შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ახალი ეტაპი (2)


21-09-2015, 00:01
ავტორი sllakhh
ნანახია 3 112

დილით დემეტრეს ხმამ გამაღვიძა
-არ დამვიწყებია გუშინდელი, ჯერ სკოლა და მერე რბოლა
-ჰოო ვდგები
ისე , სულ მიკვირდა როგორ ახერხებდა დილით ამ დროს ადგომას , მაშინ როდესაც წინა დღით საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა პლიუს ამას ნასვამი.
-სკოლაში ჩემი მანქანით წაგიყვან, მერე უკან მიწევს მობრუნება და ვნახავ შენს მანქანას რამე თუ ჭირს
-კაი, ისე თქვენ წამოხვალთ ჰო ?
-ჰო მაინტერესებს რას იზამთ
-ოჰ ოჰ ერთი ეს ნახე რა, შენზე უკეთესად მაინც კი ვატარებ ...არადა ტარება მან მასწავლა.
-კაი მორჩი მალე და წავიდეთ
-მზად ვარ..
სკოლში დაგვიანებით მივედი. ეზოში რამოდენიმე ბავშვი იყო. ახლოდან , რომ შევხედე რაღა ბავშვი..არც მეტი არც ნაკლები სანდრო მისი საძმაკაცოთი..ისიც იქ იყო, არ გამომპარვია მისი მზერა როგორ გახედა ჩემ ძმას. ალბათ როგორც გუშინ ისევ ისე ფიქრობს.. აი დარდი, რატომ ვიდარდო რას ფიქრობს ჩემი კლასელის ძმაკაცი.თავი გავაქნიე უაზრო ფიქრების გასაფანტად და პირდაპირ კლასში ავედი. როგორც ჩანს სანდროც, უკვე ასული იყო და ადგილი მხოლოდ მის გვერდით იყო ,სხვა გზა არ მქონდა ამიტომ, მის გვერდით დავჯექი.
მასწავლებელს არც ვუსმენდი, დღევანდელ საღამოზე ვფიქრობდი.. ფიქრებიდან სანდროს ხმამ გამომიყვანა
-ისე მე და შენ არ ვიცნობთ ჰო ერთმანეთს?
-კი როგორ არა, ვიცი რომ სანდრო გქვია და ჩემი კლასელი ხარ , მეტი რა საჭიროა.
-ჰმ, კაი იყოს ეგრე.
პირველს მეორე გაკვეთილი მოყვა საშინლად მეზარებოდა გაკვეთილზე უაზროდ ყოფნა და მასწავლებლების საშინელი გამომეტყველების სახის ყურება.სანდროამაც შეამჩნია
-ჩემსავით ძალით , რომ ზიხარ გაკვეთილზე არ გირჩევნია წავიდეთ?
ჰმ, გამიკვირდა სანდროსგან ადრე მოსალმებითაც არ იკლავდა თავს ახლა რა მოუვიდადთქო, თან სკოლიდან წასვლას მასთან ერთად მთავაზობდა.. საინტერესოა თუმცა არა მადლობა.
-ისედაც ეგრე ვაპირებდი ,თუმცა მარტო.
-კაი როგორც გინდა
შეტყობინების ხმა იყო ..დავხედე ანასტასია მწერდა
"გამოდი მალე ქვემოთ გელოდიბით"
"ჩამოვდივარ"
ზარი დაირეკა თუ არა ეგრევე ქვემოთ ჩავედი, ჩემი გოგოები ყველა იქ იყო
-ბარში წავიდეთ რა (მარი)
-კაი წავედით (ელენე)
ბარში მივედით , შეკვეთას ველოდებიდოთ ანასტასიამ , რომ მკითხა
-დღეს საღამოს რომელზე დაიწყება გამაგებინე, გამოვალთ გოგოები
-ჰო და იცოდე არც კი იფიქრო ჩვენი იმედების გაცრუება(ელენე)
-ეჭვი გეპარებათ? სიცილით ვიკითხე
-არა როგორ გეკადრება(ელენე)
-იქეთ გაიხედეთ ოღონდ შეუმჩნევლად (მარი)
-მაგარია...ამას , რომ ნახავ უეჭველი მთელი დღე კარგად წაგივა(ტასო)
არც თუ ისე შორს იჯდა რამოდენიმე ბიჭი..ორი მათგანი კი ჩემი და ანასტასია ყოფილი შეყვარებული არის.. ესეც ხმამაღალი ნათქვამია, ნამდვლად არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა როგორც აქვთ ხოლმე, თუმცა მაიცნ ამ სტატუსით ვმოძრაობდით.
-ამიტო ჩემო კარგო, არ უნდა გყავდეთ დაქალებს ძმაკაცი შეყვარებულები (მარი)
-აუფ ,დაახეთქა ამან სიბრძნე(ანასტასია)
-ნიცა გაიხედე ვინები მოვიდნენ
-ახლა ნამდვილად მაგრად წამივა მთელი დღე
არც მეტი არც ნაკლები სანდრო საძმაკაცოთი. ზუსტად ის , რომელმაც გუშინ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა წამოდგა და გეზი ბარისკენ აიღო როდესაც გზაში ერთ - ერთმა სიტყვა დააწია
-ნიკაა, ერთი ლუდი დაამატე კიდე.
ჰმმ, ესეიგი ნიკა...
- გოგოები წავიდეთ რა, მანქნა უნდა ვნახო და საღამოს გელოდებით
-კაი. თანხა გადავიხადეთ ანასტასიამ დაგვარიგა სახლებში.
სახლში მისულს დემე შინ არ დამხვდა ამიტომ, დავურეკე
-დემეე სადხარ? მალე მოდი რა..მერე მანქნა უნდა დავტესტო
-ნახევარ საათში მოვალ ბიჭებთან ერთად და რამე გაგვიმზადე რა..
-კაიი მოდით მალე.
ამათი ამბავი , რომ ვიცი რაც მზად მქონდა არ ეყოფოდათ ამიტომ კრაბის სალათი, ცეზარი და პიცაც გავაკეთე...დავამთავრე და ზუსტად მაშინ მოვიდნენ ბიჭებიც
-აუ ხანდხან როგორ მიყვარხარ ეე (გიორგი)
-გაჩუმდი სანამ გადავიფიქრე და დაგტოვე მშიერი
-კაი ხო რაიყო..
-მიდით რა მალე და მერე ვნახოთ რა მდგომარეობაშია მანქანა (მე)
-ისე ნიც , რო რამე მოგაგებინებ (დათო)
-რათ მინდა შენი მონაგები , ისედაც მოვიგებ და ორი წლის ბავშვივით დავეჭყანე
-ჰო რათ უნდა უეჭველი პირველზე გავა... ოღონდ ბოლოდან (დუდა) და მისი ბოროტული სიცილით გაიცინა
-სანამ შემომაკვდით მანამდე გაჩუმდით , ჭამეთ და წავიდეთ
-აუფ, რაამბავშია ეს ნახე რა (ლევანი)
როგორც იქნდა გავაღწიეთ სახლიდან და ავტოდრომზე მივედით...სანამ სხვები მოვიდოდნენ მანამდე მანქანა დავტესტე , მშვენივრად გამოიყურება.
დაღამდა და ნელ-ნელა ივსებოდა იქაურობა . აი ჩემი გოგოებიც გამოჩდნენ.
-უი ნიცა, შენი მოსაცმელი დამრჩა იქეთ უკან , თუ გინდა გამოიტანე თუ არადა იყოს (დათო)
-მოსაცმელსაც ვერ მოუარო რა.. კაი ავიღებ და მოვალ მალე
-კაიი..ყველამ ერთ ხმად გამცა პასუხი
გზაში მეორე მხარეს გავიხედე სადაც ასევე საკმაო რაოდენობის ხალხი იყო... ნაცნობი სახეებიც დავლანდე და ჩემთვის გავიფიქრე ესენი რა ყველგან არიანთქო.
ყურადღება აღარ მივაქციე და იქეთ ავიღე გეზი სადაც, ჩემი მოსაცმელი მეგულებოდა. სიბნელე იყო. ამიტომ საერთოდ ვერ ვხედავდი ვერაფერს.
უეცრად მუცელზე ხელის მოხვევა ვიგრძენი და შეშინებული ეგრევე უკან შევტრიალდი ხელში კი მომღიმარი ნიკა შემრჩა
-რაიყო ისევ მარტო გამოგიშვეს?
-მერე შენ რა?
-არაფერი, პირიქით კაია საქმეს მიადვილებენ
-რა საქმ... თქმა არ მაცალა ,რომ ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორე ჩემს თმებში ახლართა და ველურივით დამაცხრა ტუჩებზე...შოკში ვიყავი ვერაფერს ვიაზრებდი ვერც წინააღმდეგობას ვუწევდი...ბოლოს თვითონ მომშორდა ღიმილიტ მიყურებდა და მერე უთქმელად გაბრუნდა უკან..
ყველაფერი აირია , ვერ ვხვდებოდი რაუნდოდა ჩემგან, თუმცა ის უნდა ვაღიარო ასეთ პირველ კოცნაზე ვერც ვერასსდროს ვიოცნებებდი.
ძვლივს ვიპოვე ჩემი მოსაცმელი და გასვალს ვაპირებდი როდესაც მაჯაზე ხელი ჩავლება ვიგრძენი, კედელს მიმაყუდა და მაცდური ღიმილით მიყურებდა
-საშინლად მიწვევს შენი ტუჩები, კიდე თუ არ გაკოცებ ისე არ გამოვა
-არ გაბედო და მომშორდი
-კაი ახლა არგინდა... ვითომ არ მოგეწონა შენი პირველი კოცნა
ასე დამეტყო, რომ პირველი იყო? ფუ ამის რეებზე ვფიქრობ.
-მოგაგებინებ გინდა? ოღონდ სანაცვლოდ შენი ნებით მაკოცებ.
დავიჯერო შუბლზე მაწერია , რომ ჩემით ვერ მოვიგებ? ან საერთოდ რატომ ფიქრობენ ასე..
-არმჭირდებდა შენგან არაფერი, დამიჯერე ჩემითც მოვიგებ და კიდე არც კი იოცნებო მაგაზე
-არაფერში არ მჭირდება ოცნება, იმას ვიღებ რაც მინდა..
დამთავრებული არ ქონდა ისევ , რომ დაეწაფა ჩემს ტუჩებს..ვერაფრით მოვიშორე ბოლოს ავყვევი , როგორც კი ეს შეამჩნია ცოტა მოეშვა , მეც ეს მინდოდა დრო ვიხელთე ქვედა ტუჩზე ვუკბინე და იქაურობას გავეცალე.ძვლივს დავიწყნარე თავი და ისე მივედი ჩემებთან
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი, წამო დაიწყება აწი(დათო)
-მიდით აბა და იცოდეთ არ გაგვიცრუოთ იმედები (ანასტასია)
-შევეცდებით (მე და დათო)
-მისმინე , პირველივე გამოსვლა ცუდად ,რომ არ დაგამახსოვრდეს თუ შევამჩნიე , რომ შანსი გაქვს დაგეხმარები (დათო)
წარბაწეულმა გადავხედე
-კაი გოგო როგორ მიყურებ, მართლა მაგარი მრბოლელები არიან და მაგიტომ გეუბნები
- ჰო კაი.
ჩვენს მანქანებში მოვთავსდით მარჯვნივ დათო მედგა მარცხნივ არც მეტი არც ნაკლები ნიკა.
სასტვენის ხმა გავიგე თუ არა ეგრევე მოვწყვი ადგილს, თუმცა არც თუ ისე კარგი შედეგით წინ ნიკა და ვიღაც იყო მერე დათო და მის უკან მე..დათომ მეორე ადგილს გადაასწრო , შემდეგ მეც გადავასწარი. ახლა უკვე მესამეზე ვიყავი , მგონი დათო პირობას ასრულებდა მისი ადგილი მე დამითმო და ასე აღვმოჩნდი მეორე ადგილას, უკვე ფინიშის ხაზი მოჩანდა როდესაც შევატყვე , რომ ნიკაც იმავეს აპირებდა.არა არა.. არ მაწყობდა ეს, მერჩივნა წამეგო ვიდრე მერე სულ , ეს გაეხსენებინა , რომ მომაგებინა თუმცა სხვა გზა აღარ იყო, რადგან ფინიშის ხასზთან ვიდექით. მოგებულით გახარების მაგივრად საშინლად გაბრაზებული ვიყავი. ჩემებმა ვერაფერი შეამჩნიეს მილოცავდნენ და დაიჩემეს კლუბში წავსულიყავით ამ ყველაფრის აღსანიშნავად.
მანქანისკენ ავიღე გეზი , რომ იქაურობას გავცლოდი, თან ვცდილობდი ნიკას არ შევჩოხოდი თუმცა როგორც ჩანს , დღეს ჩემი დღე ნამდვილად არაა... წინ გადამიდგა კმაყოფილი ღიმილით.. როგორ მიშლის ეს ღიმილი ნერვებს.
-რაგინდა ახლა სულ უნდა გამახსენო , რომ შენ მომაგებინე?
-არა უბრალოდ მე გითხრა სანაცვლოდ რასაც ვითხოვდი
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ.. გამატარე უნდა წავიდე
-ეგ აღარ უნდა გეთქვა
არც პასუხის გაცემა მაცადა, არც განძრევა ისევ , ისე მიკოცნიდა ტუჩებს, მონაცვლეობით ხან ზედას, ხან კი ქვედას.სანამ ჰაერი ეყო მანამ არ მომშორებია. ბოლოს როგორც იქნა მომშორდა
-ახლა შეგიძლია წახვიდე. დღეისთვის მეყოფა
-შენ თუ გგონია კიდე როდესმე მომეკარები მწარედ ცდები
გამწარებული გავეცალე იქაურობას, თუმცა ნამდვილად ვერ დავუკარგავ იმას , რომ საშინლად კარგი კოცნა იცოდა.. არა მეც რა გამოცდილივით ვლაპარაკობ
მისი ხმა გზაში დამეწია:
-მაგასაც ვნახავ.
კლუბში მისულმა გასაღები ჩემ ძმას მივეცი, თან გავაფრთხილე ბევრი უნდა დავლიო ამიტომ შენ გქონდესთქო
-ბავშვებისთვის , რომ არ შეიძლება ბევრი დალევა (დუდა)
-დღეს მიზეზი მაქვს ამიტომ... მიზეზად გამარჯვება მომყვადა თუმცა ნიკაზე გაცოფებული ვცდილობდი სასმელში დამეოკებინა ჩემი გრძნობები.
საკმაოდ მქოდნა უკვე გრადუსი მოკიდებული , როდესაც ნიკა და სანდრო შემოვიდნენ კლუბში...ამან უარესად გამაღიზიანა მაინც, როგორ მიწვევს
ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია , ამიტომ მთელი ყურადღებით დავუწყე გიორგის მოსმენა. საკმაოდ მთვრალი ვიყავი ამიტომ, დემეტრეს ვუთხარი წავიდეთქო.გზაში ვერ ვისვენებდი
-აუუ დემე ხვალ სკოლაში არ წავალ რა..
-კაი ჰო ოღონდ მერე აღარ გააცდენ
-ჯიგარი ხარ რაა.. მიყვარხარ
-კაი მიდი დაიძინე
ბალიშზე თავი დავდე თუ არა მაშინვე დამეძინა. მეორე დილით რაღა დილით საათზს , რომ გავხედე ორი სრულდებოდა... უცხო ნომრის ზარმა გამაღვიძა
-გისმენთ
-გამარჯობა ნიცა, შენი დამრიგებელ ვარ. გადაწყდა რომ 3 დღიანი ტურით სვანეთში წავალთ ამის შესატყობინებლად დაგირეკე.ხვალ მოდი აუცილებლად სკოლაში და დეტალებში გაგარკვევთ
-კარგი მადლობთ.
ვინაიდან საშინლად მიყვარდა სვანეთი ვაღიარო უნდა სვანებიც, ამიტომ რათქმაუნდა წავიდოდი
-დეემეტრეეე.... ეგრევე დავიყვირე
-რაიყო გოგო რა გაყვირებს?
-დამრიგებელმა დამირეკა... 3 დღიანი ტურით სვანეთში მიდიან და წავალ რა
-წადი მერე , როდის იყო არ გამიშვიხარ
-ჯიგარი ხარ რა, ისე რადგან სახლში ვარ მიდი ბიჭებს დაურეკე მე გოგოებს და გავირთოთ თავი.. ნუ მიყურებ ეგრე წავალ ხვალ სკოლაში
-ჰო კაი კაი.
გოგოებს დავურეკე და ჩემთან დავიბარე. ერთი საათი არ იყო გასული ყველამ ჩვენთან ,რომ მოიყარა თავი...სანამ ბიჭები ცალკე იყვნენ მანამდე გოგოები სხვა ოთახში გავიყვანე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.რჩევაც მივიღე , დაცინვაც და კიდევ უამრავი რამ.ბოლოს ბიჭებმა დაგვიძახეს გამოდითო და ჩვენც გავედით.
-წავიდა გუ"ლ"ავიი " (გიორგი)
-კარგადაა ეს
მთელი დღეე მათ ხელში არ მომიწყენია. არც ნიკა გამხსენები და არც არავინ.
მეორე დილით სკოლაში , რომ მივედი ეგრევე დამრიგებელი მოვნახე
-თუ ვინმეს წამოყვანა გინდა არ , არის პრობლემა უფლება გაქვს
-მადლობა არვიცი, დავფიქრები
-კაი ჩემო კარგო, შედი ახლა გაკვეთილზე
-კარგი მადლობთ , ნადხვამდის
გაკვეთილზე , რომ შევედი ისევ სანდროს გვერდით მომიწა დაჯდომა . ჩემდა გასაკვირად მომესალმა და საუბარი გამიბა
-რაშვები სვანეთში მოდიხარ?
-კი,შენ ?
- მეც ...რას აპირებ მოგყავს თან ვინმე?
-არამგონია, არვიცი.. შენ რას აპირებ?
-ჩემი ძმაკაცები იქ არიან უკვე და ერთი ჩვენთნ ერთად წამოვა.. ნიკა ქვია.
ამის გაგება და ჩემი შოკი ერთი იყო...მშვენიერია უკეთეს ვერაფერს ინატრებ.

-----
ესეც შემდეგი თავი, დააკომენტარეთ მოგწონთ თუ არა.



№1  offline წევრი kora

კარგია, აუცილებლად გააგრძელე <3
--------------------
kira.G

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent