შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (თავი 8)


16-09-2015, 00:19
ავტორი chica sol
ნანახია 7 903

კიდევ ერთი იმედგაცრუება ვიგრძენი... კიდევ ერთი ტკივილი დამატყდა თავს...
თითქოს ვგრძნობდი, რომ სულელურად ვიქცეოდი, ასე რა მადარდებდა? რამ გამანაწყენა და რამ დამწყვიტა გული? გაგა ხომ არაფერს დამპირებია...
საკუთარ ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი... ნუთუ ესეც სტრესის ბრალია? ნერვებს ვერ ვთოკავდი, ხმამაღლა ვქვითინებდი...
საკუთარ ხმაში და ფიქრებში ჩაძირულმა, ვერ გავიგე ოთახის კართან როგორ მოვიდა ვიღაც... მხოლოდ კარის გაღების ხმაზე ავწიე თავი და კიდევ ერთი შოკი მივიღე... მაგრამ ეს სიხარულისგან იყო გამოწვეული.
გაღებულ კარში ნია იდგა.გაფართოვებული და შიშჩამდგარი თვალებით მიყურებდა...
-ღმერთო, ელი... გაოგნებულს ყბა ჩამოუვარდა.
-ნია...- მხოლოდ სახელის თქმა მოვასწარი და ახლა ხმამაღლა ავტირდი.
ნიამ ჩემთან მოირბინა და ჩამეხუთა. მილებში ახლართულმა, ხელები გაჭირვებით შემოვხვიე და უარესად ავბღავლდი.
მისი ნახვა იყო სრული პიკი... საერთოდ ჩავიკარგე ცრემლების სამყაროში და თითქოს გზა ამებნაო, ვეღარ გამოვდიოდი... გაუჩერებლად, სულმოუთქმელად ვტიროდი...
- ჩუ, დაწყნარდი, ჩემო კარგო, ჩემო საბრალო...- ქვითინებდა ისიც...
მისი ნუგეში უარესად მხდიდა... იქამდე ვტიროდი, სანამ ცრემლი არ დამიშრა... გადავიღალე ემოციებისგან და ძილბურანში წავედი...
-ნია...- ამოვიკვნესე...
- აქ ვარ საყვარელო,- თავზე ხელის გადასმა ვიგრძენი...
-არ წახვიდე... გთხოვ... შენც არ მიმატოვო... -ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვთქვი სათქმელი და დამეძინა.

იგივე ოთახში გამეღვიძა... აშკარად საღამო იყო ან ღამე. ფანჯრებიდან სიბნელე ჩანდა...
ოთახში მარტო ვიყავი... ისევ ეს მარტოობის აუტანელი შეგრძნება... წოლისგან და უძრაობისგან მთელი ზურგი ამტკიებოდა.
კარი გაიღო და გაგა შემოვიდა... რაგაც უცნაური ვიგრძენი მის დანახვაზე, თითქოს გულიდან მოჭერილი მარწუხები მომხსნესო. სუნთქვა გამიადვილდა...
-გაიღვიძე?- მგონი არ ელოდა... -თავს როგორ გრძნობ?
-ნია სადაა?- ჩემს ხმაში თითქოს შიში ჟღერდა.
ასე არ მინდოდა, ეს ჩემდა უნებურად ხდებოდა. მისი არ მეშინოდა... ან უბრალოდ, ვიცოდი, რომ არ უნდა შემშინებოდა, მაგრამ ჩემი ხმა სხვას ამბობდა... სადღაც მიმალულ შიშს გამოხაავდა...
ტკივილი დავინახე გაგას თვალებში...
-დიდხანს გელოდა და რომ არ გაიყვიძე წავიდა. ხვალ ისევ მოვა_დამამშვიდა .
ხმას არ ვიღებდი.
ჩემი გეშინია?- მკითხა მოელოდნელად...
-შენი მადლიერი ვარ...- ვცადე პიდაპირი პასუხისთვის თავი ამერიდებინა...
-მე ეს არ მიკითხავს...- თვალებში მიყურებდა.
დავიბენი. ჩემდა უნებურად საწოლში ცქმუტვა დავიწყე. ყველა ძვალი ერთდროულად მეტკინა. ყრუდ წამოვიკვნესე...
_რა გჭირს- ჩემსკენ სწრაფად გადმოდგა ორი ნაბიჯი, თუ არა მაშინვე შიშნარევი თვალებით მივაჩერდი და ადგილზე გაიყინა. თვალებში სევდა, სინანული, ტკივილი, სითბო, თანაგრძნობა ედგა...
მზერა გამიშტერდა მასზე. ისიც უძრავარ იდგა და თვალებში ჩამჩერებოდა.
არ ვიცი, ასე უაზროდ ერთმანეთის თვალებში მობოდიალენი რამდენ ხანს ვიყავით გაშეშებულები, მაგრამ ზურგის ტკივილმა კიდევ შემახსენა თავი... შუბლშეკრულმა თვალი მოვწყვიტე.
-რა..?_ სიტვის დასრულება ვერ შეძლო, რადგან ზუსტად მაშინ დავუძახე მეც...
-გაგა...- მეც გავჩუმდი... სიტყვის დათმობა გადავწყვიტე...
-მითხარი- გამიღიმა, კეთილი ნება დამანახა...
-ბეჭები წოლისგან ძალიან მეტკინა, დამოუკიდებლად წამოჯდომა კი არ შემიძლია... _ ვუთხარი და თხოვნის თვალებით მივაშტერდი...
- და გინდა დაგეხმარო? -გადაამოწმა გაგამ.
- აჰაამ...- თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად...
ძალიან ნელა მომიახლოვდა. ისე რომ მისი ყველა მოძრაობა დამენახა. ბალიში აიღო, ცალი ხელით მე წამომსვა ძალიან ფრთხილად და უკან მოხერხებულად დადებულ ბალშზე მიმასვენა... ჯერ ტკივილი ვიგრძენი, მოძრაობისგან გამოწვეულ, მაგრამ გაგას შეხებამ სულ გადამავიწყა ველაფერი. კანკალი ამივარდა. დენის დარტყმა ისევ ვიგრძენი... ისეთივე ძლიერი როგორც ადრე, ბარში...
ბალიშს მიმაყრდნო თუ არა სწრაფად მომშორდა. ძალიან მინდოდა ჩემი კანკალი შიშისთვის არ მიეწერა, მაგრამ მან სწორედ ეს იფიქრა.
-ჩემი გეშინია.- ეს უკვე კითხვა აღარ იყო. ამაში თითქოს დარწმუნდაო, ჩემი რეაქციის დანახვის შემდეგ.
გაბრუნდა და კარისკენ წავიდა.
-გაგა!- დავუძახე. შემობრუნდა...-მადლობა...
ხმა არ ამოუია ისე დატოვა ოთახი.
სულელი ვიყავი ასე არ უნდა მოვქცეულიავი... ასე უბრალოდ არ უნდა გამეშვა...
კარი გაიღო და ოთახში ასე 16-17 წლამდე გოგობა შემოვიდა, ლანგრით ხელში.
-საღამო მშვიდობის- გამიღიმა_ მე ლიკუნა ვარ. აქ ვმუშაობ... უფრო სწორად ბებოს ვეხმარები, გაგამ მითხრა გაიღვიძა და ბულიონი აუტანეო. სანამ არ შეჭამს არ მოეშვაო.
-ისე სწრაფად მიაყარა სიტყვის ჩაკვეხება ვერსად შევძელი.
-დიდი მადლობა, -გამეღიმა, ძალიან საყვარელი იყო.
-შენ ელი ხარ ხო? ვიცი, გაგამ მითხრა ელი ქვიაო..._თავადვე გასცა პასუხი საკუთარ კითხვას. -გაგამ კარგად ივახსმოსო და მერე ექიმია მოსული და გადაეცი უნდა გასინჯოსო.
-აქაა ექიმი?- ვიკითხე. ბულიონის სურნელმა ცხვირზე მომიღიტინა.
-კი აქაა._ კაბინეტში არიან, საუბრობენ.
მოკლედ. ლიკუნას ტიტინში ბულიონი ბოლომდე ჩანამთავრე. მიყვებოდა სკოლაზე, მეგობრებზე, ოჯახზე.
ვუსმენდი და გული სიხარულით მევსებოდა. მე ხომ მის ასაკში საშინელი ტრაგედიის გადატანა მომიხდა... ის ისეთი ლაღი იყო, უსიცოცხლო ადამიანს სიცოცხლეს მოანდომებდა. დადებითად დამმუხტა.
ასე ტიტინით დატოვა ოთახი და დამიბარა გაგას ვეტყვი და ამოვლენ ახლავეო.
მართლაც რამდენიმე წუთში შემოაღეს კარი.
ჯერ გაგა შემოვიდა, მერე ახალგაზრდა კაცი შემოყვა. რომელიც გულთბილად მიღიმოდა.
- საღამო მშვიდობის. -მომესალმა ექიმი.- მე პეტრე ვარ ბურდული, შენი ექიმი.
-გამარჯობა. მივესალმე.
-აბა როგორ ხარ? მოვედი რომ სახვევები გამოგიცვალო და ჭრილობაც დავამუშაო... გაგა გარეთ დაგველოდე თუ შეიძლება.- მიმართა გაგას.
მან თავი დაუკრა პეტრეს , ერთი გადმომედა და გავიდა.
ისევ სევდა მის თვალებში... ისევ ტკივილი... და ეს ჩემი ბრალი იყო... მგონი...
ექიმი სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა. ლაპარაკ ლაპარაკში ისე გადამიხვია ჭრილობა _დაბეჟილობები ვერაფერი გავიგე,მხოლოდ ფეხის გული ამეწვა ძალიან, როცა მისუფთავებდი ჯერ შეუხორცებელ ჭრილობას.
გაგას გასძახა როცა მორჩა გადახვევას, ისიც შემოვიდა. კართან დადგა და ხელები გულზე დაიკრიფა. როგორც ჩანს ცდილობდა არ მომახლოვებოდა. გული დამწყვიტა ამან...
პატარ_პატარა დარიგებები მომცა, ზედმეტი მოძრაობებისგან თავი უნდა შემეკავებინა, ჯანსაღად მეკვება , დანატოვარი ვიტამინები დამელია დღეში სამჯერ და დამოუკიდებლად ადგომა არ მეცადა. ხვალ კიდევ შემოვივლიო დაიბარა. დავემშვიდობეთ ერთმანებს და წავიდა. გაგამ გააცილა.
ოთახში მალე შემობრუნდა.
-უკვე გვიანაა არ გეძინება?- მკითხა შორიდან. დისტანციას იცავდა. დაწოლაში მოგეხმარები.- მითხრა და თანხმობას დაელოდა.
-კარგი.- ნება დავრთე.
მომიახლოვდა. შემეხო თუ არა ისევ ავიბურდე გრძნობებში... ისევ შეკავებული სუნთქვა... არეული თავგზა...
როგორ დამაწვინა ვერ მივხვდი. როცა მომშორდა მერე გავიაზრე, რომ უკვე ვიწექი და პლედიც მოეხურებინა ტანზე...
თვალებში შევხედე, ისიც არეული ჩანდა. თვალებ ამღვრეული მიყურებდა.
-დილი ნების, ელი._ მითხრა ბოლოს და გაბრუნდა კარისკენ.
-გაგა! - გაუაზრებლად წამოვიძახე მისი სახელი. გაჩერდა... შემომხედა...-შენი არ მეშინია, პირიქით თავს დაცულად ვგრძნობ...
-ის ვუთხარი რაც პირზე პირველად მომადგა და ეს სიმართლე იყო.
გამიღიმა. სიხარული დავინახე მის თვალებში.
ჩემსკენ წამოვიდა, მომიახლოვდა, გადმოიხარა და შუბლზე მაკოცა... გამაჟრჟოლა...
-მინდა მენდობოდე, ჩემი გჯეროდეს, ჩემი იმედი გქონდეს, მხარში დგომის და შენი დაცვის უფლება მომცე, მიინდა შენი სიყვარულის უფლება მქონდეს... -დაიხარა და შუბლზე კიდევ ერთხელ მეამბორა.

***

ბავშვებოოო, ახალი თავი დავდე და ...
შეფასებებს ველოდები გულის ფანცქალით...
სად ხართ აბააა...



№1  offline მოდერი nicol

პირველი ვარ კირა დაგასწარი wink wink wink
--------------------
თინა ნიკოლ

 


№2  offline წევრი mariamuli

არ მეყოოო რააა

 


№3  offline მოდერი chica sol

nicol
პირველი ვარ კირა დაგასწარი wink wink wink

ჩემი გოგო ხარ შენ love

 


№4 სტუმარი darina

gaga sul ufro da ufro miyvardeba, erti suli maqvs gavigo aseti vin aris, dzalian kargi tavi iyo tbili, dzalian magari gogo xar shen :-*

 


№5  offline მოდერი chica sol

mariamuli
არ მეყოოო რააა

ნუ გამკიცხაავ რაა... request
ხვალ დავდებ დიდ თავს love

 


№6  offline მოდერი nicol

ოჰოოოო... ხომ ვთქვი დათბება-მეთქი? love
შუბლზე კოცნით იწყება ყველაფერი love
მარიკუნა, შენზე რა ვთქვა... უმაგრესი გოგო ხარ და ვგიჟდები შენზე love

სიყვარულით ნიკოლი love
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline მოდერი chica sol

darina
gaga sul ufro da ufro miyvardeba, erti suli maqvs gavigo aseti vin aris, dzalian kargi tavi iyo tbili, dzalian magari gogo xar shen :-*

შენ კი ძალიან საყვარელიი.. თბილი ხარ თბილიი....
და ის თუ მითქვამს საოცრად რომ შემაყვარე თავი? love

 


№8  offline მოდერი Kira

Vax vax damaswres magram "Kira is the first forever baby" araushavs..vaime dzalian momewona magram ar meyo patara iko dzalian.. Bute bute gagebute.. Momdevno tavs velodebi tan dids love vaime mariam arici rogor vgijdebi me shenze love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№9  offline წევრი QueenA

კარგი იყო ძალიან.კარგი იქნება კიდევ უფრო თუ დაგვითბობ ვაჟბატონს.
და უფრო მეტად თუ განვითარდება მოვლენებიც ^^

 


№10  offline მოდერი chica sol

Kira
Vax vax damaswres magram "Kira is the first forever baby" araushavs..vaime dzalian momewona magram ar meyo patara iko dzalian.. Bute bute gagebute.. Momdevno tavs velodebi tan dids love vaime mariam arici rogor vgijdebi me shenze love

ჩემი კირა მოსულაა...
გეძებდიი...
ღმერთმა ნუ მომიშალოს შენი თავიი love wink
მე ვგიჟდები შენზე

 


№11 სტუმარი darina

Imdenad shemayvare tavi sul velodebi axal tavs, madloba rom eseti kargi xar <3
მარიამ ზაქარაშვილი
darina
gaga sul ufro da ufro miyvardeba, erti suli maqvs gavigo aseti vin aris, dzalian kargi tavi iyo tbili, dzalian magari gogo xar shen :-*

შენ კი ძალიან საყვარელიი.. თბილი ხარ თბილიი....
და ის თუ მითქვამს საოცრად რომ შემაყვარე თავი? love

 


№12  offline მოდერი chica sol

QueenA
კარგი იყო ძალიან.კარგი იქნება კიდევ უფრო თუ დაგვითბობ ვაჟბატონს.
და უფრო მეტად თუ განვითარდება მოვლენებიც ^^

რა კარგი ხარ შენ.
სულ ველოდები შენს შეფასებას.
რაღაცნაირად ახერხებ და დალაგებულ აზრებს მაცვლევინებ...რაც ძალიან მომწონს love

 


№13 სტუმარი ninia

vaime udzaanmagresia chemo gogooo rogor velodebi am istorias shen xo ver warmoidgen

 


№14  offline მოდერი chica sol

darina
Imdenad shemayvare tavi sul velodebi axal tavs, madloba rom eseti kargi xar <3
მარიამ ზაქარაშვილი
darina
gaga sul ufro da ufro miyvardeba, erti suli maqvs gavigo aseti vin aris, dzalian kargi tavi iyo tbili, dzalian magari gogo xar shen :-*

შენ კი ძალიან საყვარელიი.. თბილი ხარ თბილიი....
და ის თუ მითქვამს საოცრად რომ შემაყვარე თავი? love

მადლობა შენ რომ ელოდები და კითხულობ. აი, გითხარი კარგი ხარ რა, რა ვქნა? მაგიჯებთ სიხარულით

nicol
ოჰოოოო... ხომ ვთქვი დათბება-მეთქი? love
შუბლზე კოცნით იწყება ყველაფერი love
მარიკუნა, შენზე რა ვთქვა... უმაგრესი გოგო ხარ და ვგიჟდები შენზე love

სიყვარულით ნიკოლი love

მარის უყვარს საკუთარი ნიკოლი love

ninia
vaime udzaanmagresia chemo gogooo rogor velodebi am istorias shen xo ver warmoidgen

ნიინია დიდი მადლობაა love

 


№15 სტუმარი mariami

უხხ ძაააან ძააააააან მაგარიხარ <33 მალე დადეე

 


№16  offline მოდერი chica sol

mariami
უხხ ძაააან ძააააააან მაგარიხარ <33 მალე დადეე

ხვალ იქნება ახალიი love
მახარებს შენი მოწონება love

 


№17  offline წევრი kora

ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, ვგიჟდები შენზე<3 გაგა უკვე ძალიან შემიყვარდა, ძალიან ტკბილი და თბილი თავი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს love
--------------------
kira.G

 


№18  offline მოდერი chica sol

kora
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ, ვგიჟდები შენზე<3 გაგა უკვე ძალიან შემიყვარდა, ძალიან ტკბილი და თბილი თავი იყო, მოუთმენლად ველოდები მომდევნო თავს love

მახარეეებ... დიდი მადლობაააა love

 


№19  offline წევრი vikipiki.

ჰაიმეეეეეეეე რაა კაიი იყოოო ♥♥♥♥♥ გაკოცეეე ბევრიი :* :* :*

 


№20  offline მოდერი chica sol

კარგი ხარ შენ ჩემო თბილოო love

 


№21  offline წევრი გიჟი გოგონა :)

კარგი იყოოოოოოო wink love

 


№22  offline ახალბედა მწერალი MariamG

Chemo gogoo love xo ici rasac vfiqrob? love dzaliandzalian magaria!!! Mikvarxar meshen!

 


№23 სტუმარი lana

kira sixaruloo didi bodishii ra aqamde roo verr wavikitxee ubralodd arr gamomdiss ra skola dsmewyoo da xoo xvdebii ra aii dzaliann roo miyvarxarr xoici essvistoriacc dzaliann kiarada uzomodd miyvarss raa aii ertt sulzee varr gagazee hvelaferii gavigooo tann isee miyvars ukve roo ravii didi madloba siyvarulitt lana

 


№24  offline მოდერი chica sol

MariamG
Chemo gogoo love xo ici rasac vfiqrob? love dzaliandzalian magaria!!! Mikvarxar meshen!

შენ ხარ ჩემი პატარა გოგო, love
ჩემი თბილი და ლამაზი
მე მიყვარხარ შენ...

lana
kira sixaruloo didi bodishii ra aqamde roo verr wavikitxee ubralodd arr gamomdiss ra skola dsmewyoo da xoo xvdebii ra aii dzaliann roo miyvarxarr xoici essvistoriacc dzaliann kiarada uzomodd miyvarss raa aii ertt sulzee varr gagazee hvelaferii gavigooo tann isee miyvars ukve roo ravii didi madloba siyvarulitt lana

ჩემი ძალიან ემოციური ლანა მოსულაა...
გაიგებ მალე ყველაფერს, გპირდები დიდ ხანს აგარ გაგაწვალებ. love

გიჟი გოგონა :)
კარგი იყოოოოოოო wink love

მიხარია რომ მოგწონს... ჩემო კარგოო love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent