დაუვიწყარი (34)
იგივე ოთახში გამეღვიძა.. თავი საშინლად მქონდა დამძიმებული, ძვლები მიცახცახებდა და კბილები მიღრჭოდა.. თავს კონტროლს ვერ ვუწევდი, ზუსტად ისე, როგორც ნარკოტიკის მერე.. შევეცადე და თავი ოდნავ წამოვწიე ბალიშიდან.. სიმძიმემ ისევ უკან დამაგდო.. თვალები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, გამოფხიზლებას ვცდილობდი.. თუმცა, ფხიზლად ვიყავი, მაგრამ რაღაცამ ენერგია გაწურა ჩემგან.. -გაიღვიძე? ხანში შესული, თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა ოთახში.. თვალები გავახილე, დადასტურება მინდოდა, მაგრამ ვერც ტუჩების ამოძრავება მოვახერხე.. წესით, უნდა შემშინებოდა, მაგრამ შიშის ძალაც არ მქონდა.. ახლაღა დავუკვირდი, რომ ვერაფერს ვგრძნობდი.. ვერც საშინელ ტკივილს გულში, ვერც სიცარიელეს სულში.. მესიამოვნა კიდეც.. -არ ინერვიულო, ამ წამალს ასეთი შედეგი აქვს.. ხშირად მოგიწევს გაკეთება.. მინდოდა მეკიტხა რატომ, მაგრამ ნაკვთების დაჭმუჭვნის გარდა, ვერაფერი მოვახერხე.. ამასაც დიდი ენერგია დასჭირდა.. -რატომ?? მიმიხვდა.. -ფსიქიკა გავს დაზიანებული, მოდუნებაში და ძალების აღდგენაში დაგეხმარება.. არაფერი მომიმოქმედებია, ან რა უნდა მექნა.. მომქონდა ასე ყოფნა, არაფერს ვგრძნობდი.. მშვიდად ვიყავი, თითქოს გონება ამომირეცხესო.. რამდენიმე საატი ასე ვიწექი, არც მქონდა გაქანების სურვილი.. თავს დაცულადაც კი ვგრძნობდი.. მაგრამ მერე ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ დაიწყო ენერგიამ მოზღვავება.. ჯერ თვალის დახამხამებისგან მოყენებული ტკივილი განელდა, მერე თითები გამიმაგრდა და საბოლოოდ, სხეულის სრულფასოვნად აღქმა შევძელი.. -ანასტასია, წამოდგომას შეძლებ? ოთახში დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი შემოვიდა, ოთხთვალა ეტლი შემოაგორა.. -შევეცდები.. საწოლზე თავისუფლად წამოვჯექი და ცალი ფეხი გამოვაცურე საბნიდან.. ახლაღა შევამჩნიე, რომ ღია ცისფერი პერანგი მეცვა.. ეტლი საწოლთან მოაგორა, ფრთხილად ჩავჯექი.. -სად მივდივართ? ვკითხე, როცა ეტლი ოთახიდან გაიყვანა.. -მოსასვენებელ ოტახში, ცოტას დაისვენებ და მერე ისევ წამლების მისაღებად დაგაბრუნებთ პალატაში.. -კარგით.. თავი დავუქნიე, დასვენება არ მაწყენდა.. ორ დიდ, თეთრ კარებთან გაჩერდა, კარს ხელი მიკრა და ინერციით შეაღო.. ეტლი შეაგორა.. გაკვირვებული ვუყურებდი იქ მყოფთ, ჩემზე გაცილებით ხანდაზმულები იყვნენ.. ზოგი გაშტერებული იჯდა, ერთი ქალი კუთხეში იდგა და ტიროდა.. ჩემს წინ დაახლოებით ორმოცი წლის კაცი მოფოფხდა, თმებზე ხელი მომქაჩა, გადაიხარხარა და ისევ ფოფხვით წავიდა სხვებთან.. -სად ვარ? შეშინებული შევბრუნდი კაცისკენ, რომელმაც აქ მომიყვანა, ავკანკალდი, როცა ვერსად დავინახე.. -გოოგოოონაააა ვიღაც ქალი მოვიდა და სახეზე დამიწყო ხელების სმა, მერე თმებზე გადავიდა.. -მათხოვე თმები, გოგონააა ბოხი ხმით საუბრუბდა, უფრო სწორად, ბღაოდა.. შიშისგან გაშეშებული ვიყავი, ახლაღა მივხვდი სად ვიმყოფებოდი.. საგიჟეთში ! -გთხოვთ ქალბატონო.. ხელები ხელებზე მოვკიდე და ოდნავ გავაწევინე.. -უზრდელო !! აგრესიული გახდა, ახლა ლოყებზე მჩქმეტდა და თმებსაც მწიწკნიდა.. -დამეხმარეთ ! ვყვიროდი, მაგრამ არავინ მაქცევდა ყურადღებას, ეტლიდან გადავბობღდი, შიშიგან ცრემლები მომდიოდა.. -გთხოოვთ ! ვკიოდი, არავინ მოდიოდა საშველად.. ფანჯარაზე კაკუნი გავიგე, სწრაფად გავიხედე.. -თორნიკე! ვიკივლე, ქალი მოვიშორე და ფანჯარას მივვარდი.. -თოკო ! თორნიკე! ხმას ვუმატებდი, ფანჯარაზე ვაბრახუნებდი რომ ყურადღება მოექცია.. -ანასტასია ! სწრაფად, დამამშვიდებლები ! უკნიდან ვიღააც მომახტა.. -თორნიკე !! კვლავ განვაგრძობდი ღრიალს, არ მინდოდა აქ ყოფნა ! ჩემი ბიჭი ჩემს წასაყვანად იყო მოსული, ისინი კი წასვლის საშუალებას არ მაძლევდნენ.. -ანასტასია! ეს მხოლოდ მინების მწმენდავია ! არანაირი თორნიკე აქ არ არის ! მეუბნებოდნენ და თან ხელის დაკავებას ცდილობდნენ, მაგრამ მე მაინც ვიკლაკნებოდი.. -არა, ჩემი თორნიკეა! ჩემი თვალებია ! ვყვიროდი და კაცს ვაკვირდებოდი, რომელიც ფანჯრებს გარედან წმენდდა.. სახეზე ნიღაბი ჰქონდა აფარებული, მხოლოდ თვალები უჩანდა, მაგრამ მე ხომ ვხვდებოდი.. მე ხომ ვიცოდი, რომ ეს ჩემი ტვალები იყო.. ჩემი თბილი, ღრმა, ნათელი, დაუვიწყარი თვალები.. ფიქრები ტკივილმა გამიფანტა, რომელიც ნემსის შესობამ გამოიწვია.. -არ ყოფნის, ვერ ვამშვიდებთ ! ელექტროშოკი ! ყვიროდნენ, არადა მე უკვე უმოძრაოდ ვეგდე რომელირაც ექიმის მკლავებში.. თვალცრემლიანი ვუყურებდი კაცს, რომელიც თვალსაც კი არ აპარებდა ჩემსკენ.. ნუთუ შევცდი.. ნუთუ შემეშალა.. ისევ დაარღვია პირობა და ისევ მარტო დამტოვა გასაჭირის დროს.. -სწრაფად გადაიყვანეთ სკამთან ! ბრძანება გასცა ერთ-ერთმა.. -არ მჭირდება.. დავამშვიდე და გავიმართე, მაგრამ გათავისუფლების საშუალება არ მომცეს.. ხელმეორედ დამარჭვეს ნემსი. __________________________________________ ამჯერად ბნელ ოთახში გავიღვიძე, ტავს უხერხულად ვგრძნობდი და გასწორება დავაპირე, მაგრამ რაღაცამ დამიჭირა... საკუთარი თავი ავათვალიერე.. დიდ, ყავისფერ სკამზე ვიყავი მიბმული.. მუცელიც, მტევნბებიც, მკლავებიც და ფეხებივ რაღაც მავთულებით მქონდა მიჟაჭვული.. ციოდა, თითები გაყინული მქონდა, მით უმეტეს, ფეხშიშველიც ვიყავი. -გამოფხიხლდა, დროზე ! ისევ იმ ბოხმა ხმამ გასცა განკარგულება.. „ტკაც“ გავიგე რაღაც ხმა და.. საფეთქელში რაღაც გაწყდა, მერე ყელში.. თვალის გუგები გამიფართოვდა და დამეჭიმა, ცოტაც და გასკდებოდა.. თითები დაჭიმული მქონდა, ვერ ვამოძრავებდი.. კანი შიგნიდან იკაწრებოდა, იწელებოდა, იკუმშებოდა, იფლითებოდა.. გულისცემა ათიათასჯერ უფრო იყო აჩქარებული.. თითქოს ტვინი გაითიშა და თვალები ფოტოკამერის მსგავსად, ფირზე აღბეჭდავდნენ იმას, რასაც ვუყურებდი. მუცელს ერთ წერტილში ტავმოყრილი რაღაც ამოუცნობი ძალა ღრღნიდა, გლეჯდა.. მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა, რაღაც მორევი მიტრევდა და ვგრძნობდი, რომ ამ მორევიდან ამოსვლაში არავინ დამეხმარებოდა.. ენამ უკან გადასვლა დაიწყო, ვცდილობდი დამეკავებინა, მაგრამ აომაოდ.. რაღაც უკან ექაჩებოდა და მიათრევდა, გაშტერებული თვალებით ვითხოვდი შველას.. არ მახსოვს, მეტი არაფერი მახსოვს.. მახვსოვს მხოლოდ ის „ტკაც“.. *** ისევ იმ თეთრ ოთახში გამეღვიძა.. იმავეს ვგრძნობდი, რასაც წინა დღეს, ანუ საერთოდ არაფერს.. მაგრამ გუშინდელისგან განსხვავებით, ეს შეგრძნება არ მომწონდა.. წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ძალა არ გამაჩნდა ამისთვის, მინდოდა მეყვირა და შველა მეთხოვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერც ამას ვახერხებდი.. რა უნდა გამეკეთებინა, გაუნძრევლად ვიწექი და ველოდი, როდის შემოაღებდა ვინმე პალატის კარს.. ზუსტად მაშინ, როცა მოღონიერება დავიწკე, კარები გაიღო და სამი თეთრხალათიანი შემოვიდა ოთახში.. პირბადეები ეკეთათ, თან რაღაც გორგოლაჭებიანი მაგიდა შემოიყოლეს, წამლებით გატენილი.. -აბა, გამოფხიზლდი? მკითხეს ისე, ვითომც არაფერი იცოდნენ.. ისევ იგივე შეგრძნება დამეუფლა, მეგონა, რომ ყველაფერს მიკონტროკლებდნენ.. იცოდნენ, როდის ვახელდი თვალს, როდის ვგრძნობდი ენერგიას და ასე შემდეგ.. ჩემი ყურადღება, უკან მდგომმა ექიმმა მიიაქცია.. ცდილობდა, წინ მდგომებს ამოჰფარვოდა, ?თითქოს არ უნდოდა, რომ დამენახა.. ღმერთო, ისევ ის.. ნუთუ მართლა გავგიჟდი.. არა, არა, შეუძლებელია ეს ყველაფერი უბრალოდ მეჩვენებოდეს.. ჩემი თვალებია, მხოლოდ ჩემი.. ჩემი ბიჭის.. თვალი თვალში გამიყარა, როცა ჩემი დაჟინებული მზერა შეამჩნია, თავი გააქანა, თითქოს რაღაც მანიშნაო.. გული ამიჩქარდა, სხეულს ძვლივს ვიმორჩილებდი, რომ არ მივვარდნოდი და არ ჩავხუტებოდი.. რეაქციები აშკარად შესამჩნევი იყო, კიდევ ერთხელ გააქანა თავი.. გამახსენდა რა მოხდა გუშინ.. თავი ხელში ავიყვანე და დავმშვიდდი.. -თავს როგორ გრძნობ? მკითხა წინ მდგომმა, თან ამპულიდან რამდენიმე აბი გადმოყარა და მომაწოდა.. -არაჩვეულებრივად.. გავუღიმე, თორნიკეს თვალს არ ვაშორებდი.. ჰო, ჰო, თორნიკე იყო ! ჩემი ბიჭი ! უეჭველად ვიცოდი, რომ არც გუშინ მომლანდებია.. -ეს დალიე. აბები ღიმილით გამომიწოდა ისევ იმან, ვინც წინა შეკითხვები დამისვა. აბები პირთან მივიტანე, თორნიკემ ისევ მსუბუქად გააქნია თავი.. დავუჯერე, ტაბლეტები ენის ქვეშ ამოვიდე, არ გადავყლაპე.. -აბა, პირი გამიღე. ახლა მეორე მომიახლოვდა, პირი გავუღე, ღიმილით დამიქნია თავი. -ჭკვიანი გოგო ხარ. მეც ღიმილითვე ვუპასუხე.. -გაგა, ნემსი მომაწოდე.. უთხრეს თორნიკეს -ეს წამალი უფრო დაგამშვიდებს.. ღიმილით მიხსნიდნენ, ავნერვიულდი, ისევ ჩემს მხსნელს შევხედე.. თავი ღიმილით დამიქნია და თითი ქყლის ბოთლს მიადო.. გამეღიმა, თამამად გავშალე ხელი.. სითხე ვენაში შეუშვეს.. -ცოტა ხანში მოგეძინება, წამლის ეფექტია.. თავი დავუქნიე და სანამ ისინი სხვა წამლებს ამზადებდნენ, მთქნარება დავიწყე. -დაიძინე, დაიძინე. ღიმილით მითხრეს.. არ მინდოდა დამორჩილება, თვალები რომ დამეხუჭა, თოკოსაცც გაიყვანდნენ.. მე კი ისე მენატრებოდა.. ვერ დავუშვებდი, რომ ასე ახლოს მყოფი წასულიყო ჩემგან.. -არ მეძინება. მშვიდად ვთქვი,თორნიკემ წარბები შეკრა.. ვერც მას დავუჯერებდი, მისი ნახვა მინდოდა, მჭირდებოდა ! -ეს აბიც დალიე. კიდევ ერთი მომაწოდეს, ისიც იქ დავიტოვე, სადაც დანარჩენი ორი. თორნიკემ თვალები დახუჭა, მანიშნა დაიძინეო..დავემორჩილე, მეგონა, რომ მოგვიანებით შემოვიდოდა.. ღრმად ამოვისუნთქე და საბანში კარგად მოვთავსთდი.. -ტკბილი ძილი ანასტასია. დამაჟრიალა.. მგონი პირველად მომმართა სახელით.. მისი ხმაც კი მომნატრებია, ხრინწიანი, ბოხი.. მენატრებოდი მისი ნათქვამი „მიყვარხარ“, მისი მომართვა- პატარავ.. მისი თბილი, დიდი მტევნები, რომლებშიც ჩემი სახე თავისუფლად ეტეოდა.. -გმადლობ.. წარმოვთქვი, მაგრამ იმდენად ჩუმად, რომ ჩემი ხმა მე ძვლივს გავიგე.. საბანი სახეზე ავიფარე და აბები ჩუმად გამოვიღე პირიდან, ბალიშის ქვეშ შევაცურე, რომ გავიდოდნენ, მერე გადავყრიდი.. ვერ მივხვდი, ისე ჩამეძინა.. გავითიშე.. ***************************************************************************************** -ძალიან კარგი, ვერაფერს ხვდება.. -გუშინდელის მერე, კიდევ საღად აზროვნებს.. -მთავარია ვერ მიხვდეს, რომ თორნიკე არ ხარ.. -დარწმუნებულია, რომ მისმა პრინცა მოაკითხა.. ყველა მითითება შეასრულა. -ჰოდა, ლუკასაც ზუსტად ეს უნდოდა.. -ლუკაზე გამახსენდა, გუშინ საღამოს მერე, აღარ შეგვხმიანებია.. -ეგ ცოტა გასაკვირია, მაგრამ ალბათ დღეს დარეკავს.. -იმედია. ************************************************************ თვალები იმ იმედით გავახილე, რომ თოკოს დავინახავდი.. შევცდი.. წამოვჯექი და თეთრ კედლებს მოვავლე თვალი.. ეს სითეთრე უფრო მეტ სიცივეს მატებდა ოთახს, არ მომწონდა აქაურობა... ყოველ წუთას უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი იმაში, რომ აქ ჩემდა სასიკეთოდ არ მოვუყვანივართ.. ვიღაცას ჩემი გაგიჟება, ჭკუიდან შეშლა უნდოდა.. რა თქმა უნდა, ვიცოდი ამ ვიღაცის ვინაობა.. ლუკა.. ჯერ მამა მომიკლა, მერე შვილი.. ღმერთო, ჩემი შვილი.. ხელი მუცელზე მოვიკიდე.. „ნეტავ თორნიკე მალე შემოვა? ალბათ ელოდება, როდის მოადუნებენ ყურადღებას.. გაგიჟდება, როცა ბავშვის ამბავს გაიგებს...“ ვფიქრობდი ჩემთვის, დრო გამყავდა.. -როგორ გეძინა? ოთახი ამჯერად მედდამ შემოაღო, ხელში შპრიცი ეკავა.. -ამდენი წამალი რასი მჭირდება? გავბედე და ვკითხე.. -ანა, შენ ბავშვი დაკარგე.. ჩვიდმეტი წლის ხარ, ორგანიზმა დიდი სტრესი გადაიტანა.. ნივთიერებების ცვლაც დაგიზიანდა, ამ ყველაფრის აღდგენაა საჭირო.. -კარგით.. თორნიკეს ნდობით აღჭურვილმა, კვლავ თამამად მივეცი ნემსის გაკეთების უფლება.. -თავი ხომ არ გტკივა? ან გული ხომ არ გერევა? -არა.. თავი გავაქანე.. -ძალიან კარგი, ანუ ელექტროშოკს უკუჭვენებები არ მოჰყოლია.. მისთვის ჩაინიშნა რაღაც და გასვლა დააპირა, როცა შევაჩერე.. -აქედან როდის გამიშვებთ? -ჯერ ვერა.. არც მობრუნებულა, ისე მიპასუხა.. -გუშინ ის საშინელება რატომ გამიკეთეთ? შეკითხვა არ ესიამოვნა, გაშეშდა, მაგრამ მაინც არ მისწორებდა სახეს. -ვერ გაგაჩერეთ.. მიპასუხა რამდენიმე წამში. -კარგად მახსოვს, ვთქვი არ მინდათქო, გნებდებოდით.. -არა ანა ახლაღა მომიბრუნდა, მისი გაყინული თვალები მომანათა და ასეთივე გაყინული ხმით დამიწყო ახსნა: -შენ ბევრი რამ არ გახსოვს.. მაგის შემდეგ, რამდენჯერმე წამოიკივლე, ხელ-ფეხს აფართხალებდი და წიოდი.. -მართლა? სახე შემიწუხდა.. -ჰო ანა. ისე მიპასუხა, თითქოს, მართლა წუხდა, მერე გამიღიმა და სწრაფად დატოვა ოთახი.. ისევ თორნიკეს ლოდინს ვაგრძელებდი.. დაღამდა.. თუმცა, ჩემს ოთახს ფანჯარა არ ჰქონდა, ამიტომ შეიძლებოდა გათენებულიყო.. არც საათი ეკიდა არსად, თეთრი, მოშიშვლებული კედლები იყო, ასეთივე თეთრი თეთრეულითა და თეთრი ავეჯით.. ლოგინი კუთხეში იდგა, გვერდით პატარა ტუმბო, მეორე კედელზე თარო იყო მიჭედებული.. მორჩა.. კარი გაიღო, გული შემიქანდა.. -უნდა დაიძინო, აუცილებელია.. მითხრა იგივე მედდამ და შუქები გამორთო.. სიბნელეშიც ველოდებოდი.. როგორ მოვხუჭავდი თვალს, როცა ვიცოდი, რომ ჩემი შაბი ბიჭი ასე ახლოს იყო ჩემთან.. ---------------- მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით თითოეული კომენტარიშტვის. ბევრმა შეიძულა(შემიძულა) იმის გამო რომ მოვლენები ასე წავმართე, შიძლება მკითხველიც დაეკარგა, მაგრამ ეს ჩემთვის მეორე ხარისხოვანია. არავის არ ვაკრიტიკებ, რათქმაუნდა ასეთი ისტორიის წერისას დადებითთან ერთად უარყოფითი კომენტარებიც წამოვა..უბრალოდ დაფიქრდით, მეტისმეტი ინტრიგააო რომ ამბობთ.. ყველაფერი ზღაპრულად რომ ამეღწერა უფრო კარგი იქნებოდა? უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ მე ვწერ ისტორიებს რომელიც რეალობასთან ასოცირდება და არა ზღაპრებს სადაც ყველაფერი კარგადა.. დიდი მადლობა ამას კიდევ ბევრჯერ გეტყვით და ერთგულო მკითხველნო მიყვარხართ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.