История еще вернуться (სრულად)
ალბად ვერასდროს მივხვდებოდი რას ნიშნავდა სიყვარული რომ არ გამეცანი. სიყვარული? სიყვარული ყველაზე დიდი ტანჯვაა რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს შეიძლება გაუძლოს მაგრამ ძალიან ძნელად ბევრი რომ არ ვილაპარაკო სიყვარული ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. - როგორ გაიცანით ერთმანეთი?! - სოციალურ ქსელში. გაგიკვირდებათ მაგრამ როგორ შეგიყვარდა ეგრეო მაგრამ მე თვითონაც არ ვიცი - როდის გაიცანი? - აგვისტოში 23 აგვისტოს როგორ მახსოვს ეგ დღე თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას სხვაზე ვიყავი გადართული. ისეთ ადამიანზე რომელიც საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას არ ვაინტერესებდი ეს კი ყოველ დღე მწერდა მკითხულობდა სიმართლე გითხრათ თავს მაბეზრებდა და უმეტეს შემთხვევაში პასუხს არ ვწერდი ხოლმე. - როდის შეხვდი პირველად? - სამ თებერვალს ორშაბათს ძალიან კარგად მახსოვს დღესაც ის დღე და არასდროს დამავიწყდება - რა იგრძენი? - სითბო ყველაზე დიდი სითბო რაც აქამდე არავისგან არ მიგვრძვნია. - შეგიყვარდა? - ძალიან, უსაზღვროდ,უზომოდ, ყველაზე მეტად მიყვარდა - როგორ გექცეოდა? - თბილად ძალიან, ძალიან მორცხვი იყო, მაგრამ მალევე შემეჩვია და გამიხარდა ძალიან. - ჩხუბობდით? - ყოველდღე აბსოლიტურად ყველაფერზე მაგრამ მნიშვნელოვანზე ძალიან იშვიათად. - მაინც რაზე? - გოგოებზე, მეგობრებზე, ძალიან ეჭვიანი ვარ ზედმეტად და ყოველთვის ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი რომ თბილად წერდა კითხულობდა. - რას ამბობდა ამ ყველაფერზე? - ჩხუბზე ამბობდა რომ ვისაც უყვარს ერთმანეთი ისინი სულ ჩხუბობენო, ეჭვიანობაზე ამბობდა რომ მომწონს ძალიანო, მაგრამ ყოველთვის მეგონა რომ ერთ დღეს მობეზრდებოდა ეს ყველაფერზე ეჭვიანობა და წავიდოდა. - უმიზეზოდ ეჭვიანობდი? - უმეტესად კი, მაგრამ მიზეზიც ძალიან ბევრი მქონდა - თვითონ ეჭვიანი იყო? - კი ძალიან, ყოველთვის მაკონტროლებდა, მომწონდა კონტროლი რადგან ვხვდებოდი რომ ვუყვარდი ძალიან. - დაშორებულხართ? - ძალიან ბევრჯერ ყველაზე დიდი ხანი ორი კვირა ვიყავით დაშორებულები და ის ორი კვირა არ ვიცი ვერ აგიხსნით საშინელება იყო ჩემთვის ბედნიერება რა ცოტახანს გრძელდება იცით? ძალიან ცოტახანს სულ რამდენიმე წუთით ან სულაც წამით. მე უბრალოდ მინდოდა გყვარებოდი სულ ერთი წამით. - ბედნიერი წუთები? - ძალიან ბევრი ♥ - რა გახსოვს? - სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად ჩვენი ჩხუბი მახსოვს პირველი ჩხუბი როგორ მიდიოდა და არ შემეძლო გაჩერება ვუყურებდი მიდიოდა და ვერ ვაჩერებდი არადა ისე ახლოს ვიყავი მაგრამ.. - რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? - ბოლო მერვე თვე იყო.. - რატომ ბოლო? - წავიდა. - რატომ? - ვერ დავიმსახურე ალბად. - თავს როგორ გრძნობ? - იმედგაცრუებულად.! - დაბრუნდება? - არამგონია - რა არის სიყვარული? - ტკივილი რომელსაც ვერ ცვლი. - როგორ გგონია ბედნიერია? - იქნება ბედნიერი.! მინდა რომ იყოს მართლა მინდა სამი თებერვალი მახსოვს. გამიგებთ ალბად რას ვგრძნობ რატომ მტკივა. შეიძლება შევიყვარო სხვა მაგრამ? სამ თებერვალს რა დამავიწყებს მის გაბურთულ ლოყებს. შენი ღიმილი იყო ჩემი სამოთხე სამოთხე რომელშიც ვცხოვრობდი მე. ბედნიერი ვარ რომ მყავდი მყავდი მაგრამ დაგკარგე. ჩემს ისტორიაში შენ ყოველთვის დაბრუნდები მაგრამ არა ცხოვრებაში. მტკივა სამი თებერვალი მტკივა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.