შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაჭა ჩემო სიყვარულო 7


19-09-2015, 12:44
ავტორი sopiko
ნანახია 2 900

პატარა რომ ვიყავი, როცა ჩემთვის გაუგებარი შემთხვევები ხდებოდა, სხვა ბავშვებივით კითხვებს არ ვსვავდი, მეშინოდა, იმ სიმართლის მეშინოდა რომელიც დედას თვალებს უშავებდა და ბალიშში თავჩარგულს ატირებდა. გავიზარდე და მაინც არ შევიცვალე. ახლაც თვალებს განგებ არ ვახელდი, რადგან ვიცოდი ექიმები მაშინვე კითხვებს დამაყრიდნენ , ამავდროულად არ ვიცოდი როგორ იყო ბექა და დროს ვაჭინაურებდი.
ბოლოს რაღაცის მოლოდინმა ისე დამღალა რომ წამოვიწიე და დანისლული მზერა ოთახს მოვავლე. საავადმყოფოს კედლებს ჰგავდა. ეს ის პალატა იყო, რომელშიც გუშინწინ მე და ბექამ ვიკამათეთ. მუნიციპალიტეტში ვიყავი. იქ, სადაც თავად ვმკურნალობდი პაციენტებს. ფეხები საწოლიდან გადმოვყავი და დერეფანში გავედი. სკამზე ბებია იჯდა და კოპლებიანი ცხვირსახოცით ცრემლებს იწმენდდა.
-ბებიკო... ჩემო ბები...-ტირილით გავიქეცი მისკენ და გულში ჩავეკარი. ამდენი ხნის ნაგროვებმა ცრემლებმა კაბა დაუსველეს დიდედას, მე კი მაინც ვერ ვჩერდებოდი.
-ბექა... ბექა სად არის?-ამოვღერღე საკუთარ თავთან დიდი ბრძოლის შემდეგ და ბებოს საყელოზე მსუბუქად დავექაჩე.
-შენთვის ადგომა არ შეიძლება მაკუნა. გთხოვ, წამოდი შვილო.-ფეხზე წამოდგა დიდედა და პალატისკენ წამიყვანა, მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი.
-არა! ის აქ არის. უნდა ვნახო. აუცილებლად უნდა ვნახო.-გავფართხალდი და მოხუცებულს ხელები შევაშვებინე. მერე სხვა პალატისკენ გავიქეცი და შიგნით შევიხედე. ყველა ოთახი შევამოწმე... არსად არ იყო.
-ბექას მამიდა ავად გახდა მაკა და მასთან წავიდა. ალბათ აღარც დაბრუნდება.-ჩემი შეჩერება ამ სიტყვებით სცადა ბებიამ, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი რომ ეს მტკნარი სიცრუე იყო.
ამასობაში ექიმებიც შემომეხვივნენ გარს. ნათია სახეზე ხელაფარებული რაღაცას ეუბნებოდა ლელას, თუმცა ახლა ამისთვის არ მეცალა. თავს უაზროდ ვაქნევდი და ბექას ვუხმობდი.
-ცოცხალია? ხომ ცოცხალია? ვიცი რომ კარგად არის. მითხარით გთხოვთ...-არ ვჩერდებოდი და დირექტორის ძლიერი მკლავებისგან განთავისუფლებას ვცდილობდი. მერე ჩხვლეტა ვიგრძენი... ოდნავ მეტკინა... ისევ წყვდიადში ჩავიძირე...

დეჟავიუს შეგრძნება დამეუფლა, როცა იგივე ოთახში გავიღვიძე, იმ განსხვავებით რომ საწოლის ბოლოს ბებია იჯდა. ფეხზე შეშინებული წამოხტა, ალბათ ეგონა ისევ ნერვიული შეტევა დამემართებოდა. შეცდა... ამჯერად აღარ მქონდა ძალა, თავი ისევ იმ ტკივილით დამეტანჯა. უაზროდ მივჩერებოდი ჭერს და არ ვინძრეოდი. აღარ ვფიქრობდი... ვცდილობდი ფიქრის გარეშე ცხოვრება მესწავლა. რამდენიმე წამი გავძელი კიდეც მაგრამ მერე... მერე ისევ ბექას უღმერთოდ ლამაზი თვალები გამახსენდა და ბრძოლის უნარი დამიბრუნდა.
ფეხზე სწრაფად წამოვხტი და გარეთ გავვარდი, თან ბებოს მივაძახე:
-ბებო, შენ არ ინერვიულო, მე უკვე გავიზარდე.
თმაგაშლილი და ატირებული ბექას სახლისკენ მივრბოდი და სხვა არავიზე და არაფერზე არ ვფიქრობდი. რამდენჯერმე ტალახშიც ჩავვარდი, მაგრამ არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება, ძალას ვიკრებდი და ისევ ვაგრძელებდი გზას. ეს იყო დღე, როცა მე საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნე. ჩემი მიზანი ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. თუ ადამიანი რაღაცისთვის არ იბრძვის, მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს. ვერც ვერასდროს იპოვის ბედნიერებას, რადგან ამ ბედნიერებას მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ძნელად მოსაპოვებელია. მეც აღარანაირი ბარიერი არ მაშინებდა. თითოეული პრობლემა თითქოს გაუფასურდა, ადვილად გადასალახავი გახდა. უკუნ სიბნელეში გზას რომ მიიკვლევ, ბოლოს და ბოლოს გამოჩნდება ხოლმე სინათლის ნაპერწკალი, მისი გამოჩენისას ხომ უდიდესი სიხარული გვეუფლება, ზუსტად იგივე შემეძლო მეთქვა ბექას სახლის დანახვისას. კარი ღია იყო. სახლის თითოეულ წერტილში ვეძებე მაისურაძე მაგრამ ვერსად ვივაგენი. ძალაგამოცლილი მოწყვეტით დავეცი ძირს და თვალებზე ხელი ავიფარე. მეტის ატანა აღარ შემეძლო. ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ფეხზე წამოდგომის სურვილიც აღარ მქონდა. ისე ღრმად ჩავეფალი სასუწარკვეთილების მორევში, რომც მომენდომებინა, ვეღარ ამოვიდოდი. კედლის კუთხეს მოვეჭიდე და იქვე სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი.
რატომ მიმატოვა? რატომ წავიდა? უკვე დარწმუნებული ვიყავი იმაში რომ კარგად იყო... არც არაფერი სჭირდა, მაგრამ ჩემთან დარჩენა არ მოისურვა. არ ვიცოდი რა მიზეზი მომეძებნა მისი საქციელისთვის. ნუთუ მაშინ რამე არასწორად ვთქვი... შეცდომა დავუშვი... ალბათ სიმართლე არ უნდა მეთქვა, მაგრამ ეს რას ცვლიდა...
ტკივილმა გული შემიკუმშა. თითქოს რაღაც ძლიერ მიჭერდა ხელს, ისე რომ სუნთქვის საშუალებასაც აღარ მაძლევდა. მეგონა მის სახლს თუ გავცილდებოდი ჟანგბადი მომეწოდებოდა. ფეხზე წამოვდექი და ბარბაცით გავედი გარეთ. არაფერი შეიცვალა. ისევ ახალი ცხოვრება იწყებოდა... ახალი გმირებით და ოცნებებით, თუმცა არა... ოცნებას რა აზრი ჰქონდა, თუ მას ასრულება არ ეწერა...

...ორი კვირის შემდეგ...
-ბები მართლა გინდა თბილისში დაბრუნება?-უკვე მერამდენედ მეკითხებოდა დიდედა და ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა.
-ბებო სამუდამოდ კი არ მივდივარ. ახალ წელსაც ჩამოვალ, როცა რამე დაგჭირდება დამირეკე და მაშინვე შენთან გავჩნდები.-ვამშვიდებდი და მის გამხიარულებას ვცდილობდი.
-ეჰ, მაგაზე რომ ვდარდობდე რა მიჭირს. უბრალოდ არ მინდა ამ ტკივილს მარტო შეებრძოლო, გვერდით ახლობელი ადამიანი უნდა გყავდეს რომ შენი ტანჯვა გაინაწილოს, თორემ ასე ვერაფერს გახდები. გგონია აქედან პრობლემებს გაექცევი?
-ძალიან გთხოვ ბებია, ნუღარ მახსენებ წარსულს. უბრალოდ არ შემიძლია ისე უბრალოდ ვიცხოვრო და ჩავუარო ბექა მაისურაძეს სახლს თითქოს არაფერი მომხდარა. აქ ყოფნა ნადვილად ვერ განმკურნავს, ამიტომ ვბრუნდები სახლში.-მტკიცედ განვაცხადე მე.-ახლა წავალ, ჩემს ნივთებს ჩავალაგებ. სამწუხაროა რომ აქ მხოლოდ ერთი თვე დავრჩი.
დიდედამ ერთი ამოიხვნეშა და სამზარეულოში შევიდა. მე კი მოწყენილი ავედი ჩემს ოთახში და საწოლზე ჩამოვჯექი.
-არადა რა ბედნიერი და გალაღებული ვიყავი აქ ჩამოსვლის პირველ დღეს.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და კომოდზე დადებული ხელმოწერილი განცხადება ხელში ავიღე.
''თემა-სამსახურიდან განთავისუფლების თხოვნა''-წაწერილი ჰქონდა უკანა მხრიდან ფურცელს.
''ალბათ სიხარულით მომიწერა ხელი, რაც იქ მუშაობა დავიწყე ყველაფერი ავრიე''-გავიფიქრე და ჩემოდანში ჩავდე იმის საბუთი, რომ მე არავის გამოვუგდივარ და თავად მივიღე ეს გადაწყვეტილება. თბილისში უსაქმოდ დაჯდომა და ისევ სახლში ჩაკეტვა ნამდვილად არ მქონდა განზრახული, იქ უფრო მეტი შესაძლებლობების არსებობა დიდ წარმატებებს მპირდებოდა. ახლა მაინც შევძლებდი დედისთვის მიცემული პირობის შესრულებას, თანაც ახალმა იმედგაცრუებამ ბევრი რამ მეორე მხრიდან დამანახა, გამაძლიერა და ცხოვრება მასწავლა.
დაცარიელებულ თაროებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და ყველა ჩემოდანი დაბლა, მისაღებში ჩავიტანე.
-ხომ არაფერი გავიწყდება მაკა?-მკითხა დიდედამ და მეც უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-არა ბე, ყველაფერი ჩავალაგე.
-დღესვე წახვალ?-ცრემლიანი თვალები მომაპყრო ბებიამ.
-ასე როგორ წავალ. დღეს მაგრად... ძალიან მაგრამ უნდა ჩაგეხუტო, რომ შენი სითბო თან გავიყოლო...-გავუღიმე და ხელები კისერზე შემოვხვიე.-ჩემი მალამო ხარ ბებო, ტკივილს ისე მარტივად მიშუშებ, რომ ჯადოქარი მგონიხარ.
-თუ გინდა ფერია ვიქნები შვილო, ოღონდ შენ მყავდე კარგად და სხვას არაფერს ვთხოვ ღმერთს.-პირჯვარი გადამწერა მან და ჩემოდნები გვერდით მიაწყო.
-ბები, ქადახაჭო გამომიცხე რა..-ვთხოვე და ისეთი თვალებით შევხედე, უარის თქმის ყველანაირი შესაძლებლობა რომ მომესპო, თუმცა ეს არც მჭირდებოდა. ჩემი ბედნიერებისთვის ბებია სიცოცხლესაც არ დაიშურებდა.

გემრიელად მივირთმევდი ქადახაჭოს და თან საქებარი სიტყვებით ვამკობდი ჩემს გურმან ბებიას.
-რაჭული სამზარეულო არასდროს დამავიწყდება. ისე ამ გემრიელობის გაკეთება მეც უნდა ვისწავლო.-საზეიმოდ გამოვაცადე და ამაყად ავწიე თავი. ბებიამ მხოლოდ თავი დამიქნია, უკვე შუაღამე იყო და თვალები ეხუჭებოდა.
-აუუ, გეძინება უკვე?-მოვიწყინე მე.
-არა შვილო, ჯერ არა...-დიდის ამბით უარყო ბებიამ.
-მოდი ამ ღამით ერთად დავიძინოთ.-ხმამაღლა შევძახე ჩემი იდეით კმაყოფილმა.
-დავიძინოთ... ხო, ხო, დავიძინოთ...-მაშინვე ფეხზე წამოხტა დიდედა და ორივე ერთად შევედით მის საძინებელში.
რამდენიმე წუთში ჩახუტებულები ვიწექით საწოლში და ტკბილ სიზმრებს ვხედავდით...

.......................................................
სულ მალე დასრულდება ''რაჭა ჩემო სიყვარულო''...
ამ ისტორიაში სიყვარულზე დიდ მნიშვნელობას რაჭას ვანიჭებდი, ვცდილობდი მის კულტურაზე, ბუნებაზე გამემახვილებინა ყურადღება... ხო, კიდევ... მე რაჭას სიყვარულის კუთხედ ვთვლი.
ასე ორი თავი დარჩა და ბოლოს და ბოლოს ფარდაც დაეშვება.
ველოდები თქვენს შეფასებებს...
სიყვარულით სოფიკო <3
პ.ს. წინ ძალიან დაძაბული ნაწილი გელოდებათ... დააფიქსირეთ თქვენი აზრი და თქვენგან მოცემული სტიმული უფრო მალე დამადებინებს შემდეგ თავს =D



№1 სტუმარი sofiii

Rachas siyvarulis kutxes vedzaxio...mec zustad magas vedzaxi chemo sofo...
Am motxrobis kitxvisas mec gamichnda survili rachaze da rachvelze damewera...tan obieqtic myavs chemi cxovrebis mtavari siyvaruli,chemi rachveli datvi ;)
P.s.sad gaqra maisuradze vr vxvdebi,ra kurdgelivit gaipara makaterines cxovrebidan. .
Imedia seriozuli mizezi eqneba, torem makaterrines adgilze ar vapatiebdi.......

 


№2 სტუმარი lizazu

რაღაც ვერ მივხვდი, ამ ბიჭს რა დაემართა, ან ცუდად რატო გახდა ან რატო წავიდა no

 


№3 სტუმარი sofiii

Sofikooooo.. aba shen iciii ar daashoro es wyvili.
veli shemdeg tavebs...
warmatebebiiiii....
p-t SOFOMAS <3

 


№4  offline მოდერი sopiko

sofiii
Rachas siyvarulis kutxes vedzaxio...mec zustad magas vedzaxi chemo sofo...
Am motxrobis kitxvisas mec gamichnda survili rachaze da rachvelze damewera...tan obieqtic myavs chemi cxovrebis mtavari siyvaruli,chemi rachveli datvi ;)
P.s.sad gaqra maisuradze vr vxvdebi,ra kurdgelivit gaipara makaterines cxovrebidan. .
Imedia seriozuli mizezi eqneba, torem makaterrines adgilze ar vapatiebdi.......

sofiii
Sofikooooo.. aba shen iciii ar daashoro es wyvili.
veli shemdeg tavebs...
warmatebebiiiii....
p-t SOFOMAS <3

გპირდები, იმედებს არ გაგიცრუებ <3 მადლობა გულწრფელი შეფასებისთვის. ყველაფერს შემდეგ თავში

lizazu
რაღაც ვერ მივხვდი, ამ ბიჭს რა დაემართა, ან ცუდად რატო გახდა ან რატო წავიდა no

შემდეგ თავში ყველაფერს გაიგებ. მიხარია რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent