შოკოლადისფერი “ნაწილი მეორე“
მივხვდი,რომ იმედგაცრუებისგან წამივიდა გული და არა ხესთან შეჯახებისგან.გონს რომ მოვდიოდი ანეტას დაფეთებულ სახეს ვხედავდი. -რა ხათაბალა ხარ-მეუბნება და ცდილობს ადგომაში მომეხმაროს,მაგრამ გაზეთი რომ დაინახა ხელი გამიშვა და გაზეთს დასწვდა. -ისა და არ მომეხმარები?-გაბრაზებულმა ვკითხე,მან კი გამიკრიჭა და გაზეთის ფრიალით წავიდა. -რაც მოგივა დავითაო-მომაძახა სიცილით-ყველა შენი -ეგ თავი უნდა გაგიტეხო შენ-მივაძახე მეც სიმწრის სიცილით და წამოდგომა ვცადე,მაგრამ მიწაზე დაყრდნობილი მარცხენა ხელი გამისრიალდა და ბეჭებით დავეხეთქე,ისე მწარედ,რომ წამიერად სუნთქვა შემეკრა.-ვაიმე-დავიყვირე,რასაც ანეტას და კიდევ სხვა ბევრის ყურადღების მოქცევა მოჰყვა. -როგორ ხარ შვილო?-თავზე დამადგა ერთი ქალი და კაპლს მაწვდის-ცუდად ხარ? ეს გიშველის-მეუბნება და უცდის როდის გამოვართმევ გამოწვდილ წამალს. -არაფერია კარგად ვარ-ვეუბნები და ვიღიმი,ის კი უკან იბრუნებს კაპლს და ახლა უკვე ვალიდოლს მაწვდის. -მგონი გული გაქვს ცუდად-მე უკვე ჩემთვის ვლუღლუღებ,არ ვაქცევ მოხუცს ყურადღებას და ისიც ლანძღვით მიდის,მე კმაყოფილი ისევ ვცდილობ ადგომას,ანეტა გვერდით დგას და არც კი ფიქრობს მომეხმაროს,რას ელოდება ნეტა,ალბათ ამას.“შოკოლადისფერმა“ რაღაცამ ხელი გამომიწოდა და ნება მომცა მის ხელის გულზე დამედო ხელი.გული ამიჩქარდა ლოყებშეფაკლული შევეხე მის უხეშ ხელს და ავათვალიერე,ნამდვილად არ მოველოდი,“შოკლადისფერი“ არა ამქვეყნიური არსება თუ იქნებოდა და ნეტარებით გავინაბე. -რამე ხომ არ გაწუხებთ?-მკითხა,როდესაც ამაყენა,ხმაც როგორი მკაცრი ჰქონია,თავის გარეგნობასთან შედარებით ზედმეტად უხეში ჩანდა,მოწაბლისფრო თმა აეპრიხა და მოურიდებლად მიცქერდა ნაცრისფერი თვალებით.“შენ მაწუხებ“-ვამბობ გულში და ხელს ვუშვებ.ამისთანა,რომ წინ დამიდგება კიდე კარგად ვიქნები,გული ისე მიცემს მგონია მასაც ესმის ხმა,თუმცა რომ ესმოდეს გასაკვირი არაა, ჩემთან იმდენად ახლოს დგას.ანეტას ვუბრუნდები და სახის მიმიკებით ვანიშნებ წასვლას,მაგრამ ის თითქოს ვერ ხვდება რას ვთხოვ და მიღიმის. -მადლობთ-ეუბნება “შოკოლადისფერს“ და მკლავზე მჩმეტს-ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ ცოტა უხეშია-აგრძელებს ჩემზე ლაპარაკს,ის კი დგას და ღიმილით უსმენს. -ეგ არაფერი,ჩაი ხომ არ დაგველია?-ჰკითხა მან ანეტას რაზეც მე უკვე მზად მქონდა უარყოფითი პასუხი,მაგრამ ვინ დამაცადა. -კი დიდი სიამოვნებით-მიუგო ჩემმა დაქალმა, ახლა უკვე მტრად ქცეულმა-სხვა საქმე მაინც არაფერი გვაქვს,თანაც მას თქვენი. . .-ფეხზე დავაბიჯე და ტკივილისგან მოიკუნტა-მინდოდა მეთქვა მარიამი თქვენი მადლიერია.-სიმწრის ღიმილი აუთამაშდა ბაგეზე მე კი კმაყოფილმა გავუღიმე. -მე არ მინდა,სახლში უნდა დავბრუნდე,ჩემი ქმარი ინერვიულებს-ვთქვი და დაველოდე ანეტას,რომელიც განცვიფრებული იდგა და ხმას ვეღარ იღებდა,ხელი მომკიდა და გვერძე გამიყვანა. -რა ქმარი-მკითხა გაბრაზებულმა-რა შანსი გქონდა,რებს აკეთებ,მიდი ახლა და უთხარი,რომ იხუმრე-მიმიყვანა და მის წინ დამაყენა. -არ მიწყინოთ,წავალ მე თქვენ გაერთეთ -საწყენია,მაგრამ რას ვიზამთ,თქვენ რას იზამთ?-მიუბრუნდა ანეტას-უკაცრავად როგორ მოგმართოთ-იკითხა მორიდებით -ანეტა-სიცილით მიუგო-მაპატიე,მაგრამ მარიამს მარტო ვერ გავუშვებ სახლში,მისი ქმარი ძალიან ეჭვიანია და თუარ ვიშუამავლე ჩამილურჯებს გოგოს. -ანეტა რებს ლაპარაკობ? -კარგი რა მარიამ როდემდე უნდა დამალო -გაჩუმდი-დავუყვირე და ხელი ჩავავლე-ჯობია წავიდეთ-დავცილდით “შოკოლადისფერს“. -შენი ბრალია-წუწუნი დაიწყო მან-პირდაპირ განძი იყო ჩვენს წინ და ნაგავში მოვისროლეთ. -არ გაჩუმდები?-გაბარზებას ვეღარ ვფარავდი მე.-არ მინდა მასზე საუბარი-ანეტა გაჩუმდა,მაგრამ სვლა აღარ გაუგრძელებია,დაბნეული გაჩერდა და ხმას აღარ მცემდა,რაღაცებს თავისთვის ბურტყუნებდა. -მგონი შენ მეტი გინდა ვიდრე ჩაია-თქვა მოგვიანებით და ეშმაკურად აუციმციმდა თვალები -ამით რა გინდა,რომ თქვა? -ძალიან კარგად მიხვდი რაც-თვალს მიკრავს -შენი გახრწნილი აზრები შენთვის შეინახე-დავეჭყანე და გზა გავაგრძელე,ისიც მომყვა ფეხებში და მალევე მივედით სახლში. -შოკოლადი მინდა-შევედით თუარა კარადისკენ წავიდა-თორემ განწყობა სულ გამიფუჭე -მე აბაზანაში შევალ წყალს გადავივლებ და,რომ გამოვალ შენც შენი შოკოლადიც აქ აღარ დამხვდეთ. -წავალ,მაგრამ მანამდე რაღაც მინდა გკითხო -რა? -სხვა დროსაც,რომ ნახო და არ არსებულ ქმარზე გკითხოს მერე რას აპირებ? -სხვა დროს ვერ ვნახავ და,რომც ვნახო ვეტყვი,რომ -სათქმელი ენისწვერზე მაქვს,მაგრამ ვერ ვამბობ და გაბრაზებული აბაზანაში შევლასლასებ-არაფერი-გავძახე და ონკანი მოვუშვი.სანამ მე აბაზანაში ვნებივრობდი,ანეტამ შოკოლადები შემიჭამა და წავიდა,რომ გამოვედი აღარც შკოლადები იყო და აღარც ის.კმაყოფილი წამოვწექი საწოლზე და ჭერს მივაშტერდი.კმაყოფილი რამდენად ვიყავი ჩემი თავით ეს ცალკე საკითხია,უბრალოდ არ მინდოდა იმას ადვილად ჩასაგდები ვგონებოდი.მარიამ რა თამაში წამოიწყე?ისეთი არაფერი,უბრალოდ ამისთანა სილამაზის ხილვის უფლებაც საკმარისი იყო მისთვის და ხელი ჩემს წაბლისფერ თმაში შევაცურე,რომლის ხვეულები კისერში მიღიტინებდა.რაღაცამ წამომიარა და საწოლიდან წამოვხტი,შემოსასვლელში სარკის წინ დავდექი და ჩემს სახეს კარგად დავაკვირდი,აქამდე არც კი ვიცოდი ასეთი მუქი ლურჯი თვალები თუ მქონდა,მაგრამ ჩემი ტუჩები იმდენად მკრთალი იყო,ცოტა შემეშინდა და სარკეს მოვცილდი,ნეტავ რისი ბრალია,მხრების ჩეჩვით შევედი სამზარეულოში და წყალი დავლიე,მერე აივანზე გავედი და ჩემი კორპუსის წინ გადაშლილი ულამაზესი ხედით ტკბობას შევუდექი,მაგრამ სიმყუდროვე მალევე დამერღვა,აივნიდან ისევ შიგნით დავბრუნდი და ზანტად წავედი კარის გასაღებად. -არ მელოდე?-გაოცებული ვდგავარ და ვუყურებ ჩემს ძმას,რომელიც მე გერმანიაში მეგონა-შემომიშვებ?-მკითხა მან,მე კი იმდენად დავიბენი,რომ კარი მივუხურე,მერე გამოვერკვიე და გავაღე,ის კი გაოცებული მიყურებდა. -შემოდი-ვუთხარი და განზე გავდექი -ძმას ასე ხვდებიან?-მეკითხება ცოტა ნაწყენი-მოდი ჩამეხუტე-ხელები გაშალა და მეც მთელი ძალით გავექანე და ჩავეხუტე. -არ გელოდი-გავიმართლე თავი-არუნდა გეთქვა,რომ მოდიოდი? -სურპრიზი მინდოდა-ძლიერად მიკრავს -გამოგივიდა--ვკისკისებ-ლამის გული გამისკდა,იქნებ ვინმე მყავდა-ეშმაკურად ავხედე მან კი ცხვირზე მიპწკინა. -კარგად გიცნობ-მითხრა და მისაღებში შევიდა-ძალიან მშია-დაიწუწუნა-რა გაქვს?-მეკითხება და სუნსულით შედის სამზარეულოში. -შოკოლადი მქონდა,მაგრამ ანეტამ შემიჭამა-ანეტას ხსენებაზე გაშეშდა და გაირინდა,არა აქამდეც ვიცოდი,რომ ჩემს ძმას ანეტა მოსწონდა,მაგრამ ეს არასოდეს მიგრძნობინებია მისთვის. -ანუ არაფერი გაქვს?-დამიბღვირა-რას ჭამ? -შოკოლადს-ვამბობ მისი შეკითხვით გაკვირვებული -ვერ ხარ ხო-მეუბნება ცოტახნის შემდეგ-შიმშილობ ხო?გენოციდია? -ნუ აბუქებ რაა-დავიჭყანე და მაცივარში შევიჭყიტე-სოსისი გინდა?-ალმაცერად გადავხედე და გაყინული სოსისი გამოვიღე,დაჩის გაოცებისგან პირი დაეღო. -არ მჯერა,რომ შენ ჩემი და ხარ-მიყურებს და იცინის-წავალ რამეს ამოვიტან,თორემ ცუდად ვარ უკვე-ფრატუნით გავიდა.-ხო მართლა ძალიან მენატრებოდი -ახლა უკვე ნამდვილად ვიცი,რომ შენ ჩემი ძმა ხარ-სიცილით გავყევი უკან-მეც წამოვალ,ჩემო ტკბილო ძამიკო. -კარგი-მითხრა და ერთად გავედით სახლიდან. გზაში ბევრი ვიტიტინე,მოვუყევი აქაური ამბები,მაგრამ თავად არაფერი დასცდენია გერმანიაზე. -საქართველო მომენატრა-როგორც იქნა ამოიღო ხმა-ქუჩები მესხვანაირება. -არადა ყველაფერი ძველებურადაა-ვთქვი და უნებურად გზის მეორე მხარეს გავიხედე.ვაი ამ გახედვას,“შოკოლადისფერი“ დავინახე,მანააც დამინახა და გაღიმებული ჩვენსკენ წამოვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.