შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაყიდული (თავი 2)


14-09-2015, 17:53
ავტორი hermione
ნანახია 8 298

გეგამ თვალები რომ გაახილა მზე უკვე ამოსული იყო, წუხანდელი ღამით საკმაოდ ნასიამოვნები იყო და გაdაწყვიტა ღამის პარტნიორი კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა, მაგრამ გვერდით რომ გადაბრუნდა იქ არავინ დახვდა, მაგრამ იმან რაც დაინახა ერთ ადგილას გააშეშა. ანუ იმ ნაბიჭვარმა ზურაბმა მოატყუა როდესაც თავისი კარგად "გამოცდილი" ქალიშვილი შესთავაზა ვალის სანაცვლოდ. თითქოს თავში რაღაც ჩაარტყეს, ამოოუტივტივდა წუხანდელი ღამის კადრები როგორ თხოვდა გოგონა თავის დანებებას. თავს უკანასკნელ ნაძირალად თვლიდა, მან ის საქციელი ჩაიდინა რასაც საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდა, მან საბრალო გოგონა გააუბედურა, ყველაზე დიდი ტკივილი მიაყენა ქალს რისი მიყენებაც მამაკაცს შეეძლო. საკუთარი თავი შესძულდა.
მაშინვე მარიამის ძებნმა დაიწყო, მზად იყო მუხლებში ჩავარდნოდა და ისე ეთხოვა პატიება. ყურადღება აბაზანის დაკეტილმა კარმა მიიქცია, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა, თითქოს ყველაფერი მეორდებოდა და ეხლა დამნაშავე თვითონ იყო, ეხლაც რომ დაეგვიანებინა თავს არასოდეს აპატიებდა. მაშინვე სააბაზანოს კარს ეცა და ძალით შეანგრია. ნანახმა თვალები დაუბინდა თითქოს ისევ მისი ნიაკო იწვა აბაზანაში სადაც ჩაგუბებულ წყალს სისხლისფერი მისცემოდა, მეორედ განიცადა ის ტკივილი თითქოს გული ამოგლიჯეს, მაშინვე მარიამის უსულო სხეულს ეცა. ღრიალი უნდოდა, გოგონას სიფრიანა სხეული უცებ აიტაცა ხელში და საძინებელში გაიყვანა საწოლზე დააწვინა და ხალათი მოახურა, მერე თვითონ ჩაიცვა, გოგონა ისევ ხელში აიყვანა და კიბეებზე დაეშვა. დათამ როგორც კი გეგას გაფითრებული სახე დაინახა მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაშინვე მანქანა დაქოქა.
გეგამ მარიამი უკანა სავარძელზე დააწვინა და თვითონაც უკან თავთან მიუჯდა, მისი სისხლიანი ხელები ეჭირა, მის ბავშვურ სახეს უყურებდა და ამდენი ხნის შემდეგ ღმერთს პირველად სთხოვდა შველას. ამ უცოდველი გოგონას სიკვდილს ვეღარ გადაიტანდა. მისი თავი კალთაში ედო და თავზე ეფერებოდა, თან დავითს აჩქარებდა. დავითს გეგა ასეთ მგომარეობაში ნიაკოს შემდეგ არ უნახავს და თვითონაც გული ეწურებოდა.
მალე საავადმყოფოშიც მივიდნენ გეგა გიჟივით გადმოხტა მანქანიდან მარიამს ხელი დაავლო და შენობაში შევარდა. ყველა გაოეცბული უყურებდა უცნაურ წყვილს, მამაკაცს რომელსაც სახეზე ადამიანის ფერი არ ქონდა და მის მკლავებში უგონოდ მწოლიარე გოგონას.
მალე საკაცე მოიტანეს და უგონოდ მყოფი გოგონა საოპრაციოში შეიყვანეს. გეგა 1 საათს ელოდებოდა მოსაცდელში. ადგილს ვერ პოულობდა, ეხლა მარიამს რამე რომ მოსვლოდა ჩათვლიდა რომ ნიაკო მეორედ დაკარგა, ეს მისთვის ყველაფრის დასასრული იქნებოდა, უკვე ნიაკოსთვის შურიისძიებაც აზრს დაკარგავდა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა. გეგა მაშინვე ექიმთან მივიდა და მარიამის მდგობარეობა იკითხა.
- დამშვიდდით ბატონი გეგა, პაციენტის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ბევრი სისხლი დაკარგა, ხელებზე ნაკერები დავადეთ და დამამშვიდებელი გავუკეთეთ რამდენიმე ხანს ეძინება. ცოტახანში მისი მონახულების უფლებასაც მოგცემთ.
თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდან, ის გადარჩა, ის იცოცხლებს, მისი გადარჩენა მაინც მოასწრო, ეს თითქოს მეორე შანსის მიცემას გავდა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს მეორედ დაიბადა. მაგრამ მარიამის მდგომარეობა აშფოთებდა რას იზავდა როცა გონს მოვიდოდა, ალბათ მისი დანახვაც არ ენდომება, მაგრამ ბოდიშის მოხდის საშუალება მაინც უნდა მიეცეს, აუცილებლად თხოვს პატიებას.

გონზე რომ მოვედი საავადმოფოს სპეციფიური სუნი ვიგრძენი, რომელსაც საშინლად ვერ ვიტანდი, მთელი სხეული მტკიოდა, ქუთუთოები ისე მქონდა დამძიმებული თვალების გახელაც არ მინდოდა. ესეიგი გადამარჩინეს, არ მომცეს სიკვდილის ულება. ისევ სხვაზე ვიყავი დამოკიდებული ისევ სხვამ გადაწყვიტა ჩემს მაგივრად. კარის გაღების ხმა გავიგე, მაგრამ თვალების გახელის თავი არ მქონდა, შემდეგ ვიგრძენი რომ საწოლზე ვიღაც ჩამოჯდა და ჩემი ხელები თავის გაყინულ ხელებში მოიქცია. თითქოს გული გამიჩერდა, მივხვდი რომ ის იყო, ადამიანი რომლისაც ყველაზ მეტად მეშინოდა და რომელიც ალბათ ჩემი დარჩენილი ცხოვრების კოშმარად იქცეოა. შემდეგ მისი ხმა გავიგე, ეს ხმა იმდენად განსხვავდებოდა მისი გუშინდელი ირონიული და ზიზღნარევი ხმისგან, ეს ხმა ტკივილით იყო სავსე და ერთი წუთით ეჩვი შემეპარა რომ გეგას ეკუთვნოდა, მაგრამ მისი ხელები, მის ხელებს თითქოს ეხლაც ვგრძნობდი ჩემს სხეულზე და ცხოვრება მძულდა.
-ალბათ ეხლა რომ გეღვიძოს, აქ შემოსვლასაც ვერ გავბედავდი და ვერც პატიების თხოვნას, ნიაკოს შემდეგ პირველი ადამიანნი ხარ ვისაც პატიებას ვთხოვ და ვის წინაშეც თავს დამნაშავედ ვთვლი, მაგრამ გეფიცები რომ მცოდნოდა შენთვის პირველი ვიქნებოდი ხელს არ დაგაკარებდი, მამაშენმა ყველაფერი სხვანაირად მითხრა, მეგონა ერთი გაფუჩებული მამიკოს გოგო იყავი, თან რა ადამიანი უნდა ყოფილიყო ზურაბის შვილი, მაგრამ შევცდი ადამიანში ცხოვრებაში მეორედ შევცდი და ამას ყველაზე მეტად ვნანობ, ალბათ გონზე რომ მოხვალ იმის ვაჟკაცობაც არ მეყოფა პატიება გთხოვო. მინდა იცოდე რომ შენი მადლობელი ვარ, ასეთი ძლიერი რო აღმოჩნდი და სიცოცხლისთვის იბრძოლე, მარტო შენი თავი კი არა მეც გადამარჩინე, გადამარჩინე ადამიანის სახის სამუდამოდ დაკარგვისგან.
ჩემი ხელი სახეზე მიიდო და მე ხელზე სისველე ვიგრძენი, ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი, ალბათ რამხელა ტკივილს უნდა გრძნობდეს მამაკაცი რომ იტიროს, იმასაც ვხვდებოდი რომ ამ ცრემლების მიზეზი მარტო მე არ ვიყავი, ამ ადამიანს ძალიან დიდი ტკივილი უნდა გადაეტანა ცხოვრებაში და მე სიბრალული ვიგრძენი იმ ადამიანის მიმართ ვინც ასეთ დღეში ჩამაგდო და ამ სიბრალულის გამოც შემძულდა საკუთარი თავი, ეს ადამიანი ჩემგან სიბრალულს არ იმსახურებდა.
მალე ხელი გამიშვა და ოთახი დატოვა. კარის დაკეტვის ხმა რომ გავიგე თვალები გავახილე და საკუთარ თავს ტირილის უფლება მივეცი, საკუთარ თავს ვტიროდი ჩემს ბედს ჩემს უსუსურობას, რა მელოდა ეხლა ცხოვრებაში რისი იმედი უნდა მქონოდა.
გარედან რაგაც ხმაური შემომესმა, გეგას ხმა გავარჩიე, რომელიც ბოლო ხმაზე ყვიროდა და კიდევ მამაჩემის. ვერ ვარჩევდი რას ამბობდნენ, მალე მამაჩემმა შემოაღო პალატის კარი, ამ ყველაზე ნაკლებად მისი ნახვა მინდოდა, უკან გეგა მოყვა რომელსაც სახეზე ადამიანის ფერი აღარ ედო და მის თვალებში ისევ სიძულვილი მძვინვარებდა. როდესაც შეამჩნია რომ მეღვიძა თითქოს მის თვალებში მომენტალურად სულ სხვა გრძნობამ გაიელვა, მაგრამ მალევი დაიკავა მისი ადგილი ისევ ზიზღმა.
მამაჩემი ჩემს საწოლს მოუახლოვდა უნდოდა ჩემი ხელი აეღო, მაგრამ მე ხელი გვუწიე ზედაც არ ვუყურებდი, მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა.
-როგორც კი გაგწერენ სახლში წაგიყვან, მზრუნველი მამასავით დაიწყო საუბარი. მისთვის პასუხის გაცემას ვაპირებდი, მაგრამ გეგამ დამასწრო.
- ვერსადაც ვერ წაიყვან შენს შვილს, ის დღეიდან ჩემს სახლში იცხოვრებს. გეგას შეშნებულმა შევხედე, ამის წარმოდგენაც არ მინდოდა რომ ამ ადამიანთან დავბრუნდებოდი სახლში. მამაჩემმა გაოცებულმა შეხედა და ირონიულად გაიღიმა თუ სამუდამოდ შენთან დატოვებას უპირებ მაშინ უფრო მეტის გადახდა მოგიწევს. ამის გაგონებაზე კიდევ ერთხელ ვინატრე სიკვდილი, ანუ გეგამ ფული გადაიყიდა ჩემში, ნივთივით მიყიდა. თვალები ნელნელა ამევსო ცრემლით მძლისვ ვარჩევდი გეგას სახეს რომელსაც ყელზე ძარღვები დაბერვოდა და სუნთქცა გახშირებოდა. მოულოდნელად მამაჩემს მივარდა და ყელში ხელი წაუჭირა.
- სიამოვნებით მიგახრჩობდი, მაგრამ შენნაირ არაკაცზე არ ღირს ხელის გასვრა, ეხლა კარგად მომისმინე, მე მარიამს ცოლად ვირთავ ის ჩემი კანონიერი ცოლი გახდება და შენ სამუდამოდ გაქრები ჩვენი ცხოვრებიდან გასაგებია? კიდევ ერთხელ რომ გნახო მარიამთან მიკარებული ან ჩვენ სიახლოვეს რომ გამოჩნდე გეფიცები საკუთარი ხელლით მოგკლავ, შენ კარგად იცი რომ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. ეხლა კი გაეთრიე აქედან!
მის სახეს რომ ვუყურებდი მეგონა მამაჩემს მართლა მოკლავდა და ამაზე საერთოდაც არ დამწყდებოდა გული, პირიქით შეიძლება მადლობელიც დავრჩენილიყავი. მამაჩემის რომ გავიდა პალატიდან გეგას შევხედე მინდოდა მთელი ბოღმა ამომენთხია.
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რას ქვია ცოლად მომიყვან, იქნებ მე სახლში მინდა დაბრუნება, რა გინდა ჩემგან,ცხოვრება ხო უკვე დამინგრიე კიდევ რა გინდა, გინდა შენს სათამაშოდ მაქციო? როცა მოგინდება მოხვიდე შენი ვნება დაიკმაყოფილო და რომ მოგბეზრდები მერე თავიდან მომიშორო.საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი ამ ყველაფერზე ბოლო ხმაზე ვყვიროდი, თან ცრემლებსაც ვერ ვაკონტროლებდი, მინდოდა ყველაფერი მეთქვა. სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, უცებ გაჩნდა ჩემს საწოლთან.
- ეხლა მე რომ მამაშენთან გაგიშვა, ის ისეთი არაკაცია, დარწმუნებული ვარ ფულის საშოვნელად გამოგიყენებს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიგცევს. ვიცი რომ მეც არაკაცურად მოგექეცი, მაგრამ არ მინდა ცხოვრება დაინგრიო, შენ გახდები ჩემი ცოლი მაგრამ გეფიცები ხელს არ გახლებ სხვადასხვა ოთახებში ვიცხოვრებთ, ცოლქმარი მხოლოდ ფურცელზე ვიქნებით და როცა ავრწმუნდები, რომ საკუთარი თავის დაცვას თვითონ შეძლებ და დახმარება აღარ დაგჭირდება, მაშინვე გავშორდებით ერთმანეთს და შენი ცხოვრებით ცხოვრების საშუალებას მოგეცმ.
რაც არ უნდა მტკივნეული ყოფილიყო ჩემთვის ის მართალს ამბობდა, მამაჩემი ალბათ კიდევ მიმყიდიდა ვინმეს და ქუჩის ქალად მაქცევდა, მაგრამ როგორ უნდა მეცხოვრა ამ ადამიანთან მისი ყოველი დანახვა ხომ იმ საშინელ ტკივილს გამახსენებდა რაც მან მომაყენა, მაგრამ სხვა გზა არ მრჩებოდა, მე არაფერი გამაჩნდა რომ ჩემი თავი შემენახა და ლუკმაპური მეშოვა.
ამ დროს კიდევ გავიგე დერეფანში ხმაური და ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა რომელიც მამაჩემს ლანძღავდა მალე პალატის კარები გიჟივით შემოაღო, მაგრამ როცა საწოლთან უცხო მამაკაცი დაინახა ერთ წამს გაჩერდა მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა და მაშინვე ჩემს საწოლთან გაჩნდა, მონატრებულმს ჩამიკრა გულში მეც მთელი ძალით მოოვხვიე ჩემი სუსტი ხელები და თავი მის მკერდში ჩავმალე, როგორ მენატრებოდა ეს სურნელი, სურნელი რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა ეს ნიკა იყო ჩემი ნიკა, არ მინდოდა მის სხეულს მოვშორებოდი.
როდესაც უცხო მამაკაცის ხელებში მოქცეული მარიამი დაინახა თითქოს სხეულში სისხლი გაეყინა, ის იგრძნო რისი უფლებაც არ ქონდა, თითქოს ამ გოგომ ერთ დღეში შეცვალა და მომავლის იმედი დაუბრუნა, მაგრამ კი ქონდა ბედნიერების უფლება, ამაზე ფიქრიც კი არ შეეძლო ის ვერასოდეს შეძლებდა მარიამისთვის ასეთი ძვირფასი გამხდარიყო, მარიამს ის სძულდა და ალბათ ვერ შეძლებდა ამ სიძულვილთან ბრძოლას ამისთვის უკვე ძალაც აღარ შესწევდა მისთვის ყველზე მნიშვნელოვანი ახლა მარიამის გამოჯანმრთეება იყო შემდეგ კი მისთვის ნორმალური ცხოვრების დაბრუნება. ამ სცენის დიდხანს ყურება ვერ შეძლო და მზერა პალატის სხვა კუთხეში გადაიტანა.
მძლივს მოსწყდა მარიამი მონატრებულ სხეულს და ნიკას შეხედა სახეში, უნდოდა ისევ დაენახა მისი ზღვისფერი თვალები, რომლის ყურებისას ყველა ტკივილი ავიწყდებოდა, ბავშობიდან ასე იყო, თავს კარგად მარტო ნიკასთან გრძნობდა, შეეძლოთ საათები გაეტარებინათ საუბარში თავზე ისე ათენდებოდათ ვერაფერს იგებდნენ. ბავშობიდან ასე იყო, ნიკა და მარიამი, მარიამი და ნიკა. ორივეს კარგად ახსოვს ის დღე როდესაც მათი მეგობრობა დაიწყო მაშინ მარიამი 4 წლის იყო ნიკა კი 6 ის. უბანში ხმა გავარდა ახალი მეზობლები გადმოდიანო, ყველას აინტერესებდა ვინ იყო მათი ახალი მეზობელი. ნიკა მაშინ ეზოში თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად როდესაც სადარბაზოსტან მანქანა გაჩერდა იქიდან ახალგაზრდა წყვილი გადმოვიდა. შემდეგ მანქანის უკანა კარი გაიღო და იქიდან ჯერ პატარა წაბლისფერ კულულებიანი გოგო გადმოხტა რომელმაც ინტერესით მოავლო თავისი მწვანე თვალები ეზოს შემდეგ კი მოხუცი სასიაოვნო გარეგნობის ქალი რომელმაც პატარა გოგონას ხელი მოკიდა და სადარბაზოში შეიყვანა.
შემდეგ უკვე ეს პატარა გოგონა მეოთხე სართულის აივნიდან გამოჩნდა რომელიც დიდხანს აკვირდებოდა ქვემოთ მოთამაშე ბავშვებს თითქოს უნდოდა ვერ გადაეწყვიტა მათთან ჩასულიყო თუ არა. ამ დროს ეზოში დაძონძილ ტანსაცმელში ჩაცმული ხელებგამოწვდილი მოხუცი გამოჩნდა, ნიკას მოხუცი შეებრალა და დედასთან გაიქცა ხურდა ფულის გამოსართმევად, ეზოში რომ დაბრუნდა მოხუცთან ის წაბლისფერთმიანი გოგონა დაინახა რომელსაც ერთ ხელში პური ეჩირა ხოლო მეორე პატარა მუჭაში კი ხურდა ფული. გოგონამ ჯერ პური გაუწოდა მოხუცს შემდეგ კი თავისი თავისი კულაბიდან ამოღებული ხურდები. მოხუცმა გოგონას მადლობა გადაუხადა. ამ დროს ნიკაც მივიდა მასთან და მოხუცს ხურდა ფული გაუწოდა. გოგონამ ბედნიერებისკან გაცისკროვნებული თვალები მიანათა ბიჩს და გაუღიმა, ნიკასაც გაეღიმა ამ პატარა ბედნიერი მწვანე თვალებიანი გოგონას შემყურეს.
ამის შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ეზოში, ნიკამ ნელნელა დაიწყო მარიამზე ზრუნვა, არავის აპატიებდა მის წყენინებას, მარიამი კი ლამაზი ღიმილით უხდიდა მადლობას. შემდეგ უფრო გაიზარდნენ მარიამი იმ სკოლაში მიიყვანეს სადაც ნიკა სწავლობდა, ნიკა აქაც უფროსი ძმასავით იცავდა მარიამს, მარიამი მასში იმ ძმას ხედავდა რომელიც არასოდეს ყოლია და რომლის ყოლაზეც ყოველთვის ოცნებობდა. მარიამი ნიკას ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა სადაც ნიკა დედამისთან ერთად ცხოვრობდა. ნინო დეიდამაც სიყვარულით მიიღო მარიამი და მისთვისაც დედასავით გახდა. მარიამი და ნიკა განუყრელი მეფობრები იყვნენ. ბევრი მეზობელი ჭორაობდა მათზე მაგრამ მათ არასოდეს არ მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება. მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო ერთმანეთისთვის ორივე დათმობდა სიცოცხლეს. როდესაც ნიკამ სკოლა დაამთავრა ბიძამისმა ისიც და დედამისიც ამერიკაში წაიყვანა. ძალიან უმძიმდათ ერთმანეთის გარეშე მაგრამ მარიამმა იცოდა რომ ნიკას მომავისთვის ასე იყო უკეთესი, ერთმანეთთან კონტაქტი არასდროს შეუწყვეტიათ ხშირად ათენებდნენ ღამეებს სკაიპით საუბარში ნიკა თავის გოგოებზე უყვებოდა, მარამი უნივერსიტეტზე და გამოცდებზე წუწუნებდა. მარიამმაც ჩააბარა უნივერსიტეტში, თავის სასურველ ფაკულტეტზე ყოველთვის უნდოდა ფსიქოლოგი გამოსულიყო და თავის ოცნებას ისრულებდა, ერთადერთი რაც აბედნიერებდა თავის მომავალზე ფიქრი იყო, ერთი სული ქონა უნივერსიტეტი წარმატებით დაემთავრებინა, შემეგ კარგი სამსახური ეშოვა და თავისი მშობლების სახლიდან წასულიყო. ეს იყო აქამდე მაგრამ რა იქნებოდა დღევანდელი დღის შემდეგ, შეძლებდა კი ოდესმე თავისი ოცნების განხორციელებას.



№1  offline წევრი anushka15

ძალიან საინტერესოა

 


№2  offline წევრი jilda666

Sainteresoa. Veli shemdeg tavs moutmenlad

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

უნდა ვაღიარო ძალიან მომეწონა მოვლენების ასე განვითარება... მოკლედ დარწმუნებული ვარ ეს წყვილი ძალიან დიდ სიყვარულს იგრძნობენ ერთმანეთის მიმართ... გეგას ეს უკვე ისედაც ეტყობა...

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

ძაააალიან მააგარია <3 ველოდები შემდეგ თავს <3

 


№5 სტუმარი mariami

ძალიან გთხოოოვ დადეე რა დგეს((( მაგარია <3

 


№6 სტუმარი Ciuri ciuri

გაგრძელება არის? ძალიან საინტერესოა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent