა გჭირს? ისევ იმაზე ფიქრობ? -შემიძლია სხვა ვინმეზე ფიქრი? 13წელია ჩემი გული და გონება ერთი და იმავე ბიჭის სახელს მიმეორებს, სიმარტოვემ დამღალა.. ლოდინმა დამღალა.. ვეღარ გავუძლებ! რატომ წავიდა.. ნია რატომ?! -ნატალი, მერამდენე წელია გეუბნები! აიძულე შენს გულს და გონებას რომ სხვა ვინმეზე იფიქრონ! აღარ მინდა რომ ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებოდე, შენ ყველაზე ლამაზი და კარგი გოგო ხარ, სადმე წადი, გაიცანი ვინმე ბიჭი, ან იმ ბიჭებს მიეცი საშუალება რომ დაგიახლოვდნენ, ვისაც მოსწონხარ. რა მნიშვნელობა აქვს წავიდოდა თუ არა? ერთად მაინც არ იყავით, ზუსტად ის თქვენი შემთხვევითი შეხვედრები და რამდენიმე წუთიანი ლაპარაკები არ გაძლევდა მისი დავიწყების საშუალებას ამდენი წელი. ყურადღებით უსმენდა ნატალი დაქალს და ტვინში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა: "ყველა თანაგრძნობა არის სისულელე, როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი." ნატალი კატუკიას ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე სხვა ბიჭთან იყოს, სიკვდილი ურჩევნია ღალატს! ვის უღალატებს? საკუთარ თავს და რა თქმა უნდა.. 13წლიან სიყვარულს. -მისმენ? ნატალი! ფიქრებში ჩაძირული ნატალი ფრთხილად ამოტივტივდა ხმელეთზე. -უნდა წავიდე. -უკვე? დამელოდე, ჩავიცმევ და მანქანით გაგიყვან, ძალიან ცივა. -არ მინდა, სეირნობა მირჩევნია. -ნუ ხარ გიჟი. -ხვალ დაგირეკავ. ნატალი ფეხზე წამოდგა, დაქალი გადაკოცნა და გარეთ გავიდა. სიცივე ჯერ სახეში ეცა, მერე სხეულში დაუარა, სიამოვნებისგან გააკანკალა კატუკიას და წინ წავიდა. დეკემბერი.. ციდან წამოსული პატარა ფიფქები რომლებიც დაცემისთანავე დნებიან.. ნატალიც ასე დნება, როცა იმ ერთადერთს უყურებს.. ერთადერთ სიყვარულს. მიდის, მოყინულ გზაზე უცურავს ფეხები, სცივა, მაგრამ მაინც არ ბრუნდება თბილ სახლში, გარეთ სეირნობა და ფიქრი ურჩევნია.. "ჩვენს ერთად ყოფნას ვერავინ გაიგებს.. შენ ცალკე, მეც ცალკე, მაგრამ მაინც ყოველთვის ერთად.. როგორ შემიძლია ეს სხვებს ავუხსნა? მაგრამ შენ ხომ გესმის! არ მითხრა, რომ არ გესმის.. გახსოვს, 1წლის წინ, 31 დეკემბერს, ღამის თერთმეტ საათზე შემთხვევით რომ შევხვდით ერთმანეთს, შენ მითხარი მოდი ერთმანეთს საჩუქრები ვაჩუქოთო, თუმცა არცერთს არ გვქონდა.. შენ კაშნე მომხსენი და ხელზე გადაიხვიე, მერე მაიკა გაიძრე, ჟილეტი შიშველ სხეულზე შეიკარი და შენი მაიკა მე გამომიწოდე.. მითხარი, რომ შემდეგი წლის 31 დეკემბერს შევხვედროდით და ერთმანეთისთვის დაგვებრუნებინა მაიკა და კაშნე.. მე სიხარულით დაგეთანხმე და შენ მაშინ პირველად მაკოცე.. მერე რა, რომ ხელზე.. მთავარია რომ მაკოცე, თან პირველად! და ჩემს მუშაობისგან დასახიჩრებულ ხელს, ახლაც ამჩნევია შენი ტუჩების კვალი.. ხვალ უკვე 31-ია, მაგრამ შენ სხვა ქვეყანაში ხარ, ჩემგან მოშორებით.. მანძილი ვერ მავიწყებს შენს თავს, ახლა უფრო მეტად მიყვარხარ! გახსოვს ერთხელ რომ მითხარი მიყვარხარო, ერთი ჩვეულებრივი დღე მაშინ ჩემთვის დღესასწაულად იქცა.. შენ გიყვარდი, შეიძლება რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც.. ვის ავუხსნა ჩვენი ერთად ყოფნა? ვინ გაიგებს შენ გარდა.." ნატალია ფარეხთან მიყინულ ძაღლთან შეჩერდა და ფიქრებიც გაქრნენ. დაიხარა, თოვლით დაფარულ თავზე გადაუსვა სიცივისგან გაწითლებული თითები, ძაღლმა უცხო ხელი იგრძნო და თავი მოატრიალა, იქნებ დაეყეფა კიდეც, ამის ძალა რომ ჰქონოდა.. ნატალიამ ჯერ ჟილეტი გაიხადა, მერე თბილი, ნაქსოვი ჟაკეტი და ძაღლს მოახვია, ხელში აიყვანა, მთელი ძალით მიიხუტა და შეეცადა მისი გაყინული სხეული გაეთბო, იმ სიცივეში მისი მარტო დატოვება არ შეეძლო, ამიტომ გადაწყვიტა სახლში წაეყვანა. ჩახუტება თორნიკემ ასწავლა, როცა ის პირველად ჩაეხუტა.. ახლა ნატალიაც ცდილობს ისე ჩაეხუტოს პატარა ძაღლს, როგორც მას ეხუტებოდა თავისი ერთადერთი სიყვარული. გზას აგრძელებს, ფეხები ერთმანეთში ერევა ისე, როგორც ფიქრები.. "7 წლიდან მიყვარხარ, გახსოვს როდის გნახე პირველად? მე ბიჭებმა დღიური წამართვეს, მაშინ საერთოდ არ გიცნობდი.. ყველა დამცინოდა, მე წართმევასაც კი არ ვცდილობდი, უბრალოდ ვიჯექი და ვტიროდი.. შენ მოხვედი, ის ბიჭები რაღაცით შეაშინე, ჩემი დღიური გამოართვი და დამიბრუნე.. მე ცრემლები მოვიწმინდე და მადლობა გადაგიხადე, შენ არაფერი გითქვამს ისე წახვედი. სახლში მისვლისთანავე დავწერე იმ დღიურში შენზე.. ჩემს გმირად მოგნათლე, იმის მერე სულ შენზე ვწერ, ასე უბრალოდ, ვზივარ და ვწერ.. შენთან ყოფნის სურვილი მახრჩობს, ყელში ისე აუტანლად მიჭერს, თვალებში სულ ცრემლები მიდგას.. ჩემი ყველა ცრემლი შენ გეძახის.. მთელი წელი ველოდებოდი 31დეკემბერს, მთელი წელი ვცხოვრობდი მხოლოდ ამ დღის იმედით.. მაგრამ 29დეკემბერს, დაუმშვიდობებლად წახვედი, რატომ გააკეთე ეს?! ნუთუ არც კი გახსოვდა რაზეც შევთანხმდით.. 3საათია თოვლით მოთხაპნილ ქუჩებში დავეხეტები, რამდენჯერ გვივლია ამ ქუჩებში მე და შენ ერთად.. რამდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს დაგეგმილად თუ დაუგეგმავად.. მაშინ ბედნიერი დავდიოდი, ვიცოდი რომ სადმე გადაგეყრებოდი, ან თვალს მაინც მოგკრავდი.. ახლა რა მეშველება? რა აზრი აქვს ამ ქუჩებში ხეტიალს როცა ვიცი რომ შენ ვეღარ შეგხვდები.. შენს დიდ, ნაცრისფერ თვალებს ვეღარ შევეჩეხები და დაბნეული, ლოყებ აწითლებული ვეღარ დავხრი თავს.. გახსოვს ის დღე? წვიმას რომ მიჰქონდა თბილისი.. მე გარეთ ვსეირნობდი, მიყვარს ასეთი ამინდი.. შენ სახლში გარბოდი წვიმისგან გაყინული, მაგრამ მე რომ დამინახე, ჩემთან ერთად დარჩენა გადაწყვიტე.. ბოლო ხმაზე ვუსმენდით Aerosmith-ის Crazy-ს და წვიმაში დავრბოდით.. მე შენი სიყვარულით გაგიჟებული.. და შენ? შენ უბრალოდ ჩემი მეწყვილე იყავი იმ დღეს, ჩემი კავალერი." ნატალია სადარბაზოსთან მივიდა და ხელში აყვანილ ძაღლს დახედა, ის მშვიდად ნებივრობდა კატუკიას მკლავებში.. ნატალი სახლში ავიდა, ძაღლს საჭმელი აჭამა, მაცივრიდან შოკოლადები გამოიღო, ჭიქაში კონიაკი დაისხა, პიჟამოები ჩაიცვა, ლოგინზე წამოწვა და რაღაც ფილმი ჩართო.. მონდომებით ჭამდა შოკოლადს და სიმწრისგან წამოსულ ცრემლებს ატანდა თავისდაუნებურად.. უცხოეთში წასულმა დედამ დაურეკა viber-ში, აიღო, მაგრამ კამერა არ ჩაურთავს, არ უნდოდა ასეთი ენახა დედას. -ხო დე. -რას შვები ნატალია? -ახლახანს მოვედი სახლში და ვწევარ, შენ? -არაფერს.. ახალ წელს რას აპირებ დედი? -ალბათ ნიასთან ერთად წავალ სადმე, როგორც ყოველთვის. -აა, თქვენი ტრადიცია გადამავიწყდა. -შენ რას აპირებ? -მამაშენს ხომ იცი, დღესასწაულები არ უყვარს, ამიტომ ჩვეულებრივად ავღნიშნავთ.. ისე მინდა შენთან ვიყო, ნატალი.. -მეც ძალიან მინდა დე. ყელში ბურთი გაეჩხირა ნატალიას და ხმა ხმა ჩაუწყდა, დიდხანს ითმინა, ბოლოს ვეღარ შეძლო და ბავშვივით აქვითინდა. -შენთან მინდა დე! სულმოუთქმელად ტიროდა.. -ყველაფერს რომ ავაწყობთ ჩამოვალთ დე, არ ინერვიულო, ნუ ტირი გთხოვ, ნუ ტირი, თორემ მეც ვიტირებ. -ხვალ დაგირეკავ კარგი? -კარგი, თუ დამპირდები რომ აღარ იტირებ. -გპირდები. -მიყვარხარ და გკოცნი ჩემო ანგელოზო. -მეც მიყვარხარ, დე.. ნატალიმ ტელეფონი გადადო, ცრემლები მოიწმინდა და ლოგინთან ატუზული ძაღლი ხელში აიყვანა, თავისი ცრემლებით დაასველა, მაგრამ ძაღლს მაინც არ უცდია მისი თავიდან მოშორება.. ცხოველები გუმანით გრძნობენ, როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ.. ნატალიას ძაღლთნ ერთად ჩაეძინა.. დილის 8საათზე გააღვიძა მისმა ყეფამ, ფეხზე ადგა, საჭმელი გაუმზადა, თვითონ წყალი გადაივლო და ღუნღულა ხალათში გახვეულმა დაიწყო სახლის დალაგება. "უკვე 31-ია" ფიქრები მოაწვნენ ნატალიას. "შენი მაიკა ახლაც ჩემი საწოლის კიდესთან ჰკიდია, მაგრამ რა აზრი აქვს? შენ მოსკოვში ხარ, მე თბილისში.. ნეტავ აქ რომ იყო, ეს დღე ჩემს თავს გაგახსენებდა? ნეტავ ისევ გაქვს ჩემი კაშნე? 13წელი.. 13წელი თორნიკე.. 13წელი და 13000000ტკივილი.. სასაცილო იცი რა იყო? შენი ჩათვლით ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ მიყვარდი.. შენ 'ქუჩის ბიჭი' იყავი, მე კარგი მოსწავლე და ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი იყო.. ადამიანები თვლიდნენ, რომ ჩვენ, სხვადასხვა სამყაროდან, ვერასდროს გავუგებდით ერთმანეთს.. მაგრამ ისინი ცდებოდნენ! ჩვენ ყველაზე კარგად გვესმოდა ერთმანეთის იმდენად კარგად, რომ ლაპარაკიც კი არ გვჭირდებოდა, რადგან შენ ხარ ჩემი სამყარო.." ნატალია ლამაზად გამოეწყო და ნიას დაურეკა. -ნიი, რასშვები? -სახლს ვალაგებ, შენ? -არაფერს. მისმინე, რა ვქნათ დღეეს? -მე და ირაკლი რესტორანში მივდივართ. -რესტორანში? კატუკიას ხმაზე სიმარტოვის ტკივილი მიეყინა. -ხოო, შენ ხო არ გეწყინება? -არა.. არა, რა თქმა უნდა.. ხანდახან ვალდებული ხარ იცრუო.. ნატალიმ წითელი კაბა ერთი ხელის მოსმით გაიხადა და ისევ მოაწვნენ სიმარტოვის ცრემლები.. ვის დაურეკოს? ვის სთხოვოს რომ მასთან ერთად შეხვდეს ახალ წელს.. ბევრი მეგობარი არ ჰყავს, სკოლის დამთავრების შემდეგ სულ შემოეძარცვნენ, ისე როგორც ზამთარში ხეს ეძარცვებიან ფოთლები.. მარტოა და ყოველთვის მარტო იყო.. სიცივის მიუხედავად ფანჯარა გამოაღო.. სახეზე მიეფერა ნიავი და თავისდაუნებურად გაიფიქრა: "რა საშინელებაა რომ ჩვენს ფანჯრებში სხვადასხვა ქალაქები მოჩანს.. რა საშინელებაა რომ შენ ამ ქუჩაზე არ ჩაივლი და მე ტკივილიან თვალებს არ გამოგაყოლებ.. რა საშინელებაა რომ შენს მაიკას ვერასდროს დაგიბრუნებ.." მაიკის გახსენებაზე ნატალია საწოლს მივარდა და კიდიდან გრძელმკლავებიანი, ზოლიანი მაიკა ამოაძვრინა.. ჯერ კიდევ შერჩენოდა თორნიკეს სუნი, ამიტომ სახეზე აიფარა.. "შენი სუნი.. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, როგორ შევძლებ მის დავიწყებას?! შენ გგონია ყველა გრძნობს? შენ გგონია ყველას ესმის? ცდები ჩემო საყვარელო.. ამ სუნს მე ვგრძნობ, მხოლოდ მე.. როგორ მინდა ახლა აქ იყო, ჩემ გვერდით და ერთად ველოდებოდეთ ახალი წლის დადგომას.. სასწაულების ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ახლა აღარ მჯერა.. შენ წახვედი და რწმენა წამართვი, რწმენა რომელიც მაიძულებდა სასწაულებს დავლოდებოდი ყოველ ახალ წელს.." კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. "სიმარტოვე აძლიერებს ადამიანს, მაგრამ გააჩნია ვინ გაკლია, გააჩნია რატომ ხარ მარტო.. ვისაც წასვლა უნდა, უნდა გაუშვა.. მეც გაგიშვი, მერე რა რომ ჩემთვის აზრი არ გიკითხავს.. მაინც მე გაგიშვი. ახლა მილიონამდე კილომეტრი გვაშორებს ერთმანეთს და ახლა ყველაზე მარტოდ ვგრძნობ თავს.. ჩემი შენდამი სიყვარული მახვევია ირგვლივ და თვალებს მიწვავს.." ნატალია ლოგინზე წამოწვა და ჩაეძინა, ტელეფონს ხმა გამოურთო და სანამ ეძინა უამრავმა ადამიანმა დაურეკა, თუმცა ტელეფონისთვის გაღვიძების შემდეგაც არ შეუხედავს, ნახევარი საათი გაშტერებული იჯდა ლოგინზე და ძაღლს უსმევდა უპატრონოდ დარჩენილ ხელებს.. "-შენ გესმის ჩემი?" "-ვიცი რომ გესმის.." კედელზე დაკიდებულ საათს შეხედა, მხოლოდ მისი ტიკ-ტიკი არღვევდა სიჩუმეს, რომელსაც ადამიანები ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.. უკვე 8საათი იყო. "რამდენ ხანს მძინებია.." გაიფიქრა ნატალიამ და ლოგინზე წამოჯდა, თოვლივით თეთრი ფეხები გადაყო და ღუნღულა ჩუსტებში შეაცურა, ფეხზე ადგა, სამზარეულოში გავიდა და ჩაიდანი დაადგა. თუ ადამიანები ვერა, ცხელი შოკოლადი მაინც გაგათბობს, ყოველთვის.. ისევ მოუკიდა სიგარეტს და კარზე ზარის ხმა გაისმა. ნატალია შეკრთა, გაუკვირდა, ვინ უნდა იყოს ამ დროსო.. კარებთან მივიდა და შეშინებულმა გამოაღო, ვერავინ რომ დაინახა თვალები ძირს ჩააცურა, ლამაზი პარკი იდო, გრძელ ყუთთან ერთად.. ჩაიმუხლა, ყუთს თავსახური მოსხნა და ბედნიერებისგან თვალები აუცრემლიანდა, ტკივილმა მიატოვა ნატალია, მოშორდა და სადღაც კუთხეში მიიმალა. ნატალიამ ყუთი და პარკი სახლში შეიტანა და კარი მოკეტა. ჩაიდანი დუღდა და მოურიდებლად ყვიროდა, მაგრამ მისი ხმა არც კი ესმოდა კატუკიას. შავ ყუთში ჩალაგებულ ვარდებს ყნოსავდა და ეფერებოდა.. მერე პარკი გახსნა და თავისი კაშნე რომ დაინახა, სულ გაგიჟდა.. "ახსოვდა! ახსოვდა! ახსოვდა!" იმეორებდა დაუსრულებლად და ოთახიდან ოთახში დარბოდა ბედნიერებისგან მოწოლილი ენერგია რომ დაეხარჯა.. ყუთს კიდევ ერთხელ შეხედა და პატარა კონვერტი დაინახა, ამოიღო, გახსნა და კითხვა დაიწყო. "ახალ წელს სასწაულები ხდება, მხოლოდ ახალ წელს შეიძლება უარი თქვა მომავალზე ერთი გოგოს გამო.. ისიც კი არ ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ, მაგრამ ჩემს მომავალში მხოლოდ შენ გხედავ, ამიტომ ვერ წავალ რუსეთში.. გირეკავდი, მაგრამ არ აიღე. ახლა იმედი არ მაქვს რომ შევხვდებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამაში.." ნატალია სიმარტოვემ სამუდამოდ მიატოვა, გაშტერებული მიეყრდნო მაგიდას და ბედნიერების ცრემლები სცვიოდა დაუსრულებლად. ჩაიდანი ისევ ითხოვდა შველას, მაგრამ ვის ჰქონდა მისი თავი.. ასე გაშტერებულმაბ გაატარა ნატალიამ დრო, თორმეტ საათამდე. ძაღლივით ინსტიქტებით მოქმედებდა.. ზუსტად თორმეტ საათზე ისევ გაიგო ზარის ხმა, კართან მიირბინა და გამოაღო. თორნიკე იყო.. ხელში წითელი ღვინო ეჭირა და ღიმილით შესცქეროდა მასპინძელს.. როგორ მოსწონდა ნატალიას მისი ღიმილი და რამდენ ადამიანში ეძებდა.. თორნიკე სახლში შევიდა. -ახალ წელს გილოცავ ნატალი. -მეც გილოცავ თორნიკე. -არ მეგონა ასე თუ გაგაკვირვებდა ჩემი დანახვა. ისევ გაიღიმა, მიუახლოვდა და ლოყიდან ყელამდე ჩაუცურა ხელი. -რუსეთში მეგონე.. თორნიკემ მუშტი დაარტყა მაგიდას და წარბები შეკრა. -ვერ წავიდოდი, ახალ წელს სასწაულები ხდება და შენ დღეს, ღამის თორმეტ საათზე ჩემი სასწაული ხარ. ნატალის უნდოდა კიდევ გაეგრძელებინა თორნიკეს ასეთი ლაპარაკი, ამიტომ გაინაბა და ხმა არ ამოუღია, თორნიკე მიუახლოვდა, ჯერ ხელზე აკოცა, მერე ყელში და უკნიდან ჩაეხუტა მთელი ძალით.. ნატალია კატუკია მასში მთელი არსებით ჩაიღვარა.. "-მე შენ მიყვარხარ". გაიფიქრა და სიხარულით მოციმციმე თვალები დახუჭა. ______________________ სწავლა დამეწყო და წერისთვის იმდენი დრო აღარ მრჩება.. მომენატრეთ, წერაც მომენატრა.. ეს ჩემი ისტორიაა, სხვა სახელებით, ადგილით, დროით, მაგრამ ჩემი, არ მინდოდა ჩემი ფანტაზიით გამეგრძელებინა, ამიტომ დავტოვე ასე, მეც თქვენსავით მაინტერესებს რა იქნება ბოლოს ან შემდეგში.. იმედები კი გაგიცრუვდებოდათ, მაგრამ ცოტათი მაინც მოგეწონათ? მიყვარხართ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.