შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიფერადებ ცხოვრებას(1)


20-09-2015, 11:40
ავტორი anastasia▶▶▶
ნანახია 1 745

გაჭირვებით გაახილა თვალები ტუმბოზე მდგარ საათს გახედა 12 საათი იყო
-ვინ ჯანდაბააა ნეტა? ტელეფონის ხმა არ წყდებოდა ბუზღუნით ადგა და ტელეფონის ასაღებად წალასლასდა რომელიც გუშინ სამზარეულოში დარჩენოდა
-გისმენთ
-გამარჯობათ ქალბატონო ტატიანა ,მე ლევანი ვარ გახსოვთ ალბათ გუშინ რომ დამირეკეთ რემონტის თაობაზე- მოესმა კაცის ბოხი ხმა - მინდა დღეს თქვენი ბინა ვნახო შევაფასო რამდენი დაგჭირდებათ მასალა , ხარჯთაღრიცხვა შევადგინოთ და დეტალები დავაზუსტოთ ასევე მასალებს თქვენი გემოვნებით აარჩევთ . რათა მერე მაქსიმალურად მოგარიდოთ ამ პროცესს მოგეხსენებათ ეს რა დამღლელია და გარემონტებული ბინა ჩაგაბაროთ - სარეკლამო აგენტივით გაზეპირებული ფრაზებით ელაპარაკებოდა კაცი
- კარგით - მისამართი უთხრა და ყურმილი დაუკიდა.
-ეე რას ქვია პროცესს ამარიდონ? ძლივს ოცნება ავისრულე საკუთარი ბინა მექნება და მაგათ გონიათ ჩემს სიმწრით შეძენილ ბინას ისე მივანდობ არც კი მივალ ხოლმე? თან ჩემი ოცნების რემონტი უნდა გავაკეთო .ეეჰ თქვენ არ იცით ბატონებო რა გელით- ჩაილაპარაკა სიცილით..
გახარებული შევარდა სააბაზანოში მოწესრიგდა , ტაქსი გამოიძახა და სახლის მისამართი უკარნახა. გზაში ფიქრმა გაიტაცა 25 წლის იყო დედისერთა , მამა პატარას დაეღუპა დედამ ძალიან განიცადა და ამდენი ნერვიულობის ფონზე დროთა განმავლობაში დაავადდა. ტატიანამ ყველაფერი გააკეთა რომ გამოჯანმრთელებულიყო დედის უჩუმრად ბინაც კი დატვირთა იპოთეკით მაგრამ სამწუხაროდ დედას არაფერი ეშველა, 19 წლის იყო დედა რომ დაეღუპა, მას მერე ერთი დღე არ ახსოვს რომ საკუთარი არსებობისთვის არ ებრძოლა. .თავიდან ძალიან გაუჭირდა, ხანდახან იმ დონეზე ყოფილა სახლში გამხმარი პურის მეტი არაფერი ქონია, სანახევროდ მშიერი დადიოდა. მერე იპოთეკაც ვერ გადაიხადა ბინა ჩამოართვეს და გამოასახლეს. გარკვეული პერიოდი კი ეხმარებოდნენ ნათესავები, მაგრამ ტატიანა კარგად ხვდებოდა რომ ვერავის დაავალდებულებდა მის რჩენას. მერე ხან რომელ მაღაზიაში მუშაობდა ხან რომელში, იყო დღეები მაღაზიის საწყობში ეძინა წასასვლელი რომ არსად ჰქონდა. ჰოდა მაღაზიაში გაიცნო მარი ისიც მასავით დედისერთა ძალიან დაუმეგობრდა მასაც და მის ოჯახსაც ძალიან შეუყვარდა. მათთან ცხოვრობდა ტატიანა უკვე 5 წელია . გოგი და მზია საკუთარი შვილისგან არ არჩევდნენ. ტატიანა ძალიან მადლობელი იყო მათი მაგრამ მაინც ერჩივნა საკუთარი სახლი ჰქონოდა .ეს კი მის პირობებში წარმოუდგენელიც იყო. ბოლოს თავში ერთი იდეა მოუვიდა და გოგისთან მივიდა, თანხა სთხოვა სესხად და პატარა მაღაზია გახსნა. სადაც თვითონ მუშაობდა დღეს და ღამეს ასწორებდა.მალე ვალიც დააბრუნა და მოგებაზეც გავიდა ბიზნესის შესაშური ნიჭი გამოავლინა . ახლა 2 მაღაზიას ფლობდა შემოსავალი ძალიან დიდი არ იყო მაგრამ ოცნება აისრულა და მშენებარე ბინა იყიდა.ნაწილ ნაწილ შექონდა თანხები. როგორც იქნა დაადგა საშველი მის დამთავრებასაც, ახლა ბოლო პუნქტიღა რჩებოდა გარემონტება ..
-მოვედით- ფიქრებიდან ტაქსისტის ხმამ გამოიყვანა ...
ეზოში ჯერ კიდევ უწესრიგობა იყო , სამშენებლო მასალები აქეთ იქით მიმოფანტულიყო. მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა... გარდა ამისა ზოგიერთი მაცხოვრებელი უკვე ერემონტებდა ბინას .მოკლედ საშინელი ხმაური იყო. ლევანიც 40 45 წლის სასიამოვნო გარეგნობის კაცი აღმოჩნდა .ბინა დაათვალიერა რაღაცეები ჩაინიშნა და მიახლოებითი ფასი და დამთავრების თარიღი უთხრა . ტატიანა ყველა დეტალს ეკითხებოდა კმაყოფილი დარჩა ეტყობოდა თავისი საქმის პროფესიონალი იყო..
-კარგით ქალბატონო ტატიანა , მგონი შევთანხმდით თუ თანახმა ხართ ხვალ მობრძანდით და ხელშეკრულება გავაფორმოთ, ალბათ იცით თუ ჩვენთან გააკეთებთ რემონტს ინტერიერის დიზაინი უფასოდ გეკუთვნით .
-დიახ ბატონო ლევან , ხვალ მოვალ და ყველაფერი გავაფორმოთ მასალებსაც ავარჩევ.
-კარგით ქალბატონო ტატიანა მე წავალ მეჩქარება სხვა კლიენტიც მელოდება
- კარგი მე ცოტა ხანს დავრჩები ფერები ვერ შემირჩევია უნდა მოვიფიქრო
-კარგი
ლევანი წავიდა ტატიანა იდგა და ფიქრობდა დეტალურად დაალაგა გონებაში სად რა უნდა გაეკეთებინა . მერე გამოერკვა ბინის გარი დაკეტა და კიბეებს ჩაუყვა. ეზოში იყო რომ ტელეფონმა დაურეკა მარი იყო
-ტატი როგორ ხარ?
-მარ კარგად შენ? წარმოგიდგენია მარიკუნა რა ბედნიერი ვარ როგორც იქნა რემონტს ვიწყეებ
- აა რა მაგარიაა
-კაი მარ მოვდივარ ახლა და გნახ....
სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა დაინახა როგორ ჩაუქროლა გვერდით მაღლიდან გადმოვარდნილმა ბლოკმა და მის ფეხებთან დაიშალა. ისე შეეშინდა ნაბიჯი ვერ გადადგა. კიდევ 2 ბლოკი დაეცა გვერდით. უეცრად იგრძნო როგორ უბიძგა ვიღაცამ და შიგნით შეაგდო.. მოიხედა და ზუსტად იმ ადგილზე სადაც წამის წინ იდგა რამდენიმე ბლოკი ეგდო. ფერი დაკარგა, თვალები დაებინდა და ვეღარაფერს ხედავდა.კედელს მიყრდნობილი ძლივს სუნთქავდა . ესმოდა როგორ გავარდა მამაკაცი და ჩხუბი დაიწყო იდიოტებო თქვენი დედა **** ლამის ადამიანი მოკალით.. ნორმალურად ვერ დაგიბიათ ეგ ტროსები! ყვიროდა მთელი ხმით. იგრძნო რომ ძალა ერთმეოდა უეცარი შოკისგან...
- კარგად ხარ? ბუნდოვნად ჩაესმოდა მამაკაცის ხმა
-მიშველე -დაიჩურჩულა და იგძნო როგორ დაიჭირა მამაკაცის ძლიერმა მკლავებმა...

ეს ჩემი პირველი ნაცოდვილარია :-D ადრე დავიწყე მაგრამ რატომღაც ვერ გავაგრძელე . ახლა მინდა დავასრულო. იმედია მომყვებით და მოგეწონებათ.



№1  offline წევრი anastasia▶▶▶

პანკი
ნეტა - ნეტავ.
გამოიყენე სასვენი ნიშნები.
უსაშველოდ პატარა თავია.
იდეაა კარგი და იმედია გამოასწორებ ამ შეცდომებს.
წარმატებები.
პანკი.
მადლობა გავითვალისწინებ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

მომწონს. რატომ არ გააგრძელე?
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3  offline წევრი my valentine

გააგრძეკე თორემ ვვერ გადამირჩები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent