InkeD #8
უკვე რამოდენიმე კვირა გავიდა ჩვენი ფარული შეხვედრებიდან. უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები, ვგრძნობ რომ ვარსებობ და ვცოცხლობ. თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერს ხასხასა ფერები დაედო. 3 დღე იყო დარჩენილი,როდესაც დედამ ფული მომცა რათა საყიდვლებზე წავსულიყავი და მითხრა რომ მამა ამის უფლბას მაძლევდა.სიხარულისაგან არ ვიცოდი რა მექნა, ეს ხომ თითქმის ერთი თვის მანძილზე პირველი შემთხვევა იყო,როდესაც მე დღის შუქცე გავდიოდი გარეთ თანაც ისე რომ დამალვა არ მიწევდა. მაშინვე დავურეკე ანოს და შევთანხმდით რომ მომდევნო დღეს წავიდოდით. საღამოს ჩემს ოთახში ვიჯექი და თემოს მოტანილი წიგნის ბოლო ფურცლის კითხვას ვიწყებდი,როდესაც ყელსი კოცნა ვიგრძენი. უცებ შევხტი და ახლა უკვ ჩემ წელზე მოხვეულ ხეოლებს დავხედე. -თემო როგორ შემაშინე...-დავიჩურჩულე მე და გულის ფეთქვის დარეგულირება ვცადე. -ჩემი შავტუხა...-კიდევ ერთხელ მაკოცა და თავ ჩემს ყელშივე ჩატოვა. -თემო კარ არ მაქვს დაკეტილი, მოიცა დავკეტავ უცებ-ფეხზე წამოვდექი და კარი ჩუმად გადავკეტე. უკან მიბრუნებულს ეშმაკურად მომღიმარი თემო შემრჩა. -მოდი ჩემთან მალე...-გამიცინა და ხელები გაშალა. მეც გავიცინე და საწოლისაკენ სირბილით გავექანიე და მაშინვე თემოს დავახტი გულზე.მაგრად შემომხვია ხელები და კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში. -როგორ მომენატრე-დავიჩურჩულე მე და მაგრად მოვხვიე ხელები. -მეცო,მეცო-მიჩურჩულა მან და ხელები ოდნავ შემიშვა. მეც წამოვჯექი და ზურგით მივეყუდე მის მკერდს. -აბა მითხხარი რას აკეთებდი?-მკითხა თემომ და კიდევ ერთხელ მაკოცა -შენი მოტანილი წიგნი თითქმის დავასრულე,მხოლოდ ერთი ფურცელი დამრჩა-სიამაყით ავხედე თემოს და მის რეაქციას დაველოდე. -ჩემი ყოჩაღი გოგო... იცი სწორედ ეს ბოლო ფურცელია ჩემთვის ყველაზე საყვარელი-მითხრა მან და გამიღიმა. -წამიკითხავ?-მუდარიტ სავსე თვალებით შევხედე და მის პასუხს კვლავ დაველოდე. თემომ შემომხედა.ერთხანს ასე მიყურა შემდეგ კი გამიღიმა. -კარგი,წაგიკითხავ-მითხრა თემომ მე რომ მიყვარს სწორედ ისე გამიღიმა. -მიყვარხარ-ვუჩურჩულე მე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე. თემოს წიგნი მივაწოდე და დაველოდე როდის დაიწყებდა კითხვას. ვუსმენდი მის ხმას სულგანაბული და უბრალოდ მივხვდი რომ ასე,მის მკლავებში ყოფნა და მისი მოსმენა არასოდეს მომბეზრდება. თემოს ხმა რომ ვეღარ გავიგე თვალები ნელა გავახილე და თემოს ავხედე. -მართლაც შესანიშნავი წიგნია.-ვუთხარი მე. -შენ ხარ ჩემთვის შესანიშნავი.-ცხვირზე მაკოცა თემომ და კიდევ უფრო მიმიხუტა. -იცი ხვალ საყიდლებზე მივდივართ მე და ანო-სიხარულით ვუთხარი თემოს. -აჰამ... ძალიან კარგია. მარტო თქვენ მიდიხართ?-მკითხა თემომ. -კი. დღეს მითხრა დედამ რო მიშვებენ.-ყურებამდე გავიღიმე მე. -რომელ საათზე აპირებთ წასვლას?- -ათისთვის-ვუთხარი მე. -მაშინ ხვალ დილით ათზე გაჩერებაზე დაგელოდებით და მე წაგიყვანთ-უდარდელად ჩაილაპარაკა თემომ. -მართლა?-გაკვირვებულმა შევხედე მე. -კი-გაეცინა მას. -ჩემებმა რომ გაიგონ?-ვკითხე შეშინებულმა,რადგან არც კი მინდოდა იმის წარმოდგენა ამ შემთხვევაში რა იქნებოდა. -ივლიტა,ნუ გეშინია მე შენთან არ ვარ? არაფერ მოხდბა.-მითხრა გაბრაზებულმა. -კარგი, კარგი-დავიჩურჩულე მეც. -ერთად გავიდეთ მეც მინდოდა რაღაცეების ყიდვა-მითხრა მან. -კარგი. ანუ მთელ დღეს ერთად გავატარებთ?-ვკითხე გახარებულმა. -ასე გამოდის-მითხრა სიცილით. -ვაიმე... რა მაგარიაა-ტაში შემოვკარი მე. -ივლიტა კარგად ხარ?-კარს მიღმა მომესმა დედა სხმა და მეც მაშინვე შეშინებულმა შევხედე თემოს,რომელმაც მანიშნა რომ პასუხი გამეცა. -კი დე,კარგად ვარ-გავძახე მეც. -კარგი დედა დაიძინე ხვალ ადრე უნდა ადგე.-მითხრა დედამ. -კარგი-ვუთხარი მეც და თემოს გავხედე. -გადავრჩით-დაიცურჩულა მან. -ჰოო-გამეცინა მე. -ხვალ ადრე უნდა ადგ ასე რომ დავიძინოთ-მითხრა მან და პლედი გადმომაფარა და გულზე დამიწვინა. -აი ასე ჩემო პატარავ, ახლა კი დახუჭე თვალები და დაიძინე-შუბლზე მაკოცა და სანათი ჩააქრო. მეც გავიტრუნე და მალევე ჩამეძინა. გამთენიისას თემოს ადგომამ გამომაფხიზლა. -მიდიხარ?-დავუჩურჩულე თვალების ფშვნეტით. -ჰო შავტუხა, მივდივარ, არ მინდოდა შენი გაღვიძება.-მაისური გადაიცვა და ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ფერება დამიწყო. -არაფერია... მაინც მალე უნდა ავდგე და მოვწესრიგდე-მისი ხელი გავაკავე და ნაზად ვაკოცე. -მთელი დღე ჩემთან მეყოლები-მიჩურჩულა თემომ და ყელში მაკოცა. -წვერი გაიპარსე საზიზღარო მეღიტინება-გამეცინა მეც. -როგორც მიბრძანებ შავტუხა-გამიცინა და ტუჩებზე გადამისვა თითი.მერე ნელა დაიხარა და ნაზად მაკოცა. -ჩემი გემრიელი გოგო ხარ-მიჩურჩულა თემომ და კიდევ ერთხელ მაკოცა.-ახლა წავალ და ათზე იქ ვიქნები.-მითხრა თემომ და ფეხზე წამოდგა. -ჭკვიანად-დავიჩურჩულე ღიმილით. ფანჯარასთან მდგომმა გამომხედა და გამიცინა,შემდეგ კი ფანჯრიდან გადაძვრა. მეც მალევე ავდექი მოვემზადე და ანოს დავუკავშირდი.ათი საათისთვის მე და ანო გაჩერებაზე მივედით და მაშინვე შევნიშნეთ თემოს მანქანა. გამეღიმა,როდესაც მისი ღიმილიანი სახე დავინახე. მანიშნა წინ დაჯექიო და მეც გაბრწყინებული სახით გამოვაღე წინა კარი და ჩავჯექი. -როგორ ხარ ანუშ?-გადაკოცნა ანო და მერე მე მომიბრუნდა -კარგად თემო,შენ როგორ ხარ?-მოიკითხა ანომაც და კარგად მოკალათდა. -რას შვრება ჩემი შავტუხა?-ჩემკენ გადმოიხარა თემო და ყელში მაკოცა. -მერიტინება თემო... აკი გითხარი გაიპარსე თქო?-გავბუსხე ტუჩები და მას შევხედე. -ვეღარ მოვასწარი ივლიტა მართლა.-სახე დამანჭა სასაცილოდა და მეც მაშინვე გამეცინა. საკუთარი ხელით შემიკრა ღვედი და მაშინვე დავიძარით. მთელი დღე ვიბოდიალეთ.უამრავი რამ ვიყიდეტ მე და ანომ. თემომ ერთი ძალიან ლამაზი კაბა ამირჩია და შემდეგ,როდესაც მოვირგე და დავენახე უბალოდ მითხრა სიტყვები: „შავტუხა...ჩემი საოცრება ხარ“ ვიგრძენი ისეთი ბედნიერება,როგორიც არასდროს. საღამო ხანს თემომ კაფეში წაგვიყვანა და ფინჯანი ყავაც დაგვალევინა. საღამოს ბოლო მარშუტის დროით წამოვედით და სახლშიც ზუსტად დროულად მივედით. დედას ჩემი შენაძენიც დავათვალიერებინე და ძალიან ოეწონა ყველაფერი განსაკუთრებიტ კი თემოს ნაჩუქარი კაბა. გვიან ღამით,როდესაც დაქანცულს საწოლზე მიმძინებოდა თბილმა სხეულმა გამომაფხიზლა. -თემო მოხვედი?-გვერდით ჩავიწიე რათა უკეთესად დაწოლილიყო ისიც. -მთელი დღე გვერდით მყავდი,მაგრამ მაინც ვერ გავძელი უშენოდ-მიჩურჩულა მან და მაკოცა...... -თემო არასოდეს დამტოვო რა...-ვიჩურჩულე,როდესაც ჩემს ტუჩებს მოწყდა. გაჩუმდა. გაჩუმდა და მე ამ სიჩუმემ მომკლა. არ ვიცი რატომ არ მომცა პირობა,რომ არასოდეს დამტოვებდა. სწავლის დაწყების დღესაც ჩემს გვერდით იყო. ვიყავით ძალიან თავისუფლად და მხიარულად. ვგრძნობდი მწველ მზერებს და მესმოდა ჩურჩული ჩემზე და თემოზე,მაგრამ ამ დროს სიძლიერეს ვგრძნობდი და სიამაყეს. ვუყურებდი გოგოების ბოღმიან თვალებს და უბრალოდ ძალიან მეცოდებოდნენ რომ ასეთ დღეში იყვნენ. გადავიღეთ უამრავი ფოტო.გავაკეთეთ უამრავი სიგიჟე. ჩვენ ოთხნი ხომ ერთად ყველაფერს შევძლებდით. მაგრამ,როგორც ჩანს მაინც ვერ გავითვალისწინე ყველაფერი. მაგალითად ის რომ ჩემ პატარა რაიონში ყველა ყველას ჭორავს და არც მე დამინდობდნენ. ყველაფერს მაშინ მივხვდი,როდესაც ორი დღის შემდეგ ჩემ საძინებელში მჯდომს გაცოფებული მამა შემომივარდა და პირდაპირ თმაში ჩამავლო ხელები. -რას აკეთებდნენ ის ნაბი*ვრები შენთან ერთად ?! -მიღრიალა მთელი ხმით და მეც მაშინვე გამიჩერდა გულის ფეთქვა. -მე...-დავიწყე ბლუყუნი. -სულ წახვედი ხელიდან არა? ქუჩის ალივით ეკიდები ვიღაც ნაბი*ვრებს კისერზე და აჭორავებ მთელ ხალხს. ვერ გასწავლე მე შენ ჭკუა? ჰა! გეკითხები შე ლაწირაკო-დაიჭექა მისმა ხმამ და შემდეგ ვიგრძენი როგორ ამეწვა მარჯვენა ლოყა. წამშივე გადმომცვივდა ცრემლები. არ მოველოდი. არ მეგონა თუ ოდესმე ის ჩემზე ხელს აწევდა,მაგრამ აი ესეც იკადრა. გული მომიკვდა. საკუთარმა მამამ ამდენი ზეწოლის შემდეგ ჩემზე ხელიც კი აწია. მისი ძლიერი ხელისაგან იატაკზე დავარდნილი უხმოდ ვტიროდი და მაინც გულში ღმერთს ვთხოვდი რომ ეპატიებინა მისთვის ეს საქციელი. თუმცა მე ვიცოდი რომ ამას ვერ ვაპატიებდი. დიდხანს მამკო ჩემმა მამიკომ სანაქებო სიტყვებით.ბოლოს კი დაღლილმა დატოვა ჩემი ოთახი. დიდხანს ვტიროდი უხმოდ, უცებ თემო გამახსენდა და მაშინვე წამოვდექი და ტელეფონი მოვძებნე. მივწერე რომ დღეს არ მოსულიყო,რადგან სოფელში ვიყავი და ფანჯარაც საიმედოდ ჩავკეტე. ვიცოდი რომ თემოს რომ დღეს ასეთ დღეში ვენახე კიდევ უფრო გართულდებოდა და დაიძაბებოდა სიტუაცია. მთელი ღამე ტირილში გავატარე.. არც მომდევნო დღეს წავსულვარ სკოლაში რადგან ლოყაზე აშკარად მეტყობოდა ჩალურჯებები.არც დედა შემოსულა ჩემთან. ვიცი რომ არ უნდოდა ასეთი ვენახე,მაგრამ მაინც დედაა და უნდა შემოსულიყო. უნდა მოსულიყო ჩემთან და ჩამხუტებოდა მაინც. ეთქვა რომ ჩემთან იყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა,მაგრამ არ მოვიდა. საღამომდე ფეხი არ გამიდგამს ოთახიდან. მთელი დღე მესმოდა კვლავ მამას ლანძრვა და გინება. მე უბრალოდ ვიჯექი საწოლზე და ყურებზე ხელები მაგრად მქონდა აფარებული. თბილი ხელების შეხება რომ ვიგრძენი მხოლოდ მაშინ გავახილე თვალები და ჩემ წინ მჯდარი მომღიმარი თემო დავინახე. ხელები ჩამოვუშვი და სწრაფი მოძრაობით თმა სახეზე ჩამოვიყარე. -როგორ არის ჩემი შავტუხა?-ჩემკენ მოიწია და ნაზად მაკოცა. -კარგად თემო,შენ?-ვეცადე გამეღიმა. -მომენატრე საშინლად...-ჩაიბუტბუტა და კიდევ ერთხელ უფრო გრძნობით მაკოცა. ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა.საოცარი სინაზით მკოცნიდა შემდეგ კი ხელიით სახიდან თმა გადამიწია და ამომხედა.ვიგრძენი როგორ გააკანკალა მთელ სხეულში,როდესაც ჩემი დალურჯებული სახე დაინახა. დავინახე როგორ დაებერა ძარღვები და როგორ ბოროტებით აევსო თვალები. ცერა თითი ფრთხილად გადაუსვა ჩალურჯებულ ადგილს და ვგრძნობდი როგორ თრთოდა. -ეს...-დაიჩურჩულა წართმეული ხმით და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. ვიცოდი რომ უჭირდა. -მამამ გაიგო რომ სკოლაში ჩემთან ერთად იყავი.-ჩუმად ვთქვი მეც და ვიგრძენი როგორ დამისველდა სახე. -ეს როგორ გააკეთა. არაკაცია-ფეხზე წამოვარდა თემო.-ხელი როგორ დაგაკარა-კონტროლს კარგავდა ის და მეც უფრო შიში მიპყრობდა. მაშინვე წამოვდექი ფეხზე და მთელი სხეულით ავეკარი. -გთხოვ,თემო,გთხოვ-მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს. -ესე როგორ გაგიმეტა. ხელი როგორ დაგარტყა-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და დავინახე მისი ტკივილიანი თვალები ვერაფერს ვამბობდი,ან რა უნდა მეთქვა?! -კიდევ ერთხელ რომ დაგაკაროს თითი იცოდე რომ ვეღარ გამაჩერებ-მითხრა მთელი სერიოზულობით. შუბლზე მაკოცა და წავიდა. მთელი ღამე ვნერვიულობდი ახლა უკვე თემოზე. გეგის ვურეკვდი,მაგრამ არც ის და არც თემო არ მპასუხობდნენ. ძალიან მეშინოდა. გამთენიისას გაისმა ჩემ ტელეფონზე ზარის ხმა და გეგი იყო. მაშინვე ვუპასუხე და მისი ხმის გაგონების მოლოდინში გავინაბე. -ივლიტა...-გეგი. -მითხარი რომ კარგადაა-მუდარით იყო სავსე ჩემი ხმა. -ახლა კარგადაა,სძინავს. წუხელ ძალიან ცუდად იყო. მომიყვა მომხდარზე. ყველაფერი კარგად იქნება არ ინერვიულო. რამე ეშველება.-ვგრძნობდი სიყვარულს გეგის ხმაში და მიხაროდა რომ გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში. -გეგი ხომ მართლა კარგადაა?-ვერ ვწყნარდებოდი მე. -კი,წუხელ ცოტა დავლიეთ,ვისაუბრეთ და ალხა სახლშია და სძინავს. -კარგი. მადლობა გეგი.-დავიჩურჩულე მე. -ჭკვიანად ივლიტა,არაფერზე იდარდო. მიყვარხარ-მითხრა გეგიმ. -მეც,მეც...-ვუჩურჩულე მე და ყურმილი დავკიდე. მთელი ძალით ჩავეხუტე ბალიშს და თვალები მაგრად დავხუჭე. როგორ მინდოდა დამეძინა და სულ სხვა რეალობაში გამღვიძებოდა. როგორ მინდოდა რომ კონკიასავით ჩემი ჯოჯოხეთიც სამოთხედ გადაქცეულიყო და მეც სამუდამოდ ბედნიერად მეცხოვრა. მაგრამ ეს ხომ ცხოვრებაა. ჩემი დამპალი და დაღრწნილი ცხოვრება. ძალიან,ძალიან,ძალიან დიდი ბოდიში. იმედი მაქვს გამიგებთ და მომიტევებთ. მეტი დიდი ვერ დავწერა. ვეცდები რომ აღარ დავაგვიანო. ცოტა სტიმული დავკარგე და გამიხარდება თუ თქვენ აზრ დააფიქსირებთ და გამახარებთ. მადლობა რომ კითხულობთ და ჩემთან ხართ. მუდამ თქვენი ელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.