რაჭა ჩემო სიყვარულო 8
დილით ვიგრძენი როგორ შემომიკეცა საბანი ვიღაცამ ფეხებთან და ეს ვიღაცა, თუ არა ბებია, სხვა ვინ იქნებოდა. უკვე მეგონა რომ მის გარდა ჩემზე არავინ ზრუნავდა, არავის ვუყვარდი ისე გულწრფელად, როგორც მას და ვცდილობდი გრძნობების გამოხატვა თავიდან მესწავლა, ადამიანი ხომ გრძნობების გარეშე არარაობაა, ცხოველს ჰგავს... თუმცა ცხოველიც კი მასზე მაღლა დგას, რადგან შვილის სიკვდილის შემდეგ, ცოცხალი შვილების არსებობა არ ავიწყდება. მე კი ყველა და ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე და მარტო ჩავიკეტე ჩემივე ტკივილთან. დღეიდან საბოლოოდ შევცვლიდი საკუთარ ცხოვრებას. ჩემი დამწუხრებული სახით სხვებსაც არ დავამწუხრებდი. ახლა ეს იყო ჩემი მიზანი და იმედი მქონდა, რომ ამჯერად მაინც არ მიმტყუნებდა ბედი. თვალები გავახილე, თუმცა დიდედა უკვე გასულიყო გარეთ,. გაღიმებული წამოვდექი ფეხზე და გუშინ გამზადებული თეთრი პერანგი და შავი ატლასის შარვალი ჩავიცვი. ჩემი ანარეკლი სარკეში შევათცალიერე და ნასიამოვნებმა ფანჯარას მივაშურე, სწორედ ისე როგორც რაჭაში ჩამოსვლის მეორე დღეს. გული მწყდებოდა ამ სამოთხის დატოვება რომ მიწევდა, მაგრამ სხვა გზაც არ დამრჩენოდა. აქაურობას თუ არ გავშორდებოდი უფრო მეტად დავიტანჯებოდი, მე კი ბედნიერება მინდოდა. ახლაც სიცოცხლის წყურვილით ვიწვოდი, ისე როგორც ადრე... ეს ცვლილება მახარებდა, თუმცა იმასაც ვხვდებოდი რომ ბექას დავიწყება ძალიან გამიჭირდებოდა პირველ სართულზე ჩავედი და ბებოს არც მივსალმებივარ, ისე გავედი გარეთ და ჩემს მიერ დარგულ წითელ, არაამქვეყნიურად ლამაზ ვარდებს მივუახლოვდი. ალბათ რამდენი ბრძოლა დასჭირდა დიდედას რომ ეს ყვავილები არ დამჭკნარიყო, სამთარში არ გაყინულიყო და ვინ იცის... კიდევ რამდენი საფრთხე ემუქრებოდა, ბარიდან მთაში გადასახლებულ დედოფალს. ღიმილით დავათვალიერე ვარდის ნაზი ფოთლები და მერე სარეველებიც მოვაშორე ჩემივე ხელით. მშობლიური მიწა ხელში ავიღე და თითები დავმუჭე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა, თითქოს ძალაც მომემატა... მიწამ ყივილი ჩემს გულშიც დაიწყო... მას უნდფოდა რომ აქ დავრჩენილიყავი.... რატომ? იმ წუთას არც მე ვიცოდი, მაგრამ დარჩენა ნამდვილად არ შემეძლო. სახლში შესვლისთანავე სააბაზანოში შევედი და ხელები დავიბანე. ამ საოცარი შეგრძნებისგან განთვისუფლება მინდოდა. რაღაცით ამ მიწას და ბექას ერთმანეთს ვუკავშირებდი, არადა რა საერთო ჰქონდათ ერთმანეთთან? არც არაფერი. ''ეს ხომ წარმოუდგენელია... ისევ ბექა... მოეშვი ამ ბექაზე ფიქრს. კურდღელივით გაიპარა, არაფერი არ უთქვამს ისე წავიდა. გულწასული დაგტოვა. შენზე არც კი უდარდია.''--ტვინს მიბურღავდა პირველი მე. მეორე კი საეჭვოდ დუმდა. -ბებია, საჭმელს შევჭამ და უნდა წავიდე. ახლა უფრო მეტი მგზავრი მიდის სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე. მართალია ამდენი ჩემოდნის გადამკიდე როგორ ავეტევი ''მარშუტკაში'' არ ვიცი, მაგრამ ისევ თემოს ხომ არ ჩამოვიყვან აქ.-უკამაყოფილოდ ჩავიბუზღუნე და ნინა ბებოს გვერდით მივუჯექი. -მოდი შვილო. აი, ნახე, ხარჩო გაგიკეთე. გახსოვს როგორ გიყვარდა? კაკლის ფიას რომ ეძახდი...-სიცილით გაიხსენა დიდედამ და ხარჩო თეფშზე გადმომიღო. -უი ეგ არ ვიცოდი.-შევნიშნე მე და პირველი ლუკმა პირში გავიქანე.-მმმ, რა ხელი გაქვს, რა ხელი... -ნუ გამაწითლებ ბები ახლა. რაჭველი ბოვში ხარ და არ შეგეფერება შენ ამის გაკვირვება, სახლში არ აკეთებდით ხოლმე ხარჩოს?-რაჭულად მოუქცია ბებიამ. თვალწინ ის დღე დამიდგა. ...საღამოა. წინ უამრავი რვეული და წიგნი მიდევს და ხვალინდელი გამოცდისთვის ვემზადები. დედის ხმა მესმის. -მაკა, ჩამოდი შვილო, ნიგვზის ხარჩო გავაკეთე. პასუხს ვაგვიანებ და ახლა მამა მიხმობს. -ჩამო მა, გეყოფა მეცადინეობა, ცოტა შეისვენე... მე კი წიგნებისთვის თავის დანებება ნამდვილად არ მაწყობს, ამიტომ დაბლა ჩაუსვლელად ვახშამზე უარს ვაცხადებ. თანაც აღარც მახსოვს წესიერად ეს ხარჩო რა არის. გვერდით დადებული ჩიფსი მირჩევნია ყველაფერს. დედა მეორე სართულზე ამოდის და კარზე ფრთხილად მიკაკუნებს. -შემოდით! კას აღებს და ჩემს გვერდით სკამს იდგამს. წიგნის ყდაზე სათაურს კითხულობს და თავზე ხელს მისვამს. კიდევ ერთხელ მთხოვს დაბლა ჩამოსვლას, მე უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ისევ რვეულებში ვრგავ თავს.... მოგონებებმა თავისი ქნეს... ფეხზე ავდექი და ბებოს მოვუბოდიშე. -მაპატიე ბები, აღარ მინდა...-კიბეებზე ავირბინე, ოთახის კარი ჩავკეტე და ზედ მივეკარი. ოჰ, როგორ ვნანობდი თითოეულ წამს, რომელიც მშობლების გვერდით არ გავატარე. -ღმერთმა მშვიდობით გატაროს შვილო... რაც გინდა და რაზეც ოცნებობ, ყველაფერი აგსრულებოდეს... წარმატებებს გისურვებ...-თვალცრემლიანი დიდედა ღობესთან იდგა და მანამ არ შევიდა შიგნით, სანამ თვალს არ მოვეფარე. გაჩერებას რომ მივუახლოვდი, გზას გავხედე. რამდენიმე წუთში გიჟივით ჩამიქროლა ე.წ. სიკვდილის მანქანამ. ის იყო გონებაში კარგად მივალანძღე, რომ ისევ უკან დაიხია და ჩემს წინ გაჩერდა. მძღოლმა დაბურული მინა ჩასწია და აბა, გამოიცანით ვინ დავინახე? კახაბერ ნადიბაიძე ღიმილით შემომჩერებოდა თვალებში და თავის ''ბლენდამენდით'' გათეთრებულ კბილებს მიმარიაჟებდა. -კახა?-თავი ირონიული ღიმილით მივატრიალე მისკენ. -ამას ვის ვხედავ? როგორ ხარ მაკა?-შეიცხადა კახამ. -კარგად, შენ?-ისევ ავარიდე მზერა მე. -მშვენივრად. ვიფიქრე სადმე ხომ არ უნდა გაყვანა_მეთქი?-მანქანიდან დიდის მოკრძალებით გადმოვიდა და ხელით მანიშნა, ჩემს გაკრიალებულ ავტომობილში ჩაბრძანდიო. -ხო.. იცი... თბილისში მინდოდა წასვლა... უფრო სწორად...-ავლუღლუღდი მე, რადგან საჭირო პასუხი ლექსიკონში ვერ მოვიძიე. არ ვიცოდი გავყოლოდი თუ არა. ვყოყმანობდი და ეს კახამაც შემატყო. -სხვათა შორის მეც თბილისში მივდივარ საქმეზე და პრობლემა არაა, უარს არ ვიტყოდი ბავშვობის მეგობართან ერთად მგზავრობაზე, თანაც რაღაც-რაღაცეებს გავიხსენებთ კიდეც. თავპატიჟი აღარ გამომიდია. მანქანაში ჩავჯექი და კახამაც ძრავა დაქოქა. არაფერიც არ გაგვიხსენებია. მე ნამდვილად არ მინდოდა მასთან მუსაიფის გაბმა. ის კი რატომღაც ჩუმად იყო და არც ჩემს გამხიარულებას ცდილობდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა ,მაგრამ გაოცებას სიხარულმა ძლია და ხმაც არ ამომიღია. ფიქრებში გართულმა მაინც შევამჩნიე, რომ ბექამ მაინც და მაინც უკაცრიელი გზა აარჩია თბილისში წასასვლელად. ესეც თემომ მითხრა აქ ჩამოსვლისას. იქით იშვიათია კაცმა რომ გაიაროს, თანაც ამ ულამაზესი ბუნების ყურებას გზა და გზა რა ჯობიაო. მეორე მემ პერსონალური შეტყობინება გადმომიგზავნა გონებაში და მისი წაკითხვაც ვერ მოვასწარი, რომ კახამ მანქანა გააჩერა და ჩემსკენ გადმოიხარა. -რას აკეთებ?-მხოლოდ ამის დაყვირება მოვასწარი და მისი ხელები ჩემს სახეზე ვიგრძენი. კარის გაღება დავაპირე მაგრამ ჩაკეტილი აღმოჩნდა. ამასობაში კახაბერმა უფრო მეტად შეამცირა ჩვენს შორის მანძილი. -კახა, შენ მგონი მთლად გაგიჟდი. მომშორდი!-ვიკივლე პანიკური შიშით შეპყრობილმა და ერთი მოძრაობით უკანა სავარძელზე გადავხტი. დავინახე რომ მარჯვენა კარები ღია იყო და ერთადერდ იმედად ესღა დამრჩენოდა, მაგრამ ძლიერმა სხეულმა ქვეშ მომიქცია. ჩემი გრძელი ფრჩხილები გამოვიყენე და სახეზე ჩამოვფხაჭნე. -აი, ეს კი არ უნდა გექნა!-მიღრიალა კახამ და მთელი ძალით გამარტყა სილა. ფეხებსაც ვეღარ ვამოძრავებდი. უმწეობის შეგრძნებამ საკუთარი თავი შემაზიზღა. დაბინდულმა თვალებმა მაინც მოახერხა ავტომობილისკენ მომავალი ლანდი. ერთი კიდევ გავიფართხალე და ვიღაცამ კარიც შემოგლიჯა. მაგრად დავხუჭე თვალები, თუმცა ვცდილობდი გონი არ დამეკარგა. არ მინდოდა ჩემი მშველელის დანახვა. იმ ადამიანს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში დამინახა თვალებში ვერ შევხედავდი. დიდხანს მესმოდა იმ არაკაცის განწირული ყვირილის ხმა, მერე ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ვიღაც... თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ნაცნობი სურნელი ვიგრძენი და მაშინვე ვინანე... ჩემს წინ ბექა მაისურაძე იდგა და ამღვრეული თვალებით პატიებას მთხოვდა. ....................................................... თქვენმა კომენტარებმა ძალიან გამახარა და თანაც ისიც კარგია, რომ არ იცით რატომ წავიდა ბექა მაისურაძე. მართალია ეს საიდუმლო ამ თავშიც არ გაირკვა, მაგრამ შემდეგ ნაწილში/დასასრულში ყველაფერს გაიგებთ და იმედია შეძლებთ მის პატიებას. ველოდები თქვენს შეფასებებს, როგორც უკვე იცით ეს მოქმედებს იმაზე, თუ როდის დავდებ ''ნექსთ'' თავს. სიყვარულით სოფიკო <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.