შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის მეფე (6)


14-09-2015, 21:54
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 6 032

-აუ მალე დაბრუნდით რა-მოწყენილი დავემშვიდობე დათოს და ზურას და წასულებს ხელი დავუქნიე
-ეხლა თხოვ მალე დაბრუნდნენ და 3 დღის წინ იპარებოდი?-ირონიულად მკითხა და ლურჯი თვალები მომანათა
-არაა შენი საქმე-ნაწყენმა ცივად ვუთხარი და სახლში შევედი. კიბეები სწრაფად აბირბინე და ჩემ ოთახში შევვარდი. ჯერ მხოლოდ საღამოს 6 საათი იყო და ვერ დავიძინებდი სწრაფად ამოვიღე ზურას დატოვებული მოუთბუქი და ჩავრთე. სოციალური ქსელები შევამოწმე ახ ალი თითქმის არაფერი იყო. მხოლოდ მეგობრობის მოთხოვნები რომლებსაც ისე დავეთანხმე არც მინახია ვინ იყო. კინო ჩავრთე, რაღაც კომედია იყო და უინტერესოდ დავუწყე ყურება მაგრამ ბოლოს ისე ჩამითრია სიცილისგან უკვე სუნთქვა მეკვროდა. კინო დამთავრდა თუარა მაშინვე ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში ჩავედი. არავინ იყო. ფრთხილად გამოვიღე მაცივრიდან საჭმელი და ჭამა დავიწყე.
-ჩამობრძანდით?-გაიცინა გიომ და ფეფშიდამ ჩემივე ჩანგლით საჭმელი ამაცალა.
-ჩემი საჭმელია- უთხარი ცივად და თეფში მისგან შორს გავაჩოჩე.
-კიბატონო იყოს-გაიციმა მან,მე კი ჭამა გავაგრძელე.
-არგინდა სადმე წავიდეთ?-შემომთავაზა მან
-არმინდა-ვიუარე მე და უკვე მოსუფთავებული თეფში ონკანს მივუშვირე რომ გამერეცხა
-რატომ?-გაიკვირვა მან
-არ მიყვარს ღამით გარეთ გასვლა-ავუხსენი სიტუაცია
-რატო გეშინია არავინ მოგიტაცოს?-ირონიულად ჩაილაპარაკა მან
-ჰო ერთხელ უკვე გააკეთეს ეს ჩემმა ჭკვიანმა ძმებმა და რა დაზღვეული არავარ რომ მათნაირი ჭკვიანი არ გამოჩნდება?-ცინიკურად ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
-მთაწმინდაზე ავიდეთ-ყურადღება არ მიაქცია ჩემს საუბარს მან
-არმინდა-კვლავ ვიუარე მე
-კარგი, მე წავედი მაშინ, მარტო ხოარ გეშინია?-გაიცინა და სწრაფად წამოდგა ფეხზე.
-არა-მტკიცედ ვუთხარი და სამზარეულო სერაფად დავტოვე. გავიგონე როგორ გაიხურა კარი შემდეგ ძრავის ხმა და ფანჯრიდან გადავხედე როგორ წავიდა. იდიოტი! ამხელა სახლში მარტო დამტოვა, მეზობელი სახლებიდან მხოლოდ 1 სახლში ენთო შუქი. სწრაფად ჩავედი ქვემოთ სართულზე და შუქები ყველგან ჩავაქრე. ჩემს ოთახში შევიკეტე და საბანში შევძვერი. დიდხანს ვიწექი და საწოლი ვწრიალებდი. გონს მაშინ მოვედი ქვემოდან ჩუმი ხმაური რომ გავიგე. შეშინებული წამოვხტი გეხზე და კარს ყური მივადე. მალევე გაისმა კიბეზე ფრთხილი ნაბიჯების ხმა, შემდეგ კი რომელიღაც კარი გაიღო. მხოლოდ 5 წუთის შემდეგ დაიკეტა და რამოდენიმე წამში მეორედ გაისმა კარის გაღების ხმა. ესრ განმეორდა კიდევ სამჯერ მხოლოდ მაშინ მომეკვეთა ლამის შიშისგან მუხლები როდესაც ვიღაც ჩემს კარსაც დაეჯაჯგურა. მაგრამ რომ მიხვდა ჩაკეტილი იყო კვლავ ნელა დაიძრა მალევე მიწყნარდა ხმაური მე კი შეშინებულს ისღა მომაფიქრდა ფანჯარაზე "გისოსები" მაგრად ჩამეკეტა შემდეგ კი ფანჯარაც. ანერვიულებული ვიჯექი და ჩუმად გადავყურებდი ეზოს. ათასი რაღაც მელანდებოდა მაგრამ ეზოში მანქანის შემოყენებას ვუცდიდი. ღამის პირველი საათი იყო ეზოში გიორგის მანქანა რომ დავლანდე, სახლში რომ შემოვიდა უკვე დამშვიდებულს დამეძინა, დილით 8 იყო რომ გამეღვიძა. ნაცევრად ნძინარე შევედი აბაზანაში და შემდეგ პირველ სართულზე.
-აბა გუშინ მარტო როგორ გაერთე?-გაიცინა მან
"იცი გიო, გუშინ სახლში ვიღაც იყო, ლამის გული გამისკდა შიშისგან ჩემი ოთახის კარს რომ დაეჯაჯგურა, სანამ არ მოხვედი თვალი ვერ მოვხუჭე შიშისგან-ლაპარაკობდა შინაგანი ალტერეგო
-მშვენივრად, 2 ფილმს ვუყურე და ძალიან გავერთე-ვიცრუე და კარადა გამოვაღე რომ ყავა გამომეღო.
-ძალიან კარგი. მაშინ არ იქნები წინააღმდეგი თუ დღესაც გვიან მოვალ-გაიცინა მან
-არა რატომ?-მხრები ავიჩეჩე მე
-ძალიან კარგი, მეც გამიკეთე რა ყავა, ჩავიცმევ მანამდე-თქვა და სწრაფად დატოვა ოთახი.მწარე ყავა გავუკეთე იმ იმედით რომ არ მოეწონებოდა და დაველოდე როდის ჩამოვიდოდა. სამზარეულოში უკვე შავ ნაჭრის შარვალში და თეთრ პერანგში გამოწყობილი დაბრუნდა, რომლის მკლავები იდაყვამდე აეკეცა.
-აი შენი ყავა-ვანიშნე ყავაზე და გავიცინე
-ცუდად იცინი, პირველი შენ დალიე-შუბლი შეკრა მან
-რაპრობლემაა-გავიცინე და მისი ჭიქიდან მოვსვი. მწარე იყო მაგრამ შევეცადე სახე არ დამმანჭვოდა. უდარდელად გავუწოდე ჭიქა
-2 წუთი დაველოდები თუგალურჯდი ანუ მოწამლულია-გაიცინა მან. მე კვლავ ჩემი ყავის სმა გავაგრძელე. ყავა რომ ტუჩებთან მიიტანა უნებურად მის სახეს მივაშტერდი რეაქცია მაინტერესებდა. მშვიდად მოსვა და გაიღიმა
-მშვენიერია, ზუსტად ისეთია როგორიც მიყვარს
-აუუუ, არადა რამწარე იყო-შუბლი შევმარი მე
-კარგი წავედი თორე საცობებია და სამსახურში დამაგვიანდება. საღამოს გვიან მოვალ-დამიბარა და სახლიდან გავიდა. მთელმა დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. სახლი დავალაგე. უკვე დაღამებული იყო, კვლავ ჩემს ოთახში რომ შევიკეტე შეშინებული. ზუსტად იმ დროს განმეორდა ნაბიჯების ხმა, შემდეგ კარის ხმა და ჩემს კარზე სახელურის რამოდენიმეჯერ ჩამოწევა. ამჯერად გიორგი უფრო ადრე მოვიდა,12 საათი იყო. არც გავსულვარ ითახიდან, ხვალ დილით მოვუყვებოდი ამის შესახებ. დილით კვლავ სამზარეულოს მივაშირე სადაც გიორგი მიირთმევდა
-გიორგი, რაღაც უნდა გითხრა-დავიწყე გაუბედავად.
-გისმენ-ამომხედა და ჭამას თავი მიანება.
-იცი, გუშინწინ რომ წახვედი ღამით ნაბიჯების ხმა იყო, კარის და ჩემს კარებთანაც ვიღაც იყო, გუშინაც თითქმის იგივე დროს განმეორდა,-ჩავილაპარაკე მე.
-რაა? და დღეს მეუბნები მაგას? სახლში ვიღაც იყო, დღეს აუცილებლად დავრჩები და ვავარკვიოთ ვინ იყო-მომაყარა ანერვიულებულმა
-მაგრამ შენს მანქანას რომ სახლში დაინახავს არამგონია მოვიდეს ვიღაცაა-ამოვილაპარაკე ჩუმად
-სამსახურში წავალ მანქანას იქ დავტოვებ აქამდე ტაქსით მოვალ მერე კი უკანა შესასვლელიდან შემოვალ ასერომ არამგონია მიხვდეს ხომ შინ ვარ-გამოაცხადა გეგმა. ზუსტად ისე მოვიქეცით როგორც მან თქვა. თუმცა არავინ გამოჩენილა. ამიტომ მეორე დღეს მითხრა. შეიძლება გაიგო სახში რომ ვიყავი ამიტომ ყურადღებით იყავიო. დაღამდა თუარა შეშინებული ოთახში ავედი. მე ჩემი გეგმა მქონდა. დრო მოახლოვდა თუარა კარის უკან დავდექი და ხელში ხელკეტი დავიჭირე. ისევ მაბიჯების ხმა ოღონდ ამჯერად ჩემი შემოღებული ოთახი
-ხომ გაგაფ....-სიტყვა ვეღარ დაამთავრა უცნობმა ნაცნობი ხმით თავში კეტი რომ მოხვდა და უგონოდ დაეცა ძირს.

ბოდიშით თორმეტის მერე რომ ვერ დაგიდეთ. აწი ამ დროს მომიწევს დადება რადგან სკოლა დაიწყო ჩემდა სამწუხაროდ. შეცდომებისთვის ძალიან დიდი ბოდიში და პატარა თავისთვისაც. სახლში არვარ 3 დღეში დიდი მოცულობის თავებს დაგიდებთ და მანამ არ მისაყვედუროდ რა: *



№1  offline წევრი Li Zi

მაგარია ჯალიან ))) მოვკვტი სიცილით ))) მალე დადე თორე მიგახრჩობ ძვირფასოო ^^

 


№2  offline წევრი jilda666

Malee. Malee ramomentze gaachereraa:D

 


№3  offline წევრი kora

ძალიან მაგარი ისტორიაა, განსხვავებულიცაა love არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი აზრი რომ ვგიჟდები შენზე და შენს ისტორიებზე love დღევანდელ თავში ძმები დამაკლდნენ, ვგიჟდები მათზე <3 3 დღე რა გაძლებს ახლა, თუკი მოიცლი უფრო ადრე პატარა თავიც რომ იყოს მაინც გაგვახარებ ძალიან
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent