წყეული ღამეები[16]
უკანა მანქანიდან მძღოლი იღრინებოდა,სახე შესამჩნევლად ჰქონდა მობრუნებული და თვალებს ისე აბრუნებდა,რომ შეგეშინდებოდა. -ამის დედაც...თვალები თრა*ში გაქვს? ვინ მოგცა მართვის მოწმობა?-კაცი შეჭეჭყილ მანქანაზეანიშნებდა და ახმას უფრო უწევდა.გარშემო ხალხი შეკრებილიყო,ერთი ნარინჯისფერჟილეტიანი მამაკაცი კი თორნიკეს მანქაეს გვერდით იდგა,ზუსტად მის ფანჯარასთან.აბაშიძე გონს ვერ მოსულიყო,ხან ერთ მხარეს იხედებოდა და ხან მეორე მხარეს,ცოტა ხანში მზერა მაიაზე შეაჩერა.არ გამოპარვია,რომ ქალი მთელი სხეულით კანკალებდა,თრთოდა..სახე შეფაკლოდა,მაგრამ ეს არ იყო ბედნიერებისა და ადრენალისნის მიერ გამოწვეული,ეს სულ სხვა რამ იყო.შიში,ტკივილი.. -უნდა ვიმშობიარო..ხომ არ გინდათ აქ დავიწყო წ....ბის ღვრა?-ბრაზით დააკვესა თვალები და პოლიციის ოფიცრებს გახედა,რომლებიც რაღაც საბუთებს ამზადებდნენ. -ის ორსულადაა.სწრაფად მოვაგვაროთ,ჩემს პირადობას დაგიტოვებთ...-თორნიკემ ქალის ხმის გაგონებისთანავე მოახდინა რეალიზება..ოფცერმა კარი გააღებინა და მაშინვე იგრძნო ალკოჰოლის მძაფრი სუნი..-ამისთვისაც ჯარიმა გეკუთვნით..-ხმას აუწია და ქალს დააკვრიდა,რათა მის სიმართლეში დარწმუებულიყო..-ქალბატონო,ჩვენს მანქანაში გადაჯექით,წაგიყვანენ..-უბრძანა მაიას და თორნიკეს გახედა..-მამაკაცი ისევ ვერ მოსულიყო გონს..თავის გამართლებასაც არ ცდილობდა..მაია სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და მაღალი მამაკაცის დახმარებით გადააადგილდა..-იჩქარეთ!-ცრემლები მოსდიოდა ქალს..-იქ ჩემი შვილია..-უყურებდა მუცელს და მუდარით სავსე გამომეტყველებას სახიდან ვერ იშრებდა.. -ორსული მოიყვანეს.ბევრი წყალი დაღვარა..-საკაცეზე გადაიყვანეს ქალი,რომელსაც მთელი სხეული უხურდა.ასეთი საშინელი შეგრძნება ჯერ არ უგრძვნია.ცრემლების გადმოყრის თვაიც აღარ ჰქონდა..ეგონა შუაზე ჭრიდნენ.სახის გამომეტყველება მის თითოეულ შეგრძნებას ნათელს ხდიდა.ექიმები განგაშს ქმნიდნენ..-სწრაფად,სწრაფად..-პირველად საკეისრო კვეთით გააჩინა შვილი,ნინი,ახლა კი გადაწყვეტილი ჰქონდა ბუნებრივად ემშობიარა.რომ იხსენებდა პირველი შვილის გაჩენას,ეცინებოდა,რად მინდოდა ოპერაციაო.ახლა კი სარეცელზე ისე თრთოდა,რომ ლამის იყო ხორცები თავის ხელით დაეჯიჯგნა,მუცლიდან ბავშვი თავისი ხელებით გამოეთრია და მკვდარივით სადმე დაცემულიყო..აი,თეთრი ზეწარით გადააფარეს,ფეხები გააშლევინეს..გრძნობა,რომ ხვრელში,რომელიც უფრო და უფრო იხსნებოდა მრავალი თვალი აკვირდებოდა,მაგრამ ამაზე საფიქრად სად ეცალა.მხოლოდ ტკივილს გრძნობდა,ისეთ ტკივილს,როგორიც არასდროს განუცდია..ფიზიკური ტანჯვა აგიჟებდა და ხმამაღლა კიოდა,მერე ამის თავიც აღარ ჰქონდა,ძალა გამოეცალა და ჭერს ახედა,თითქოს იქ ვინმე მშველელი ეგულებოდა.ექიმების ხმა აღარ ესმოდა,მიწყდა,მის გარშემო მხოლოდ და მხოლოდ ტკილივი და ტანჯვა იყო..გაახსენდა რას ამბობდნენ ორსულები,ყველაზე დიდი ტკივილი შვილის გაჩენააო.მაშინ ამიტომაც გაიკეთა საკეისრო კვეთა,ახლა კი დაიჟინა,ბუნებრივად უნდა ვიმშობიაროო.ყველაზე ძლიერი ტანჯვა ცოცხლად დაწვა და მშობიარობაა,იმეორებდა და თავს უფრო აგიჟებდა ქალი.“შუა ხნის ასაკში ხარ და რატომ გადაწყვიტე ბუნებრივი გზით გაგეჩინა?“-შინაგანი ხმა ჩაესმოდა მაიას.თითქოს ამ სამყაროში აღარ იყო..“ჯოჯოხეთია..“-უნდოდა ეყვირა,მაგრამ არ შეეძლო,ძალა აღარ ჰქონდა.. -გაიჭინთეთ..ცოტაც..-ბოლოჯერ გაიგო ექიმის ხმა და ძლიერად შეჭმუხნა სახე..“ეს ბოლოოა>’-დააიმედა საკუთარი თავი და უეცრად ყველაფერი დასრულდა.გარემო შეიცვალა,ვილი გაქრა..ის სისხლში ამოსვრილ ჩვილს ხედავდა..-ღმერთო..-ამოიკვნესა და თავი მაღლა ასწია..-მანახეთ შვილი,ჩემი შვილი,ჩემი გოგონა..-ბავშვის სქესი გაიგო და სახე გაუნათდა..-ის ჩემია.. -ქალბატონი,დამშვიდდით,მძიმედ ხართ,სისხლდენა უნდა შეგიჩეროთ.-ექთანო,ბავშვს მიხედეთ..-მთავარმა ექიმმა ხელში რაღაც ხელსაწყოები აიღო და ქალს შეხედა..-გთხოვთ..-მაია მუდარად არ წყვეტდა,ხელში დამაკავეთ.. ^^ -პრობლემები მქონდა..ფული მჭირდება და იქნება გადმომირიცხო-ენერვიულებული ხმით დაურეკა თემურის,რომელიც შეხვედრაზე იყო და ჩურჩულის ესაუბრებოდა..-დედაშენს თხოვე,ახლა არ მცალია..-ტელეფონი სწრაფად გათიშა და დოკუმენტებს გახედა.. არ უნდოდა სესილისთან საუბარი.მისი ხმა იმ ყველაფერს გაახსენებდა,რაც ტანჯავდა მთელი თვის მანძილზე.სხვა გზა არ ჰქონდა,სესილის უნდა დალაპარაკებოდა..ტელეფონი ხელის კანკალით აიღო და ყოყმანის შემდეგ დარეკვას შეახო თითი.. -რამე მოიფიქრე? იმ ქალმა იმშობიარა და ეტყვი,რომ..-სესილი ანერვიული ხმით ესაუბრებოდა შვილს და სიტყვებს ერთმანეთზე აყრია.სადღაც კაფეში უნდა მჯდარიყო,თუ ხმის მიხედვით ვიმსჯელებდით..-ფული უნდა გადმომირიცხო,რაღაც პრობლემები მაქვს..-არც უცდია დაკონკრეტება..-სესილი ყველაფერზე დასთანმდა,ამით კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება,დაუმტკიცა,რომ დედამისი იყო,ნამდვილი დედა,რომელიც შვილზე მუდამ ზრუნავს.შემდეგ კმაყოფილი სახით შეაღოო სახლის კარები და შვილის მოსვლადს დაელოდა.უნდოდა ენახა თორნიკე..“ისევ ასე მომექცევა..“-გრძნობდა,რომ წარმატებას აღწევდა,გრძნობდა,რომ მალე აუსრულდებოდა სურვილი და კარგადაც აღნიშNავდა,დივანზე მიწვა,როცა მსახური გოგონა შეეგება-ქალბატონო,რამეს ინებებთ?-ზდილობიანად გაუღიმა და ლარნაკი გაასწორა. -ახლა არა,მაგრამ მალე შამპანური დამჭირდება..-თვალი ჩაუკრა და ანინა მარტო დამტოვეო..-კარგით,ქალბატონო-მორცხვად ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. თორნიკე იმ საღამოს საავადმყოფოში წავიდა..კიბეები გაბრუებული სახით აიარა,გზაში მხოლოდ და მხოლოდ სიბნელეს ხედავდა.იმ მომენტშ,როცა მოსაცდელშ იჯდა და ფიქრობდა,ახლა შევალ ან ახლაო,გული ლამის იყო მკერდიდან გადმომარდნოდა,გაახსენდა სესილის სიტყვები და ისევ იგივე აზრმა გაუელვა.“იქნებ ის სწორია>..იქნებ მართალია დედაჩემი..განა ამისთვის მზად ვარ? მხოლოდ 24 წლის ვარ,ის 38-ის,თან მრავალი პრობლემა აქვს,ამასთან ერთად ახლა შვილიც გააჩინა.საავადმყოფოში გაეგო მაიას ამბავი და შესვლას არ ჩქარობდა.“რა მოხდება თუ..?“-ეს იყო კითხვა,რომელიც თავს არა და არ ანებებდა.გრძნობდა,რომ სჭირდებოდა ვიღაცვიც ბიძგს მისცემდა.ვინ იყო ეს? თავი ხელებში მოექცია და თვალებიდანბრაზის ნაბერწკლებს ყრიდა..“ის გაღვივდება..“-ფეხზე წამოდგა და ფანაჯარაში გაყო თავი.. უკვე ღამდებოდა.სიბნელის მიღმა დღე ძლივსღა ჩანდა..ბუნება იცვლიდა სამოსს ისე ეფარებოდა სევდა თორნიკეს ახალგაზრდობასა და ოპტიმიზმის უკვდავ გრძნობას..“ის ნერვიულობს,ალბათ..“-ფეხზე წამოდგა,რათა პალატაში შესულიყო,მაგრამ უკნიდან მოდევნებულმა ხმამ გააშეშე.გახევდა ადგილზე,როცა სესილის თვალებს წააწყდა,სწორედ იმ თვალებს,რომლებიც ხშირად უხვევდნენ მამაკაცის ჰორიზონტზე.25 წლის წინ ითავა დედამისმა ოჯახის თავობა და ვინ ააღებინებდა ხელს! -აქ რა გინდა?-გახედა სესილის და ბარბაცით დაიკავა ადგილი..-ის აქაა,კარგადაა,მაგრამ არ შემიძლია შესვლა..იგრძნო ძალა,რომელიც მის ძველ სურვილებს უკუაგდებდა..-ერთი თვეა ვფიქრობ იმაზე,რაც შენ მითხარი..მას მერე სულ აფოროაქებული ვარ..მთვრალი არ ვარ,უფრო სწორედ არ ვარ სასლისგან,მაგრამ მაინც ვარ..არ ვიცი რითი და სწორედ ესაა ჩემი პრობლემა..-სესილის მისთვის არაფერი უთქვამს,მხოლოდ გვერდით მიუდა და ხელები შემოხვია,მჭიდროდ ეკროდა შვილს,მისი გახშირებული გულის ცემაც არ ეპარებოდა...-წამოდი,ცუდად ხარ,რამეს დაგალევინებ-ფეხზე მზრუნველი დედასავით წამოაყენა შვილი და ხელკავით გაიყვანა გარეთ.. ^^ -დედაჩემმა იმშობიარა..ნანიმ მითხრა,ერთი კვირის წინ გამოუწერიათ საავამდყოფოდანო..-ელენეს გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოდო ნინიმ..-საკუთარი დის ფოტო ვნახე და მხიარია..ნანიმ მანახა,მაგრამ ძალიან მიჭირს,რომ ის ჩემგან ასე შორსა...-გაწყვიტა საუბარი და ელენეს სახეს ახლოდან დააკვირდა.. -გოგოა?-მხრები აიჩეჩა ელენემ და ნინის გაუღიმა..-შესანისნავია..უბრალოდ გასაოცარი..-მეტი არაფერი უთქვამს?-კარგად არიანო-კმაყოფილმა გაუღიმა ნინიმ და ფეხზე წამოდგა..-ტანვარჯიშზე მაგვაინდება..-ღიმილით აიღო ჩანთა და ოთახი დატოვა. -გამარჯობა..-გადაკოცნა მასწავლებელი და გამოსაცვლელში შევიდა..იმ წამს,როცა ნანი ესაუბრებოდა,საშინელი მონატრების შეგრძნება იგრძნო იმ ბავშვისადმი,რომელიც არასდროს ენახა და მისი და იყო,მაგრამ ამ მომენტში არაფერი შეეძლო,მხოლოდ და მხოლოდ ცხორვების გაგრძელება იყო ის,რაც მის ძალებს არ არემატებოდა,დღეები ხომ თავისიც მიდიოდნენ და...ტკივილს არა,მაგრამ ნერვულ სისტემას კი კურნავდნენ.. მაიას ახსენდებოდა ნინი,ახსენდებოდა და რაღაც უცხო ტკივილს გრძნობდა,მაგრამ მასზე ფიქრები მუდამ ეფანტებოდა..იხსენებდა თორნიკეს,რომელთანაც ასოცირდებოდა მთელი იმ სიყვარულისა და ვნების ნაკრები,რომელიც 38 წლის განმავლობაშ შეაგროვა..“მიმატოვა...“-ფიქრობდა და ისევ უყურებდა სტატიას,თორნიკეს რუსეთში გამგზავრების შესახებ,დედამ კომპანია უანდერძაო.სიმართლე არ იცოდა,მამაკაცმა ორი დღის წინ დაურეკა,ყველაფერი დასრულდაო,არც არაფერი აუხსნა..აბაშიძე გრძნობდა,რომ სწორად მოიქცა,სასმელი ელ-ნელა ავიწყებდა იმ ტკივილს,რომელსაც მაიას მოგვრიდა.არ იცოდა რას გრძნობდა ქალი,მაგრამ დარწმუნებული იყო,რომ სტკიოდა..ამიტომ მსიი ნომერიც კი დაბლკა,რათა ვერანაირ კავშირზე ვერ გასულიყო ქალი..პატარას,რომელიც უკვე ორი კვირის იყო,მარიამი დაარქვა..დეპრესიას სწორედ მან გადაარჩინა,როცა ჩვილი ხელში ეჭირა,ახსენდებოდა,რომ ცხორვება გრძელდება...თანაც ლოგინზე მტირალი ბავშვს ვერ მოუვლიდა..მაიას უბრალოდ იძულებული იყო არ ეფიქრა თორნიკეზე,ამას ხომ დედობის სინდრომი აიძულებდა..ახლა ახალი ცხოვრება უყვარდა,უყვარდა მარიამი და ამით კიდე შეეძლო ღიმილის მიზეზის პოვნა..ტიროდა და ტიროდა მთელი ღამეები,როცა ბავშვს ეძინა..გრძნობდა,რომ ცხორვება თავდაყირა მოექცა და ამისი ძალიან ეშინოდა..ვერაფერი გაეგო არსებობის,დაშრეტილი იყო. -ვგრძნობ,რომ ვერაფერს ვგრძნობ..-სახლში მოსული ლანა,მელიც მასთან ერთად მუშაობდა,გადაკოცნა და ყავის მოსატანად გავიდა..მეგობარი დაქაჩული თვალებით აკვირდებოდა მაის სახეს და სიტყვებს ეძებდა,სიტყვებს,რომლებიც ბაგეზე არ ადგებოდნნე..-ანუ გრძნობ..-მხოლოდ ამის თქვა შესძლო და სევდიანად გაუღიმა ქალს.-ჩემს მეუღლეს დავშორდი,მღალატობდა თურმე,მითხრა,რომ აღარ ვაინტერესებ და გრძნობები,რომლებიც ჩემ მიმართ აკავშირებდა დიდი ხანია,რაც გაქრა..ეს ორი კვირა საშინლად ვგრძნობდი თავს,ამიტომაც ვერ შეგეხმიანე...რა ლამაზი ბავშვი გყვას...-დახედა ჩვილს და ქალს ხელი ხელზე გადაუსვა.. -ვწუხავრ...-მხოლოდ ამის პასუხი მოახერხა მაიამ და ყავა ნერვიულად მოსვა..-მარიამი დავარქვი-შეეცადა სხვა თემაზა გადაეტანა საუბარი.ცოტა ხანში ლანას სახე გაუნათდა და ბავშვისკენ დაიხარა..-რა ლამაზია-ჩაილაპრაკა და ხელში აიყვნა,ნაზად შეახო ფეხებზე ხელი და შემდეგ ლოყებზე.. ახალი სიცოცხლე და ახალი ცხოვრება მართლაც საოცარი რამაა.წყალტაღებულ ადამიანსაც კი ცხოვრებისკენ აბრუნებს.უცნაურია,არა? ხარ ერთი და ცხრა თვეში გადაიქცევი ორად... ცხოვრება არ მივყვები,დღეები თავისით გადისო,ბევრი ასე ხედავს საკუთარ აწმყოს,რომელიც საშინლად აბეზრებს თავს თავისი რუტინით.ერთფეროვანი ცხოვრება ხალხს არ უყვარს,თუნდაც ბედნიერების მომტანი იყოს ეს უკანასკენლი,მაგრამ,როცა ტკივილიც ერევა,ყველაფერი უფრო რთული ხდება.სწორედ ასე მიდიოდა იმ ადამიანთა ცხოვრება,რომლებიც ერთ დიდ მუშტად უნდა ყოფილიყვნენ შეკრულნი,მაგრამ განგებამ ისე განაცალკევა,რომ ერთურთისთვის სრულიად უცხონი შეიქმნენ. იქნებ ეს აუცილებელი იყო? იქნებ აუცილებელი იყო ის,რაც მათ თავს გადახდათ.იქნებ აუცილებელი იყო,რომ დამყარებულიყო რაღაც ბალანსი,რომელიც ცხოვრება მუდამ სწყუროდა.რა არის იმაზე მშვენიერი,როცა ბედნიერი ხარ,მაგრამ ეს უკანასკნელი ზოგჯერ ისე დაეცემა,რომ უბრალოდ გაღვიძება და დაძინებაც გახარებს ადამიანს.რატომ? იმიტომ,რომ გინდა ბედნიერი იყო,მაგრამ ვერ იპოვე ის და ცდილობ წვრილმანები გარდაქმნა ამ შესანიშნავ გრძნობად..ესაა და ეს. მაია ბავშვის ტირილი იყო თუ პირის გაღება ისიც კი ახარებდა.მარიამში ხედავდა დაკარგულ ცხოვრების ახალ ინდივიდს..38 წელი ამისთვის ვიცხოვრებაო,ტიროდა ხოლმე ყოველ ღამე.განა ბრმა იყო? არა,ის ხედავდა,რომ გვერდში აღარც თორნიკე ჰყავდა და აღარ საყვარელი შვილი,ნინი,რომლისადმი ისეთ გაუცხოებას გრძნობდა,რომ სიტყვებითაც კი ვერ აღწერდა...ნინიც იგევეს გრძნობდა დედისადმი,მასთან საუბარიც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა. განა შესაძლებელი იყო ეს? მაგრამ დღეები ვის ემორჩილებიან! ისინი თავის ნებაზე მიდიამ და მიგვაქანებენ სადღაც,სადღაც,უმისამართოდ,სადაც,ალბათ,კვლავ ჩახერგილია გზა,გზა,რომლის ბოლოც არავინ იცის.. დღეები ქმნიან როგორც ბედნიერებას,ასევე უბედურებასა და საშინელ ტკივილს,რომლის განკურნება შეუძლებელია..ქმნიან გრძნობას,რომლის აღწერაც წარმოუდგენელია..ეს არის საოცარი რამ,რაც უბრალოდ უხილავია და ჩვენგან აუხსნელი.. დადგა ზაფხული...ივლისის მწველი თვე იყო...სწორედ ის თვე,რომელმაც საბოლოოდ გადაწყვიტა არაბულთა ოჯახის ბედი.. -ძმა,როგორ ხარ?-ძმაკაცმა ჩააკითხა რუსეთში თორნიკეს,რომელიც დივანზე გაშოტილიყო და ფეხბურთს უყურებდა..-ნიჩევო,შენ?-ოდნავ წამოიწია და გადაკოცნა..-რავი,ვარ რა,რა ახალი?-სასხვათაშორისოდ ჰკითხა მეგობარს,რომელიც იქ გაიცნო და ადვილად დაუახლოვდა.სერგეისაც რაღაც ბიზმნესი აქვს და საერთო ინტერესები გაონახეს. -დედაჩემი მართალი იყო,ალბათ,ახლა ვეწევი ბედნეირების ზენიტს..-საფერფლე თავისკენ მისწია და ძლიერი ნაპასი ჩაარტყა..-არ მოწევ?-შეეკითხა მეგობარს და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო-სერგეიმ თავი დაუქნია და კმაყოფილი სახით გამოართვა...-ჩემი ცოლი მეჩხუბება.არ მოსწიოო,მაგრამ ჩუმად მაინც ვყიდულობ.მთავარია,ჯიბეში არ ჩამრჩეს-ირონიით თქვა და დივანზე გაიშოტა..-კარგია თავისუფლება..მიდიხარ იქ,სადაც გინდა და ვისთანაც გინდა..-თორნიკემ კმაყოფილებით სავსე გამომეტყველებით შეხედა მეგობარს..-აუ,რა ქალები არიან..იმდენი რუსის გოგო,წადი ბარში და...-სახეზე ეტყობოდა,რომ ბედის ძალიან კმაყოფილი იყო.სესილისთანაც გამოასწორა ურთიერთობა,რა ცხორვება მომწიყვეო.აი,ახლაც ურეკავდა საყვარელი დედიკო-ვუპასუხებ,სესილია..-ფეხზე წამოდგა და აივნისკენ აიღო გეზი..დედას მაინც ვერ ეძახდა და ან რატომ არ უნდა მიემართა სესილით,როცა ქალს ეს ძალიან სიამოვნებდა... -სესილი,როგორ მიდის საქმეები?-ისეთი აქცენტით უთხრა,რომ გინდ არ გცოდნოდა,მაინც მიხვდებოდი მისი საქმიანობის შესახებ..-აქ ყევლაფერი ბრწყინავს..საზაფხულოდ ჩამოვა;ლ და გნახავ,საყვარელო ვაჟო... ეს ქალი ზედმეტად სენტიმენტალურობით არასდროს გამოირჩეოდა,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ყოფილიყო რაღაც თბილი და ტკბილი,მაგრამ,საქმეც იმაში იყო,რომ ბუნებრივად ეს არ გამოსდიოდა,ამიტომ მუდამ აიკრავდა ხოლმე ნიღაბს და როლებში იჭრებოდა. ^^ -ჩემი პატარა..-მაია ბავშვს ხელში არწევდა და თან გვერდით მდგომ ლანას ესაუბრებოდა..-ნეტავ,რას შვრება ნინი?-სასხვათაშორისოდ ახსენა უფროსი შვილი და მარიამს თავზე ხელი ნაზად გადაუსვა..-რას გაიგებ..არ გიფიქრია,რომ დალაპარაკებოდი?-ინტერესით დააკვესა თვალები ლანამ და სკმაზე ჩამოჯდა. -ოჰ,არა..მას ვძულვარ..ნანი იყო ცასული და..მოკლედ,საერთოდ არ უნდა ჩემი სახელის გაგონებაც კი..არ ვიცი,არ ვიცი..საკუთარი თავის მრცხვენია კიდეც,მიმატოვა მაგ ნაბი*ვარმა,არაფერი არ თქვა ისე,ახლაც მტკივა ეს..ნინი რას მეტყოდა? ალბათ,სახეში შემაფურთხებდა ანდა...ანდა ჩემს მოსმენასაც ვერ გაბედავდა.. ნინიმ მაშინვე გაიგო ეს ამბავი.ელენეს დედას უთქვამს შვილისთვის,რომელმაც სასწრაფოდ აცნო დაქალს,რომელსაც არანაირი რეაქცია არ ჰქონია,სრულიად უემოციოდ შეხვდა დედის მიტოვებას.ალბათ,გრძნობდა,რომ ასეც მოხდებოდა.. -წელს ანტალიაში წავიდეთ..-შესთავაზა ელენემ მეგობარს,რომელც ახალ ტანსაცმელს კეცავდა..-აუ,სად?-თავიდან უკმაყოფილოდ შეხედა მეგობარს,მაგრამ შემდეგ გაუღიმა და თავი დაუქნია.. -მოდი,კვირის ბოლოსთვის ავიღოთ ბილეთები-სახე გაუნათდა ელენეს.ის რომ არა ვინ იცის რა ეშველებოდა ნინის.. მაია და ლანამ მთაში წაიყვანეს პატარა მარიამი,მოუხდებაო...ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ ქალები და ეს ძალიან ახარებდათ.გულგატეხილნი აიმედებდნენ ერთმანეთს და თითქმის სულ ერთად ატარებდნენ დროს.ლანა სამსახურის პოვნაშიც დაეხმარა მაიას.ნანისა და ბაჩოს კი შვილი არა და არა უჩნდებოდათ..ეს ორივე მათგანს აგიჟებდა,მაგრამ რა ექნათ..ასეთია ღვნის ნებაო და მისდევნენ ცხოვრების ერთი შეხედვით რუტინულ,მაგრამ მაინც განსხვავებულ დღეებს,განსხვავებულს,რადგან თითოეულ მათგანში იღვიძებდა ახალი ემოციები...სწორედ ეს იყო იმ გრძნობების შედეგი,რომელიც მათ გულებში ვითარდებოდა... ვაღიაროთ,რომ დრო ტკივილს მალავს,ნერვულს სისტემას აჯანსაღებს და გაძლევს იმ ენერგიას,რომლითაც,შესაძლებელია,კვლავ აღიქვა თავი ადამიანად და განაგრძო ის,რაც ადრე ასე გრძულდა.სწორედ ასე მიდიოდა თითოეული ზემოთ დასახელებული ადამიანთა ცხოვრება.სულ დამავიწყდა ანდრო..ანდროს ორი თვის წინ იგივე ბედი ეწია,რაც ნუგზარს..ზედმეტმა დოზამ საბოლოოდ მოაშორა ცხორვებას,რომელსაც ვერ აფასებდა..ვერ აფასებდა და რატომ იცი? იმიტომ,რომ კაიფობდა,სვამდა და ყველანაირად ცდილობდა გაქცეოდა მას..მირბოდა რეალობისგან,ცხორვებას კი ასეთი ადამიანები არ უყვარს..ან რატომ უნდა უყვარდეს...ვის უყვარს ის ვისაც სძულს,არ აფასებს და შენში ვერასდროს ხედავს იმ ნათელს,რომელიც რეალურად არსებობს იმ არსებაში,რომელიც გეკუთვნის შენ. მაგრამ მას მხოლოდ უმადურნი როდის მიჰყვას..ის ზოგჯერ სრულიად უცოდველ არსებასაც დასტაცებს თავის დაუნდობელ ბრჭყალებს... ცხოვრება ზოგჯერ ისე ძლიერ ჩაგვასობსბრჭყალებს,რომ ვერც ერთი ამქვეყნიური ძალა ერ გვიშველის.გვაქწამებს,გვტანჯავს..და ამაში დრო მალე გადის,ვებრძვით და ვოქმედებთ,არ გვქავს დრო უსარგებლო ფირებისთვის...ფიქრები კი ერთმანეთს ისე მიჰყვება,როგორც არასდროს... მათი ცხოვრების დღეებიც არ იყო,უსასრულო,არ გრძელდებოდა სამარადისოდ...ყველაფერი სრულდება,ერთ დღეს თითოეული რამ წყვეტს არსებობას..მაგრამ დრო გადის და არავის უცდის.. ნინი უკვე აღარ იყო ის გაუბედავი გოგონა,დროს უფრო თავდაჯერებული გაეხადა,ცოტა ხნის წინ სკოლა დაამთავრა,ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა და დაიწყო რაღაცის ძიება,მაგრამ რის თავადაც ვერ ხვდებოდა.აქამდე არ გამიმხელია,რომ გოგონა სულ არ აპირებდა გერმანიაში გაეგრძელებინა სწავლა.საქართველოში ჩამოდიოდა და მხოლოდ ერთი მიზეზით.არა იმიტომ,რომ დედისთვის უნდა ეპატიებია,არა იმიტომ,რომ პატრიოტი იყო,კი უყვარდა სამშობლო,მაგრამ ამის გამო,არა..მხოლოდ იმიტომ,რომ უყვარდა ქართული ენა,უყვარდა ქართული ლიტერატურა და უნდოდა ესწავლა ფილოლოგიურ ფაკუტეტზე ქართულად,ამას კი სხვაგან ვერ შეძლებდა.მისი გადაწყვეტილება თავის დროზე ელენემ გააპროტესტა,მაგრამ მაინც დასთანხმდა,მეც შენთან ერთად მოვდივარო. ენატრებოდა და,მარიამი,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სურათებში ჰყავდა ნანახი,ენატრებოდა ნათესავები,მეგობრები,მაგრამ არ ეგონა თუ ასე ძლიერ გრძნობდა სამშობლოს მონატრებას.არ ეგონა თუ მსგავსი სენტიმენტალური განცდები მოაწვებოდა,მაგრამ,როცა ფეხი მიწაზე დადგა,როცა გადმოვიდა თვითმფრინავიდან,ერთიანად შეუტოკდა სხეული.მაშინ მიხვდა თუ რამდენი მოგონება აკავშირებდა საყვარელ ქვეყანასთან.“ნოსგალგირებული ვარ,თან რა ძლიერ...“-გაიფიქრა და ელენეს გაუღიმა..არ სჯეროდა,რომ მონატრების ასეთი ადრენალინური შეგრძნება შესაძლებელი იყო.ახლა მიხვდა რატომ უწოოდებნენ პოეტნი სამშობლოს სატრფოს.ახლა მთლად შეიცნო მეტაფორის არსი,შიგნიდან ჩასწვდა მას..“ეს რეალობაა,მე ის მენატრებოდა..“-სახე გაუცისკროვნდა და ადგილზევე გაშეშდა.მიხვდა,რომ ასეთი გრძნობა საოცარი რამ იყო,ამოუტივტივდა თითოეული მოგონება,რომელსაც საქართველოს საზღვარს მიღმა ტოვებდა..“მაგრამ მაინც ვერ დატოვე...“-გაიგონა შინაგანი ხმა და ათრთოლდა.. -ელენე...მომნატრებია აქაურობა..-დაქალმა თავის ქნევით ანიშნა,მეცო..-არ მჯერა!-დაიხარა და მიწას მიაშტერდა,შემდეგ მუჭით აიღო და ფეხზე წამოდგა..“ეს ჩემია“ გამომეტყველებით ტუჩები ნაზად შეახო ჩვენს რუხ მიწას და სახე გაებადრა.ასეთი ბედნიერი,მგონი,დიდი ხანია,რაც არ ყოფილა..“ეს ჩემი ცხოვრებაა..“-ცრემლები გადმოცვივდა.გაახსენდა,რომ დიდი ხანი იყო,რაც ეს მლაშე სითხე არ შეხებია მის ღაჭვებს,არ მოუცავს მისი სახე..ადრე ამის ძალაც კი არ ჰქონდა,ახლა კი..ახლა ბედნიერია! უნდოდა გაეჩერებინა წამი და დამტკბარიყო საკუთარი მიწის სიყვარულით...“ნუთუ,მიწაა ყველაზე ღირებული,რაც კი არსებობს..ის რჩება..ყველაფერი წარმავალია,მაგრამ ის რჩება..“-გაიფიქრა და გაახსენდა ერთი ფარფლებიან ქუდიანი გლეხის სიტყვები,მას ვერავინ წაგართმევს,ფასდაუდებელიაო.. ერთსაათიანი ტკბობის შემდეგ ელენემ ძლივს ჩასვა „ტაქსიში.“ დედისთვის სიუპრიზი უნდა მოეწყო და ათმაგან გახარებული უყურებდა დაქალს,თან პატარა ძმაც ელოდა სახლში,პატარა გიო,რომელიც მუდამ ენატრებოდა დას.ნინის სევდაც შემოესვა გულში,გრძნობდა,რომ ოჯახური სითბო არ დახვდებოდა.ელენეს აღტკინებულ მოლოდინზე გაახსენდა მაია,რომლისთვისაც ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა,ვერც მარიამს ნახავდა,მაგრამ შეეძლო მონატრებული დეიდა-ბიძა გადაეკოცნა,ჩაკროდა გულში..ამ ფიქრებში იყო,როცა ნენეც გაახსენდა.ის ხომ მუდამ თბილად ექცეოდა,ურეკავდა კიდეც,თან მან დეტალურად იცოდა ნინის გასაჭირი,გოგონას მისთვის ყველაფერი ეამბა. გზა იწელებოდა,მაგრამ მისი დასრულება განა უნდოდა! იჯდა ნინი და ჰორიზონტს ხარბად უყურებდა.გულში მხოლოდ ერთ რამეს იმეორებდა,ეს ჩემი სამშობლოაო.არ უნდოდა გულის მტკივნეული ადგილის გააქტიურება,არ უნდოდა,რომ ისევ სევდა შემოესვა..უნდოდა წამით მაინც დამტკბარიყო იმ შიმშილის დაკმაყოფილებით,რომელსაც მონატრება ჰქვია. თავს ამზადებდა იმისთვის,რაც ელოდა..რა ელოდა? რა და მაკას ემოციები,გიოს ჩამოკიდება..ეს ყველაფერი კი გაახსენებდა,რომ ოდესღაც მასაც ჰქონდა მოსიყვარულე ოჯახი.და განა ეს სჭირდებოდა მას? არა,არა! მაგრამ ძალები ერთად შეკრინა და გაემზადა მოსალოდნელი შეგვედრისთვის..აი,ზარიც დარეკა ელენემ ნაცნობ კარზე. _____ ველი შეფასებებს. მინდა ავღნიშნო,რომ,როცა ვწერ,ვწერ იმას,რაც მოდის..ზოგჯერ ისე ვავითარებ მოვლენებს,რომ მეც მიკვირს...როცა ვწერ ერთ თავს,არ ვიცი რა მოხდება მეორეში...მითუმეტე,არ ვიცი როგორ დასრულდება.. მიყვარხართ ძალიან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.