შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მელისას სიყვარული მიხსნის?! (3)


19-09-2015, 02:45
ავტორი lisebeth
ნანახია 2 730

ვაკომ კიდევ რამდნჯერმე მოუხედა უკან მელისას ფანჯრებს საიდანაც შუქი გამოკრთოდა. გოგონა დედას ესაუბრებოდა ,მაგრამ გონებით და სულით სხვაგან იყო. გვიანობამდე შემორჩა ქალი შვილის ოთახს. გოგონას ბალიშზე ედო თავი და ფანტაზიებში დაფრინავდა. ბოლოს თვალები მიელულა და ჩაეძინა. ქალმა ზეწარი მიაფარა და ოთახი დატოვა.
დილით ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა გამოაღვიძა. როგორც სცვეოდა ბალიშის ქვეს ტელეფონი მოიძებნა,მაგრამ არ იყო. მერე გაახსენდა წინა ღამით მომხდარი და დაასკვნა ,რომ ცხადი იყო. ტანზე ჩაიცვა და ქვემოთ აიღო გეზი. სახლის აივნების სვეტებს შორის მიაბიჯებდა და სასურველ სახეს დაეძებდა. მერე გზა საჯინიბოსკენ განაგრძო და როგორც იქნა მძღოლი იპოვა. მისასვლელად მიზეზი ჰქონდა და ეს ორივემ იცოდა,მაგრამ როგორ დალაპარაკებოდა სრულიად უცხო ბიჭს ,რომელზეც უკვე ფანტაზიებში დაფრინავდა. წელში გასწორდა და ამაყად წადგა წინ ნაბიჯი. ვაკომ მოულოდნელად მიტრილდა ზურგისკენ და მელისას გამოსახულება ,რომ შეეფეთა დენდანაკრავივით დაიხია უკან. თითქოს ბედისწერა ეთამაშებოდა მის ნებსყოფას. გოგონას სრულყოფილ სხეულს შეეძლო წამიერად დაენგრია მისი ფსიქიკა და გიჟს დაემსგავსებინა.
მერამდენე შემთხვევა იყო როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ?
ალბათ მეორე ან მესამე ,მაგრამ სრულიად საკმარისი იყო მათ შორის ქიმიის ასანთებად. თითქოს მიხვდა რისთვისაც მოვიდოდა ,მაგრამ არ შეეზლო არ მისჩერებოდა. როგორც ლადო ეუბნებოდა გასულ დღეს ახლაც იგივე მოხდა. ლამის საკუთარმა ნერწყვმა დაახრჩო. თვალი ფეხის წვერიდან თმის ღერამდე ააყოლა ,მაგრამ არ ეყო. მას უფრო მეტი უნდოდა ...გაცილებით მეტი ...
-ჩემი ტელეფონი იპოვე ...აივნიდან დაგინახე წუხელ...
-დიახ რათქმაუნდა ..._დაიბნა ვაკო და ჯიბიდან ამოიღო. _ სამწუხაროდ გატყდა
ხელი გაუწოდა. მელისამაც გამოართვა.გოგონამ იგრძნო როგორი მხურვალე იყო მისი კანი. მისი პირვველი შეხება და პირველი ჟრუანტელი. ვაკომ კი იგრძნო გოგონას ხელები,რომლების ისეთი თხელი და მოქნილი იყო როგორც ლერწმის ტოტი.
-არაუშავს. მძღოლი ხომ მყავს? ქალაქში წამიყვანს და ახალს ვიყიდი.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ _ისევ უტიფრად და ულმობლად გაუსწორა თვალი მის წინ მდგარს. ლადოს ნათქვამი გაახსენდა ,მაგრამ ამაოდ. განა შეეშლო და არ აკეთებდა? წარმოდგენაც არ უნდოდა იმის რასაც გრძნობდა მაგრამ ფაქტი ჯიუტია და დაუნდობელი...
მას უბრალოდ არ შეეძლო.
-მანქანას გამოვიყვან _თქვა ვაკომ და ისევ გადასცდა ნერწყვი. რას უშვებოდა ეს გალეული გაცხიკული გოგო,რომელსაც თაფლისფერ თვალებში დადიდრონ ტუჩებში ვნების ქარიშხალი უტრიალებდა. როგორ უნდოდა იმ წამს მოხვეოდა...შეხებოდა ტუნდაც ეს უკანასკნელი რამ ყოფილიყო რასაც თავის სიცოცხლესი გააკეთებდა. უარს არც ამაზე იტყოდა. იქაურობა მიატოვა და მანქანის გამოსაყვანად ავტოფარეხისკენ აიღო გეზი. გოგონამ მსახურს დედასთან დააბარა ქალაქში წავიდაო. ტელეფონიდან ნომერი ამოიღო და ნაგვის ურნაში მოისროლა. ვაკომ მალევე მოაყენა მანქანა. კარი გაუღო და დაბრძანდითო მოახსენა. თან ტანზეც გამოეცვალა.
ვაკო სარკეში უყურებდა როგორ იჯდა გოგონა უკანა სავარძელზე მიყრდნობილი და ფანჯრიდან რაღაცას უყურებდა. ერთხელაც არ გამოუხედავს წინ ,რომ მათი თვალები სარკეში მაინც შეხვედროდნენ ერთმანეთს.
მელისა მაღაზიასთან ჩამოხტა და შიგნით შევიდა. უკვე ისედაც იცოდა რისი ყიდვა უნდოდა და დიდხანს არ დაუგვიანია. მალევე დაბრუნდა უკან და მანქანაში ჩაჯდა. უკან გზა ზუსტად ისეთი იყო როგორც წინანდელი.
სახლში დაბრუნდა და ოთახში შევიდა. ადგილზე ცქმუტავდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რა სჭირდა. კარი შიგნიდან ჩაკეტა და აიპედი მოიმარჯვა. ჯეინს დააწკაპუნა და საუბარი გაუბა. უნდოდა ...მთელი არსებით უნდოდა თავისი ინტერესის ახალ ობიექტზე ჩამოეგდო ლაპარაკი ,მაგრამ მეგობარი არა და არ აძლევდა ამის საშუალებას. რამდენჯერაც სასურველ თემას მიუახლოვდებოდა გოგონა ახალზე იწყებდა საუბარს.მელისას კი ნერვიულობის პიკი უახლოვდებოდა და ლამის იყო ფრჩხილების ჭამას იწყებდა.
-რა ჯანდაბა დაგეტაკა? ასე უცცებ გამოგცვალეს მაქაურებმა?_ მოაყვირა ლონდონელმა დაქალმა
-მგონი აქედან იმაზე სწრაფად გამოვიქცევი ვიდრე ვგეგმავდი. _ ლამის თმები მოიგლიჯა გოგონამ
- ჩვეულებისამებრ ერთი დანახვით გაები ვიღაცასთან ხო?
-კაი რა...
-ვიცოდი...ასეც ვიცოდი მელისა. ვინაა ?
-ჩემი მძროლი_გოგონამ შესამჩნევზე ხმამაღლა გადაიხარხარა. არა ამას შეკივლება უფრო ერქვა.
-ვინ გოგო?
-მძღოლი...
-გეხვეწები რა ...
-მაგიჟებს. მგონი რაღაც დამმართა.
-კაი რა შენ სულ ეგრე იცი .დაინახავ ლამაზ ბიჭს და ეგრევე ავარდები და დავარდები. თუმცა რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს შენი მღოლი?_გოგონამ ტუჩზე ხელი მიიდო.
-დამიჯერე წარმოდგენა არ შეგიძლია. ძან ბერძენი სულაც არაა. ქართველია...
-ვინაა?
-ქართველი. დედაჩემის სამშობლოდანაა. გახსოვს ,რომ გიყვებოდი ?
-აააა ჰო გამახსენდა.
-წადი სადმე ერთ-ორ დღეს და ეგრევე დაიკიდებ. აი ნახავ. ახლა მანდ გასართობს დაეძებ და ამიტომაც აგაფორიაქა მასე. სიხლე შემოიტანა შენში.
-რა ჩემში გოგო არც კი დავლაპარაკებივარ. ასე იდიოტივით ვზივარ ,თვალწინ მიდგება და მერე...მერე...მერე უხამს ფანტაზიებს ვეძლევი.
-იდიოტო, ოცნებებში მძღოლთან წევხარ?
-ორჯერ ვნახე და ორივეჯერ წელს ზემოთ შიშველი. ლამის შოკში ჩამაგდო მისმა სხეულმა.
-შენ ახლაც შოკში ხარ ჩემო სიცოცხლევ. უთხარი მანდ ვინმემ გიშველოს თორემ იღუპები.
-მგონი ...
-აღგზნებული ხარ და კაცი გინდა..._გააჯავრა დაქალმა
-მოკეტე რა
- არაა სავალდებულო მძღოლს აეკიდო . ვინმე ნორმალური მონახე.
- შენ ჩემზე უხამსი აზრები გაწუხებს. გაგითიშავ თორემ საბოლოოდ მომისპობ ნერვებს.
-გკოცნი და აბა შენ იცი _მეგობარმა ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა. მელისა დაემანჭა და გაუთიშა.

მეორე დღიდან მელისამ კატეგორიულად დაუსვა საკუთარ თავს საკითხი იმის თაობაზე ,რომ მძღოლზე ფიქრს თავში აზრადაც არ გაივლებდა. დანაპირები შეასრულა და მასთან შეხვედრას ყველანაირად თავს არიდებდა. ქალაქში წასვლაზეც კი უარს აცხადებდა,მაგრამ ფირებს ვერ იცილებდა. ამ მისთვის უინტერესო ადგილას ყველაზე მეტად დრო სწორედ ფიქრისთვის ჰქონდა. არჩევანზე თუ მიდგებოდა საქმე სასწრაფოდ იცოდა ვისზე ოცნებაც უნდა აერჩია. თვალწინ უდგებოდა მისი სახე, სხეული,ვარცხნლობა და საჭიროზე მეტი ჯენტლმენობა.
ერთი კვირა გავიდა. მელისა მღოლს ფაქტობრივად არ იყენებდა და ამიტომაც ლადოს ეხმარებოდა საჯინიბოში. ბიჭი ხვდებოდა,რომ რაღაცასი იყო საქმე აბა გოგონა ,რომელსაც ლადო აღუწერდა ხოლმე დღეში ასჯერ უნდა ევლო აქეთ-იქეთ. ერთხელაც ლადომ და ვაკუნამ ფერმის დალაგება გადაწყვიტეს. ლამის იყო მთელი დღე წელში გაწყდნენ. უამრავი გამოსადეგი თუ გამოუსადეგარი ნივთი იპოვეს. ვაკუნა ყველაზე მეტად მძიმეწონიანა გირებმა მოხიბლა. სიხარულით ლამის მეცხრე ცაზე იყო.
-ამით ვივარჯიშებ სამსახურის მერე_თქვა და გამოსაჩენ ადგილას შემოაწყო ,რომ საჭიროების დროს გამოეყენებინა. ორივე დაქანცული იყო იმ დღეს მუშაობით. ლადო როგორც კი დასაძინებლად წავიდა მაშინვე გაითიშა. ვაკომ გირები ჩამოხსნა და ვარჯიში დაიწყო.
მელისა ადგილზე ცქმუტავდა. ვერ ისვენებდა. სადმე უნდოდა წასვლა და ყველაფრის დავიწყება.
-ცხენით გავისეირნებ _შემოსძახა თავის თავს და ფეხაკრეფით გაიპარა სახლიდან. იცოდა მამამისი თუ გაიგებდა გარეთ არ გაუშვებდა.
ნათელი ღამე იყო. რამდენჯერმე ლამის წაიქცა მინდორზე ,მაგრამ საჯინიბომდე მაინც მიაღწია. დიდი რკინის კარი დიდი ვაი-ვაგლახით გააღო და შიგნით ქურდივით შეძვრა. თავისი ცხენის სადგომთან მივიდა. რძისფერი ფაშატი მშვიდად იდგა და ნაცოხრობდა. გოგონამ დიდხანს უყურა და ბოლოს კარის გაღება სცადა ,რომ გამოეყვანა.
ლადო ცხენის სადგომებს რკინის სახელურებით კეტავდა ყოველი შემთხვევისთვის. ხელით დაეჯიკავა და გამოღება სცადა ,მაგრად ამაოდ. მისი ძალა საკმარისი არ აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ დაეჯიკავა და ამჯერად ხელის გადასერვის მეტი ვერაფერი მოახერხა.
შეკივლება უნდოდა,მაგრამ იფიქრა ცხენები დაფრთხებიან და ყველა გაიგებსო და ენას ბილი დააჭირა.თან ისე ,რომ ლამის გადაისერა. სისხლი სდიოდა. ხელი რამით უნდა გადაეხვია. ამჯერად წინა გასასვლელისკენ წავიდა. იქედან უფრო სწრაფად მივიდოდა სახლამდე. მაინც რამხელა იყო ეს სადგომი ძლივს დაგაიარა მეორე ჭიშკრამდე. ის იყო გასვლას აპირებდა ,რომ თივის შეკვრაზე ჩამომჯდარი ვაკო დაინახა. ცალ ხელზე გირა ჰქონდა გამობმული და ვარჯიშეობდა.
ლამის გული გაუსკდა ,მაგრამ ისევ მოახერხა ემოციების შეკავება. თითს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა ,მაგრამ ბიჭმა მაინც მოხერხა სისხლის დანახვა. გირა ძირს დააგდო და ფეხზე წამოდგა.
-რა ქენით?
-ჩემი ცხენის გამოყვანა მინდოდა და...
-რა დროს ცხენია ამ შუაღამეს. რას არ მოიგონებთ ხოლმე ეს ქალები.
-სისხლი მდის თან იმდენი მგონი აგერ-აგერ მოვკვდები.
-მაჩვენე
გოგონამ ხელი უკან წაიღო და გაუძალიანდა.
-ასე თუ დააჭერ ინფექცია შეგეჭრება და მერე მართლა მოკვდები_მელისას შეეშინდა დახელი ინსტინქტურად გამოუწია წინ. პატარა ხელის კიდევ უფრო პატარა საჩვენებელი თითი შუაზე ქონდა გადასერილი.
-მამაჩემი მომკლავს ,რომ გაიგოს ამ შუაღამეს აქ ვიყავი.
-სამართლიანადაც. აქ იჯექით და წყალს მოვიტან_თივის შეკვრაზე ჩამოსვა და თვითონ გარეთ გავიდა. ცოტა ხანში ბოთლით წყალი მოიტანა და თითზე გადაასხა.
-მე როგორც ვიცი ამას სხვა რამეებიც უნდა _შესინებული სახით მიანისნა ჭრილობაზე.
-უნდა ,მაგრამ როგორც ხედავ ამის გარდა არაფერი გვაქვს. ნუ გეშინია მალე მოგირჩება. აქ სამედიცინო ნივთები აქვთ ვეტერინარებისთვის და იქნებ შესახვევიც იქნას_წამოდგა ფეხზე ვაკუნა.
-ვეტერინარების ნივთები რა მინდა ცხოველი არ?
-დოლბანდი ვიგულისხმე
-ნუ მელაპარაკები ასე უხეშად
-ასე როგორ?
-თითქოს შტერი ვიყო.
-არც მიფიქრია ...საიდან დაასკვენით... ?
-რა ვიცი მიყვირი და...
-არც მიყვირია. მგონი რაღაც გეჩვენება
-ამ რაღაცამ იცის მოჩვენებები?_ჭრილობაზე მიანიშნა და საცოდავი სახე მიიღო.
-თქვენ რა ცხოვრებაში ხელიც არ გაგიჭრიათ?
-კი,მაგრამ ...
-ჰოდა არც ესაა საგანგაშო. მომეცით ხელი და შეგიკრავთ. _თეთრი დოლბანდი მოიტანა ბიჭმა და თითზე გადაახვია. მისი სახე ისე ახლოს იყო მელისასთან ლამის ცხვირზე ეხებოდა. გული ისე აუფართხალდა ლამის იყო საგულედან ამომხტარიყო. მისი ხელები დრო და დრო ეხებოდა და უფრო და უფრო მწველი ხდებოდა. ახლა უკვე საკუთარი კი არა ბიჭის გულისცემა ესმოდა. მისი სუნთქვა. ვაკო მის წინ იდგა დაჩოქილი და თითს უხვევდა.
ახლა პირველად შენიშნა თეთრი სიფრიფანა სარაფანი,რომელიც შუა ბარკალს ზემოთ ასწეოდა გოგონას. მისი ბრინჯაოსფერი კანი ბზინავდა ქვებოდან. გაეღიმა და ხელის შეხვევა განაგრძო.
-რა გაცინებს?_ძლივს ამოიკვნესა მელისამ
-ამით აპირებდით ცხენზე შეჯდომას?
-რითი?
-ამ სარაფანით?
-და რა პრობლემაა?_გაიკვირვა გულწრფელად.
-თქვენ უკეთ იცით... მორჩა. შეგიძლიათ სახლში წახვიდეთ. ხვალ ახალი გადაიკარით და რამდენიმე დღეში მოგირჩებათ. _ფეხზე წამოდგა ვაკუნა და დოლბანდის დარჩენილი ნაწილი ყუთში დააბრუნდა. მელისაც წამოდგა წასასვლელად. ვაკუნა თავის ადგილს დაუბრუნდა და გირებით ვარჯიში განაგრძო.
გოგონა უყურებდა რამდენიმე წუთს მის სხეულს. როგორ იძაბებოდა ყოველი ვარჯიშისას,ყოველი მოძრაობისას .ერთი კვირა იყო თითქმის არ ენახა ის კი ისე იქცეოდა თითქოს გოგონა იქ არ იყო. თითქოს მასაც იგივე პირობა მიეცა საკუთარი თავისთვის ,რომ აღარასდროს იფიქრებდა მელისაზე. აღარც მის სხეულზე და აღარც მის გამოხედვაზე.
გოგონა ისევ იდგა და უყურებდა. ვნების და სიგიჟის ცეცხლი უფრო მეტად ღვივდებოდა მის თვალებში. არ შეძლო ეს არ გაეკეთებინა. არ შეეზლო უკან დაეხია.
გრძნობდა მოკვდებოდა თუ ამ კარიდან გავიდოდა ისევ ისე ,როგორც შემოვიდა.
ადგილს მოსწყდა და მისკენ გაქანდა. ტუჩებზე ეძგერა იმდენად ძლიერად რამდენადაც მის თხელ და უსუსურ სხეულს შეეძლო. ვაკუნამ გირა ძირს დააგდო და გაჩერება სცადა,მაგრამ მიხვდა,რომ არც მას შეეძლო. გოგონა ძლიერად ჩაეჭიდა მის დაკუნთულ ბეჭებს და კალთაში მოექცა. თვალებში ჩახედა და მიხვდა,რომ იქაც იგივე ცეცხლი გიზგიზებდა.
ბიჭმა ნაზად მოხვია წელზე ხელი და ალერსი განაგრძო. სარაფანის ბრეტელი მკლავზე ჩამოუცურდა და სრულყოფილი მკერდი მოუშიშვლა. ახლა მის წინ იდგა ის რაზეც მთელი კვირა ოცნებობდა. ლადოს საგანგებოდ მიწყობილ თივების შეკვრაზე გადააწვინა და ხელი სარაფნის ქვეშ შეუცურა.
მელისა არ შეწინაარმდეგებია. არც ერთხელ. მის დაკუნთულ ,ძლიერ მხრებს ხელი ჩააყოლა. გზა და გზა იგრძნო კუბიკებად დადებული მუცელი ,მხურვალე სხეული და ბოლოს ქამრის სათავე.
ამხელა ადრენალინი და ვნება მაშინაც კი არ უგრძვნია როცა პირველად დაწვა თავის შეყვარებულთან ლონდონში . ეს სულ სხვა რამ იყო...
აი ისეთი ცხოვრებაში ერთხელ რომ მოდის და არსად მიდის.
გრძნობდა ,რომ თუ სამყაროს აღსასრული დადგებოდა უნდოდა ეს უკანასკნელი ყოფილიყო რასაც გააკეთებდა..
სრულიად სამყარო გაქრა მის გარშემო. თითქოს პირველად ამოისუნთქა ამ ერთი კვირის შემდეგ. თითქოს აქამდე ხელი ჰქონდათ მისთვის წაჭერილი და ახრჩობდნენ.
ბიჭმა ფრთხილად მოჰკიდა ხელი გოგონას და ამჯერად ზემოდან მოიქცია.
მათი სხეულები ისევ შეერწყა ერთმანეთს. გაქრა შიში,ერთმანეთის რიდი , გარშემომყოფების არსებობა, შესაძლო რისკები და დარჩა მხოლოდ სურვილები ,რომელთა მონაც გამხდარიყო ახლა ორივე .

_____
ესეც მესამე თავი.
იმედია განაგრძობთ კითხვას. ველი თქვენს შეფასებებს
დიდი ნაწარმოები არაა და მალე დასრულდება გპირდებით <3
სიყვარულით ''ლიზბეთი''



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

მომწონს,სინტერესოა,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ემოციურობა აკლია.და კიდევ რატომღაც არ მომწონს ვაკუნათი რომ მოიხსნიებ.

 


№2  offline წევრი lisebeth

ვაკუნათი იმიტომ მოვიხსენიებ რომ ბებიამისი ასე ეძახდა თან იმ ბიჭს ვისზეც ვწერ ვაკუნას ეძახიან

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

lisebeth
ვაკუნათი იმიტომ მოვიხსენიებ რომ ბებიამისი ასე ეძახდა თან იმ ბიჭს ვისზეც ვწერ ვაკუნას ეძახიან

შენი საქმეა.უბრალოდ,ვიფიქრე,რომ სჯობდა მხოლოდ დიალოგბში ყოფილიყო ვაკუნა.

 


№4  offline წევრი lisebeth

ჩემი აზრით აქ ემოციურობაც საკმარისია რადგან ეს არ არის გაგიჟებული სიყვარული რომელზეც შეგვიძლია მაღალფარდოვნად ვისაუბროთ. ალბაათ ყველა ხვდება რას წარმოადგენს მატი ურთიერტობა ...ყოველ შემტხვევაში ამ ეტაპზე.
შემი აზრით უკვე სიყვარულზე და გულისწასვლებზე აქცენტი ზედმეტად პათეტიკური იქნებოდა. ეს არ არის ჩემი სტილი და არც ძალმიძს მსგავსი რამეების წერა
drunkinlove
lisebeth
ვაკუნათი იმიტომ მოვიხსენიებ რომ ბებიამისი ასე ეძახდა თან იმ ბიჭს ვისზეც ვწერ ვაკუნას ეძახიან

შენი საქმეა.უბრალოდ,ვიფიქრე,რომ სჯობდა მხოლოდ დიალოგბში ყოფილიყო ვაკუნა.

დიალოგებში ვერ იქნება და საქმეც ეგაა ამიტომაც ვწერ ტექსტებში. რა იციან ბერძნებმა სიტყვა ''ვაკუნას'' არსებობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent