შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია N3


20-09-2015, 19:06
ავტორი charkvianianna
ნანახია 2 371

ჩემი და სანდროს ურთიერთობა საგრძნობლად გაუარესდა. დემეტრეს გამოჩენამ ყველაფერი 360 გრადუსით შემოაბრუნა. იმედგაცრუებული ვიყავი იმით რომ სანდროს ჩემი დაცვა არ შეეძლო, დემეტრე კი შეიძლებოდა ყოველ წამს გამოჩენილიყო.
ყველაფერი "დავიკიდე". ბარში წავედი და ბევრი დავლიე. არავის და არაფერს ვაქცევდი ყურადღებას იქამდე, სანამ უსიამოვნო შეხება არ ვიგრძძენი.
მდელი ძალით ვეცადე ამაზრზენი არსება მომეშორებინა, ტუალეტისკენ მიმათრევდა და პირზე ხელს მაფარებდა. ვკიოდი, მაგრამ ჩემი ხმა არავის ესმოდა. სასოწარკვეთამ მომიცვა, ხელფეხს ვურტყამდი, შიშისგან ერთიანად ვცახცახებდი. ის უფრო და უფრო მიჭერდა უშველებელ ტორებს და უმოწყალოდ მტკენდა სხეულის ყველა ნაწილს.
-გამიშვი ცხოველო
გამიშვი, მიშველეთ
-ჩუმად, ჩუმად, რა გაკივლებს, გესიამოვნება
ზედა ტანი შემომახია და მკერდზე კოცნა სცადა, როცა უეცარმა ძალამ უკან გასწია და სარკეს მიანარცხა.
ვეღარაფერს ვარჩევდი.
ჩავიკეცე. ისტერიულად ვტიროდი. მერე ნაცნობი ხმა გავიგონე. თითქოს გული გამიჩერდა. იმ წამს მოვკვდი, დემეტრე იმნაძის მზერას რომ შევეჩეხე. ასეთი არასდროს მინახავს. სიბრაზისგან ერთიანად ანთებულიყო. ღრმად სუნთქავდა. თვალებს ველურად აცეცებდა.
ქურთუქი მომახვია. მინდოდა წამოდგომა, მაგრამ სასმელმა, სტრესმა იმოქმედა და ფეხებში ძალას ვერ მოვუყარე თავი. მის მკლავებში მოწყვეტით ჩავეშვი და გავითიშე.
ახალგაღვიძებულს სასიამოვნო სუნამოს სუნი მეცა. მანქანის სავარძელზე, ქურთუკში, თბილად ვიყავი მოკალათებული. წყნარი მუსიკა იყო ჩართული, და საშინელი თავის ტკივილი რომ არა, იქაურობა იდეალური იქნებოდა.
დემეტრეს შევხედე.
ის გზას უყურებდა.
ფრთხილად გამოაპარა მზერა ჩემსკენ.
უცნაური იყო, თავის თავს არ გავდა, თვითდაჯერებულობა და ჩვეული სარკაზმი სადღაც გამქრალიყო.
ის... ისეთი სრულყოფილი იყო იმ წამს.
კისერზე და ხელზე ძარღვები გამოკვეთილად ეტყობოდა, ალბათ სიბრაზის გამო.
ჩემთვის აუხსნელი მიზეზით, სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა.
-ჩემი ხელით მოგკლავ, ოდესმე კიდევ თუ დალევ.
მთელი სიმკაცრით მითხრა, მაგრამ მაინც ვიგრძენი თბილი ტონი
-იქ საიდან გაჩნდი?
-ნუ მისვამ კითხვებს
-თუ მაინტერესებს?
-შენი პრობლემაა.
მოკლედ მომიჭრა.
ახლაღა მივხვდი, ეს საუცხოო სუნი მის ქურთუკს ასდიოდა.
დემეტრეს სუნი...
გული ამიჩქარდა.
შეამცნია ჩემი შეცვლილი დამოკიდებულება. ის კი ისევ ისეთი იყო. უხეში, მხოლოდ, სხვანაირი თვალებით.
უნებურად მკლავზე მოვისვი ხელი, დაწითლებული მქონდა.
-გტკივა?
-ცოტა
ხმადაბლა ვუპასუხე
-სიამოვნებით ამოვხდიდი სულს წამებით
-რა უქენი?
-ერთი ორი მოხვდა
-გონზე იყო?
-კი
-დემეტრე
-გისმენ, ნია
-რატომ მეხმარები?
-ნებისმიერს დავეხმარებოდი. გოგო ხარ და ეგეთ ადგილებს უნდა ერიდო.
გავჩუმდი. მეწყინა რომ ყველაფერი შემთხვევითობა ყოფილა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ტირილი მინდოდა, ჯერ კიდევ მიჭირდა მომხდარის გააზრება.
მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა
-დიდი მადლობა. ყველაფირსთვის
ქურთუკის გახდა დავიწყე
-გეცვას, ნახევრად შიშველი ვერ შეხვალ სახლში.
-ტანზე დავიხედე. სულ მთლად შემოხეული მქონდა ტანსაცმელი. მერე გავაცნობიერე, რომ დემეტრეს არც ერთხელ შემოუხედავს უხერხულად. გამეღიმა.
-კარგი
კარი გავაღე. უკვე გარეთ ვიდექი
-დემეტრე ერთ წამს
-გისმენ
-ქურთუკს... ხომ დაგიბრუნებ?
-რა თქმა უნდა, ნია
გამიღიმა.
მერე დაძრა და ქუჩის კუთხეში გაუჩინარდა.
მე მისი სუნით გაჟღენთილი დიდხანს ვიდექი ზღურბლზე, მერე კი ფიქრებით დამძიმებულმა შევაბიჯე სახლში და ჩუმად ავირბინე კიბეები.
ჩემი საძინებლის კედელზე ჯერ კიდევ გარკვევით ჩანდა მისი ინიციალები.
ემოციებისგან გადაღლილს, მალევე ჩამეძინა და იმ ღამით პირველად დამესიზმრა.
როგორც ჩვეოდა, ისევ გაქრა.
მე კიდევ სულ მასზე ვფქირობდი. როგორი სიგიჟეც არ უნდა იყოს, მენატრებოდა.
"რათქმაუნდაო" მიპასუხა და გაქრა. უაზრო ფიქრებთან დამტოვა.
სკოლაშიც ყველამ მიივიწყა დემეტრე.
მახსოვს, წვიმდა.
ანტრეში შევედი, ნინი მელოდებოდა. მთელ ტანში ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, მერე კი ერთიანად ავცახცახდი.
დემეტრე იქ იყო.
ოღონდ მარტო არა.
წელზე ხელს უსვამდა...
ღმერთო.
ის გოგო ისეთი ლამაზი იყო.
ხელები გამეყინა. ღრიალი მინდოდა. ვოცნებობდი არ დავენახე, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ, პირდაპირ მის მზერას შევეჩეხე.
გამიღიმა როგორც ყოველთვის. "თავისი გოგო" მაგიდასთან დატოვა და მომიახლოვდა.
ალეწილი ვიყავი.
ნაძალადევად გავუღიმე.
-ქალაქის პრინცესა ნია ჯაფარიძე!
-გადამგდები დემეტრე იმნაძე.
-რაო, მოგენატრე?
-მსგავსი არაფერი.
-მე მომენატრე, ნია. გოგოსთან ერთად რომ არ ვიყო, დაგპატიჟებდი. ან თუ გინდა, სამივე დავ...
-გეყოს
მოკლედ მოვუჭერი. უნდა წავიდე მე.
-ეხლა არ მოხვედი?
-მეჩქარება
-ალბათ დაგირეკეს და ვერ შევამჩნიე
-ხო
-რა ბავშვი ხარ, ნია
-დროებით
კარგი გამოვიჯახუნე და სწრაფად გამოვედი.
მეზიზღებოდა. მთელი არსებით მეზიზღებოდა ერთადერთი ბიჭი რომელიც ჩემს წინაშე არანაირ ინტერესს იჩენდა.
***
ორი თვე გავიდა.
სანდროს ოფიციალურად დავშორდი, ისეთი ლაჩარი აღმოჩნდა, ერთად გატარებული თითოეული წამი სანანებელი გამიხადა.
მისგან...
არანაირი მესიჯი, ზარი.
არანაირი სკოლაში მოსვლა.
შორიდანაც არ მომიკრავს თვალი.
სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოს ბნელი სიღრმიდან რომ მომესმა ხმა და სიგარეტის ცეცხლისფერი მოყვანილობა შევნიშნე
-ნია
მილიონ ხმაშიც გავარჩევდი ამ ერთს. ხრინწიანს, მკაცრს და ამავდროულად სითბოთი გაჟღენთილ ტონს.
მიყვარდა როგორ წარმოთქვამდა "ნიას".
-დემე...
შეცბუნებულმა და გახარებულმა დავუძახე.
მის სიახლოვეს თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი.
-დემე დამენახე რა
ვთხოვე.
ისე მენატრებოდა. ისე.
ლამპიონის შუქზე გავარჩიე მისი უნაკლო სახის მოყვანილობა. განიერი მხრები. დგომის მანერა.
უჩვეულო იყო.
სევდიანი.
დამფრთხალი.
შრამი ჰქონდა, ახალი, მარცხნივ, მთელი საფეთქლის გაყოლებაზე.
მოდი აქ, ნია.
ხმადაბლა თქვა. ჩემსკენ წამოვიდა, ადგილზე გავშეშდი.
მკლავებში მომიქცია. თითქოს, ჩემში შემოვიდა. გულზე მიმიკრა, თმაზე მკოცნიდა.
ორივე ხელი წელზე შემოვხვიე.
ისეთი ბედნიერი ვიყავი. ისე მენატრებოდა ეს სუნი, ეს ხმა. ისეთი ტკბილი იყო პირველი, დიდხანს ნანატრი ჩახუტება.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე, გაუნძრევლად, სიჩუმეში.
ჩემი იყო და მისი ვიყავი. სიტყვებს არ ქონდა აზრი, უთქმელად ვიცოდით ამ ჩახუტების მნიშვნელობა
უკან დაიხია. მე ისევ მივეკარი, არ გავუშვი.
-დემე, დემე
ვჩურჩულებდი და სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. ცერა თითით მომწმინდა, მერე ლოყაზე მაკოცა. მისმა ტუჩებმა ჩემს თვალებზე გადმოინაცვლეს, ნიკაპზე, ტუჩის კუთხეში, მერე... ჩემი ტუჩები იპოვეს.
ისე მკოცნიდა, თითქოს ჰაერი ვიყავი და იხრჩობოდა.
ასეთი ტკბილი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია.
-ეს დღე არ დაგავიწყდეს ნია.
შემეშინდა, ხმა ვერ ამოვიღე.
-და არც მე დაგავიწყდე.
-წასვლას აპირებ?
ძლივს ვუთხარი.
-ჩშშ... არ იტირო ნია.
-მითხარი აპირებ?
-ჩუუ
ისევ გულზე მიმიკრა.
-დემე, არ ვიცი სად ხარ ხოლმე, რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ. საერთოდ არც ის ვიცი ვინ ხარ. უბრალოდ ვიცი რომ შენთან მინდა ყოფნა. შენს გვერდით. ყველგან, სადაც არ უნდა იყო და ვინც არ უნდა იყო.
-ვერ იქნები ჩემთან, ნია
-რატომ?
გაჩუმდა. ყველა ემოციამ ერთად მოიყარა ჩემში თავი და მეგონა საუკუნოდ გაიწელა განაჩენის მოლოდინში დასადგურებული დუმილი.



№1  offline წევრი Tekla99

ძალიან მაგარია ^^ ერთმანეთზე რომ გიჟდებიან და მაიმც ესეთი მიუწვდომლები რომ არიან ერთმანეთისთვის. ძან საინტერესოა <3

 


№2  offline წევრი სპენსერი

ძაან დამაინტრიგეე მალეე დადეე რაა უზომოდ მომწონსსსსსსსსსსს love smile

 


№3  offline წევრი Deffy

კარგად წერ
--------------------
if you love someone, you tell them. Even if you are scared that it will burn your life to the ground, you say it and you say it loud.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent