შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბრალოდ მიმტანი (დასასრული)


19-09-2015, 01:21
ავტორი chica sol
ნანახია 8 971

ნაზად და მოწყვეტით ვაკოკე და ისევ გაჭირვებით გადავწექი ბალიშზე. რაღაც ძალიან მტკიოდა მუცელში, მაგრამ ნორმალურად ვერც კი ვგრძნობდი... ემოციების მორევში ვიყავი ჩაძირული და თავს ვერ ვაღწევდი.
როგორც იქნა,თავი წამოვწიე და გაგას შევხედე... სახეზე სიწითლემ დამიარა... გამაჟრჟოლა... გაგა დაჯინებით მომშტერებოდა... თვალებში ვარსკვლავები დაუხტოდა...
-შენ მე კოცნა მომპარე... -მითხრა უცებ...
- რა? -გავოგნდი, ამას არ ველოდი... ნუთუ სათქმელი მეტი არაფერი ჰქონდა? მართალია გაუცნობიერებლად ვაკოცე მაგრამ... სირცხვილისგან სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი, თითქოს შემეძლო სადმე გაქცევა...
თვალებზე უკვე ცრემლი მომადგა, ცოტაც და გადმოარღვევდნენ ჯებირებს, როცა გაგამ სიცილი ატეხა... რა ხდებოდა ვეღარ ვიგებდი... ტუჩები სატირლად დამებრიცა... გაგამ შემომხედა და სწრაფად დასერიოზულდა...
-ტირილი არ გაბედო ელი... -მითხრა მკაცრად და ჩემთან ძალიან ახლოს დაჟდა... -არ მინდა, ოდესმე შენს თვალებზე ცრემლი შევნიშნო... გესმის? -მკაცრად მკითხა..
თავი უხმოდ დავუქნიე.
-ძალიან კარგი და ახლა დროა მოპარული დავიბრუნო..._ ლოყაზე ერთი ხელი მომკიდა და ჩემსკენ დაიხარა. მკოცნიდა მთელი გულით გრძნობით... მივხვდი რომ მე მისი ვიყავი და მთელი სამყარო ჩემი მეგონა... მისი ბაგეების შეგრძნბისთანავე, წამის წინ მიცემული პირობა დავარღვიე და თვალებიდან ცრემლების ნაკადი წამსკდა...
ეს უკვე მეორედ ვიგრძენი გაგას ბაგეები, და ჩემში უზარმაზარი მღელვარების ტალღები აბობოქრდნენ. ცრემლები სიხარულისგან და ბედნიერებისგან მცვიოდა.
არ დავიწყებ ახსნას, როგორ გამაჟრჟოლა და როგორ მაყრიდა ტაო მთელს სხეულხე, როგორ გამიცოცხლდა ორგანიზმი. ამას უსიტყვოდ გაიგებს ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია... მე, უბრალოდ. უზარმაზარ ბედნიერებას ვგრძნობდი...
გაგამ ჩემი ცრემლები რომ იგრძნო სახეზე მომშორდა... ბალიშზე გადავწექი და უწყლოდ დარჩენილი თევზივით პირდაღებული ვცდილობდი სულის მოთქმას... ვგრძნობდი გაგაც ჩემსავით იყო... ღრმად სუნთქავდა...
თავი წამოვწიე და შევხედე, თვალები უბრწყინავდა... ჩვენს შორის არსებული ჰაერი დაიმუხთა... თითქოს ელექტრო სადენები გადიოდა ჩვენს შორის. ცრემლები ისევ მდიოდა თვალებიდან...
-რა გითხარი? - წარბი ამიწია გაგამ...
-ცრემლებზე?- ყრუდ ამოვისრუტუნე. თავი დამიქნია... -ეს ბედნიერების ცრემლებია, არც ეს შეიძლება?
-რა მიამიტი ხარ... პატარა ხარ და მიამიტი... -გამიცინა. -მოკლედ, შენ აქედან არ წახვალ ელი, ახლა გვერდიდან აღარ მოგიშორებ. შენ ჩემი ხარ... ჩემი პატარა ელი...
-და აქ როდემდე უნდა ვიყო? რა თქმა უნდა ჩემს სახლში უნდა დავბრუნდე, გამოჯანმრთელების შემდეგ სამსახურში, მერე უნივერსიტეტში...მე ჩემი ცხოვრება მაქვს გაგა...
-ვიცი... მეც მაქვს ჩემი ცხოვრება, გავაერთიანებთ ამ ორს და " ჩვენი " ცხოვრება გახდება, ელი... ჩემი და შენი...
-კარგად ჟღერს... "ჩვენი ცხოვრება" -გავუცინე...
მანაც ფართოდ გაიღიმე და კიდევ ერთხელ მაკოცა ტუჩებში. ძვლივს დარეგულირებული პულსი, ისევ ამერია... ციებ-ცხელება დამეწყო...
კარზე ვიღაცამ მორიდებით დააკაკუნა. გაგა სწრაფად მოვიშორე და სუნთქვის დარეგულირება ვცადე. გაგამ ჩაიცინა შუბლზე მაკოცა და მობრძანდითო ხასძახა კართან მდგომს.
_უკაცრავად..._კარი ლიკუნამ შემოანგრია.-ექიმი მოვიდა ელის გასასინჟად. -წამოიძახა და სწრაფად გაიხურა კარი...
-ამას რა ჭირს? -გაეცინა გაგას.
-მგონი ეშინია, რომ შენც გაუბრაზდები, ნიასავით... -გამახსენდა როგორ ნერვიულობდა გაგა მომკლავს ყველაფერი რომ ვთქვიო... გამეცინა, მაგრამ უცებ დავსერიოზულდი -ხომ არ ეჩხუბები? -შევხედე დაეჭვებულმა...
-შენ და ლიკუნა ერთი ჭკუისები ხართ, ბავშვები ხართ, გაიცინა. ჩემსკენ დაიხარა მოწყვეტით მაკოცა და ადგა ფეხზე. პეტრეს ჩავხედავ და ამოვიყვან, გაგსინჯოს... რამე ხომ არ გჭირდება?
- არა...- თავი გავაქნიე...




ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც გაგას სახლში ვიყავი... ექიმი, გაგას თხოვნით ყოველ დღე მოდიოდა. უკვე ფეხზე ვდგებოდი ... დროდადრო ... გაგა სულ გვერდით მყავდა, წამით არ მტოვებდა მარტო. სიარულში მეხმარებოდა. უფრო სწორად რომ ვთქვა, ფაქტიურად ხელით დავყავდი. აღარ მტკიოდა ფეხი. ჭრილობა უკვე წითელ მსხვილ შრამად მაჩნდა ფეხის გულზე... ნეკნების ტკივილიც თითქმის აღარ მაწუხებდა... მხოლოდ მკვეთრ მოძრაობებში მახსენებდა თავს...
კიდევ ერთი კვირის შემდეგ"ბიბლუსში" გავედი სამუშაოდ. გაგამ თავი გაიგიჟა, ჯერ უარზე იყო, კოკას გამო, რომელსაც კიდევ ეძებდა. მხოლოდ მაშინ დამთანხმდა, როცა დაცვის თანხლებით სიარულზე დავთანხმდი. სამსახურში გაგას მივყავდი და სახლშიც ის მაბრუნებდა, ბიჭი კი უკან დაგვყვებოდა გამუდმებით. სანამ მე ვმუშაობდი, ის კართან იდგა და თვალს არ მაშორებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, სადღაც კოკა თავისუფლად დადიოდა და შეიძლება ისევ რამე დაეშავებინა ჩემთვის ან გაგასთვის, თავს მაინც უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი...
გაგა უბრალოდ სასწაული იყო, ის ჩემი სამოთხე, ჩემი ანგელოზი, ჩემი საოცრება იყო... ის სასწაული იყო, დედამიწაზე ჩემთვის მოვლინებული სასწაული... იმ ერთი თვის განმავლობაში რაც მას ვიცნობდი, თავი წამითაც არ მიგრძვნია ცუდად, დაუცველად ან მოწყენილად... თუ ჩემს გვერდით არ იყო, ტელეფონზე მირეკავდა გამუდმებით. მესმოდა მისი... ძალიან ნერვიულობდა ისევ რამე არ დაეშავებინა კოკას ჩემთვის. გაგას ვარწმუნებდი ვერ გაბედავს მეთქი მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა...
ისევ მის სახლში ვცხოვრობდი... ნიაც გადმოვიდა... ელის უნდა მივხედო და შენ არ გეკითხები აზრსო, ისედაც უხმოდ მდგარ გაგას მიახალა და ჩემი ოთახის გვერდით არსებულ საძინებელში შეიტანა ბარგი...
ასე რომ სამივე ერთად ვიყავით. გაგასაც უხაროდა ნიას გადმოსვლა რადგან სახლში ჩემი მარტო დატოვება არ უყვარდა. მოიწყენო მეუბნებოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ მიზეზი ეს არ იყო...


ერთ დღეს როცა სამსახურში ვიყავი ლიკუნას ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე.
- გისმენ ლიკო.- მხიარულად ვუპასუხე...
-ელიი...-ისეთი ხმა ჰქონდა გული გადამიქანდა.
-რა მოხდა? -ჩავძახე ტელეფონში
-ელი გაგამ კოკა იპოვა... უფრო სწორად დაცვამ იპოვა, თურმე კლუბთან იყო ახლო-მახლოსო. ტატო იყო მოსული, გაგა ტელეფონს არ პასუხობსო და...
-თათბირი აქვს ...- ავტომატურად ვუპასუხე. უკვე მთელი სხეულით ვკანკალებდი...
-აუ ელი, არ ვიცოდი რა მექნა და შენ დაგირეკე... -ტიროდა ლიკა.
-ბარში ჰყავთ კოკა? -ვიკითხე
-ხო და მოვიდეს გაგაო, ტატომ დაიბარა...-უკვე აღარ ვუმენდი ტელეფონი გავთიშე. ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავვარდი.
-რა მოხდა?-მკითხა ნიკამ. დღეს ის მყავდა მოჩენილი მეთვალყურედ.
-არაფერი, ტატოს კლუბში წამიყვანე რა გეხვეწები... მივაყარე ფერწასულმა და მანქანაში ჩავხტი. ისიც მალე მიუჯდა საჭეს.
-რა ხდება არ მეტყვი?- შემობრუნდა ჩემსკენ.
-არაფერი მეჩქარება უბრალოდ.- ვცადე მშვიდად მეთქვა... სიმართლე რომ მეთქვა. ვიცოდი, არ წამიყვანდა...
ტელეფონი ამიწკრიალდა ჯიბეში. დავხედე და ლიკუნა იყო.
-რა მოხდა ლიკა?- ვცადე ნიკასთან ხმა გამეკონტროლებინა.
-გაგა იყო მოსული და ტატოს დანაბარები გადავეცი...
-მერე?- ჩავძახე ხმამაღლა.
-აუ ელი... უკან მოუხედავად გავარდა გარეთ. ძალიან გაბრაზებული იყო...
ტელეფონი გავთიშე. გავგიჟდებოდი სადაც იყო. გულის რევის შეგრძნება მქონდა. მოვიხარე და თავი მუხლებზე დავიდე. ცოტა ხანში გადამიარა.
მანქანა კლუბთან გააჩერა ნიკამ. მანქაიდან გადავხტი და შესასვლელისკენ გავქანდი. ნიკაც უკან მომყვებოდა. რაღაცას მეძახდა, მაგრამ არ მესმოდა, სიტყვებს ვერ ვარჩევდი. კარი სწრაფად შევაღე და შევირბინე...
იქ ნანახმა ადგილზე გამყინა... კოკა იატაკზე იწვა და იდაყვზე წამოწეული , ერთი ხელით ცხვირპირიდან წამოსულ სისხლს იწმენდდა. გაგა კი თავს წამოსდგომოდა და ხმამაღლა ღრიალებდა. ხმას ვერ ვიღებდი... ვერც გაგას სიტყვებს ვარჩევდი... ისევ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა... რეალობას ვეღარ ვეგუებოდი... მინდოდა საერთოდ გავმქრალიყავი... ისევ ამომიტივტივდა თავში, ის ჯოჯოხეთური ორი დღე,რაც კოკამ დამატეხა თავს და რომლის დავიწყებასაც გამალებით ვცდილობდი... გონს მაშინ მოვედი, როცა გაგამ ისევ დაარტყა მთელი ძალით კოკას. ის კი იატაკზე დავარდა...
-გაგა...- ხმამაღლა ვიკივლე გაუცნობიერებლად.
ყველას ყურადღება მე მივიქციე.არც კი ვიცი რამდენი წყვილი თვალი მომშტერებოდა...
გაგა ჩემს დანახვაზე სულ გადაირია... ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა, ხელი ჩამკიდა და გასახდელ ოთახში გამიყვანა...
-აქ რა გინდა? -მრისხანედ დამძახა თავზე...
-გაგა... უკვე ვტიროდი... -იქ ვერ გავჩერდებოდი. შეეშვი კოკას წავიდეთ. არ ვუჩივლებ... ის შენი ძმაა... არ შემიძლია...
-რა? მან გაგიტაცა, ისე დაგტანჯა... -გაოგნებამ გაბრაზება გადაფარა.
- ვიცი და ვაპატიე, დიდი ხანია. შეეშვი.- შევევედრე...
-ელი. წადი მანქანაში დამელოდე...
-გაგა. მას არ დაემსგავო... არ მაფიქრებინო რომ ადამიანის და ტანჯვის სურვილი, გენეტიკურად დაგყვათ შენ და კოკას...- ერთი თვის წინ მისი ნათქვამი სიტყვები გავუმეორე.- ნუ დასჯი, პოლიციას ნუ გარევ, დიდსულოვდება დაანახე... ანახე რომ ძვირფასია შენთვის, სითბო ანახე, მაგალითი მიეცი. რა იცი ციხეში როგორ იქნება? იქნებ იქიდან უარესი გამოვიდეს? ნუ გააუბედურებ... სხვა რამ მოიფიქრე გთხოვ...
-გადი მანქანაში დამელოდე...- ისევ იგივე გამიმეორა... უხმოდ გავედი და მანქანაში ჩავჯექი და ხმამაღლა ავტირდი. არ ვიცი ეს რამდენ ხანი გაგრძელდა მაგრამ ვირძენი, მანქანის კარი გაიღო და ვიღაც გვერდით დამიჟდა. გაგა იყო. მომეხვია ამიყვანა ხელში და კალთაში ჩამისვა. მანქანა დაიძრა და სანამ სახლამდე მივიდოდით მის მკლავებში ჩამეძინა.
ჩემს ოთხში გამეღვიძა. გაგა ჩემს გვერდით იწვა და მხრებზე მეხვეოდა, გულში მიკრავდა. იდაყვს დავეყრდენი და კითხვნარევი თვალებით შევხედე...
-ნუ ნერვიულობ. ველაპარაკე და გადაწყდა, მონასთერში მიდის. დავით გარეჯში. იქ მყავს ნაცნობი ბერი ის მიხედავს. უკვე ყველაფერი მოვაგვარე. სანამ 25 არ გახდება იქ იქნება...
-კოკა როგორ დაითანხმე?-გამიკვირდა
-ვუთხარი რომ ასე თუ არ მოიქცეოდა, ვუჩივლებდით. მან ეს აირჩია, ხოდა ხვალისთვის უკვე იქ იქნება...
-გმადლობ...-არც კი ვიცი რისთვის ვემადლიერებოდი... ალბათ იმისთვის რომ კოკას არ ჰგავდა... ყელში ხმაურით ვაკოცე.
-ელი...
მკერდზე ნიკაპით დავეყრდენი. თვალებში შევხედე.
-მადლობას შენ იმსახურებ... შენ მე გადამარჩინე... რომ არა შენ, ახლა ის აღარ ვიქნებოდი, ვინც ვარ... შენ, მე ჩემი გენეტიკისგან დამიცავი -გაიცინა ბოლოს საკუთარ ხუმრობაზე და მაკოცა...



კოკა უკვე ექვსი თვე იყო რაც მონასტერში გავუშვით. ნაცნობი ბერისგან ვიგებდით რომ კარგად იყო... ჩვენც წყნარად ვიყავით...


კოკას დაბადების დღე იყო, ერთ-ერთი უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. გრანდიოზული დაბადების დღე გავუკეთეთ მე, ნიამ და ლიკუნამ. გაგას კლუბში ავღნიშნეთ. გაგამ სიურპრიზი მომიწყო... ამდენი ხალხის თვალწინ მუხლმოყრილმა მთხოვა ხელი. ვერც კი გავაცმობიერე, ისე ავღმოჩნდი მეც დაჩოქილი და მის კისერძე ჩამოკიდული... ალბათ, როგორც მიხვდით ეს თანხმობა იყო...



მას შემდეგ გავიდა 5 წელი და ჩვენ უბედნიერესები ვართ... ხელში ჩემი მეორე შვილი მიჭირავს რომელსაც დედაჩემის სახელი ჰქვია, ელისაბედი. აი, უფროსი ვაჟი, დემეტრე, კი გაგას შემოუსვია კისერზე და თან დაატარებს ოთახებში. თან ტელეფონზე ლაპარაკობს და ლიზის ნათლობისთვის დარჩენილ საქმეებს აგვარებს...
-გაგა ვაგვიანებთ. დე ჩამოდი დაიღალა მამა...-მივმართე დემეტრეს.
-ოოო... - აწუწუნდა უკვე მეასედ დღეს. -ვიქნები რა მამა...- შეევედრა მამამისს.
ჯერ ვერ შეგუა, რომ მთელი ყურადღება ისევ მისკენ აღარაა მიმართული და ეჭვიანობს ლიზიზე. მთელი ძალით ცდილობა დიდი ყურადღება მიიქციოს და ყურადღების ცენტრში იყოს. ვნერვიულობდი ამაზე, თუმცა გაგა დადამშვიდა, შეეჩვევაო და მეც დავმშვიდდი
-არა მამი წასვლის დროა ჩამოდი...-ხელი მოკიდა და ჩამოსვა თუ არა დემეტრე დაბლა, ბიჭი მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა.
-დე ამიყვანე რა...

ნათლობამ კარგად ჩაიარა... ცოტა იტირა ლიზიმ, მაგრამ ხელში ავიყვანე თუ არა მაშინვე გაჩუმდა. სტუმრები ბევრი გვახლდა ტაძარში,ერთ-ერთი კი ბერის სამოსში გამოწყობილი კოკა იყო, ახლა უკვე ბერი იაკობი... მართალია გაგამ იქ 25 წლის შესრულებამდე გაგზავნა, მაგრამ 25 წლის კოკამ დარჩენა მოინდომა.
გაგამ, მამის კოკასთვის დანატოვარი ქონება გაყიდა და კოკას სახელზე ანგარიში გახსნა...
ასე რომ მამის უკანასკნელი თხოვნა შეასრულა. კოკა სწორ გზაზე დააყენა...
მე?
მე უბედნიერესი ვიყავი... მსოფლიოში უბედნიერესი ქალი, უსაყვარლესი ოჯახით...


დასასრული




***

დავასრულე ისტორია ბავშვებო...
იმედია მოგეწონათ გაგას და ელის სიყვარულის ისტორია...
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით და გამოთქვამდით თქვენს აზრს... გმადლობთ, რომ ასე შეიყვარეთ პერსონაჟები...
მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით...
სიყვარულით თქვენი მარი...



№1 სტუმარი darima

Ragacnairad guli damwyda ase male rom dasrulda magram maimc fzaliam kargi iyo me xom gagaze viyavi sheyvarebuli, sben ki martla kargi gogo xar da warmatebebi minda gisurvo

 


№2 სტუმარი lana

super superii xarr raa vaime rogor miyvarxarr rakai ragaca iyoo kidee mindaa auu exla moviwyinee roo damtavdaa auu awii xoo maled daiwyebb axalll tore gavgijdebii shenn roo damakldeee miyvarxarr

 


№3  offline მოდერი chica sol

darima
Ragacnairad guli damwyda ase male rom dasrulda magram maimc fzaliam kargi iyo me xom gagaze viyavi sheyvarebuli, sben ki martla kargi gogo xar da warmatebebi minda gisurvo

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, იმისთვის რომ კითხულობდი, რომ გამოთქვამდი შენს აზრს და მით უმეტეს გაგას სიყვარულისთვის wink
შემაყვარე ძალიან თავი love
ჩემი თბილი და დარიმა love

lana
super superii xarr raa vaime rogor miyvarxarr rakai ragaca iyoo kidee mindaa auu exla moviwyinee roo damtavdaa auu awii xoo maled daiwyebb axalll tore gavgijdebii shenn roo damakldeee miyvarxarr

ჩწმი ლანაა love
აბა რას ვიზავ? დღესვე დავიწყებ ახალ ისტორიას.... smile
შენი არ ვიცი, და თქვენი სითბო რომ მომაკლდეს, მე რა უნდა ვქნა არ ვიცი. belay
მივეჩვიე და გავნებივრდი, ასე რომ სულ თქვენთან ვაპირებ ყოფნას love
ძალიან საყვარელი და თბილი ხარ love

 


№4  offline ახალბედა მწერალი MariamG

ვაიმეე როგორ მიყვარხარ <3 გული დამწყდა,რომ დაასრულე. მაგრამ ძალიან მაგარი იყო!!!!

 


№5  offline მოდერი chica sol

MariamG
ვაიმეე როგორ მიყვარხარ <3 გული დამწყდა,რომ დაასრულე. მაგრამ ძალიან მაგარი იყო!!!!

ჩემი გოგოოო <3
არ მიყვარს ზედმეტად გაწელვა... არ მიყვარს დაუსრულებელი ისტორიები...
მაგრამ მიყვარხარ შენ love

 


№6  offline მოდერი D-roni

verc ki vifirebdi aset dasasruls es iko unikaluri dasasruli ! beri iakobi ... gavgijdi ! unichiereso ! dzalian momewona ❤❤

 


№7  offline მოდერი nicol

უჰ... მარიკუნა... როგორ ველოდებოდი ♥♥♥
გული დამწყდა რომ დამთავრდა, მაგრამ ჩემი საყვარელი ჰეფი ენდი იყო და კმაყოფილი ვარ...
შენ რომ უკარგესი გოგო ხარ და რომ უყვარხარ ნიკოლს ესეც იცი ♥♥♥♥♥
--------------------
თინა ნიკოლ

 


№8  offline წევრი vikipiki.

მარიამ ეს რაა დამმართეე გოგოო... როგორრ ვიყოო ეხლა ამ ისტორიის გარეეშე? ?:( ძალიან კარგიი იყოოო ♥ კოკა გამიხარდა ძალიან ♥♥♥ კარგი იყო ბოლო ჯამშიი.. ველოდები ახალ ისტორიეებს .. შენი ვიკა <3 ♥ love love

 


№9  offline მოდერი chica sol

D-roni
verc ki vifirebdi aset dasasruls es iko unikaluri dasasruli ! beri iakobi ... gavgijdi ! unichiereso ! dzalian momewona ❤❤
chemo kargoo...gamaxare aseti shepasebit. Amaze vdardobdi rigor miigebda mkitxveli kokas istorias... saertod sxva dasasruls vpiqrobdi kokastvis ,magram ver shevdzeli...

nicol
უჰ... მარიკუნა... როგორ ველოდებოდი ♥♥♥
გული დამწყდა რომ დამთავრდა, მაგრამ ჩემი საყვარელი ჰეფი ენდი იყო და კმაყოფილი ვარ...
შენ რომ უკარგესი გოგო ხარ და რომ უყვარხარ ნიკოლს ესეც იცი ♥♥♥♥♥

Chemi tbili da tkbili nicoli

 


№10  offline წევრი QueenA

უი რა მალე დაამთავრე,მეთქი წინ არაერთი კარგი თავი გველისთქო.
შენ კიდე ყველაფერი ჩაგიტევია ერთ თავში...ჰმმ
რავიცი რავიცი,ცოტა გული დამწყდა.კარგი ისტორია იყო და სხვაგვარად წარმომედგინა.

აბა შენ იცი წარმატებები,ვეცდები წავიკითხო მომდევნო ისტორიაც.

 


№11  offline მოდერი chica sol

Dzaliangamaxara tqvenma kon
პანკი
პირველ რიგში გამარჯობა.
დღეს წავიკითხე თერთმეტივე თავი და სიმართლე გითხრა, მომეწონა, თუმცა ვფიქრობ, რომ ბევრი შეცდომა გქონდა, მაგალითად ის, რომ დეფისი, დაბალი ტირეთი გქონდა დაწერილი :დ
კიდევ, ის არ მომეწონა, რომ პირველ რამდენიმე თავში, საშინლად პატარა თავები გქონდა ატვირთული, მაგრამ ეს გამოსწორებულ იქნა შენს მიერ. მიუხედავად ამისა, მაინც გადავწყვიტე მიმეთითა ამაზე.
ნუ, ეს არაუშავს. სამაგიეროდ, შენს ისტორიაში იყო ის, რაც სხვებისაში ნაკლებადაა.
რეალობის შეგრძნება.
არც ერთი წამით არ მოვწყვეტილვარ რეალობას, იმიტომ რომ ისტორიაში არ გქონდა ზღაპრებზე გაწყობილი წინადადებები, ასევე სიტყვებიც.
გმადლობ იმისთვის, რომ სიამოვნება მომანიჭე.
წარმატებები.
სიყვარულით, პანკი.

Dalian gamaxara tqvenma komentarma... mixaria rom mogewonat... simartle gitxrat mteli dzalit vcdilobdi realobastan axlos yopiliyoistoria..swored amitom "movakvaraxjine" bolo tavshi yvelaperi... ase rom ar meqna dalian gavcdebodi realobas. Vcdilobdi ubralod gadmomeca mati emociebi da roca vnaxe tqveni komentari muvxvdi,rom nawilobriv shevdzeli...
Ai es vitomda patara shecdomebi ki mklaaavs...

QueenA
უი რა მალე დაამთავრე,მეთქი წინ არაერთი კარგი თავი გველისთქო.
შენ კიდე ყველაფერი ჩაგიტევია ერთ თავში...ჰმმ
რავიცი რავიცი,ცოტა გული დამწყდა.კარგი ისტორია იყო და სხვაგვარად წარმომედგინა.

აბა შენ იცი წარმატებები,ვეცდები წავიკითხო მომდევნო ისტორიაც.

xo ragac uceb movamtavre ... ase varchie... sxva tu araperi imitim rom gagas elisadmi siyvaruli udidesi iyo da cxadi iyo ubednieresebi iqnebodnene... rac sheexeba kokas, vpiqrob amaze kargi dasasruli ar arsebobs... tanjvistvis ver gavimete...
Madloba rom kitxulobdi da gamixardeba tu kidev waikitxav...
sayvareli xar dzalian

vikipiki.
მარიამ ეს რაა დამმართეე გოგოო... როგორრ ვიყოო ეხლა ამ ისტორიის გარეეშე? ?:( ძალიან კარგიი იყოოო ♥ კოკა გამიხარდა ძალიან ♥♥♥ კარგი იყო ბოლო ჯამშიი.. ველოდები ახალ ისტორიეებს .. შენი ვიკა <3 ♥ love love

chemo vika...

vikipiki.
მარიამ ეს რაა დამმართეე გოგოო... როგორრ ვიყოო ეხლა ამ ისტორიის გარეეშე? ?:( ძალიან კარგიი იყოოო ♥ კოკა გამიხარდა ძალიან ♥♥♥ კარგი იყო ბოლო ჯამშიი.. ველოდები ახალ ისტორიეებს .. შენი ვიკა <3 ♥ love love

ვიკაა კარგი ხარ დაან გოგოოოო wink
ვპიქრობ იმსახურებ ახალ ისტორიას და მალე გამოვასწორებ ამას...
იმედი მაქვს რომ ისევე შეიყვარებ როგორც ამ ისტორიას... love
გამახარა სიტყვებმა "შენი ვიკა"...
სიხარულს ვერ ვმალავ... სულელივით ვიცინი...
საქმე ისაა, რომ თქვენგან ფარულად, უკვე ყველა ჩემად მიმაჩნიხართ...
მიყვარხართ დალიან და უგრმესი მადლობა ყველას love

 


№12  offline წევრი vikipiki.

შემოგევლეე შენნ ♥ ძალიანნ თბილიი ხარრ და შემაყვარე უკვე თავიი love მადლობა , რომ ეგრე ფიქრობ , ახლა თავთან დაკავშირებით <3 <3 წარმატებები მინდა გისურვოო და ბედნიერება ულევიიი <3 ♥♥♥♥ შენი ვიკა გკოცნისს :* :* :*

 


№13  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Dzalian dzalian magariaaa iyoo momeconaa ❤❤ velodebii axal tavss❤❤

 


№14  offline მოდერი chica sol

ნარჩიტა
Dzalian dzalian magariaaa iyoo momeconaa ❤❤ velodebii axal tavss❤❤

მიხარია რომ მოგეწონა...
ახალ ისტორიას ალბათ გინგოგა გეთქვა... ახალი უკვე დავდეე
მახარებტ და დიდი მადლობა რომ კითხულობთ love

 


№15  offline მოდერი Kira

Cota damagvianda wakitxva magram axla wavikitxe da kide getyvi dzalian dzalian magari xar vgijdebi me shenze dzalian miyvrxar shenc da sheni istoriac love love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№16  offline მოდერი chica sol

Kira
Cota damagvianda wakitxva magram axla wavikitxe da kide getyvi dzalian dzalian magari xar vgijdebi me shenze dzalian miyvrxar shenc da sheni istoriac love love

ჩემი კირაა... love
მთავარია მოხვედი
მენატრებოდი love

 


№17 სტუმარი Meri

Dzalian magari iyo

 


№18  offline წევრი Laliashvili009

Dzaliaan momewonaa ❤❤❤

 


№19  offline მოდერი chica sol

Meri
Dzalian magari iyo

არც კი მეგონა რომ ამ ისტორიას კიდევ ვინმე წაიკითხავდა. მიხარია❤

Laliashvili009
Dzaliaan momewonaa ❤❤❤

ძალიან მიხარია, მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent