შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაბიჯი წინ (თავი 8)


14-09-2015, 14:00
ნანახია 2 649

-ოჰ ნინა,ნინა. ადრეც ზუსტად ისეთი ეჭვიანი იყავი,როგორც ახლა.ყველა ქალში რატის საყვარლებს ხედავდი.როდის უნდა შეიცვალო ხასიათი მეტრეველო?როდის უნდა დაქალდე და დასერიოზულდე?ხომ ხედავ ვერცერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი,რომ ვერ გიძლებს.ვფიქრობ და გამკვირვებია,ასეთმა თავგადასავალმა,ჭკუა,როგორ ვერ მოგმატა.შეიცვალე ნინა,თორემ ყოველთვის დედის კალთას ამოფარებული გოგო იქნები-წარსულის გახსენებისაგან გაწითლებულ სახეს ოსტატურად მალავდა ნელი და მზერას ვერ მისწორებდა.
-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.ნელი ძვირფასო,ნერვები დაიწყნარე,შენი მომავალი ბავშვისთვის ეს საზიანოა-როგორღაც მოვახერხე ჩემში აღრიალებული ვულკანის ჩაქრობა და ტელეფონს დავწვდი.
-სად მიდიხარ?-სიტყვა დამაწია სერგომ.
-სუფთა ჰაერზე.იქ პარაზიტები ვერ შემაწუხებენ.
-მეც გამოგყვები.ცუდი აურა მკლავს-მხარი ამიბა ნატამაც და ქუსლების წკაპა-წკუპით გამომეკიდა.

რომ გითხრათ გარეთ გასვლამ მიშველა და დამამშვიდათქო,მოგატყუებთ.შინაგანად იმდენად გაბრაზებული და დაბოღმილი ვიყავი,რომ ვერანირი სასწაული ხასიათს ვერ გამომიკეთებდა.
-წამო გავისეირნოთ-ახალი იდეით შეპყრობილმა ამირეჯიბმა,გაბრწყინებული თვალებით ამომხედა.მიუხედავად იმისა,რომ მაღლებზე შემხტარს,ტერფების საშინელი დაჭიმულობა მაწუხებდა,გული არ დავწყვიტე და წავედით.
წავედით...
წავედით...
წავედით...
და მივედით.
-მოდი ბავშვობა გავიხსენოთ-მეორე იდეამ იხეთქა.
-კარგი რა ნატ,ამისთვის უკვე ბებერი ვარ-ჩავიხითხითე მე.
-ვინც ბოლო ის გოგო-გასაქცევად მოემზადა ამირეჯიბი.
მე ისევ სიცილი ამიტყდა.
-სულელო,ჩვენ ისედაც გოგოები ვართ-ფაქტი ავღნიშნე.
-კარგი,მაშინ მოგებულს ერთი სურვილი ექნება-დაიყვირა და გაიქცა.
გავიქეცი მეც.
გავიქეცი,მაგრამ,გზაში ჩემმა ფეხსაცმელებმა ისე შემაწუხეს,რომ გავიხადე,და მინდორზე მივყარე.
-დაილოცოს სპორტული ფეხსაცმელები-დანიშნულების ადგილზე მისვლისას ამოვიხავლე.ნატი გამარჯვებული სახით დასკუპებულიყო საქანელაზე და ფეხებს აქეთ-იქით გიჟივით იქნევდა.
-გამაქანავე რა-ქვედა ტუჩი ამოატრიალა და თავისი საფირმო მზერით შემომხედა.
-იცოდე ერთხელაც მაგ გამოხედვის გამო მოგხვდება-გავაფრთხილე და ხელები დავიკაპიწე,ნატალიას თხოვნის შესასრულებად.
-შენ წააგე ნინა-შემახსენა მან.
-ვიცი.
-მოდი ისე,როგორც ბავშვობაში.დაჯექი-გვერდითა საქანელაზე მიმითითა.
-ოღონდ იცოდე,თუ რამე მომივა,ჩემს ბებერ ძვლებს ნუ დააბრალებ.დაქალი მყავს გიჟი.
მერე იყო...
ერთი,
ორი,
სამი...
და სასიამოვნო შეგრძნება.
თვალები,რომ გავახილე,მინდორზე ვიწექი.
-უსაფრთხო დაშვება იყო,არა?-თავი წამოყო ამირეჯიბმა.
-რბილი დაშვება.
ვარსკვლავების სიკაშკაშემ თვალი მომჭრა.გავჩუმდი- მე,გაჩუმდა-ნატი და სამყაროც გაჩუმდა.
ცის კაბადონზე ვარსკვლავი გასრიალდა.
-სურვილი ჩაიფიქრე,ვარსკვლავი ჩამოვარდა-თვალის მოუშორებლად ვუთხარი.
-მე მინდა,რომ ჩვენი გზა არასდროს გაიყოს.მინდა ყველაფერი ისე დარჩეს,როგორც არის.მე ეს მაკმაყოფილებს.მეტი არ მინდა,სერგოს თავს გეფიცები.უბრალოდ ორნი, ერთ გზაზე,სამარადისოდ-ისეთი ხმით ჩაილაპარაკა,რომ თვალზე ცრემლი მომადგა.
-ეს ყველაფერი ასე ვერ გაგრძელდება ნატ.ეს შენც იცი.ჩვენ ისევ ვიქნებით საუკეთესო მეგობრები.ისევ გავიხსენებთ ბავშვობას ერთად.ისევ გავუზიარებთ ერთმანეთს ყველაფერს.ეს არ შეიცვლება,ჩვენი მომავალი კი ალბათ გაიყოფა.შენ გათხოვდები ნატ.ბევრი და ლამაზი შვილი გეყოლებია.გეყოლება ქმარი,რომელსაც სიგიჟემდე ეყვარები და ჩვენ ისევ ერთად დავგეგმავთ სამომავლოდ გეგმებს.
-ბედნიერება შენთანაც მოვა-საკუთარ თავში დარწმუნებულმა მითხრა და ჩამეხუტა.
კომფორტული საღამო მობილურზე აჟღერებულმა ზარმა დაარღვია.
-გისმენ სერგო-ჩასძახა უმცროსმა ამირეჯიბმა.
-უთხარი,რომ მოვდივართ-ჩუმად ვუთხარი მე და ფეხსაცმელების მოსაძებნად წავედი.

-იქ დარჩით სადაც ხართო.
-უკვე მოდიან?-გამიკვირდა მე.
-ალბათ ქალბატონ „ორსულას“ იქაური დესერტი არ ესიამოვნა-გადაიხარხარა.
-რა საძაგელი ხარ-მხარი გავკარი და ტროტუარზე ჩამოვჯექი.
-ჰო,როგორ არა.
-ნატალი,როგორ ფიქრობ,ნელი მართალია?
-მომისმინე ძვირფასო,ეგ ჭინკა შენი ყურადღების ღირსიც არ არის.ასე,რომ უბრალოდ გაატარე მისი ნათქვამი.შენ ნინა მეტრეველი ხარ.ზუსტად ის ხარ,ვინც უნდა იყო და როგორიც უნდა იყო.
არაფრის თქმა აღარ დამცალდა.მოსახვევში მირზას მანქანა გამოჩნდა.
-ისე ასეთი სიმპატიური,თავდაჯერებული კაცია და ნელის მსგავსს,როგორ უძლებს?-დანანებით ჩაილაპარაკა.
-მისნაირ პანიკიორებს უნდა ყავდეთ ასეთი მამაკაცი და მე მარტოხელა უნდა დავიარებოდე?სად არის სამართალი?
-სამართალი მარჯვენა თვალში გამეჩხირა-სრული სერიოზულობით თქვა და მეტი დამაჯერებლობისთვის თვალში თითი ამოისვა.
მანქანამ ზუსტად ჩემს წინ დაატორმუზა.სერგომ გამოგვძახა, ჩაჯექითო და მანქანაც დაიძრა.
-ახლა საით?-იკითხა ნატამ.
მანქანაში ნელი არ იჯდა.
-ახლა ღამის ცხოვრება უნდა გაგაცნოთ გოგოებო-თვალი ჩაგვიკრა უფროსმა ამირეჯიბმა.
-ჰო,აშკარად გაიწმინდა ჰაერი-ნესტოები დავბერე და ფილტვებში ჰაერი დიდი დოზით გავუშვი.
ნატამ ჩაიხითხითა,სერგომ არაფერი თქვა,მირზამ კი სარკიდან გაურკვეველი მზერა მტყორცნა და ისევ გზას გახედა.

მე ბედნიერებისგან მზად ვიყავი ავცეკვებულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent