შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Life or Death... თავი 5


18-09-2015, 12:18
ავტორი Rija angelozi...
ნანახია 1 734

იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.მე შევიცვალე და ტობიც შეიცვალა.ერთმანეთს უფრო კარგად ვექცეოდით.ერთხელ ჩვეულებრივ მივდიოდით და ტობი გაჩერდა.
-რა ხდება?რატომ გავჩერდით?
-შენი პირველი შეცდომა უნდა გამოვასწორით.
-აა,ხო ეს შეცდომები,კარგი მზად ვარ.-მანქანიდან გადავიდეთ.
ფანჯარაში,როცა გავიხედე ისევ თოვლი იყო.მე თხლად მეცვა,მეგონა ქურთუკს შემომთავაზებდა,მაგრამ პირდაპირ გადავიდა მანქანიდან,მეც გავაღე კარები და ფეხი გადავგდი.როცა გავედი,დავინახე,რომ მზე ანათებდა,ცხელოდა.თვალებს არ დავუჯრე და ისევ მანქანაში ჩავჯექი.გარეთ თოვდა,ტობი კი იცინოდა.სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან
-რა ხდება? ვიცი,რომ იცი და მე დამცინი.-ვუთხარი რაც შეიძლება მკაცრად,მაგრამ მეც მეღიმებოდა
-წავიდეთ,გზაში აგიხსნი.
დიდხანს მივდიოდით ტყეში.ბოლოს გავედით ტყიდან და ერთ მინდორზე გავედით.ვიცანი ეს ადგილი.ბავშვობაში დავდიოთ აქ,ეს ჩემი აგარაკი იყო ქალაქ გარეთ.
-აქ დავუშვი ჩემი პირველი შეცდომა?
-კი და მოდი გამოვასწოროთ.
დავინახე ჩემი სახლი და საკუთარი თავი.11 წლის ვიყავი.ვარდისფერი კაბა მეცვა და სანდლები.თმა გაშლილი მქონდა და ჩემს ძაღლს ვეთამაშებოდი.შემდეგ მეგობრებმა დამიძახეს და მითხრეს,რომ სიუ წვეულებას აწყობდა და დამპატიჟეს.ძალიან გახარებული ვიყავი.
-ასეთ ბედნიერ დღეს დანაშაული როგორ ჩაიდინე?
-ო ღმერთო, ეს დღე მახსოვს.
ამ ამბის გაგების შემდეგ სახლში შევვარდი და დედას ეს ყველაფერი ვუამბე,პასუხს არც დაველოდე 2 საათი ჩემს ოთახში ჩავიკეტე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე.5საათისთვის ოთახიდან გამოვედი.მისაღებში დედა დამხვდა და მითხრა,რომ არ მიშვებდა.გავბრაზდი,შემდეგ ვიჩხუბეთ და მას ვუთხარი,რომ ცუდი დედა იყო.დედას ეს ძალიან ეწყინა.
-ხოო საქმე რთულადაა.
-ეს ყველაფერი როგორ გამოვასწორო?მე ხომ ის ვერ მხედავს და ვერ მეხება,არც ჩემი ესმის,ო რა სულელი ვიყევი.-თვალზე ცრემლი მომადგა.ტირილი დავიწყე.მართალია დედა ვერ მხედავდა,მაგრამ გვერძე დავუჯექი,ჩავეხუტე და და ლაპარაკი დავუწყე:
-ძალიან მიყვარხარ მართლა.ჩემს გამო არ იტირო გთხოვ.ო ღმერთო რა სულელი ვიყავი.ამ დღის შემდეგ 10 დღე არ ვლაპარაკობდით.რას არ მივცემდი,რომ ახლა შენთან შეხება შემეძლოს.მინდა,რომ თმა დამვარცხნო და შემდეგ დამიწნა,მინდა დამელაპარაკო,მინდა შემეხო.დედა ძალიან მიყვარხარ.არა აღარ შემიძლია.-ვთქვი და გარეთ გავვარდი.მინდორში დავჯექი და მწარედ ავტირდი.
-დამშვიდდი.
-ტობი არ შემიძლია.გესმის?არ შემიძლია.როგორ გამოვასწორო შეცდომა?არაფერი არ ვიცი ტობი.
-ეს საჭირო აღარაა.
-მოიცა,რატომ?რა იგულისხმე როცა თქვვი,რომ შეცდომები უნდა გამოგვესწორებინა?
-გამოსწორება არ ნიშნავს შეცვლას.ეს ნიშნავს,რომ უნდა ირწმუნო და საკუთარ თავს აპატიო.შენ მიხვდი შენს დანაშაულს,მაგრამ იცოდე ეს ყველაზე მარტივი იყო.ჩვენ ისეთ ცოდვებსაც მივადგებით,რომლებიც შეიძლება არ გეგონოს შეცდომა და სანამ არ მიხვდები,თუ რა შეცდომა დაუშვი იმ მოგონებას ვერ დავტოვებთ.ახლა გზა ხსნილია წამო 2005 წლის 23 მარტს ვესტუმროთ.
-23 მარტს? 23 მარტს მერის დაბადების დღეა ნუთუ იქაც რამე დავაშავე?
-შეცდომას ზუსტად მაშინ ვუშვებთ,როცა გვგონია,რომ სწორი გზით მივდივართ.წამო წავიდეთ.
-კარგი.
-მენდობი?
-გენდობი!
მას ხელი ჩავჭიდე და მანქანისკენ გაგვემართეთ.მან მანქანის კარი გამიღო,მეც ჩავჯექი,თვითონ გვერდით მომიჯდა და მანქანა დაძრა.გარეთ კი ისევ თოვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent