წყეული ღამეები[11]
საცეკვაოდ გაჰყვა,არ უნდოდა ეს უკანასკნელი,მაგრამ მაინც დასთანხმდა,არ ჰქონდა უარყოფითი პასუხის მიზეზთა ახსნის თავი.კისერზე ხელები ნაზად მოხვია და პარტინიორს მიენდო.ზურას გამწარებულ მზერას გრძნობდა,გრძნობდა როგორ უსწორებდა მამაკაცი თვალს და ეს ოდნავ აშინებდა კიდეც.წინა დღე ამ მამაკაცის გრძნობებზე ეცინებოდა ხოლმე,სამი წლის წინ მხოლოდ ცამეტის იყო,ეს ვაჟბატონი კი ახლა 23 წლის გახდა.23-ის?! დიახ,ოცდასამის. -მალე სკოლას დაამთავრებ,არა?-ისე დაიწყო საუბარი,თითქოს ერთი წლის სრული ვაკუუმი არ აშორებდათ.ნინიმ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და სიმღერაში შეცურა,მხოლოდ მისი ესმოდა და ვერც კი გაუგო როგორ დასრულდა ცეკვა ანუ ერთ უხერხულ მომენტს უკვე ჩავლილი ჰქონდა. -თქვენც აქ ყოფილხართ-ელენეს ღიმილმა გამოაფხიზლა გოგონა-წამოდით,ტორტს უნდა შეუბერო..-ამ უკანასკნელის მოტანა დაგვიანებიათ და ახლა რა დროს უშველეს ნინის.საკუთარ თავს ეკითხებოდა ელენეს უკან მიმავალი იმას,რაც დაქალისგან აღიაზიანებდა.?რატომ არ იზიდავდა ზურა?“ ან იქნებ იზიდავდა,აინტერესებდა,მაგრამ ეს ისეთი ბუნდოვანი იყო,რომ ვერც კი სწვდებოდა მისი ქალური არსება.“იქნებ სამი წლის წინ ტაბუ დავადე..“-ამაყად ფიქრობდა და თავს ისევ უტყდებოდა,რომ ზურა შესანიშვავი გარეგნობის პატრონი იყო. „გილოცავ“,“გაიხარე“ და მსგავსი ხმები გაისმა დარბაზში.გოგონამაც მიულოცა სადა და დაბალი ხმით,გილოცავო და თავის ადგილს დაუბრუნდა.“ისევ თავს არიდებ..გეშინია“-ამოსძახა შინაგანმა ხმამ,მაგრამ ნინიმ მას ყურადღება არ მიაქცია და სკამზე მოკალათდა.“დავიღალე“ მზერით გამოართა ზურას ტორტის ნაჭერი და უკმაყოფილოდ ჩაიღიმა,მაგრამ ეს უკანასკნელი ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩა. -მორგში ყოფილხარ?-ინტერესით ჰკითხა გოგონას და თვალი ჩაუკრა.ნინიმ თავი გააქნია და საყვედურიანი თვალებით ახედა,რა დროს მორგიაო,მაგრამ ბიჭ კვლავ სამედიცინო სიტყვებით აგრძელებდა საუბარს.აღფრთოვანებასა და აღტაცებას უზიარებდა ნინის. -გასაოცარია!-ჩვეულად წამოიძახა ნინიმ,რომელიც თითქის არ უსმენდა მის გვერდით მჯდომ მამაკაცს.გოგონას სულ სხვაგან იყო.ეჭვებთან ერთად დედის ამბავი ახრჩობდა,მუცელი არ მოეშალოსო.პატარები ბავშვობიდან უყვარს,მუდამ უნდოდა და ან ძმა ჰყოლოდა.დედისერთობა გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა გოგონას,მუდამ რაღაც სულის სიცარიელეს გრძნობდა,ხოლო სხეულის-სიცივეს. ჯერ კიდევ მეშვიდე კლასში,როცა პირველად წაიკითხა „კაცი რომელიც იცინის“ ყველა ადამიანს „ბრბმობის“ პრინციპით აფასებდა.მეც ბრმა ვარ,ჩაილაარაკებდა სიცილით გოგონა.იქნებ ახლაც ბრმა იყო,რომ ზურას მიმართ ვნებათაღელვასაც ვერ იჭერდა საკუთარ თავში? ან იმიტომ იყო ბრმა,რომ ეჭვის გარდა ვეღარაფერს ხედავდა? არასდროს ყვარებია,თუ არ ჩავთვლით ადრეული ასაკის გრძნობას,რომელსაც ერთი კლასელისდმი განიცდიდა.ახლაც არ იცის რა დაარქვას იმ გატაცებასა და მოწონებას,რომელსაც რამდენიმე წელი შეიგრძნობდა და მტვერსასრუტივით იშრეტდა.გარდატეხის ასაკის დასრულებამდე მოსწონდა ბიჭი,რომელმაც პირველად ათი წლის ასაკში გაიტაცა.მასზე არც კი საუბრობდა ნორმალურად ერთი-ორჯერ ჩამოუგდო ელენეს სიტყვა და მორჩა. მაგრამ ახლა ცოტა ხნის წინ,როცა წიგნების კითხვაში იყო ჩაფხული,ზაფხულის არდადეგებზე,სიყვარულის საიდუმლოებას ეძებდა,ეძებდა თუ სად იყო ის,მაგრამ გოგონასთვის,მის გულის სიღრმეში ეს გრძნობა ძნელად აღსაქველია,რადგან რეალობაში ყველაფერი ისე რთულია,რომ ამ გრძნობის გაუფერულების შანსებიც საკმაოდ დიდია.ნუგზარის არაკაცობამ ხომ საერთოდ გააგიჟა ნინის გაუხედნავი გული.რას ფიქროდა ის გარდა იმ ჭეშმარიტებისა,რასაც ხედავდა..“მაია..“-ისევ დედის სახელი ჩაესმა.ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდა ფიქრს,რომ არა ზურას აწეული ხმა. -გახსოვს ცამეტი წლის რომ გახდი,რა გაჩუქე?-სენტიმენტალუობა შეეპარა ხმაში ზურას და ნინიც გამობრუნდა ფიქრთა დამაბნეველ ბურუსიდან.რა აჩუქა? ვერც კი იხსენებდა,გონება გამოერთვო დ აგაშტერებული აკვირდებოდა მამაკაცის თვალებს. -არა,ვწუხვარ,მაგრამ არ მახსენდება-უემოციოდ გაიხედა გვერდზე და კოქტეილი მოსვა.“ამდენი ბურუსი? ამდენი ფიქრი? ნუთუ,არ შეიძლება უბრალოდ დავისვენო,ცოტა ხანს მოვსწყდე ამ მტანჯველ სამყაროს?“ -სამაჯური იყო,რომელზეც შენი სახელი ჩემი ხელით ამოვქარგე-ბოლო სიტყვებზე ზურას გაეცინა და ნინისაც აუტყდა ხარხარი-მართლა?-მხრების აჩეჩვით ჰკითხა მამაკაცს და პირზე ხელები ძლიერად აიფარა. -კი,მართლა და შენ დამცინე,ამას ცხოვრებაში არ გავიკეთე,მაგრამ შევინახავ და მერე გააგხსენებო..-ემოციებით ჰყვებოდა ზურა და თვალები კიდევ უფრო უბრწყინდებოდა. -აუ,სად მაქვს-ახლა მართლა გაუჩნდა ამ სამარცხვინო ნივთის პოვნის სურვილი.“იუმორის გრძნობა კარგი აქვს“-გაიფიქრა და ზურასკენ წაიღო მზერა. -როცა იპოვი დამანახე,კარგი?-თბილად ჰკითხა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.“როგორც იქნა დამტოვა“-გაეღიმა ნინის და ელენეს მიუახლოვდა.სამაჯურზე ჩასჩურჩულა ყურში და გოგონას ღიმილით უთხრა,მერე მოგაძებინებო. კლუბში გვიანობამდე შემორჩნენ.ნინის წუწუნი არ დაუწყია,წავიდნეთო,არ უყვარს,როცა ვინმეს რამეს აშხამებს,მერე ზურაც როგორი სითბოთია განწყობილი მის მიმართ,როგორი თვალებით უყურებს.არა,მართლაც კარგი ბიჭია,მაგრა..მაგრამ..დანარჩენი მერე ვნახოთ. -მე გაგიყვანთ-შესთავაზა იუბილარმა კარებთანმდგომ გოგონებს,რომლებიც რაღაცას ჩურჩულებდნენ. -არა,არ შეწუხდე-თავაზიანად გაუღიმა ნინი,მაგრამ ელენემ,სიამოვნებითო,უოასუხა მეზობელს და დაქალს თვალი ჩაუკრა.გზაში დაძაბულობა მსჭვალავდა მანქანის სივრცეს.ჯერ ელენე მიიყვანა სახლში,რადგან უფრო ახლოს იყო და შემდეგ ელენეს გაუჩერა,კარები გაუღო და ლოყაზე კოცნით გამოემშვიდობა.ისეთი თბილი იყო მისი სახე,რომ ეს ნინიმაც აღიარა.“დაცხა და..“-შეაფასა ბიჭის მდგომარეობა და გააანალიზა,რომ იმ დღეს განსაკუთრებული სითბო იყო,სითბო,რომელიც ჩვეულებრივ ნოემბრისთვის დამახასიათებელი არაა. -დაბრუნდი?-მაია ფეხზე იდგა და ყავას ადუღებდა-არ დალევ?-მიუთითა მადუღარაზე შვილს. არა,არ მინდა.როგორ ხარ,დე?-ქალს სახეზე გამოკეთების ნიშნები შენიშნა და კმაყოფილმა გაუღიმა.მაიას დადებითი პასუხის შემდეგ,,თავის ოთახში გავიდა და კაბა ერთი ხელის მოძრაობით გაიძრო,ქუსლებიანი ფეხსაცმელიც სადღაც მოისროლა და საშხაპეში ტიტლიკანა შევიდა.ეს ახალი ბინის ახალი ჩვევაა,ტანსაცმელს თავის ოთახში ყრის და საცვლების ამარა მიიწევს სააბაზანოსკენ.“მარტოხელა ოჯახმა ასე იცი..“-ეუბნება ხოლმე ელენეს და საკუთარ თავზე ეცინება. შუა ღამე გადაცდენილი ჰქონდა,როცა დედის კვნესის ხმებმა გამოაღვიძა.მაშინვე ჩუსტებში შეყო ფეხი და მისკენ წავიდა.ანერვიულება სახეზე დასტყობოდა და დროდადრო თრთოდა შეშინელი გოგონა. -დედიკო,რა გჭირს?-თბილად ჰკითხა ქალს და ლოგინზე ჩამოუჯდა.ქალმა,მგონი,გავცივდი და სიცხე მაქვსო,უპასუხა,რაზეც ნინიმ ამოიხვნეშა,კიდევ კარგი მუცელი არ სტკივაო-კარგი,სიცხეს გაგიზომავ-თერმომეტრი მოიტანა,დაბერტყა და დედას მიაწოდა-სამი წუთი გედოს-გააფრთხილა პატარა ბავშვივით გოგონამ,რომლის სახე სევდანარევ სიხარულს მოეცვა. -სამი წუთი გავიდა-ქალმა თერმომეტრი ამოიღო და შვილს მიაწოდა.რომელმაც აღელვებით შეხედა გაყვითლებულ რიცხვებს და თვალი გააყოლა.“სადამდე მიდის?“-ბავშვობაშიც ასე იქცეოდა ხოლმე..-38 და 5 -აკანკალებული ხმით თქვა და დედას შეხედა-შენს მდგომარეობაში ეს რთულია.სასწრაფოს ხომ არ დავურეკო? -არა,არ მინდა.ხომ იცი რომ ვერ ვიტან მათ გამოძახებას?-ქალს შეეშმუშნა სახე ,ააქამდე რატომ არ გავიზომე სიცხეო-მადლობა,შვილო..ახლა მიდი და დამწევი მომიტანე-გაუღიმა შვილს და მეორე მხარეს გადაბრუნდა. იმის შიშით დედა რამე არ მოუვიდესო,მთელი ღამე არ ეძინა,ფანჯარასთან იჯდა და მქრქალ სინათლეს ადევნედა თვალს,მერე მზის ამოსვლაც ნახა და,აი,უკვე ეღვიძებოდა მაიასაც.დილას უკვე დაწეული ჰქონდა სიცხე და ნინიმ შესთავაზა,ექიმს ხომ არ ენახები მაინცო,მაგრამ ქალმა ისევ იუარა. -სკოლაში არ დაგაგვიანდეს-გაუღიმა შვილს და ოდნავ წამოწია-37 და 5 არაფერია.დროდადრო გავაკონტროლებ,შენ კი ჩემზე არ იდარდო,კარგად ვიქნები-მალამოსავით მოედო გოგონას დედის სიტყვები.მას ხომ ამიერად ამშვიდებს მისი სხარტი ფიქრები.დედას ლიყაზე აკოცა და კარები გააღო,ხელი დაუქნია ქალს და გასაღები ჩანთიდან ამოიღო. ^^ ეს საუბარი ჯერ კიდევ მაშინ გაიმართა,როცა მაიას მუშაობ ახალი დაწყებული ჰქონდა. -ის ქალი მიზიდავს..ციფრები მხოლოდ სისულელეა..-მამაკაცის ბოხი ხმა მეორე ხმის წინააღმდეგ იდგა. -შენ ეს არ შეგშვენის,გაიხედე გარშემო რა კარგი გოგონები არიან..ნუთუ,ამას სერიოზულად ლაპარაკობ?-მკაცრი მზერით შეხედა მის წინ მდგარს და თვალები დაააბრიალა. -მე ის მომწონს და არ ჩაერიო..იქნებ ეს ჰოროსკოპის ბრალია..ან რა მნიშვნელობა აქვს რისი ბრალიც არ უნდა იყოს,ეს რეალობაა და მოგიწევს თვალი გაუსწორო მას.. ^^ მაია ფეხზე წამოდგა.ისევ ყავის დალევა სურდა,სამზარეულოში წინდებით შევიდა და მადუღარა ჩართო,შემდეგ ტელეფონს დასწვდა და ნაცნობი ნომერი აკრიფა. -დღეს ვერ მოვალ,სიცხე მაქვს-მგონი,უფროსს ესაუბრებოდა. -კარგით,თოკას ვუთხრა?-ინტერესი გაისმა მოსაუბრის ხმაში.ქალმა თანხმობა მისცა და ისევ ყავას მიუბრუნდა.მალე ადუღდებაო,გაიფიქრა და სააბაზანოში შევიდა.კბილები გაიხეხა და თმებიც გადაივარცხნა,სახე მოიწესრიგა და ღამის პერანგი შეისწორა.“ესეც ასე“-ადუღებული ყავა დაისხა და დივანზე ჩამოჯდა,ფეხები ზემოთ ასწია და შავი თმა უკან გადაიწია. 38 წლის მიუხედავად,ქალი მშვენივრად გამოიყურებოდა.ორსულობის დროსაც მიმზიდველი გარეგნობის იყო.სავსე მკერდი მუდამ ზემოდან დაჰყურებდა ლამაზ თვალებს,ვნებიანი და სავსე ჰქონდა სხეული,შესანიშნავი ფორმები.აი,ისეთი მამაკაცებს თვალი რომ რჩებათ.საშუალო სიმაღლეზე ქუსლები უფრო ხსნიდა ძლიერი სქესის ვნებათაღელვას.ვინ არ დაატყვევებდა მისი მზერა? ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა და წელამდე შავი თმა.სახეზე გლუვი კანი.ახლაც შესაშურად გამოიყურებოდა,არადა,მაკიაჟის ნასახიც კი არ ჰქონდა სახეზე. ზარის ხმაზე ყავის ფუნჯანი მაგდიაზე დადო და ბავშვივით წამოვარდა.იცოდა ვინც იყო და,ამიტომ გაღიმებულმა გააღო კარი. -როგორ ხარ?-მამაკაცის ბარიტომა მოიკითხა და ყვაილების თაიგული ხელში დააკავა,ქალმა გაუღიმა და ნელი მოძრაობით გადაეხვია.ავადმყოფობა შესამჩნევად დასტყობოდა. ^^ -ესეც დღევანდელი დღე გადაგორდა-ელენესთან ერთად გამოვიდა სკოლიდან ნინი და გარემო შეათვალიერა.ეს უცნაურია რამ იყო,მაგრამ მას სჩვეოდა.“იწვიმებს“-ცაზე ღრუბლები შენიშნა და დაქალს გადახედა,რომელიც ფიქრებს მიუხვდა და დაენხმა,იწვიმებსო. -დღეს ჩემთან წამოდი,ვიმეცადინოთ-შესთავაზა ელენემ და გაუღიმა.ნინი დასთანხმდა,რადგან დედისგან მიღებული ჰქონდა შეტყობინება,კარგად ვარ და არ ინერვიულოო.როგორ შეუძლია მაის სიტყვებს ასე დაამშვიდოს ის! სკოლის ეზოდან გამოდიოდნენ,როცა მანქანის ნაცნობი ნომერი დაიახეს.წუხელ განა მისმა პატრონმა არ მიიყვანა გოგონები სახლში! -გამარჯობა,ვიფიქრე,რომ სიუპრიზს გაგიკეთებდი..-გაუღიმა ზურამ და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონებს-უი,ელენე-გადაკოცნა ორივე და წინ აეტუზა. -მისია შეარულე-ირონიით სავსე თვაელბი მიანათა ნინიმ და ტელეფონს დახედა,დედას ხომ არ მოუწერია რამეო,მაგრამ მაიას მიწერ-მოწერისთვის როდი ეცალა! აჰ,რომანტიკა,სიყვარულო და ვნებავ.. -მიგიყვანოთ?-თვალი ჩაუკრა გოგონებს. -არა,ტაქსი უკვე გამოვიძახეთ-გადახედა ელენეს და ანიშნა,არაფერი თქვაო.მანაც თავი დაუქნია და ზურა უკან გაიწია-შეხვედრამდე,სამაჯურს ველოდები,იცოდეთ-ღიმილით ჩაჯდა მანქანაში და ადგილიდან მოსწყდა. „შეხვედრამდეიი?! ვაპირებ რო მის კვლავ ნახვას..“-გაიფიქრა და „ტაქსიში“ ადგილი დაიკავა. ^^ -ჩემმა შვილმა გაუბერა..-თემურის ამაღლებული ხმა გაისმა ოთახში..-სულ ვერაა.მეგონა,მალე დაასრულებდა და ცოტა ხელიც კი შევუწყვე,მაგრამ ახლა.ყველაფერი გართულდა..მეგონა, ერთობოდა..-ანერვიულებული უყურებდა მის პირდაპირ მდგარ მეუღლეს,სესილის და თვალებს აბრუნებდა. -არ მჯერა..შენც შეუწყვე ხელი,რომ დაიჟინა..იმ წვეულებაზეც რომ ესუბრებოდი მაგ ქალს.. ჩვენი შვილი ხომ მხოლოდ 24 წლისაა..მომავალი წინ აქვს,სამსახურიც დაიწყო შენთან ერთი წელია..არ მჯერა,რა უნდა იმ ქალთან..თან ახლა ორსულადაა..დღე ანერვიულებული გავიდა გარეთ დილას და კიდევ არ ჩანს,ტელეფონს ეგ არ იღებს-ბუზღუნებდა ქალი და თვალებს ბრაზით აკვესებდა. -ამ ცხოვრების დედაც...ეგონა,შვილს ნორმალურად ვზრდიდი,ვაძლევდი ყველაფერს,რაც მქონდა..მეგონა მომავალს ვუქმნიდი,ის კი..-დივანზე დაეშვა და სესილიც მიუჯდა მას.მუდამ შეხმატკბილებული ოჯახი ჰქონდათ,გაგება და ნდობა არ აკლდათ.აბა,თემური კი არ იტყოდა ნორმალური კაცი ვარ და ეს იმას ნიშნავს,რომ მრავალფეროვანი ქალები მყავდესო..არა,ის სესილისთან ამრავალფეროვნედა ურთიერთობას და ამით ბედნიერი იყო.. ^^ -სიცხემ,მგონი დაგიწია-შუბლზე ტუჩები მიადო თოკამ და სიმხურვალე შეუმოწმა. -თერმომეტრი იქითაა-ანიშნა ქალმა და ღიმილით შეხედა ახალგზარდის ბაგეებს.როგორი მიმზდიველია ის...მისი მთელი არსება გამაოგნებელია.. ხუთიოდე წუთში გაირკვა,რომ 36 და 5-მდე ჩამოსვლოდა სიცხე მაიას,მამაკაცმა გაუღიმა და თერმომეტრი თავის ადგილას მოათავსა. -სიცხე არ გაქვს,მაგრამ ახლა მე აგიწევ მას-ქალისკენ გადაიხარა და თავლის დახამხამებაში ტანსაცმელი მთლიანად შემოაძარცვა. -ამმმ..-ვნებიანი კვნესა დაიწყო ქალმა და თმაში ხელი შეუცურა,შემდეგ შარვალი შეუხსნა და ფეხები კომფორტულად გაშალა.“ეს ბიჭი მაგიჟებს..“-დამშეული ნადირივით აათამაშა თვაელბი და ვნების ბურუსში ხარბად გადაეშვა. ^^ -ზურა კარგი ბიჭია,რას უწუნებ? -არავისთვის არ მცალია,ელენეს,გესმის?-ბრაზით შეხედა დაქალს და წიგნი გადაშალა-მათემატიკაც და ხვალინდელი გაკვეთილები მზადაა-კმაყოფილად ჩაილაპარაკა და დაქალს გადახედა. -კარგი,მასზე აღარ გკითხავ. ^^ -ასეთი შვილის დედა... -იქნებ გაანთავისუფლო მისი საყვარელი..-შესთავაზა სესილიმ თემურის და გადაღლილმა თავი მხარზე ჩამოსდო. ___ ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო. მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.