ვნება აშლილნი ..6..
მეგიმ კითხვის ნიშნით გახედა ბექას არ მოეწონა მისი იდუმალი გამოხედვა. მან კი ჩუმად უჩურჩულა: -იცოდე ხმა არ ამოიღო და არაფერი შეგეტყოს- ბებოც გამოვიდა სამზარეულოდან ცხელი ხაჭაპურიც ხელში. -ბებო მოდი ერთ წამს ჩამოჯექი -ისევ გაუმეორა ბექამ -კი ბებო გენაცვალოს-მის წინ დივანე ჩამოჯდა და ბექას მიაჩერდა -ბებო ცოლი მომყავს.-პირდაპირ და შესავლის გარეშე უთხრა. -რატო ბებო? - რა რატო ნუნუკა? ცოლი რატო მოყავს ადამიანს არ იცი? ცოლი მინდა შვილი და თბილი საჭმელი. -ვინ მოგყავს ბებო მერე. -მეგი -ვიინ? -რააა? ნუნუკამ და მეგიმ ერთად შეიცხადეს ნუნუკა მალე მოეგო გონს მეგისთან მივიდა და უცებ წამოაყენა, გაოგნებული გოგო გულში ჩაიკრა. -შენ გენაცვალოს შენი ბებო, ჩემო ლამაზო გოგო როგორ გამახარეთ, აწინ რაღა მომკლავს, თქვენი შემხედვარე, ჩემო ლამაზებო-მერე ბექას მიუბრუნდა-როგორც იქნა თვალებში გამოიხედე და დაინახე ეს ანგელოზივით გოგო? მოდი ბებო გაკოცო და მოგილოცო. მეგი კი ისევ გაკვირვებული გაოცებული და გაოგნებული იყო ჯერ კიდევ ბექას სიტყვები ჩაესმოდა ყურებში და მოსმენილს იაზრებდა. ,,ცოლი მომყავს“ ,ცოლი მომყავს“ ,,ცოლი მომყავს“-ჩაესმოდა ყურებში. *მე მისი ცოლი მისი შვილების დედა მისი მეგური ცხოვრების ბოლომდე*-გულში სითბო ჩაეღვარა. მზე მთვარე და ვარსკვლავები მის ირგვლივ ტრიალებდნენ. წამში დაავიწყდა ყველა ის ტკივილი და იმედგაცრუება რაც კი ამ წამამდე განეცადა, რაც კი ცხოვრებას მისთვის მწარე გაკვეთილი მოეწყო. ბექამ ყველა ტკივილი დაავიწყა იმედი ჩაუნერგა და სიხარული აჩუქა. ცხოვრება ხომ ამოუხსნელი ფენომენია ბედნიერება და უბედურება ერთმანეთს ანაცვლებენ. დედამიწაზე შესაძლებელი ბედნიერება იმ აზრით ფერმკრთალდება, რომ ან ჩვენ მივატოვებთ მას, ან ის დაგვტოვებს. ჰოი, ნეტავ ადამიანებს შეეძლოთ, რომ ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. საოცარია არა ? ბედნიერების მოსაპოვებლად ცხრა ზღვასა და ცხრა მთას გადალახავენ ხოლმე, ის კი ჩვენშია, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით.. ბედნიერებას ტკივილიც ახლავს თან მაგრამ მან არ უნდა შეგვაშინოს და არ უნდა მივცეთ საშუალება რომ მიწასთან გაგვასწოროს. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა, ყველაფრის მიუხედავად რაც წარსულში გამოიარა, მაინც გამოვიდა მისი წილი მზე სუსხიანი ზამთარი ზაფხულის მწველმა მზემ შეცვალა. ბექამ მას მეორე სიცოცხლე აჩუქა იცოდა რომ მნიშვნელოვანი იყო მაგრამ ამდენად? პატივისცემა, სითბო სიყვარული, ბედნიერება, ზღაპარი სიყვარულისა და იგრძნო რამხელა ბედნიერებაა იმის ცოდნა რომ ვიღაცას ამ ქვეყნად სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ. ცხოვრება ხომ ამოუხსნელი ფენომენია, სურვილს სწორედ მაშინ გვისრულებს როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველით და ამ სურვილის გარეშე მიჩვეულები ვართ ცხოვრებას. ფიქრებიდან ბექას შეხებამ გამოიყვანა. -კარგად ხაარ?-და წელე შემოხვია ხელი -მგონი ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა ხო?-დაბნეულმა ღიმილით კითხა. -რა უნდა მეკითხა-გაიოცა ბექამ -რაც ბებოს უთხარი ის და არ ... -ვეღარ დაამთავრა სათქმელი ოთახში გაღიმებული ბებო შემოვიდა. -ჩემო ლამაზებო, ბებო გენაცვალოთ, მეგი მოდი ბებო ჩემთან- მაგიდასთან სკამზე ჩამოჯდა ნუნუკა და მისკენ წამოსულ მეგის გახედა-ბებო გენაცვალოს შენ ჩემო ლამაზო გოგო, ჩემო დახატულო, მოდი აქ დამიჯექი-უთხრა მასთან მისულ მეგის და მის გვერდით სკამზე მიუთითა -აქ ვარ ბებო-დაიმორცხვა მეგიმ და ნაზად ჩამოჯდა. -შენც მოდი ჩემო ბიჭო, -ახლა ბექას გახედა მან კი ორ ნაბიჯში დაფარა მათ შორის ნაბიჯი ნუნუკამ კი გააგრძელა-ბებო ეს ჩემმა ბებიამ მაჩუქა-მუჭი გახსნა და ხელისგულზე ულამაზესი ვარდის ფორმის ბეჭედი გამოჩნდა-მაშინ ადრე გარიგებები იყო, მაგრამ ბებიას და ბაბუას ერთმანეთი ყვარებიათ, ბაბუა ჯარში გაუწვევიათ, შორეულ რუსეთში, მაგრამ დრომ და მანძილმა მათ სიყვარულს ვერაფერი დააკლო. რამდენიე წელში დაბრუნდა ბაბუა რუსეთიდან, შეცვლილი მაგრამ სიყვარულით აღსავსე, იმ საღამოსვე მივიდა ბებიასთან და ხელი სთხოვა ამ ბეჭდით, დიდხანს ცხოვრობდნენ, შვიდი შვილი გააჩინეს. ეს ბეჭედი მათი სიყვარულის სიმბოლო იყო, ბებიამ მე გადმომცა-ბექას სევდიანი თვალებით გახედა- გახსოვს ბაბუაშენი როგორი სიყვარულით ყვებოდა მისი სიყვარულის ისტორიას? დღემდე მომყვება, მისი სითბო, -ცრემლი აკიაფდა მის თვალზე, მაგრამ წამსვე უკუაგდო და ბექას მიუბრუნდა- რომ გიყურებ მისი თვალები გაქ, გახსოვდეს ბაბუაშენის გამოხედვ გაქ, სახელიც მან დაგარქვა, მასავით მესაკუთრე ხარ-ბექას ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში-რა გაცინებს შე მაიმუნო, ის რომ მხოლოდ ახლანდელმა თაობამ იცის რა არის სიყვარული? თუ ის რომ ადრე მხოლოდ ძალით და გარიგებით აქორწინებდნენ? ადრე უფრო დიდი სიყვარული იყო შვილო, ადრე უფრო აფასებდნენ და უყვარდათ, ახლა კი ამ სიტყვამ მნიშვნელობა დაკარგა. -ბებო შენ რა..-ბექამ სიტყვებს ვერ მოაბა თავი, მაგრამ ბებო მიხვდა, მიხვდა რას გულისხმობდა, იგრძნო, მანაც სწორედ ხომ ასე დაიწყო ჩუმად გულში რეზოს სიყვარული. -კი ბებო, თითქმის სამოცდაათს მივუკაკუნე, მაგრამ დღემდე ისე მწამს იმ გრნობის და შეგრძნების რაც მაშინ ბაბუაშენის დანახვისას ვიგრძენი. ასეა დღემდე, დამტოვა ცალად მაგრამ იქ დამხვდება და ისევ გამიკვალავს უკვალავ გზას. მუდამ მის სურათთან ერთად ვიძინებ, ბებიებო ამას მოგვიანებით გავაგრელებთ-შემდეგ კი სუნთქვა შეკრულ, განაბულ მეგის ხელი მოკიდა, მისი აცახცახებული, ხელები მის ხელებში მოიქცია, მარცხენა არათითზე ბეჭედი მოარგო და ცალი ხელით მიიკრა გულზე. -ეს ბებო ჩემგან, მარჯვენა არათითზე შენი ქმარი გაგიკეთებს, მინდა მუდამ გწამდეთ თქვენი სიყვარულის, ცხოვრება ბევრ განსაცდელს გამოგიგზავნით და თუ ერთმანეთი გეყვარებათ თქვენს მაგივრად თქვენი სიყვარული თქვენს მაგივრად მოაგვარებს ამ ყველაფერს, ყველაფერი მარტივად დაიწყეთ, არ გაართულოდ, იყავით მუდამ ერთმანეთზე შეყვარებულები და ისტორია თავად მოყვება თქვენს სიყვარულის ამბებს, ისე გიყვარდეთ ერთმანეთი რომ თქვენმა მომავალმა თქვენი სიყვარული გზამკვლევად გამოიყენონ, თქვენი ერთობა მეტი უნდა იყოს ვიდრე სიყვარული. გიყვარდეთ და გამრავლდით ბებიებო. მეგიმ ეს მოხუცი ხომ მთელი გულით უყვარდა და მისი დაკარგული ბებოს სიყვარულს უვსებდა, ახლა გაასმაგებით იგრნო მისი სიყვარული. მთელი გულით ჩაეხუტა. ბექა მათი შემყურე ჩუმად ეღიმებოდა ბოლოს ისიც მივიდა და ორივეს ჩაეხუტა. -თქვენ ჩემი ცხოვრების ორი უმნიშვნელოვანესი ქალბატონები ხართ-ჩუმად უჩურჩულ ორივეს, შემდეგ კი ოდნავ მოშორდა და უკან დაიხია, მეგის შეხედა თვალებში და უთხრა. -წინააღმდეგი არ ვიქნები ცხრა თვეში მესამეც რომ მყავდეს-ისევ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა. -ბებო გენაცვალოთ თქვენ, მოდი მაგიდასთან დასხედით, მშიერები იქნები და ცოტა მაინც შეჭამეთ.-ღიმილით შევიდა სამზარეულოში -კარგი ბებო, ხომ იცი მე სულ მშია-მიაძახა სამზარეულოს კარებში გაუჩინარებულ ქალს, შემდეგ კი მეგის ხელი მოკიდა და მაგიდისკენ წაიყვანა. -ისე მგონი ხელი ჯერ ჩემთვის უნდა გეთხოვა და თუ თანხმობას მოგცემდი პირველი შენ უნდა მოგეცა ბეჭედი-ირონია ჟღერდა მეგის ხმაში. -წინ მთელი ღამე და შაბათ კვირა მაქვს -რისთვის? -შენთვის ხელის სათხოვნელად -კი როგორ არა, სხვა საქმეები მაქვს მე უფრო მნიშვნელოვანი-მაცდურად გაუღიმა მეგიმ -რომელი? -სიჭინავა -მეგი მაგ თემაზე არ ვხუმრობთ-დაასერიოზულა ბექამ-დილანდელი არ დამვიწყებია და სამაგიერო მიეზღვება. ბექას არ მოეწონა როგორ ჩახარა მეგიმ თავი, როგორ წაეშალა სახე, როგორ აუცახცახდა მხრები, ხელიგადახვია და გულზე მიიხუტა. -არ იფირქრო რომ შენ მე ტკივილს მოგაყენებ როდისმე, ან ჩემ გამო ცრემლებს დაღვრი და თუ ჩემ გამო არ იტირებ გამოდის რომ იმ არარაობის გამო მითუმეტეს არ უნდა იტირო.-ტუჩებზე მიადო ლოყა, ნიშნად მაკოცეო, და როცა მისი ამეტყველებული სახე დაინახა მაშინვე შეაბრუნა სახე და ტუჩები დაუკოცნა. -ბებო არ შემოვიდეს-მოშორდა მეგი მის ტუჩებს -ნუ მაფიქრებინებ რომ ჩემ კოცნაზე მეტად ნუნუკასთან ჭორაობა გინდა და იმ ამბის მოსმენა როგორ მოიყვანა ბაბუმ ცოლად და როგორი იყო მათი პირველი ნაზი ამბორი ხელზე.-ფხუკუნი აუვარდა ბექას და მუჯლუგუნიც მიიღო გვერდში. -წავიდეთ რა-მუდარა ისმოდა მეგის ხმაში -ჯერ ჭამე რამე და მერე წავიდეთ, დღეს მთელი დღეა არაფერი გიჭამია-სერიოზულად გახედა ბექა, ხელი ზურგზე აუცურა და მერე ხერხემალს ჩამოყვა, უკანალზე რომ ჩავიდა მეგიმ უცებ დაუჭირა ხელი -აქ არა, აქ არა...-თვალები დაუბრიალა -ჭამე კალორიები გჭირდება, არ მინდა ხელში ჩამადნე-მაინც უჩქმიტა უკანალზე და კისერში სველი კოცნა დაუტოვა. იგრძნო როგორ გაცრა და როგორ დაუარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში მეგის. როგორ გასცრა და როგორ მინაბა თვალები.-მიყვარხარ სულის გავლით გულამდე, სიცოცხლის ბოლო წუთამდე.-ჩაჩურჩულა ყურში და ხაჭაპურს მიუბრუნდა, მეგი კი დატოვა გაოგნებული. -მეგი ბებო, რატო არაფერს არ ჭამ?-სამზარეულოდან გამოსული ნუნუკას ხმამ გამიყვანა ფიქრებიდან. -მადლობა ბებო, უგემრიელესია ყველაფერი.-უთხრა მეგიმ -ეს უნდა გასინჯო, ნუნუკას საფირმო ნახელავია-ბექამ ხაჭაპურის დიდი ნაჭერი გადმოუღო. მეგიმ ნაზად, უღიმღამმოდ დაიწყო ჭამა, მეორე მესამე ლუკმის შემდეგ კი მიხვდა რომ მშიერი იყო, დილიდან არაფერი არ ეჭამა მაგრამ მეტი ვეღარ გადაიღო. ბექას უჩურჩულა. -სალო რომ არ ვნახო გადაირევა და მშიერი მგელივით მოვარდება ბინაში ჩემთან. -ეგ არ მაწყობს, გადარევა კი არა ბინაში მოხტომა, ამიტომ ჯობს მალე ნახო და დაამშვიდო. -ხო აბა რა, ხელს ხომ შეგიშლის შენი ბინძური ააზრების განხორციელებაში?-ღიმილით გადაჩურჩულა მეგიმ და სახე გაუწითლდა -ვიცი რაც წარმმოიდგინე სახეზე დაგეტყო და გპირდები შეგისრულებ კიდეც-ყურთან უჩურჩულა და მსუბუქად უკბინა, მის მოკლე კაბას წაეტანა და ხელი შეუცურა, მეგიმ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ოხვრა რომ არ ამოყოლოდა და ხმამაღლა არ დაეყვირა. -ბექა გაჩერდი,-ძლივს ჩურჩულებდა მეგი- ნუ სარგებლობ ნუნუკას საპირფარეშოში ყოფნით თან მაგიდასთან ვსხედვართ -კარგია ნუნუკა თუ გავიდა მე არც შემიმჩნევია, თუ მაგიდასთან არა გინდა სახლი დაგათვალიერებინო და ყველაზე მნიშვნელოვანიი ჩემი ოთახი გაჩვენო? -ჯერ არა, მაგრამ სალომე აქ ამოვა, -მეგიმ მოციმციმე ტელეფონი დაანახა, სალოს სურათით, და უამრავი უპასუხო ზარი აჩვენა მეგიმ. -არა მაგ გოგოს ვიღაც უნდა გავუჩინო ან უნდა გავაცნო თავი რომ დაგანებოს, არა დაგვანებოს. -ბებო ჩვენთან ერთად რატო არ ჯდება სუფრასთა ?-კითხა მეგიმ ბებო რომ სამზარეულოში მოფუსფუსე დაინახა. -ალბათ ხელს არ გვიშლის-უთხრა ბექამ, მაგრამ მაინც გასახა ბებოს-ბებო მოდი ჩვენთან რაა -მოვდივარ ბებო გენაცვალოთ, რაღაცეებს გიმზადებთ წასაღებად. -კარგი ნუნუკა მალე მოდი.-ბექას არ ქონდა დამთავრებული სიტყვა მის ტელეფონზე ზარი გაისმა და ნომრის დანახვისას ორივეს სახე შეეცვალათ და ჭამას ანებეს თავი... ------------------------- ღამე მშვიდობისა. როგორ ხართ? ვიცი დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ თქვენს ნდობას ცუდად ვიყენებ, ამ თავს დიდი ხანია ვწერ, გადარბენაზე. ახლა შევეცდები მალე დავდო. მაინტერესებთ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე. მხოლოდ თქვენი კომენტარები ,,მაიძულებს" მალე დავდო და თან სწრაფად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.