შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფულზე გაყიდული (თავი 5-6)


17-09-2015, 18:30
ავტორი hermione
ნანახია 7 923

სახლში რომ დავბრუნდი მეგონა მარიამს უკვე ეძინებოდა, ის კი მისაღებში დამხვდა, გამიხარდა რომ ჩემთან მოსვლა გაბედა და რაღაც მთხოვა, მინდა როგორმე გავუქრო ჩემს მიმართ შიში, ჩემი თანხმობის შემდეგ ისეთი ბედნიერი გაიქცა ვერ მოვახერხე იმ თემაზე დალაპარაკება რაზეც მინდოდა, დილით დაველოდები და დილით ვეტყვი. განიხარდა მისი ღიმილის დანახვა მითუმეტეს რომ, ამ ღიმილის მიზეზი ჩემი საქციელი იყო. ცოტახანში მეც წავედი დასაძინებლად მეც წავედი, მისი ოთახის კარები შევამოწმე როგორც ჩანს ღია დარჩა, ვერ მოვითმინე რომ მძინარესთვის არ დამეხედა, ისეთი მშვენიერი იყო, ძილშიც იღიმოდა, მის წაბლლსფერ თმას საოცარი სურნელი ასდიოდა, მინდოდა დავხრილიყავი და მისთვის მეკოცნა მაგრამ ამის უფლება საკუთარ თავს თვითონ წავართვი, მისი ოთახიდან გულდამძიმებული გამოვედი და ჩემს საძინებელს მივაშურე.
******
დილით შესანიშნავ ხასიათზე გამეღვიძა, უკვე რვა ხდებოდა ლექცია 9 ზე მეწყება, სწრაფად გავემზადე და დაბლა დავეშვი, როგორც ყოველთვის სკოლის მოსწავლესავით გამოვიყურებოდი, ცხენის კუდათ შეკრული თმები, დახეული ჯინსი კედები და მაისური, სწრაფად შევედი სამზარეულოში მინდოდა ლიაკოს მივსალმებოდი, მაგრამ იქ ლიას ნაცვლად გეგა დამხვდა ყავის ფინჯნებით ხელში. მის დანახვისას კარებში გავჩერდი.
- დილა მშვიდობისა მარიამ, ლიამ მითხრა რომ რძიანი ყავა გიყვარს და ყავის ფინჯანი გამომიწოდა. გაოცებული ვუყურებდი თავი ისევ სიზმარში მეგონა.
- უნივერსიტეტში მაგვიანდება უნდა გავიდე.
- მოიცადე შენთან სალაპარაკო მაქვს, თან ყავაც გაგიცივდება. მის ნათქვამს მბრძანებლური კილო დაკრავდა, არ მინდოდა მასთან კამათი ამითომ ფინჯანი ჩამოვართვი და მაგიდასთან დავჯექი.
- მარიამ დღეს ჩემი მეგობარი მოდის თავის ოჯახთან ერთად და ჩემი მშობლები შენს გასაცნობად და ალბათ ქორწილის თარიღსაც დავთქვავთ.
- აჰა და მე რა მევალება? ირონიულად გავიღიმე, ჩემი აზრი აინტერესებს ვინმეს? მაინც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
- მარიამ გთხოვ შეეცადე გაიგო, ამას შენი კეთილდღეობის გამო ვაკეთებ.
- კარგი გასაგებია და მე რა უნდა ვქნა, ვახშამი მოვამზადო და ჩემ დედამთილ მამამთილს თავი მოვაწონო?
- მარიამ! ვახშამს ლია ამზადებს უბრაოდ მინდა რომ 6 საათზე სახლში იყო.
- კარგი როგორც შენ იტყვი. უკვე ასადგომად ვემზადებოდი.
- და კიდევ ერთი, ჩემმა მშობელბმა არაფერი იციან ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მათ გონიათ, რომ სიყვარულით ვქორწინდებით, მე მათ უკვე ბევრჯერ ვატკინე, არ მინდა კიდევ დავუმატო. გთხოვ ისე მოიქეცი რომ ვერაფერს მიხვდნენ. მის ხმაში დიდი ტკივილი იგრძნობოდა, არ შემეძლო არ მომესმინა თან მეც მეცოდებოდა მისი მშობლები წარმომიდგენია ნიაკოს დაკარგვის შემდეგ რა გადაიტანეს, სულაც არ მინოდდა მათთვის გული მეტკინა.
- კარგი, შენი მშობლები ვერაფერს შეიტყობენ.
- შეგიძლია ნიკას და სალომესაც დაურეკო.
- გმადლობ, წამოდი ეხლა მე გაგიყვან უნივერსიტეტში.
- ჩემს გამო ნუ შეწუხდები!
- არ ვწუხდები!
უხმოდ გავყევი უკან და მის მანქანაში ჩავსხედით, მე მის გვერდით ვიჯექი, ჩუმად ვაპარებდი მისკენ თვალს, ვაკვირდებოდი, მის მკაცრ ნაკვთებს რომლებზე გადატანილ უბედურებას თავისი კვალი დაემჩნია, ის სულ აღარ გავდა იმ ბიჭს რომლის ფოტოებიც ალბომში ვნახე. მისი ნაკვთები, სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები ალბათ არხერთ ქალს არ დატოვებდა გილგრილს, სხვა სიტუაციაში რომ გამეცნო იქნებ ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო.
გზაში ხმა არცერთ არ ამოგვიღია, მანქანიდანაც უხმოდ გადავედი და უნივერსიტეტის კიბეებს ავუყევი, ბოლომდდე ვგრძნობიდი მის მწველ მწერას მაგრამ უკან არცერთხელ არ მიმიხედია.
დღემ უინტერესოდ ჩაიარა, ლექციებზე უგულისყუროდ ვიჯექი, თითქოს ლექტორების ხმა საერთოდ არ მესმოდა ისევ ჩემს ირგვლივ მომხდარ ამბებზე ვფიქრობდი. ამ დღეს მხოლოდ ჩემი რამოდენიმე მეგობრის ნახვა გამიხარდა და კიდევ ის რომ საღამსო ნიკას და სალომეს ვნახავდი, ორივე დამთანხმდა მოპატიჟებაზე.

******
სახლში რომ მივედი 5 ხდებოდა, ლია უკვე სამზარეულოში იყო და საჭმელებს ამზადებდა, ჯერ მას მივესალმე და მერე ჩემს ოთახში ავედი, უნდა მომეფიქრებინა რას ჩავიცმევდი. მართალია ამის თავი სულ არ მქონდა მაგრამ მინდოდა ყვეაფერს კარგად ჩაევლო და გეგას მშობ;ებზე ბედნიერი წყვლის შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა.
ჩემს გარდერობს გადავხედე და უბრალო ატმისფერი უკან ამოღებული თავსისუფალი კაბის ჩაცმა გადავწყვიტე, ფეხზე თეთრი ბალეტკები, თვალზე შავი ფანქარი, ტუჩზე წითელი ტუჩსაცხი თმა უკან ჩამოვიშალე და მზად ვიყავი.
სწრაფად დავეშვი კიბეებზე, დრო კიდევ იყო ამიტომ გადავწყვიტე ლიას დავხმარებოდი.
*****
სახლში რომ დავბრუნდი, მარიამის მძღოლი სახლში დამხვდა ანუ მან პირობა შეასრულა.
კარები რომ შევაღე მაშინვე თვალში მეცა მისი გარეგნობა, ისეთი უბრალო იყო და ისეთი ლამაზი, სამძარეულოდან გამოდიოდა ხელში სინი ეკავა, როგორც ჩანს ლიას ეხმარება. რას არ დავთმობდი რომ მეც ასე დამხვედროდა სახლში და ჩემს გამო შეეწუხებინა თავი. აბეზარი ფიქრები თავიდან მოვიშორე და ჩემს ოთახში ავედი.
*****
როცა სტუმრების მოსვლის დრო მოახლოვდა მაინც ავნერვიულდი, არ ვიცოდი როგორი ხალხი იქნებოდნენ, ლია ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
პირველები ალექსანდრე და მისი ოჯახი მოვიდნენ, სამივენი ძალიან კარგები იყვნენ, ალექსანდრე და თიკა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, მათი ვაჟი დემეტრე კი ნამდვილი საოცრება იყო, მოსიარულე საოცრება, დიდი ლოყებით და ცისფერი თვალებით. თითქოს სახლში სიცოცხლე შემოიტანა. თიკაც არაჩვეულებრივი აღმოჩნდა ძალიან თბილი და ყურადღბიანი ჩემზე 4 წლითაა უფროსი. ალქსანდრეც მომეწონა. მალე გავუგეთ ერთმანეთს. მერე ნიკა და სალომე მოვიდნენ ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, ნიკამ მაშინვე დემეტრე დაითრია და მთელი საღამო ხელიდან არ უშვებდა, არც დემეტრე იყო ამის წინააღმდეგი.
ყველაზე ბოლოს გეგას მშობლები მოვიდნენ, ოთახში რომ შემოვიდნენ გეგამ მალულად გადმომხედა და მეც გვერდით ამოვუდექი, ამ ორი ნაადრევად დაბერებული ადამიანის დანახვამ გული ამიჩუყა ორივებ ძალიან თბილად მიმიღო, ძალიან გახარებულები ჩანდნენ გეგას "ბედნიერები" ვახშამმა კარგად ჩაიარა. ბოლოს საუბარი ჩვენს ქორწილზეც ჩამოვარდა, გეგამ განაცხადა რომ ძალიან მალე გვინდოდა დაქორწინება, და ეს სიჩქარე ჩვენი დიდი სიყვარულით ახსნა, ქორწილი თვის ბოლოს გადაწყდა ანუ სულ რაღაც სამ კვირაში.
- შვილო, ხმადაბლა დაიწყო ლიანა დეიდამ მე და მამაშენს გვინდა რომ დიდი ქორწილი გადაგიხადოთ, ჩვენი ერთადერთი შვილის ბედიერება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, გვინდა ეს დღე თქვენთვის დაუვიწყარი იყოს, ყველაფერს ჩვენ მოვაგვარებთ თქვენ მარტო ტანსაცმელზე მოგოწევთ ზრუნვა, გთხოვ შვილო მოგვეცი საშუალება რომ ისეთი ქორწილი გადაგიხადოთ როგორზეც ვოცნებობდით. ქალის ხმაში მუდარა ისმოდა.
გეგამ აღელვებულმა გადმომხედა მივხვდი ორ ცეცხლშუა იყო არც მშობლებისთვის უნდოდა გულის ტკენა და ჩემი რეაქცია აშინებდა.
- მე თანახმა ვარ. შევამჩნიე გეგას გაოცებული საცე და მადლიერი თვალები, ლიანა დეიდასაც სახე გაუნათდა. გამიხარდა ვიღაცის გახარება რომ შევძელი.კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენს ქორწილზე, ჩემი მეჯვარე რათქმა უნდა სალომეა, გეგასი კი მისი და ლექსოსო ბავშობის ძმაკაცი ირაკლი რომელიც მალე დაბრუნდება გერმანიიდან. სტუმრები გვიან დაიშალნენ ყველა თბილად დამემშვიდობა განასაკუთრებტ გეგას მშობლები. უკვე დასაძინებლად ავდიოდი როცა გეგას ხმამ შემაჩერა.
- მარიამ გმადლობ ყველაფრისთვის.
- სამადლობელი არაფერია, ყოველთვის ვოცნეობდი გრანდიოზულ ქორწილზე. ირონიულად გავუღიმე და ოთახი დავტოვე.

*******
ვერც კი ვგრძნობიდ იმის აუცილებლობას რომ ქორწილისთვის საზდისი უნდა დაგვეწყო, სალომე ყველაფერს ძალით მაკეთებინებდა, კაბაზეც ძალით დამარბენინებდა, მეც ყველაფესრ მექანიკურად ვაკეთებდი. ჩემსა და გეგას შორის არაფერი შეცვლილა ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავდით, მაგრამ ჩემში შეიცვალა რაღაც, მე ამ ადამიანს უკვე ვენდობოდი, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს მისი მჟჯეროდა, ვიცოდი რომ არაფერს დამიშავებდა, აღარც ოთახის კარებს ვკეტავდი, მაგრამ ხშირად არ მასვენებდა შეგრძნება რომ ძილში ვიღაც მაკვირდებოდა. ჩვენი დიალოგები მხოლდ მისალმებით და დამშვიდობებით შშემოიფარგლებოდა, რამდენჯერმე უნივერსიტეტშიც მიმიყვანა და არ გამომპარვია გოგონების ვნებით ანთებული თვალები, უნდა ვაღიარო ეს სულაც არ მსიამოვნებდა. ღამე ყოველთვის გვიან ბრუნდებოდა, მე კი უკვე ჩვევად მქონდა ქცეული სანამ არ დაბრუნდებოდა არ დამეძინა.

*******
სამმა კვირამ უცებ გაირბინა უკვე ყველაფერი მზად იყო, ჩემი საქორწინო კაბაც ჩემს ოთახში ეკიდა, უნდა ვაღიარო ეს კაბა ძალიან მომწონდა თან საკმაოდ ძვირიც დაუჯდა ბატონ გეგას. ჯვარს მცხეთის ჯვრის მონასტერში გადაწყდა, გეგას მშობლებმა, ქორწილისთვის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმრო მთლიანად დაჯავშნეს რადგან სტუმრებს უცხოეთიდანაც ელოდებოდნენ. საერთოდ ვერ ვხვებოდი რა საჭირო იყო ამდენი ხალხი, მაგრამ მათი თითქმის ყველა ბიზსენპარტნიორი მოიწვიეს, მე კი მხოლოდ რამდენიმე ჩემი მეგობარი.
ვერ ვიძინებდი, თან გეგას დაბრუნებასაც ველოდებოდი. 12 საათი იქნებოდა გეგას მანქანის ხმა რომ გავიგე ეზოში, მაგრამ ცოტახანში რაღაც ხმაური ატყდა, მერე გავიგე გასროლის ხმაც, ყვირილი, გინება გეგას ხმაც ვიცანი. ძალიან შემეშინდა იმაზე ფიქრიც არ მინოდდა რომ გეგას რამე დაემართებოდა, ამ ადამიანს ჩემდა უნებურად გულში ძალიან დიდი ადგილი დავუთმე. მაშინვე ხალათი მოვიცვი და კიბეები ჩავირბინე. მისაღებში გავჩერდი გარეთ მინდოდა გასვლა მაგრამ ისევ რამდენიმე გასროლის ხმა მომესმა, ამ ხმამ თითქოს ერთ ადგილას მიმაყინა.
მალე კრის გაღების ხმა გავიგე, დაძაბული ვაკვირდებოდი კარებში მომავალს და როდესაც ნაცნობი ფიგურა დავინახე მაშინვე მისკენ გავიქეცი და ხელები მაგრად შემოვხვიე. მთელი სხეული მიკანკალებდა, ვიგრძენი მასაც როგორ აუჩქარდა გული და ფრთკილად მომხვია თვითონაც ხელები. რას ვგრძნობდი? ყველაფერს შიშის გარდა, მისი აღარ მეშინოდა, არც მისი შეხების პირიქით ძალიან მსიამოვნებდა, თითქოს სხეულს მიწვავდა მისი ხელების შეხება. არ ვიცი კიდევ რამდნხანს ვიქნებოდი მის მკლავებში გატრუნული, სახეზე თბილი სითხე რომ არ მეგრძნო, სწრაფად მოვწყდი მის სხეულს და მის გასისხლიანებულ პერანგს შევხედე.
- გეგა დაჭრილი ხარ! შევკივლე მე.
- მარიამ დამშვიდდი უბრალო ნაკაწრია, სერიოზული არაფერი.
- რას ქვია ნაკაწრი გეგა, ნახე რამდენი სისხლია, ექიმს უნდა დავურეკო.
- მარიამ გაჩერდი ექიმს ვერ დავურეკავთ, ჩემი ექიმი ქალაქში არ არის და სასწრაფოში კი ვერ დავრეკავთ.
- კი მაგრამ რატომ, შეიძლება სისხლისაგან დაიცალო.
- არ მინდა ამ საქმეში პოლიცა გავრიო, მშვიდად მომიგო მან. მისი სიმშვიდე უკვე ნერვებზე მოქმედებდა. სწრაფად მოვკიდე ხელი და სავარძელთან მივიყვანე.
- დაჯექი და ჭრილობა მანახე.
- არ არის საჭირო. თავისას არ იშლიდა.
- გეგა შეიძლება ტყვია ჭრილობაშია დარჩენილი და თუ არ ამოვიღებთ ინფექცია შეგეჭრება.
- ვიცი მაგრამ ამას ყოველთვის თვითონ ვაკეთებ ხოლმე.
- რას ამბობ? და ხშიირად გიწევს ამის კეთება? მისმა პასუხმა გამაოცა.
- არც ისე ისევ მშვიდად გამოღიმა. პერანგი თვითონ გავხადე, მხარში იყო დაჭრილი და ტყვიაც ისევ ჭრილობაში იყო დარჩენილი.
- დედაჩემი ექიმია და რაღაცეები მეც მეხერხება, ეხლავე სამედიცინო ჩანთას მოვიტან.
რომ დავბრუნდი ისევ იმ მდგომარეობაში დამხვდა.
- გეგა აქ გამაყუჩებელი არ არის.
- არა უშავს ისე ამომიღებ.
- არ შემიძლია
- მარიამ ტყვია ისეთ ადგილზეა მე ვერ შევძლებ ამოღებას, და თუ სხეულში დამრჩება როგორ შენ თქვი ინფექცია განვითარდება. კარგი, მის წინ ჩამოვჯექი, ჯერ ჭრილობა დავუმუშავე, ვიცი რომ მტკივნეული პროცესია მაგრამ ესრთიც არ დაუკვნესია, მვგძნობდი რომ ტკიოდა სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა მაგრამ მაინც არ იმჩნევდა.
პინცეტი რომ ავიღე ტყვიის ამოსაღებად, ხელები მიკანკალებდა. ჩემი ხელები თავის ხელებში მოიქცია, ნაზად მიჭერდა.
- დამშვიდდი, ესე თუ იქნები ვერ შეძლებ ტყვიის ამოღებას.
- გეგა ძალიან გატკენ, უკვე ცრემლები მერეოდა.
- ჩემ სიტყვებზე გაეღიმა, მარიამ შენ მე ვერ მატკენ, შენ არავისთვის შეგიძლია ტკივილის მიყენება ისეთი კარგი ხარ, თვალები სითბოთი ქონდა სავსე, მეც ცოტა დავმშვიდდი. ცრემლები თვითონ მომწმინად. შევძელი ტყვიის ამოღება, ვიცი რომ ძალიან ეტკინა, მაგრამ მაინც არ წუწუნებდდა, მერე ჭრილობა გავკერე და გადავუხვიე, ყველაფერს რომ მოვრჩი უკვე სახეზე გაფითრებული იყო ძალაც აღარ ქონდა რომ მადლობა ეთქვა, უბრალოდ მიღიმოდა. სისხლიანი ნივთბი ნაგავში გადავყარე, მისი პერანგიც თან მივაყოლე და მისაღებში დავბრუნდი. თავი საზურგეზე ედო თვალები დაეხუჭა, სახეზე ტკივილის ჩრდილი გადაკვროდა, ფრთხილად მივკიდე ხელი.
- წამოდი საძინებელში აგიყვან.ფეხზე დგომს უჭირდა, მხარში შევუდექი და ოთახამდე მივიყვანე. საწოლზე ჩამოჯდა.
- მადლობ მარიამ, შენ ყველაზე მაგარი გოგო ხარ. მის ნათქვამზე გამეიღიმა.
- მიდი ეხლა დაიძინე, თორემ ხვალ გამოუძინებელი პატარძალი იქნები, ისევ იცინოდა.
- რას ამბობ, ამ მდგომარეობაში რა ქორწილზეა ლაპარაკი, ჯობია გადავდოთ.
- არა ქორწილს არ გადავდებთ, დარწმუნებული ვარ ამის მომწყობსაც ქორწილის ჩაშლა უნდოდა.
- კი მაგრამ ვის უნდა სდომებოდა ჩვენი ქორწილის ჩაშლა, გაოცებული ვიყავი.
- ეგ არ ვიცი მაგრამ ერთი რამ ცხადია კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. კარგი მიდი ეხლა და დაიძინე გთხოვ, მე კარგად ვიქნები.
მეც დავტოვე მისი ოთახი და დასაძინებლად გავედი.

********
ნატყვიარის ტკივილსაც კი ვეღარ ვგრძნობდი, როცა სხეულზე მყავდა მიკრული. ასეთი რამ არასდროს მიგვრძვნია. ქალებთან ყოველთვის მქონდა ურთუერთობა მაგრამ არავინ მყვარებია, ამ გოგონამ კი ყველაფერი შეცვალა, მახარებდა მისი არსებობა, მისი ერთი ღიმილიც კი ყველა ტკივილს მავიწყებდა. მის თვალებს რომ ვუყურებდი, გული სითბოთი მევსებოდა. არ ველოდი, ის ჩემს გამო ნერვიულობდა და ჩემს გამო ტიროდა. ეს არ დამიმსახურებია. ისეთი ნაზი იყო, ცდილობდა არ მტკენოდა, ვხედავდი როგორ უკანკალებდა ხელები. ვიცოდი ეს ამბავი ზურაბის მოწყობილი იყო მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი, გულს ასე ვერ ვატკენდი,მძლივს გავგუშვი დასაძინებლად, ვუთხაი კარგად ვიქნები თქო მაგრამ ტკივილი არ მასვენებდა, ნახევარი საათის შემდეგ კარბზე ფრთხილი კაკუნი გავიგე, მივხვდი რომ ის იყო, გამეცინა მის სიჯიუტეზე, ფრთხილად შემოაღო კარები და შემოვიდა, ერთ ხელში წყლიანი ჭიქა ეჭირა, მეორეში წამლები.
- დალიე ტკივილს გაგიყუჩებს, ეს გამაყუჩებლები ლიას ოთახში ვიპოვე. წამლები დამალევინა და დამემშვიდობა. როგორც ჩანს გამაყუჩებელმა იმოქმედა და მალე ჩამეძინა.

******
მთელი ღამე ვერ მოვისვენე მასზე ვნერვიულობდი, დილით რომ გამეღვიძა, უკვე რვა ხდებოდა, მაშინვე მის ოთახში შევედი, უკვე ამდგარიყო, დაბლა დავეშვი მის მოსაძებნად, მისაღებში დამხვდა ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რომ დამინახა ტელეფონი გათიშა. სახეზე უკეთესი ფერი ქონდა.
- უკეთ ხარ? კი დამშვიდდი უკეთესად ვარ, ჩემზე ნერვიუულობას ჯობია ჯვრისწერისთვის მოემზადო, ალბათ მალე სალომეც მოვა და ასეთ მდგომარეობაში რომ გნახავს კარგი დღე არ დაგადგება, მის ნათქვაზე გამახსენდა თუ როგორ გამოვიყურებოდი, სასიებული თვალებით და გაწეწილი თმებით, ამის წარმოდგენაზე სიცილი ამიტყდა, ისიც ჩემთან ერთად იცინოდა, ისეთი საყვარელი იყო არ მეგონა მის სიცილს თუ გავიგებდი, სიცილი მალე შეწყვიტა და ჩემსკენ წამოვიდა, მე კი ადგილიდან ვერ ვიძროდი, მომიახლოვდა, სახეზე ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას, დაიხარა და შუბლზე მაკოვა, მსიმა ცხელმაა ტუჩებმა შუბლი ამიწვა, მერე ტუჩემი ტურთან მომიტანა და მიჩურჩულა" გმადლობ რომ ესეთი კარგი ხარ" მის სიტყვებზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მისი სიახლოვე მაგიჟებდა, სამზარეულოდან მალევე გავიდა და დამტოვა ესე გაოგნებული.
მეც მივხვდი რომ 1 საათამდე ბევრი რამ გვქონდა მოსასწრები, მაშინვე აბაზანს მივაშურე წყალი გადავივლე და სალომეს დავუწყე ლოდინი, არც მან დააყოვნა მალე მოვიტა სტილისტებთან და ვიზაჟისტებთან ერთად. მათ ყველა რჩევას ვითვალისწინებდი, მეც მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი, დიდ ქორწილზე ყოველთვის ვოცნებობდი მართალია მინდოდა რომ გვერდით ის ადამიანი მყოლოდა ვინც ძალიან მეყვარებოდა მაგრამ არც გეგა იყო ამისთვის ცუდი კანდიდატი. ჩემს ფიქრებზე მე თვითონ მეცინებოდა.
პირველის ნახევრისთვის უკვე მზად ვიყავი, ჯვრისწერა 2 ზე იყო დანშნული, სარკეში ვათვარიელებდი ჩემს გამოსახულებას და ძალიან კმაყოფლი ვიყავი, ჩემი კაბა კარგად აჩენდა ჩემს ფიგურას, წვრილ წელს, არც მკერდის ზომაზე მქონდა რამე საწუწუნო, მკერდზე კაბა სვაროვსკის თვლებით იყო გაწყობილი მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყი. არც სახეზე მქონდა ბევრი მაკიაჟი შავმა ჰანქარმა და ჩრდილებმა ჩემი მწვანე თვალები უფრო გამოკვეთა, სტილისტმა თმა ამიწია, მართალია არ მიყვარდა აწეული თმები მაგრამ სარკეში რომ დავინახე ჩემი გამოსახულება კმაყოფილი დავრჩი, ალბათ კიდევ დიდხანს დავტკბებოდი საკუთარი თავით სალომეს კივილი რომ არ გამეგო.
- მარიამ ნამდვილი საოცრება ხარ.
- ეს შენხარ საოცრება სალომეე, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. შენ რომ არ ყოფილიყავი რა მეშველებოდა.
- კარგი ეხლა არ ამატირო, თორემ მაკიაჟი გაგვიფუჭდება. თბილად ჩამეხუტა მერე კი ისევ კივილი მორთო, ჩქარა თორემ შენს საქმროს ლამისაა გული გაუჩერდეს დაბლა, თან იცინოდა, ძალიან ნერვიულობს რომ გათხოვება არ გადაიფიქრო, ანერვიულებული გეგას წარმოდგენაზე მეც გამეცინა და სალომეს უკენ მივყევი.
******
სალომემ და მარიამმა რომ დაიგვიანეს ძალიან ვინერვიულე მართლა მეშინოდა მარიამს არ გადაეფიქრებინა გათხოვება, უკვე ზევით ასვლას ვაპირებდი როდესაც კიბეებზე ჩამოსული დავინახე, მისი დანახვისას გული გამიჩერდა, ეს პატარა გოგო ჭკუიდან მშლის, ნამდვილი საოცრება იყო, იმის წარმოდგენაზე რომ ჩემზე საკუთარი ნებით არ ქორწინდებოდა გული მიჩერდებოდა. მაგრამ მისი თვალები, იქ მე ტკივილთან ერთად სითბოსაც ვხედავდი. სანამ კიბეებზე ჩამოვიდა დრო თითქოს საუკუნედ გაიწელა. უკვე ბოლო საფეხურზე იყო ირაკლის ჩურჩული რომ გავიგე, ვაღიარებ ძმაო გემოვნება ყოველთვის გქინდა ნამდვილი საოცრებაა. მერე მარიამტან მივიდა და კომპლიმენტებიც არ დაიშურა, მარიამს მაშინვე ლოყები აუვარდისფრდა ამაზე ყოველთვის მეცინებოდა, ნამდვილი ბავშვი იყო, მეც მივუახლოვდი არ შემეძლო აღფრთოვანება არ გამომეხატა ჩემს სიტყვებზე თავი მორცხვად დახარა და გვერდით ამომიდგა. მალე ყველანი მანქანაში ვისხედით, მარიამი ჩემს გვერდით იჯდა და კითხვის ნიშნიან მზერას არ მაშორებდა, ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობდა და მეც ყველანაირად ვცდილობდი მის დამშვიდებას.
****
ტაძართან რომ მივედით უამრავი ხალხი დაგვხვდა ჩვენი სტუმრები ჟურნალისტები, ამდენ ხალხს არ ველოდი, ხელები მიკანკალებდა, ამ დროს გეგას ხელის შეხება ვიგრძენი, ამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება, ხელი არ გამიშვა, სიმართლე ვთქვა ამის სურვილიც არ მქონდა მისი ახლოს ყოფნა მამშვიდებდა. ჯერ თვითონ გადავიდა მანქანიდან მერე კი მე გამიღო კარი, მთლიანად მასზე ვიყავი მინდობილი, მისი ხელი მაგრად მეჭირა ისიც დროდადრო ნაზად მიჭერდა ხელს და თბილად მიღიმოდა. ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული ამან უფრო ამანერვიულა. ხალხს ლიანა დეიდა გამოეყო და ჩვენთან მოვიდა თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ბავშვებო ნეტავ იცოდეთ რა ბედნიერი ვარ, ასეთებს რომ გხედავთ ძალიან უხდებით ერთმანეთს, თბილად მომეხვია, მეც მოვხვიე ხელები, ამ ქალისგან ძალიან დიდი სითბო მოდიოდა. მერე ბატონი თამაზი მოვიდა, მე შუბლზე მაკოცა, გეგას კი მაგრად დაკრა ბეჭებზე ხელი, დავინახე როგორ გადაურბინა გეგას სახეზე ჩრდილმა ეტყობა ჭრილობამ გაახსენა თავი. მერე ხალხს ჩემი ნიკა გამოეყო მის დანახვაზე გული ამიჩუყდა ძალიან მაგრად მოვეხვიე. ჩემო ლამაზო არ იტირო ეხლა, ნამდვილი საოცრება ხარ, მინდა ძალიან ბედნიერი იყო, თბილად მკოცნიდა შუბლზე, მერე გეგას მიაუბრუნდა, ნამდვილ განძს გაბარებ ძმაო კარგად გაუფრთხილდი, გეგამაც გაუღიმა. მერე ნიკა სალომეს მიუბრუნდა და ის შეამკო კომპლიმენტებით. ჯვრისწერა ისე ჩაიარა თითქოს ვერაფერი გავიგე მექანიკურად ვთქვი თანხმობა, სულ გეგას დაძაბული სახე მედგა თვალწინ ძალიან ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული და არ ვიცი როდემდე შეძლებდა ფეხზე დგომას. რელობას მისმა ტუჩების შეხებამ დამაბრუნა, ჯვრის წერის ბოლოს ყველა ითხოვდა დამაგვირგვინებელ კოცნას. მერე იყო ბევრი ბედნიერი სახე, მოლოცვა, კეთილი სურვილები, ნიკას და სალომეს სითბოთი სავსე თვალები, მერე პირდაპირ სასტუმროში წავედით სადაც დიდი დარბაზში სუფრა უკვე გაწყობილი იყო აქაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ყველა გვილოცავდა ბედნიერებას. გეგასთან დალაპარაკება მხოლოდ მაშინ შევძელი როცა მაგიდასთან დავსხედით და ჩვენს საუბარს ვერავინ გაიგონებდა,
- გეგა ძალიან გტკივა შეწუხებულმა შევხედე.
- ჩემი სახის დანახვისას ბაგეები ღიმილმა გაუპო.
- მარიამ დამშვიდდი კარგად ვარ.
მერე ლექსო და თიკა მოვიდნენ დემეტრესთან ერთად, მოგვილოცეს ბედნიერება, ამ ოჯახისგან საოცარ სითბოს ვგრძნობდი, ალექსანდრე ძალიან თბილად მექცეოდა, ვგრძნობდი რომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც არაფერს იმჩნევდა მისი ძალიან მადლობელი ვიყავი, დემეტრეს დანახვამ ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა აიჩემა ამ მაგიდასთან მინდა ჯდომაო და შუაში ჩაგვიჯდა ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო. მალე ირაკლი წამოხტა პატარძალს უნდა ვეცეკვოო სულ არ ვიყავი ცეკვის ხასიათზე მაგრამ უარი ვერ ვუთხარი. ცეკვაზე ბავშობიდან დავდიოდი აქაც ბებიამ მიმიყვანა, ქართულსაც და სამეჯლისოსაც კარგად ვცეკვავდი. დარბაზში აჭარულის ჰანგები გაისმა და მეც მუსიკას ავაყოლე ტანი, კაბა არ მიშლიდა ცეკვაში ხელს, ცოტა მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი მაწუხებდა მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. ირაკლისც საოცრად ცეკვავდა და მალე მთელი დარბაზი ჩვენ გვიკრავდა ტაშს. მგიდასთან რომ დავბრუნდი გეგას გაცისკროვნებული სახე დავინახე, თბილად მიღიმოდა. მერე საცეკვაოდ ნიკამ გამითრია :დ. გეგაც ააყენეს რამდენჯერმე მაგრამ ჭრილობა ახსენებდა თავს და ისევ სკამზე ბრუნდებოდა. ბოლოს მაინც ვიცეკვეთ ვალსი. ხელები წელზე ქონდა შემოხვეული მე კი მის კისერზე, ტანს ვაყოლებდი მუსიკას და თან მისი გულის ცემით ვტკბებოდი, თავი მკერდზე მივადე და გავიტრუნე, მალე ვიგრძენი ცხელი ტუჩემის შეხება ყელზე და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რას მიშებოდა ეს კაცი.
- მარიამ ნამდვილი საოცრება ხარ. გმადლობ ყველაფრისთვის. არაფერი მიპასუხი ან რა უნდა მეთქვა. როგორც იქნა სტუმრებმა დაშლა დაიწყეს, დაღლილობისგან ფეხზე მძლივს ვიდექი წარმომიდგენია გეგა რა დღეში იყო მისკენ ვაპარებდი მზერას. დამშვიდობებისას ლიანა და თამაზი მოვიდნენ ჩემთან.
- მადლობ შვილო!
- რისთვის მიხდით მადლობა? ცოტა დაბნეულმა დავსუვი კითხვა.
- მისითვის რომ შვილი დაგვიბრუნე. ამდენი ხნის შემდეგ პირველად დავინახეთ გეგას თვალებში ბედნიერების ნაპერწკალი ეს კი მხოლოდ შენი დამსახურებაა. მათმა პასუხმა გული ამიჩუყა თბილად მოვეხვიე ორივეს და დარბაზიდან მათთან ერთად გამოვედი გეგა უკვე მანქანასთან იდგა. გადაღლილი სახე ქონდა. ჩვენსკენ წმოვიდა, მშობლებს თბილად დაემშვიდობა და მანქანისკენ წამიყვანა.
მანქანაში ჩავსხედით.
- დათას ვთხოვე მძღოლი გამოეგზავნა მანქანის მართვას ნამდვილად ვერ შევძლებ.
მე თავი დავუქნიე და ფანჯარაში დავიწყე ყურება. ხმა არც ერთს ამოგვიღია, მალე მძღოლიც დაბრუნდა და სახლის გზას დავადექით. გეგას საშინლად დაღლილი სახე ქონდა, თვალები დაეხუჭა და თავი საზურგეზე მიედო, ვაკვირდებოდი მის სახეს რომელიც ხანდახან ტკივილისგან ეჭმუხნებოდა, გული მეწვოდა ასეთს რომ ვხედავდი. მძღოლს აფთიაქთან გავაჩერებინე და გამაყუჩებლის ყიდვა ვთხოვე. თითქოს არაფერი გაუგუა, თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა სახლთან რომ მივედით, მანქანიდანაც გაუჭირდა გადმოსვლა, მანქანას მიეყრდნო, მივუახლოვდი ხელი მხარზე დავადებინე და ისე მივიყვანე ოთაახამდე პიჯაკის გახდაშიც დავეხმარე, პერენგი სისხლიანი ქონდა, როგორც ჩანს ჭრილობა გაეხსნა.
- ეს წამლები დალიე, მე გამოვიცვლი და ახლავე დავბრუნდები. რომ შევედი უკვე გაეხადა და საწოლში იწვა, სახვევები მოვხსენი ჭრილობა ხელმეორედ დავუმუშავე, გადავუხვიე ყველაფერს რომ მოვრჩი გეგას უკვე ეძინა, სახეც დამშვიდებოდა, ვერ მოვითმიენე რომ არ შევცებოდი, სახეზე ფრთხილად ჩამოსუსვი ხელი, მერე დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. თვითონ შემრცხვა საკუთარი საქციელის დაო ოთახი მალე დავტოვე.
*******
დილით რომ გამეღვიძა დაღლილობის ნიშანწყალი აღარ მქონდა, გეგას როგორც ჩანს კიდევ ეძინა, სამზარეულოში ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, არ გეგონოთ გათხოვილი ქალის როლი მოვირგე უბრალოდ ლია ერთი კვირით დაგვეთხოვა და სხვა გზა არ მქონდა, სხვათაშორის კარგი დიასახლისი ვიყავი, ბებიას რეცეპტებით ვამზადებდი ყველაფერს, უბრალო ბოსტნეულის სალათი გავამზადე და მაცივარში შევდგი არ მინდოდა მარტოს მესაუზმა, ყავის გამზადებაც დავიწყე როცა გეგა შემოვიდა სამზარეულოში, თბილად მომესალმა მეც თავის დაქნევით ვუპასუხე და ყავა შევთავაზე, შევატყე ჩემი ყურადღება ძალიან ესმაიოვნა, ჩემი თავი გაოვიჭირე რომ მისი გაღიმებული სახის დანახვა მეც კარგ ხასიათზე მაყენებდა, ყავას მე და სალომეს გადარჩენილი შოკოლადი მივაყოლეთ რომელიც მძლივს ვიპოვე კარადაში. მერე კი ჩემს ოთახში ავედი, დღეს უნივერსიტეტში წასვლას არ ვაპირებდი როგორც ჩანს არც გეგა გეგმავდა სადმე წასვლას, მალე კარებზე დამიკაკუნა და გასეირნება შემომთავაზა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი, მალე გავემზადე და დაბლა ჩავედი.
უკვე მისაღებში მელოდებოდა, გარეთ ცოტა არ იყოს და ციოდა ამიტომ ჟაკეტი მისთვისაც ავიღე და ჩავუტანე, ჩემ საქციელზე გაეღიმა, კარები გამიღო და პირველი მე გამატარა, ფეხით წავედით, არც დაცვა გამოიყოლა, მარტოები მივდიოდით, გაზაფხულის ბოლო დღე იყო, მაგრამ თავისი ძალა მაინც არ დაეკარგა, ხარბად ვისუნთქავდი გაზაფხულის სურნელს. ცუმად მომყვებოდა გვერდით, არც მე ვაპირებდი ხმის ამოღებს. ბოლოს სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია.
- მარიამ შენი გამოჩენით ბევრი რამ შეცვალე ჩემ ცხოვრებაში.
- ვიცი, შენ ალბათ სულაც არ აპირებდი ცოლის შერთვას მაგრამ შენი გეგმები შევცვალე. სევდიანად მივუგე.
- შენ მე ვერ გამიგე, ეგ სულაც არ მიგულისხმია, იცი სულაც არ ვაპირებდი ცოლის შერთვას მაგრამ რომც მდომოდა შენზე უკეთესს ვერც ვნახავდი.მისმა სიტყვებმა გამაკვირვა.
- არ მინდოდა ვინმე ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ მინდა რომ კიდევ ვინმეს უბედურების მიზეზი გავხდე. ხმა საოცრად ტკივილიანი გახუხდა თვალ მარიდებდა. იცი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს გამო დაიღუპა. მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა. მაინც ვერ ივიწყებდა ნიაკოს ამბავს ისევ თავს იდანასაულებდა. ფრთხილად მოვკიდე ხელი და თვალებში ცავხედე. მე ყველაფერი ვიცი გეგა, თვალები დამნაშავესავით დავხარე, ლიამ ყველაფერი მითხრა, ამას არ ელოდა, სახე გაუმკაცრდა ხელი გამაშვებინა და ზურგი შემაქცია.
- გეგა მაპატიე გთხოვ, შემთხვევით გავიგე, ნიაკოს ოთახი ვნახე და ლიამ ყველაფერი მომიყვა.
- არ გქონდა უფლება! არც კი მობრუნებულა ჩემსკენ ისევ ზურგ შექცევით იდგა, გავბედე და წინ დავუდექი.
- შენ რა გგონია ძალიან მინდოდა შენ ცხოვრებაში ჩარევა, ეგ ამბავი რომ არ გამეგო ეხლა აქ არ ვიქნებოდი გეგა, არც შენი ნდობა მექნებოდა, ვერ შევძლებდი შენს გვერდით ცხოვრებას გესმის ვერა! უკვე ვტიროდი, მხოლოდ მაგ ამბის გაგების შემდეგ შევძელი შიშისგან განთავისუფლება. ჩემმა ხმამ თითქოს რეალობას დაუბრუნა, ცრემლები მომწმინდა და გულში ჩამიკრა. მე კი ვერც ვინძრეოდი.
- მაპატიე, უბრალოდ ჩემთვის ყოველთვის მტკივნეულია მაგ თემაზე ლაპარაკი, გთხოვ არარ იტირო კარგი? არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს არა! ვგრძნობდი რომ მასაც ძალიან ტკიოდა, მეც მოვხვიე ხელები და ცხვირი მის კისერში ჩავმალე. მისი სიახლოვე მაგიჟებდა, მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი, თიტქოს ყველაფერი წარსულს ჩავაბარე, არ მინდოდა მისთვის ხელის გაშვება. უცებ საშინლად დაიქუხა შევკივლე და უფრო მაგრად მოვხვიე ხელები, ჩემს რეაქციაზე გაეცინა, როგორც ჩანს პატარა ქალბატონს ჭექა ქუხილის ეშინია, ხელები თვითონაც მაგრად მომხვია და თავზე მაკოცა.
- წამოდი სახლში დავბრუნდეთ, თორემ გაწვიმდება და შეიძლება გაცივდე, მესიამოვნა ჩემზე რომ ზრუნავდა, მძლივს მოვშორდი მის სხეულს, მაგრამ ხელს მაინც არ მიშვებდა, არც მე გამიწევა წინააღმდეგობა, ჩუმად მივყვებოდი, მაგრამ კიდევ ერთი დაქუხების შემდეგ მის ტანზე აღმოვჩნდი აკრული, მანაც ხელი მაგრად მომხვია და ასე გავაგრძელეთ გზა. სახლში რომ მივედით უკვე წვიმას იწყებდა.სახლამდე არ მოუშორებია ჩემთვის ხელები. დავინახე დავითის გაღიმებული სახე როცა ამ მდგომარეობაში დაგვინახა, მეც გამეღიმა და გეგას უფრო მივეკარი, სახლში ერთად შევედით, პირველად ვიგრძენი თავი ამ სახლში დაცულად აღარც მისი მუქი კედლები მაშინებდა. გეგას ტელეფონმა დარეკა მეკი სამზარეულოს მივაშურე, სალათი გამოვიღე კიდევ რარაცეები მოვამზადე და სუფრის გაწყობა დავიწყე, დიდხანს ლაპარაკობდა ტელეფონზე. ლაპარაკს რომ მორჩა სამზარეულოში შემოვიდა, გაეღიმა წინსაფარ აკრული რომ დამინახა მაგრამ თვალები სევდიანი ქონდა.
- გეგა მოხდა რამე?
- მარიამ 3 კვირით მომიწევს წასვლა. მისმა სიტყვები გულზე მომხვდა, ეხლა ვიწყებდი მასთან შეჩვევას და რას მოგვიტანდა ეს სამი კვირა?
- მარიამ, არ მინდა შენი დატოვება, მაგრამ აუცილებელია ჩემი წასვლა ამ საქმეს ჩემს გარდა ვერავინ გააკეთებს, ყველანაირად ვეცდები მალე დავბრუნდე.
- აბა რა გვაქვს სადილად მგელივით მშია! სიცილით მითხრა, ცდილობდა საუბრის თემა შეეცვალა.
- როდის მიდიხარ?
- ხვალ დილით. აღარაფერი მითქვამს უხმოდ დავსხედით მაგიდასთან. მართლაც მგელივით ილუკმებოდა მისი შემყურე ღიმილს ვერ ვიკავებდი. ნამდვილი ოჯახის ქალი მომიყვანია ცოლად. მის სიტყვებზე გამეცინა. ჭამას რომ მოვრჩით მაგიდის ალაგება დავიწყე, თვითონაც მეხმარებოდა. ხო რაც არ უნდა გასაოცარი იყოს გეგა დევდარიანი, ჩემთან ერთად ალაგებდა ჭურჭელს ნიჟარაში. მისაღებში ერთად გავედით. დივანზე ჩამოჯდა და მეც თავის გვერდით დამსვა. თავი მკერდზე დავადე და მისი სიახლოვით ვტკბებოდი. ჩუმად ვისხედით. გინდა რამეს ვუყუროთ, უცემ წამოაყენა იდეა. კარგი ოღონდ რამე კომედიას. თანახმა ვარ. რაღაც კომედია ავარჩიეთ და ორივემ გულიანად ვიცინეთ. მთელი დღე ერთად გავატარეთ, ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან სიახლოვით. მასთან ჩახუტებულს ჩამეძინა და დილით ჩემს საწოლში გავიღვიძე. ალბათ უკვე წავიდა ამის გაფიქრებაზე ტირილი მომინდა, მაგრამ ჩემი კარის გაღების ხმამ გადამაფიქრებინა. კარებში იდგა და სევდიანად მიღიმოდა.
- დაუმშვიდობებლად ვერ წავედი. დამნაშავესავით იყურებოდა. მის საქციელზე გამეღიმა.
- დაუმშვიდობებლად რომ წასულიყავი არასოდეს გაპატიებდი. გავუღიმე მეც.
ჩემთან ახლოს მოვიდა და საოლზე ჩამოჯდა. მაპატიე მაგრამ ამის გარეშე ვერ წავალ, ეშმაკურად გამიღიმა და თუჩებზე მაკოცა. ვერ ავღწერ რა ვიგრძენი, მეც ავყევი კოცნაში, მძლივს მოვწყდი მის ტუჩებს და ავარვარებული სახე გულზე დავადე. მის გულიც ჩემ გულთან ერთად ძგერდა. ხელები მომხვია, მძლივს ვიკავებდი თავს რომ არ მეტირა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლიან თვალებში ჩამაშტერდა, ვერ ვუძლებდი მის მზერას.
- მარიამ დამპირდი, რომ არ იტირებ კარგი? ხომ არ გინდა რომ ეს 3 კვირა შენზე ნერვიულობაში გავატარო. დამნაშავესავით დავხარე თავი და უფრო მაგრად მივეკარი. დიდხანს ვყავდი ჩახუტებული, არ მინდოდა მისი გაშვება. საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, ადამიანი რომლის სიკვდილსაც ერთი თვის წინ ვნატრობდი, ახლა მგონი საკუთარ სიცოცხლეს მერჩია.
- მარიამ ჩემი წასვლის დროა, არ მინად რომ აეროპორტში წამოხვიდე თორემ შეიძლება წასვლა გადამაფიქრებინო. მის სიტყვებზე გამეღიმა და მის სხეულს მოვშორდი. გასვლისას კიდევ ერთხელ მაკოცა და წავიდა. მე კი საბანში გავეხვიე და ისევ ტირილი დავიწყე.

********
გული საშინლად მტკოდა, მისი დატოვება რომ მიწევდა, თანაც ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი სიახლოვით, გამახარა იმის გაგებამ რომ არც ის იყო ჩემს მიმართ გულგრილი. ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვგრძნობდი რომ მეც ცოცხალი ვიყავი და გული მიცემდა. თან მხოლოდ მისი სურათი მიმქონდა რომელიც იმ ღამეს დავხატე. ეს დრო ორივეს გვჭირდებოდა ჩვენს გრძნობებში გასარკვევად. მე ყველაფერი გარკვეული მქონდა, ვიცოდი რომ მარამი ძალიან მიყვარდა, ეხლა მხოლოდ მისი არსებობა მაძლევდა სიცოცხლის ძალას მაგრამ ისიც უნდა დარწმუნებულიყო, ჩემს მიმართ გრძნობებში.
******
მთელი დღე ტელეფონს დავყურებდი. მისი ხმის გაგონება მინდოდა. 4 საათი ხდებოდა რომ დამირეკა. გული ლამის ამომივარდა სანამ პასუხს გავცემდი. უკვე მომნატრებოდა მისი ხმა. მასაც სევდიანი ხმა ქონდა. ლამის ტირილი დავიწყე. მაგრამ მისთვის მიცემული პირობა გამახსენდა და თავი ხელში ავიყვანე.
****
თითქმის ორი კვირა გავიდა რაც წასულია. ყველაფრის სურვილი დავკარგე. აღარც საჭმელს ვჭამდი, ყველაფერი გულს მირევდა. სალომე და ნიკა გვერდიდან არ მშორდებოდნენ. თიკაც და ალექსანდრეც ხშირად მოდიოდნენ ჩემთან. გეგასთან თითქმის ყოველდღე ვლაპარაკობდი. მისი ხმაც თანდათან უფრო სევდიანი ხდებოდა. უკვე ვეღაე ვუძლებდი მის მონატრებას.

-----------------
ყველანაირად ვეცდები დიდი თავები დავდო და მალე დავასრულო. თორემ შემდეგი კვირიდან ვეღარ შევძლებ ყოველდღე დადებას. დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და მოგწონთ ჩემი ისტორია



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ჩასაკბეჩი თავი იყო რა... მაგარია ძალიან გამიხარდა რომ დაახლოვდნენ გეგა და მარიამი... ოღონდ ამის მერე არ აჩხუბო ესენი ცხოვრებისეულ პრობლემებს ერთად გაუმკლავდნენ...

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

მომეწონა ეს თავი, თორემ უკვე ვფიქრობდი რამდენი ხანი უნდა იტრიალოს წრეზემეთქი. მე რომ მიყვარს ისეთი თავი იყო. იფ.იფ.იფ. გმადლობ ამ სიამოვნებისთვის:*

 


№3 სტუმარი lana

aii ra superii xarr ura ramagaru xarr ra dzann momwonss gogoo ra gemrielii tavii iyo uff shemogevle me shenn miyvarxarr ase gaagrdzele

aii ra superii xarr ura ramagaru xarr ra dzann momwonss gogoo ra gemrielii tavii iyo uff shemogevle me shenn miyvarxarr ase gaagrdzele

 


№4  offline წევრი kora

საოცარი ხარ, ასეთი დიდი და თბილი თავი რომ დამხვდა წასაკითხი სუულ გადამავიწყდა მთელი დღის ემოციები და დაღლილობა, მადლობა შენ ამისთვის.
და კიდე გთხოვ რომ ჩვენს ნერვებზეც იფიქრო და რაკი დადებას ვერ შეძლებ, მაშინ დიდი თავები დაგვიტოვე და ადრე დაამთავრე თორე მჯერე ჩემსავით ბევრო მოთმინებას დაკარგავს მოლოდინში.
--------------------
kira.G

 


№5 სტუმარი Mari

Rogor momwons ❤️❤️

 


№6  offline წევრი anushka15

აუ რა კარგი იყო love საოცარია wink თავი შემაყვარე შენი ისტორიით feel ძალიან მომწონს და მიყვარს ეს ისტორია

 


№7  offline წევრი hermione

ვაიმე რა თბილები და საყვარლები ხართ love ყველანაირად ვეცდები არ გალოდინოთ love

 


№8  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე აი შენ არ ყველაზე ყველაზე მაგარიიი ძაან ძაან მაგარი და დიდითავი იყოო მადლობ და არ დაიკარგოო ისევ გააგრძელეე

 


№9  offline ახალბედა მწერალი MariamG

კარგია <3

 


№10  offline წევრი kora

მოუთმენლად ვუცდი გაგრძელებას, მეგონა უკვე დამხვდებოდა და იმედი გამიცრუვდა:(
--------------------
kira.G

 


№11 სტუმარი nni

მალე დადე შემდეგი რა <3 5წუთში ერთხელ შემოვდივარ და არ დევს :/

 


№12  offline წევრი hermione

მხოლოდ დღეს მოვახერხე შემოსვლა, მეშვიდე თავიც ატვირთული მქონდა გუშინ წინ, ღამე ავტვირთე მაგრამ არ ვიცი რატომ არ დადეს no

 


№13  offline წევრი kora

hermione
მხოლოდ დღეს მოვახერხე შემოსვლა, მეშვიდე თავიც ატვირთული მქონდა გუშინ წინ, ღამე ავტვირთე მაგრამ არ ვიცი რატომ არ დადეს no

რომ იცოდე როგორ გამახარე რომ გამოჩნდი <3
--------------------
kira.G

 


№14 სტუმარი nn

hermione
მხოლოდ დღეს მოვახერხე შემოსვლა, მეშვიდე თავიც ატვირთული მქონდა გუშინ წინ, ღამე ავტვირთე მაგრამ არ ვიცი რატომ არ დადეს no

ეხლა დადე რა ახლიდან

 


№15 სტუმარი ანა (.(.

მომეწონა ძალიან კაია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent