შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 6


18-09-2015, 19:00
ავტორი sopiko
ნანახია 2 786

ვცდილობდი ნელ-ნელა მეჭამა, რომ რაც შეიძლებოდა ადვილად შემძლებოდა დიდი ლუკმების დაღეჭვა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. სანამ მე სამი ნაჭერი გავათავე, ბექამ სინზე ნამცეცებიც კი მოასუფთავა.
-უსამართლობაა!-დავჭექე ხმამაღლა.
-რა არის უსამართლობა? ჩემი ბრალია შენ რომ ჩიტივით იკენკები?-შემედავა ბექა და წარბები შეკრა.
-სულაც არ ვიკიკნები, უბრალოდ ეს შენ ხარ ლომივით...-ჩავიჩურჩულე დარცხვენილმა და თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე. ჩემს ნათქვამზე მაისურაძეს გულიანად გაეცინა. მე მისკენ მივჩოჩდი და ზურგზე ხელი მივარტყი.
-ფრთხილად! არ დაიხრჩო.-მივუგდე ორი სიტყვა და მზერა ავარიდე. მისი ხუმრობა არ მომეწონა. ამ ბოლო დროს ნამდვილად რაღაც მჭირდა. ვიცოდი რომ ორსულ ქალებს ყველაფერი სწყინდათ, მაგრამ შეყვარებულებიც თუ ასეთი გულჩვილები ხდებოდნენ არ მეგონა.
-რომ დავიხრჩო გული დაგწყდება?-სევდა ჩაუდგა თვალებში, თუმცა მაინც გაიღიმა. რომ წარმოვიდგინე ჩემი თავი მის გარეშე, საშინელი სიცარიელის გრძნობა დამეუფლა. შემეშინდა... მის გარეშე ცხოვრების შემეშინდა. მე მხოლოდ მოგონებებით ცხოვრება არ შემეძლო. მინდოდა ბექა სულ გვერდით მყოლოდა, ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნოდით, პირველივე დანახვისას ვიგრძენი რაღაც კავშირი. თითქოს გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. ახლა კი... ახლა ამ სიტყვების გაგონებაზე სუნთქვაც კი შევწყვიტე.
-რა სისულელეებზე ლაპარაკობ, შენ მგონი შეიშალე. არ იცი რომ ამაზე საუბარი არ შეიძლება? კარგზე უნდა იფიქრო და... და...-უკვე ცრემლების შეკავება აღარ შემეძლო. თავად შემომიჩნდა საზარელი ფიქრები და ავი წინათგრძნობა.
-ნუ ღელავ მაკატერინე. გეხუმრე.-ხელები შემომხვია და გულში ჩამირა.
''ჩემი პატარა სულელი გოგო''-ჩაიბუტბუტა და ტუჩები თმაზე შემახო. ჩემი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და მომშორდა. მე კი გაბრუებული ვიჯექი და უკვე ფიქრის უნარიც კი დაკარგული მქონდა. მისი მზერა მბურღავდა და მოსვენებას მაკარგვინებდა. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და მე უკვე აღარ შემეძლო ამდენის ატანა. იმ წუთას ყველაზე მეტად ამ გრძნობის ორმხრივად ქცევა მინდოდა, მისვის ბრძოლაზეც კი უარი ვთქვი, მაგრამ მერე გამახსენდა თუ როგორ თბილაც მექცეოდა ის, თითქოს რაღაცას მაგრძნობინებდა, ცდილობდა თავისი საიდუმლოს გამხელას, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი ამის თქმის უფლებას არ აძლევდა.
-ბექა შეგიძლია გულწრფელად მითხრა ის რაც გუშინ და დღეს მოხდა უბრალოდ თამაშია? რა შეიძლება ვიფიქრო მე, როცა ორ ცეცხლს შუა მტოვებ, ისიც კი არ ვიცი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს გოგო, რა უნდა გააკეთოს, იმისთვის რომ თითოეული ჯაჭვი გახსნას. ნამდვილად არ ვთამაშობ გამოუცდელი ქალიშვილის როლს, მაგრამ მართლა ვერ მიპოვია პასუხი შენი საქციელისთვის. მეც ხომ ცოდო ვარ. ხან ჩემთან ხარ, ხან არა... ხან ხელს მკრავ, ხანაც გულში მიხუტებ, შენი სიტყვებიც ისეთი ამოუცნობია... თითქოს ეს მხოლოდ ზედაპირია და მე ისე უნდა ჩავუღრმავდე რომ ამოცანა ამოვხსნა. არ მინდა ასეთი ურთიერთობა ბექა, არადა გაქცევის საშუალებასაც არ მაძლევ. თითქოს ხვდები და როცა ტკივილი მოშუშებული მაქვს მაშინ მახსენებ თავს. ხომ შეიძლება ამ იდუმალებას ბოლო მოეღოს? თუ ვცდები და რამეს არასწორად ვამბობ.-დავიცალე... მთელი ემოციებისგან დავიცალე. თითქოს თავისუფლად ამოვისუნთქე. აქამდე რაღაც მამძიმებდა, ჩემი სულიერი მდგომარეობა მამძიმებდა. ახლა კი ის რაც გულში მქონდა ბექას გავუმხილე და იმედით სავსე თვალები მივაპყარი.
-რა გითხრა მაკატერინე... ვგრძნობდი... თავიდანვე ვგრძნობდი, რომ შენ სხვა იყავი... ისეთი როგორსაც ყოველთვის ვეძებდი... გულწრფელი, მიამიტი, მხიარული და... თუმცა შენს დახასიათებას აზრი არ აქვს. როცა თემოს შენს წაყვანაზე თანხმობა განვუცხადე, თვალებში სინათლის სხივი აგიკიაფდა. თითქოს გინდოდა იმას გაშორებოდი ვინც წარსულს გახსენებდა. რომ მითხარი საცხოვრებლად აქ გადმოვდივარო, უფრო დაგაახლოვე ჩემს იდეალთან. მერე შენი ცრემლებიც შევამჩნიე ვარდების დანახვისას და მივხვდი როგორ გიყვარდა აქაურობა, არც ის იყო ჩემთვის უცნობი რომ რაღაც ტკივილმა ჩამოგიყვანა რაჭაში, ამიტომ დავიფიცე, გულს არასდროს ვატკენ_მეთქი, მაგრამ მაინც ჩაგიმწარე პირველი დღე სამსახურში, ესეც არ ვიცი რატომ გავაკეთე, ამავდროულად შენი დაცვაც განვიზრახე. თავიდან ამ ყველაფერს სიბრალულს ვაწერდი მაგრამ დღემდე გულის ერთ კუნჭულში მყოფი მეორე მე არ მასვენებს. ვიცი, ვიცი რომ ეს რაღაც სხვაა... რაღაც ახალი... ჩემსავით იდუმალი და ამოუცნობი, მაგრამ არაა ადვილი მაკა... ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, სამყარომამ მისაღებივით ფერადი არ არის, არც ვარდისფერი სათვალეა ჩემი ატრიბუტი. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, ან ჩაწვდები თუ არა ჩემს ნათქვამს, მაგრამ ახლა ისეთი ღრმა ვარ, როგორც არასდროს, არ შემიძლია შენი მოტყუება მაკატერინე, მაგრამ სიმართლის თქმაც არ იქნება სწორი. იმედია გამიგებ...-დაასრულა მონოლოგი ბექამ და დაამატა-ახლავე მოვალ, თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.
ჩემი გული ისევ მის სიტყვებს დატრიალებდა. ყველაფერი ამერ-დამერია. ერთად დაწყობილი აზრებიც კი შეცდომა აღმოჩნდა. თავიდან მომიწევდა მოქმედებების დალაგება. დღეს დავინახე სხვა მხრიდან ბექა მაისურაძე. მკაცრი, უხეში... და თურმე ამ ნიღაბის უკან რამხელა გრძნობა იმალებოდა. მართალია ბოლომდე ვერ თქვა სათქმელი, ეს არ იყო ჩემთვის სასურველი პასუხი მაგრამ დავმშვიდდი... რაღაცას მალავდა და ეს რაღაცა იყო ის, რაც მე მაინტერესებდა.

უსაქმოდ ჯდომამ დამღალა და ფეხზე წამოვდექი. ჯერ კარადაზე დადებული ფოტოები შევათვალიერე. სურათზე პატარა ბიჭუნა, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი იყვნენ გამოსახული. ღიმილით გავწმინდე მტვრისგან ჩარჩო და ისევ თავის ადგილას დავაბრუნე.
''ნეტავ სად არის ამდენ ხანს ბექა?''-გავიფიქრე და იმ ოთახში შევედი, სადაც ცოტა ხნის წინ ბექა. არავინ იყო, თუმცა არც მეორე კარი გამომრჩენია. ურდული ჩამოვწიე. დაკეტილი აღმოჩნდა. დავაკაკუნე და თან დავიძახე.
-ბექა! ბექა აქ ხარ?
ხმა არავინ გამცა. გულმა ცუდი მიგრძნო. მუშტები დავუშინე კარს და პანიკურად დავიყვირე.
-ბექა, კარი გამიღე! აქ ხარ? ხმას რატომ არ იღებ?
როცა მივხვდი რომ გარეთ ისტერიკების გამართვას აზრი არ ჰქონდა, შეშლილივით გავვარდი გარეთ და მეზობლად მდგომ სახლთან მივირბინე. ჩემი კივილი მამასახლისს გაეგო და ჩემკენ გამოემართა.
-რამე მოხდა შვილო?
-იქ...იქ...-ვლუღლუღებდი და თან უაზროდ ვეჯაჯგურებოდი გაკვირვებულ კაცს მაჯაზე, რომელსაც აშკარად ვერაფერი გაეგო.
-რა იქ? კარგად ხარ?-შეშფოთდა ის.
-დიახ... მე კი, მაგრამ ჩემი მეგობარი... ის... გთხოვთ, გამომყევით!-თავს ძალა დავატანე და სახლში შევედი. თან უკან-უკან ვიხედებოდი.
-კარი უნდა შეანგრიოთ!-მივუთითე კარზე უცნობს, რომელიც განცვიფრებული მიყურებდა და ალბათ რას არ ფიქრობდა ჩემზე.
-კი მაგრამ რატომ?
-გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით!-შეუვალი ვიყავი მე. ბოლოს და ბოლოს მამაკაცმა პოზიციები დათმო და ჩაიჩურჩულა:
-ჯანდაბას შენი თავი...
ძლიერად მიეჯახა კარს და ისიც ადვილად დაემორჩილა მის დაკუნთულ სხეულს. რაც შემდეგ დავინახე სიცოცხლის აღსასრული იყო ჩემთვის. თითქოს სულიერად მოვკვდი. მხოლოდ სხეულიღა დავრჩი. ისევ გაორება... საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში... მეგონა რომ ყველაფერი დამთავრდა... ოცნებები წარსულში დარჩა... ნამსხვრევებად იქცა მინაზე დახატული ლამაზი მომავალი, რომელსაც უნდა მოვფრთხილებოდი... რამდენიმე წუთი გაუნძრებლად ვუყურებდი ბექას იატაკზე დაგდებულ სხეულს, მერე კი უგონოდ დავეცი ძირს.

........................................................
ჩემო ტკბილებო და თბილებო, ემოციებით გაჟღენთილი თავი თქვენ...
ველოდები შეფასებებს...
სიყვარულით სოფიკო <3 <3 <3



№1  offline მოდერი ლილიანა

კაი გოგო ხარ მაგრამ ასე სამ დღეში ასე ღრმა და ემოციური სიყვარული აფსურდია
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი sopiko

[quote=ლილიანა]კაი გოგო ხარ მაგრამ ასე სამ დღეში ასე ღრმა და ემოციური სიყვარული აფსურდია[/quot
მადლობა. ეს ერთი ნახვით შეყვარებაა რომელიც სამ დღეში გაღრმავდა. პირადად მე ეს გრძნობა არ გამომიცდია და დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent