შეშლილი მეგობრები (3)
გაკვეთილები დამთავრდა და ბლომად მოგვცეს საშინაო დავალებები.სახლში მივედი გაკვეთილებს ჩავუჯდები თქო ვინ გაცალა რო??დამირეკეს რომ მარის შეყვარებული დაშორდა და ისტერიკაში იყო.რა თქმა უნდა წასვლა მომიწია. თავის ოთახში იჯდა და ცრემლებს იმშრალებდა სახე დასიებული ქონდა. -მარიიი ჩავეხუტე და დამშვიდება დავუწყე. -კარგი რაა იმ უარგისის გამო რატომ ტირი?ის ცუდი ადამიანი იყო ეგ უკვე გითხარი. -არ ვიცოდი..მეუბნებოდა მიყვარხარო...რა ვიცოდი თუ..თუ..თიკოსთან მიღალატებდა? -იმ ძუკნასთან გიღალატა?? -შუა საქმის დროს შევუსწარი ტირილს უმატა. -მომეცი მაგ ტიპის ნომერი -აუ არაა -როგორ არა მომეცი თორემ შენს ტელეში ვნახავ. მითხრა ტელეფონის ნომერი. არ დავაყოვნე და დავრეკე. -ალო მარი ბოდიში რაა... -ბიჭო ეხლა მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე მარის ახლოს არ გაეკარო. -შენ ვინ ხარ რო მიკრძალავ?? -მისმინე თავი დაანებე თორე საქმე ცუდად წაგივა. -რას იზამ თავი რო არ დავანებო?? -იცოდე თავს დანებებ და ეგდები მაგ შენ თაკოსთან გაიგე??თუ ვერ ისწავლი მოსმენას ყველაფერს მოგასმენინებ. -არ დავანებებ თავს! -დაგიმარცვლო შე ხისთავიანო?ა-ხ-ლ-ო-ს ა-რ გ-ა-ე-კ-ა-რ-ო ტელეფონი გავუთიშე გაცოფებული ვიყავი.ადრე ბიჭის ხმა დავამუღამე მაგრად და იმ ხმით დაველაპარაკე. მერ მე უკნიდან ბოხი სიცილი მომესმა რა თქმა უნდა ბიჭებიც შეესწრნენ. მეც სიცილი დავიწყე -არა რა მაგრად გაქ დამუღამებული (გიო) -ხო ხო აქ რო მოვედით მეთქვი ოთახში ვინ ყავს. (სანდო) -ხო ხო კარგი აბა საბა ,ვაკო,ვანო,ზურა რამეს არ იტყვით?? (მია) -არა ძვირფასო (საბა) იმ დღეს მარის ხათრით გამოვთვერით ორი დღე გადამება და დილით მართლა არ შემეძლო წასვლა სკოლაში.ავდექი და სახლში წავედი.მარი და შაი კარგად გამოიყურებოდნენ და სკოლაში მივდივართო თქვეს. -რა გინდათ სკოლაში?? ვერ გავიგე თავს რატომ იკლავთ?? (ლიზი) -გიჟები არიან თავი დაანებე (მია) ცოტა ხანს უხმოდ ვიჯექი -ხალხო თავი მტკივა ვკვდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი (მია) ვიყვირე და რას ვიყვირე შევაკრთე ყველა. -რა გაყვირებს გოგო თავი გამისკდა (ლიზი) -ნწ ნწ თქვენ არასდროს არ უნდა დაგალევინოთ (სანდრო) დავიშალეთ.მთელი დღე თავზე სველებს ვიდებდი და ბორჟომის სმით მოვკვდი.საწოლშიც კი ჩამაწვინა ამ პახმელიამ და ტკბილად ვიძინე. შუადღისას ზარმა გამაღვიძა ლიზი რეკავდა. -გოგო სწრაფად ადექი და მოწესრიგდი. (ლიზი) -რა მოხდა?? (მია) -ახლა შაიმ დამირეკა თურმე იმ შტერებს რომ არ მიხვედი ლუკასთვის უთქვიათ ცუდად არისო და ახლა შენთან მოდის სანახავად. -რაააა (მია) ისეთი სისწრაფით წამოვხტი თავბრუ დამეხვა ისე ვიყვირე რომ წონასწორობა დავკარგე და დაბლა დავეზღლართე.ხტელეფონი გამივარდა და რა ტქმა უნდა დედაჩემმაც გაიგო შემოვარდა გულგახეთქილი -რა მოხდა შვილო?? ტელეფონიდან ლიზი მიყვირის -ხმა გამეცი გოგო -დედა არაფერი მჭირს უბრალოდ დავეცი. (მია) სიჩუმე. -აუ მეტკინაა ააა (მია) -რა გჭირს?? (ნონა) -მგონი ფეხი მოვიტეხე დე მიშველე ვკვდები მგონი (მია) -ექიმს დავურეკავ გავარდა ნონა. -ლიზი დავეცი და ფეხი მოვიტეხე ექიმს ურეკავს დედაჩემი.ლუკა რატომ დაინტერესდა ჩემით?ან რატო შაიმ არ დარეკა? (მია) -შეეშინდა გოგო და მე დამრეკინა (შაი) -ხოდა ეშინოდეს ჩემი ეშინოდეს. გაცოფებულმა გავთიშე ტელეფონი და ადგომა ვცადე -აააააააა ვიყვირე ბოლო ხმაზე ძალიან მეტკინა. -შვილო ნუ მოძრაობ გარედან შემომძახა დედამ -ნონა ვერ დაურეკე?? -მოდიან (ნონა) კარზე ზარია.ოღონდ ლუკა არა არა. ღმერთი არ გამწირავს ასეთ მდგომარეობაში როგორ დავენახო?/ ლუკას ხმა გაისმა.ცოტა ხანში ჩემი ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა. -არ შემოხვიდე (მია) მაინც შემოვიდა.აღელვებული სახე ჰქონდა. ისევ ფეხზე წამოდგომა ვცადე და ისევ დაბლა გავიშხლართე და ვიკივლე. -რა უბედურებაა მტკივა მტკივა მტკივა. უკვე მართლა ძალიან მტკიოდა. -დაწოლაში მოგეხმარები. მომიახლოვდა წელზე ხელი მომკიდა და ძალიან ფრთხილად ამიტაცა ხელში და საწოლზე დამაწვინა.არ მტკენია ლუკას სურნელმა გამაბრუა და ტკივილი დამავიწყა. ექიმებიც მოვიდნენ და გამიყინეს ტკივილი რომ არ მეგრძნო მერე საავადმყოფოში წამიყვანეს და მთელი პროცედურები ჩამიტარე.აი ძვალი რომ ჩამისვეს მართლა ძალიან მეტკინა ეს არასდროს არ მიგვრძნია.ლუკა გვერდით მედგა და ხელზე დავფხაჭნე.გმირულად გაუძლო მაგრამ ეტყობოდა ღელავდა და ჩემთან ერთად განიცდიდა ტკივილს. სახლში დავბრუნდი და საწოლში ყოფნა მიწევდა. -აბა არ მეტყვი რა მოხდა?? -მოკლედ კიდე დავლიეთ და პახმელიაზე ვიყავით ვერ წამოვედი და პახმელიაზე გამოვდიოდი.მერე ლიზიმ დარეკა შაის რაც უთქვამს მითხრა ისიც თქვა მოდისო.დავიბენი წამოვხტი თავბრუ დამეხვა და ძლიერად დავეცი ფეხიც ასე მოვიტეხე.თარად დამ ისტორია მოგეწონა?? -ეხლა მე გეტყვი რა მოხდა.შაიმ მითხრა საწოლიდან ვერ დგებაო.შემეშინდა და წამოვედი.სადარბაზოში რომ შემოვედი შენი კივილი გავიგე.გამოვქანდი და იატაკზე ასეთ მდგომარეობაში გიპოვნე.გული გამიხეთქე ჩემო პატარავ. მომეხვია.აუ ეს ჩემი პატარა რას ნიშნავს??ან ეს თბილი ჩახუტება??რატომ მაჟრიალებს??მომწონს?ალბათ. ეს ისეთი კარგია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.