წყეული ღამეები[10]
მაია გაღიმებული სახით გამოვიდა უფროსის კაბინეტიდან,ლიფტის ღილაკს დააჭირა ხელი და საკუთარი ადგილი ღიღინით დაიკავა. -ყველაფერი კარგადაა?-ჰკითხა გვერდით ჯდომმა თანამშრომელმა,ლანამ. -კი,კარგადაა-გაუღიმა და კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა.რაღაც საქმეები აქვს გასაკეთებელი-რაღაცები შეუცვლიათ და...-დაუზუსტა ქალს და საქმე განაგრძო. მაიას ხასითსაც დაეწყო სამუშაო,ხალხში გასვლა..ადრე ხომ მსგავსი რამ არასდროს უგრძვნია.ეტყობოდა,რომ მისი ტკივილი ნელ-ნელა ინკურნებოდა.დრო იყო ამის მშველელი თუ უბრალოდ შინაგანი წინააღმდეგობა ვინ იცის..ან კი კურნავს დრო? იქნებ ის უბრალოდ ამსუბუქებს სევდას,სევდასა და მონატრებას..უფრო შორს მიაქვს ისიანი,თითოეულ გრძნობას განდევნის გულის ზედაპირიდან,მაგრამ მათ ვერ კარგავს...რაც იყო,ის არასდროს ქრება...გულის კუნჭულში მაინც რჩება მისი ოდნავი ნაკვალევი,ნაკვალევი,რომელიც ერთ დღეს შეიძლება ისევ გაღვივდეს და თავიდან აიდგას ფეხი... -დედაჩემი იქნება-ცურვიდან ნენესთან ერთად იყო მოსული და მასთან ერთად მეცადინეობდა თავის ოთახში,როცა კარის ხმა გაიგო.დედა მივეგებებიო იფიქრა,როცა უცნაური ხმაც მოემსა.ბოხი,მაღალი ბარიტონი გაიგონა გოგონამ და სმენა დაძაბა.ხმა ნამდვილად მამაკაცის იყო,ხუთიოდე წამში სიტყვებიც..იმ ახალგაზრდა მამაკაცის ხმა იყო,რომელიც დაბადების დღეზე იყო მოსული,ნინი ამას მალევე მიხვდა.გოგონა ფიქრებით სად არ წასულა.დიახ,ნინის უყვარდა მათ სამყაროში მოგზაუროდა,მაგრამ მათ კონტროლს ვერ ახერხებდა.იშვიათად თუ შეძლებდა რაიმე ამოეგდო გონებიდან,რომელიც ყველაფერს „გუბკასავით“ იწოვდა. „დედაჩემის საყვარელი ხომ არაა...“-მისი ფიქრები რას გავდა? ეს იქნებ სიბინძურის გადმონაშთი იყო და ან ქალური ეჭვი? „დედაზე ეჭვიანობ..ნინი,არ შეგფერის ეს“-შინაგანმა ხმამ უსაყვედურა გოგონას,გოგონას,რომელიც უკვე წინ წაწეულიყო და ჩუმად ადევნებდა თვალს დედასა და უცნობს,რომლებიც მაგიდასთან ყავას სვამდნენ.“სამსახურში ვერ დალია..“-საკუთარ ფიქრებზე თვითონაც გაეცინა.ასეთი პრომიტიული ხომ არ იყო.იქნებ ამ ყველაფერს დედაზე ზრუნვა იწვევდა? -დიდად მოხარული ვარ,რომ გაგიცანით...-გაუღიმა მამაკაცმა და ყავამოსვა-ძნელი ცხოვრება გამოგივლიათ,მამაჩემისგან გავიგე-უცნობის მზერაში თანათგრძნობის მსგავსი რაღაც დაიჭირა ნინიმ და გაეღიმა.“ანუ ის მამამისია,მისი უფროსი მამამისია...რაღაცით კი ჰგავს..“-სწრაფად გაიფიქრა და კედელთან მიიყუჟა. -იმ დღეს სახლში რომ არ ვიყავი,ძალიან შემრცხვა..ტყუილად მოგიყვანეთ ამხელა გზაზე..-მაიას დაბნევა შეეტყო,ანერვიულება და მსგავსი რამენი აესახა სახეზე. -ნინი,ეს ვერ გავიგე..-საიდუმლოებით მოცულ სამყაროდან მეგობრის ხმამ გამოაფხიზლა.არ უნდოდა უკან მიბრუნება,მაგრამ რა ეთქვა ნენესთვის,მერე რომ მოახლოვებოდა,მაია ხომ გაიგებდა თვალთვალის ამბავს.სხვა გამოსავალი არ ჰქონდა,ნელ-ნელა წაიწია უკან და ოთახის კარი ფრთხილად შეაღო,ფეხაკრებით მიუჯდა გოგონას და ხელში კალამი მოიმარჯვა.“ნახევარი მაინც არ ისმოდა..“-უკმაყოფილოდ გაიფიქრა გოგონამ,მაგრამ შემდეგ თავი ხელშ აიყვანა,ამის უფლება არ მაქვსო. -ეს?-უინტერესოდ ჰკითხა,მისი გონება ხომ სულ სხვაგან იყო,სადღაც შორს წასულიყო და მდგომარეობის შეცვლას არ ცდილობდა.ნენემ თავი დაუქნია და მისკენ უფრო ახლოს მიიწია. -ჩემი გოგონა გაიცანით,ალბათ?-აგრძელებდა საუბარს მაია და იღიმოდა.არ იცოდა ნინი სახლში თუ იყო,ამას გოგონას ხვდებოდა.დიახ,ხვდებოდა.“როდის მერე გახდა დედაჩემი ასეთი უყურდადღებო,ფეხსაცმელი,რომელიც დღეს მეცვა,ხომ კარებთანაა.ადრე ამას ყოველთვის მიაქცევდა ყურადღებას..“-ფიქრობდა გოგონა და არ იცოდა რითი გაემართლებინა დედასთან თავი.იცოდა მაიას ამბავი,იცოდა,რომ უსაყვედურებდა სტუმართან არგამოსვლის გამო,მაგრამ გაუმართლდა,მაია სამზარეულოდან პირდაპირ დერეფანში გავიდა და სტუმარის გაცილების შემდეგ,თვითონაც გავიდა გარეთ და ლიფტს თითი მიაჭირა. „კიდევ კარგი..“-ამოისუნთქა ნინიმ და მეცადინეობა განაგრძო.შემდეგ ნენეს უყვებოდა თავის სკოლაზე,ისიც ინტერესით უსმენდა და თავისი სკოლის ამბებსაც სიცილ-ხარხარით აუწყებდა მეგობარს. -ხვალ ხომ მოხვალ?-ჰკითხა წასვლისას ნინის და გადაეხვია.მისგან წაოსულ სითბოს გრძნობდა გოგონა და უხაროდა.უხაროდა,რომ ნენე ასეთი სასიამოვნო გრძნობებით იყო მისდამი განმსჭვალული... ოქტომბერი ისე გავიდა,რომ ნინი დედას იშვიათად ხედავდა,ქალი ხშირად გვიანობამდე არ ბრუნდებოდა სახლში და სკოლიდან დაბრუნებულ ნინის წერილსა და ფულს უტოვებდა,რამე იყიდეო.“ადრე ხომ სულ თვითონ ამზადებდა...“-ფიქრობდა დედის სითბოს მოკლებული გოგონა.იქნებ ეს მეტისმეტიც იყო? ალბათ,ამის მიზეზი იყო მაია,რომელსაც წარსულში არც სამსახური ჰქონდა და არც ის წრე,რომელიც ახლა შექმნა..“ადრე მთელ დროს ჩემზე იყო გადართული,ახლა საკითარ თავზეც იფიქროს...“-უჯავრდებოდა ნინი გაუმაღრა „მეს“. უკვე ხუთ თვეზე მეტის ორსული იყო მაია,მუცელიც გამობერვოდა და ხასიათებიც უფრო შეცვლოდა,ბუნებით უფრო გულჩვლი გამხდარიყო,ხშირად ეტირებოდა ხოლმე,შვილსაც ისე ესაუბრებოდა,თითქოს პატარა ბალღი ყოფილიყო მის წინ.“რა საყვარელია“-გაიფიქრებდა ხოლმე ნინი და ხელს მუცელზე გადაუსვამდა საყვარელ დედას. -როდის გაგანთავისუფლებენ?-ეკითხებოდა ხოლმე ყოველ საღამოს მაიას,როცა მასთან ერთად ვახშმობდა. -არა,ჯერ,არა-ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს იმეორებდა ქალი,რომლიც ორსულობის შესახებ სამსახურშიც ყველამ იცოდა.ბევრს ეცოდებოდა,ქმრის გარეშე როგორ უნდა მოუაროო,რაც ძალიან აღიზიანებდა ქალს.არ უნდოდა ისევ გაეხსენებინა ნუგზარი,რომლის ამბავი ძლივს გადაიტანა.ნინიც არასდროს უგდებდა მამამისზე სიტყვას,არც მაია და არც არავინ.მაიას ჭორაობის მოყვარული დედამისი,მარინეც,კი ამ თემასთან ახლოს არაფერს ესაუბრებოდა. -ვინ არის?-ნოემბრის პირველი რიცხვები იყო.გარეთ ქალი ქროდა,სიცივე ღია ფანჯრიდან ჟონავდა ოთახში,როცა ნინი ჭრილში იხედებოდა და უცნობს აკვირდებოდა.ეკითხებოდა,ვინ ხარო და პასუხის მოლოდინში ცქმუტავდა. -მე თოკა ვარ-ჩაილაპარაკა უცნობის ხმამ და გოგონას გაუღიმა.არა,მისი სახე არ დაუნახავს,მაგრამ იგრძნო.მამაკაცის შუბლის აწევით მიხვდა,მიმიკით გამოიცნო ის. -დედაჩემი სახლში არაა და გვიან დაბრუნდება-დაბალი ხმით უპასუხა გოგონამ და უკან წაიწია.ისევ ფიქრებმა გადაურბინეს მის გონებას,დედაზე თითქოს გული მოუვიდა და სახის გამომეტყველებაც შეეცვალა. -უბრალოდ კარი გამიღეთ-ღიმილიანი ხმა მოემსა,უნდოდა გაეღო და ასეთი ჰარმონიულობის პატრონი ახლო ხედიდა დაენახა,უნდოდა ამდენი ხნის მონატრებული სახე პირისპირ ენახა,მაგრამ,არა,არ გაააღო. -უკაცრავად,გასასვლელი ვარ თავადაც და..-ბოდიშს კილოთი უპასუხა უცნობს და კარს გასცილდა. დედასზე ამ ბოლო დროს რას არ ფიქრობდა,მაგრამ არ უნდოდა ორსული აენერბიულებინა.“იქნებ თემურისთან რომანი აქვს..“-მის შვილთან ურთიერთობა თავიდან ამოიგდო.“ეს უბრალოდ წამიერი სისუსტე იყო,ფიქრთა სისუსტე..“გაიფიქრა გოგონამ და ლოგინზე დაეშვა. ^^ -დღეს რა გეგმები გაქვთ?-ნინი ქუჩაში მისეირნობდა და თან ტელეფონის ეკრანს უყურებდა,როცა მის წინ მყოფ კაფეში მჯდომი თემური შენიშნა,მისი სიტყვებიც კი გაიგონა.“იქნებ სხვაა და მას ვამსგავსებ..“-ფიქრობდა გოგონა და თან თვალებს ქაჩავდა,აკვირდებოდა უცნობის ძლიერ სილუეტს,აკვირდებოდა და რწმუნბდებოდა,რომ არ ცდებოდა.მხედველობას არასდროს უჩიოდა და რა დააბრმავებდა ახლა! არც არაფერი.თემურის წინ ქალი იჯდა,წითური არსება სვამდა ყავას და მამაკაცს მზერას ვერ აშორებდა.“ნუთუ ეს დედაჩემია?’-ჰკითხა საკუთარ თავს დაზურგით მჯდომა ქალს დააკვრიდა,სახე არ უჩანდა,რა თქმა უნდა,მუცელიც დაფარული იყო.გოგონა შიგნით ვერ შევიდოდა,ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ვარაუდებიღა იყო. -ნინი..-ელენეს სახე ძლივს გაარჩია,გონება დაბინდოდა და აღარ იცოდა რა მოემოქმედა.ელენესთან არ უნდოდა საკუთარ ეჭვებზე საუბარი.იქნებ ცდებოდა,იქნებ არ იყო დედამისი თემურის საყვარელი,ან იქნებ რა ხდებოდა? არ უნდოდა,რომ დაქალთან დედა სიმაღლიდან ჩამოეყვანა,არ უნდოდა,რომ ელენეს მასზე ცუდად ეფიქრა.. საკუთარი დედის ცხოვრებაში არასდროს ჩაერეოდა.განა შეუშლიდა ვინმესთან შეხვედრაში ხელს! რა თქმა უნდა,არა,მაგრამ თემური ცოლიანი იყო,არ უნდოდა დედამის სახელი შებღალვოდა,მერე რას იტყოდა ანდრო,არ იტყოდა მართლაც კახპა იყოო.მერე შვილი? რა ეშველებდა მის პატარა დასა თუ ძმას? ვინ იცის,იქნებ ნაბი*ვრად მოენათლა ხალხს და მისი მომავალი გაენადგურებინათ,იქნებ ნინისაც დაქცეოდა თავზე ცა..ამ ფიქრებში იყო გოგონა და ელენე მოშორებით მიჰყავდა,ვაითუ,არ შეამჩნიოს დედაჩემიო -ხვალ ზურას დაბადების დღეა-იმ ბიჭის სახელი ახსენა,რომელსაც ნინი სამი წელია,რაც უყვარს.ზურა ელენეს მეზობელია,საკმაოდ სანდომიანი მამაკაცია,მაგრამ ნინი მას ზედაც არასდროს უყურებს..-ეს შენი მისალოცია,წვეულებას აწყობს კლუბში..-დაუზუსტა მეგობარს,რომელმაც გამოართვა ხელის სწრაფი მოძრაობით მუყაოს კარდონი და გაუღიმა.ზურას თავი ნამდვილად არ აქვს-ანუ მოხვალ?-თვალი ჩაუკრა ნინის.გოგონა დასთანხმდა,უბრალოდ,გავერთობი ცოტას,ამდენი ხანია არსად გავსულვარო.ელენემ ჩვეულად ჩაუკოცნა ლოყები და შემდეგ შუბლზე შეახო ტუჩები.რა იცოდა რას გრძნობდა იმ წამს ნინი,რაზე ფიქრობდა და როგორ ხურდა! იმ წამს დედისა და მის სავარაუდო საყვარლის გვერდით იჯდა და საშინლად ღელავდა. -მოდი,საყიდლებზე წავიდეთ-უეცრად შესთავაზა ელენეს დ აგაუღიმა.იქნებ ეს არ იყო მისი სიტყვები და სულ სხვა არსება საუბრობდა მისი პირით,მერე კი ინანა,სად მაქვს ამის თავიო,მაგრამ უარს ვეღარ ეტყოდა სიხარულისგან აცერცეტებულ დაქალს.ამდენი ხნის მერე პირველად წავიდოდნენ წვეულებაზე,გასართობად...ამდენი ხნის მერე ისევ იცეკვებდნენ,დალევდნენ და იმხიარულებდნენ. -სწორედ ეს გჭირდებოდა-ხელკავი გაუკეთა ელენემ და „ტაქსისკენ“ გაიხედა. ^^ -დღეს შეუძლოდ ვარ-სამსახურიდან ადრე დაბრუნდა მაია,ჩანთა დივანზე მოისროლა და ფეხსაცმლიანად წამოწვა. -დაბადების დღეზე მივდივართ და საყიდლებზე ვიყავით-ერთად უთხრეს გოგონებმა და ერთმანეთს გადახედეს,თუმცა მალევე მოვიდა ნინი გონს დადედას გვერდით მიუჯდა-დე,რამე ხომ არ გინდა? რა დაგემართა?-ცდილობდა თანაეგრძნო ქალისთვის,რომელსაც სახეზე ფერიც კი არ ედო. -არაფერი,გაერთეთ.კარგად ვიქნები-გაუღიმა შვილს და ძველებურად უჩქმიტა ლოყაზე-მოემზადეთ,გოგონებო,და წასვლისას დამენახეთ,მეც გამარკვიეთ ახალგაზრდულ მოდაში-თვალი ჩაუკრა ნინის და ოდნავ წამოწია,რაღა ფეხზე გაეხადა-წყალს მომიტან?-სთხოვა ნინის,მაგრამ ელენემ დაასწრო და წამიერად სამზარეულოსკენ გაექანა. -დე,ნუ ამბობ,ისე თითქოს მოხუცი იყო-გოგონას სიტყვებზე მაიას გაეღია,რა ტრივიალურობააო-არ მინდა,მარტო დაგტოვო-ნინის სულ არ დასტყობია დედასთან ურთიერთობაში,რომ რაღაცას გრძნობდა მისი რომანის შესახებ,საბუთი არ ჰქონდა და არც საკმარისი მიზეზი,რომ ეს ეფიქრა,ამიტომ გოგონამ თავიდან ამოიგდო მსგავსი რამეები.ამოიგოდ,რა,ცდილობდა ამაზე აღარ მოეხდინა კონცენტრაცია. -ინებეთ-წყლიანი ჭიქა მიაწოდა ელენემ მაიას და დაქალის ოთახში გავიდა-მე ამას ჩავიცმევ-ამოაძვრინა კაბა და ღიმილიანი სახით ჩაიხედა სარკეში-მომიხდება?-თვალი ჩაუკრა ნინის და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. -დედაჩემი რომ დავტოვო...-ბუზღუნი დაიწყო ნინიმ.უწინდელი მხიარულება აღარ ეტყობოდა.უსიტყვოდ დარჩებოდა მაის გვერდით,მასთან ერთად ისაუბრებდა ან ფილმს უყურებდა,თუნდაც უბრალოდ მის გვერდით იჯდებოდა და მძინარის სუნთქვას დაუგდებდა ყურს,მაგრამ დედა განა დაანებებდა!-წადიო,მისი სიტყვა კი გოგონასთვის კანონია. -გამხიარულდი.ზურას სამი წელია უყვარხარ.რატომ არ გაინტერესებს?-დაქალის სიტყვებზე ლამის იყო ცოფები დაეყარა,არ მაინტერესებს და ასეთუ ბანალური რატომ ხარ სულელო-ისე გასიმპათიურდა,ერთი წელი არ გინახავს,ნინ!-მკაცრად უთხრა დაქალს,თუმცა კატეგორიულობა მასთან ვერ აღწევდა. -ძალით,ძალით ბრაზიანი გოგონა! მერე რა?-მხრების აჩეჩვით გახედა ელენეს-წლები არც არაფერს ცვლის-სალათისფერი კაბა მოიზომა და დატრიალდა-ძალიან მოკლეა?-ელენეს შეხედა და გაუღიმა.გოგონა,რა მოკლე,ხომ არ ურევო და თვალი ჩაუკრა. ასე თუ ისე,ცოტა ხანში კლუბის კარებთანიდ იდგნენ.ნინი ცოტა ღელავდა.რატომ?ალბათ,იმიტომ,რომ ამდენი ხნის მერე უნდა ენახა ბიჭი,რომელიც მუდამ ნერვებს უშლიდა.ახლაც ახსოვს როგორ დასდევდა კუდში ხან სად და ხან სად. -ნინი,ეს შენ ხარ..-მოესმა მაღალი ხმა და ოდნავ შეირხა,გვერდზე გაიხედა და ზურა შერჩა ხელში.“მართლაც მამაკაცურია..მიმზიდველიც..“-გამოუტყდა საკუთარ თავს და ელენეს გახედა,რომელიც მანქანიდან სწრაფი ნაბიჯით გადმოდიოდა. -შენზე ვუყვებოდი ახლა-თვალი ჩაუკრა ზურას და შესასვლელისკენ წავიდა,თან ჩანთის სახელოს აწვალებდა.ეტყობოდა,რომ არც ის იყო მშვიდად. -გამიხარდა შენი ნახვა..სიმართლე,რომ გითხრა,მეგონა არ მოხვიდოდი-ოდნავ მიუახლოვდა ზურა,რომელიც გოგონას რეაქციას მოუთმენლად ელოდა. -მეც,გამიხარდა...გართობა მჭირდება ახლა და ჩემმა გამოჩერჩეტებულმა დაქალმა მაიძულა-გაუღიმა ბიჭს და უდარდელი სახე მიიღო.გულში ფიქრობდა,წარსულზე არ ჩამომიგდოს სიტყვაო,მაგრამ განა ზურა იყო სულელი! როგორც იქნა,შეხვდა სასურველ გოგონას,თანაც ამდენი ხნის მერე..როგორც იქნა,თავის გვერდით დაიგულა,თავისსავე დაბადების დღეზე და ახლა..ახლა,აუცილებლად,არ აწყენინებს. -მოდი შევიდეთ-ხელკავი გამოსდო ნინის ნაზად და გაუღიმა-შენი თვალები ძველებურად ბრწყინავს-თვალი ჩაუკრა ნინის,მაგრამ გოგონას რეაქცია არ ჰქონია.ეტყობოდა,რომ ყველაფერს უემოციდ აკეთებდა.როგორ შეეძლო გული დაედო ამ წვეულებისთვის,როცა..როცა მაიაზე ნერვიულობდა..“ის ორსულადაა...ჩემს ..“-გაუწყდა ფიქრები,როცა ზურამ სასმელი შესთავაზა. -მადლობ-გაუღიმა და გამოართვა,ზრდილობისთვის ოდნავ მოსვა და შემდეგ ელენეს დაუწყო ძებნა,ხან სად იყვნენ მისი თვალები და ხან სად... -ვინმეს ეძებ?-ზურას თვალებში გოგონასთვის დიდი ხნის ცნობილმა ნაპერწკლებმა გადირბინეს..-დაგეხმარო?-„არა,მართლაც კარგი ტიპია...რა კუნთები უჩანს..“-გაიფიქრა,მაგრამ გრძნობდა,რომ რეალურად სულ სხვაგან იყო,სულ არ აინტერესებდა ზურა და მისი წვეულება..არც ეს სასმელი.იცოდა,რომ ამ ყველაფერს ძალით ფიქრობდა,მაგრამ რა ხდება ძალით? ფიქრები და იძულება! ეს ცოტა ძნელია.. -ელენე მაინტერესებდა სად იყო-უპასუხა ზურას და ჭიქა დადო-რას შვრები? დაასრულე?-თვალებში ინტერესი არ უქროდა,მაგრამ მაინც ეკითხებოდა მის წინ მდგარ მამაკაცს. -კი,ახლა რეზიდენტურას გავდივარ-ზურა მომავალი ქირურგია და საკმაოდ კარგ კარიერასაც უწინასწარმეტყველებენ. -გამიხარდა შენი ამბავი-ნინიმ ისევ გაუღიმა,გაუღიმა,მაგრამ ნაძალადევად. -მოდი ვიცეკვოთ..-შესთავაზა ზურამ და თვალებს კიაფი ისევ დაუბრუნა-ეს ხომ შენი საყვარელი სიმღერაა... ___ გკოცნით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.