მეზობლობიდან სიყვარულამდე (2)
სახლთან ახლოს პარკია, იქ დავჯექი. ამეტირა... ზოგადად ტირილი არ მახასიათებს, მაგრამ არ ვიცი, რა დამემართა. გაბრაზებული ვიყავი ყველაზე. ბექასაც ვერ ვუგებ... მართალია მიყვარს, მაგრამ სხვადასხვანაირი გემოვნება გვაქვს. ადამიანის სუნთქვის ხმა ვიგრძენი, ავიხედე და დავინახე ბიჭი ქერა თმით და ტატუებით. როკერს გავდა. გვერდზე დამიჯდა და ბოხი ხმით მკითხა: -რატო ტირი ? - ვინ ხარ საერთოდ, ჩემს საქმეში რატო ერევი ? -რა გჭირს, უბრალოდ მაინტერესებს... -კაი რა ვხვდები ბიჭი როდის მკერავს. ხმამაღლა გაიცინა : -მე გკერავ შენ ? იოცნებე პატარავ. რაო ? მომესმა ? ასეთ პასუხებს არ ვიყავი მიჩვეული და გავბრაზდი: -დიახაც რომ მეფლირტავები... -მე შენ ? რა მაგარი ფანტაზია გქონია. -მოდი შემეშვი კაი ? -კაი. წასვლა დააპირა... ამაზე უფრო გავბრაზდი და არ ვიცი რატო, მაგრამ ვცადე შემეკავებინა: -როკერი ხარ?- ვკითხე. -კი შენ ? არ გინდა ხო რო წავიდე ? -მეც.. რა სისულელეა... თუ გინდა წადი... -კაი რა მითხარი რა გჭირს. იქნებ დაგეხმარო. -რა მჭირს და ყველა ჩემს წინააღმდეგაა... არავის ესმის ჩემი... გაიცინა: -პატარა ბავშვი ხარ... -უკაცრავად ? თავს ზედმეტის უფლებას ხოარ აძლევ? -აბა ასე დიდები არ იქცევიან სიხარულო... -აუ დახმარების მაგივრად ნერვებს მიშლი... მღერი ? -კი... ჯგუფი მაქვს, ჩვენ პონტში ვართ რა... გინდა განახო ჩემი ჯგუფი ? -კიი... -უი მართლა რა გქვია ? -ანკა... შენ ? -ნიკუშა.. ნიკამ ხელი მომკიდა და ჩემი სახლისკენ წამიყვანა... -რას შვები ჩემს სახლში მიგყავარ ? -არა ჩემთან... სულ ორი დღეა რაც ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად გადმოვედი. ჩემს კორპუსში მიმიყვანა , მეოთხე სართულზე... კარი ვიღაც გოგომ გაგვიღო... ეტყობოდა როკერი იყო... ნიკუშამ გამაცნო ყველა: გიო, თაზო, თორნიკე, ლიზი და თემო. ძაან მაინტერესებდა როგორ მღეროდნენ და ვთხოვე ემღერათ... Led Zeppelin - Stairway To Heaven დაიწყეს... ყველას სასწაულად კარგი ხმა ჰქონდა, მაგრამ ნიკუშას განსაკუთრებით... არ ვიცი რას ვგრძნობდი, მაგრამ არ მინდოდა გაჩერებულიყვნენ... იმ ღამეს ბევრი დავლიეთ... ყველა ძაან მხიარული და საყვარელი იყო... დილით გვიან გამეღვიძა... ვერ მივხვდი, სად ვიყავი... ჩემს ოთახს არ ჰგავდა... გვერდზე გავიხედე და ნიკუშა რომ დავინახე, მოულოდნელად ვიყვირე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.