შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 4)


12-09-2015, 09:19
ავტორი chica sol
ნანახია 7 224

წარმოუდგენლად სიმპატიური იყო. გავშეშდი, ერთ ადგილს მივეყინე, ყბაჩამოვარდნილი დაჰიპნოზებულივით ვუყურებდი. თითქოს სუნთქვაც კი შევწყვიტე.თითქოს გაქრა ჩემს ირგვლივ ყველაფერი. ვეღარც ამდენ ხალხს ვამჩნევდი ჩემს ირგვლივ, აღარც დიჯეის დაკრული მუსიკა მესმოდა. რეალობას მოწყვეტილი, მის თვალებში დავფარფატებდი.
ისიც თვალმოუშორებლად მიყურებდა. მის სახეზე ემოციები სწრაფად იცვლებოდა, მაგრამ რეალობას და საღ აზრს მოწყვეტილმა, ვერც ერთის წაკითხვა ვერ შევძელი.
-გამარჯობა.- მხოლოდ ამის თქმა შევძელი ჰაერის უკანასკნელი მარაგით და გაგუდვამდე მისულ ფილტვებს ჯანგბადი გავუგზავნე.
მან მხოლოდ გამიღიმა, თავისი არაამქვეყნიური ღიმილით და თვალი ჩამიკრა.
-აი, შეკვეთა მზადაა ელი.- მომესმა ტატოს ხმა შორიდან. თავი მისკენ მძიმედ მივაბრუნე, თითქოს ვიღაც კარგი სიზმრიდან მაფხიზლებდა, მაგრამ დავინახნე თუ არა, რომ ჩემს წინ მართლა ტატო იდგა, წამში რეალობის შეგრძნება თავზე ჩამომეფშვნა.
გავწითლდი, გავმწვანდი სირცხვილოსგან. თავი გავაქნიე, აზრზე მოსასვლელად, ლანგარს ხელი წამოვავლე და გამოვბრუნდი.წინ მივიწევდი და ძვლივს აღვიდგინე გონებაში,რომელი მაგიდის შეკვეთაც იყო ჩემს ხელში.
ლანგარი დახლზე დავაბრუნე ტატოსთან და საპირფარეშოში გაქცევით ვუშველე თავს.
კარი მივიხურე და კაბინები შევამოწმე, ყველა ცარიელი რომ დამხვდა, სასწრაფოდ გადავკეტე მტავარი კარი, პირზე ხელი ავიფარე და მთელი ძალით ვიკივლე. ძვლივს ჩავახშე საკუთარი ხელებით ხმა. არ ვიცოდი რა მჭირდა, მაგრამ ახლა ემოციებისგან რომ არ დავცლილიყავი, გავსკდებოდი. თავში სისხლი ამივარდა და თვალებში მომაწვა, " ადრენალინი"- ამომიტივტივდა გონებაში.
შედარებით დავწყნარდი და კაბინებს შორის ბოლთის ცემა დავიწყე, ხელების ქნევითა და ბუტბუტით.
-ეს რა დამემართა? ასე რამ გამაშეშა და რას მივაშტერდი უნახავივით. ვინ იცის ახლა რას ფიქრობს, ალბათ გულიანად დამცინის.-საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი,არ ვიცოდი რა მემართებოდა. -ჰიპნოზს მიკეთებს...- დავასკვენი ბოლოს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი გამოშტერება, მას დავაბრალე.
ბოლოს გასვლა გადავწყვიტე. " მთავარია, არ შეხედო ელი. თვალებში არ შეხედო"- შეძახილებით ვიმხნევებდი გულში თავს.
კარი ნელა გამოვაღე და გავიჭყიტე, ისევ აქ არ იდგეს-მეთქი. საბედნიეროდ, ვიწრო დერეფანი ცარიერი იყო და მშვიდობიანად გავედი დარბაზში.
გავაგრძელე მუშაობა და მთელი ძალით ვცდილობდი ყურადღების მოკრებას. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა, თვალს როგორ მაყოლებდა, მის გვერდით ჩავლისას, მაგრამ ჯიუტად არ ვაქცევდი ყურადღებას.
როგორც იქნა, მოოფიქრა კოკამ და წავიდა. ქეთიმ კი კუთხეში მიმიმწყვდია. თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა ბრაზისგან. შენ რომ არ მიხვედი მოსამსახურებლად გაცოფდაო. მიყვებოდა, როგორ გააწვალა მომსახურებისას და როგორ გამოლანძღა შეკვეთის დაგვიანებისთვის. კიდევ აგრძელებდა და აგრძელებდა მოყოლას, მე კი ნახევარიც არ მესმოდა, მთელი გულით და გონებით "ჩემს" ბიჭთან ვიყავი. მხოლოდ ის შევძელი, რომ ბოდიშები ჩამეკვეხებინა შიგადაშიგ.
კლიენთმა ხელის აწევით დამიძახა და მანიშნა ანგარიში მომიტანეო. ქეთის მოვუბოდიშე და ტატოს დახლისკენ გავემართე. ის და "ჩემი" ბიჭი რაღაცაზე კამათობდნენ, მაგრამ დამინახეს თუ არა ორივე გაჩუმდა.
-ანგარიში მინდა მესამე მაგიდისთვის.- ისე ვთქვი, თითქოს ხელის შეშლისთვის ბოდიშს ვიხდიდი...
ტატო სანამ ამზადებდა ანგარიშს, მე ერთ წერთილზე ვცდილობდი კონცენტრირებას, თვალი მისკენ რომ არ გამქცეოდა.
ცალი თვალით დავინახე, როგორ წამოდგა და უფრო მომიახლოვდა. " ასე ახლოს არა... გთხოვ, ასე ახლოს არ გინდა"- ვევედრებოდი გულში და თან დიჯეის მადლობას ვუთდიდი, ასეთი გამაყრუებელი მუსიკის შესრულებისთვის, თორემ, ამის გარეშე მთელი დარბაზი გაიგებდა ჩემი გულის ცემის ხმას.
მისკენ შევაბრუნე თავი, რადგან მივხვდი ამას ელოდებოდა და ჩემზე ორი თავით მაღალს ავხედე.
-დროებით, ელი_ მითხრა მელოდიურად.
მგონი, ციებ-ცხელება დამეწო. მხოლოდ თავის დაქნევა და ოდნავ გაღიმება შევძელი, ენადაბმულმა. " რას მიშვები?" ვკითხე უხმოდ.
რამდენიმე წამი თვალებში მომშტერებოდა, მერე კი მიბრუნდა და წავიდა. თვალი ვერ მოვწყვიტე, სანამ მისი სილუეტი ჩანდა...
როგორც იქნა, ჩავამთავრეთ სამუსაო საათები. ტატომ ტრადიციულად ჩამოარიგა ვისკიანი ჭიქები მისთვის და გოგონებისთვის, მე კი წინ ფორთოხლის წვენი დამიდგა, ეს ჩვენს პატარასო. ძვლივს შევაგნებინე, რომ თითქმის ყოველ ღამე, თუნდაც ერთი ჭიქა სასმელი, მომაკვდინებელი იყო ჩემთვის.
გამოვიცვალე, წამოსასვლელად გამზადებულო ყველას დავემშვიდობე და მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი კარით გამოვედი გარეთ. სანამ მთავარ ქუჩაზე გავიდოდი, პატარა, ბნელი ჩიხი უნდა გამევლო. კარი დავხურე, რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, ვიღაცამ მკლავი ძლიერად მომხვია მუცელხე და პირხე ხელაფარებული დამათრია სიბნელისკენ.
***
აი, ბავშვებო ახალი თავიც. გუშინ გაგზავნილი რატომღაც არ დაიდო და დღეს დილით ვაკაკუნე კიდევ კლავიატურაზე.
ვიცი, უნამუსოდ პატარა თავია მაგრამ... მგონი აჯობებს ყოველ დღე დავდო პატარა თავები, ვიდრე დიდხანს გალოდინოთ. რას იტყვით? დიდ თავებს ვერ ვდებ უდროობის გამო, მაპატიეთ.
ველოდები შეფასებებს გულის ფანცქალით.



№1  offline წევრი სალობალო

პირველიი ვარრ !! უფრო დიდი თავები მინდა... კოკა იქნება ეს და და მერე "გმირი" ბიჭი უშველის :D

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

ძალიან კარგია <3 მეც უფრო დიდ თავს ველოდებოდი,მაგრამ არაუშვას❤ კიდევ დადე დღეს! <3 კარგი გოგო ხარ

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მომწონს უზომოდ,არაუშავს იყოს პატარა ოღონდ კი იყოს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი lana

artqva roo ess kokam gaketaa amadmindd dzan magariii xarr martalii xarr jobss yoveldge dadoo ra isee nuga gvawvalebb ra axade saidumlos farda rass gegemavenn tato da is bijii toree vkvdebii interesitt. isee dzann magariaa momwonss

 


№5  offline მოდერი chica sol

საყვარლებოოო და ტკბილებოოო. შევეცდები დავდო მაგრამ ვერ შეგპირდებით სამსახურში გავრბივარ wink

როგორ მაყვარებთ თავს იცით??? აი, უზომოდ love

 


№6  offline მოდერი nicol

მარი.. კარგი ხარ... აი ძალიან კარგი...მართალია პატარა იყო, მაგრამ შენ ახერხებ ასეთი პატარა თავებითაც შეაყვარო მკითხველს ჯერ პერსონაჟები და მერე შენი თავიც... მე პირადად მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს ისტორიას... დაე იყოს პატარა... ნიჭიერი გოგო ხარ და იმედია არ დაიკარგები...

სიყვარულით ნიკოლი
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი Light

Dzalian momwons es motxroba <3 patara tavi iyo :(( <3 male Dade <3

 


№8  offline მოდერი chica sol

თქვენი კომენტარების დანახვა, ერთი დიდი ბედნიერებაა. ვაფრენ თქვენზე ბავშვებო. მიხარია რომ მოგწონთ.

nicol
მარი.. კარგი ხარ... აი ძალიან კარგი...მართალია პატარა იყო, მაგრამ შენ ახერხებ ასეთი პატარა თავებითაც შეაყვარო მკითხველს ჯერ პერსონაჟები და მერე შენი თავიც... მე პირადად მოუთმენლად ველოდები ხოლმე შენს ისტორიას... დაე იყოს პატარა... ნიჭიერი გოგო ხარ და იმედია არ დაიკარგები...

სიყვარულით ნიკოლი

ნიკოლ, შენ ვერც კი ხვდები რამხელა პასუხისმგებლობას მაკისრებ შენი თბილი კომენტარებით. თითქოს ვცდილობ არ გაგიცრუო იმედები. მიყვარხარ... გაფასებ...
შენი მარი love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent