პატარა გოგონა დიდ ქალაქში (ნაწილი 4)
-გამარჯობათ - ვუთხარი და ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად. ჩემი სიფრიფანა თითები მის ძლიერ ხელებში ჩაიკარგა. თვალებში როცა ჩავხედე ზღვა მომაგონდა, ბობოქარი ლურჯი ზღვა, მისი თვალები ზღვასავით ლურჯი იყო, ზღვასავით მღელვარე. - მმმე მმე თქვენი ახალი ასისტენტი ვარ, მარიამი - სიტყვებს თავი ძლივს მოვაბი და როგორღაც წინადადება შევადგინე -სასიამოვნოა მარიამ, მე ერეკლე მქვია, ეს ალბათ გეცოდინებათ, ნანი საუზმე გააწყვე გთხოვ და დაგვიზახე კარგი? - გვერდით მდგომ ქალს თვალი ჩაუკრა და ოთახიდან გავიდა, მეც ჩანთა ავიღე და მას გავყევი უკან, დიდი დერეფნის ბოლოს ერთ-ერთ ოთახში შევედით, სადაც ჭერამდე იყო თაროებით დაფარული, თაროებზე კი უამრავი წიგნი იდო, ამდენი წიგნი ერთად არსად მენახა, მეგონა სხვა განზომილებაში მოვხვდი. -მარიამ - ფიქრებიდან ერეკლეს მშვიდმა ბარიტონმა გამომარკვია - ეს ჩემი წინა ასისტენტის ნივთებია, მგონი გამოგადგება, პლანშეტი რომელშიც შეხვედრებს ინიშნავდა, ბლოკნოტი რომლებშიც საქმეების დეტალები ეწერა, მგონი დაგჭირდება, რამე დამატებით ხომ არ გჭირდება? ოფისში გექნება შენი კაბინეტი ჩემი კაბინეტის გვერდით, ძალიან გთხოვ არასდროს დააგვიანო ჩემი გრაფიკი ყოველთვის მკაცრად არის გაწერილი, სამუშაო დროს სხვა რამეზე არ მსურს ყურადრება რომ გადაიტანო ამან სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. კიდევ ერთი, მინდა წინასწარ გაგაფრთხილო, გიყურებ და უკვე ვფიქრობ რომ ამის თქმა არ არის საჭირო მაგრამ მაინც გაგაფრთხილებ, სამსახურში უამრავი მამაკაცი მუშაობს, მარტოხელები რომლების სავარაუდოდ შენდამი ინტერესს გამოიჩენენ მაგრამ მინდა გითხრა რომ არ მიყვარს სამსახურეობრივი რომანები კარგი? -ძალიან ცდებით თუ გგონიათ სამსახურში რომანის გაბმას დავიწყებ, ეს ჩემს სტილში ჯდება - თავდაჯერებულმა ვუთხარი, ღმერთო ჩემო როგორ ვიტყუები, არადა აქ სწორედ ამისთვის ვარ მას რომ თავი შევაყვარო, დაბნეულობა რომ არ ამოეკითხა ჩემს თვალებში პლანშეტი და ბლოკნოტი ხელში ავიღე და მათ დავაშტერდი. -ძალიან კარგი - ჩემი გაბრაზება არც შეუმჩნევია მიპასუხა და დიდ მუხის მაგიდას მიუჯდა - სალომე დღევანდელი დღის განრიგს ჩამოწერდა გუშინ ნახე რაიმე შეხვედრა ხომ არ მაქვს? - ბლოკნოდი გადავშალე დღევანდელ რიცხვზე და საათების მიხედვით ჩამოწერილ განრიგს თვალი გადავავლე -დღეს მხოლოდ ლუკა სიხარულიძესთან გაქვთ შეხვედრა -ძალიან კარგი. ისე ლუკას საიდან იცნობ? - სხვათაშორის შემეკითხა და საბუთების თვალიერებას შეუდგა, დავიბენი, რა უნდა მეთქვა? ლუკა იმ ბარში გავიცანი სადაც მიმტანად ვმუშაობდი თქო? და შენ უნდა შეგაყვარო თავი აქედან ვიცნობ თქო? ღმერთო ჩემო ვერაფერი მოვიფიქრე, ნელნელა ცივი ოფლი მასხამდა, მალე გული გამიჩერდებოდა ან თავი გამისკდებოდა -ერეკლე შვილო მზადაა სადილი - დროულად შემოიხედა ნანიმ და ერეკლეც მალევე წამოდგა, ამოვისუნთქე, მბის მოფიქრებისთვის ხუთი წუთი მაინც მქონდა -უკაცრავად - ერეკლე არ გაჩერებულა, ვითომ ვერ გაიგონა ჩემი ხმა, ნანი შემომიტრიალდა - ხელების დაბანა სად შეიძლება? -აქეთ მოდი შვილო, არ გეწყინოს, ასეთია, ცოტა ცივი, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან მგრძნობიარეა, უბრალოდ წარსულში ძალიან ბევრი აქვს გადატანილი - რა თქმა უნდა მეგობრისთვის საცოლის წართმევა არც ისე იოლი საქმა, გავიფიქრე და თეთრი კარი შევაღე რომელზეც ნანიმ მიმანიშნა, ეს სააბაზანო ჩემს საწოლ ოთახზე ორჯერ დიდი მაინც იქნებოდა, გამეცინა და ვიგრძენი რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და ამ ფენის ხალხს შორის. სასწრაფოდ ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე და ლუკას ნომერი ავკრიბე -როგორ მოგეწონა ახალი უფროსი? -არც ისე - გულწრფელად ვუპასუხე ლუკას -არ არის აუცილებელი შენ მოგწონდეს მთავარია მას მოეწონო. -ლუკა წეღან შემეკითხა საიდან ვიცნობთ ერთმანეთს და რა ვუთხრა? -უთხარი რომ საერთო მეგობარი გვყავდა ვინც რეკომენდაცია გაგიწია და აქედან გაგიცანი. -კარგი, წავედი - ტელეონი ისევ ჩანთაში ჩავდე და წყალი მოვუშვი, ცივმა წყალმა გამომაფხიზლა. კიბეებზე დავეშვი და სამზარეულოში ქუსლების ხმაურით შევედი -ძალიან გთხოს სახლში რომ შემოხვალ კართან პატარა შკაფია სადაც სახლის სანდლები აწყვია და ისინი ჩაიცვი, მაღიზიანებს ქუსლების ხმა - არც კი შემობრუნებულა ისე მითხრა -კარგით - ცივად ვუთხარი და შებრუნებას ვაპირებდი -ეხლავე გამოიცვალე თქო არ მითქვამს ხვალიდან გაითვალისწინე, ეხლა კიდევ დაჯექი ვისადილოთ - მაგიდას მივუჯექი ჩანთა კი მუხლებზე დავიდე -რას შეჭამ შვილო - თბილად მითხრა ნანიმ -არაფერს, ყავას დავლევ უბრალოდ - თვალი ერეკლესკენ გავაპარე რომელიც ტელეფონს ჩაჩერებოდა, რაღაცას არჩევდა ბოლოს კი ყურთან მიიტანა -ლუკა - მკაცრად თქვა და წვენის ჭიქა ხელში აიღო - სამსახურში მოვდივარ, ჩემს კაბინეტში დამხვდი თურქებთან გასაფორმებელი ხელშეკრულება მზად გქონდეს, თექინი ხვალ ჩამოდის და არ მინდა რამე პრობლემა დახვდეს. - ლუკას პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა ყურმილი. ღმერთო ჩემო, მას შემდეგ რაც ლუკას გაუკეთა საერთოდ თქვენობით უნდა ელაპარაკებოდეს ეს კიდევ დამშვიდობებაზეც კი არ იწუხებს თავს. უხეში. ნანის მოტანილი ყავა ძალიან მესიამოვნა. გასარეცხი ფინჯანი გავრეცხე და იქ დავდე სადაც ჭურჭლები იდო -რატომ შეწუხდი შვილო - სამზარეულოში ახლახანს შემოსულმა ნანიმ ხელსაწმენდი მომაწოდა -მიჩვეული ვარ - ვუთხარი და წამიერად ერეკლეს ცნობისმოყვარე მზერა დავაფიქსირე რომელიც ჩემსკენ იყო მომართული -მარიამ მორჩი? -დიახ -წავედით - უკან დამჯერი ლეკვივით გავყევი, ქუსლიანებზე სიარულს მიჩვეული არ ვიყავი და ფეხები უკვე ძალიან მტკიოდა. მანქანამდე როცა მივედით კარი ძია სანომ წინა კარი გამიღო -კი მაგრამ მე ჩემი მანქანით ვარ - ერეკლემ კუთხეში მდგომ პატარა ყვითელ მანქანას გახედა და ჩაეცინა -საღამოს წაიყვან ეხლა კი ერთი მანქანით ვიაროთ აჯობებს - უცებ მომიჭრა, მეც ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე მანქანაში დავჯექი. ერეკლე უკან დაჯდა, მძღოლის სარკეში მისი ლურჯი თვალები ძალიან კარგად ჩანდა. ისეთი მშვიდი იერი ჰქონდა, გეგონებოდათ ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხსო -ძია სანო როგორ ხართ? როგორ არის თქვენი შვილიშვილი - მხარზე ხელი დაადო ერეკლემ და ოდნავ წინ გადმოიხარა -რაუჭირს შვილო, შენი წყალობით კარგად, ახლა არვიიც როგორ იქნებოდა შენ რომ არ დამხმარებოდი -რას ამბობთ ძია სანო, მამასავით მყავხართ, მაგას ნუ გამიმეორებთ გთხოვთ. ადამიანის ორმაგი სახე ყველაზე მეტად არ მიყვარს, ერთის მხრიდან ფარისეველი, მოღალატეები, მეორე მხრიდან კი კეთილი ანგელოზები რომლები მზად არიან ყველას დაეხმარონ. ჩემი ახალი უფროსი როგორც ჩანს ზუსტად ასეთი იყო, ნეტა ან ნანიმ ან სანომ თუ იციან რა გააკეთა მათმა საყვარელმა ერეკლემ. ოფისში ისე მივედით არცერთს სიტყვა არ დაგვიძრავს, როცა მანქანა მაღალი შენობის წინ გაჩერდა ერეკლემ კარი წამებში გააღო და გარეთ გადავიდა, მეც ვეცადე მალე ჩამოვმხტარიყავი მანქანიდან და ერეკლეს გავეკიდე. უკვე ფეხების ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი, ისე ერეკლე კი მგონი ჩემს ჯინზე დადიოდა ასე სწრაფად მე რომ მერბინა მის უკან. რამდნეიმე ადამიანს მიესალმა და ლიფტის კართან გაჩერდა. კაბინაში შევიდა და მელოდებოდა როდის დავუდგებოდი გვერდით -რა მოხდა მარიამ? - ფეხები მიკანკალებდა, ჩემი კლაუსტროფობიის გამო უკვე მეშვიდე წელია ლიფტში არ შევსულვარ -მე კიბით ამოვალ, რომელი სართულია? -მეორე სართულზე რემონტია და კიბით არ აგიშვებენ, რამოხდა გეშინია? - გაეცინა ერეკლეს და ლიფტის კარი დაიჭირა რომელიც საცა იყო დაიკეტებოდა -კლაუსტროფობია მაქვს -მოდი მეც ხომ აქ ვარ, ნუ გეშინია - მითხრა და ხელი გამომიწოდა, ბევრი ვიყოყმანე ბოლოს კი ხელი ჩავკიდე და ლიფტში შევედი. ცოტახანშ მითხრა რომ სულ ზემოთ ოცდამეხუთე სართულზე უნდა ავსულიყავი, მეგონა გული გამისკდებოდა ისე ნელა ადიოდა ზემოთ ლიფტი. უცებ კი შუქი ათამაშდა და ვიგრძენი როგორ გაჩერდა -არა, არა ღმერთო ჩემო - პანიკა დამეწყო და ისედაც პატარა ლიფტში ბოლთას ვცემდი -მარიამ, მარიამ გაჩერდი, დაწყნარდი -არა, არ შემიძლია, ღმერთო ჩემო, ვერ ვსუნთქავ -ჰაერი საკმარისზე მეტია აქ, თანაც მალე გააკეთებენ, როცა ლიფტი ფუჭდება დაცვასთან სიგნალი მიდის დაწყნარდი - ერეკლეს მშვიდი ხმა ვერ მაწყნარებდა, მეგონა კაბა ტანზე ისე მიჭერდა მალე სუნთქვას შევწყვეტდი -ღმერთო მიშველე, ვინმე მოვიდეს არ შემიძლია -მარიამ - ძალიან ხმამაღლა მითხრა ერეკლემ და ლიფტის კედელს ამაკრა - დაწყნარდი - მითხრა შედარებით მშვიდი ხმით და სახე ახლოს მომიტანა, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი, მისი პარფიუმის სურნელი კი თავბრუს მახვევდა -არ შემიძლია არა არ შემიძლია როგორ დავწყნარდე - ისევ ვბორგავდი, მკლავები შემოხვეული ჰქონდა ჩემთვის და მაინც ვტუნავდი. ცალი ხელი გაითავისუფლა და სახე დამიჭირა, რამდენიმე წამი ჩემს აფორიაქებულ სახეს დააჩერდა ბოლოს კი მთელი ძალით მომეკრო, მისი ტუჩები ჩემსას დააკვდა და წამიერად გაქრა ყველანაირი დარდი და ნერვიულობა, თითქოს ჰიპნოზი გამიკეთესო, დაძაბულობა მომეხსნა და ერეკლეს მკლავებში ისე მშვიდად ვგრძნობდი თავს არც კი ვფიქრობდი მის ტუჩებს მოვშორებოდი „შაი გაიღვიძე“ - მიყვირა შინაგანმა ხმამ და გამომაფხიზლა, ისევ გავიბრძოლე და ერეკლე ჩამოვიშორე, ჩემს წინ დამნაშავე ბავშვივით იდგა და თვალებში შემოხედვას ვერ ბედავდა, მე კი აღელვება და ბრაზი ერთიანად მემატებოდა, თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ძალით გავარტყი. ამ დროს კი ლიფტიც დაიძრა, რამდენიმე წამში კარიც გაიღო და ტყვიასავით გამოვვარდი ლიფტიდან პ.ს. რას ფიქრობთ როგორია? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.