შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამაღლობელის ძიძა.(სრულად)


15-09-2015, 19:01
ავტორი Ketacharkviani
ნანახია 7 864

რატი ამაღლობელი 18წლის იყო როცა მისი შეყვარებული, ეკაკო კალანდაძე დაორსულდა, ეს ორივესთვის დიდი დარტყმა იყო რადგან ბავშვისთვის მზად არ იყვნენ, თავისუფლება უნდოდათ და არა ბავშვის მოვლა, ეკაკო აბორტის გაკეთებას აპირებდა და ეს არ იქნებოდა პირველი იმიტომ რომ იმ შემთხვევამდეც იყო ორსულად სხვა ბიჭისგან, ამაღლობელს ვერ წარმოედგინა როგორ უნდა მოეკლა საკუთარი შვილი, ამიტომ ეკაკოს სთხოვა ბავშვი გაეჩინა და შეპირდა რომ ვერც მას და ვერც პატარას ვეღარასდროს ნახავდა, კალანდაძე დათანხმდა, 9თვე ატარა მუცლით ლუკა ამაღლობელი და გაჩენისთანავე მოიშორა თავიდან.
რატიმ დაინახა თუ არა ეგრევე შეუყვარდა ლუკა, თუმცა მისი მოვლა მარტოს ძალიან უჭირდა, ძმაკაცების გარდა არავინ ეხმარებოდა. 'ქუჩის ბიჭი' იყო და უბანში გავლენას სახლში ბავშვის ჯდომის გამო რომ კარგავდა არ მოსწონდა, ამიტომ, როცა ბავშვი ერთი თვის იყო, გადაწყვიტა ძიძა აეყვანა, ამაღლობელმა და მისმა ძმაკაცებმა რამდენიმე საუკეთესო ძიძა შეარჩიეს და ცალ-ცალკე გადაწყვიტეს მათთან შეხვედრა, პირველი 50წლის ქალი იყო, დანახვისთანავე უარი უთხრეს ბიჭებმა, მეორე 30წლის ქალი, რომელსაც 5შვილი ჰყავდა, ამაღლობელს არ უნდოდა მრავალშვილიანი დედა და მასაც უარი უთხრა, კიდევ 3ქალი და 2გოგო ნახეს და არც ერთი არ მოეწონათ, ყველას აკლდა რაღაც, ბავშვების სიყვარული.. ამაღლობელს იმედი გადაწურული ჰქონდა, ფეხზე ადგა, განერვიულებული გავიდა აივანზე და სიგარეტს მოუკიდა.
-ბევრი დარჩა?
ჰჯითხა დაღლილმა ძმაკაცმა.
-ერთი.
-უეჭველი ეგეც ვიღაც მონსტრი იქნება და მერე რა ვქნათ?
-არ ავიყვან ძიძას და ეგ იქნება რა, რა უნდა ვქნათ.
-ხოო შე**მა მაგრამ მარტო უბანი ხომ არ არის, სამსახური გაქვს და ბავშვი ვის უნდა დაუტოვო რომ იმუშავებ? ჩვენ ხო იცი შენ გარეშე ვერ მოვუვლით.
-რამეს მოვიფიქრებ.
კარზე ახალმა კანდიდატმა დააკაკუნა, რატის ძმაკაცი, სანდრო გავიდა კარის გასაღებად.
-შემოდი.
თბილად გაუღიმა.
მისაღებში პირველი თვითონ შევიდა და ძმაკაცებს თვალით ანიშნა მაგარი გოგოაო.
ბარბარე ყიფშიძე უკვე სავარძელში იჯდა, როცა ამაღლობელი მოტრიალდა..
სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და თვალის გუგეები გაუფართოვდა.
ბარბარე ქერათმიანი გოგო იყო, ცისფერი თვალები ჰქონდა, პატარა, ოდნავ აპრეხილი ცხვირი და დიდი წითელი ტუჩები, ერთი სიტყვით ანგელოზი იყო, საოცრად კეთილი, თბილი და სიყვარულით სავსე ღიმილი ჰქონდა, მის შემხედვარეს სხეულში სითბო ჩაგეღვრებოდა.
-სახელი?
დაბნეულმა ჰკითხა ამაღლობელმა და სკამს ხელებით დაეყრდნო.
-ბარბარე.
თბილად გაუღიმა გოგონამ და თვალები მოჭუტა.
-გვარი?
-ყიფშიძე.
-რამდენი წლის ხარ ბარბარე?
მისი სახელი საოცარი სითბოთი წარმოსთქვა და დიდი, ნაცრისფერი თვალები მიაშტერა პასუხის მოლოდინში..
-18-ის ვხდები.
-ანუ 17-ის ხარ?
ჩაიცინა რატიმ და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა.
-ჰო.
ბაბიმაც გაიცინა.
-ანუ გამოცდილება არ გაქვს ხომ?
-1წლის წინ ვუვლიდი 2ბავშვს, საზღვარგარეთ წავიდნენ და.. მერე კიდე ერთთან ვმუშაობდი და ისინიც წავიდნენ.
-ასეთ პატარა ასაკში რატომ მუშაობ ბარბარე?
მისი სახელის წარმოთქმა სიამოვნებას ანიჭებდა ამაღლობელს.
-დედაჩემი ცუდად არის, სიარული არ შეუძლია, მამამ მიგვატოვა როცა პატარა ვიყავი, იძულებული ვარ ვიმუშაო, რადგან ჩემი თავი და დედაჩემი ვარჩინო.
-სწავლობ?
-სკოლა წელს დავამთავრე და 1წელი აკადემიური ავიღე რომ ვიმუშავო, მერეც ვიმუშავებ, მაგრამ სწავლასაც დიდი დრო უნდა დავუთმო, ახლა კი ფული ძალიან მჭირდება და მთელი დღე მუშაობას ვამჯობინებ.
-ბავშვები გიყვარს?
-კი, ყველაზე მეტად!
თვალებ გაბრწყინებულმა უპასუხა ბარბარემ.
ამაღლობელი აქამდე მხოლოდ ისეთ გოგოებს იცნობდა, რომლებსაც ყველა და ყველაფერი კიდიათ და მხოლოდ გართობა აინტერესებთ.. ყიფშიძე სხვანაირი იყო და მისით მოიხიბლა, 18წლის ასაკში მიხვდა რომ მისნაირი გოგოები მოსწონდა.
-აყვანილი ხართ.
ამაყად თქვა რატიმ, თავისი გადაწყვეტილებით მოხიბლულმა.
-მუშაობას დღეიდან ვიწყებ?
-არა, ორშაბათიდან, ოღონდ ხომ იცი რომ აქ უნდა იცხოვრო, კვირას დაისვენებ, ღამეც შეგიძლია არ მოხვიდე და ორშაბათს დილით მოხვალ. თუ რამე სასწრაფო და სერიოზული იქნება, გაგანთავისუფლებ, რა თქმა უნდა.
-გმადლობ.
ბედნიერმა უპასუხა ყიფშიძემ და სახლი დატოვა, დაქალთან მივიდა და პირველს მას შეატყობინა ეს ამბავი.
-ამიყვანეს საალ!!
ბედნიერი ჩააფრინდა და მთელი ძალით მოხვია ხელები.
-ვიცოდიი რომ აგიყვანდნენ, ნატაშას უთხარი?
-არა, ჯერ არ მითქვამს. არ ვიცი როგორ შეეგუება იმას რომ სახლში არ ვიქნები..
-ეკა ხომ იქ არის და მოუვლის, შენ მაგაზე არ ინერვიულო რა, თუ რამეა მეც ავალ ხოლმე, მთავარია აგიყვანეს. ბავშვი ნახე?
-არა, სავარაუდოდ ეძინა.
-დედა?
-როგორც მივხვდი მამა ზრდის.
-სიმპატიურია?
წარბები აათამაშა სალიმ.
-კი, მაგრამ მე ეგ არ მაინტერესებს ხომ იცი..
-დაგაინტერესებს. ბავშვი რამხელაა?
-ერთი თვის.
-აუუ, გარეთ ხომ გამოიყვან ხოლმე?
-კი, ერთი სული მაქვს როდის ვნახავ!
-ხვალიდან იწყებ?
-კი.
გოგოებმა ბევრი ილაპარაკეს, ამ დროს ამაღლობელი ბავშვთან ერთად იწვა ლოგინზე, ეფერებოდა და ბარბარეს ნაზი ხმა ჩაესმოდა, დარწმუნებული იყო, რომ მისნაირი ნაზი და საყვარელი გოგო არ არსებობდა, ამიტომ უხაროდა რომ სწორედ ის გახდებოდა ლუკას ძიძა, ერთი წუთით წარმოიდგინა რა ბედნიერი იქნებოდა ლუკა თავისი და ბარბარეს შვილი რომ ყოფილიყო, მაგრამ ეს ფიქრები თავიდან მოიშორა და ბავშვს გამზადებული საჭმელი აჭამა, მერე ისევ დააძინა, თვითონ სავარძელზე წამოწვა და სიგარეტს მოუკიდა, ის მომენტი გაახსენდა როცა ყიფშიძეს პირველად შეხედა, უკვირდა ის, რომ ვერ იშორებდა მასზე ფიქრებს, მაგრამ თავს იმით იმართლებდა რომ ბარბარე ყველაზე ლამაზი გოგო იყო და უბრალოდ არ შეეძლო მასზე არ ეფიქრა..
ორშაბათს დილით 7საათზე ადგა ყიფშიძე, დედას საჭმელი გაუმზადა, წყალი გადაივლო, თეთრი, მოტკეცილი კაბა ჩაიცვა, ხელში ჩანთა დაიჭირა, ნატაშას შუბლზე აკოცა და სახლიდან გავიდა, არ უნდოდა პირველ დღეს დაეგვიანა, ამიტომ ტაქსით წავიდა, ზუსტად 10-ის ნახევარზე დარეკა ზარი, ამაღლობელმა შიგნიდან დაუძახა.
-შემოდი.
კარი შეაღო და სახლში შევიდა, რატი სკამზე იჯდა, ბავშვი ეწვინა მუხლებზე და ეთამაშებოდა.
-გამარჯობა.
გაუღიმა ბარბარემ და მიუახლოვდა, ამაღლობელმა თავი შეატრიალა და ნაცრისფერი თვალები მიანათა.
-გამარჯობა ანამარია.
-რა საყვარელია.
ყიფშიძემ პატარა ლუკას შეხედა, რომელიც მამას უცინოდა.
-გეთანხმები. მეჩქარება, მოდი გამომართვი.
ბარბარე ამაღლობელს მიუახლოვდა და ლუკა ფრთხილად აიყვანა ხელში.
-გიხდება.
გაუცინა რატიმ და ფეხზე ადგა.
-გარეთ რომ გავიყვანო შეიძლება?
-კი, რა თქმა უნდა, ოღონდ თბილად ჩააცვი.
-კარგი.
ერთმანეთს გაუღიმეს, რაღაც სხვანაირად.. თითქოს მათი ღიმილი ამბობდა იმედი მაქვს მალე შევხვდებითო..
ამაღლობელი წავიდა, ყიფშიძე ბავშვს ეთამაშა, აჭამა და დააძინა, სახლს ალაგებდა როცა რატიმ დაურეკა.
-რასშვებით?
-ვაჭამე და დავაძინე.
-ხომ არ იტირა?
-არა, ყველაფერი კარგად არის, არ ინერვიულო..
-გარეთ არ გყოლია?
-არა, რომ გაიღვიძებს გავიყვან.
-კარგი, ჭკვიანად.
ყიფშიძემ სახლი დაალაგა და ლუკამაც გაიღვიძა, აჭამა, ჩააცვა და გარეთ გაიყვანა.
სკამზე იჯდა, ლუკა მკერდზე ჰყავდა მიკრული, მას კი მშვიდად ეძინა..
ვიღაც ბიჭი მიუახლოვდა.
-შეიძლება შენთან დავჯდე?
-მგონი სხვა ადგილებიც არის.
გაუღიმა ყიფშიძემ.
-ვიცი, მაგრამ მე აქ მინდა დაჯდომა.
-დაბრძანდით.
მშვიდად უთხრა ბარბარემ და თვითონ ადგა, უცნობმა ხელი მკლავზე შეახო და ასე ეცადა მის შეჩერებას.
-რამე გინდათ?
-შენ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, შენი გაცნობა მინდა.
-სხვა ლამაზი გოგო მოძებნეთ, მე ბიჭების გასაცნობად დრო არ მაქვს.
სახლის გზას გაუყვა ბარბარე და უცნობიც გაეკიდა.
-კარგი, მაშინ ჩავთვალოთ რომ ვიცნობთ ერთმანეთს.
-მე თქვენ არ გიცნობთ.
-თქვენობით რატო მელაპარაკები?
-თავი დამანებე, შენი თავი არ მაქვს.
უკვე სადარბაზოსთან იყვნენ.
-სახლშიც ამოგყვები პატარა ძუ**ა.
-წადი აქედან!
-გაბრაზებული უფრო ლამაზი ყოფილხარ, მოდი ორივემ ვისიამოვნოთ.
სახეზე ხელი მოუსვა.
ამაღლობელი სწორედ ამ დროს გადმოვიდა მანქანიდან, სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა ბარბარეს და უცნობ ბიჭს.
-აქედან დაა**იე, ვინც არ უნდა იყო.
თქვა გამწარებულმა და ბარბარეს სადარბაზოს კარისკენ მიუთითა, ისიც დაუყოვნებლივ შევიდა, ამაღლობელმა უცნობს ხელი ჰკრა და წინ დაუფურთხა, ისიც შეშინებული გავარდა პირჯვის წერით, არ გამომეკიდოსო.
რატიმ სადარბაზოს კარი შეაღო და სიბრაზის ნაპერწკლები გაყარა.
-ვინ იყო?
-ვიღაც ბიჭი, ბაღში ამეკიდა, ბოდიში, ძალიან მრცხვენია.
ბარბარემ ამაღლობელს ბავშვი მიუყვანა.
-შენი ბრალი არ არის რომ ლამაზი ხარ და ბიჭები გეკიდებიან, მაგრამ მე რომ არ მოვსულიყავი შენც და ბავშვსაც საფრთხე შეგექმნებოდათ, ამიტომ ფრთხილად უნდა იყო და კიდევ, ეს კაბა ძალიან გამომწვევია და გარეთ, ბავშვთან ერთად როცა გახვალ სხვა რამე ჩაიცვი.
ბარბარეს ბავშვივით სწყინს ყველაფერი, უფროსის ასეთი ტონიც ეწყინა და ყელში რაღაც ბურთი გაეჩხირა, ისიც კი გაიფიქრა წავალ და სხვა სამუშაოს მოვძებნიო, მაგრამ მალევე მოეგო გონს..
სახლში შევიდნენ, ყიფშიძემ ბავშვი დააძინა და თავის ოთახში აპირებდა გასვლას, მაგრამ ამაღლობელმა დაუძახა.
-ბარბარე.
მისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
რატი ამაღლობელი სავარძელზე იწვა, ერთ ხელში სიგარეტი ეჭირა, მეორე ხელში არყის ბოთლი, მაიკა არ ეცვა და კუნთები მკაფიოდ ეტყობოდა, თვალები ჩაწითლებული ჰქონდა.
-რა გჭირს?
თავზე დაადგა ბარბარე და ხელიდან ბოთლი გამოართვა, ამაღლობელს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
-მეგონა შევძლებდი, მაგრამ არ შემიძლია.
-რა არ შეგიძლია?
-ბავშვის გაზრდა.
-სწორედ იმიტომ რომ არ შეგიძლია მე აქ ვარ, მაპატიე ის რაც დღეს მოხდა, გპირდები აღარასდროს განმეორდება..
-არა, შენ არაფერ შუაში ხარ, უბრალოდ ბავშვს იმხელა სითბო და სიყვარული სჭირდება, შენც ხომ იცი, მე ამდენის გაცემა არ შემიძლია..
ბარბარე მის ხელს შეეხო და მაგრად მოუჭირა.
-შენ შეგიძლია მას ყველაზე დიდი სითბო და სიყვარული მისცე, ის შენი შვილია, მას ყველაზე მეტად უყვარხარ და ვიცი რომ შენც ასე გიყვარს.. მნიშვნელობა არ აქვს მარტო გაზრდი მას, თუ ვინმე მოგეხმარება, ის შენი შვილია! შენი, გესმის? არ მისცე თავს იმის უფლება რომ შეგეშინდეს.
ფეხზე ადგა, ამაღლობელს ხელი გაუშვა, სიყვარულით გაუღიმა და თავის ოთახში გავიდა.
რატის ხელი გაშეშებული დარჩა.. უკვირდა, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი ნაზი, კეთილი, საყვარელი და ლამაზი ყოფილიყო.. ლუკასთან შევიდა და მასთან ერთად დაიძინა, ღამის სამ საათზე ბავშვმა ტირილი დაიწყო და ოთახში ბარბარე შევარდა, ხელში აიყვანა და საჭმელი აჭამა.
-შიოდა?
-ხო.
-შენ არ გეძინა?
-არა.
-რატო?
ლოგინზე წამოჯდა ამაღლობელი და კედელს მიაშტერდა.
-არ ვიცი, არ დამეძინა, სახლიდან შორს ღამის გატარებას არ ვარ მიჩვეული..
-თუ გინდა სახლში წადი, მაინც აღარ დამეძინება და მე მივხედავ.
-არა, რა სისულელეა, მიჭირს შეგუება, მაგრამ შევეგუები..
-კარგი.
ამაღლობელი მისაღებში გავიდა და ტელეფონს დახედა, სანდროს ჰქონდა დარეკილი და გადაურეკა.
-სად ხარ შე**ემა, ერთი საათია გირეკავ.
-მეძინა, ხდება რამე?
-ვიღაც ყ** ბიჭები დაგვადგნენ, გარეთ ვიყავით და მაგარი ჩხუბი ატყდა, ნიკუშაა დაჭრილი, საავადმყოფოშია, ჩვენ იმათთან მივდივართ, შენ გარეშე ხო იცი მაგრად გაგვიჭირდება.
-გამომიარეთ.
-ძმა ხარ რატი, ძმაა.
ამაღლობელმა ტელეფონი შარვლის ჯიბეში ჩაიდო, უჯრიდან დანა ამოიღო და ბავშვის ოთახში შევიდა.
-გავდივარ.
-ასეთ დროს?
სახე მოეღუშა ბარბარეს.
-ხო, პატარა საქმე მაქვს. შენ არ დამელოდო, დაიძინე.
ახლოს მივიდა, ჯერ პატარას აკოცა და მერე ბარბარეს შუბლზე..
კარს აღებდა, ყიფშიძე ბავშვთან ერთად გავიდა.
-თავს გაუფრთხილდი რატი.
-თუ რამე სერიოზული მოხდება დამირეკე.
-კარგი.
ყიფშიძემ ბავშვი დააწვინა და თვითონ ფანჯარაში გაიხედა, ქარი უბერავდა და თმას უწეწავდა, არ იცოდა სად წავიდა ჯიქია და ნერვიულობდა, არ უნდოდა მას რამე მოსვლოდა..
მთელი ღამე ეღვიძა, არც ერთი წუთით არ მოუხუჭავს თვალი, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტად მატულობდა ნერვიულობაც, უკვე 12საათი იყო, ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა, ტელეფონი აიღო და დარეკა.. ერთი ზარი გავიდა, გული აუჩქარდა, იცოდა რომ ახლა ვეღარ გათიშავდა და სახე აუწითლდა..
-არ მცალია, მერე დაგირეკავ, ბავშვს თუ სჭირს რამე უცებ მითხარი.
-ბავშვი კარგად არის, უბრალოდ ვნერვიულობდი ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი.
ჩხუბის დროსაც კი ესიამოვნა ამაღლობელს ბარბარეს ყურადღება და ყელში დანაწაჭერილ ბიჭს გაუღიმა.
-დაგირეკავ ბარბარე.
თქვა და ტელეფონი ვიღაცას ხელში მიაჩეჩა. დანას ხელი გაუშვა და დამნაშავეს თვალი დაუსია, იქამდე სცემა სანამ გონება არ დაკარგა, იქიდან პირდაპირ სახლში წავიდა, კარი გასაღებით გააღო და შევიდა.
ბარბარეს ბავშვთან ერთად ეძინა ლოგინზე.. პატარას მთელი ძალით ჰქონდა მოხვეული 5 თითი ბარბარეს ერთ თითზე და სახეზე სიმშვიდე დასთამაშებდა, ყიფშიძე ძილშიც კი იღიმებოდა..
ამაღლობელი მიუახლოვდა, შუბლიდან ჩამოუსვა ხელი ყელამდე, ბარბარეს ისეთი ნაზი კანი ჰქონდა, როგორიც თვეების ბავშვს აქვს, ჩხუბისგან დაჩეხილი ხელით კიდევ ერთხელ მიეფერა სახეზე და თითები ტუჩზე შეახო, ყიფშიძემ თვალები გაახილა და შეშფოთებული წამოხტა.
-არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაპატიე.
-არაუშავს.
-ღამე არ გძინებია?
-არა.. იქით გავიდეთ, ბავშვს არ გაეღვიძოს.
ბავშვი თავის ლოგინში ჩააწვინა და ოთახის კარი გამოკეტა.
-ჩემ გამო არ დაიძინე?
-ჰო, ვნერვიულობდი.
ამაღლობელს კიდევ ერთხელ გაეღიმა.
-კარგი გოგო ხარ.
ბარბარემ ბავშვის სათამაშოების ალაგება დაიწყო.
-ტანსაცმელი გაიხადე, დასვრილი ხარ.
-ხო ვიცი, წადი დაიძინე შენ, ცოდო ხარ.
-არ მინდა.
-მაშინ თუ შეგიძლია, ყავა გამიკეთე.
-კი, რა თქმა უნდა, ახლავე.
ბარბარემ ყავა მიუტანა და მასთან ერთად დაჯდა, ამაღლობელმა სიგარეტს მოუკიდა.
-შენ არ ეწევი?
-არა.
-არც მოგიწევია?
-არა.
-არასდროს?
-არასდროს.
-არ გინდა მოწიო?
სიგარეტიანი ხელი ტუჩთან მიუტანა.
-არ მინდა.
-მიდი ნუ გეშინია, არაფერს არ გიზავს.
-არ მინდა რატი!
ხელი გააწევინა და სკამიდან ადგა.
-კაი რა იყო, რა ყველაფერი გწყინს.
-შენ რა იცი მე რა მწყინს?
-სახეზე გეტყობა, თუ რამე გეწყინება თვალებს დაბლა ხრი და ცრემლებით გევსება.
-უნდა დავიძინო.
-დაიძინე ბარბარე.
ამაღლობელმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში, ყოველთვის ასე ემართება როცა ყიფშიძეს სახელს იძახის.
ბარბარე ოთახში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დაწვა, მალევე ჩაეძინა.
ზუსტად ნახევარ საათში ამაღლობელმა მისი ოთახის კარი გააღო, შიგნით შევიდა და სკამზე დაჯდა, ყიფშიძეს ისევ მშვიდად ეძინა და ისევ იღიმებოდა.. რატიმ დიდხანს უყურა, მერე საბანი კარგად დააფარა და უკნიდან მიუწვა, მთელი ძალით მოხვია ხელი და მაგრად ჩაიხუტა..
ბარბარემ იგრძნო, თუმცა იმდენად სიამოვნებდა 'დიდი ბიჭის' მკლავებში ნებივრობა, თვალი არ გაუხელია, ძილი გააგრძელა, თანაც ახლა უფრო მშვიდად..
ერთ საათში ბავშვი ატირდა.
რატი ფეხზე ადგა, ბარბარემ ცისფერი თვალები მიანათა და გაუღიმა.
-მე მივალ.
-იწექი, ისედაც არ გძინებია.
-არც შენ არ გძინებია.
ყიფშიძე ადგა, ხალათი მოიცვა და ბავშვთან შევიდა.
ხელში აიყვანა, ბავშვი ტირილს არ წყვეტდა, ხელი შუბლზე დაადო და ისეთი ცხელი იყო გული აუჩქარდა.
-რატი!
დაიყვირა და ანერვიულებულმა ბავშვი მიიხუტა.
-მოდი გთხოვ.
-რა ხდება?
ოთახში შევარდა ამაღლობელი.
-მგონი სიცხე აქვს, თერმომეტრი მომეცი გთხოვ.
-სიცხე აქვს?
სახეზე შიში დაეტყო რატის.
-ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცხელია.
ამაღლობელმა თერმომეტრი მოძებნა და ყიფშიძეს მიუტანა, 38ჰქონდა ლუკას სიცხე და ეგრევე სასწრაფო გამოიძახეს.
ლოგინზე ისხდნენ, რატის ლუკა ეჭირა ხელში და მის დაწყნარებას ცდილობდა, ბარბარე შიშისგან ერთიანად აეტანა კანკალს..
სასწრაფო მოვიდა, ბავშვს ნემსი გაუკეთეს.
-კარგად იქნება?
-კი, რა თქმა უნდა. აქ ხელი მომიწერეთ.
ამაღლობელი ხელის მოსაწერად გაიწია.
-არა, ჯერ დედამ.
ექიმმა კალამი ბარბარეს გაუწოდა.
-მე ბავშვის დედა არ ვარ ქალბატონო.
-კარგით.
ექიმები წავიდნენ, ბავშვი კარგად გამოკეთდა და ჩაეძინა. ამაღლობელი სამზარეულოში გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, ბარბარეც გაჰყვა.
-არც ახლა მოწევ?
-მოვწევ.
თავისი ხელით მოაწევინა ამაღლობელმა ბარბარეს.
ყიფშიძემ დაახველა.
-ეე, არ დაიხრჩო.
რატიმ ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა.
-კიდე გინდა?
-არა რატი.
-პატარა..
ამაღლობელმა ყიფშიძე ჩაიხუტა და თავზე აკოცა.
ყიფშიძეს სუნთქვა შეეკრა, როცა შენი მეორე ნახევარი გეხება სხეულიც კი გრძნობს..
-ისეთი ნაზი ხარ რომ გეხუტები, მგონია რამე მოგივა.
-ეგეთი ნაზიც არ ვარ.
გაიცინა ბარბარემ, ჯიქიამ ხელები გაუშვა, უკან გაიწია და სახეზე მიაშტერდა.
-ვინმე გყვარებია?
-არა რატი, შენ?
-ჩემი შვილის დედა მიყვარდა, უფრო სწორედ მეგონა, რომ მიყვარდა.
-სად არის? რატომ არ არის ბავშვთან?
-აბორტს იკეთებდა, ვუთხარი რომ თუ გააჩენდა ვერც მე და ვერც ბავშვს ვერასდროს ვერ გვნახავდა, ცოტა ფულიც მივეცი და გადავაფიქრებინე, პირობაც შევუსრულე.
-რა საშინელებაა!
სახეზე შეშფოთება დაეტყო ბარბარეს.
-ხო, ეგეთებიც ხდება.
გაეცინა ამაღლობელს.
-ხდება, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს.
-ჩვენ რა შეგვიძლია..
-ბავშვმა დედის გარეშე როგორ უნდა იცხოვროს? ან როგორ უნდა მიატოვოს დედამ საკუთარი შვილი, შვილი, რომელიც ცხრა თვე მუცლით ატარა.. ვერაფერი ვერ იგრძნო როცა პირველად ნახა?
-გრძნობები არ გააჩნდა ანამარია, ყველა შენნაირი არ არის.
-ეგეთი გოგო შვილს საერთოდ არ იმსახურებს, კიდევ კარგი შენ მაინც არ მიატოვე ლუკა.
-ჩემს შვილს როგორ მივატოვებდი, ისეთი პატარა და უსუსური იყო როცა პირველად ვნახე..
-გგავს.
თბილად გაუღიმა ბარბარემ.
-შენ ყველაზე ლამაზი შვილი გეყოლება.
-რატო?
-იმიტომ რომ შენც ყველაზე ლამაზი ხარ.
-კარგი რა! საერთოდ არ ვარ ლამაზი.
-როგორ არ ხარ! საერთოდ სხვანაირი სილამაზე გაქვს.
-როგორი?
-არაამქვეყნიური. შენ რომ გიყურებ აღარ მინდა სხვებს შევხედო.
-დიდი მადლობა რატი.
ამაღლობელი ბაბისკენ დაიხარა, მისთვის ტუჩებში კოცნას აპირებდა, ყიფშიძემ ხელი მუცელზე შეახო და წინ გასწია.
-არ გინდა, გთხოვ.
-რატო ბაბი?
-იმიტო.
-შენ არ გინდა?
-რატი!
-რა იყო?
-შეიძლება გაგეცინოს, მაგრამ აქამდე არავისთვის მიკოცნია..
-მერე არ გინდა პირველი ვიყო?
ისევ დაიხარა მისკენ, ყიფშიძემ თავი შეატრიალა.
-ახლა არა.
ამაღლობელს თითქოს არც გაუგია მისი სიტყვები, სახე მოუტრიალა და აკოცა.
პირველი კოცნა ყოველთვის მოულოდნელია, უდიდესი სიამოვნება და შიში მოაქვს..
ბარბარემ ამაღლობელს სახე მოაშორა და თვალცრემლიანმა შეხედა.
-ტირი? ბარბარე გეწყინა?
ყიფშიძემ არ უპასუხა და რატიც მიხვდა რომ მისთვის კითხვები აღარ უნდა დაესვა, მთელი ძალით მოუჭირა წელზე დიდი ხელები.
-წავალ, დავიძინებ.
ძლივს თქვა ყიფშიძემ და მიკრული ამაღლობელი თავის ტანს მოაშორა.
-წადი.
გაუღიმა რატიმ და გრძელ თმებზე გაეთამაშა.
ბარბარე ოთახში გავიდა და პირდაპირ დაწვა, ცოტახანს მომხდარზე ფიქრობდა, მერე მიხვდა რომ რატიმ ყველაზე დიდი სიამოვნება მიანიჭა..
შეშლილმა ფიქრებმა გათიშეს და მკვდარივით ჩაეძინა.
ამაღლობელი იჯდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და ბარბარეზე ფიქრობდა.. მის საზესა და სხეულს ჭკუიდან გადაჰყავდა, მასთან სიახლოვე უნდოდა.. დიდხანს იკავებდა თავს, ბოლოს მიხვდა რომ აღარ შეეძლო, სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და მის ოთახში შევიდა..
მიუახლოვდა, თბილი ხელი გაყინულ სხეულზე ჩამოუსვა და უფრო მეტად მოუნდა მასთან..
თავი დახარა და ტუჩზე მეორედ შეეხო, ბარბარემ იცნო მისი ტუჩების გემო და თვალები გაახილა..
-ვერ გავძელი ბარბარე, ვერ გავძელი!
უთხრა და კიდევ აკოცა, ამჯერად ბარბარეც აჰყვა, ხელი კისერზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა.
ამაღლობელმა თავი უკან გასწია, ბარბარეს ლამაზ სხეულს დააკვირდა, მერე გაცხოველებულმა გასწია ხელები წინ და მაიკა გახადა, ბარბარეს სხეულიც კი შეშინებული იყო და ეს რატიმ მაშინ იგრძნო როცა მის მკერდს პირველად შეეხო..
-გეშინია?
-მეშინია რატი..
ეს სიტყვები ბარბარემ ისეთმა ანერვიულებულმა თქვა, რატის სულ გადაავიწყდა რისთვის შევიდა მასთან, ლოგინზე წამოჯდა, ჯერ შუბლზე აკოცა, მერე ლოყაზე და ფეხზე ადგა.
-გარეთ გავალ, დარჩები მარტო?
-კი.
გაიღიმა ბარბარემ და შიშველ სხეულზე საბანი მიიფარა.
რატი ფეხით სახლიდაბ გავიდა და ფეხით მივიდა ძმაკაცის სახლამდე, შევიდა თუ არა, არაყი დაისხა და მაგიდასთან დაჯდა.
-რა გჭირს შე**მა, რა გამო***ვებული ხარ?
-შემიყვარდა.
-ვინ შეგიყვარდა?
-ბარბარე.
-ხოარ ღადაობ, ლუკას ძიძა?
-ხო, ლუკას ძიძა.
მეორე ჭიქა გადაკრა ამაღლობელმა.
-ასე მალე როგორ შეგიყვარდებოდა, დაგევასა რაა, როგორც სხვები.
-სხვებთან ასე არ ვიყავი, დამევასებოდა გოგო, ავიყვანდი სახლში და მთელი ღამე ვ***ავდი, ბარბარესთან ვერ შევძელი, მომინდა, მივედი, ეშინოდა, მაგრამ მაინც მქონდა შანსი, თუმცა ვერ შევძელი.. ასეთი მომწონს.
-რანაირად ლაპარაკობ მართლა ხო არ შეგიყვარდა შე**მა.
გაიცინა სანდრომ და შეყვარებულ ძმაკაცს მხარზე ხელი დაარტყა.
-დღეს შენთან დავრჩები.
-რატო?
-არ მინდა კიდე რამე ყ**ობა გავაკეთო ბარბარესთან.
-კაი რაა რატიიი, სექსია ის ხო არ არის, ნუ აზვიადებ.
-სხვანაირია და მეც განსაკუთრებულად უნდა მოვექცე, რომ დავკარგო, მისნაირს ვერსად ვიპოვი.
რატიმ ტელეფონი ამოიღო და ბარბარეს დაურეკა.
-სახლში არ მოვალ, ხო კარგად ხართ?
-კარგად ვართ, მაგრამ რატომ არ მიხვალ? რამე მოხდა? თუ რადგან შემეშინდა..
-შენ არაფერ შუაში ხარ ბაბი.
გააწყვეტინა ამაღობელმა.
-თავს მიხედე.
-შენც.
ტელეფონი მაგიდაზე დადო და არყით ისევ გაავსო ჭიქა.
-კაი შე**ემა რამდენს სვამ? ჯობია დაფიქრდე ცოტა.
-რაზე დავფიქრდე სანდრო?
-თავი უნდა შეაყვარო მაგ გოგოს. აზრზე ხარ რა დღე დაგიდგა?
-არ ვიცი რა მოსწონს, რა უხარია, რა აბედნიერებს და როგორ შევაყვარო თავი?
-მე დავიტოვებ ხვალ ლუკას და შენ სადმე წაიყვანე ბარბარე.
-სად წავიყვანო?
-კინოში.
-სისულელეა.
-კოჯორში, ან სადმე ბუნებაში.
-ბანალურია.
-კაფეში.
-ყავას სახლშიც დავლევთ.
-თეატრში.
-არ მინდა.
-მაშინ შენ თვითონ მოიფიქრე ძმაო, მე ფეხბურთს ვუყურებ.
სანდრო იქით ოთახში გავიდა, ამაღლობელი მარტო დარჩა ფიქრებთან, ვერ ხვდებოდა სად უნდა წაეყვანა ბარბარე, მთელი ღამე ფიქრობდა და ბოლოს გადაწყვიტა თბილისის ზღვაზე წაეყვანა და პარაპლანით ეფრინათ.
ბავშვის ოთახში მშვიდად ეძინა ბარბარეს, თავს ბედნიერად გრძნობდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ..
დილით ამაღლობელმა გააღვიძა.
-ჩაიცვი, მივდივართ.
-საად?
-ნახავ.
რატიმ მონატრებული შვილი აიყვანა ხელში და დიდხანს ეფერა..
ბარბარემ მოკლი ჯინსის შორტი, კედები და თეთრი მაიკა ჩაიცვა.
რატისთან და ლუკასთან გავიდა.
-იქნებ რესტორანში მიმყავდი.
სიცილი დაიწყო ამაღლობელმა, ბარბარემ ტუჩები დაბუშტა.
-რესტორანში თუ მიგყავარ, მაინც არ წამოგყვები.
გაიღიმა და რატის მიუახლოვდა.
-აუ ერთხელ გაკოცებ რა, გთხოვ.
ბავშვური ღიმილით სთხოვა ამაღლობელმა ყიფშიძეს და ორი თითი ყელზე ჩამოიკიდა.
-კარგი.
ბარბარემაც გაიცინა და ცისფერი თვალები თავისდაუნებურად აუთამაშდა.
რატიმ ბარბარეს აკოცა, ბაბიმ ხელები შემოხვია, ამაღლობელმა ხელში აიყვანა და ტუჩებიდან კისერზე გადავიდა, იმდენი კოცნა კინაღამ დაახრჩო.
-კარგი გეყო!
სიცილით მოიშორა.
-სანდრო მოვა და წავიდეთ.
-ვინ სანდრო.
-ჩემი ძმაკაცი.
-რატო მოდის?
-ლუკა უნდა დაიტოვოს.
-ჩვენ არ მიგვყავს?
-არა.
სანდრო მოვიდა, ამაღლობელი რაღაცაზე ელაპარაკებოდა, ბარბარე აივანზე გავიდა და დაქალს დაურეკა.
-სალ.
-ხო ჩემო სიცოცხლე, ვაიმე როგორ მომენატრე!
-მეც მომენატრე, მისმინე რაღაც უნდა გითხრა.
-რა მოხდა?
-რატიმ, იმ ბიჭმა ვისთანაც ვმუშაობ მაკოცა.
-გაკოცა?
-ხო, მერე რომ დავიძინე ჩემს ოთახში შემოვიდა, ხომ ხვდები რისთვისაც, როცა ვუთხარი რომ მეშინოდა, ადგა და სადღაც წავიდა, ღამეც არ მოსულა, ახლა მოვიდა და სადღაც მივყავარ, მეგონა ბავშვიც უნდა წაგვეყვანა, თუმცა ძმაკაცი მოიყვანა და იმას უტოვებს.
-მოწონხარ ბაბი! წაყევი და მხოლოდ ის გააკეთე რაც გულით გინდა, ხვდები რას გეუბნები? შიშის გამო უარი არაფერზე არ თქვა.. ისე მოგწონს?
-არ ვიცი სალ, მგონი მომწონს..
-ხოდა არ შემარცხვინო.
-კარგი წავედი, მერე დაგირეკავ, მიყვარხარ.
-მეც.
ბარბარე სახლში შევიდა.
-ბაბი, ვინმე გოგო არ გყავს? შენნაირი, დღეს რომ ლუკასთან იყოს, სანდროც იქნება, მაგრამ მარტო ამას ვერ ვანდობ, არ შემიძლია.
-კი, ვიცი, ახლავე დავურეკავ.
ბარბარემ ტელეფონი ამოიღო და ისევ სალისთან დარეკა.
-რა იყო?
-დღეს რასშვები?
-არაფერს.
-რაღაც რომ გთხოვო?
-მთხოვე ჩემო სიცოცხლე.
-ბავშვს დაიტოვებ?
-მარტო სახლში დარჩენა არ შემიძლია, ხომ იცი..
-არა, მარტო არ იქნები, რატის ძმაკაციც იქნება.
-რატის ძმაკაცი? გინდა რომ თორნიკეს დამაშორო?
გაიცინა სალიმ.
-მოხვალ?
-მისამართი მომწერე.
-ჩემი გოგო ხარ.
-კარგად გაერთე.
ბარბარემ სალის მისამართი მიწერა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ბიჭებთან გავიდა.
-მოვა.
-საუკეთესო ხარ.
უკნიდან მოეხვია რატი და კისერში აკოცა.
-წავედით.
სანდროს დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ.
-ახლაც არ მეტყვი სად მივდივართ?
-არა.
-გთხოოვ.
-არა_თქო ბაბი.
თბილისის ზღვაზე ავიდნენ, არც ისეთი ბევრი ხალხი იყო, ბარბარე ბედნიერი და გაკვირვებული გადმოვიდა მანქანიდან.
-აქ რა გვინდა?
-წამოდი.
ამაღლობელმა ყიფშიძე პარაპლანებთან მიიყვანა, ბარბარემ ხელები სახეზე აიფარა.
-მთელი ცხოვრებაა ამაზე ვოცნებობ რატი.
ამაღლობელი დაიხარა და ტუჩზე ნაზად შეეხო.
15წუთი იფრინეს ერთად, შეყვარებული ადამიანი ხომ ყოველთვის ღრუბლებში დაფრინავს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რატიმ პარაპლანით ფრენა, ასე უნდოდა ბარბარესთვის სიყვარულის ახსნა.. სანამ ისინი ბედნიერებისგან დაფრინავდნენ, სალი ცუცქირიძე ამაღლობელის ბინაში მივიდა, სადაც სანდრო ელბაქიძე მთელი გულით ელოდებოდა, რადგან ატირებული ბავშვს ვერაფრით ვერ აწყნარებდა.
სალიმ კარზე დააკაკუნა, სანდრომ გაუღო.
-გამარჯობა.
ყურებამდე გაიღიმა სალომემ და სახლში შევიდა.
-გამარჯობა, გეხვეწები გამომართვი რა, ვერ ვაწყნარებ.
ცუცქირიძე სანდროს მიუახლოვდა და ბავშვი აიყვანა, მიიხუტა, ფრთხილად დაარწია, ლუკამ ტირილი შეწყვიტა.
-კიდე კაი მოხვედი.. სალომე ხო?
-კი, შენ სანდრო..
-ხო.
-წავალ ბავშვს დავაწვენ, მგონი ეძინება.
-მიდი.
სალიმ ბავშვი დააწვინა, სანდრო აივანზე გავიდა, სიგარეტი მოწია და სახლში შებრუნდა, ცუცქირიძე სკამზე იჯდა და ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა, ფეხის ხმის გაგონებაზე თავი მაღლა ასწია.
-ხომ არ იცი სად წავიდნენ?
ღიმილით ჰკითხა, გრძნობების დამალვა არ შეეძლო, ამიტომ სახეზე ეწერა რომ სანდრო ელბაქიძით მთლიანად მონუსხული იყო.
-რავი რატიმ პარაპლანით უნდა ვიფრინოთო.
-რაა?
ყბა ჩამოუვარდა სალის და ხელით დააბრუნა თავის ადგილას.
-ხო, რა იყო?
გაეცინა სანდროს და სალომეს გვერდზე სკამზე დაჯდა.
-რომელ ბიჭს მიყავს გოგო პირველ პაემანზე პარაპლანით საფრენად.
-პაემანი?
ისე მაგრად გაიცინა სანდრომ წყალი გადასცდა.
-დიახ.
-კაი, შენ სად იყავი პირველ პაემანზე?
-რესტორანში.
-უეჭველი მაგრად გაერთე ხოო, ხინკლებს ესროდით ერთმანეთს?
-სიცილით არ მოკვდე, ფრთხილად.
-გყაავს შეყვარებული?
-ნუუ რავი.
-რავი?
-მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ ერთად არ ვართ ჯერ.
-რას ელოდებით.
-უბრალოდ არ ვჩქარობთ.
-იმ ბიჭის ადგილას ვიჩქარებდი.
-სიჩქარეს კარგი არაფერი მოყვება, სანდრო.
-გააჩნია რა შემთხვევაში, მე თუ ვიჩქარებ შენთან მიმართებაში, ის ბიჭი ყ**ზე დარჩება.
-ვერ მივხვდი, რას გულისხმობ?
-ვთქვათ და მომეწონე, დღეს საღამომდე გეტყვი, ხვალ გაკოცებ, ზეგ გეტყვი რომ უკვე მიყვარხარ და მაზეგ ცოლად მოგიყვან.
-ასეთი მარტივი არ არის, მე შემიძლია გითხრა რომ არ მომწონხარ, მერე ვერც მაკოცებ, ვერც მეტყვი რომ გიყვარვარ და შესაბამისად ვერც ცოლად მომიყვან და ყ**ზეც შენ დარჩები.
ეშმაკურად გაიღიმა სალიმ.
-არ ინერვიულო, არც მე მომწონხარ, სიტყვაზე ვთქვი.
ელბაქიძე სავარძელში გადაჯდა, სალის თვალი გაშტერებული დარჩა, მერე მაინც ადგა და ელბაქიძეს თავთან ჩამოჯდა, იმავე სავარძელზე.
-ანუ არ მოგწონვარ?
-არა.
-მახინჯი ვარ?
-ყველაზე მახინჯი.
-შენსავით.
-კაი დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ, სხვას მოეწონები.
-ერთი ნაკლი მაქვს, მგონი უნდა გითხრა.
-გისმენ.
-ეგეთი რაღაცები საერთოდ არ მწყინს, პირიქით, მეცინება როცა მეუბნებიან რომ მახინჯი ვარ, ასე რომ თუ ჩემი წყენინება გინდა სხვა რამე მოიფიქრე.
-მგონი უკვე გაწყენინე და სხვა რამის მოფიქრება არ მჭირდება, სახე გინათებდა ღიმილისგან, ბოლო ხუთი წუთია საერთოდ არ გაგიღიმია.
თავდახრილ სალომეს ხელი ნიკაპზე მოკიდა და გვერდულად გაუღიმა.
-იმედია მალე მოვლენ შენი ძმაკაცი და ჩემი დაქალი, თორემ შენთან დიდხანს დარჩენა არ მსურს.
-ხოო? შეგიძლია ბავშვის ოთახში შეხვიდე და სანამ არ მოვლენ არ გამოხვიდე, მეც დავისვენებდი.
-რა თქმა უნდა, შევალ.
ცინიკურად გაიღიმა სალომემ, ლუკა ამაღლობელის საჭმელი აიღო სამზარეულოდან და მასთან ოთახში შევიდა გაღიზიანებული.
ბარბარე და რატი ახლა მხოლოდ სიყვარულით დაფრინავდნენ, შთაბეჭდილებებს ვერ მალავდა ყიფშიძე.
-ყველაზე სასიამოვნო 15წუთი იყო! ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
-ჩემი ერთადერთი მიზანი შენი გაბედნიერება იყო, თუმცა არა, ჩემი ამ საქციელით რაღაც მინდოდა რომ გეგრძნო.
ორივე გაჩერდნენ და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ.
-ვიგრძენი რატი, მთელი გულით, სულით და სხეულით ვგრძნობდი, როცა ღრუბლებში მთელი ძალით მეხვეოდი..
ამაღლობელმა გრძელი თითები მოხვია ყიფშიძეს სიყვარულისგან გახურებულ ლოყებზე და მთელი ძალით აკოცა, მაშინ პირველად იგრძნო, რომ ბარბარეს არ ეშინოდა..
ხელები ჩაკიდეს და ფეხით გაუყვნენ გზას.
-სახლში მივდივართ?
მოწყენილმა ჰკითხა ყიფშიძემ ამაღლობელს და ახლად დადარდიანებული თვალებით ახედა.
-სახლში გინდა?
-შენთან მინდა.
-ნაყინი გიყვარს?
-ვგიჟდები!
-ხოდა წავიდეთ, ნაყინი ვჭამოთ.
-კარგი.
-ოღონდ რამე მომიყევი შენზე.
-რა მოგიყვე?
-პატარა რომ იყავი დედა უფრო გიყვარდა თუ მამა?
გაიცინა ამაღლობელმა და ყიფშიძეს პატარა ცხვირზე აკოცა.
-მამა.
ბარბარეს ბავშვობის მოგონებები ამოუტივტივდა და სახე მოეღუშა..
-რატო წავიდა?
-არ ვიცი, ამაზე არასდროს არავინ მპასუხობდა, ახლა უკვე კითხვის დასმასაც შევეშვი.. სხვასთან უნდოდა, სხვა ქალთან და წავიდა..
-არ გეხმიანება?
-რამდენჯერმე სცადა, წყენისა და გაბრაზების მიუხედავად, მასზე უარი არ მითქვამს, მაგრამ ისევ წავიდა, აღარ მინდა რომ გამოჩნდეს.. ან რა აზრი აქვს? მოვა, თავიდან დავიწყებთ ყველაფერს და ისევ წავა.. მივხვდი რომ არ უნდა გავბრაზდე, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო და ასეც მოხდა..
-არ გიჭირს?
-იცი როდიის? გოგოები რომ ყვებიან თავიანთ მამებზე.. მე არაფერი მაქვს მოსაყოლი და ეს მაგიჟებს! არასდროს, სასეირნოდაც კი არ გავუყვანივარ მამაჩემს.. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაზე მეტად მიყვარდა.. ჩემი გმირი იყო! მხოლოდ 5წელი.
-დედაშენი მეორედ არ გათხოვილა?
-არა..
-არ მესმის როგორ შეიძლება ადამიანმა შენნაირი გოგო მიატოვოს! ყველაზე ლამაზი და საყვარელი ხარ.
დაიხარა და ტუჩებში ნაზად აკოცა..
ნაყინები იყიდეს, თუმცა შიგნით არ დასხდნენ, გარეთ გამოვიდნენ და სეირნობა განაგრძეს.
-და ან ძმა გყაავს?
-არა, სალომეს თუ არ ჩავთვლით, დასავით მიყვარს, შენზეც მითხარი რა რამე.
-ჩემზე? რა გაინტერესებს ჩემო ფერია.
-როგორი ბავშვი იყავი?
-ყოველთვის ყველაფერს ვაფუჭებდი, ყველას ნერვებს ვუშლიდი, თუ ყველა სურვილს არ შემისრულებდნენ, ტირილით თავს ვიკლავდი.. მახსოვს ერთი გოგო მომეწონა ბაღში და იმის მაგივრად რომ კარგად მოვქცეოდი, თმებით ვითრიე, მერე კედელზე ვარტყმევინე თავი, მასწავლებელმა ყურებით გამომათრია, რატო გააკეთეო, მე ვუთხარი მიყვარს და იმიტო_თქო, იფიქრა გიჟიაო და დედაჩემი აიძულა ფსიქოლოგთან მივეყვანე, 5წლის ვიყავი, ისე გავბრაზდი დედაჩემმა მასწავლებელს რომ დაუჯერა, დავდექი და ყველაფერი გადმოვუყარე მაგიდიდან იმ ფსიქოლოგს, რასაც მივწვდი ყველაფერი გავტეხე.
-რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ!
სიცილი დაიწყო ბარბარემ და ამაღლობელიც აყვა.
-შენ როგორი იყავი?
-ჩუმი და წყნარი.. ადამიანები მიყვარდა, შემეძლო მთელი დღე უბრალოდ ვმჯდარიყავი და მესმინა როგორ ლაპარაკობდნენ. თვალებში შევციცინებდი ყველას, მიყვარდა როცა რაღაცას მავალებდნენ და პირნათლად ვასრულებდი..
-არასდროს გიჩხუბია ბაღში ან სკოლაში?
-სკოლაში ვიჩხუბე, ერთხელ.. მეორე კლასში ვიყავი, მასწავლებელს ვეჩხუბე, ერთი ჩემი კლასელი თმებით ითრია არაფრის გამო და უსამართლობა ვერ ავიტანე.. ვუყვიროდი როგორც შემეძლო, არ გავჩუმდი სანამ დირექტორი არ ამოვიდა..
ლაპარაკში გართულებს, იშვიათად ახსენდებოდათ რომ ნაყინი ეჭირათ ხელში, რომელიც დნებოდა.. შეყვარებულობის პერიოდში, ყველაზე საყვარელი დღეა, როცა ერთმანეთის სიყვარულით გადასიებული წყვილი, ბავშვობის ამბებს უყვება ერთმანეთს.. ეს კიდევ უფრო აახლოებს მათ და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას.
სახლში მივიდნენ, სადაც გაბუტული სალომე ბავშვთან ერთად და თავისი საქციელით თავმომწონე სანდრო ელოდათ, ეგრევე სამზარეულოსკენ წავიდნენ, იცოდნენ რომ ბავშვს ეძინებოდა და ეგონათ რომ ორივე იქ დახვდებოდათ..
-სალომე სად არის?
ბედნიერებისგან ხმაშეცვლილმა იკითხა ბარბარემ და სახლს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი.
-ბავშვთან.
-რატო? არიძინებდა?
წაინერვიულა რატიმ.
-არაა კი, პროსტა მგონი ვაწყენინე და თქვენ მოსვლამდე იქ ყოფნა გადაწყვიტა.
-ყოჩაღ.
გამწარებულმა გაუღიმა ბარბარემ და ბავშვის ოთახში გავიდა.
-სააალ.
სალომე ფანჯრის რაფაზე იჯდა და სევდიანად ჩაშტერებოდა მოძრავ მანქანებს.
-რა მოხდა?
ყიფშიძე დაქალს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა რომ ჩამომხტარიყო.
-უზრდელია ის ბიჭი! აღარ მინდა ამ სახლში, რადგან მოხვედით შემიძლია წავიდე.
-საალ, კარგი რა.. იყავი ცოტახანს. არ გაინტერესებს რა მოხდა?
-სხვა დროს მომიყევი, როცა ამ სახლში არ ვიქნებით.
სალომე ძირს დაეშვა და კარისკენ წავიდა, ზუსტად ამ დროს სამჯერ დააკაკუნა ელბაქიძემ, კარი ოდნავ შეაღო, თაფლისფერი თვალები შეანათა ოთახში და ხმადაბლა იკითხა.
-შეიძლება შემოვიდე?
ეცადა მთლიანად მოეჭირა ხელი სინანულისთვის, სხვებს რომ არ დაენახათ, მაგრამ არ გამოუვიდა.. პირველივე სიტყვას გამოყვა ის და შეუმჩნეველი არც ერთს დარჩენია..
-შეიძლება, მე იქით გავალ.
ბარბარემ ოთახი დატოვა.
-რატის ველაპარაკე, მითხრა რომ ბარბარეს დასავით ჰყავხარ, ბარბარე კიდე რატის უყვარს.. იტოკში ბოდიში რა, მგონი რაღაც ცუდად გითხარი.
-არაუშავს.
-არუშავს?
-არაუშავს.
-მაპატიე?
-გაპატიე.
-ასე მარტივად?
-ხო, ასე მარტივად.
-რატომ?
-შენ რატის ძმაკაცი ხარ, ბარბარეს კიდე რატი უყვარს.
-ანუ მხოლოდ რატისა და ბარბარეს გამო?
-შენც ზუსტად მათ გამო მომიხადე ბოდიში.
-შენ რა იცი, იქნებ მთავარი მიზეზი არც მითქვამს.. უნდა წავიდე, იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით.
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, ყველაფრის მიუხედავად.
სალომემ სანდროს ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გავიდა.
-შერიგდით?
სიცილით ჰკითხა რატიმ და ბარბარეს ხელიდან ცივი ყავა გამოართვა.
-არც გვიჩხუბია.
სანდრომ სახლის კარი გაიჯახუნა, გარეთ გავიდა და ვიღაცას მანქანაში ჩაუჯდა.
-ამდენ ხანს რატომ მალოდინე სანდრო? ან ბავშვი სად არის?
-დღეს ვერ მოვახერხე..
-რას ნიშნავს ვერ მოახერხე? ერთ თვეზე მეტია რაც ვიცდი.
-რატი შვილის მიმართ ზედმეტად ყურადღებიანია! არ გესმის?
დაიყვირა სანდრომ და მანქანის მინას მუშტი მიარტყა.
-ფული მჭირდება!
-ყველანაირად ვცდილობ.
-უფრო მოინდომე! მხოლოდ ბავშვის დაკარგვა მოუღებს ბოლოს რატი ამაღლობელს?
-მგონი უკვე მხოლოდ ბავშვის დაკარგვა არა..
-აბა?
-ერთი გოგოა..
რამდენიმე წამიანი პაუზა გააკეთა ელბაქიძემ.
-სწრაფად, სწრაფად, ამოღერღე!
შეაჯანჯღარა უცნობმა.
-ლუკას ძიძა, ბარბარე, მგონი უყვარს.
-ხოდა ორივეს ერთად წამოიყვან, დაელოდები როდის გაიყვანს გარეთ და როგორც გინდა ისე მოიტაცებ. ასე უფრო ბევრ ფულს ვიშოვით ჩემო სიცოცხლე და ნუ ხარ ასე, მერე რა რომ შენი ძმაკაცია, მე მასზე მეტად გიყვარვარ და ჩემთვის ეს უნდა გააკეთო.
უცნობმა ელბაქიძე თავისკენ შეატრიალა და ტუჩებში აკოცა.
წავიდნენ, მაგრამ კაცმა არ იცის სად..
-მე წავალ, თქვენ ალბათ მარტო ყიფნა გირჩევნიათ, თან სამეცადინო მაქვს და..
სალომე ფეხზე ადგა და თავი მხრებში ჩარგო.
-აუ იყავი რაა!
ხმაში მუდარა შეეპარა ყიფშიძეს, თუმცა ცუცქირიძემ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეცვალა და წავიდა.
-კარგი გოგოა სალომე.
ტახტზე მჯდომმა ამაღლობელმა ხელით დაიყოლია ბარბარე რომ კალთაში ჩაჯდომოდა, მერე მთელი ძალით მოხვია ხელები და მიიხუტა.
-ხო, კარგი გოგოა.
-ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთედო დღე იყო.
ტუჩზე შეეხო ნაზად და ბედნიერებისგან გაყინული ყელი გაუთბო კოცნით..
ერთად დაწვნენ, ჩახუტებულებს ეძინათ, ბავშვმა ღამე რამდენჯერმე გაიღვიძა და სულ ბარბარე მიდიოდა მასთან..
დილით ამაღლობელის მაღვიძარამ რვა საათზე დარეკა, სიყვარულისგან გაჩენილი ნოსტალგია გააქრო და ორივე ფეხზე წამოაყენა.
-სამსახურში მიდიხარ?
-ხო.
-საუზმეს მოგიმზადებ.
-არ მინდა ჩემო სიცოცხლე, არ ვჭამ დილით. ბავშვს ძინავს?
-კი.
-მოდი მაშინ რა.
ამაღლობელი ბარბარესთან ერთად დაჯდა და იმდენი ხანი ეფერა, კინაღამ სამსახურში დააგვიანდა.
რატი 9ზე გავიდა სახლიდან, ბარბარემ სახლი დაალაგა, ბავშვს აჭამა, ეთამაშა და კარგი ამინდის გამო გადაწყვიტა გარეთ გაეყვანა, თან სალომეს ნახვაც უნდოდა.
-სალ გამოხვედი?
-ჯერ არა.
-კარგი მაშინ მე გავალ რა და იმ ბაღში ვიქნები.
-კაი ჩემო გოგო.
ბარბარე გარეთ გავიდა.
სადარბაზოსთან შავ ჯიპში სათვალთვალოდ მჯდომმა ელბაქიძემ დაინახა თუ არა უკან მჯდომ უცნობს გახედა.
-მიდი სანდრო, შენი იმედი მაქვს.
ეშმაკურად გაუღიმა უცნობმა და კარისკენ ანიშნა.
სანდრომ სახეზე რაღაც ჩამოიფხატა და მანქანიდან გადავიდა.
სწრაფი ნაბიჯით, მაგრამ ჩუმად მიუახლოვდა ბარბარეს, სახეზე რაღაც ააფარა რომ გონება დაეკარგა, ბავშვიანი აიყვანა ხელში და მანქანასთან ხუთ წუთში დაბრუნდა.
უკანა სავარძელზე მოათავსა ყიფშიძე, თვითონ ბავშვთან ერთად დაჯდა წინ.
-ხედავ? როგორი მარტივი ყოფილა? შენ კიდე ბავშვივით იპრანჭებოდი. ვინმემ ხომ არ დაგინახა?
-არა ეკაკო, არავინ არ იყო.
ბარბარეს თვალებზე რაღაც ნაჭერი ააკრეს და მიტოვებული ქოხისკენ აიღეს გეზი.
-ის რამდენ ხანში მოვა გონს?
-მგონი 15წუთში.
-ბავშვი გააჩუმე! მაგის ტირილი ჭკუიდან მშლის! ბარბარეს ჯიბიდან ტელეფონი ამოიღე, რატი დარეკავს და პირზეც ააკარი რამე.
ელბაქიძემ დავალებები პირნათლად შეასრულა.
-ისე შენი შვილი საერთოდ არ გიყვარს?
იკითხა თუ არა სანდრომ, ეგრევე ბარბარეს ტელეფონმა დარეკა.
-ვინ არის?
-სალომე.
-ეგ ვინღაა.
-მე რავიცი.
-არ უპასუხო.
-არც ვაპირებ.
სალომემ მთელი პარკი მოიარა და ბარბარე ვერსად ნახა, გაუჩერებლად ურეკა ერთი საათი და ამაღლობელის სახლში ავიდა, ნახევარი საათი აბრახუნა, ნაბიჯების ხმა გაიგო და გაჩერდა, უკან მიტრიალდა, ამაღლობელი იყო.
-როგორ ხარ სალ? გარეთ გაიყვანდა ბავშვს.
-ორი საათის წინ უნდა შევხვედროდით ბაღში, არ მოვიდა, მილიონჯერ დავურეკე და არ აიღო.
სიმწრის ცრემლები წასკდა სალომეს და კედელს აეყუდა.
-რაა?
ამაღლობელმა სახლის კარი გააღო და შიგნით შევიდა, სალომეც შეყვა.
-ცუდად ხო არ იყო? ან რამე დაავადება ხომ არ სჭირს?
-არა რატი! რა დაავადება..
-კიდევ დარეკე!
-ამდენი რეკვისგან ტელეფონი დამიჯდა.
ამაღლობელმა ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ბარბარესთან დარეკა, მაგრამ ეკაკომ უპასუხა..
სკამზე მიბმულ ბარბარეს ედგა თავზე და მისი დამცირებით სიამოვნებას იღებდა.
-გამარჯობა რატი, მოგენატრე?
ეშმაკურად თქვა და ბოროტული სიცილიც მოაყოლა.
-ეკაკო?
-მიცანი?
-სად არის ბარბარე? ან ჩემი შვილი.
-ჩვენი შვილი საყვარელო, ორივე მე მყავს და თუ მათი დაბრუნება გინდა, 50 000 უნდა გადაიხადო. გირჩევ არავინ არ ჩარიო, თორემ მხოლოდ მკვდრებს ნახავ.
ამაღლობელმა ტელეფონი გათიშა და ფეხზე წამოხტა.
-ვიცი სადაც იქნებიან.
-რაა?
გაგიჟებული მიაჩერდა სალომე.
-ეკაკომ აიღო, ჩემი შვილის დედამ, ისეთი დებილია გონია რომ 50 000-სს მივცემ ბარბარეს და ლუკას დაბრუნებაში.
-ვერაფერი ვერ გავიგე.
-გაიტაცა თავისი ჭკუით და გამოსასყიდს ითხოვს.
-რაა? ბავშვს რამე არ უქნას, ან ბარბარეს..
-ვერაფერს ვერ უზავს, ჯერ ისევ ბავშვი ყოფილა, ასეთი მარტივი ჰგონია ადამიანების გატაცება.
ამაღლობელმა უჯრიდან იარაღი ამოიღო და შარვალში ჩაიდო.
-წავედით.
-სად მივდივართ?
-ვიცი სადაც ეყოლება ბარბარე და ლუკა, კარგად ვიცნობ.
-ბევრნი რომ იყვნენ?
-არამგონია ბევრი ხალხი გაერია, ეგეთი დებილიც არ არის.
მალევე მივიდნენ იმ ადგილას სადაც ეკაკოს ლუკა და ბარბარე ჰყავდა დამწყვდეული, ბავშვი გაუჩერებლად ტიროდა, ხოლო შეშინებული ბარბარე შველას ითხოვდა.
მანქანიდან გადმოცვივდნენ, ამაღლობელმა იარაღი ამოიღო, გადატენა და ისე დაიჭირა ხელში, კარი ფეხით შეაღო და შევიდა.
ეკაკომ დაინახა თუ არა სისხლი გაეყინა და დანის მოძებნა დაიწყო თვალებით.
-ადრე ფული გაჩუქე იმისთვის რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყავი, ახლა სიცოცხლეს გჩუქნი, წადი აქედან თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე ეკაკო, ბარბარეს და ლუკას გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
-იარაღი მომაშორე რატი!
სალომე ბარბარეს მივარდა, მის განთავისუფლებას ცდილობდა.
-წადი და აღარასდროს გამოჩნდე ჩემს ცხოვრებაში თორემ მერე აღარ დაგინდობ, გაგანადგურებ ეკაკო, გაგანადგურებ!
ეკაკო შეშინებული, ფეხების ბაკუნით გავარდა გარეთ, სიკვდილის შიში ყველაზე საშინელ ადამიანებს უფრო მძაფრად აქვთ.. არ აინტერესებდა რას იტყოდა რატი როცა თავის ძმაკაცს ნახავდა, არაფერი არ აინტერესებდა, ნაჩუქარი სიცოცხლით გაიქცა სადღაც.
ამაღლობელი თვეების შვილს მივარდა და ხელში აიყვანა, ამასობაში სალომემ ძლივს გაანთავისუფლა ბარბარე.
სკამიდან ადგა, ამაღლობელმა ბავშვი სალომეს მიუყვანა და თვითონ ბარბარეს მივარდა.
სახეზე უსმევდა აკანკალებულ ხელს რომ მის კარგად ყოფნაში დარწმუნებულიყო.. მერე კოცნით დაუმშვიდა შეშინებული სახე..
-ძალიან ვინერვიულე, შენ რომ რამე მოგსვლოდა ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი.
-შემეშინდა რატი! შემეშინდა რომ ერთმანეთს დავკარგავდით.
ამაღლობელი ბარბარეს ჩაეხუტა და ასე, ჩახუტებულმა დაიწყო ლაპარაკი.
-ვიცი რომ შეიძლება ჯერ ადრეა, მაგრამ მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე, ეს დღე მაგალითი იყო ჩემთვის, მივხვდი რომ შენ გარეშე ვერ ვიცოცხლებ! სიმართლე რომ გითხრა, ბეჭედიც კი არ მაქვს, მაგრამ მაინც გთხოვ ხელს იმიტომ რომ დრო არ დავკარგოთ. მითხარი ბაბი, თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
-თანახმა ვარ!
სიხარულით დაიყვირა ბარბარემ და კისერზე ჩამოკიდა ორივე ხელი, ამაღლობელმა ხელში აიყვანა.
ამ დროს სალომე გარეთ სეირნობდა ბავშვთან ერთად და შემთხვევით სანდროს გადაეყარა.
-შენ აქ რა გინდა? რატიმ გითხრა აქ რომ ვიყავით? რა სახე გაქვს?
სალომე მაღალ ქვაზე ჩამოჯდა და სანდროც მიუჯდა.
-სანდრო, რა გჭირს?
-მე..
ხმა აუკანკალდა სანდროს და მეტის თქმა ვეღარ შეძლო.
-რა შეენ სანდრო?
ბავშვი შეწუხდა და სალომე იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო.
-მე.. ეკაკოს ვეხმარებოდი.
-რააა? ღადაობ ხო?
-სამწუხაროდ არა..
-რა ამაზრზენი ხარ!! როგორ შეგეძლო?!
-ყველა უშვებს შეცდომებს სალ, ეკაკომ თავი შემაყვარა და ძმაკაცის წინააღმდეგ გამომიყენა.. ყველაზე მეტად ვნანობ.
-სინანული საკმარისი არ არის სანდრო, შენ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვი, მაგრამ რადგან ყველაფერი კარგად დამთავრდა, მზად ვარ გაპატიო და სიკვდილამდე შევინახო შენი საიდუმლო.
-შენ ყველაზე საყვარელი გოგო ხარ!
სანდრო ფეხზე ადგა და სალომეს ლოყაზე აკოცა, მერე ხელი გადახვია და ასე მივიდნენ რატისთან და ბარბარესთან.
-სანდრო? აქ რა გინდა?
ამაღლობელმა ბარბარეს მოაშორა მზერა და მისკენ წავიდა.
ელბაქიძეს სახეზე ღიმილი მიეყინა.
-მე დავურეკე და ვუთხარი მოსულიყო.
სალომემ ელბაქიძე დაიცვა და ბავშვი რატის მიუყვანა.
-რატიმ ხელი მთხოვა.
ბედნიერი წამოხტა ბარბარე და დაქალისკენ წავიდა ხელებ გაშვერილი.
-რაა?
ყბა ჩამოუვარდა ცუცქირიძეს.
-დრო რატომ უნდა დაგვეკარგა სალი? ამიტომ გადავწყვიტე დღესვე მეთხოვა ხელი, ხვალ ქორწილი გვაქვს, შენ და სანდრო ბეჭდებზე წადით, მე და ბარბარე ხალხს დავპატიჟებთ და ბავშვს მივხედავთ.
-კაბა?
-კაბა ხვალ დილით.
ყველა თავის საქმეზე წავიდა და 12საათისთვის მორჩნენ ყველაფერს, 300კაცი დაპატიჟეს, რადგან ზაფხული იყო გარეთ გადახდა ამჯობინეს..
დილით ბარბარე კაბის ასარჩევად წავიდა, ამაღლობელმა დაურეკა დიზაინერს და გააფრთხილა რომ დილით მივიდოდა და საუკეთესო კაბები დაეხვედრებინა.
ბარბარეს მხოლოდ პირველ საათამდე ჰქონდა დრო, ამიტომ დიდხანს არ უძებნია, თეთრი, მაქმანებიანი კაბა აირჩია, ზურგით მთლიანად მოხსნილი.
იქვე ჩაიცვა და ამაღლობელიც მივიდა მანქანით..
უამრავი მანქანა, უამრავი ხალხი..
სიგნალებით შემოიარეს მთელი თბილისი, გაგიჟებული უყურებდათ ხალხი და სხეულში ჟრჟოლებდათ ასეთ ბედნიერებს რომ ხედავდნენ.
3საათი იარეს სიგნალით და ეკლესიაში წავიდნენ ჯვარის დასაწერად, იქიდან დამშვიდებულები გამოვიდნენ, თავს უფრო კარგად გრძნობდნენ, კიდევ ერთი საათი იარეს სიგნალებით, ლენტებით მორთული მანქანებით..
ბოლოს ყველას მოშივდა და დასასხდომად წავიდნენ.
უკვე ყველაფერი მზად იყო, ბარბარეს და რატის არც წარმოედგინათ რომ ასეთი სილამაზე დახვდებოდათ...
ყველა მაგიდას თავისი "პროჟექტორი" ანათებდა..
მაგიდასთან ჯდომის დროს რამდენჯერმე უთხრა ამაღლობელმა ყიფიანს რომ უყვარდა და ყველაზე ბედნიერი იყო მასთან და ლუკასთან ერთად რომ გააგრძელებდა სიცოცხლეს..
ერთმანეთს იმხელა ყურადღებას აქცევდნენ, რამხელასაც დედა აქცევს შვილებს..
-ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
-ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იქნება, გპირდები.
იცეკვეს, იმღერეს, იმხიარულეს და ემოციებისგან დაღლილები 3საათზე წავიდნენ სასტუმროში, ლუკა სანდროს და სალომეს დაუტოვეს.
ბარბარე ნომერში შესვლისთანავე ლოგინზე წამოწვა და დაწოლილი ცდილობდა კაბის გახდას, ამაღლობელმა საროჩკა შეიხსნა და მიუახლოვდა.
-მოდი, მოგეხმარები.
-ზურგზე გადმოატრიალა და კაბა ჩაუხსნა, შიშველ სხეულს დააცქერდა და ხელით შეეხო, ბარბარე გადმოტრიალდა, კაბა გაიხადა და ამაღლობელს ტუჩებში აკოცა..
-დარწმუნებული ხარ?
-კი.
-აღარ გეშინია?
-არ მეშინია, მიყვარხარ!
_______________________
მოგეწონათ?❤უზომო ბედნიერება თქვეენ!!❤



№1  offline წევრი ბარბარე

ახლა ეს მინდოდა კიდეე ისედაც სიგიჟემდე მენატრება მისი ჩახუტება ... :(( უმაგრესი იყო მართლა :* ამეტირა

 


№2  offline წევრი Ketacharkviani

Feradze mzia, უღრმესი მადლობა.❤
ბარბარე, დიდი მადლობა ჩემო საყვარელო, აუცილებლად ჩაუხუტები თანაც ძალიან მალე.❤❤

 


№3  offline წევრი გიჟი გოგონა :)

პირველი ყოჩაღ კარგი იყო

 


№4  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა:)❤❤❤

 


№5  offline წევრი Tasika

რაღაც ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით მთლიანობაში კარგი იყო.. ხან ამაღლობელია ხან ჯიქია.. და იმ გოგოს კიდე ხან ბარბარე ქვია ხან ანამარია:დდდდ

 


№6  offline წევრი Ketacharkviani

თავიდან მეწერა ეგრე და მერე შევცვალე, რამდენიმე დამრჩა მაინც. გმადლობ

 


№7  offline წევრი nini :)

კიი ნამდვილად მომეწონა ძალიან კარგი იყო
love

 


№8  offline წევრი Ketacharkviani

დიდი მადლობა ნინი❤❤

 


№9  offline მოდერი MyLove

სახელები გერეოდა ანამარია ეწერა ბარბარეს მაგივრად ხშირად.
იმედია, არ მიწყენ, თუ გეტყვი, რო სათაურის ბოლოს წერტილი არ იწერება wink ... ; ?; ! ; ?! _ ესენი იწერება, მაგრამ წერტილი არა.. ნუ მძიმე რა თქმა უნდა არა!

ამის მეტი, ცუდი არაფერი მეთქმის!
მაგარი იყო. თბილი და სასიამოვნო feel
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№10  offline წევრი Ketacharkviani

My love, არ მერეოდა, თავიდან მეწერა მაგ სახელებით და მერე შევცვალე, რამდენიმე დამრჩა.
ვიცი ჩემო საყვარელო, მაგრამ მე ყოველთვის წერტილით ვწერ.❤
დიდი მადლობა.❤

 


№11  offline წევრი რონი

Dzalian momewona... Dzalian dalagebuli motxruba iyo da ar iyo areul dareuli... Me dzalian momewona da rac mtavaria gulshi chamwvda... Martla kargi iyo kargad wer dzalian❤❤❤

 


№12  offline წევრი Ketacharkviani

ჩემო საყვარელო, ძაალიან ძააალიან დიდი მადლობა შეეენ!!!❤❤❤❤

 


№13 სტუმარი Guest მიკა

Raze chav3si bolomde arc ki vici

 


№14  offline მოდერი ენემი

მაგარიაა! kissing_heart მომეწონა სასწაულად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent