შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყეული ღამეები[13]


16-09-2015, 00:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 473

ზურამ მაშინვე შეამჩნია ნინის გამომეტყველება და წამიერად შეჩერდა,დაამუხრუჭა და მთლიანად გოგონასკენ გადაერთო.“რაღაც ხდება მის თავს“-გაიფიქრა და საზურგეს ძლიერად მიეყრდნო.
-ნინი,დედაშენმა დამირეკა..შენ არ აგიღია და,ამიტომ მე მითხრა,რომ...ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს..არ ვიცი რა სჭირს,მაგრამ ისეთი შეშინებული იყო,რომ ამატირა..-ცრემლები მოიწინდა ელენემ.
-ახლავე მოვალ,მისმართი მომწერე..-მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და ტელეფონი გათიშა.ზურა უსტყვოდ მიხვდა მის მდგომარეობას-ნინი,ვწუხვარ,ახლავე წავიდეთ..-დაძაბული ხმით უპასუხა და გოგონას ტელეფონის ეკრანს დააცქერდა-ახლავე-იმედიანად გადახედა ნინის და მანქანა შეატრიალა.
-მალე მივალთ?-ნერვიულად ეკითხებოდა დროდადრო გოგონა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა.
ორ საათში მანქანა გაჩერდა და ამასთან ერთად ლამის იყო ნინის გულსა შეეწყვიტა მოძრაობა.ბიჭს გახედა და შემდეგ ღია კარებიდან გადავიდა.ზურას სახეზე ღიმილი და მაგდაგვარი რამ სულ წაშლოდა.ახლა ისიც ნინის მდგომარეობაში იყო.არ იცნობდა დედამისს,მაგრამ ამას რა მნშვნელობა ჰქონდა.უკან გაჰყვა ანერვიულებულლ გოგონას და ხელი ჩაკიდა,ძლიერა მოუჭირა და ნუგეშის მომცემად შეხედა.ნამდვილად არ შეიძლებოდა ეუმოციოდ დახვედრილიყავი მის ამგვარ გამოხედვას.
-ზურა,მადობა,ყველაფრისთვის მადლობა..-გაუღიმა ბიჭს და მხარზე ხელი დაადო.მგონი,ამდენი ხნის მანძილზე,პირველად მიმათა სახელით.მართალია,მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვდნენ იმ ერთწლიანი პაუზის შემდგომ,მაგრამ ეს მაინც ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.რაც არ უნდა იყოს,ზურა ასე ფიქრობდა.
რეგისტრატურაში გაიგეს სად იწვა მაია და სწრაფად გამოიძახეს ლიფტი.ნინის სახეზე ფერი წაშლოდა,დროდადრო ცქმუტავდა და ზურას გამომეტყველებას აკვირდებოდა.
-თუ გეჩქარება..-დაიწყო ნინი,მაგრამ ზურამ გააჩერა და ლიფტშ იშეიმძღვრა..-არ გინდა,ნინი.იცო,რომ არ მეჩქარება და გინდ მეჩქარებოდეს მე შენთან ვარ..დაგეხმარები..-კარებიც გაიღო და პირდაპირ პალატის წინ აღმოჩნდა წყვილი.გოგონამ ნერვიულად შეხედა თეთრ კარებს და უკან გაიწია,კედელს მიეყრდნო და ზურას გახედა.მამაკაცი მის გვერდით მოკალათდა და ხელი ისევ ჩაკიდა.
-ნინი,მეც შემოგყვები თუ გინდა...-გაუღიმა გოგონას და მის ცისფერ თვალებში ჩახედვა სცადა.რა მოჩანდა? სევდა,ტკივილი და რაღაცის მოლოდინი..ამას ხვდებოდა ზურა და მთელი სხეულით კრთოდა,არ უნდოდა ამდენი ტკივილი ეგრძნო ამ პატარასა და ლაღ გოგონას.“ის ხომ არ იმსახურებს ამას“-გაიფიქრა და ისევ მის თვალებს მიაშტერდა.-ნინი,ძლიერი ხარ..იმდენი რამ გადაიტანე და ახლა ამასაც გაუძლებ.ვიცი,რომ გაუძლებ.გოგონა მიაჩერდა,თვალები გაუსწორა და სევდიანად შეხედა-რა იცი,რომ გავუძლებ,ზურა,რა იცი?-ისეთი სენტიმენტალურობით წარმოთქვამდა ყოველივე ამას,რომ ზურას უფრო შეაცია-ცივა თუ მე მცივა?-უხერხულობის განმუხტვა სცადა.ნინიმ თავი გააქნია და პალატისკენ ერთი ნაბიჯით წაიწია.
-შესძლებ?-უკნიდან ზურას ხმა მოესმა და წამიერად მიაბრუნა თავი,ტუჩებით ანიშნა,კიო და კარები შეაღო.სიჩუმე და მდუმარება..მაია გახევებული იჯდა ლოგინზე და ჭერს უყურებდა.გოგონამ არ იცოდა საიდან დაეწყო საუბარი.
-ცოტა წ....ბი დავღვარე,მაგრამ ის კარგადაა..-ამოიხვნეშა ქალმა და ნინის თავის გვერდით უხმო.გოგონა უხმოდ დაემორჩილა მას,მაგრამმის თვალებში კიდევ რაღაც ჩანდა..-დე,მეტი არაფერი?-მხრების აჩეჩვით ჰკითხა ნინიმ.
-არაფერი.ელენე დაამშვიდე.აღელვებული ვიყავი მაშინ,მეგონა,რომ მუცელი მომეშალა..-ნერვიულად შეხედა ნინის და ხელი ოდნავ შემოხვია.რხევით წაწია თავი წინ და წყლიან ჭიქას ხელი დასტაცა..-მწყურია!-ისე ჩანდა,თითქოს ეს უკანასკნელი სიტყვა სიტუაციის განსამუხტად წარმოთქვა...-ნინი,როგორ ხარ?-ისევ შვილს მიაჩერდა და თავზე ხელი გადაუსვა.-თავი მოსწია,მინდა შუბლზე გაკოცო...-პასუხის გაცემაც კი არ დააცადა შვილს.
ნინი დედისკენ მიიწია და საათს ახედა.ისრები ნელ-ნელა მიიწევდნენ.მხოლოდ მათ გაახსენა დედის გევრდით ერთსაათიანი წოლის შემდეგ,რომ დერეფანში ზურა ელოდებოდა.“ალბათ,ნერვიულობს“-გაიფიქრა და ელენეც გაახსენდა.
-დე,ელენეს დავურეკავ-გაუღიმა ქალს და შუბლზე აკოცა..-ოფლიანი ხარ-ხელსახოცი მიაწოდა და კარები გაიხურა-მალე დავბრუნდები.
ზურა დერეფანში იყო,მაგრამ ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.ნინიმ შენიშნა როგორი აღელვებული სცემდა მამაკაცი ბოლთას და მშვიდი ხმით დაუძახა.წამიერად შემობრუნდა ზურა და გოგონას დანახვაზე თვალები გაუბრწყინდა.
-ნინი..ამდენ ხანს..-გოგონას ხელენი ნაზად შემოხვია და გულზე მიიკრა..-იმდენი ვინერვიულე.ხომ კარგადაა?-სახეზე ნელ-ნელა მოდიოდა ფერი.მის მკერდს მიყრდნობილი ნინი გრძნობდა,რომ მამაკაცის გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა.
-მაპატიე!-ძლივს წარმოთქვა...-ელენეს უნდა დავურეკო-არ განძრეულა,ისე ამოირო ტელეფონი და დაქალი დააამშვიდა-ღამით მასთან დავრჩები-დაასრულა საუბარი და ზურას ახედა.მამაკაცს დამშვიდება ძლიერად დასტყობოდა,მაგრამ მაინც ვერ იყო ისე,როგორც საჭიროება მოითხოვდა-ზურა,დაბლა ჩავიდეთ და სული მოითქვი.ჯერ წყალი შეისხი სახეზე და მერე რამე დალიე..-გოგონას მზრუნველობა ესიამოვნა და უფრო მჭიდროდ მიიკრა.
-მადლობ,ნინი..მიხარი,რომ ჩემზე ზრუნავ-გასწია გოგონა და მის გვერდით მოიქცია-ჩავიდეთ..-ნახევარ საათში დამშვიდებულები ისევ იგივე მარშრუტით დაბრუნდნენ მაის პალატასთან-ვნახავ რას შვრება-ნინიმ კარები შეაღო და დედას გაუღიმა-დე,როგორ ხარ>-ქალმა,კარგად ვარო,თავი დაუქნია.ნინიმ დედის ხელებს შეეხო და შემდეგ ოდნავ დაიხარა და ქალის ლოყებს ტუჩები შეახო..
-ნინი,წადი და დაისვენე..კარგად ვიქნები-გაუღიმა შვილს და ხელებზე ტუჩები შეახო..-დედიკო,აქ ვიქნები..-გაუღიმა ქალს და ოდნავ ჩაიმუხლა.უნდოდა მისი თვალები უკეთ დაენახა.
-არა,წადი..არაფერი მჭირს..სახლში წადი და დაისვენე-კატეგორიულობა იგრძნობოდა მაის ხმაში..-მაშინ ხვალ დილას მოვალ..-ფეხზე წამოდგა ნინი,დედას აკოცა და კარებისკენ წავიდა.ქალმა ღიმილით გააცილა ერთადერთი შვილი და თვალები დახუჭა.
-დედაჩემმა წადი სახლში და დაისვენეო..დილას მივაკითხავ..-აცნობა ზურას და გვერდში მიუჯდა..-კარგად ვარ?-დაეჭვებით ჰკითხა მამაკაცს და ოდნავ წამოწია-გარეგნულად არ ჩანს შენი მდგომარეობა..ამის თქმა გინდა,არა?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჰკითხა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა-წამოდი,ჩავიდეთ-ლიფტის ღილაკს თითი მიაჭირა.
-ბოდიში,ზურა..ამ ერთ საღამოში რამდენი რამ გადაგვხდა თავს..-რომელი საათია?-ტელეფონს დახედა და სამი ხდებოდა.
-გვიანია-ხელი მოხვია ზურამ და მანქანისკენ უბიძგა-ჩაჯექი.შენთან მიგიყვანო თუ ელენესთან?-არა,ჩემთან..ელენეს ეძინება..-უპასუხა მამაკაცს და თავი იდაყვს დააყრდნო...-რა ძნელია ყველაფერი,არა?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა მამაკაცს.იცოდა,რომ რაღაც სისულელეს ბოდავდა,მაგრამ მაინც ვერ წყვეტდა ნერვიულობას.
-მოვედით-ნახევრადმძინარე გოგონას მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა ლიერი ხელი სიარულშიც დაახმარა..-გასაღაბი მომეცი-კარები გააღო და ნინი დივანზე ჩამოსვაა-დაგახმარო შენს ოთახში გასვლაში?-მოგვაინებით ჰკითხა და ქურთუკი გაიხადა.
-არა,მადლობ..შეგიძლია ამის გახდაში დამეხმარო..-ოდნავ წამოწია და ქურთუკზე მიანიშნა ზურას..-ახლავე-ხელები ნაზად გამოაყოფინა და სკამზე გადაკიდა ქურთუკი.-ფეხზეც გაგხდი-დაიხარა ოდნავ და ფეხსაცმელი წამეირად ძირს მოათავსა..-ნინი,ძალიან დაღლილი ხარ მესმის..დღევანდელი დღის მერე ვერ დაგტოვებ ასე..მარტო ვერ დაგტოვებ-დასრულა და მძიმედ ამოისუნთქა,მაგრამ მისი სიტყვები გოგონას აღარ ესმოდა,უკვე ტკბილად ეძინა და,მგონი,არც არაფერზე ფიქრობდა.არა,კი ფიქრობდა,მაგრამ არა რეალოაბში,არა მღვიძარე,არამედ,მისი რაღაც ნაწილი ფიქრობდა,ნაწილი,რომელიც ძილშიც მოქმედებს,არ კარგავს მუშაობის უნარს..
ჩუმი ღამე იყო.ვარსკვლავები ისევ არ ცვლიდნენ ადგილს.დროდადრო უფრო მრავლდებონენ და რაღაც ახალს მოასწავებდნენ კაცს..გეგონებოდა ეს ცა ღვთის საჩუქარიაო.ზურას არ ეძინებოდა,სულ არ ეკარებოდა ძილის ბურუსი,იდგა და უქცერდა ცას,აივანზე მოკალათებულიყო პატარა სკამზე და ვარსკვლავებს ვერ აშორებდა მზერა,მოგვაინებით მთვარეც გამოჩნდა,ნამგალა მთვარემ ელვარება უწილადა დედამიქას.მართალია,მხოლოდ გარეგანი,მაგრამ მაინც უწილადა.ესეც ბევრს ნიშნავდა.
-ნინი,ნინი..-გოგონას სახელს იმეორებდა დაბალ ხმაზე და საკუთარ გულში ცახედვას ცდილობდა..-სამი წელი მიყვარს..-იმეორებდა და ნერვიულად აცეცებდა თვალებს..-რა ლამაზი ხედია..-შემდეგ არაფერი უთქვამს,ცოტა ხანს ჩაეძინა,არც სიზმარი უნახავს და არც არაფერი..მხოლოდ მზის სხივებმა გაახელინა თვალი,რვა საათი ხდებოდა და მზე უკვე ზემოთ იწევდა..-აი,მზის ამოსვლაც ნინის აივნიდან-ფეხზე წამოდგა,რათა უკეთ დაენახა უზარმაზარი კაშკაშა სხეული..
მოგვიანებით ხალისიათანად გავიდა მისაღებში,სადაც ნინის იწვა..ისევ ეძინა გოგონას.ზურას,რა თქმა უნდა,მისი გაღვიძება არ სურდა,ამიტომ სამზარეულოში ჩამოჯდა და ფანჯრიდან დაიწყო რაღაცის ცქერა.ამოირჩია აუხსნელი წერტილი,რომლის ეს თვისება იმაში მდგომარეობდა,რომ ადამიანი ვერ გეტყოდა მიზეზს..რატომ მაინდ და მაინც ის? ეს წერტილი გულს ჰგავდა,სწორედ ის ურჩევდა სიყავრულის საგანს და ვერ პასუხობდა კითხავზე,რატომ? ამას გრძნობდა ზურა,მხოლოდ ახლა არა,მუდამ ამას გრძნობდა..ამ სამი წლის განმავლობაში,რაც ნინი შეუყვარდა...
-რომელი საათია?-გოგონას ნამძინარევი ხმა მოესმა და მაშინვე ფეხზე წამოვარდა...-ნინი,აქ ვარ..-შეხედა თმააწეწილ გოგონას და გაუღიმა..-გიხდება..-დივანზე ჩამოუჯდა და თვალი გაუსწორა-11 ხდება..-წამოდგომაში დაეხმარა ნინის-ყავას დალევ ან ჩაის?-მხრუნველად ჰკითხა და მის დაბნეულ გამომეტყველაბას დავუკვრიდა.როგორ უნდოდა მისი გულისტკივლი გაეგო,გაეზიარებინა და შეემსუბუქებინა..უნდოდა,მაგრამ...
-დედაჩემთან მალე უნდა წავიდე..-პირველ რიგში,მაია გაახსენდა,შემდეგ კი ტელეფოს დახედა..-ელენესგანაა ზარები,გადავურეკავ-ისევ ჩამოჯდა დივანზე და დაქალს დაურეკა.ხუთწუთიანი საუბრის შემდეგ ისევ წამოდგა და თავის ოთახისკენ წავიდა..-თავს მოვიწესრუგებ და წავიდეთ..რამე შენც დალიე და ყავას თუ გამიკეთებ,კარგი იქნება..ოღონდ უშაქრო..-გაუღიმა და ოთახი დატოვა.
ოცი წუთი გავიდა,რაც ნინი არ ენახა ზურას..ყავა უკვე დაელია და სამზარეულოში აქეთ-იქით დადიოდა,ამას გოგონას მოლოდინის გამო აკეთებდა..
-აი,მეც მოვედი-გაუღიმა ნინიმ და მაშინვე დაეშვა სკამზე,რომელიც მამაკაცს მისთვის უკვე გამოეწია..-უნდა ვიჩქაროთ..როგორ გეძინა?-გაახსენდა,რომ ზურა მასთან დარჩა..-კარგად,შენ?-გაუღიმა მამაკაცმა და სკამზე ჩამოჯდა-დედაშენს არ დაურეკე?
-არა,შენ მიწერე..ჩემი ტელეფონი მაგიდაზე დავდე „ლოჯში“..აიღე და მოიკითხე..-კარგი-თავი დაუქნია ზურამ და ოთახი დატოვა.
-დედაშენი კარგადაა-მანქანის ნორბლები ისევ საავადმყოფოსკენ მიიწევდნენ..-ნინი,ორ თვეში გეყოლება და ან ძმა,არა?-გოგონას გამხიარულება სცადა ზურამ.
-შენც იცი არა...სიუპრიზები უყვარს დედაჩემს-სახეზე ღიმილმა გადკრა ნინის და ზურას გახედა..-და შენ გიყვარს?-გოგონას წამიერად შეხედა და ისევ ჰორიზონტზე გადაიტანა ყურადღება,ნინის კი არაფერი უპასუხია,მხოლოდ გაეღიმა..
საავადმყოფოს ლიფტიდან გადმოვიდნენ თუ არა,ნინი მაშინვე პალატისკენ წავიდა,კარები გააღო,მაგრამ ნაცვლად ღიმილისა და დედის სახისა..რა დაინხა? ოთახში მაიას გარდა კიდევ იყო ვიღაც..მაღალი და ძლიერი,მიმზიდველი და სიცოცხლის სავსე ახალგაზრდა..შავი თვალები,რომლებიც ნებისმიერ ქალს დაატყვევებდა..გამოხედვა,რომელზეც ნინის უფიქრია კიდეც..მამაკაცი,რომელიც გოგონას ერთ დროს საშინლად ესიმპათიურა..იმ დღეს პირველად რომ ნახა თავის დაბადების დღეზე,დედაშენთან მაქვს საქმეო..მერე რომ შემოვიდა და როგორ დაბნეულად იქცეოდა..დიახ,ეს ის მამაკაცი იყო,რომელიც თითოეულ წვრილმანზე აკითხავდა მაიას,რათა დაალოებოდა..“ბატონი თორნიკე და არა თოკა!“-სიმწრით გაიფიქრა და გაკვირვებულმა შეათვალერა პალატაში მყოფნი..
-აქ რა ხდება?-როგორც იქნა,ძალა მოიკრიფა და თვალი გაუსწორა ბატონ თორნიკეს.ვერაფერს ვეღარ დაუმალადნენ.რომელი უფროსის შვილი მიდის თანამშროლმის მოსანახულბლად? იქნებ ეთქვათ რაღაც საქმეზე მოვედიო...არა,არა! ნინი სულელი არ იყო.ისინი უკვე გამოაშკარავდნენ!
ორი გაშეშებული სახე და გახევებული სხეული..გარეთ ზურა იდგა და ნინის მოძრაობას უყურებდა.ვერ გარკვეულიყო მის ქცევებში..
-ნინი რა ხდება?-მოაძახა გოგონას-მშვიდობაა?-მისი დაბნეული მზერა შენიშნა და მიუახლოვდა..-არ ვიცი-სასოწარკვეთა გამოიკვეთა ნინის ხმაში-დაბლა დამელოდე,კარგი?
-არა,ნინი.არ დაგტოვებ..-გოგონას გვერდით მიუდგა და მისი ასაკის მამაკაცის დანახვაზე გახევდა...-რა ხდება,ნინი? მითხარი,რამ შეგაშფოთა ასე.ვინ არის ეს ახალგაზრდა ასე რომ უყურებ?
პალატაშიც სიჩუმე სუფევდა..ოთხსი სხეული კრთოდა.ბოლოს ბატონმა თორნიკემ ვეღარ მოითმინა და ამოხეთქა..
-მე დედაშენი მიყვარს..ჩვენ დიდი ხანია ვხვდებით..-გოგონასთვის ესეც საკმარისი იყო...გული არ წასვლია,არც ტირილი დაუწყია..უნდოდა ბრაზი ერთიანად ამოეხეთქა,მაგრამ გახევებას ვერაფერს უშვებოდა..თორნიკე ისევ ჩვეულ მდგოარეობაში იდგა,მაის კი ფეხზე წამოდგომაც ცდილობდა..
-ის მართალია?-ბრაზით დააკვესა თვალები და დედას შეხედა..უნდოდა მისგან მოესმინა პასუხი და მერე..მერე ყველაფერი დასრულდებოდა..
-კი,მართალია-უპასუხა მაიამ და ნინი უკან წაიწია..-არ შემიძლია,წავიდეთ..-ზურად გახედა და კარები მიაჯახუნა..-ყველაფერი დასრულდა!-მეტი ვერაფერი თქვა,მუხლები ეკეცებოდა.რომ არა ზურას ძლიერი ხელები,წაიქცეოდა და ზღართან მოადენდა.მამაკაცი ვერაფერს ეუბნებოდა..გრძნობდა გოგონას უმწეობას და გული უკვდებოდა..ორივეს ღამის კოშმარში ეგონა თავი.აი,გავიღვიძებ და ყველაფერი დასრულდებაო,მაგრამ...მაგრამ ეს რეალობა იყო,მწარე რეალობა..
-ახლა რა ვქნათ?-თორნიკე მოკალათდა მაიას გვერდით და ხელი გადახვია..-ახლა..არ ვიცი..უბრალოდ,ერთხელ მაინც მინდოდა საკუთარი თავისთვის რამე გამეკეთებინა..-ქალი თავის საქციელს არ ნანობდა...
„ამხელა ქალი..მეგონა ვიცნობდი..ის ჩემს თვალში უკვე წაიშალა...“-ნინი ათას სიბინძურეს ფიქრობდა დედაზე და განა ეს მართალი არ იყო?
-უბრალოდ დაწყნარდი...-ვნებიანად შეეხო ქალის ბაგეებს თორნიკე და ლოგინზე მიუწვა..-უნდა წავიდეთ-ქალს წამოდგომაში დაეხმარა.მაიამ სწრაფად გამოიცვალა და ჩანთას ხელი დაავლო..-სახლში როგორ მივიდი?-ამოიხვნეშა და სახე შეიჭმუხნა..
-ყველაფერი კარგად იქნება..მთავარი სიყვარულია..-შეაგულიანა თოკამ და ძლიერად მიიკრა..
-მალე შვილი მეყოლება,მეორე შვილი..მაგრამ განა ეს ბედნიერების აკრძალვას ნიშნავს!-ახედა მამაკაცს და სევდანარევი სახით გაუღიმა.-თოკ,ყველაფერი კარგდ იქნება..-მაი,ჩემი მაი..-მამაკაცმა მანქანა დაძრა და ქალის სახლისკენ აიღო გეზი..
ნახევარ საათზე ნაკლებში კარებთან იდგნენ შეყვარებულები და ერთმანეთს ბედნეირი და თან მღელვარე სახეებით უყურებდნენ.
-სახლში იქნება?-თორნიკემ ჰკითხა მაიას და ნერვიულად გაუღიმა.
___
ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი lisebeth

ჰოოო აი წავიკითხე მთლიანად და მომწონს სასტიკად
კარგი ხარ
ისე ძაან პატარა იყო

 


№2  offline წევრი TIME

nini mecodeba dzalian.kargi iyo♥♥

 


№3  offline წევრი Nat haly

Vaimee dzaan magari iyoo male dade gtxooov. Ninis adgilas saavadmyofos avwevdi haershii

 


№4  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
ჰოოო აი წავიკითხე მთლიანად და მომწონს სასტიკად
კარგი ხარ
ისე ძაან პატარა იყო

შემდეგ დიდს დავდებ.
მადლობ.
TIME
nini mecodeba dzalian.kargi iyo♥♥

მადლობ.
Nat haly
Vaimee dzaan magari iyoo male dade gtxooov. Ninis adgilas saavadmyofos avwevdi haershii

მადლობ.მეც იგივეს გავაკეთებდი,ალბათ.

 


ძალიან ძალიან მომწონს <3

 


№6  offline წევრი lamazi gogona

dzaan sainteresoa velo momdevnos dzaaan mainteresebs

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობთ,ბავშვებო..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent