შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო გასროლა (2თავი)


20-09-2015, 12:06
ავტორი MyLove
ნანახია 3 230

თავი2.
ერთ სიტყვას თავისუფლად შეუძლია შინაგანი მდგომარეობა შეგიცვალოს.
შვებით ამოვისუნთქე, როდესაც გავიგე, რომ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და თინას სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
თითქოს გულმა თავისუფლად შეძლო მუშაობის გაგრძელება და ტკივილი, რომელიც ვენებში მქონდა გაჩხერილი მთლიანად ჩამომერეცხა.
თითქოს თავიდან დავიბადე და მთელი ორგანიზმი განმიახლდა. გულის არსებობა მაშინ ვიგრძენი, როცა ჩვეულებრივზე სწრაფად დაიწყო ფეთქვა.
თინას დაქალებმა ახლა სიხარულისგან დაიწყეს ტირილი. ზაქრომ მხარზე ხელი დამკრა და მითხრა, ხომ გეუბნებოდი ყველაფერი კარგად იქნებაო.
ჯერ დედ-მამა შეუშვეს პალატაში, შემდეგ მეგობრები. მე ჯიუტად ველოდებოდი საკუთარ რიგს, თუნდაც ბოლო ვყოფილიყავი. საბოლოოდ მინდოდა დარწმუნება იმაში, რომ კარგად იყო.
ფეხზე წამოვდექი, როდესაც მისმა მშობლებმა პალატა დატოვეს და მათთან მივედი.
-უკაცრავად, -შევაჩერე ისინი. ორივენი ერთდროულად მობრუნდნენ ჩემკენ. -ჩემი წილი დანაშაული მეც მიმიძღვის თქვენი შვილის ამ მდგომარეობაში ჩაგდების გამო. ამიტომ, რამეში ჩემი დახმარება თუ დაგჭირდათ, არ მოგერიდოთ და მითხარით. ყველაფრის ხარჯს მე დავფარავ, უკლებლივ.
-მოგვიანებით ყველაფრის ახსნა მოგიწევს! -მითხრა მამამისმა მკაცრად. მეც თავი დავუკარი.
-შენ აქ დარჩები, შვილო? -თბილად მომმარდა თინას დედამ.
-დიახ, იქნებ სანახავად შემიშვან.
სიმართლე გითხრათ, მათგან უფრო უდიერ მოპყრობას ველოდებოდი. მეგონა, რომ ჩხუბს ამიტეხავდნენ. აქაო და ჩემი შვილი შენ გამოა ასეთ მდგომარეობაშიო, მაგრამ შევცდი.
საკმაოდ ჰუმანური ხალხი აღმოჩნდნენ.
დავრჩით მე და ზაქრო მარტო დერეფანში.
გვერდი-გვერდ ვიჯექით და არაფერს ვამბობდით, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის ამოვიღებდი ხმას.
-ახლა გაორმაგებულად მოგიწევს მუშაობის დაწყება. -თქვა მან.
-ვიცი. მშობლების კისერს არც ახლა ჩამოვეკიდები. -ვუპასუხე ჩემ თავში დარწმუნებულმა.
-ეგ არ მითქვამს, ბიჭო. -წარბები შეკრა მან. -მე ის გითხარი, რომ ის კაცი არც ისე ბევრს გიხდის ყველაფრის ხარჯი შენ თავზე რომ აიღო.
-მეორე ადგილას დავიწყებ მუშაობას, ავტოსამრეცხაოში, ან ბენზინგასამართსადგურში.. რამეს მოვახერხებ,ვახ! -თავზე ხელები შემოვილაგე.
-ახალგაზრდულ ნაკრებში ხარ, ბიჭო! აქეთ გადაგიხდიან ფულს, თუ მაგრად ითამაშებ. კიდევ შეგიძლია დამწყებთა ნაკრები შევკრიბოთ, პატარა ბავშვებს ვავარჯიშებთ.
-მაგას რაღაც ხელშეკრულებების გაფორმება დასჭირდება, -ვთქვი დაეჭვებით. არადა კარგი აზრიც იყო.
-მერე რეზიკო რისთვის გვყავს? -გამახსენა მწვრთნელი. -ხომ იცი, როგორ უყვარხარ და ყველაფერში დაგეხმარება.
-მაშინ იმ სამსახურის მიტოვება მომიწევს.
-შენც კარგად იცი, როგორ ვერ იტან მაგ ადგილს! -წარბები აათამაშა.
-ტვინიანი სვანი ხარ, ბიჭო! -ვუთხარი გაღიმებულმა და მხარზე ხელი დავკარი. -ახლა იმ გოგოს ნახვა მინდა ყველაზე მეტად და მერე მეც წავალ სახლში. ექიმები შემიშვებენ ვითომ?
-წავალ, დაველაპარაკები. -ფეხზე წამოდგა.
-მიდი. ძმა ხარ. -მივაძახე და თავი ხელებში ჩავრგე.
რაც არ უნდა ყოფილიყო, ამ შემთხვევის ანაზღაურებას თინას მშობლებს ვერ დავაკისრებდი. ის ასეთ მდგომარეობაში ჩემ გამო იყო. გოგონა უბრალოდ შემთხვევითი მსხვერპლია. მის ადგილას ახლა მე უნდა ვყოფილიყავი. მე და არა თექვსმეტი წლის ბავშვი.
გული დამძიმებული მქონდა. რაღაც მაინც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ახლა ყველასთვის ყველაფრის ახსნა მომიწევდა. ეს კი არ მეზარებოდა, უბრალოდ ისე მზარავდა ამ ყველაფრის გახსენება, რომ ძარღვები მებერებოდა.
არ ვიცოდი, მე თუ შემეძლო ასეთი ზიზღი. სიძულვილი არავის მიმართ არასოდეს არ მიგრძვნია. ვისაც რა არ უნდა დაეშავებინა ჩემთვის. ახლა კი, თითქოს იმ გასროლასთან ერთად მეც შემცვალეს. აღარ ვიყავი ძველი გუგა ერაძე.
ათი წუთის შემდეგ ექთანი და ზაქრო გამოჩნდნენ. უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი ამ სვანის ყოვლისშემძლეობაში. თვალები ჰქონდა მარტო ისეთი, ყველას დააჰიპნოზებდა, მითუმეტებს ქალებს, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლაც თუ შეეძლო ამ თვალებს ეგ ნამდვილად აღარ ვიცოდი.
-მხოლოდ ათი წუთით შებრძანდით და პაციენტი არ გადაღალოთ. -მითხრა კატეგორიული ტონით ახალგაზრდა ექთანმა.
თავი ღიმილით დავუქნიე და ფრთხილად შევაღე პალატის კარი.
შიგნით სიწყნარე იყო. მხოლოდ პულსის აპარატის წრიპინი არღვევდა იდეალურ გარემოში სიჩუმეს. ფანჯრიდან ორი მეტრის დაშორებით საკაცეზე დაწოლილი თინა დავინახე და სახეზე ღიმილი მომეფინა. მშვიდად ფშვინავდა, თან ეღიმებოდა. ჟღალი თმა მხრებზე დაფენოდა და ხელები გვერდებზე ელაგა.
ცოტა ფერზე მოსულიყო. ტუჩებსაც დაებრუნებინათ ვარდისფერი შეფერილობა. ახლოს მივედი.
დახუჭულ ქუთუთოებზე, რომელსაც ვარდისფერი ფერი შეპარვოდა, წვრილი კაპილარები ეტყობოდა, რომელნიც ბადეს ქმნიდნენ.
ისეთი ლამაზი იყო. ისეთი მშვიდი, რომ მიწიერ პატარა სამოთხეს მოგაგონებდათ. ღაწვები ოდნავ ვარდისფერი ჰქონდა. გრძელი წამწამები მაღლა აპრეხვოდა და ისეთ სილამაზეს ჰქმნიდა, მისი ნახვა მიწაზე შეუძლებელი იყო.
მეგონა, ასეთ სილამაზეს, მხოლოდ ცაში თუ იხილავდა ადამიანი. ის ნამდვილად არ განსხვავდებოდა ანგელოზებისაგან. პირიქით, მე სწორედ ასეთად წარმომედგინა ანგელოზი.
პირველად არ ვხედავდი თინას.
ჩემი უბნელია და ისეთი უბანი გვაქვს, ყველა ყველას რომ იცნობს. მაგრამ მასთან კონტაქტი არასოდეს მქონია. ხშირად ვხედავდი სკოლიდან სახლში მიმავალს, ან მასწავლებელთან წასულს მეგობრებთან ერთად. მისთვის ზედმეტი ყურადღება არასოდეს მიმიქცევია, ალბათ იმიტომ, რომ არც თავად უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამას არც არავის აგრძნობინებდა.
მასზე ფიქრებმა იმდენად შორს წამიყვანა, რომ დამავიწყდა სად ვიყავი.
თინას სახისათვის თვალი არ მომიშორებია. მერე დავინახე, როგორ აუთრთოლდა ქუთუთოები და როგორ გამოჩნდა მწვანე თვალები მათ მიღმა.
-გამარჯობა, -მითხრა გამოფხიზლებულმა.
გამიკვირდა, ჩვენი დიალოგი ტიპიური ნარკოზიდან გამოსული ადამიანის ფრაზებით რომ არ დაიწყო. მაგალითად, „სად ვარ?“ ; „აქ რა მინდა?“ ; „რა მჭირს?“ და ა.შ.
-გამარჯობა.
ვუპასუხე და გავუღიმე. თან ფანჯრის რაფას მივეყრდენი, უკეთესად რომ შემეხედა მისთვის.
-ხომ კარგად ხარ? -ვკითხე მე.
-კი, კარგად ვარ, მადლობა. -გამიღიმა მორცხვად.
-მადლობას ნუ მიხდი. მადლობები და ბოდიშები მე მაქვს მოსახდელი.
-თავი დამნაშავედ არ იგრძნო, რა. როცა შევხედე ადამიანს როგორ უმიზნებდნენ ტყვიას, სხვა გამოსავალი არ მქონდა. შეიძლება იფიქრო, ამ გოგოს რა გმირობის ჩადენა მოუნდაო, მაგრამ ასე რომ არ გამეკეთებინა, ალბათ მთელი ცხოვრება დანაშაულის გრძნობა არ მომასვნებდა. -ჩაილაპარაკა გულწრფელად. თითქოს თავს იმართლებდა და თან მეც მამართლებდა.
-როგორ არ ვიგრძნო თავი დამნაშავედ, როცა შენს ადგილას ახლა მე უნდა ვიწვე? ძალიან მამაცი ყოფილხარ და ძალიან უშიშარი. მე შენს ადგილას ასე ვერ მოვიქცეოდი. -ვაღიარე მისი შესაძლებლობები და ჩემი სისუსტეც.
ისევ გაეღიმა.
-არასწორად მსჯელობ. შენ ეს შენ თავზე არ გამოგიცდია და იმიტომაც გგონია, რომ ამას ვერ გააკეთებდი. ყველა თავისებურად მამაცია.
-თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. -არ დავნებდი მაინც.
-როგორი ჯიუტი ხარ! -შეიცხადა მომენტალურად. -ზოგჯერ კარგია სიჯიუტე, მაგრამ ჩემნაირებთან არა!
-შენ როგორი ხარ?
-მეც ჯიუტი ვარ. -განაცხადა ხმამაღლა.
-ხმამაღალი განაცხადია. -გამეღიმა.
-სულაც არა. ჩემი ნაკლი არასოდეს დამიმალავს და ახლა რატომ დავმალავდი, ვითომ? ჯიუტიც ვარ და ცოტა სულელიც.
-სულელობას ვერ დაგაბრალებ. შენ ზედმეტად კეთილი ხარ, თინა. ასე არ შეიძლება. გული გეტკინება.
-არ ვარ ზედმეტად კეთილი. უბრალოდ, იმას ვაკეთებ, რასაც საჭიროდ ვთვლი და ეს სიკეთე არ არის!
-კი, სწორედ ეგაა სიკეთე. უანგარო სიკეთე. როცა გგონია, რომ იმას, რასაც შენ გულით და ჩვეულებრივად აკეთებ, სხვას ისე გააკეთებდა - ასე არ არის! ზოგს არ შეუძლია სიკეთე გააკეთოს და მადლობას არ დაელოდოს. ზოგს ჰგონია, რომ როცა სიკეთეს აკეთებს, აუცილებლად უნდა დაუბრუნონ საპასუხოდ სიკეთე.
-სიკეთე ისე უნდა აკეთო, რომ მადლობას არ დაელოდო. იმიტომ, რომ ზოგი ისეთი არაადამიანია, ვალდებულად თვლის შენს საქციელს და მერე მადლობის ღირსადაც კი არ აღგიქვამს.. მაგრამ ახლა გადავუხვიე თემას, ეს არაფერ შუაშია. -გაეღიმა ისევ.
-შენი მშობლებიც გავაფრთხილე და შენც გეტყვი, რომ თუ რამე დაგჭირდება, არ მოგერიდოს და მითხარი!- გავაფრთხილე კატეგორიულად და თითიც კი დავუქნიე.
-არა. ასე არ გამოვა, შენ არაფერ შუაში ხარ. -თავისას განაგრძობდა ის.
-ამაზე საუბარს აღარ ვაპირებ! -არც მე ვაპირებდი დანებებას.
-რამდენი წლის ხარ? -მკითხა უეცრად.
-ოცდაერთის, -ვუპასუხე გულუბრყვილოდ.
-ჩემზე 5 წლით დიდო ბიჭო, არ იცი, რომ უმცროსებს უნდა დაუთმო? -წარბი მაღლა აზიდა.
-არავითარ შემთხვევაში, რამდენჯერაც არ უნდა დაგითმო სიტყვა, არავითარ შემთხვევაში არ მოვიქცევი ისე, როგორც მე არ მაწყობს! -წარბები შევკარი.
-კი მაგრამ, მუშაობ? თუ ფულის მოტანას საიდან აპირებ?
-ვმუშაობ და საქართველოს რაგბის ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვთამაშობ, სტიპენდიასაც გადამიხდიან, თუ მოვინდომე.
-რაგბისტი ხარ? -გაიკვირვა მან. -თუმცა რა მიკვირს. რამხელა მხარ-ბეჭი გაქვს, -ტუჩები გაატკლაპუნა.
ისეთი ბავშვური და საყვარელი საქციელები ჰქონდა, ისეთი კეთილი თვალები ჰქონდა, რომ ჩახუტება მოგინდებოდათ.
-9 წელია რაც რაგბს ვთამაშობ. -განვაცხადე ამაყად.
-კარგია, სპორტს რომ მისდევ. ბავშვობაში მეც მინდოდა რაგბისტობა, მაგრამ მონაცემები არ მიწყობდა ხელს. -უღიმღამოდ ჩაილაპარაკა. -თავიდან კი მიწყობდა, იმხელა ვიყავი, ნებისმიერ ბიჭს გავაგორებდი ძირს, მაგრამ მერე დავიკელი და კი ვარ ახლა ლაბორატორიული ჩონჩხივით.
-ლაბორატორიული ჩონჩხი როგორია? -გამეღიმა მის პარალელზე.
-როგორი და მარტო აწყობილი ძვლებია. -გადაიკისკისა მან, შემდეგ კი დაამთქნარა.
-გავალ მე და დაისვენე, ხვალ კიდევ მოვალ. -კარისკენ წავედი.
-არ წახვიდე რა. -თქვა და კიდევ ერთხელ დაამთქნარა.
-გეძინება, ვერ ხედავ? -აღვნიშნე ღიმილით.
-მერე რა, მარტო ვერ ვიძინებ ხოლმე. დარჩი. -უკვე თვალები ელულებოდა. -რაღაც ჩამიყარეს ექიმებმა, რომ მეძინოს.. ხომ? უხ, მე მაგათი, -კიდევ ერთხელ დაამთქნარა და თვალები მიელულა, -ვინ უთხრათ ბევრი ლააპარაკი რომ მიყვარს? ალბათ, მაგიტომ უნდათ რომ მეძინოს. რომ არ დავღალო ბევრი ლაპარაკით.
-ბავშვი.. -ჩავიცინე და დაველოდე სანამ ღრმა ძილი ჩაითრევდა.
ფანჯარა დავკეტე და პალატა დავტოვე.

***
ჩემი სამსახურის საქმე კარგად აეწყო. 6-12 წლამდე ნაკრებიც შევკრიბეთ მე და ზაქრომ.
დილას საავადმყოფოში მივდიოდი თინასთან და ჩუმად შოკოლადები მიმქონდა. ექიმს შეფარვით ვკითხე და არაფერს ავნებსო მითხრა. ამიტომ ყოველ დღე შოკოლადების პროპაგანდას ვეწეოდი. ერთი საათი თინასთან ვიყავი, შემდეგ ვარჯიშზე მივდიოდი. იქედან მარიამის სანახავად გავრბოდი, მერე ერთ სამსახურში, 5 საათის შემდეგ კი პატარები უნდა მევარჯიშებინა.
სახლში 10 საათზე მივდიოდი დაღლილ-დაქანცული და აღარაფრის თავი აღარ მქონდა.
ასე გრძელდებოდა მთელი ორი კვირა, შემდეგ თინა გამოწერეს...
გამოწერეს და თავის ტკივილიც გამომიწერეს!



№1  offline წევრი nigita

პირველი ვარ wink შესანიშნავი თავი იყო love

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

მართლაც შესანიშნავი თავი იყო... უფრო დიდ თავებს თუ დადებ მაგატი იქნება

 


№3  offline მოდერი MyLove

nigita
პირველი ვარ wink შესანიშნავი თავი იყო love

მადლობაააა wink ძალიან გამახარე! ♥
პანკი
მადლობ - გმადლობ.
მარიამთან დაკავშირებით, რა რჩევაც მოგეცი, გაითვალისწინე და ყველაფერს ეშველება love
ახლა გამახსენდა, ,,ტვინიანი სვანი'' მე, რომ მითხარი, შე მაიმუნო wink
წარმატებები.
სიყვარულით, პანკი.

გავითვალისწინებ აუცილებლაად love მადლობა შენცც
უცნობი ქ
მართლაც შესანიშნავი თავი იყო... უფრო დიდ თავებს თუ დადებ მაგატი იქნება

ვეცდები მაქსიმალურად უფრო გავზარდო. უბრალოდ წლის ბოლოს 6 გამოცდა და ყოველღე 7 გაკვეთილი ცოტა რთული თემაა და დაღლილ-დაქანცულმა ყოველდღე წერა შეიძლება, ვერც კი მოვახერხო.
მადლობა მადლობა მადლობაააააა ♥
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent