შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა ქალბატონი (3)


18-09-2015, 00:03
ავტორი Anye-Any
ნანახია 4 112

ოთახი შევათვალიერე,აშკარად არ იყო მისი,ძალა საერთოდ აღარ მქონდა, ბალიში გავასწორე და წამოვწექი,ვეცადე გონება გამეთიშა და არაფერზე მეფქრა,სწორედ ამ დროს გაისმა კარებზე კაკუნი
-მობრძანდით-თავი წამოვწიე
-შეიძლება?-კარებში ის ქალი იდგა ლანგრით ხელში ვინც კარები გაგვიღო
-რატომ შეწუხდით არ მშია-თავაზიანად ვუპასუხე
-ბატონმა ალექსანდრემ მთხოვა თქვენთვს ვახშამი ამომეტანა,კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?-ლანგარი საწოლზე დადო და უკან გავიდა
-დიდი მადლობა-მშიერი კი ვიყავი მაგრამ ტკივილმა ყველაფერი გადამავიწყა
გემრიელად შევუდექი ჩემს ვახშამს,მომწონდა კიდეც აქაურობა წამით ისიც კი ვინანე ალექსანდრეს ცოლობაზე უარი რომ ვთქვი,მაგრამ არა,მიუხედავად იმისა,რომ არაჩვეულებრივი კაცია მაინც მამად შემეფერება. 15 წელი ცოტა ხომ არ არის,ამ ასაკის ბიჭებს შვილებიც კი ყავთ უკვე. ჭამას რომ მოვრჩი ლაგარი გვერდზე გადავდე და ისე მიმეძინა დილამდე თვალი არ გამიხელია.
კაკუნმა გამომაღვიძა
-გძნავს?
-არა ალექს,შემოდი-საბანი ავიფარე მოშიშვლებულ მკერდზე და გავუღმე
-აბა როგორ გეძინა?-გამიღიმა და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო,ყოველთვის ელეგანტურად ეცვა, მაღალი,მხარბეჭიანი მამაკაცი იყო გარეგნულად ვერაფერს დაუწუნებდი, ამას ქვია შინაგანად და ვიზუალითაც არაჩვეულებრივიაო.
-კარგად ალექს,ძალიან კარგად-მეც გავუღიმე
-გახსოვს წუხელ გითხარი შემოთავაზება მაქვსთქო შენთან-ჩაახველა და სეროზული სახე მიიღო
-კი,გისმენ
-მოკლედ ქორწილის ჩაშლა არ გამოვა ნინა, ჩემმა მშობლებმა ლამის მთელი თბილისი დაპატიჟეს,ახლა მე რომ უარი ვთქვა ამ ქორწინებაზე არასერიოზულ ქარაფშუტა კაცად ჩამთვლიან,ალბათ ხვდები რასაც ვგულისხმობ,თანაც არც ის მინდა არაკაც მამაშენთან დაგაბრუნო. აი რას გთავაზობ,გამომყევი ცოლად იცხოვრე ისე როგორც გინდა,მე არაფრის შეზღუდვას არ ვაპირებ შენთვის,მეტიც მინდა ისწავლო და კარგი განათლება მიიღო,მინდა დამოუკიდებელი ადამიანი იყო,რაც შეეხება ცოლქმრულ ვალდებულებებს ამიდანაც განთავისუფლებ.
ვუსმენდი და ყურებს ვერ ვუჯერებდი ახლა უკვე ასმაგად მომწონდა ეს კაცი.
-თანახმა ვარ! -სხარტად ვუპასუხე და გაეცინა
-ძალიან კარგი,ქორწილი 1 იანვარს იქნება.მადლობა ნინა,რომ გამიგე და ისტერიკები არ მოაწყვე
-არა რასამბობ ალექს,შენ უნდა გიმადლოდე ცოცხალი რომ ვარ თორემ შეიძლება მამაჩემს რამე მოეტეხა ჩემთვის
-ეგ არ მოხდება,არავის მივცემ უფლებას თითი დაგაკაროს-ისე დამაჯერებლად მითხრა რომ ძალიან მესიამოვნა. უფრო იმ ფაქტმა გამახარა,რომ ვიღაც ჩემზე ზრუნავდა.
-ახლა სამსახურში უნდა წავიდე,დღეს ჩემი მძღოლი წაგიყვანს საყიდლებზე რაც კი დაგჭირდება ყველაფერი იყიდე და უკვე ხვალიდან შეგიძლია იარო უნივერსიტეტში-კარები გაიხურა და გავიდა
მამასავით მზრუნველი იყო ალექსანდრე. დაჟე ისიც კი ვფიქრე ჩემს შვილად აყვანას ხომ არ აპირებსმეთქი,ამაზე ცოტა არყოს გამეცინა. მალე მძღოლმაც ამომაკითა და საყიდლებზე წავედით,ყველაფერი ვიყიდე რაც კი მჭირდებოდა და დაღლილ-დაქანცული დავბრუნდთ სახლში,აქ კი ნამდვილი სიურპრიზი მელოდა.
-ნინა!-ჩემი მომავალი დედამთილის ხმამ შემაკრთო და ადგილზე გავშეშდი
-დიახ-ღიმილაკრული შემოვტრიალდი
-ეს რა წესია? ქორწილამდე მოგიყვანა ალექსანდრემ?-ცალი წარბ მაღლა აზიდა და ამათვალიერა,ჩემს მოკლე დაგლეჯლ შორტს,ტიპ მაისურსა და კედებს,რომ ჰკიდა თვალი მივხვდი,რომ აშკარად არ ესიამოვნა
-ნამდვილად არ ვიცი,ეგ ალექს ჰკითხეთ-კურტუმოსქნევით ავუყევი კიბეებს და ოთახში შევედი. ტელეფონი სახლში დამრჩა ამიტომაც ინგას ვერ დავუკავშირდი ამდენხანს,წარმომდგენია რა დღეშია,ნამდვილად მომკლავს. ტუმბოზე დადებული ლეპტოპი ავიღე და სოციალურ ქსელში შევედი,ინგას ავუხსენი სიტუაცია და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო,მაგრამ მამამისს ქალაქგარეთ მიჰყავდა 2 დღით და ვერ მოახერხა.საღამომდე დებილივთ ვიჯექი ოთახში, ისიც კი არ ვცოდი რა მეკეთებინა,ერთ სულ მქონდა ალექსი როდს დაბრუნდებოდა. ქვემოდან ხმამაღალი ლაპარაკი შემომესმა და ყურები ვცქვიტე
-რატომ მოიყვანე ჯერ ეს გოგო სახლში?-გახევებული იდგა ქალბატონი ნანუკა და შვლს ეკამათებოდა
-ასე იყო საჭირო დედა და მაგიტომ-მშვიდად უპასუხა ალექსმა
-რას იფქრებს ხალხი?-დოინჯი შემოირტყა
-ეგ ნაკლებად მაინტერესებს,ისე შენც გირჩევ ნაკლებად დანტერესდე მაგით-ლოყაზე აკოცა და გაუღიმა გაბრაზებულ დედას
როგორც კი დავინახე მაღლა ამოდიოდა ისევ ჩემს ოთახში შევბრუნდი.
-შეძლება?-ოთახს კარები ნელა შემოაღო
-მოდი ალექს-გავუღიმე
-აბა რა ქენი,იყიდე ყველაფერი რაც გჭრდებოდა?
-კი ვიყიდე-დამჯერი ბავშვივით ვუქნევდი თავს
-კარგია,დამჯერი ბავშვი ხარ,ისევ ხელი გადამისვა თავზე,ცოტა არიყოს გავბრაზდი მართლა პატარა ბავშვივით რომ მექცეოდა.
-ბავშვი არ ვარ-ცოტა არიყოს ნაწყენმა ვუპასუხე
-ხარ,როგორ არ ხარ-გაეცინა-გინდა საღამოს სადმე გავიდეთ?
-რავი
-რავი რა პასუხია, როგორ გავიგო?
-თუ გინდა გავიდეთ-მხრები ავიჩეჩე
-მაშინ მოემზადე და ნახევარ საათში გავიდეთ,ჩემს მეგობრებს გაგაცნობ
სწრაფად წამოვხტი და ჩემი ახალი ნაყიდი ტანსაცმელები გადმოვალაგე,მოკლე შავი ტანზე მოყვანილი კაბა ჩავიცვი,შესაფერისი ფეხსაცმელები ამოვიცვი,თმები გვერდზე გადავიყარე და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე.ოთახიდან გამოვედი,მაგრამ არ ვიცოდი სად იყო მის ოთახი,დაბლა ჩავედი
-სადმე მიდხართ?-ალმაცერად ამომხედა ნანუკამ
-კი გავდივართ
-სად?
-არვიცი
თავი უკმაყოფილოდ გააქნია,ამასობაში ალექსანდრეც ჩამოვიდა და ფართოდ გამიღიმა რომ შემათვალიერა.
მანქანაში ჩავსხედით
-რაო ნანუკამ?-სიცილთ მკითხა
-დედაშენს მგონი დიდად არ ვეხატები გულზე-მეც სიცილით ვუთხარი და ღვედი გადავიკარი
-ყურადღება არ მიაქციო,ეგეთი ტიპია
-სად მივდივართ?
-ჩემი ძმაკაცის რესტორანში,მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო
-ყველა შენი მეგობარი შენი ასაკისაა?
-და მაგით რა გინდა რომ თქვა?
-აარაფერი ისე-დავიბენი და გავეკრიჭე მან კი საპასუხოდ გამიღიმა და თავი გააქნია
რესტორანში მალევე მივედით,კარები ჯენლტმენურად გამიღო და გადმოსვლაშიც დამეხმარა,შევედი თუ არა მათი მეგობრების ყურადღებაც მივიპყარი.
-ვა მოხვედი ალექს?-გადაეხვია დაბალი მამაკაცი
-გაიცანით ესარის ჩემი ნინა-გადმომხედა და გამიღიმა
თავიდან ყველა რაღაცნარად მიყურებდა ეტყობოდათ,რომ ჩვენშორის ასაკში განსხვავება იგრძნობოდა.
-რამდენ წლის ხარ ნინა?-დავჯექი თუ არა ღიმილით მკითხა ერთ-ერთმა ქალმა
-18 -მეც ასევე ღიმილით ვუპასუხე
კიდევ ერტხელ შევატყვე ყველას გაკვირვება,სიტუაციის განსამუხტად ლევანმა,ალექსანდრეს ექიმმა ძმაკაცმა სადღეგრძელო შემოგვთავაზა
-დალევ?-მკითხა ალექსმა და ღვინით სავსე ბოკალი გამომიწოდა
-სულ ცოტას-თვალები დავაწვრილე და გავუღიმე
საღამო არაჩვეულებრივად გავატარეთ,ძალიან მომწონდა მათ კამპანიაში ყოფნა,ვგრძნობდი რომ ეს კაცი ჩემს გულს მალე დაეპატრონებოდა,ახლა სულ აღარ მადარდებდა მისი ასაკი,სასწაულად მომწონდა ის ფაქტი რომ ჩემზე ზრუნავდა.
-წავდეთ?-ჩამჩურჩულა მე კი მისი სიახლოვე იმდენად მესიამოვნა სულ დამბურძგლა.
-წავიდეთ
ხელი მომკიდა,მეგობრებს დავემშვიდობეთ და წამოვედით,დაახლოებით 12 საათი იქებოდა სახლში,რომ დავბრუნდით,ტკბილი ძილი მისურვა და ოთახამდე მიმაცილა.ასეთი მამაკაცი არასოდეს მინახავს,მისი ყველა საქცელი გაჟღენთლია პატივისცემით,სასწაულად მომწონდა მისი მამაკაცური თვისებები. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს სულ ალექსანდრეზე და ჩვენს ქორწილზე ვფიქრობდი,რა მინდოდა რა ისტერიკები დავიმართემეთქი ისიც კი გავფიქრე,რომ მცოდნოდა როგორი იყო ალექსი სულ სიხარულით გავყვებოდი ცოლად.
დილით ადრე ავდექი,მოვემზადე და დაბლა ჩავედი
-თუ მზად ხარ გავიდეთ-მისი თბილი და სასიამოვნო ხმა მომესმა უკნიდან,კბეებზე ჩამოდიოდა,როგორც ყოველთვის შავი ვიწრო კლასკური შარვალი ეცვა,შესაფერისი ფეხსაცმელები და თეთრი პერანგი,ჰალსტუხიც ეკეთა პიჯაკი კი სულ ხელით ეჭირა.საოცრად გამოიყურებოდა
-ნინა წავედით?-ისე გამოვშტერდი ვერც კი გავიგონე რა მკითხა
-კი,კი წავიდეთ-იდიოტური ღიმილი ავიკარი სახეზე და უკან გავყევი
კარგი დღე მისურვა,მითხრა მძღოლი მოგაკითხავსო და უნივერსიტეტის ეზო დატოვა. დაშტერებული შევედი აუდიტორიაში,თიტქმის არცერთი სიტყვა არ გამიგონია რასაც ლექტორი ლაპარაკობდა. საათს ვუყურებდი მინდოდა დრო მალე გასულიყო და ალექს ისევ მენახა.მძღოლმა მომაკითხა და სახლში წამყვანა,ჩემმა მშობლებმა მომიწყვეს სურპრზი და სახლში დამხვდნენ
-რისთვის მოხვედით?-ცივად ვუპასუხე
-გვინდოდა გაგვეგო როგორ იყავი-მიპასუხა დედამ
-და ეგ როდიდან გაინტერესებს?
-წესიერად ელაპარაკე დედაშენს-აიფხორა მამაჩემი
-შენ საერთოდ ხმა არ ამოიღო! მე მამა აღარ მყავს არც დედა და არც და,რა სინდისთ მოხვედით აქ? დედა გქვია შენ?! იდექი და უყურებდი როგორ მცემდა ეს მხეცი და არაფერი გააკეთე! აღარ გაბედოთ და აქ აღარ მოხვიდეთ! თქვენ შვილი აღარ გყავთ!-ცრემლები გადმომცვივდა,არ მინდოდა მეტირა მათ წინ,მაგრამ იმდენად გამამწარეს,რომ თავი ვეღარ შევიკავე. ოთახში ავვარდი და მთელ ხმაზე დავიწყე ბღავილი,ასეთი უსსხლოები როგორ იყვნენ ვერ ვიჯერებდი,მათგან 1 თბილი სიტყვაც კი არ მახსოვს,მამაჩემი ყოველთვის გვაყვედრიდა ყველაფერს,თიტოეულ ლუკმას გვითვლიდა,ამის მერე მოდს და კიდევ ბედავს რაიმე მითხრას.ტირლშ ჩამეძინა.
ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაცის თბილი ხელები, თავზე მეფერებოდა,თვალები რომ გავახილე ალექსანდრე დავინახე
-გაგაღვიძე?-ხმადაბლა მკითხა
თავი ვეღარ შევკავე და მოვეხვიე,ისე ძლიერად ვუჭერდი ხელებს,რომ არა მისი ძლიერი მკლავები უეჭველი დავამტვრევდი ძვლებს,მანახც მომხვია წელზე ხელები,ამან უფრო გამათამამა და კიდევ უფრო ძლიერად ავეკარი
-მოხდა რამე?
-არაფერი,უბრალოდ მინდა ვიღაცის გვერდზე დგომა ვიგრძნო,ვიგრძნო რომ მარტო არ ვარ და შემიძლია ვინმეს იმედი მქონდეს-ისევ ავტირდი,ამჯერად ცრემლებს მის ყელში ვმალავდი
-ტირი?-სისველე იგრძნო
-მაპატიე-მოვშორდი და ცრემლები შევიმშრალე
-ნინა რა გატირებს? ხომ იცი შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ,აღარ იტირო ვერ ვიტან ქალი რომ ტირის
-ანუ მე ქალი ვარ?-გამეღიმა
-ნუ გოგო-მასაც გაეცინა
-იმის თქმა გნდა,რომ ქალად არასოდეს აღმიქვამ?-სახე მომეღრიცა
-შენ რა იყო შემთხვევით ხომ არ შეგიყვარდი?-დაეჭვებულმა შემომხედა და გაეცინა
-მეე? არა რასამბობ-ხელი ავიქნიე-თან ჩვენს შორის ასაკობრივ სხვაობას თუ გაითვალისწინებ,ნუ რა სისულელეა- სულ ძალით გადავიხარხარე
-მიხარია ხასიათზე რომ მოხვედი,დალიმ მითხრა მშობლებმა მოაკითხესო
-მაგათ ჩემს მშობლებს ნუ ეძახი
-ასეც არ შეიძლება
-კარგი რა ალექს!
-ჩუ ახლა,მიდი დაიძინე ხვალ ადრე უნდა ადგე-თითი დამიქნია და ოთახი დატოვა



№1 სტუმარი მარეე:)

რატო იშლება ჩემი კომენტარები?;დ მესამედ ვწერ უკვე ამას:დ ფულზე გაყიდულს ნუ აკოპირებბბბ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent