მაშველი (1)
ზაფხულის დადგომისთანავე,ალბათ, ყველასთვის აქტუალური და საყვარელი თემა ხდება ზღვა, მზე, პლიაჟი, რუჯი და ყველაფერი რაც ზღვასთან არის დაკავშირებული, მათ შორის სანაპიროს ,ალბათ, ყველასთვის უმნიშვნელო, მაგრამ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი მაშველები.ზაფხული დამთავრდა და რატომღაც გადავწყვიტე ამაზე დამეწერა რაღაც. ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია მაშველების თემა,აღარ არის ამდენი შესავალი საჭირო მოდი პირდაპირ დავიწყებ... რამდენიმე, დაახლოებით 5 წლის წინ, მთელი ოჯახობა დედა, მამა, ძმა, დები, დედაჩემის დაქალები თავიანთი ოჯახებით, მამაჩემის ძმაკაცებიც ასევე, ასე სრული შემადგენლობით ერთად წავედით ზღვაზე 10 დღით, ერთ საყვარელ სახლში დავსახლდით, ზღვასთან ახლოს, ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი ზღვაზე და ერთი წლის უნახავს ვნახავდი, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მეუფლება ზღვაზე როცა ვარ, როცა მესმის ტალღების ხმა, აი სულ სხვანაირი გარემოა რაზეც, ვფიქრობ ყველანი დამეთანხმებით, შემიძლია ვთქვა რომ ამდროს სულიერად ვისვენებ, ვმშვიდდები და თავისუფალი ვხდები ყველანაირად, ზღვა ჩემთვის სულის საზრდოა და არასდროს მყოფნის ის ათი დღე იქნება თუ ერთი კვირა, ვერასდროს ველევი მას და სულ მინდა მთელი ზაფხული იქ გავატარო ხოლმე, მაგრამ რატომღაც ყოველთვის აუსრულებელ ოცნებად მრჩება ხოლმე. მოკლედ საღამო იყო უკვე, მზე ჩადიოდა მაგრამ მაინც ჩავიცვი კუპალნიკი და მარტო გავედი ზღვის სანაპიროზე, დაღლილები ვართო ყველამ ესე მითხრა, მაგრამ მარტო გასვლა ჩემთვის არაა პრობლემა, ისედაც წყალში ყოფნისას თუ პლიაჟზე სხვა არავინ მაინტერესებს, იქ მარტო მე, ზღვა და ჩემი ფიქრები ვრჩებით... როგორც კი ტალღების ხმა გავიგე, გული ამიჩქარდა, პეპლებმა დამიარეს ისე როგორც საყვარელი ბიჭის ნახვისას ემართებათ ხოლმე დანარჩენ გოგოებს, მეკი ეს გრძნობა მხოლოდ ზღვასთან მიჩნდება, ალბათ გიჟი გგონივართ ხო? შეიძლება მეწოდოს კიდეც გიჟი... ზღვის... ტალღების და მთლიანად აჭარისს.. არ აქვს მნიშვნელობა ცუდი ამინდია თუ არა მე მაინც გავდივარ ხოლმე წვიმაშიც და ვზივარ სანაპიროზე, ვსველდები მაგრამ მერე რა? მთავარია რომ მე ამით ვიკვებები....არვიცი ჩემნაირი ასეთი გიჟი მეორე თუ ვინმეა, დედაჩემსაც უყვარს ზღვა მაგრამ ისე არა როგორც მე, მაგას ბეზრდება რამდენიმე დღეში, მეკი ის რამდენიმე დღე არაფერში მყოფნის...მოკლედ დავინახე თუ არა უკიდეგანო სივრცე წყლის, მზის ჩასვლის ლამაზი ხედით, სუნთქვა შემეკვრა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ხარბად ჩავისუნთქე მონაბერი ჰაერი, აი რაღაც განსხვავებული სუნი რომ აქვს, სულ სხვანაირი, ცოტახანს გავჩერდი და თვალები დავხუჭე, უკვე მესმოდა როგორ მიხმობდა წყალი... უცებ წავედი ჩქარი ნაბიჯებით, გავიხადდე შორტები და სირბილით წავედი წყლისკენ, თითქოს ვინმე წამართმევდა ან დამასწრებდა შესვლას... მართალია უნდა შემედგა ფეხი წყალში, ვიღაცამ რომ ჩამიშხუილა და თავით გადაეშვა წყალში... შემომაწუწა წყალი და არ მაცადა მე თვითონ განმეცადა ეს სიხარული.... გავბრაზდი და შევტყაპუნდი წყალში აღარ მიმიქცევია ყურადღება, როგორც ჩანს პროფესიონალი მცურავი იყო... ჩემთვის ვნებირვობდი წყალში, არავინ და არაფერი მაინტერესებდა, არც ის რომ უკვე მზე ჩასული იყო და ხალხი მიდიოდა სახლში,ნელნელა დაცარიელდა სანაპირო მხოლოდ რამდენიმე წყვილიღა იყო დარჩენილი, მე მაინც არ ამოვდიოდი წყლიდან, გავცურავდი გამოვცურავდი და ჩემთვის ვფიქრობდი ყველაფერ დადებითზე...მზე რო ჩავიდა ცოტა შემცივდა, თან ჩემებიც ინერვიულებენ... ამოვედი წყლიდან და სანაპიროზე დავჯექი თან ვშრებოდი, თან ვათვალიერებდი პლიაჟს დავინახე წითელ შორტიან-მაიკიანი ბიჭები ყველა ერთნაირად გამოწყობილი და უკან ეწერათ lifeguard, გამიკვირდა აქამდე არ ყოფილან მაშველები თქო, ერთ-ერთი მოვიდა და გამაფრთხილა რომ აღარ ჩავსულიყავი წყალში დაღამდება უკვეო, ერთი წარბაწევით შევხედე და აღარ მითქვამს არაფერი, ჩავიცვი და წამოვედი. იმ ღაამით ისე კარგად დამეძინა, ისე მაგრად და ისე მშვიდად ასე კაიხანია არ მძინებია. მეორე დილით დედაჩემმა გამაღვიძა: - ადე გავიდეთ ზღვაზე 9 საათია უკვეო... ოპ ზღვა მიხსენეს თუ არა წამოვხტი, მაშინ 15 წლის ვიყავი მეტის კიარა, უცებ ჩავიცვი და დავდექი გარეთ და შევაწუხე ყველა წავედით დროზე თქო, სანამ სხვებმაც ჩაიცვეს, ბავშვები გამოაწყვეს მე უკვე გასული ვიყავი ეზოდან და ჩემთვის მივდიოდი სანაპიროსკენ აღარ დავლოდებივარ იმათ, ერთი წუთით გავჩერდი და უკან მივიხეედე დავინახე რო მოდიოდნენ და გავაგრძელე გზა, გავიხადე ტანსაცმელი, იქვე ქვებზე დავყარე და შევცურე წყალში, კარგა შორს გავედი უკან არ ვიხედებოდი, ბურიოკსაც გავცდი კარგად და აი მერე მოვიხედე, ისიც იმიტომ რომ გავიგე მეძახდნენ: - ნუცაა, ნუცააა, ნუღა შედიხარ მეტი გამოდი რაა... ის ვერ გავარკვიე ვინ მეძახდა, ისეთი სუფთა წყალი იყო სიღრმეში გავჩერდი ცოტახანი ვისვენებდი კი დამღალა ცოტა ამ ცურვამ, თან დაღლილობის და შეუჩერებლად ცურვის გამო ცოტა გულმა გამჭვალა და მეტკინა, ცოტა არ იყოს შემეშინდა პირველად ზღვაში, ესე არ მომსვლია არასდროს, ნელნელა წავედი ნაპირისკენ თან ვისვენებდი, აშკარად დავიღალე არადა ჯერ კიდევ შორს ვიყავი, ბურიოკამდე ცოტაღა მქონდა დარჩენილი, ვიფიქრე იქამდე მმივალ და დავეყრდნობი, დავისვენებ ცოტას თქო, გამიჭირდა იქამდე მისვლა, მაგრამ მაინც მივედი და რო დავეყრდენი ამოვვისუნთქე, ვეღარც ვსუნთქავდი წესიერად, კაი ხანი გავჩერდი და ნაპირისკენ ვიყურებოდი, ეს ჩემი ნაცნობები და ახლობლები ყველანი შეზლონგებზე, წამოწოლილან და ზოგიერთს ეს წითელშორტიანები დახვეოდნენ თავს, ეტყობოდა კარგად ერთობოდნენ, ცოტა ნერვები მომეშალა .... მეძახდნენ და ხმა არ გამიცია მაინც ვერ გავაგონებდი, თაან ააღარ მქონდა მაგისი თავი დამეყვირა და ძაალა დამეხარჯა, სწორედ ამიტომ არ გავეცი ხმა და თან ზურგზე დავწექი რო დამესვენა, თვალებიც დავხუჭე... არვიცი რა იფიქრა პლიაჟზე მყოფფმა ბრბომ, ხმა გავიგე ვიღაცა გიჟივით მოცურავდა და სახხეზე წყალი შემესხა,წამოვფრინდი რო გამელანძღა, შევხედე და მაშველი ყოფილა რომელიც წინა დღეს დავინახე, სამაშველო რგოლით და წამში ამომიჩრა იღლიაში და მივყავდი : - რას აკეთებ გიჟი ხაარ??თაავი დამანებე, მე თვითონ წამოვალ, გამიშვი ხელი ...უცებ გამიშვა ერთი შემომხედა და გაცურა ნაპიირისკენ.. გიჟია მეთქი გავიფიქრე და წავედი მეც ნაპირისკენ, რო გავიხედე ყველაა ფეხზე წამომხტარა და ყველა მე მომჩერებოდა, ამოვედი წყლიდან და დედაჩემმა დაიწყო: -რატო არ გამეცი ხმა ნუცა გული გამისკდა მეგონა რაღაცა მოგივიდა, რატო წახვედი ესე შორს, აღარ წახვიდე რა ნუცი რა... -კაი დედა რაიყო ვერგავიგე რო მეძახდი ვახ, რა საჭირო იყო იმ ვიღაცის გამოგზავნა..... მოკლედ მორჩა ეს საუბარი და მეორე წითელშორტიანი მოდის ჩვენკენ ღიმილით....მეთქი რა აღიმებს...ჩამოუჯდა იქ დედაჩემის დაქალებს და ესე საყვარლად ჭუკჭუკებდნენ, როდის მოასწრეს გაცნობა თქო კი გავიფიქრე -ზუზუ ეს ნუცაა გაიცანი, ნუც ეს ზუზუა ჩვენი მაშველი და ძმაკაცი... მითხრა დედაჩემის ერთმა დაქალმა და გამაცნო მაშველი ზუზუ სადღაც 30 წლამდე ბიჭი მწვანეთვალება,მაგარი ზაგრით -დაიკო კარგად ცურავ, გიყურებდი... -მერე ამათ ვერ უთხარი რო დაპანიკდნენ..გავუღიმე - ვუთხარი მარა ვინ დამიჯერა.... იმ დღის მერე ეს ზუზუ და კიდევ ერთი დათო მაშველი ძაან დაგვიმეგობრდნენ და ძაან კარგად ვერთობოდით, ის უჟმური მაშველი ჩემთან რო გამოგზავნეს იჯდა ქოლგის ქვეშ და სულ ტელეფონში იყო ჩამძვრალი ან ეძინა...უსაქმურობის პიკი !! დიდი შესვენების შემდეგ ეს ახალი მოთხრობაა იმედია მოგეწონებათ...... გავაგრძელო?? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.