შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლორა და გრენუი #4


15-09-2015, 12:31
ავტორი tekka
ნანახია 1 732

-ძალიან შეგაშინე?-მკითხა ისე,თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
-მომეცი ყავა,მაგაზე მერე ვისაუბრებთ.-მივახვედრე,რომ მხოლოდ ამ თემაზე არ გვექნებოდა საუბარი.
გოგაც გავაღვიძეთ.ის სახლში წავიდა,ჩვენ ვაკის პარკში.სულ ზემოთ,იმ ქვაზე,სადაც მანამდე არაერთხელ ვიყავი.არ ვიცოდი საიდან დამეწყო,არც ის მინდოდა ძალით ამელაპარაკებინა.ვიჯექით და შაურმას ვჭამდით.ბოლოს ისევ თვითონ დაიწყო.
-დარწმუნებული ვარ,გოგლიკამ იმაზე მეტი გითხრა,ვიდრე შეიძლებოდა.ამიტომ არაფრის დამალვას არ ვაპირებ.შენ ჩემი სახელიც კი არ იცოდი ისე გამომყევი ბეთანიაში.შენ მე მენდე,ხომ ასეა?მეც გენდობი,მაგრამ ძალიან გთხოვ,შეეცადე მაინც,რომ გამიგო.ისეთი კარგიც არ ვარ,როგორიც შეიძლება გეგონე...ან შეიძლება კარგი არც გეგონე,არ ვიცი...
-შენი მამის და ძმის შესახებ ვიცი უკვე.ისიც ვიცი,რა დაემართათ იმ რუსის შვილს და დაცვას.-ვერ მოვითმინე და მივახალე.
-ოოხ,გოგლიიიკ!-თავი ნერვიულად მოიფხანა-კაი ჯანდაბას.თუ ეგ გითხრა გამოდის ყველაფერი უთქვამს და მე რაღა მაქვს სათქმელი... უკვე იცი,რომ შენს წინ მკვლელი ზის. მკვლელი,ნარკომანი,არანორმალური ადამიანი ერთი სიტყვით,რომელმაც ყველა ფეხებზე დაიკიდა.საკუთარი დედაც კი.ვიცი, რომ ეს ყველაფერი შენთვის ახალია.შენც ახალი ხილი ხარ ჩემთვის,რომელიც ჯერ არ გამისინჯავს,რადგან მენანება შესაჭმელად.ახალი კი არა...აღმოჩენასავით,რომელსაც ვსწავლობ ჯერ კიდევ.მაგრამ მე ვიცი,რომ შენ ყველაზე კარგი ხარ.მესმის ისიც,რომ წყნარი,მშვიდი ცხოვრებიდან ჩემს ზედმეტად არეულ ცხოვრებაზე გადმორთვა ადვილი არაა.ხოო,არ მოგეჩვენა და ასე ნუ მიყურებ,რადგან შენს გაშვებას არ ვაპირებ...შენ ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის,მაგრამ მე მჭირდები.მჭირდები,რომ ეს ყველაფერი დავივიწყო,რომ გამოვცოცხლდე,რომ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე.არ მინდა იფიქრო,რომ რაიმეს გავალდებულებ.ამის უფლება არც მაქვს.შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ,გამიგე გთხოვ.ჯანდაბა!!!ამდენი არასდროს მისაუბრია.ალბათ არც გესმის ნახევარზე მეტი,რასაც ვბოდავ,მაგრამ.... რაღა მაგრამ,დანარჩენი შენზეა.აღარ ვიცი უკვე...მართლა აღარ ვიცი.-მთელი ამ მონოლოგის განმავლობაში ჩემი ხელები თავისაში მოექცია და დროდადრო მიჭერდა.ჩემი სახე ზუსტად არც ვიცი,როგორ გამოიყურებოდა.მხოლოდ ის ვიცი,რომ უზომოდ დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.ან საერთოდ უნდა მეპასუხა თუ არა...
-რამე თქვი რა.თუ გინდა მეჩხუბე ან დამარტყი,ან თავი მომაჭერი,ოღონდ რამე მითხარი...-მოთმინება ელეოდა.
-არ ვიცი.განა თავის დაძვრენის მიზნით ვიძახი ამას,მართლა არ ვიცი სანდრო.მინდა დაგეხმარო თუ შემიძლია,მაგრამ არ ვიცი როგორ და არც ის ვიცი მეყოფა ამისთვის თუ არა ძალა.
-შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ყველაფერი თავისით მოგვარდება.შენთან 5წუთი ყოფნაც კი სხვანაირს მხდის.მაგრამ იფიქრე და გახსოვდეს,რომ არაფერს გაძალებ.თუ შენ არ გენდომება ჩემთან ყოფნა გაგიგებ და აღარასდროს შეგაწუხებ.საერთოდ აღარ დაგენახვები,გპირდები...მაგრამ მაინც ჩემი ლორა იქნები...
გული ამიჩუყდა რაღა დაგიმალოთ.მამაკაცი ასეთ სიტყვებს თავისი სიცოცხლის განმავლობაში რამდენჯერ ამბობს განა?!ვგრძნობდი,რომ „ჰაერზე“არ ამბობდა ამ სიტყვებს და ამან უფრო „დამგრუზა“.თანაც არასდროს დაგენახვებიო.ეს ხომ სიგიჟე იქნებოდა.მხოლოდ მასთან ვგრძნობდი თავს ადამიანად.მხოლოდ მასთან შემეძლო ვყოფილიყავი რეალური და მეგიჟა თავდავიწყებამდე.ასეთი სხვა არავინ მყავდა.ის ფიქრობდა,რომ ვჭირდებოდი,მაგრამ არ იცოდა მე რამდენად მჭირდებოდა.რა მოხდებოდა,თუ მის გარეშე გავაგრძელებდი ცხოვრებას.ვიცხოვრებდი ისევ იმ რუტინული ცხოვრებით,რომელიც მანამდე მქონდა.ისევ ისე ვიხეტიალებდი ღამღამობით,მაგრამ მეორე სანდრო აღარ შემხვდებოდა.ვიცოდი ეს,ზუსტად ვიცოდი.გადავწყვიტე, მისთვის და ჩემი თავისთვისაც შანსი მიმეცა.თუმცა მაინც მეშინოდა,არ ვიცი რის.
-არ ვიცი რა და როგორ იქნება,მაგრამ ვფიქრობ ერთ შანსს ყველა იმსახურებს.ხოდა გამოიყენე ეს შანსი სანდრო.არ მინდა სულ იმ მდგომარეობაში გხედავდე,როგორიც გუშინ იყავი,ამიტომ მოგიწევს პირობა დადო,რომ აღარ გაეკარები იმ ნაგავს-ვუყურებდი და ვხედავდი,ამ მთასავით ბიჭს როგორ ჩამოსდიოდა ცრემლები ღვარღვარად.მის შემხედვარეს ცრემლებს ვერც მე ვიკავებდი.ვიჯექით შუა ტყეში და ჩახუტებულები ვტიროდით.ის ბედნიერებისგან,რომ მიეცა შანსი დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას.მე კი არ ვიცოდი...თუმცა მაშინ არ ვიცოდი ეს.ახლა ვხვდები რაც მატირებდა.მისი სიხარული მახარებდა,მისი ბედნიერი თვალების დანახვა მახარებდა,თვითონ ის მიხაროდა.
----------------------------------
ერთმანეთის გაცნობა ხელახლა მოგვიწია.ოღონდ ცოტა სხვა მხრივ...
სანდრო ნუცუბიძე 28წლის.უყვარს ძველი როკ მუსიკა,საშინელებათა ფილმები და თმაზე თამაში.ყავს ერთი ძაღლი,მგონი როტვეილერია,სახელად პლატონი.აქვს ერთი ბარი და საბილიარდო... ამბობს,რომ ბიზნესითაა დაკავებული,მაგრამ რა ბიზნესია არ ვიცი.ოჯახზეც ზემოთ მოგახსენეთ.
გარეგნულად,ტიპიური ქართველი მამრია,ღიპუცების გარეშე.მიუხედავად იმისა,რომ მე მაღალი მეთქმის,ის მაინც ჩემზე ბევრად მაღალია.თითქმის ქერა თმა და ნაცრისფერი თვალები აქვს...დიდი,ლამაზი კბილებიც.უყვარს სპორტული სტილი,მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე,უმეტესად კლასიკურადაა ჩაცმული.
თავიდან,ასაკი რომ გავიგე რატომღაც ბებერი მეჩვენა,მაგრამ ჩემზე 7წლით გამოდის დიდი.არც ისე დიდი განსხვავებაა ასაკში.მგონი.
მე 21წლის ვარ.მაღალი,გამხდარი,წითელი თმით,ხორბლისფერი კანით,ღია ყავისფერი თვალებით,რომელიც ზოგჯერ მწვანეც ხდება.არ მინდა,ტრაბახში ჩამომართვათ,მაგრამ თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასდროს ვუჩიოდი.ჩემი უჟმური ხასიათის გამო კი ახლოს არავინ მოდიოდა.რავიცი ალბათ ეშინოდათ ჩემი.მისგან განსხვავებით,მძაგს საშინელებათა ფილმები,რადგან არასდროს შემშინებია.ისტორიული დრამა ჯობია.მიყვარს ყველანაირი სტილის მუსიკა,თუმცა მაინც როკი.არ მყავს ძაღლი,არც რესტორანი მაქვს და არც საბილიარდო.არც მულტიმილიონერის შვილი ვარ.
ჰოო მართლა,მე თეკლე მქვია.თეკლა კი არა,თეკლე.გვარს რა მნიშვნელობა აქვს...
--------------------------------------
ძველი ტელეფონი აღვადგინე,რადგან ახლა მიზეზი ჰქონდა მუშაობის. დილით და საღამოს მირეკავდა და ვსაუბრობდით საათობით.ყველა თემაზე შემეძლო მასთან საუბარი ისე,რომ არანაირი უხერხულობა და დაძბულობა არ მეგრძნო.ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ მას ვესაუბრებოდი,მხოლოდ მასთან ერთად გავდიოდი გარეთ.ჩემებმა არაფერი იცოდნენ,თუმცა დედა ხვდებოდა,რომ რამე ნორმალური არ ხდებოდა ჩემს თავს.ასე იმიტომ ფიქრობდა,რომ ვუმალავდი.ალბათ მართალიც იყო ნაწილობრივ,მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობდი.
ნარკოტიკებს აღარ გაკარებია,ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებოდა. რამდენჯერმე იყო შემთხვევა,უნდა შევხვედროდით,მაგრამ არ მოვიდა გაურკვეველი მიზეზით.ამბობდა საქმე მქონდაო.ეჭვები,რათქმაუნდა მაწუხებდა,მაგრამ სიტყვაზე ვენდობოდი.
ერთ-ერთ შეკრებაზე გავიცანი მისი მეგობრებიც.საკმაოდ მხიარულები და სასიამოვნო ადამიანები აღმოჩნდნენ.სანდროს ქონდა რაღაც ბარი,უმეტესად იქ მივდიოდით.
ერთ ასეთ შეკრებაზე გვანცაც წავიყვანე,რადგან დაჟინებით მოითხოვდნენ ჩემი მეგობრის გაცნობას.მთლად აღფრთოვანებული არ დაჩენილა იქაური სიტუაციით,ამიტომ მალე წამოვედით.გოგამ წამოგვიყვანა,რადგან სანდროს ისევ რაღაც საქმე ჰქონდა და არ ეცალა.
-გოგა ჯერ მე მიმიყვანე სახლში რა ძალიან დავიღალე და მერე გვანცას გაიყვან-შევამჩნიე,როგორ უყურებდა გოგა გვანცას მთელი საღამო.უნდა ვთქვა,საკამოდ ლამაზი მეგობარი მყავს.ქერაა,ცისფერი თვალებით,საშუალო სიმაღლის.მოკლეთ,ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ არანაირად.ზოგჯერ ისიც კი მიკვირს ერთმანეთს როგორ ვუგებთთქო.
სალხში მისული ეგრევე დასაძინებლად გავეშურე.უაზროდ დავჩერებოდი ტელეფონს,მაგრამ სანდრო მაინც არ რეკავდა.ვიცოდი,ვხვდებოდი,რაღაც ისე ვერ იყო,მაგრამ ვცდილობდი ცუდზე არ მეფიქრა.საკუთარ თავს ათას მიზეზს ვუგონებდი,რომ სანდრო გამემართლებინა.
დილით ტანსაცმლიანმა გავიღვიძე.სააბაზანოში შევვარდი და იქამდე არ გამოვსულვარ,სანამ კარზე დედამ არ მომიკაკუნა გვანცა მოვიდაო.ტილო შემოვიხვიე და გამოვედი.
-ამ დილაადრიან რამ წამოგაფეთა,ხომ მშვიდობაა?-ცოტა გაკვირვებული ავხედე გვანცას.ისეთი სახე ქონდა,მივხვდი რაღაცის სათქმელად იყო მოსული.

_____________
ხო მართლა.სურათებიდან გამომდინარე ნუ დაადგენთ ჩემი და სანდრიკას სახეებს.თქვენს ფანტაზიას მივანდე ჩვენი ვიზულარური მხარე.ვიფიქრე ასე აჯობებდა...

ბედნიერ დღეს გისურვებთ,ლამაზებო :)

By TeBe



№1  offline წევრი იისფერი

აუცილებლად განაგრძე, გელოდები იცოდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent