შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ხელები


18-09-2015, 18:34
ავტორი starstruck
ნანახია 2 450

პროლოგი
სუსხიანი ზამთრის საღამო იყო, თითქოს ამისათვის ბუნებაც კი ემზადებოდა . გამაყრუებელი ქარი ქროდა, ქოხთან ახლოს პატარა ტბა გაყინულიყო, ხეების თითქოს ყინვისგან გადამტყდარიყვნენ და ტყიდან უბედური მგლების ყმუილი ისმოდა , ხვეწნა-მუდარით მეგობრებს სთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ არავინ არ გამოხმაურებიათ, სავსე მთვარე ანათებდა, მაგრამ ბინდს ყველაფერი დაეფარა, ღამის მნათობი ლამობდა ამ წყვდიადში გამოჩენას მაგრამ ამაოდ,მეორე დღეს თოვლი იყო გამოცხადებული, ალბათ ამიტომ ყინავდა, ქვაც კი გასკდებოდა .ჩვენ კიდე თბილად ბუხრის წინ ვიჯექით, ჩაფიქრებულები, სქელი პლედი გვეფარადა ცხელი ყავა მეჭირა ხელში, რომ გავთბარიყავი და უცებ გაისმა ერთი გასროლის ხმა, ერთს სამი მოჰყვა . ამ ჰარმონიას ტყვიების ყურისწამღები და საზარელი ხმა არღვევდა , მაგრამ ეს ყველაფერი ისე უცაბედად გაქრა, როგორც გაჩნდა. არსაიდსან ისმოდა ყვირილის ხმა, მაგრამ რომც ყოფილიყო რას გავიგებდით. ჩუმად ვიჯექით მაგრამ ეხლა ეს მდუმარება შიშს გვგვრიდა.

I თავი
სკოლის პირველი დღე
სკოლის პირველი დღეა. დილით ადრე ავდექი ,რომ განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე. მშვენიერი ამინდი იყო, მზე კაშკაშად ანათებდა, ცა მოწმენდილი იყო, და ბუნება ყვაოდა. დავათვალიერე ჩემი ოთახი, ამ ყველაფერს მილიონჯერ ვხედავდი,საწოლი ოთახის ცენტრში იდგა, მის მარჯვნივ ტანსაცმლის კარადა, მის მარცხნივ პლაკატები მქონდა გაკრული, ტანსაცმლის, მუსიკალური ჯგუფების და ფოტო კოლაჯი ჩემი ბავშობის, არც დიდი ვარ მაგრამ მომწონს, საწოლის მარცხნივ კომოდ მედგა. სამკაულებით, პარფიურემიით სავსე. თვითონ ოთახი კი იასამნისფრად იყო გადაწყვეტილი, ძალიან მიყვარს ეს ფერი ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან, როცა იასამნისფერი დათუჩელა მაჩუქეს და პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა და ეხლაც საწოლზე მიდევს.
სკოლისთვის მზადება დავიწყე კარადიდან გუშინდელი ნაყიდი ციფერი კაბა გადმოვიღე და გამოვწყვე. სარკეში ჩავიხედე და გავოგნდი ეს მე არ ვიყავი, არც კი ვიცი, შევიცვალე მაგრამ როგორ? გამჭოლი მუქი ლურჯი თვალები მათვალიერებდნენ. უცნაური გრძნობა დამეუფლა. არც კი ვიცი რატომ. გულის ცემა ამიჩქარდა, ვნერვიულობდი, მოძრაობის უნარი დამეკარგა.ასე არასდორ არ დამმართნია. არც კი ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას. ათი წელია სკოლაში დავდივარ, მაგრამ ასეთი შიში ჯერ არ დამუფლებია. თუმცა გულის სიღრმეში ვიცი რამ შემაშინა, რამ ამანერვიულა- სიმარტოვ. დიახ სიმარტოვემ, განდეგილობამ. ახალ კლასსში გადავდიოდი. არასოდეს გამოვირჩეოდი სითამამით, ბევრი მეგობარიც არც არასდროს მყოლია, უმეტესად მაშინ მიახლობდებოდნენ როცა რამე სჭირდებოდათ ამიტომ ასეთი ,,მეგობრების“ ყოლას საერთოდ არ ყოლა ვამჯობინე.
სკოლა არც ისე შორსა სახლიდან, ამიტომ დღეს გასეირნება გადავწყვიტე, გზაში მეზობლები მხვდებიან და მომღიმარი სახით მესალმებიან, მეც ვუღიმი და თავს ვუქნევ, მზე ანათებს, მერცხლები დაფრინავენ, მეზობლის ძაღლები ყეფენ, ყველა ხალისიანია და თავს იმის უფლებას ვერ ვაძლევ რომ მოვიწყინო. მეც გავმხიარულდი და არ ვაპირებდი ხასიათის გაფუჭებას არვის გამო. სკოლასთან მივედი. იგი საკმაოდ დიდი დაწესებულებაა, სკოლის ტერიტორიაზე ორი შენობა დგას, ერთი დაწყებითებისთვის, მეორე კი მეშვიდე კლასის ზემოთ ბავშვებისთვის. ხალხი ირევა, ჯერ პირველკლასელებს ხვდებიან, ამიტომ მე გარეთ გავჩერდი, ჯერ მაინც არავის უშვებენ, გაჩერდა ავტობუსი, გადმოვიდა ის და საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე, არც კი ვიცი როგორ ავღწერო ეს გრძნობა, ამან დამაბნია, მეტყველების უნარი დამაკარგვინა, მიყურებდა ისიც, მაგრამ ისე თითქოს რაღაცის შერცხვა, ვიღაცამ ხელი დამადო და შევკრთი, ეს თეკლა იყო, საკმაოდ კოხტა გოგონა, ქერა ხუჭუჭა თმებით, მუქი ყავისფერი თვალებით, გაზაგრული იყო, ზღვაზე ისვენებდა და ბუნებრივიც არის, მაგრამ ეხლა სახეზე ფერი დაჰკარგვოდა, თვალები გამიფართოვდა, ასეთი თეკლა არ მენახა, ის ხომ მუდამ ხალისიანია, სახე უღიმის ხოლმე, ხშირად ამბობს - სახე ნუ გაქ მოწყენილი, შეიძლება ვიღაცამ შენი ღიმილი შეიყვაროს“ , მაგრამ ასეთი თეკლა გამქრალიყო, ანერვიულებულად გამიყვანა, მგონი თვითონაც არ იცოდა სად მივყდავდი, ყოველ შემთხვევაში სადმე შორს, აშკარად რაღაც ცუდი უნდა ეთქვა, თითქოს წამიერად ინანა კიდეც რომ დამიძახა, მაგრამ გზას განაგრძობდა, კი არ მივდიოდით მივრბოდით, უცებ გაჩერდა, ისე მოულოდნელი იყო რომ კინაღამ წავიქეცი, მაგრამ თავი შევიკავე და თვალი თვალში გავუყარე თეკლას



№1  offline წევრი starstruck

აბა ბავშვებო როგორ მოგწონთ? გავაგრძელო????

 


№2  offline წევრი TIME

shemdeg tavshi dialogebi iqneba albat.didi tavebi dade xolme.damainteresa ragac.gaagrdzele aba chemo kargo.warmatebebs gisurveb♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent