შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი 5)


13-09-2015, 20:11
ავტორი სესილია
ნანახია 3 150

-ანდრეა, აგნია და ალექსი, სად ხართ?
- აქ ვალ, დედიკო - მოწკაპუნდა ჩემს ქოშებზე შემდგარი აგნია, მთელი პირი ტუჩსაცხით ჰქონდა მოთხვრილი და ხელით ჩანთას მოაპორწიალებდა.
-ბიჭები სად არიან? - გამეღიმა მის ჩაცმულობაზე
- ვუვუებზე თამაშობენ... დედააა
- ხო, გენაცვალე - თეფშებს ვალაგებდი მაგიდაზე
- დეე, მე ხომ ვიქნები კალქი მოდელი? - ეს თქვა და დაბზრიალდა
- კი, იქნები - დავეთანხმე გაოცებულმა
- ბიჭებმა მითხლეს, შენო ბუთხუზა ხალო და ველ გამოხვალო ... - საყვარლად აიბზუა ცხვირი
- რომ გავიზრდები გავხდებითქო,ვერ უპასუხე? - მეღიმებოდა, უკვე სამი წლისაა და რაზე ფიქრობს?
- ბიჭებო, მოდით. ვახშამი მზადაა.
- დედა, ალექსიმ მანქანა გამიტეხა - მომეტუზა ანდრეა, ალექსი კი თავდაღუნული იდგა კარებთან
- ალექსი დედიკო, რამდენჯერ გითხარა ჩაშვება არ არის ლამაზი! მერე რა, რომ გატყდა? ახალს გიყიდი. მთავარია, თქვენ იყოთ კარგად, ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ, თქვენ ხომ ძმები ხართ? აბა ჩაეხუტეთ ერთმანეთს, მერე კი სამივე მე ჩამეხუტეთ - გავუღიმე ჩემს ტყუპებს. ისინი გიჟებივით მომვარდნენ, სამივეს დიდი სიყვარულის ნაცვლად შუბლზე ვაკოცე.
- ჩემი სიყვარულები, ჩემი ლამაზები და სულელები. აბა ხელები დავიბანოთ სათითაოდ და მერე ცხელი კერძი მივირთვათ, ხომ?
ვახშამს, რომ მოვრჩით, ბავშვებს შოკოლადები დავურიგე და ქართულინ მულტფილმების საყურებლად მოვკალათდით, რომ ტელეფონმა დარეკა
- ალო
-როგორ ხარ, თარა?
- შენ რას შვრები, თორემ მე კარგად ვარ ჩემს შიორებთან ერთად - სიყვარულით გადავხედე ბავშვებს, რომლებიც ჩემს საყვარელ მულტფილმს "ზაქროსა და შაქროს" უყურებდნენ.
- მაგათ ვენაცვალე მე. მომენატრნენ ! ხომ არ გაწვალებენ?
- არა, პირიქით. ხო იცი როგორი მშვიდები არიან? ცოტა ალექსია ცელქი. შენმა ნათლულმა უკვე პროფესია აირჩია, მოდელობა სურს... - გამეცინა
- ნათლიას გავს, რა გინდა ? - მხიარულად გადაიკისკისა შორენამ - სიახლე ხომ არაფერია?
- ვმუშაობ და ვარ, ჩემი ძმა ჩამოდის ამ დღეებში ამერიკიდან და ვართ მზადებაში.
- როგორი გახარებულები იქნებიან შენები. 5 წელზე მეტია ხო რაც არ ჩამოსულა?
- ხო ასეა. შენკენ რა ხდებაა? სად დამეკარგე? მე თუ არა, ნათლული მაინც არ მოგენატრა?
- ეს ორი კვირა მაგარი მქონდა. ხან გურჯაანშჳ ვარ, ხან თელავში, ხან გორში. მერე თათბირები, შეხვედრები და ნუ გადავიღალე მაგრად ! - ბოდიში ისმოდა მის ხმაში.
- კაი, კაი. ვიცი, რომ დატვირთული ხარ, სიხარულო. მეც რო ვმუშაობდი მანდ ეგრე არ ვიყავი? ვაიმეე, შოო რა მავიწყდებოდა?!
ორი დღეა მანქანა დამყვება "კუდად"...
- მართლაა? მაგარიაა
- რა არის მაგარი? მე მეშინია
- რისი? არ გამაგიჟო გოგო! ვიღაც "პაკლო" იქნება
- რა დროს ჩემი "პაკლოებია"? გაგიჟდი? სამი შვილის დედა ვარ - გამეცინა შორენას ნათქვამზე
- ხო, კაი. გეხუმრე. - დათმო პოზიციები - თუ რამე გაიგო, შემატყობინე. ჩამიკოცნე ბავშვები და ნუ გეშინიაა - დამემშვიდობა ის.
- ჩვენც გკოცნით...


_____________________
მახარებს თითოეულის კომენტარიი, მადლობა ყველას ვინც ითხულობთ :*



№1  offline წევრი milangirl

Kargi istoriaa, magram dgevandeli tavma cota imedebi gamicrua. Paqtiurad axali araperi momxdare

 


№2  offline წევრი ani-ann

ძალიან საინტერესო ისტორიაა მალე დადე მომდევნო.

 


№3  offline წევრი სესილია

milangirl
Kargi istoriaa, magram dgevandeli tavma cota imedebi gamicrua. Paqtiurad axali araperi momxdare


იყო რაღაც ახალი მანდ კვანძური სიტყვა :) მადლობა რომ მოგწონს :)

eremar
საშინლად მომეწონა შენი ისტორია,სადღც რაღაც გულზეც მომხვდა ცოტათი no და ერთი სული მაქვს როდის დადებ ახლა თავს love


მადლობა ჩემო კარგოო :) ეს ისტორია რეალურია :) ვეცდები დღესვე დავდო ახალი თავი :)

ani-ann
ძალიან საინტერესო ისტორიაა მალე დადე მომდევნო.



მადლობა ჩემო კარგოო, ვეცდები დღესვე დავდო და არ გალოდინოთ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent