InkeD #7
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი ზღაპარი დასრულდა და დაიწყო ახალი ჯოჯოხეთი. მე ისევ ოთახში ვარ გამოკეტილი.ისევ მარტო. ჩემთვის ისედაც ნაცრისფერი სამყარო უფრო უფერული გახდა.ვუყურებდი ოთხ კედელს და ვგრძნობდი რომ მალე ჭკუიდანაც გადავიდოდი. არა...ეს არ იყო გამოწვეული ოთახში გამოკეტვისაგან.არა,ეს მონატრების ბრალი იყო. მენატრებოდა ტკივილამდე. ვერ ვხვდები ასე უცებ როგორ შეძლო ჩემს სულსა და გულში გაბატონება. უკვე იმდენჯერ გავიხსენე დეტალებში მასთან გატარებული თითოეული წამი რომ უკვე ყველაფერს სცხადში ,ჩემ გარშემო ვხედავ. მისი ჟაკეტით მძინავს. მისი სურნელი ჩემ ფილტვებს მონატლრებულ ჰაერად ერგება. მტკივა,უმისოდ გატარებული ყოველი წამი მტკივა. ვერავის ვესაუბრები. მხოლოდ ანს ვწერ ტელეფონზე ისიც ჩუმად,როდესაც დედას და მამას სძინავთ.მათ რომ შემომისწრონ და ტელეფონი დაინახონ არც კი მინდა იმის წარმოდგენა თუ რა მოხდება. ანოსგან ვიცი,რომ ჯერ კიდევ რაჭაში არიან,მაგრამ მხოლოდ გეგი და ანო.თემო 2 დღეა რაც წამოვიდა. მეტი მათაც არაფერი სმენიათ მასზე. თურმე გეგი ურეკავს და არც პასუხობს. ამის გაგებაზე კიდევ ერთი სადარდებელი დამემატა. შემეშინდა. შემეშინდა,მაგრამ არ ვიცი რისი.იმის რომ თემო მხოლოდ ერთხელ მელაპარაკა და მის მერე აღარ გამოჩენილა,რომ შეიძლება უკვე გადავავიწყდი და დავკარგე ინტერესი მასში თუ იმის რომ შეიძლება ჩემ გამო თავს რამე დაუშავოს. ალბათ უფრო პირველი... რადგან ეს უფრო რეალურია. სწავლის დაწყებამდე 2 კვირაა დარჩენილი. ვფიქრობ რომ ამ 2 კვირასაც პატიმრობაში გავატარებ.იმედი მაქვს რომ მამა სწავლასაც არ ჩამომაშორებს. დედაც უკვე იშიათად მესაუბრება.ესეც მამას ბრძანება ყოფილა. ხომ ამდენს მიშავებს?! ხომ ასე მტკენს?! მაგრამ რა ვუყო იმას,რომ მაინც ძლიან მიყვარს?1 კვირაა არც მისი ხმა გამიგია და არც დამინახავს და ვგრძნობ,რომ ისიც ძალიან მომენატრა. სხვა თუ არაფერი მასთანაც ხომ მაქვს ტკბილი მოგონებები? მაინც ხომ მამაა ჩემი? მიყვარს. მაინც ჩემი მამიკოა,უბრალოდ თავისებური. მე ვერ შევცვლი მას.უნდა მიყვარდეს ისეთი,როგორიცაა და მე ის მიყვარს კიდეც. არანაირად არ ვგრძნობ მის მიმართ ზიზღს.არც მგონია რომ ოდესმე მის მიმართ ამ გრძნობას ვიგრძნობ. როგორ მინდა ახლა მისი ჩახუტება. როგორ მინდა მომეფეროს და კვლავ დამიძახოს მისი სიყრმის შვილი. ფანჯრის რაფაზე ვიყავი შემომჯდარი და სუადის „ცოცხლად დამწვარს“ ვკითხულობდი.რატომღაც მთავარ გმირში ჩემ თავს ვხედავდი. იმ მომენტზე ვიყავი სადაც მთავარი გმირი მის სიყვარულთან შესახვედრად იყო წასული და მინდორში ელოდებოდა. -შავტუხა-მომესმა ჩურჩულით. კვლავ ჩამესმის მისი ხმა და სიამოვნებისაგან თვალებს მაგრად ვხუჭავ. -აქ ვარ-კიდევ გავიგე ხმა და უცებ გავახილე თვალები.ფანჯარაზე თემო იყო ამომძვრალი და ახლა უკვე სულ სხვანაირი თვალებით მიყურებდა. მარჯვენა ხელი პირზე ავიფარე და მას მივაჩერდი. ხელი ახლა მისი სახისკენ წავიღე,რათა შევხებოდი და დავრწმუნებულიყავი,რომ ახლა უკვე რეალურად იყო ჩემს გვერდით. ნელა შევეხე მისი სახის მარჯვენა ნაწილს და შეხებისას ვიგრძენი როგორ გამითბა გაყინული სული. თავლებში ჩავხედე და იქ კიდევ უფრო მეტი ყივთელი წერტილი დავინახე.. უფრო დიდი დარდი,რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა და ბედნიერებაც დავინახე. -აქ ხარ...-ჩავიბუტბუტე მე და ცრემლებიც გადმომცვივდა. უცებ ამოძვრა და ოთახში გადმოვიდა. მერე ჩემთან მოვიდა და მომეხვია -აქ ვარ,ჩუ... არ იტირო-მეხვეოდა და თავზე ვგრძნობდი მისი ტუჩების სითბოს. -მართლა აქ ხარ-ტირილით მოვხვიე ხელები და თავი მის კისერში ჩავრგე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე. მანაც ჩემ კისერში ჩარგო თავი და ვიგრძენი მისი კოცნა. სულ გამაკანკალა. -ჩამოდი მანდედან,შეგცივდება-უცებ შმიშვა ხელები და ჩამოსვლაში დამეხმარა. მის წინ ვიყავი ატუზული. მისი ჯაკეტი მეცვა და მას ვუყურებდი თვალებში. -გიხდება-მიმანიშნა ჟაკეტე და გამიღიმა.თურმე მისი ღიმილიც როგორ მომნატრებია... მე ხმა ვერ ამოვიღე,უბრალოდ ვუყურებდი და ვტიროდი. -მოდი ჩემთან-უცებ მიმიკრო გულზე და ვიგრძენი როგორ შეგვეკრა ორივეს სუნთქვა.ნელა შემიშვა ხელები. ცალ ხელში მსუბუქად დაიკავა ჩემი თითები და საწოლისაკენ წავიდა. ზედ მიწვა და მის წინ გახევებულს გამომხედა. -მოდი...-დაიჩურჩულა დაბალი ხმით. -ჩემები...-დავიჩურჩულე მე. თემო ფეხზე წამოდგა,გამიღიმა და კარისაკენ წავიდა. საკეტი საიმედოდ ჩაკეტა და კვლავ ჩემკენ წამოვიდა. ხელი მომკიდა და მასთან ერთად მიმაწვინა საწლოზე. თავი მის მკერდზე მედო და ის ყოველ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ვგრძნობდი. -მომენატრე-დავიცურჩულე მე. -მეც,ძალიან -უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები.-სახლში როგორი სიტუაციაა? თვალები მაგრად დავხუჭე. როგორ არ მინდოდა ეს რომ ეკითხა... როგორ არ მინდოდა. -შავტუხა...-სახე ზემოთ ამაწევინა და ვიგრძენი მისი მწველი მზერა. თვალები გავახილე და პირდაპირ მის უძირო თვალებს წავაწყდი. -არაფერი... სულ ოთახში ვარ, მამა არ მიშვებს აქედან. არ მელაპარაკება. დედასაც არ უშვებს ჩემთან. სულ ესაა-ვეცადე უფრო არ ამტირებოდა მე. -ნნუ გეშინია ნურაფრის. ყველაფერი შეიცვლება. მე არ დაგტოვებ.-მითხრა თემომ და შუბლზე მაკოცა. -რამე ისე რომ გავაკეთო რაც მას არ მოწონს უარესი მოხდება ხომ იცი-ვუთხარი ტირილით-ახლა აქ რომ ხარ... ამითაც იცი რამდენს ვაშავებ? მამამ რომ გაიგოს ეს ნამდვილად მომკლავს თემო...-ვჩურჩულებდი მე. -ვერაფერს გაიგებს. შენთან ვარ და ნუ გეშინია. არ მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამაჩერდა. -არ დაგთმობ.-დაიჩურჩულა და კვლავ თავის მკერდზე მომათავსა. მთელი ღამე ვსაუბრობდით... არ მახსოვს როდის ჩამეძინა,მაგრამ დილით გაღვიძებულს ჩემ გვერდით აღარავინ დამხვედრია. ალბათ სიზმარი იყო-თქო ვიფიქრე და იმითაც კი გავბედნიერდი რომ ასეთი ცხადი სიზმარი ვნახე მასზე. ფეხზე წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.სარკეს რომ შევხედე ლამის გული წამივიდა.ზედ პატარა ფურცელი იყო მიმაგრებული და ზედ წვრილად ეწერა „შავტუხა“ უსაღვრო ბედნიერებას ვგრძნობდი იმით რომ ის მართლა ჩემ გვერდით იყო და ყველაფერი რეალურად მოხდა. მთელი დღე ღიმილიანად გავლიე და საღამოს მოველოდი. იმედი მქონდა რომ მოვიდოდა. ველოდებოდი,მაგრამ ის ჯერ კიდევ არსად ჩანდა. ღამის 3 საათი იყო,როდესაც ფანჯარას ჩამოვშორდი და საწლოსაკენ წავედი. საღამურები ჩავიცვი და საწოლზე მივწექი. ვუყურებდი ღიად დატოვებულ ფანჯარას და ამ ყურებაში როდის ჩამეძინა არ ვიცი. ძილში ვიგრძენი თბილი მატერიის შეხება შემდეგ კი ცხელი ტუჩები შუბლზე. გაღვიებლს პლედი მეხურა და მაშინვე მივხვდი თუ ვისი ნამოქმედარი იქნებოდა და გამეღიმა. დღევანდელი დღეც უღიმღამო იყო. იმ განსხვავებით რომ დღეს დედა საჭმლის შემოტანისას ცოტა ხანს გაჩერდა ჩემთან და უბრალოდ იჯდა ჩემთან მეფერებოდა და ტიროდა. როგორც კი კარგად დაბნელდა მომესმა ჩუმი ხმაური და ჩემ ოთაახშ გადმომძვრალ თემოს მოვკრი თვალი,რომელიც სულ შავებში იყო შემოსილი. მისი დანახვისას გამეღიმა. მაშინვე კარისაკენ წავედი და საიმედოდ გადავკეტე. შემდეგ კი მისკენ გავექანე და ძალიან მაგრად მოვხვიე ხელები. -ჩემი პატარა გოგო-თავადაც ძლიერად მომხვია ხელები.ცოტა ხანს ასე ვიდექით შემდეგ კი შემიშვა ხელები და სახე ზემოთ ამაწევინა. მისი სურნელით გაბრუებულს თვალები მიმელულა და მაშნ ვიგრძენი მისი ტუჩების შეხება. ფრთხილად მიკოცნიდა ბაგეებს და სიცოცხლით მავსებდა. გამოუცდელობის მიუხედავად ვცადე მეც ავყოლოდი მისი ბაგეების მოძრაობას და ვიგრძენი როგორ ჩაეღიმა მას. ნელა დააშორა ბადეები ჩემს ბაგეებს და უფრო მაგრად მიმიკრო ზედ. -წუხელ ისე საყვარლად გეძინა-გაიცინა მან და მეც შერცხვენილი მოვიბუზე. -ჩემი გრცხვებია?-დასერიოზულდა თემო. -ცულ ცოტა...-დავიჩურცულე მე. -ჩემი შავტუხა.-მითხრა მან და ახლა უკვე ცხვირზე მაკოცა. კვლავ მთელი ღამე ერთმანეთის ფერებასა და საუბარში გავლიეთ. დილით კი კვლავ გამქრალი დამხვდა. ვგრძნობდი ნელ-ნელა როგორ ფერადდებოდა სამყარო ჩემ ირგვლივ და როგორ ნათდებოდა ჩემი ჯოჯოხეთი. ბალიშის ქვეს ტელეფონის ვიბრაცია ვიგრძენი და სასწრაფოდ დავტაცე ხელი.ანო იყო. -ხო ანო-დავიჩურჩულე მე. -ივლიტა როგორ ხარ?-მითხრა ანომ -კარგად ანო...-დავიჩურჩულე მე. -რა ხდება? რა ხმა გაქვს?-მაშინვე შემატყო მან. -ანო...-დავიჩურჩულე მე. -არ მომიყვე მოიცა... მისმინე ახლა მოვედი სახლში. და ესე ნახევარ საათში რომჩამოვიდე შენთან ვითომ შემომიშვებენ?-მითხრა ანომ. მისმა სიტყვებმა ისე გამახარეს. ისიც კი მაბედნიერებდა რომ აქ იყო და უფრო ახლოს ჩემთან. -ანო...ჩამო ვფიქრობ დედა შემოგიშებს.-ვუთხარი მე. -კაი ნახევარ საათში მანდ ვარ-მითხრა ანომ. -მიყვარხარ-ვუჩურჩულე მე. -მეც-მითხრა მან და გათიშა. ნახევარი საათი აქეთ-იქეთ სიარულში გავატარე. შემდეგ კი უცებ გაისმა საკეთის გადატრიალების ხმა და გაიღო კარი.კარში კი ჩემი ანო იდგა. მაშინვე გავექანე და მაგრად მოვეხვიე. -ანოო. ჩემო ანო-ვეხვეოდი მას და თან ვტიროდი. -ჩემი ლამაზი გოგო ნუ ტირიი-მეფერებიდა ანო. ღმერთო,თურმე როგორ მომნატრებია... ანო მთელი დღე ჩემთან იყო.. ვსაუბრბობდით,ვტიროდით. ვიცინოდით. თემოზე რომ ვუთხარი სულ გადაირია... ანომ მითხრა რომ გეგიც აქ იყო და ძალიან უნდოდა ჩემი ნახვა. მეც ძალიან მინდოდა. ის ხომ ჩემი პირველი ძმაკაცია. ბინდდებოდა გეგიმ რომ მოაკითხა ანოს. ანოს ვათქმებინე რომ კორპუსის უკნიდან მოსულიყო და ასეც მოიქცა. ფანჯრიდან დავინახეთ როგორ გააჩერა გეგიმ მანქანა და როცა ფანჯარაში შეგვნიშNა სწრაფი ნაბიჯით გამოემართა ჩენკენ. -ივლიტა...-წამოიყვირა გეგიმ. -ჩუუ! რა გაყვირებს-დავიჩურჩულე მე. მანაც სახე დამანჭა და ფანჯარასთან უფრო ახლოს მოიწია. -როგორ ხარ? დაიცურჩულა მან. -ვარ რა... შენ?-გავუცინე გეგის. -მეც ვარ რა... ხო ყველაფერი კარგადაა?-სახე დაუსერიოზულ და მას და ვიგრძენი რომ ჩემზე ღელავდა და ვიგრძენი ბედნიერება. -კი,კი...-გავუღიმე მე. -მაგრად ვინერვიულე მაშინ. -არაფერია.გაივლის...-ისევ შევეცადე გამეღიმა. -იცოდე თუ რამეა აქ ვარ...-მითხრა გეგიმ. -ვიცი ვივი...-გავუღიმე მე. ნაბიჯების ხმა გავიგე და სწრაფად დავემშვიდობე გეგის. უცებ საწოლზე ჩამოვსხედით და ვითომ არაფერი სახეები მივიღეთ. -ანო,შვილო არ დაგიღამდეს ძალიან-ოთახში შემოვიდა დედა. -დიახ,აი ახლა მოვა ჩემი ბიძაშვილი და წამიყვანს. -თქვა ანომ და მისი ტელეფონიც აციმციმდა.-ხო გეგი, კი, კი გამოვდვივარ-ყურმილი დაკიდა და მაგრად გადამეხვიე,მაკოცა და დამემშვიდობა. ფანჯრიდან ვუყურებდი გეგის და ანოს,რომლებიც ხელს მიქნევდნენ და მიმავალთ გავაყოლე მზერა. თემოს ლოდინში საწოლზე წამოვწექი და წიგნის კითხვა დავიწყე.ემოციებისაგან გადაღლილს ჩამძინებოდა. მზინარემ ვიგრძენი როგორ მეფერებოდა და მკოცნიდა ვიღაც. თვალები ნელა გავახილე და ხელში თემო შემრჩა. -მძინარა...-დაიჩურჩულა მან და კიდევ ერთხელ მაკოცა ყელში. მისმა ოდნავ წამორდილმა წვერმა მომიღიტინა და სასაცილოდ მოვიკუნჭე. თემომ ახლა მეორე მხარეს მაკოცა და ჩემი რეაქციის შემყურე კარგად ხალისობდა. -კარგი ახლა გვეყო.ჩაიცვი მიდი.-ისევ მაკოცა,მაგრამ ამ ჯერად შუბლზე. -რატო?-გაკვირვებულმა შევხედე მე. -გავისეირნოთ უნდა-უდარდელად ჩაილაპარაკა მან. -თემო,ხომ იცი რომ... არ დამაცადა ბოლომდე მეთქვა. -ივლიტა,მიდი ახლა ცოტა თბილად ჩაიცვი და მანქანიტ გავისეირნოთ,შენები ვერაფერს გაიგებენ. მეთელი სახლი ჩაბნელებულია,რაც იმას ნიშნავს რომ მათ უკვე შძინავთ ,თანაც შენ კარს ჩავკეტავთ და თუ რამეა იფიქრებენ რომ გძინავს-ამიხსნა მან. -რომ მეშინია?-ქვემოდან ავხედე მე. -შავტუხა...-თვალებში ჩამაშტერდა თემო და კვლავ წარმატებით განახორციელა დაჰიპნოზება. -კარგი,კარგი-ხმის კანკალით ვუთხარი მე და სწრაფად ამოვიცვი კედები და ჟაკეტი შემოვიცვი. მის წინ რომ დავდექი გამიღიმა,თმა ყურზე გადამიწია,ხელი ჩამჭიდა და ფანჯრისაკენ წავიდა. ჯერ თვითნ ჩახტა და მერე მე ამომხედა. ყოველთვის მინდოდა ამ ფანჯრიდან გადახტომა და აი დროც დადგა. ცოტა ხანს შევყოყმანდი, მაგრამ ბოლოს მაინც ავედი ფანჯარაზე და თემოს გადავხედე. -მოდიო-მიცურჩულა და მეც ნელა ჩავწიე ფეხები ქვემოთ და ნელა ჩავიწიე. გადახტომისთვის ვემზადებოდი,როდესაც თემომ ხელები წელზე მომიჭირა და ფანჯრიდან „ჩამომხსნა“ პატარა ბავშვივით ვეკავე ხელში და მეც მეცინებოდა. მერე ნელ-ნელა ჩავცურდი მისი ხელებიდან ტუჩების სიმაღლეზე და სიყოჩაღისთვის კოცნაც დავიმსახურე. მანქანაში ჩავსხედით და ჩუმად წავედით. სიმღერები ჩართო და ღიმილით გამომხედა. -ხომ არ გცივა?-მკითხა მან -არაა... -გამეცინა მე. ჩემი ხელი აიღო და მაკოცა. -ოოო-უცებ გამოვგლიჯე ჩემი ხელი და მანაც გაკვირვებულმა გამომხედა. -რა იყო?-მკითხა გაოცებულმა. -ხელე ნუ მკოცნი-ჩავიდუდღუნე მე -რატო?-მკითხა წარბებ შეკრულმა. -კაი რა... ხელზე რატო უნდა მაკოცო...-დავიკოპე მეც. -ვაიმე რა სულელი ხარ-გაიცინა მან და კიდე მაკოცა ხელზე. დიდხანს ვსეირნობდით ქუჩებში,ვუსმენდიტ სიმღერას,ვიცინოდით... ვსაუბრობდით ათას რამეზე და უბრალოდ ამ დროს მე ვგრძნობდი თავისუფლებას. მართლაც საოცრად თავისუფალი ვიყავი მის გვერდით. სახლში გამთენიისას დავბრუნდითფანჯრიდან ამსვა და ისიც ამომყვა. კვლავ დამაჯილდოვა კოცნით და შემდეგ გავაცილე. არ მახსოვს ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი.სულ ცეკვა-ცეკვით მივედი საწოლამდე,ტანსაცელი გავიხადე და გაღიმებული გადავეშვი ძილის სამყაროში. ესეც შემდეგი თავი... ვფიქრობ დასასრული მოახლოვდება,რადგან სწავლა იწყება და მეც უვე რახან დიდი გოგო ვარ (მე-11 კლასელი) უფრო მეტი შემართებით უნდა შევუდგე სწავლას და არ ვიცი რამდენად მოვიცლი წერისათვის და არ მინდა რომ თქვენც დაგტანჯოთ დაგვიანებული თავების გამო. მიყვარხართ. მუდამ თქვენი ელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.