შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (5)


13-09-2015, 02:23
ავტორი chica sol
ნანახია 7 502

თავზარი დამეცა მოულოდნელობისგან. ყრუდ წამოვიკივლე. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, წამით გონებაში გამიელვა. რომ ვიღაც ბოროტად მეხუმრებოდა, მაგრამ პირზე ხელაფარებულმა, ჰაერი ცხვირით რომ შევისუნთქე და ცხვირის წვერი ჩემთვის საშინლად გულისამრევმა სუნმა ამიწვა, მივხვდი რაც ხდებოდა ჩემს თავს.
სანამ მე სიტუაციაში ვერკვეოდი და უბადრუკი მცდელობებით თავის დახსნას ვცდილობდი, კოკამ შენობას შემოუარა და ყველაზე ბნელ კუნჭულში, კედელს მიმახეთქა ზურგით. ერთი ხელით, ჩემი ორივე ხელი გამიკავა და თავს ზევით მიმილურსმა, მეორე კი პირზე ამაფარა და ჩემი განწირული კივილი ჩაახშო. ერთი ფეხით გამიკავა ტანი. ვერ ვინძრეოდი, ვერ ვკიოდი, შველას ვერ ვითხოვდი. შიშის შეგრძნებამ პიკს მიაღწია... პანიკაში ჩავვარდი... გაფართოვებული თვალებიდან ცრემლები მცვიოდა... ვცდილობდი ხელიდან გავსხლტომოდი, მთელი ტანით ვირხეობი, მის მოშორებას ვცდილოვდი... თუმცა უშედეგოდ...
-მოისვენე, ნუ ფართხალებ.- მეუბნებოდა ხმადაბლა და ჩემს გაკავებას ცდილობდა.
ცალი ხელი გავინთავისუფლე, ვცდილობდი მომეშორებინა მისი საძულველი სხეული ჩემგან, მაგრამ ჩემზე ასჯერ ძლიერს ძვრა ვერ ვუყავი. პირზე აპარებული ხელი მომაშორა და თავისუფალი ხელი გამიკავა.
არ ვნებდებოდი ახლა კივილი ავტეხე, მაგრამ მან პირვანდელ პოზაში დამაბრუნა და ჩემი კივილი ისევ ჩაახშო. უკვე აგონიაში ვიყავი, აღარ ვიცოდი რას ვაკეთებდი. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, რომ ძალა მეცლებოდა. წინააგმდეგობა შემისუსტდა.
- ელი გაჩერდი, არ მაიძულო რამე გატკინო.- მეუბნებოდა კოკა, მე კი წინააღმდეგობას ვაგრძელებდი. - გაჩერდი-მეთქი- მიყვირა თვითონაც დაღლილმა. უცებ მომაშორა კედელს და მთელი ძალით ისევ მიმანარცხა.
ისეთი მწვავე ტკივილი ვიგრძენი, ჩემი თავის თავად მიკვირდა, ისევ გონს რომ ვიყავი, თუ რა თქმა უნდა ეს გონს ყოფნად ითვლებოდა. თვალებს ძვლივს ვახელდი. წინააღმდეგობა შევწყვიტე. უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო. აღარც კივილს ვცდილობდი, მოვდუნდი.
რამდენიმე წამი ასე ვიდექით. ალბათ რწმუნდებოდა, რომ ისევ არ ავიშვებდი.
-მომისმინე.- მიბრძანა ბოლოს.- ახლა ხელს გავიშვებ და შენ არ იკივლებ, არ შეეცდები გაქცევას, უხმოდ გამომვები, გაიგე?
უხმოდ დავუქნიე თავი. ხელი მომაშორა ჯერ სახეზე, შემდეგ მუცელზე მოდებული მუხლი ჩაწია, ოდნავ მომშორდა და ცალი ხელიც გამინთავისუფლა.
ამით ცოტა დრო მოვიგე გონს მოსასვლელად. უფრო დამშორდა თუ არა ხელი მოვუქნიე და შეკრული მუშტი ყბაში გავარტყი. თავი გვერძე გადაუვარდა, მე კი გასაქცევად გამზადებული, ხელის გასანთავისუფლებლად ჯაჯგური დავუწყე, ვერაფერს გავხდი. არ გამიშვა... ხელით მხრაზე ჩამაფრინდა და მეორე ხელით სახეში ისე ძლიერად გამარტყა, რომ მოცელილივით გადავვარდი ასვალტზე.
ნახევრად გათიშულს, ხელი წამომავლო და ერთი მოძრაობით მხარზე გადამიკიდა. მოძრაობის უნარი დაკარგული მქონდა. მის მხარხე ვირწეოდი, ხელები აქეთ-იქით მიქანავებდა. უსულო ტომარასავით, გინებ-გინებით, მიმათრია მანქანასთან და წინა სავარძელზე შემაგდო. ღვედი გადამიჭირა, შემოუარა და საჭესთან დაჯდა. მე კი საბოლოოდ გავითიშე.


***
გონს უცხო ოთახში მოვედი. ვიგძენი, რომ სახის ნახევარი გაყინული მქონდა. ხელი მივიდე და სახიდან ავიღე ნაჭერში გახვეული ყინულები. გვერდძე მოვისროლე, წამოვიწიე და ოთახს თვალი მოვავლე. ვიღაცის საძინებელში ვიყავი. არ გამჭირვებია ყველაფრის გახსენება და გულმა არანორმალურ რიტმში დამიწყო ცემა.
წელი გაჭირვებით ავითრიე და ავდექი. სარკესთან მივლასლასდი და ჩავიხედე. მარჯვენა ლოყა და ტუჩიგამწითლებოდა, ხელი მივიდე თუ არა სახეზე, საშინლად ამეწვა. სიმწრის კვნესა ძვლივს შევიკავე. კართან მივედი და ძალიან ფრთხილად მოვსინჯე. დაუჯერებლად მომეჩვენა, მაგრამ კარი ღია იყო. ჩუმად გამოვაღე და გავიჭყიტე. ორი კარი იყო კიდევ, ასევე ხის ლამაზად მოჩუქურთმებული მოაჯირი, რომელიც ქვედა სართულზე ეშვებოდა.
ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვედი და კიბისკენ ავიღე გეზი, მაგრამ ერთ-ერთი ოთახის ღია კარიდან ხმა მომესმა და შეშინებული ავეკარი კედელს. აშკარად ორის დიალოგი იყო.
-აქ რატომ მოიყვანე, გამაგებინე, სულ გამოშტერდი ბიჭო?- ხმის კონტროლი უჭირდა მოსაუბრეს. ადვილი მისახვედრი იყო რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ.
-აქ უნდა იყოს, ჩემთან.- კოკას ხმა ვიცანი.
- ხომ იცი, გაგამ გაიგო. მთელ ქალაქში ეძებს. გაცოფებულია- აშკარად შეშინებული ჩანდა.
-აქ ვერ მოგვაგნებს.- უფრო თავის დასარწმუნებლად თქვა კოკამ.
-ხომ იცნობ, ყველა კუთხეს გადაქექავს... მოგვაგნებს... გოგოსაც წაიყვანს და ჩვენც არ დაგვაყენებს კარგ ამბავს.
-ვერ მოგვაგნებს.- გაჯიუტდა კოკა. - მაგრამ ასეც რომ მოხდეს, გეფიცები. ელის მოვკლავ და მას არ გავატან.
მეტი ვერაფრის გაგება ვერ შევძელი. ისედაც გასაგები იყო ყველაფერი. აქ აგარ უნდა დავრჩენილიყავი, თორემ ცხადი იყო რაც მელოდა. უნებურად ადგილს მოვწყდი და გრძელი კიბეები თავპირის მტვრევით ჩავირბინე. თვალი სწრაფად მოვავლე გარემოს და ყველაზე დიდი კარი მოვძებნე. დანახვისათანავე მოვწყდი ადგილს და ხის უზარმაზარი კარისკენ გავვარდი. თან ვლოცულობდი, ღია ყოფილოყო. კარს გავეჯაჯგულე და მთელი ძალით გამოვგლიჯე. კარი გაიღო და ზრიალით მიენარცხა კედელს.
გარეთ გავვარდი, პატარა ეზო გავირბინე და დაბალ ღობეზე მიმაგრებულ, მკერდამდე სიმაღლის, რკინის გისოსიან "ჭიშკარს" ვეცი გასაღებად. დაკეტილი იყო. სიჩქარით ურდულის გადაწევაც კი ვერ მოვიფიქრე და ღიბეზე დავიწყე გადაფოფხება. მოკლე შირტი მეცვა და სიჩქარისგან ფეხები სულ დავიგაზე, მაგრამ ამას ვინ ჩიოდა?
- ელიი...- კოკას ღრიალი მოწვდა ჩემს სმენას, როგორც კი ღობის მეორე მხარეს მოვხვდი.

***
ბავშვებოოო... გაიღვიძეეეთ.....:დდ
ესეც ახალი თავი ჩავაქუხეეე...
ველოდები შეპასებებს ჩემო კარგებო. მაინტერესებს რას ფიქრობთ? love
თქვენი მარი.



№1  offline წევრი სამ მერ

vaimeeeeeee male keni maleee tore cudad var nu xar intrigani :D dzaan magari xar <3

 


№2  offline წევრი mariko_2001

ვაიმეეე ძაან მაგარიააა ნეტა კოკას ელი რაში ჭირდება? პატარა თავი იყო და ცოტა გაადიდე რაა❤❤❤

 


№3  offline მოდერი nicol

გავიღვიძე მარი... love
და როგორ გამიხარდა „ჩაქუხებული“ ახალი თავიიიი wink
კარგი გოგო ხარ და აბა შენ იცი, ყოველ დილას ასე გამაღვიძე ხოლმე love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4 სტუმარი lana

vaimee icii rogorr mainteresebss es istoria aii sulis chaxutvamde auu arr tqva roo kokas elii uyvarss da bijis saxelii roo axsene isa xooo elis biji xoo auu shokshii varr ra geubnebii exla ra moxdeba neta malee dade gtxovv ra da dzann intriganii da sayvarelii xarr(k):-D ,

 


№5 სტუმარი lanka

Magaria.. Gaagrdzele ... Tavebi gazarde :

 


№6  offline მოდერი chica sol

ბავშვებოოო... დილა შვიდობიიის.... თვალიის გახელისთანავე ამ კომენტარების დანახვა იცით როგორ მახარებს? მართლაც რომ სულის შეხუთვამდე.
შევეცდები Dრეს დავდოო... თავების სიმცირეზე ბოდიშს გიხდით, მეტს მართლა ვერ ვახერხებ.

დადუუ ძვირფასოო შენ ოგონდ არაფერზე ინერვიულო რაა... მოუფრთხილდი პატარას. დიდი მადლობა რომ კითხულოობ love

lana
vaimee icii rogorr mainteresebss es istoria aii sulis chaxutvamde auu arr tqva roo kokas elii uyvarss da bijis saxelii roo axsene isa xooo elis biji xoo auu shokshii varr ra geubnebii exla ra moxdeba neta malee dade gtxovv ra da dzann intriganii da sayvarelii xarr(k):-D ,

ლანაა, love შენ რა საყვარელი ხარ და როგორი ემოციურიი...

 


№7  offline მოდერი ლილიანა

უყურე შენ ამათ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმეეე როგორ გამიხარდა,რომ გავიღვიძე და დადებული დამხვდაა ! :დ :დ ძალიან მაგარი გოგო ხარ! რომ ვკითხულობდი მეგონა ელის ადგილზე ვიყავი და აქეთ-იქით დავხტოდი:D ველოდები შემდეგ თავს <3

 


№9  offline წევრი jilda666

Esnaxe ra momentebze wyvets raa :D exa elode meore dges. Davitanjebi me :((

 


№10  offline წევრი Na Nuka

ძაან მაგარია <3 მაგრამ ინტრიგანი ხარ :* ეს რა მომენტზე გაწყვიტე

 


№11  offline წევრი Death

es ramagrobaa ^^

 


№12 სტუმარი mari

Au male dade ra dz Kaia

 


№13  offline წევრი QueenA

ბარემ სამი წინადადება დადე ხოლმე და ეგაა.
პატარა კი არა უპატარავეს თავებს დებ,იმედია გაითვალისწინებ.

ისე კარგია მაგრამ ეს მოტაცება მაინც და მაინც არ მომეწონა.მეგონა ჯერ
იმ ბიჭთან განავითარებდი ელის ურთიერთობებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent