შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟი ხარ, მაგრამ ჩემი გიჟი 1


18-09-2015, 19:38
ავტორი Tiiko ^.^
ნანახია 2 799

როგორც ყველა დღე ეს დილაც ჩემი ძმის ჯუჯღუნით დაიწყო
-თინა ადექი მაგვიანდება სამსახურში იცოდე ფეხით წახვალ
-აუ დავრჩები დღეს რა
-შანსი არა, მერამდენედ დაგტოვო ადექი
-აუ კაი რა მაკას მივეხმარები
-არ უნდა მაკას შენი მიმარება
-მაკა უთხარი რა.(მაკა ჩემი რძალია ძმასთან ვცხოვრობ)
-თინა ადექი და წადი.- მაკამაც ღიმილით მითხრა და ჩემი ძალისხმევაც აქ დასრულდა, პრინციპში მარტო ის მახარებდა დამამთავრებელი კლასი ვიყავი და სკოლაში დიდი ხნით არ ვჩერდებოდი, მაგრამ ნათქვამია მონეტას მერე მხარეც აქვსო სამაგიეროდ ცალკე მასწავლებლები მყავდა "ტონა ნახევარი".

საწყლად წამოვიზლაზნე და გავემზადე, ამას ცალკე ჯუჯღუნიც მოყვა, თუმცა ბევრი რო არ გავაგრძელო, მოკლედ გეტყვით რომ 30 წუთში სკოლასთან ვიდექი და მანდატურს ვეტლიკინებოდი
-შედი ახლა კლასში
-ხარატი მივიდა თუ იცი?
-კი ეგეც გელოვანიც და ზაქარაშვილიც, შედი ახლა.- ხელით მიბიძგა კარისკენ, მეც ერთი ამოვიგმინე და შევედი, დამლაგებელიც აქ ყოფილა
-პრივეთ ლამარ
-უზრდელო.- უჟმური სახით მომაძახა, კლასის კარი შევაღე და ოი საოცრება მათემატიკა გვქონია, ჯიგარი ქალია
-პრივეთ მას
-რატო აგვიანებ ბერიძე
-მანდატურს ველაპარაკებოდი და ხო იცით როგორ იცის ლაპარაკის გაბმა ოღონდ გაკვეთილზე არ გამომიშვას და.- თან ზაქარაშვილს გვერდით მივუჯექი.
-აბა დღეს სად მივდივართ?
-პარკში ჩვენ ოთხნი და ხარატის ძმაკაცი
-ვიცნობთ
-არა მგონი
-კაია
-რატო
-გავერთობი სანამ გავიცნობ
-ხარატი გიორგი მობრუნდი ჩემსკენ.- ახლა იმას მივახტი
-ჰა
-ამოყე თავი მაგ აიფონიდან არავინ წაგართმევს
-გოგოოო
-რა?
-კაი არაფერი, რა გინდა?
-ვინაა შენი ძმაკაცი, თან ისეთი ჩვენ რო არ ვიცნობთ?
-გაგაცნობ, კაი ვიღაცა შენ მოგეწონება
-მმ.- დაეჭვებულმა მოვკუნე ტუჩები და მასწავლებელს გავხედე.

გაკვეთილების მერე ავტობუსით მომიწია სახლში წასვლა, მაკა ბავშვს აძინებდა, მე საჭმლის მოსაძებნად წავედი და კაი რაღაც აღმოვაჩინე.
ჭამას მოყვა, უნარები, მერე ქართული და ბოლოს გართობა. პარკი ახლოს მქონდა ამიტომ ფეხით წავედი, დაღლილობის მიუხედავად მაინც... შესასვლელთან დამხვდა ხარატი და მისი ის ძმაკაცი ალბათ ზემოთ რომ ახსენა
-გამარჯობა.- მორიდებული ხმით ვუთხარი და უხერხულად გავხედე
-დემო გაიცანი ეს თინა, თინა ეს დემო
-სასიამოვნოა.- მოიწია და გადამკოცნა, გამიკვირდა რადგან ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ხელს ართმევენ ერთმანეთს
-გიო, ბავშვები მალე მოვლენ?
-ოჰ, ამას უყურე როგორ მორცხვობს? კიდე კარგი აქ ხარ დემო თორე ათასჯერ დამაჯდებოდა თავზე
-ოო, კაი რა დაღლილი ვარ ისე გკითხე
-ზაქარაშვილი მოდის და გელოვანმა, გოგო უნდა ვნახო ვეღარ მოვდივარო
-აჰა და ვინ გოგო?
-ნატა მე11 კლასელი როა, ქერა
-აა ჰოო გამახსენდა.- მოჭუტული თვალები გავახილე და თავი დავაქნიე
-წამო შევიდეთ რა.- ძლივს ხმა ამოიღო დემომ
-შენ თუ გინდა შედი ჩვენ ზაქარაშვილს ველოდებით.- თან ხარატს ხელზე დავეკიდე ვინაა ეს ურჯულო წესებს რო გვირღვევს
-კაი ხო რას მეჩხუბები
-არა არ გეჩხუბები უბრალოდ მეგობრობა თუ გინდა წესები ისწავლე.- ენა გამოვუყავი და მოშორებით დავდექი.
-ეს მართლა გიჟი ყოფილა.- გადაუჩურჩულა გიოს
-ჰო გითხარი.-სიცილით დაეთანხმა გიო თან ვიღაას დაუქინია ხელი, გავიხედე და ჩემი გოგო დავინახე, პირველი მე მივედი და მოვეხვიე
-საშინლად ვირია არ გაუცინო.- თან ყურში ჩავჩურჩულე
-აჰ გაგიცნია უკვე
-აბა.- როგორც იქნა დემოსაც აუხდა ოცნება და შევაღწიეთ პარკში, ისე სიმპატიური კი იყო ყავისფერი თმა და მწვანე თვალები ჰქონდა თუ არ ვცდები, ნუ ღამით არ ჩანდა კარგად, სიცილი უნიკალური.
შევედით თუ არა ზუსტად 5 წუთში ვიღაც გოგონა მოვიდა და კალთანში ჩაუსკუპდა
-გეგონა ვერ გიპოვიდი
-ნანა რას დამდევ
-ნანა არა ნანუკი.- ფახზე წამოხტა და ფეხები დაუბაკუნა
-ძაან სასაცილო ხარ, ჰო გითხარი არ მოხვიდე თქო
-შენ ვინ გეკითხება.- მივიდა და კიდე ჩაუჯდა, ისეთი გამაღიზიანებელი იყო ავდექი და მეორე სკამზე გადავჯექი, კიდე კაი wifi იყო თორე რა მეშველებოდა, მერე ეკოც მომიჯდა
-მიდი ფოტო გადავიღოთ
-სელფი გოგო
-რა აზრი აქვს?
-სელფი "შეჩკურია"- თან ენა მოვიჩლიფე, ios მოვიმარჯვე და წავიდა...
თავარი ამბები მართო მაშინ დაიწყო დემომ რო თქვა მივა_სავ და მოვალო და "ნანა"ც რო გაყვა კუდში, ისე მაგარი სცენა იქნებოდა, ალბათ ვახტანგურად, დაასკვნა ეკომაც, გიო იცინოდა...

ამ ამბიდან 2 თვე იყო გასული, მე სახლში ვიჯექი ჩემთვის მაკო რო შემოვიდა
-თინი ვიღაცაა შენ გკითხულობ.- გაბრაზებული წამოვდექი სკამიდან ძლივს სამეცადინოდ დავჯექი და კიდე ხელს მიშლიან ისე ვინ უნდა იყოს, ან რა უნდა, თინას ვირაცამ მოაკითხა ცხოვრებაში პირველად, თინათინ ბერიძეს ვიღაცამ მოაკითხა, იმედია ლამარა არ იქნება დამლაგებელი, ან მასწავლებელი, მე ხო სხვა ბედი არ მაქ, ამ ფიქრებით გავაღწიე კარამდე და უფ, აი ამას მართლა არ მოველოდი
ნანა იყო, ნეტა საიდან მომაგნო ან ვინ უთხრა ჩემი მისამართი
-პრივეტ
-პრივეტ, აუ რაღაც უნდა გკითხო
-გისმენ
-ჩემ დემოს ეკო უყვარს?.- ამას უფრო არ მოველოდი
-არ ვიცი
-როგორ არა დაქალები ხო ხართ
-არ ვიცი, და საიდან მოიტანე ეგ?
-აბა შენ უყვარხარ?
-ვერ ხარ, წადი გაესინჯე ვინმეს
-იცოდე მაინც გავიგებ და მოგკლავთ
-ოკ, პკ.- გაკვირვებულმა მივხურე კარები და დემოს დავურეკა
-შენი გიჟი შეყვარებული დააწყნარე თორე მაგრად გცემთ ორივეს
-რატო?
-ჯერ ეკო უყვარსო მერე შენო ვერაა ხო?
-აუ ვერაა ეგ გოგო, კაი ბოდიში დაველეაპარაკები მე.- სომართლე გითხრათ დემოს მიმართ რაღაც სიმპატიები გამაჩნდა მაგრამ სიყვარულზე ზედმეტი იყო ლაპარაკი, ის რას ფიქრბდა მე ნამდვილად არ ვიცოდი, თან ახლა ნამდვილად არც მქონდა მაგაზე ფიქრის თავი, 1 თვეში საატესტატო გამოცდა მელოდა, თან თითქმის ვერც ვნახულობდი ბავშვებს ისე ხშირად, სულ მასწავლებლები და მასწავლებლები, მერე კი ეროვნულები, ბოლოს ის მამშვიდებდა რო ნანატრი ზაფხული დამიდგებოდა, ჯერ იმერეთში წავიდოდი დედიკოს და მამიკოს საფლავების სანახავად მერე კი, მთაში ბავშვებტან ერთად უხ რა მაგარია, ჰო კიდე ერთი ოცნება მქონდა ჯავახიშვილის სტუდენტობა მინდოდა სიგიჟემდე. კომპიუტერული მეცნიერება მინდოდა და იმედია ეს ოცნება ამიხდებოდა, ღმერთს არაფერ ვემდური მაგარმ ყოველთვის მაკლდა მშობლების სითბო, ყველას ვიღაცის დახმარებით ჰქონდა მიღწეული რაღაცამდე მე კი ჩემი ჯახირით ვცდილობდი ყველაფერს, მარტო ჩემი ძმა იყო ჩემი ნათელი წერთილი და დამხმარე, ახლა კი მინდა რო ჩემმა მშობლებმა ჩემით იამაყონ სადაც არ უნდა იყვნენ.
ფიქრებიდან ესემესმა გამომიყვანა, დემო იყო
-გოგო ბოდიში რა და დაიკიდე ნანა, ფსიქიატრი სჭირდება
- ვიცი მაგარმ ეს სახლში მოკითხვა ზედმეტი იყო :დ
-ჰო ვერაა, დღეს გცალიათ?
-მიწერე ბავშვებს მე ჯერ არა
-კაი, იმათ მივწერ.
უცბად ისეთი საყვარელი გახდება ხოლმე ეს არსება რო რავიცი, ხან ისე მიშლის ნერვებს, მათემატიკის წერა დავამტავრე და გეოგრაფიას გავხედე, ცოტა იყო ამიტომ თავი დავანებე და ზაქარაშვილს დავურეკე, ისევ პარკში იყვნენ და მეც წავედი, სიმშვიდე სუფევდა მე გელოვანი ხარატი დამო და ეკო ვიყავით, სატითაოდ გადავკოცნე და დაღლილი დავჯექი მათ წინ ქვაფენილზე
-ჯელტმენები.- ჩაისისინა ეკომ და გამომხედა, მე გულიანად გადავიხარხარე
-კაი გოგო, იჯდნენ.
-თუ გინდა თქვი და დაგსვავ.- დემომ გამომხედა და გამიცინა
-თუ ნანასავით კალთაში ჩაგისკუპდე
-ეგ სუ არ მიგულისხმია.- უცბად დასერიოზულდა
-მე ვიგულისხმე, იმიტომ რო არ ამდგარხარ და ისე ამბობ მაგ ყველაფერს
-აუ ეს შარზეა ტო.- სიცილით თქვა გელოვანმა
-აჰაჰა, გელოვანო ნატალიას მიხედე
-ფუ რა მწარეა.- ენა გამოვუყავი და თავზე გადავტრიალდი ასე ვიარე სანამ ვიღაცას არ შევასკდი, მერე გავჩერდი გავსწორდი, დავიფერთხე და უკან დავბრუნდი ცეკვა-ცეკვით
-ახლა დაბრძანდი დაისვენე.- ხარატი ადგა
-დიდი მადლობა.- მის ადგილას დავჯექი და მხარზე თავი ჩამოვადე გელოვანს. მერე ძველ ამბებს ვიხსენებდით და ვიკრიჭებოდით, ძველი ფოტოები დედა რას ვგავდი გული მისკდება, ყველაზე სასაცილო ის იყო ყურზე თოკით მობმული 5 ალუბალი მქონდა და ისე უნდა მექინა რო შემეჭამა, ვიდეოც შესაფერისად სასცილო იყო.


- იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent