შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შოკოლადისფერი “ნაწილი პირველი“


17-09-2015, 00:59
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 274

როგორ იყო?ყველაფერი უნდა მოვყვე?ე.ი მე და ჩემი კურსელი ანეტა მივდიოდით ქუჩაში,ხოდა გაგვაჩერეს,ვინ ან რატომ არ ვიცი,მაგრამ მთლიანი ყუთი შოკოლადი გვაჩუქეს,ეს ალბათ ახალი შოკოლადის საქართველოში ჩამობრძანების წინა სამზადისი იყო,ნუ მოკლედ ავიტაცეთ ყუთი და საჩქაროთ ავედით სახლში,დავეწაფეთ ყუთს და გახსნას შევუდექით,შიგ უამრავი სახეობის შოკოლადი ეწყო,რძიანი,კაკაოსი,ყავის,ვანილის,ხილის,ნუ საოცრბა იყო პირდაპირ,განსაკუთრებით მათთვის ვისაც შოკოლადი ძალიან უყვარს,ჩემსავით.დაბნეული ვიყავი არ ვიცოდი საიდან დამეწყო,ანეტამ რძიანი დააგემოვნა,მე კი დავჩერებოდი შეკვრებს და ვარჩევდი,ჯერ რომელი შემეჭამა,ამასობაში ის მეორეს დასახურდავებლად მოემზადა.
-ცუდად არ გახდე-მივუგე და ძლივს ნარჩევი ნუგბარიდან თხილის ამოვიგე-ასე სწრაფად ნუ შევჭამთ-ყუთი დავხურე და შენახვა დავაპირე,როდესაც შემაჩერა და კიდევ ერთის ამოღება მთხოვა.
-შოკოლადი არ იწყინება-თვალი ჩამიკრა და შავ შკოლადს დასწვდა,რომელიც ყველაზე ნაკლებად მიყვარს,რადგან საშინლად არ მომწონს მწარე შოკოლადები.
-შოკოლადმა წყენა იცის-გავაპროტესტე მისი ნათქვამი-არაა კარგი ბევრი-ამას ამბობს ადმიანი,რომელიც დღეს არ ტოვებს ერთი შეკვრა რომ არ შეჭამოს.ეს უბრალოდ ჩვევაა,რომელიც გადაჩვევას არ ექვემდებარება.
-შენ არ მითხარი ვგიჟდები და უზომოდ შემიძლია ვჭამოო?-გამომცდელი მზერით მეკითხება და თვალებს ლულავს
-ეგ მე არ მითქვამს-ვიკრიჭები მე და ყუთს ვინახავ-მაინც ვერ გავიგე რატომ დაარიგეს ამდენი შოკოლადი.-მხრებს ვიჩეჩ გაკვირვებული
-იქნებ ვადაგასულია-ამბობს ანეტა და მისაღებში მილასლასებს,სავარძელში ესვენება და კვნესის-მგონი ჰაერი არ მყოფნის
-ბევრი რომ ჭამე მაგის ბრალია-ვეუბნები სიცილით და მალევე ვსერიოზულდები,როდესაც ვადას ვაკვირდები
-ჰა რაიყო ვადაგასულია?-მეკითხება შეშინებული ხმით,მე კი ვდუმმვარ და რუდუნებით ვკითხულობ,რომ ვადა არის 03:10:2015
-ახლა 2015 ია ხო
-ხო
-თვე?
-სექტემბერი
-უჰ მაშინ გადავრჩენილვართ-ვამბობ გახარებული და მშვიდად ვხსნი მეორეს.
-უიმე მარიამ შენი კუბო დავდგი-ოჰ მისი ჩვეული წყევლა,აქამდე რომ არ მითხრა მიკვირს.
-რაფერი?-ვეკითხები და წამწამებს ვახამხამებ.
-შენ რა ფერსაც ისურვებ,გულს არ დაგწყვეტ-მეკრიჭება და სავარძლიდან დგება.-საშინლად დავმძიმდი,დამავიწყდა სად მივდიოდით
-არსად ანეტ,არსად უბრალოდ გარეთ გავედით-ვამბობ და შოკოლადით დასვრილ ტუჩებს ვილოკავ.-მმ რა გემრიელია,პირდაპირ ნეტარებაა-თვალებს ვხუჭავ და ის როა კორონას რეკლამა ქალი ნავში,“სურვილიდან სურვილამდე“,მერე რა მოზდეს აღარ მახსენდება.
-ასწიე ერთი ადილი და გავიდეთ გარეთ-მეუბნება ანეტა
-რატომ?-ვეკითხები-აქ ვერ ვართ,ნახე რა კარგი რამეა,თუ გინდა კიდევ აიღე,იქ შევდე თაროზე-ხელს ვიშვერ კარადისკენ.
-აღარ მინდა-ამბობს ბუზღუნით და შემოსასვლელში მილაყუნობს-წამოხვალ თუ მარტო წავიდე-მიძახის და ფეხებს აბაკუნებს-ჰა გელოდები ძევაჩკა-ისევ აგრძელებს ბაკუნს-ასწევ და გამოხვალ თუ ავწიო და გამოვიტანო.
-კარგი ხო-ვბუზღუნებ მეც-რა აუცილებელი იყო ამ დანაყრებულ კუჭზე გარეთ სიარული-ვლუღლუღებ და უკან მივყვები,ის კი კარს აღებს და ჰოპ თავი უკვე სადარბაზოში ამოვყავით,ნელი რიტმული ნაბიჯებით მივუყვებით კიბეებს და კიდევ ჰოპ ჩვენ გარეთ ვართ-ახლა საით?-ვეკითხები წინამძღოლს,ის კი ბრუნდება და წარბების თამაშით მანიშნებს იქით გაიხედეო და მეც გავიხედე,მაგრამ ვაი იმ გახედვას,ჩვენსკენ მოემართებოდა რაღაც არაამქვეყნიური ქმნილება,არა ეს ნამდვილად არაა ქართველი,როგორ შეიძლება,რომ ეს აქ ცხოვრობდეს,ვაიმე მგონი გონებას ვკარგავ,გაიშული მზერით ვუყურებ ანეტას და ვცდილობ დავწყნარდე,მაგრამ ძირს ლამის გავიშოტე არაამქვეყნიურმა ჩემს გვერდით,რომ ჩაიარა,ტუჩზე ისე მწარედ ვიკბინე მეგონა მომძვრებოდა,უხ რა ტანი,პირდაპირ აღმაშფოთა მისმა გარეგნობამ,ასე არავის მოვუნუსხივარ ოცდახუთი წელია დავაბოტებ და პირველად მომეწონა,არა რა მართალია რომ მეუბნებიან არ ხარ შენ ნორმალური.
-გოგო ცოცხალი ხარ?-მეკითხება ანეტა და მხარს მკრავს.
-კი,კი რავა არა-სიცილით ვეუბნები და გაუცნობიერებლად მივდივარ წინ,ანეტა კი უკან რჩება.-ჰეი აღარ მოდიხარ?-ვეძახი მე
-თუ დამელოდები კი-დამეწია იგი და გზა ისევ რიტმულად გავაგრძელეთ.
-რა ბიჭი იყო,კამფეტ-ჩემს ნათქვამზე ანეტა თვალებს აფართოებს,ნერწყვს ყლაპავს და ლამის დაიხრჩოს.
-მომეჩვენა თუ შენ ბიჭი მოგეწონა.-ხელებს მაღლა სწევს-უნდა დავეწიო-უკან ტრიალდება მეკი სიცილით ვკიდებ ხელს და ისევ წინ ვაბრუნებ
-ნუ სულელობ,წამო სკვერში დავსხდეთ-ვანიშნებ და შუქნიშანს ვუყურებ,როდის აინთება წითელი,რომ გადავკვეთოთ.
-მეც ძალიან მომეწონა-მეუბნება გზაში-ნეტავ კიდევ შეგვხვდება?-ისეთი ხმით ამბობს,თითქოს საკუთარ თავს ეკითხებოდეს.-მგონი ცუდად ვარ-ხელს შლის და სახესთან იქნევს-ჰაერი არ მყოფნის.
-მგონი შენ უფრო მოგეწონა ვიდრე მე-ვეუბნები და ვფხუკუნებ-შენთვის დამითმია-ჩემს ხელებსაც ვაშველებ,ის კი ლამისაა ძირს გაწვეს მოთენთილობისაგან.
-კაი არ მინდა,არ ლები
-არც შენი არც ჩემი
-შეიძლება!-იღიმის ეშმაკურად.-ნეტა შკოლადი წამოგვეღო,მგონი ჩვენს ყოფას პოზიტივი შეზძინა.
-ჩემთვის ყოველი დღე პოზიტივია
-ოხ ეს ოპტიმისტები-ჩაიფრუტუნა-რა გახარებთ ნეტა.
-100$-უაზროდ მეღიმება და სკამზე ვჯდები-წავალ გადავახურდავებ და. . .-მაწყვეტინებს ლაპარაკს
-მდიდარი ყოფილხარ-ამბობს მრავლისმეტყველი სახით და გვერდით მიჯდება-შენ კი უნდა იყო ოპტიმისტი,სხვებმა იკითხონ თორე. . .-ახლა მე ვაწყვეტინებ
-ის ბიჭი-აღელვებული ვამბობ და მზერას ვარიდებ,არ მინდა იგრძნოს,რომ ვიღაც უყურებს,ანეტა მთლად გადაირია,იქვე ჯიხური იდგა,წამოხტა და მიირბინა,ცოტახანში ვხედავ გაზეთით მოდის,არხეინად.-რას აკეთებ?-ვეკითხები და გაზეთის წართმევას ვცდილობ,რასაც შედეგად მისი ხელის გული მოჰყვა,არცისე უმტკივნეულო.
-დამაცადე-აგენტივით მეუბნევა და გაზეთს ინტერესით შლის,წამოვდექი და მიწ წინ დავდექი,ცოტახანს ჰქონდა ცხვირი გაზეთში ჩაყოფილი,მერე ამოიხედა ისე,რომ მარტო მისი შავი თვალები ჩანდა-ეი, ტუტუც, გამოიწიე რა ხედს მიფუჭებ-გაბრაზებულმა მომიგო და ხელით მანიშნა გაიწიეო.
-ანეტა გეყოფა-მეც გავბრაზდი უკვე-მოაცილე ეგ გაზეთი და ნორმალურად მოიქეცი-წართმევა დავაპირე,მან კი ისევ ჩამარტყა-ნუ იქცევი ბავშვურად-დავიღრიჭე და გაზეთი მაინც წავართვი,ის კი გაბრაზებული წამოდგა და რომ უნდა ჩამარტყას მეუკან უკან წავედი,გაზეთს აქეთ-იქით ვაფრიალებდი და თან ნაბიჯებს ვუმატებდი.ანეტა არ გაჩერებულა მომყვებოდა და მეც მივდიოდი სანამ ძლიერი შეჯახება არ ვიგრძენი,იმედი უნდა გაგიცრუოთ,რომ მივიხედე უსულო ხე იყო,იმდენად ძლიერად დავეჯახე,თვალებში ვეღარ ვიხედებოდი და გონებაც დავკარგე.



№1  offline მოდერი chica sol

აუუ კარგი იყო,,, შენი კუბო დავდგიო ხომ? თანაც ეს საპირმო წყევლაა? არ ველოდი კარგად ვიხალისე. კარგი ხარ ავტოორ... love
ველოდები შემდეგს...

 


№2  offline წევრი yvavi

კაი იყო დედუც. შენიშვნები რაც მქონდა პმში მოგწერე უკვე და აქ თავიდან ჩამოწერა მეზარება :3 უბრალოდ ხესთან შეჯახებით გონებას ვინ კარგავს ოღონდაც.
გააგრძელე :3 <3

 


№3  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

yvavi
კაი იყო დედუც. შენიშვნები რაც მქონდა პმში მოგწერე უკვე და აქ თავიდან ჩამოწერა მეზარება :3 უბრალოდ ხესთან შეჯახებით გონებას ვინ კარგავს ოღონდაც.
გააგრძელე :3 <3

ცუდად შეეჯახაა უკნიდან :დდდ რა გინდა შვილუც შენ.მქონია ეგეთი შემთხვევაა.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№4  offline მოდერი chica sol

teofine15
yvavi
კაი იყო დედუც. შენიშვნები რაც მქონდა პმში მოგწერე უკვე და აქ თავიდან ჩამოწერა მეზარება :3 უბრალოდ ხესთან შეჯახებით გონებას ვინ კარგავს ოღონდაც.
გააგრძელე :3 <3

ცუდად შეეჯახაა უკნიდან :დდდ რა გინდა შვილუც შენ.მქონია ეგეთი შემთხვევაა.

"ცუდად შეეჯახა" კარგი იყო wink
ვგიჟდები უკვე შენს იუმორზე love
მალე დადე რა ახალიიი თავიი

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

საინტერესო ჩანს.განაგრძე.

 


№6  offline წევრი Imagination

ჩემს კარგ განწყონას ეს ისტორია კიდევ უფრო მოუხდა.ნუ ყოჩაღი რომ ხარ და კარგი დააა ' ოხერი' ეგ მილიონჯერ მითქვამს.ეს კი კარგია მაგრამ ის იტორია დაასრულე აუცილებლად.

 


№7 სტუმარი მედ

მომეწონაა..კარგი ჩანს. სახალისო და საინტერესო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent