Bad Boy Have Big Love
ძილი საშინელმა ხმაურმა დამიფრთხო ძლივს გავახილე თვალი კარს მივვარდი , შევამოწმე ჩაკეტილი თუ იყო , ჩაკეტილია, ამოვისუნთქე და ფეხაკრებით დავბრუნდი ისევ საწოლში.ისევ ჩემით ვიფანტაზიორე რა თქმა უნდა არანაირი ხმაური არ ყოფილია,უბრალოდ იმდენად მეშინია მეჩვენება რაღაცეები,ან ვიღაცეები.თუმცა უკვე ვეგუები კიდევაც. *** მე ელე ვარ, უფრო სწორედ ელენე მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ყველა რატომღაც ელეს მეძხის უკვე შევეჩვიე ამ სახელს,ამიტომ ყველას ასე ვეცნობი,ვსწავლობ ილიაუნში,ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.საბედნიეროდ გამიმართლა და 100% გრანტი ავიღე. ჩემი მშობლები და ძმა ავტოკატასტორფის შედეგად დაიღუპნენ,31 დეკემბერს როცა ახალ წლამდე სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი. იმ დღეს ჩემი ძმა მოიწამლა და საავადმყოფოში წავიყვანეთ,ექიმა თქვა რომ საშიში არაფერი იყო და გამორეცხვის შემდეგ სახლში გამოგვიშვეს,ჰოდა ჩვენც გავეშურეთ სახლისკენმახსოვს,მახსოვს,ერთად ვმღეროდით "ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს"როცა ძლიერი დარტმა ვიგრძენი,შემდეგ სიბნელე და მორჩა... მანქანა ხრამში გადავარდა იქიდან გადარჩენა შეუძლებელიც კი იყო,თუმცა აი ახალი წლის ჯადოსნური ღამეც,მე გადავრჩი.სამწუხაროდ მე მომიწია ამ ტკივილთან შებრძოლება,მე მარტო,თუმცა მე ძლიერი ვარ და გავუძელი,ვისწავლე როგორ უნდა იცხოვრო ტკივილთან ერთად.მაშინ 17 წლის ვიყავი და ბიცოლა და ბიძაჩემა თავის სახლში წამიყვანეს,მაშინ გადაწყვეტილი მქონდა როგორცკი 18 გავხდებოდი მარტო წავიდოდი ჩემს სახლში საცხოვრებლად, თუმცა ვერ შევძელი თურმე მშიშარა ვარ. როცა 20 წლის გავხდი მივხდი რომ დრო იყო ჩემი თავისთვის მიმეხედა რადგან ამის ყველანაირი შესაძლებლობა მქონდა,როცა დავიბადე ჩემა მშობლებმა ანგარიში გამიხსნეს ბანკში ჰოდა იქ 17 წლამდე ყოველთვიურად რიცხავდნენ ფულს,არ ვიცი რატომ იქნებ რამესაც გრძნობნენ კიდევაც,ამასთანავე ზაფხულობით ვმუშაობ,მამაჩემის დანაზოგიც მაქვს,სანამ 18 გაავხდებოდი ანუ თითქმის ორი წელი სახელმწიფო მაძლევდა ყოველთვიურად 200 ლარს როგორც "მარჩენალ დაკარგული" ჰოდა ამასც ვაგროვებდი მოკლედ ჯერ-ჯერობით ფულის პრობლემა არ მაქვს.ამიტომ გადავედი ჩემს ძველ ბინაში. ჰოდა ვცოვროვ აქ მართალია უკვე ერთი კვირაა, ნორმალურად არ მიძინია მაგრამ მაინც ვამაყობ ჩემი თავით,მე ესეც შევძელი. თვალები მძიმედ გავახილე,დღეს 28 სექტემბერია რაც იმას ნიშნავს რომ სწავლა იწყება,სიმართლე გითხრათ ეს ფაქტი ძალიან მახარებს,რადგან ვგიჟდები ჩემს მომავალ პროფესიაზე,ლექტორებიც კარგი მყავს და კურსელები,ერთადერთი რაც მაწუხებს ეს დილით ადრე ადგომა. დილით ჭამა არ მიყვარს,ამიტომ დავიბანე ჩავიცვი მოვიმარჯვე ჩემი ტელეპონი ჩავრთე "Pink Floyd - Wish You Were Here" და გავეშურე უნივერსიტეტში. თურმე ძალიან მომენატრა ჩემი მეგობრები,და საერთოდ იქაურობა.მე მარი და სალომე უნიფუდში წავედით,ძლივს ვიშოვეთ ადგილი და ჩამოვჯექით,სამი თვის უნახვაებმა ყველაფერი მოუყევით ერთმანეთს და შემდეგ ლაპარაკით დააღლილებმა,ცოტახანი ჭამა გადავწყვიტეთ,თუმცა სალომე აბა ცადეთ და გააჩერეთ,შეუძლებელია. -გოგოებო მოკლედ დღეს ბაიკერების შეჯიბრია,მართალია უკანონოა თუმცა სამაგიეროდ ისეთი სანახააობაა. -ამან ეტყობა ძაან ბევჯერ უყურა იმ ფილმს რაააქვია შემახსენე -ციდან სამ მეტრზე შემახსენა მარიმ რასაც ჩვენი სიცილი და სალოს დაბღვერილი სახე მოყვა. -თქვენ რა დაგავიწყდათ რომ მალე დაბადების დღე მაქვს გთხოოოვთ გთხოვთ წამოდით და გპირდებით ცხოვრების ბოლომდე თქვენი მონა ვიქნები. სინამდვილეში დაბადების დღე ერთ თვეში აქვს თუმცა მარის ვინ რას გაუგებს. და ასე აგრძელებდა ლექციების ბოლომდე შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდნენ და იქაც,მოკლედ უსასრულოდ გაგრძელდებოდა ეს ყველაფერი,და ბოლოს რა თქმა უნდა დაგვითანხმა. შავი შარვალი ჩავიცვი ზემოთ უბრალო მაიკა და "საროჩკა" შემოვიხვე,ნუ ისე ჩავიცვი როგორც ყოველდღე. თუ იმას არ ჩავთვლით რომ მთელი გზა მარის წუწუნს ვუსმენდით ცუდი არც არაფეირ ხდებოდა.არც ისეთი ამაზზრზენი იყო როგორც ფილმებშია ნაჩვენები,ყურადღებასაც არავინ გვაქცევდა,ან ვინ მოგვაქცევდა ჩაცმულ-დახურულ გოგოებს ყურადღებას როცა დანრჩენები თითქმის ტრუსების ამარა იყვნენ.მოკლედ შეჯიბრიც დასრულდა,ვიღაც ბიჭმა გაიმარჯვა და ეს თითქოს არც არავინს გაკვირვებია. სალო ერთი ბიჭისკენ გაეშურა და ჩაეხუტა მე და მარის კი "აქ რა ჯანდაბა ხდება" გვეწერა სახეზე. შემდეგ გაგვაცნო თურმე ბათუმში გაიცნო და ერთმანეთი შეუყვარდათ,სისულელა ხო ? გეთანხმებით. დაჩი ჩვენთან იდგა რაღაცეებს გვიყვებოდა თურმე ეგეც ბაიკერია თუმცა შეჯიბრებები არ უყვარს,დაჩიმ "გამარჯვებულს" დაუძახა -გიი მოდი აქ ვიღაც უნდა გაგაცნო. თქვა დ გაიკრიჭა -რამდენჯერ გითხარი ასე ნუ მეძახი ჩემი ნაშა ხარ თუ რა,დაუბრიალა თვალები თან ეცინებოდა. -ჰოჰო კაი კაი და უჟმურია ღმერთო ჩემო ხედავთ თქვა და ხელები მაღლა აწია,ნიშნაღ "ღმერთო შენ მიშველეო" -მოკლედ გაიცანი ეს მარია,ეს ელე და ეს კი სალომე. -მე გიორგი,სასამოვნოა თქვა და გვერდულად ჩაიღიმა ღმერთო თუ არსებობს ნომინაცია ყველაზე სიმპატიური მამაკაცი მე ამ ტიტულს მას ვანიჭებ. და იქნებ ერთხელ მაინც შემომხედოს იქნებ რა გოგო ვარრ ? შენც არ მომიკვდე. ფიქრებიდან კივილის ხმამ გამომიყვანა,როგორც ჩანს ვიღაცამ პოლიციაში დარეკა,ვინ სად გარბოდა ვერ გავიგე და ინსტიქტურად მეც გავიქეცი სად არ ვიცი,მივრბოდი და როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი გავჩერდი,ვცადე ჩემი თავო ხელში ამეყვანა თუმცა ისეთი აურზაური იყო ეს შეუძლებელიც კი იყო,ირგვლივ ვერავის ვცნობდი ამიტომ პანიკური შიში დამეწყო და ტირილი დავიწყე,ერთ ადგილას ვიდექი სულელივით როცა ჩემს ირგვლივ მოტოციკლეტი გაჩერდა. -თუ აქ დარჩენას აპირებ საწინამღდეგო არაფერი მაქვს მაგრამ თუ გინდა წამო შენები უკვე წავიდნენ. ვერ წარმოიდგენთ როოგორი სიმპატიურია -ჩემს თვალიერებას როდის მორჩები მითხრა ღიმილით მეც შემოვუსკუპტი უკან,და ჩემი თავი იმით გავიმხნევე აბა რა უნდა მექნა-თქო ? -მოვედით. -მაგრამ,ეს ჩემი სახლი არაა. -და მე საიდან უნდა მცოდნოდა შენი სახლი ? -უნდა გეკითხა,თქვენ რა გაგიჟდით ? -შენ უნდა გეთქვა,მე რაში მაინტერესებს. წამოდი ჩემს ბინაში,და თქვენობით ნუ მომართავ გთხოვ,სასაცილო ჟღერს. მითხრა უდარდელი ხმით თითქოს ჩემი კარგი ნაცნობი სახლში მეპატიჟებოდეს -სახლში წამიყვანე,გეტყვი სადაც ვცხოვრობ. ავნერვიულდი მასთან დარჩენას არ ვაპირებ. გაიცინა. -შენ რა ფიქრობ ახლა სახლში წაგიყვან ? დაღლილი ვარ და ამის გამო ვერ შევწუხდები,ნუ გეშინია შენი ტიპის გოგოები არ მომწონს,ამიტომ შენს გაუპატიურებას არ ვაპირებ,გაიცინა და და წავიდა გზაში მომაძახა,-თუ მოდიხარ წამო თუარადა შეგძლია დარჩე. დავრჩე სად ? ვფიქრობდი,ან მისი ტიპის გოგო რატო არ ვარ ? ღმერთო რა იდიოტი ვარ,ჯანდაბა ყოჩაღ სალო ყოჩაღ,შევძახე ჩემს თავს და უკან გავეკიდე. ეს ჩემი პირველი მოთხრობა,ამიტომ ვენრვიულობ და რაღაც-რაღაცეები არ შეიმჩნიოთ :დდ ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი.ველოდები კრიტიკასაც რომ შემდეგ გამოვასწორო :დ მოკლედ დაწერეთ თუ გინდათ გავაგრძელო :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.