ჩემი გულის მეფე (8)
დილით ვიღაცის მოძრაობამ გამაღვიძა, მალევე ვიგრძენი მძიმე სხეული როგორ დამაწვა თავზე. სწრაფად გავახილე თვალი და "ჩემზე გაწოლილი" მძინარე გიორგი რომ დავინახე სუნთქვა გავწყვიტე, როგორც მივხვდი ძილში მხარი იცვალა და უნებურად ბალიშში ავერიე. -გიო-დავივურჩულე და ოდნავ შევანჯღრიე. რეაქცია არ ჰქონია, რამოდენიმეჯერ კიდევ დავუძახე მაგრამ რომ მივხვდი არ გაეღვიძებოდა მეც თვალები დავხუჭე, თუმცა არ დამძინებია. თითქმის 1 საათი ვიწექი ესე ბოლოს ძლივს ინება გიომ და გაიღვიძა -კარგი ბალიში მქონდა-თქვა მან და უფრო კარგად მოეწყო ჩემს სხეულზე -უნდა ავდგე-არ მივაქციე მის ნათქვამს ყურადღება და ადგომა ვცადე. -საჭმელი მომიმზადე და მოდი-მითხრა და გვერდი იცვალა. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და სააბაზანოში გავედი. იქედან პირდაპირ სამზარეულოში ჩავედი და ომლეტის კეთება დავიწყე. უკვე ნახევრად შემწვარი იყო გიორგი რომ ჩამოვიდა წელსზემოთ შიშველი, ნაცრისფერი სპორტული შარვალი ეცვა. წამით თვალი მის ჩაწიკწიკებულ კუბიკებს გავუსწორე მუცელზე მაგდამ მალევე ავარიდე მზერა და ტაფას დავხედე. -მეგონა მეტყოდი, ცუდად ხარ შენი ადგომა არ შეიძლებაო-ჩაიცინა მან. -რამნიშვნელობააქ, თუ რამე გინდა მაინც გააკეთებ და მე ტყუილად შეგეწინააღმდეგები.-მხრები ავიჩეჩე მე. -მიდი რა, არ უნდა ბოლომდე შეწვა, ისე გადმომიღე-გამიცინა მან და თეფში გამომიწოდა. ტაფა გადმოვაპირქვავე და ყველაფერი თეფშზე გადმოვყარე, კვლავ ხელში მივაჩეჩე და მაცივრიდან იოგურტი გამოვიღე ჩემთვის. -სამსახურში უფროსს დავირეკე და 1 თვიანი შვებულება მომცა-მამცნო მან. -კარგია, გილოცავ-ვუთხარი და გავუღიმე. -დღეს კლუბში წავიდეთ გინდა?-მკითხა და დიდი ლუკმა ჩაიტენა პირში. -არა არმინდა-ვიუარე კვლავ მე. -რატო? -არასდროს ვყოფილვარ, თან არმომწონს ხმაურიანი ადგილები-ავუხსენი მე სიტუაცია. -მაშინ მთაწმინდაზე ავიდეთ და იქ დავსხდეთ-მხრები აიჩეჩა მან. -თუ ეგრე გინდა კარგი-დავეთანხმე მეც. -იცი რა ვიფიქრე?-კვლავ დაიწყო მან. -რა? -არვიცნობთ ერთმანეთს-მხრები აიჩეჩა მან -ჩემზე მგონი იცი ხო?-სიმწრით ჩავიცინე და ისე გავხედე მას. -მე ვარ გიორგი ნატრიაშვილი, 26 წლის. ბიზნეს ადმინისტრირებაზე დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი და ეხლა საკმაოდ მაღალი ხელფასით ვმუშაობ. მაქვს დანაზოგი და ვაპირებ რამე ბიზნესი დავიწყო. ერთი ძმა მყავს. დედა 15 წლის ასაკში დავკარგე მამა კი მუშაობს.შეყვარებული ან საცოლე არასდროს მყოლია მაგრამ ბევრი გოგო მყავდა-გამაცნო საკუთარი თავი მან. -სამწუხაროა დედის დაკარგვა-ვუთხარი მე და იოგურტის დაცლილი შეკვრა სამაგვე ყუთში ჩავაგდე. -ასევე ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციული ცეკვა-დაამატა ღიმილით მან. -მეც მიყვარს თუმცა არვიცი-გავიცინე მრ. -კიდევ მიყვარს ფეხბურთის თამაში -მე კალათბურთს ვთამაშობ-ენა გამოვუყავი მე. -არაფერი გეტყობა მაგის-ჩაიცინა და ამათვალიერა -რა? 1.64 ვარ სიმაღლეში-გავიჯგიმე მე. -მაინც დაბალი ხარ-ენა გამომიყო და მოსუფთავრბული თეფში ნიჟარაში ჩადო. -რაღაცის გაკეთება მინდა-ამოიწუწუნა მან. -რა უნდა გააკეთო?-ვკითხე ინტერესით. -ცუდი შედეგი მოჰყვეს შესაძლოა-თავი უკმაყოფილოდ გააქნია მან. -თუ ძალიან გინდა შეგიძლია გააკეთო-გავიცინე მე. -სხვა დროს-ყრუდ ჩაილაპარაკა და ოთახი სწრაფად დატოვა. გასარეცხი ჭურჭელი სწრაფად ამოვრეცხე. შემდეგ ზურას დავურეკე და თითქმის ნახევარი საათი ველაპარაკე. გიოს ვერსად მოვკარი თვალი და მისაღებში ტელევიზორის ყურება დავიწყე, ესეც მომწყინდა და ჩემს ოთახში ავედი, სწრაფად შევწექი ლოგინში და თვალები დავხუჭე. მალევე ჩამეძინა მაგრამ მალევე გავიგე კარის ხმა. ვიღაც უკნიდან მომეხუტა და ცხვირი კისერში გამიხახუნა. ვინ იქნებოდა თუარა გიორგი ნატრიაშვილი? მძინარესაც კი მესიამოვნა მისი შეხება, ბეწვი ამეშალა და თვალები გავახილე. -რასაკეთებ?-მისკენ გადავბრუნდი. -რასაც მინდა-ჩუმად მითხრა და ტუჩები შუბლზე მომაწება, შუბლიდან ლოყებზე ჩავიდა, ცხვირზე და ბოლოს ოდნავ მომშორდა. -ლოყები გაგიწითლდა-გაიღიმა მან და კიდევ ერთხელ შემახო ტუჩები ლოყებზე. -რასაკეთებ?-ამოვიხავლე მე და თავი ოდნავ უკან გავწიე. -შენ ხომ მითხარი რაც გინდა გააკეთეო?-ვითომ გაიკვირვა მან. -მე არმითქვამს ამაზე-კვლავ დავიჩურჩულრ მე. -კარგი მაშინ იმას გავაკეთებ რასაც იმ წუთას ვფიქრობდი-ჩაიცინა მან და ამჯერად ცხელი ბაგეები ჩემს ათრთოლებულ ტუჩებს მიაწება ხვალ ჩემი მშობლები ჩამოდიან, მათთან გადავდივარ სახლში და ისე მიხარია ერთი თბილი თავი თქვენ.. მადლობა ვინც გამიგეთ, ნამდვილად არ დაგივიწყებთ ამას ... შევეცდები ამის მერე ძალიან დიდი თავები დავდო და გაგახაროთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.