შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნება აშლილნი ..5..


6-09-2015, 02:46
ავტორი terooo
ნანახია 3 412

სარკის ანარეკლმა მოძრაობა დაიწყო, შუშისფერი თვალები მეტყველი გაუხდა და გამჭირვალე.
–ზე სიმპატიური ხარ –სითბო და სიყვარული გამოესახა სახეზე.
–უმშვენიერესი ხარ–გოგონას მიუახლოვდა სხეულე აიკრო და მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში.
–რატო გამოვეწყვეთ–იკითხა მეგიმ
–ესე უცებ არ მინდოდა მაგრამ ახლა მეტ ლოდინს არ ვაპირებ, –დასერიოზულდა ბიჭი–მაგრამ არაფრის არ შეგეშინდეს, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, მთავარი მაინც ჩემი აზრი და გადაწყვეტილებაა. მთავარია შენ იყო კარგად, ჩემი ხომ გჯერა?
მეგიმ უხმოდ დაუქნია თავი, ბექამ გასაღები აიღო მეგის წელე მოხვია ხელი და მსუბუქად უბიძგა კარისკენ. მანქანაში უხმოდ ჩაჯდნენ, ბიჭს გოგოსთვის ჩაებღუჯა ხელი ცალი ხელით მართავდა საჭეს. რამდენჯერმე აიღო და ხელისგულზე აკოცა, ხანდახან მალული და მშიერი მზერა მინი კაბისკენ გაურბოდა, ხანდახან ხარბი მერა ზედ რჩებოდა და გოგონა აფხიზლებდა.
–მშვიდად მივიდეთ სადაც მივდივართ.
–რატომ არ მეკითხები სად მიმყავხარ?
–მენდობიო ხომ მკითხე ხოდა მეც გენდობი და თან არ მიყვარს წინასწარ ნერვიულობა ან სიურპრიზის გაფუჩება, ან თუნდაც რამე სხვა, გულწრფელი რეაქცია ჯობიაა...
–ზედმეტად კარგი ხარ ამ დედა ნატირები ცხოვრებისთვის, და ჩემი ამოტრიალებული სამყაროსთვის.
–ბექა არ მომწონს რასაც ამბობ, ზედმეტად მაშინებ, ხომ იცი არაფერს არ ვითხოვ.
–და მიტომ გეუბნები, რაც მოხდა მაინც ზედმეტად უმწიკლო და სუფთა ხარ. მეშინია ჩემი თავის რამე არ გავნო, მაგრამ ეგოისტობა მაიძულებს შენ ჩემი იყო. მხოლოდ ჩემი და ვინც ოდნავ მაინც მოგიახლოვდება ცოცხლად დავმარხო.
–მაშინებ. ვიცი რომ სასწაულები არ ხდება, ვიცი რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, ვიცი რომ ჩამოვარდნილ ვარსკვლავს სურვილის შესრულება არ შეუძლია ჩაფიქრებაც რომ მოასწრო. არ მჯერა დამთხვევების, არ მჯერა სახეზე თბილი ღიმილისა და ცივი თვალების, დიდი ხანია უკვე რაც აღარ მჯერა, დიდი ხანია ზღაპრებს აღარ ვკითხულობ და ვიცი რომ პრინცები არ არსებობენ, მივხვდი რომ მხოლოდ წამით უნდა იცხოვრო, რომ წამის სიმშვენიერე იგრძნო. ბოლომდე შეიგრძნო ბედნიერება მანამ სანამ ამის შესაძლებლობა გექნება. ვიცი რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, შეიძლება განიცადო კიდეც მაგრამ მის სანაცვლოდ ცხოვრებამ მძიმე გაკვეთილი მოგიწყოს. ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, კბილი კბილის წილ.–მეგიმ ახლა შეამჩნია ბექას მანქანა გაეჩერებინა და მონუსხულივით უსმენდა, მეგის ხელისგულები დაუკოცნა, შუბლე ტუჩები მიადო სწრაფად დაქოქა მანქანა მოაბრუნა და საპირისპირო მიმართულებით გაუყვა გზას, ისევ ცალი ხელით მართავდა ცალით კი გოგონას ხელი ჩაებღუჯა და უკოცნიდა, ხანდახან ჩამოშლილ თმას გადაუწევდა და თითებით გაიკვლევდა გზას ყელისკენ. მერე ისევ და ისევ. მონოტორულად დააცოცებდა თითებს, ბოლოდ მუხლებე დაადო. იგრნო როგორ გააცახცახა მეგის და ტუჩის კუთხე ჩატეხა, ღიმილი გაეპარა.
–სად მივდივართ–მეგიმ ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო როდესაც თბილის გასცდნენ და წყნეთის აღმართს შეუდგნენ.
–მეგონა არ გაინტერესებდა.–ღიმილით გახედა ბექამ
–უკვე მაინტერესებს, ისე უბრალოს
–ბებო, წყნეთშია, მშია და გვჭმევს რამეს, ნუ გეშინია ხომ იცი როგორ უყვარხარ–ბექამ დაინახა როგორ შეკრთა მეგი, შეეცადა დაემშვიდებინა–კარგი რა როდის იყო ნუნუკა ვინმეს კბენდა არ იცნობდე მაინც.
–პირველად არ მივდივართ მასთამ მაგრამ მაინც ასეთ ფორმაში არასდროოს ვუნახივარ, მეუხერხულება–უთხრა საბრალო სახით და ტანზე დაიხედა, ასეთი მოკლე კაბა ნუნუჩკას არ მოწონს და მე რატომ უნდა მნახოს.
–შენ მას ყველანაიი მოეწონები, ხომ იცი როგორ უყვარხარ.
–პირველად ვნერვიულობ ნუნუსთან შეხვედრისას.
–ნუთუ ბებიამ შეგაშინა?
–რაა?–ვერ გაიგო მეგიმ რა იგულისხმა ბექამ.
ბექამ მანქანა დიდ ჭიშკართან გააჩერა, სწრაფად მოუარა მეორე მხარეს, მეგის ღიმილით გაუღო კარი და მანქანიდან გადმოსვლაზე დაეხმარა, ხელზე ეამბორა, და შუბლზე ეამბორა, მეგის ეოცა მისი საქციელი, ირგვლივ მიმოიხედა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, კოცნა დააკლდა, არ მოეწონა, ბექას ნაზი ამბორი, უფრო მეტი უნდოდა, გაბრაზება არ შეიმჩნია მაგრამ წამში დასახა სამაგიერო გეგმა. ბექას არ გამოპარვია მისი გაბუსი ტუჩები და ამღვრეული თვალები.
–რა იყო ეხლა ეს?–პირველად გაბრაზდა მეგი
–რაზე მეკითხები?–გაიოცა ბექამ თითქოს მე რაში მადანაშაულებო
–როგორ მომექეცი ახლა შეენ მე?
–მოვედი და მანქანიდან გადმოსვლაში მოგეხმაე
–მერე?
–მერე ხელზე გეამბორე–ღიმილით უთხრა ბექამ, მერე გაიოცა, ისე ოსტატურად შეკრა წარბები გეგონებოდ მართლა სხვა ეამბორა მის ადგილასო.–და რა არ მოგეწონა?
–არა, მაგის მერე რა გააკეთე
–რა არა, არ მოგეწონა თუ არ გეამბორე და უბრალოდ გაკოცე–ღიმილით კითხა, და კარისკენ წაიყვანა.
–ნუ მეხუმრები ბექა, გეკითხები.–თვალები დაუბრიალა მეგიმ.
–ოჰ, თვალების ბრიალი ვიცითო?
–ბექა ამბორის მერე რა გააკეთე?–ახლა მკაცრად კითხა მეგიმ
–შუბლზე ნაზად გაკოცე, იმიტომ რომ შენი იდეალურად წაცხებული ტუჩსაცხი არ გამეთხაპნა.–ღიმილით უთხრა ტუჩის კუთხე ჩატეხა და კოცნა დაუტოვა ღიმილის კუთხეში.
–ანუ ტუჩსაცხი გამეთხაპნებოდა ხოო?–ღიმილით გახედა მეგიმ
–ხო, ჩემ ისეალურ მაკიაჟს ვერ გავაფუჩებდი.
–კარგი წამო შევიდეთ–უთხრა და ისე რომ ბექას დაასწრო კარის შეგება და ეზოში პირველი შეაბიჯა.
–ნუნუკააა–ეზოდან გასძახა ბექამ–ჩამოვედი მშია
მეგი ღიმილით მოუბრუნდა, –ჯერ რომ მოგეკითხა არ ჯობდა? და მერე გეთქვა მშიაო?
–იცის მშიერი რომ ამოვიდოდი და დამახვედრებს რამეს, ხაჭპურს აცხობს რომ იცოოოდეე.. დიდი ნერწყვი გადაყლაპა ბექამ, მეგის წელე მოოხმია ხელი და თითებით ნელ–ნელა ქვემოთ დაიწყო ჩამოცოცება.
–გაგიჟდი– უცებ მოიშორა მისი ხელი გოგომ
–რა იყო?–გაიკვირვა ბექაამ, მომენატრა შენი შეხება და შენი სხეული
–გეყოს აქ არა.
–ეს ჩემი სახლია–სახე გაუმკაცრდა ბექას
–შენი სახლია მაგრამ აქ ბებოა არ დაგავიწყდეს და მასთან ურთიერთობას არ გავიფუჭებ შენ გამო, რაც არ უნდა მოხდეს, რომ ვუყურებ ჩემი ბებოს თვალები აქვს–სევდა ჩაუდგა მეგის თვალებში, ბექამ წამში ჩაიკრა გულში და ის ობოლი ცრემლი მოწმინდა, ღიმილით უთხრა
–შედევრს მიფუჭებ, ნაზად აკოცა და როცა მოშორდა სახლის კარიც გაიღო და იქედან საშუალო სიმაღლის, სათნო და თბილი სახის მოხუცი გამოვიდა. მეგი პირველი წავიდა მისკენ
–ბებო როგორ მომენატრე–უთხრა მეგიმ და მთელი გულით ჩაეხუტა.–როგორ ხარ?
–კარგად ჩემო გოგო–მანაც მოხვია თბილი ხელები–რამ გაგახსენათ ჩემი თავი? მეგიმ მოფერებას რომ მორჩა მერე მიუბრუნდა ბექას–მოდი დამანახე შენი თავი ახლოდან.
–როგორ ხარ ნუნუკა? ხომ არ მოიწყინე ააქ უჩემოდ?
–კარგად ვარ ბებო, შენ კიდე მოიკელი?–ახლა შვილიშვილს ჩაეხუტა, მაგრამ უცებ მოშორდა–ვაიმე ხაჭაპური, შემოდით ბებო გენაცვალოთ.–უთხრა და პირველი შევიდა კარში სწრაფი ნაბიჯიით
–ხომ ნახე ბებო ეგრევე მიხვდა რომ მოკლებული ვარ. სამ დღეში ლანდს დამამსგავსე–ღიმილით უთხრა ბექამ და მკერდისკენ გააპარა ხელი.
–არ შეიზლები–ხელი დაუჭირა მეგიმ და ყურთან უჩირჩულა, არ შეიძლება მოკლებული ხარ–და მსუბუქად უკბინა.
–შენ კი ვერ შეგატყო მოკლე კაბობა, ისეთი მოკლებული ვარ. მოფერება და სიყვარული მჭირდება.
–წამო შევიდეთ, უხერხულია.
მისაღებში კი ბებოს უკვე გაემზადებინა სამ კაცზე მაგიდა, ისეთი გემრიელი სუნები ტრიალებდა, ბექამ ვეგარ მოითმინა პირდაპირ აიღო დიდი ნაჭერი ხაჭაპური. ჯერ თავად უკბიჩა შემდეგ მეგის მიუტანა ტუჩებთან, მეგიმ უარის ნიშნად თავი გააქნია.
–ჩემ თავს გაფიცებ ერთი ლუკმ–ჩუმად უჩურჩულა. მეგიმ ჩაკბიჩა და გემრიელიაო ხელით ანიშნა, ბექამ კი ყურთნ უჩურჩულა–ესე იგი გიყვარვარ!
მეგიმ ძლივს გადაყლაპა ის ერთი ლუკმაც და ბექას კმაყოფილ სახეს გახედა, რომელიც ის იყო მდივანზე დაჯდა და უკანასკნელი ლუკმა პირისკენ გაიქანა, მეგის თავით ანიშნა დაჯექიო. ისიც უსიტყოდ მიუჯდა.
–ბებო, მოდი ერთ წამს–ხმამაღლა გასძახა სამზარეულოში მოფუსფუსეს. როგორც კი ლუკმა გადაყლაპა.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მოგესალმებით... ბოდიში ყველას რომ ამდენს გალოდინებთ და თქვენს ნერვებზე ვთამაშობ. მიყვარხართ მე თქვენ... მალე დავდებ შევეცდები. კომპთან თითქმის აღარ ვზივარ. არ გაგიცრუებთ იმედებს. მაგრამ თქვენც გამახარეთ თქვენი აზრებით... მალე შევხვდებით...

 


№2  offline წევრი Annee

ოხ რა კარგები არიან ^^ შენ გგვანან: დდდდ

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

Annee
ოხ რა კარგები არიან ^^ შენ გგვანან: დდდდ

ვაიმეე აანნნ რას გიზამ...

 


იმედებს რომ არ მიცრუებ მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent