"ის რაც არ იყო..." (ნოველის პირველი ნაწილი)
ისინი მორიგი ივენთიდან ისევ ერთად, ტაქსით უკან ბრუნდებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი შეზარხოშებული იყო, თუმცა არც ქალს აკლდა ღვინით დამტკბარი სითამამე. ორივე მანქანის უკანა სავარძელზე მოხერხებულად იჯდა. ახალგაზრდა წვეროსანმა ტაქსში ჩაჯდომისთანავე იგრძნო მასზე უფროსი ქალის მიმზიდველი სურნელი. მამაკაცს მისი პარტნიორი ქალი რაღაც განსაკუთრებულად ეჩვენებოდა ამაღამ. ტაქსისტი ორივეს შუა სარკიდან ათვალიერებდა და ვერ გაერკვია, ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის, თუმცა გრძნობდა, რომ მათ შორის რაღაც უცნაური ხდებოდა... -საით გნებავთ?-დაარღვია უცნაურად დასადგურებული სიჩუმე მხცოვანმა ტაქსისტმა. ულვაშზე ხელი მოისცა და ისევ შუა სარკიდენ გახედა მგზავრებს. -სანაპიროსკენ ვიაროთ და ჩვენ გეტყვით სად გაგვიჩეროთ- უპასუხა ახალგაზრდა მამაკაცმა და თან მის გვერდზე მჯდომ ქალბატონს გადახედა და თვალი ჩაუკრა. -კი ბატონო, სადაც მეტყვით... მთელი ათი წუთის განმავლობაში მანქანაში ისევ სიჩუმემ დაისადგურა. ტაქსის მძღოლი შიგადაშიგ უკმაყოფილებას ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო გამოხატავდა თუმცა მოპასუხე არავინ ყავდა. ქალი ჩაფიქრებული და ოდნავ აღელვებული ჩანდა. ხან სახის მაკიაჟს ქათქათა თითებით ისწორებდა, ხანაც კი ხელჩანთას ათამაშებდა. მამაკაცი კი ისევ უდარდელად გაჰყურებდა განათებულ ქუჩას. მისი კმაყოფილი და თვითდაჯერებული გამომეტყველებიდან აშკარად ჩანდა, რომ ეს ღამე რაღაც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო მათ ურთიერთობაში. ფიქრებში ჩაძირული წყვილი ტაქსის მძღოლის ომახიანმა ხმამ გამოაფხიზლა. -სანაპიროზე ვართ და რა ადგილას გავაჩეროთ?- ამის თქმაღა მოასწრო მძროლმა და მოულოდნელად გადაჰკრა საჭე. მანქანა წამში ბორდიურზე ავარდა. შეშინებული წყვილი ერთმანეთს უყურებდა. უცებ ვერც მიხვდნენ თუ რა ხდებოდა მათ თავს. ახალგაზრდა ბიჭი გონს მოვიდა, წამიერად გააცნობიერა, რომ ტაქსის მძღოლს გულის შეტევა ჰქონდა. მანქანიდან სწარფად გადმოვიდა, შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომრის აკრეფვა დაიწყო. -ალო, სასწრაფოა? ძალიან გთხოვთ სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მოხვიდეთ, ადამიანი კვდება, გულის შეტევა აქვს. ბიჭმა 112-ს ზუსტი მისამართი ჩააწერინა, შემდეგ კი მძღოლის მხარეს კარები გამოაღო და მძღოლის დამშვიდება დაიწყო. -ნუ გეშინიათ, გამაგრდით. ყველაფერი კარგად იქნება. სასწრაფო რამდენიმე წუთში მოვა და გიშველით. არ ინერვიულოთ. ჯერ კიდევ მანქანის უკანა სავარძელში გაუნძრევლად მჯდომი ახოვანი ქალბატონი სიტყვას არ იღებდა. თითქოს ის ფიქრებით აქ არც იყო. მან თავი ოდნავ ასწია, თითქოს ფიქრებიდან გამოერკვაო, და ბიჭს ნაღვლიანი თვალებით შეხედა. ქალის თვალებში სევდა იკითხებოდა. მის შეწუხებულ გამომეტყველებაში მხოლოდ ამღამინდელი გეგმების შეფერხება იკითხებოდა. ამასობაში სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმაც გაისმა. მანქანის ლურჯი შუქი ნაწვიმარ ტროტუარზე აციმციმდა. ზოგი ცნობისმოყვარეობით კითხულობდა მომხდარზე, ხოლო ნაწილი რაღაცით დახმარებას ცდილობდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრები კი ადგილზე მოგროვილ ხალხს შორს დადგომას სთხოვდა, რადგან ავადმყოფს ამჯერად ყველაზე მეტად ჰაერი სჭირდებოდა. ქალი ბიჭს მიუახლოვდა, ხელი ხელში გაუყარა და ტუჩების მოწრუპვით, გაბუტული ბავშვივით უთხრა -წავიდეთ -არა! -უცებ მოუჭრა ბიჭმა - ასე ვერ დავტოვებ ამ ადამიანს, მეცოდება... ქალს მისთვის არაფერი უთქვამს. ხელები უკან წაიღო და სახეზე უხერხულად მოისვა. თითქოს მიხვდა , რომ რაღაც დააშავა და ამ დანაშაულის გამოსწორებას ცდილობსო. ბიჭის სიტყვებმა ზრდასრულ ქალზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. ის მის პარტნიორში ახლა უკვე მხოლოდ ვნებას კი არა, უფრო მეტს ხედავდა, რამაც კიდევ უფრო გაუმძაფრა მასთან სიახლოვის სურვილი. ბიჭმა ტაქსი გააჩერა, ქალიც ამავე ტაქსში ჩასვა და უკან გაჰყვა სასწრაფო დახმარების მანქანას. ისინი მალევე მივიდნენ საავადმყოფომდე. დილის სამ საათამდე ვიწრო დერეფანში ელოდნენ ისინი ტაქსის მძღოლის ამბის გაგებას. -უგულო მეგონე, -ნახევრად ხუმრობით უთხრა ქალმა ბიჭს და თავი მხარზე ჩამოადო. -ჰო მეც მასე მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატარა გული მეც მქონია, -ასევე ნახევრად ხუმრობით უპასუხა ბიჭმა ქალს და ის იყო სიგარეტისთვის უნდა მოეკიდებინა, როცა ქალმა ხელი დაუჭირა და თითზე უკბინა. -თქვენ ოჯახის წევრები ხართ?- ამჯერად ქალს ექთნის ხმამ წაართვა ბიჭი ქალი უხერხულად შეიშმუშნა, შემდეგ ბიჭს თვალის ჩაკვრით გადახედა და ამის შემდეგ ექთანს უპასუხა. -ოჯახის წევრები არა, მაგრამ სამომავლოდ არაფერია გამორიცხული -გასაგებია -ჩაიღიმა ორმოცდაათ წელს გადაცილებულმა ჭაღარა ექთანმა და ბიჭს მიაპყრო მზერა -მე დედა-შვილი მეგონეთ ქალს სახეზე ბრაზმა გადაუარა და ეს აშკარად დაეტყო. ექთანიც მიხვდა მის სიბრაზეს და ფეხაკრეფით გაუყვა დერეფანს. ბრაზმორეულმა ქალმა ბიჭს ისევ გადახედა და უთხრა -ჩემს მოთმენასაც აქვს საზღვარი, როდემდე უნდა ვიყოთ აქ?! -მალე წავალთ, ნუ ფორიაქობ საყვარელო -თითქოს გაბრაზებული ქალის დამშვიდება სცადა ბიჭმა. მისი ხელები ტუჩთან მიიტანა და ამბორი დაუწყო. ქალი უცემ მოლბა და ჩვეული ტუჩების მოწრუპვით უთხრა -მიყვარხარ ძალიან. ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ ორი ადამიანი მიყვარს ამქვეყნად ყველაზე ძალიან. შენ და მაკუსა. ჩემი უსაყვარლესი შვილი. -ვიცი საყვარელო და ვგრძნობ ამას, - უთხრა ბიჭმა და თავი განზე მიაბრუნა. მის გამომეტყველებაში იკითხებოდა, რომ ქალის მიერ წარმოთქმული სიტყვების ნაკლებად სჯეროდა, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი პასუხი ნამდვილად საჭირო იყო. ამ ფიქრებში იყო ის, როცა დერეფანში ისევ ის ჭაღარა ექთანი გამოჩნდა. ფეხების ბაკაბუკით მომავალმა თვალების ეშმაკური ცეცებით მზერა ბიჭს მიაპყრო და უთხრა -კარგად არის პაციენტი. თუ ინებებთ შეგიძლიათ ნახოთ -კარგით, დიდი მადლობა. ვნახავთ და მერე წავალთ, -ეს თქვა ბიჭმა და ქალისკენ მობრუნდა -შევიდეთ ანა, ვნახოთ ის ადამიანი და მერე წავიდეთ -კარგი. უკვე გვიანია...ბავშვიც უჩემოდაა და მეცოდება -ძლივს ამოღერღა უკმაყოფილო ქალმა და ბიჭს პალატისკენ გაყვა უკან. ღამის წყვდიადში ჩაფლულ ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მხოლოდ ლამპიონები ანათებდნენ. გარეთ სიჩუმეს დაესადგურებინა. ქუჩაში მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭისა და ქალის ფეხების ხმა ისმოდა. -სად მივდივართ, ის მაინც მითხარი...-დუმილი ქალმა დაარღვია და ოდნავ გაღიმებული სახით უკვე მის გვერდით მოსიარულე მამაკაცს ალმაცერად გადახედა. -აქვე ახლოს საყვარელო, რა შეშინებული სჩანხარ?-უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა და თან ეშმაკურად ჩაიღიმა. -არა, შეშინებული სულაც არ ვარ ჩემო პატარა ბელო - ქალმაც გაიზიარა მასზე ბევრად უმცროსი მამაკაცის განწყობა და მის წინ გაიჭრა. უკან მოიხედა, თითქოს მას ჩანაფიქრს მიუხვდაო და გამომწვევადაც გაიკეკლუცა. ახალგაზრდა მამაკაცს ქალის გამომწვევ წაკუნტრუშებაზე ცივმა ოფლმა გადაასხა და ეს სახეზეც დაეტყო. მზერა ქალის ათამაშებულ უკანალს გააყოლა. თავი დიდხანს ვერ შეიკავა და ქალს ფეთიანივით ეცა. -რამ გაგაგიჟა?-ქალს ღიმილი და ვნება ერთად გადაჰკრავდა მაკიაჟით შეფერადებულ სახეზე. ის თითქოს გაძალიანებას ცდილობდა და ამით უნდოდა საკუთარი თავშეკავება გამოეხატა, თუმცა ბოლომდე თამაში ვერ შეძლო. ახალგაზრდა მამაკაცს საყელოსთან პერანგის ერთი ღილი შეუხსნა, ბალნიან მკერდზე ხელი ნაზად აუსვა და ყელზე ამბორი დაუწყო. ქალის ვნებიანმა ალერსმა ბიჭი უფრო გაათამამა. -ამაღამ ისევ ჩემი უნდა გახდე - მძიმე სუნთქვის ფონზე, ოდნავ შებოხებული ხმით წამოღერღა აღგზნებულმა მამაკაცმა. ქალს პასუხი არ გაუცია. ის ისევ საყვარელი მამაკაცის ფერებასა და ყნოსვას განაგრძობდა. ქალი უკვე გრძნობდა აშკარა სურვილს, რომ ისევ განმეორებულიყო ის სიგიჟე რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ იპოდრომთან მოხდა, თუმცა მას მაინც რაღაც აკავებდა. -რაღაც დღეს ვერ ხარ ისეთი ცხელი, როგორც იმ ღამეს მთაწმინდაზე, რამე მოხდა?-ორაზროვნად ჩაეკითხა მამაკაცი და იქვე ჩააურთო- ისევ ისე გიყვარვარ?- ეს ბოლო სიტყვები მამაკაცმა ისე წარმოსთქვა რომ თითქოს რაღაცამ აიძულაო. ის ქალს სუსტ წერტილზე ურტყამდა, რადგან იცოდა, რომ ასეა თუ ისე მის მიმართ გარკვეული გრძნობა გააჩნდა. -რა თქმა უნდა მიყვარხარ -ერთი ამოსუნთქვით უპასუხა ქალმა და ისევ მისი ფერება განაგრძო. გარკვეული პაუზის მერე კი თვალებში ვნებიანად ბიჭს მიაპყრო მზედა და უთხრა -უბრალოდ გადავიღალე ამ ორომტრიალში მოუთმენელმა მამაკაცმა ქალს ხელი სტაცა და იქვე ბეტონის კედელთან გიჟივით მიაყუდა. გაავებული და მგზნებარე მამაკაცი ქალის პერანგის შეკრულ ღილებს ეცა და ნაჩქარევად დაუწყო შეხსნა. ქალიც ნებდებოდა და იმავე სიჩქარით უხსნიდა მამაკაცის პერანგსა და შარვლის ქამარს. რამდენიმე წამში კი ორივე წელზევით გაშიშვლდა. აღგზნებული და მთრთოლვარე მამაკაცი ქალის ძუძუს კერტებს გაშმაგებით კოცნიდა. -რა სიცოცხლე ხარ, ვგიჟდები შენზე - ხვნეშით ამბობდა წამიერად გაგიჟებული მამაკაცი -მეც მიყვარხარ, ჩემი სიგიჟე ხარ შენ - მხოლოდ რამდენიმე სიტყვის თქმას ახერხებდა ვნებაში ჩაძირული ასაკოვანი ქალიც, რომელიც ამავდროულად მამაკაცის შარვლის შეხსნითაც იყო დაკავებული. ქალს არც მისი პარტნიორი ჩამორჩა და ზუსტად იმავე ქმედებებით პასუხობდა მას. მამაკაცის მოგრძო და მოვლილი თითები წამში აღმოჩნდნენ ქალის შარვალში. კოცნიდა და გაგიჟებით სრისავდა ქალის დუნდულებს ახალგაზრდა ბიჭი. ქალს სახე მოეღუშა და ვნება უეცრად ჩაუცხრა. მამაკაცმაც შეამჩნია ქალის უცაბედი გარდასახვა და გაბრაზებული სახით მომენტალურად გაეცალა. შეხსნილი შარვალი ისევ შეიბნია და ზედ პერანგიც უხეშად მოიცვა. -ოღონდ აქ არა გთხოვ... სადმე წავიდეთ-აღმოხდა ქალს ბაგეებიდან -არსად წასვლა არ არის საჭირო. ბავშვს შეეშინდება როცა არ აღმოგაჩენს მის გვერდით, თან უკვე თენდება. მეც არ მცალია. ორივე სახლებში ვბრუნდებით - ისევ გაბრაზებული ტონალობით უპასუხა უკმაყოფილო მამაკაცმა. -როგორც შენ იტყვი... მიყვარხარ, - მიუგო ქალმა და თავი დამნაშავესავით ოდნავ დახარა. დიახ. ის თავს დამნაშავედ გრძნობდა ამ წამს, რადგან საყვარელ მამაკაცთან ინტიმური კავშირი სწორედ მაშინ შეწყვიტა, როცა ყველაზე მეტ აფექტს იძენდა. რამდენიმე წუთის წინ მამაკაცის მიერ მისი მკერდიდან მოცილებული შავი აზღუდი ახლა უკვე თვითონ გაიკეთა, პერანგიც ჩაიცვა, ხელჩანთა აიღო და მამაკაცს შემპარავად უთხრა -ვგრძნობ რომ რაღაც ისე ვერ არის? ვცდები თუ ასეა? -ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ ტაქსი გავაჩეროთ და წავიდეთ. აღარ მინდა აქ გაჩერება. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ, - უხეშად უპასუხა ქალს წინ მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ისევ შარვლის შესწორებით იყო დაკავებული. რამდენიმე წუთში ისინი ტაქსში ისხდნენ. მამაკაცმა ჯერ ქალი ჩამოსვა საკუთარ სახლთან, შემდეგ კი ტაქსის მძღოლს უთხრა -ნუცუბიძის პლატოსკენ მივდივართ უფროსო. მეორე დილას ქალიც და მამაკაციც წინა ღამის მოვლენებს სოციალურ ქსელში მხიარულად განიხილავდნენ . მამაკაცი თითქოს თავს იმართლებდა და ქალს არწმუნებდა, რომ ყველაფერი წითელი ღვინის და მისი (ქალის) ბრალი იყო. ქალს აღარ ჯეროდა მამაკაცის არგუმენტების და ის ისევ საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ისევ მთელი სიმძაფრით უყვარდა. -რა საყვარელი იყავი წუხელ, თუმცა ბოლომდე ვერ შეინარჩუნე მდგრადობა -გადავიღალე ზეზვა, სწორედ ეს იყო მიზეზი - თავი იმართლა ქალმაც. -ჩემგან გადაიღალე? -ეს რამ გაფიქრებინა? -რა ვიცი, ადამიანები ყველაფერზე ვფიქრობთ... საოცარი ღამიდან რამოდენიმე კვირაში კი ახალგაზრდა ბიჭმა მასზე უგონოდ შეყვარებულ ასაკოვან ქალს „უპარდონოდ“ გამოუცხადა, რომ ის მას არასოდეს ჰყვარებია. -ის რაც ჩვენს შორის ხდებოდა მხოლოდ ლტოლვა იყო. ნუ გამკიცხავ ამისთვის, რადგანაც ვიცი, რომ არც შენ დაგიკლია ჩემთვის. შენ მე მატყუებდი და ჩემსავით ბევრს ხვდებოდი...ამაზე უკვე აღარც ღირს საუბარი, რადგან წარსული უკან მოვიტოვეთ...რაც იყო იმას უკან ვერასოდეს დავაბრუნებთ... პაუზა... ქალს ბიჭისთვის არაფერი მიუწერია...მან მხოლოდ ჩვეული მეთოდით ჩატში მხოლოდ გული დაუხატა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ სიმართლე აღიარა, თუმცა უსიტყვოდ... (პირველი ნაწილის დასასრული) ნანიკო დვალი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.