შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ფერი სულაც არ ამშვიდებს


20-09-2015, 10:58
ნანახია 3 838

ფანჯრიდან გავიხედე. წვიმდა. ხალხი ფაცი-ფუცით დადიოდა რომ წვიმისთვის როგორმე გაესწრო. ფანჯრიდან სტადიონი მოსჩანდა. ბალახებში გოგონა იჯდა ზურგით, მწვანე თმა ჰქონდა და ჯინსის ქურთუკი ეცვა. ნამდვილად არ ადარდებდა წვიმა, რვეულში რაღაცას წერდა. დავჯექი და გავაგრძელე დაკვრა. 2 წუთის შემდეგ ვერ მოვითმინე და ისევ გავიხედე. გოგონა ისევ სტადიონზე იჯდა. ჩემმა გულმა გამალებით ფეთქვა დაიწყო, პულსი: 60.. 80... 100.. 110.. 112.. წამოვხტი. ფეხზე ჩავიცვი და გავედი გარეთ. არც ვიცოდი სად მივდიოდი ან რისთვის.. რა უნდა მეთქვა იმ გოგოსთვის?!.. მხოლოდ ის ვიცოდი რომ ის გოგო აუცილებლად უნდა მენახა! შევედი სტადიონზე და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს რაღაც ბლაგვი საგნით 43ჯერ დამჭრესო. ის გოგო იქ აღარ იყო. ვიდექი ცარიელ სტადიონზე და ვსველდებოდი. მოულოდნელად რაღაც ფურცელი შევამჩნიე ჩემს ფეხებთან. ავიღე და გავშალე. წვიმისგან სულ განადგურებული იყო და ძლივს შევძელი მისი წაკითხვა. ეწერა : „3 დღე“. ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს? იქნებ იმ გოგომ დატოვა?.. ფიქრებში გართული, 20 წუთი გაუნძრევლად ვიდექი სტადიონის შუაგულში ფურცლით ხელში რომელზეც ეწერა : „3 დღე“... ძლივს მოვტვინე ტყუილად არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა. ვაიძულე ჩემს თავს რომ ეს ყველაფერი ბავშვურ ახირებად აღმექვა და სახლში წავსულიყავი. სახლამდე თითქოსდა მშვიდად მივედი. მაგრამ რაღაც მაინც მაწუხებდა . რაღაც გრძნობა არ მასვენებდა თუმცა რაგრძნობა იყო ვერ ვხვდებოდი. ეს გრძნობა თითქოს სულ თან დამყვებოდა. საჭმელი ვერვჭამე, და ვიფიქრე რომ დამეძინა იმისთვის რომ ყველა ეს სისულელე თავიდან ამომეგდო მაგრამ ვერც დაძინება შევძელი. მთელი ღამე აქეთ იქით ვბრუნავდი საწოლში და მაინც ვერ ვიძინებდი. ერთი სული მქონდა გათენებულიყო.. ყურადღებას მაინც გადავიტანდი რამეზე...
დღე: 1
გავიღვიძე.... თუმცა ვის ვატყუებ ?! თვალიც არ მომიხუჭავს.. ავდექი და საშხაპეში შევედი. მაინც ვერ გამოვხიზლდი... რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი, ყურთსასმენები გავიკეთე და გავვარდი სკოლაში რადგან მივხვდი რომ ფიქრებში გართულმა სააბაზანოში 3 საათი გავატარე და უკვე თერთმეტის ნახევარი იყო. კლასში რომ შევედი მასწავლებელმა ისეთი გაკვირვებით შემომხედა თითქოს უცხოპლანეტელი ვყოფილიყავი იმიტომ რომ აქამდე არ დამიგვიანია. მეგობრებმა დამიძახეს : „ნიკკ მოდი ჩვენთან!“ ყურთსასმენების მიუხედავად მაინც გავიგონე მაგრამ გვერდზე ჩავუარე მათ და მე7ე, სულ ბოლო მერხზე დავჯექი სადაც არასდროს არავინ ჯდებოდა. მუსიკას ავუწიე და კედელს მივეყუდე. ძალიან მაღიზიანებდა ის ყველა გამოხედვა რომელიც ჩემსკენ იყო მომართული. ჩემი მეგობრებიც კი უცხო პლანეტელად აღმიქვამდნენ. გავიდა პირველი გაკვეთილი... მეორე.. მესამე... ჩემთან მოსვლას ვერავინ ბედავდა რადგან რამოდენიმე მათი მცდელობა იგნორით დასრულდა. ისინი ნამდვილად ჭორაობდნენ ჩემზე მე კი ეს უფრო და უფრო მაღიზიანებდა.
მოვიდა ჩემი საუკეთესო მეგობარი:
-ნიკა რა გჭირს?
–საპასუხოდ მხოლოდ ჩემი თავის გაქნევა მიიღო იმის სანიშნებალდ რომ არაფერი რადგან არ მინდოდა ხმის ამოღება.
-თუ ღმერთი გწამსს!...(რათქმაუნდა არ დაიჯერა).... 11 წელია გიცნობ და ესეთი ერთხელაც არ მინახიხარ! რა მოხდა?
გადავწყვიტე ვინმესთვის მაინც მეთქვა რა მჭირდა მაგრამ ღმერთო! რაზე ვფიქრობდი?! მისი რეაქცია ასეთი იყო:
-შეგიყვარდა გოგო რომელიც სახეზე ნანახიც კი არ გყავს? ნამდვილი გიჟი ხარ! ექიმთან მიდი..... (აი აქ კი თავს მეთვითნაც უცხოპლანეტელად ვთვლიდი)
სამწუხაროდ მეგობრებმა ზურგი მაქციეს იმის გამო რომ ვიღაც შემიყვარდა... თუმცა იმ მომენნტში მაინც არ მადარდებდა არაფერი. საერთდ ვერც ვგრძნობდი ვერაფერს .მხოლოდ იმ აუტანელ გრძნობას რომელიც დამყვებოდა და არ მასვენებდა. მივედი თუ არა სახლში ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე. არ გამოვსულვარ მთელი დღე.. მაინტერესებდა თუ ვინმე მომიკითხავდა ან დაინტერესდებოდა სად ვიყავი მაგრამ არავის ადარდებდა. ზურგით ვიწექი იატაკზე, შუქი ჩამქვრალი მქონდა და მუსიკებს ვუსმენდი.

დღე: 2

ისევ გათენდა... ისევ არ მიძინია.. წავედი სკოლაში... ახლა უკვე ნამდვილად ზომბივით გამოვიყურებოდი... შევედი კლასში-არავინ იყო. ჩავედი პირველ სართულზე - მხოლოდ 2 ბავშვი რომელიც ფუნთუშის გამო ჩხუბობს. გავედი ბუფეტში და მეორე ფუნთუშა ვიყიდე მათ დასაწყნარებლად. გამოვედი ახლა ისინიც აღარ დამხვდნენ. დამინახა სკოლის ფსიქოლოგმა:
-აქ რას აკეთებ?
-სკოლაში მოვედი
-დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. დასვენებაა. შენ რა გუშინდელი გაკვეთილები გამოტოვე?
-ნუუ მთლად ასეც არ არრის მაგრამმ...
-მოკლედ წადი სახლში და გაერთე! იმედია გაგიხარდა!
-შოკში ვარ! ჩავილაპარაკე ჩემთვის და წამოვედი სახლისკენ. ისე სიმართლეს თუ ვიტყვი ნორმალურ ბავშვს გაუხარდებოდა დასვენების დღე მაგრამ მე მაინცდამაინც არა . დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას ჩემთვის მუსიკას სახლში მოვუსმენდი თუ სკლაში. როგორც მე, ნამდვილ მთვარეულს მჩვევია ისევ ფიქრებმა გამიტაცეს და მოვხვდი იმ ადგილას სადაც ჩემი სევდიანი ისტორია დაიწყო. ვუყურებდი სტადიონს და მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა. უაზრო ფიქრები რაღაც ხმამ გამაწყვეტინა:
-ნიკკააა... მოიცადე ნიკაა...
ბექა იყო.. ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც გიჟი მიწოდა. არ ვიცოდი სწორი საქციელი როგორი იქნებოდა ამიტომ ისევე დავრჩი ზურგით, არ მომიხედავს, საერთოდ არც გავნძრეულვარ. მოვიდა ბექა და შემომატრიალა.
-აუ ნიკა ბოდიში მინდა მოგიხადო.. მართლა არ ვფიქრობ რომ გიჟი ხარ უბრალოდ არ მომწონდა რომ ესე იყავი და ვიფიქრე ცოტათი მაინც იმოქმედებდა ეს სიტყვები შენზე და შეეცდებოდი გამოცოცხლებას.
-მართალი ხარ ძალიან იმოქმედა ყოჩაღ! და ამ დროს ცრემლი წამომივიდა .
-ო ღმერთო .. შენ რა ტირი?! კარგი რა მართლა არ მეგონა რომ ასე გეწყინებოდა. მაპატიე .. მართლა!
-კარგი რაც იყო, იყო. გაპატიე! და ორივეს გაგვეღიმა.
ბექამ სახლამდე მიმაცილა, გზაში ბევრი ვილაპარაკეთ. უნდა ვაღიარო რომ მეგობართან ლაპარაკმა ძალიან დამამშვიდა. რომ მივედით ჩემს სახლთან გადამეხვია და მითხრა რომ სისულელეები ამომეგდო თავიდან და ნორმალურად გამეგრძელებინა სიცოცხლე. სიმართლე გითხრათ სახლში რომ ავედი ვჭამე კიდეც და ასევე არაჩვეულებრივადაც გამოვიძინე!

დღე: 3

კარგ ხასიათზე გავიღვიძე. უკვე ვფიქროობდი რომ ეს ყველაფერი შესაძლოა მომეჩვენა და შესაძლოა დამესიზმრა რადგან მოგეხსენებათ ჩემი მთვარეულობის ამბავი. ამიტომაც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.ვინაიდან და რადგანაც მოშორებული მქონდა ყველა დეპრესიული აზრი აღარ დავაიგნორრე ჩემი კლასელები და მეგობრები . ყველა სათითაოდ მოვიკითხე . ახლა კი ისინი უფრო გაკვირვებით მიყურებენ!
ნინი:ვერ ვხვდები რა გჭირს! 2 დღის წინ ყველას გვაიგნორებდი და დღეს უცებ ყველას მეგობრად მოგვევლინე?
ლუკა:მართალია ნინი! რა საქციელია?
ლანა: არ შეიძლება ასე!
კიდევ კარგი ბექამ დამიცვა თორემ მათთვის ამის ახსნა არ იქნებოდა ადვილი.
ბექა: კარგით ნუ მიაყარეთ ადამიანს! არ შეიძლება ადამიანი ცუდ ხასიათზე იყოს? თქვენ არ ყოფილხართ ცუდ ხასიათზე უმიზეზოდ? რა წააცალეთ თავი ერთი დღის გამო ? შეეშვით რა.
ბექას სიტყვებმა დააწყნარა ყველა და ჩვეულებრივად გავაგრძელეთ ურთიერთობა ერთმანეთთან. სკოლის მერე ბავშვებთან ერთად წამოვედი სახლში როგორც მჩვევია და გზაში ბევრიც ვიხალისეთ. მიმაცილეს სახლამდე და გზა გააგრძელეს. ეს ესაა უნდა შევსულიყავი სახლში და გამახსენდა რომ ტელეფონზე უნდა ჩამერიცხა. გავიკეთე ყურთსასმენები და ჩემი საყვარელი მუსიკის ფონზე მივედი მაღაზიამდე . და რდესაც უკვე ვთვლიდი რომ ეს გოგონა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო ჩემსკენ შემოტრიალდა გოგონა მწვანე თმით და ჯინსის მოსაცმელით რომელიც მიღიმოდა. გულმა ისევ გამალებით დამიწყო ფეთქვა.. პულსი: 70.. 85... 90.. 100.. 114....
__________________________________

ჩემი თითქმის პირველი მოთხრობა ....იმედია მოგეწონებათ .. ველი შეფასებებს.



პანკი
გავაგრძელეთ - განვაგრძეთ.
განსხვავებული და საინტერესოა.
მოუთმენლად ველი მეორე თავს.
წარმატებები.
პანკი.

მადლობა მაგრამ ესე მთავრდება :)) ნუ თუ ბევრი მოთხოვნა იქნება შეიძლება გავაგრძელოო ^^არ ვიცი ჯერ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent