რაჭა ჩემო სიყვარულო 9
უსირცხვილოდ არ მაშორებდა თვალებს და სიბრალულით მიმზერდა. უკან მივიჩოჩე და კარებს მივეკარი. ბექამ ჩემსკენ ხელები გამოიწვდინა, მაგრამ ჰაერში გაეყინა... დამფრთხალი ვუყურებდი და ცრემლები ღაპა-ღუპით მცვიოდა. ''მან გადაგარჩინა... გადაგარჩინა, გესმის?''-ჩურჩულებდა მეორე მე. ''არა! მან მე მიმატოვა და ყველაფერში დამნაშავე ისაა!''-ვუღრიალე გონებაში მას. თავადაც ვერ ვხვდებოდი როგორ ვახერხებდი სხვა რაღაცაზე ფიქრს, როცა ის მიყურებდა. -მაკატერინე...-აღმოხდა მას-დამშვიდდი... მე შენთან ვარ... აი, აქ კი ამომევსო მოთმინების ფიალა. ბოღმას და ტკივილს გულში ვეღარ ვიტევდი. ამ დაწყევლილი ''ბეემვედან'' გადმოვედი და ბექას პირისპირ დავდექი. -ჩემთან ხარ ხომ? ხო, ახლა ნამდვილად ჩემთან ხარ და ამას ვხედავ კიდეც, მაგრამ მაშინ იყავი ჩემს გვერდით, როცა ამ ცხოველს მანაქანაში ჩავუჯექი? მაშინ ჩემს გვერდით იყავი როცა ნერვიული შეტევა მქონდა? ან მაშინ როცა ფეხშიშველი შენს სახლში მოვედი?-ყველანაირი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მივახალე სათქმელი და მომტირალი დაველოდე მის პასუხს. მიუხედავად იმისა რომ მასზე საშინლად გაბრაზებული ვიყავი, მაინც არ მინდოდა გამქრალიყო ის პატივისცემა, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, არ შემეძლო მეფიქრა, რომ ისიც სხვებს ჰგავდა. მინდოდა თავი გაემართლებინა, თუმცა უკვე ვეჭვობდი, რომ მის პატიებას შევძლებდი. თავი არც ახლა დაუხრია. მომეჩვენა რომ თვალს არც კი ახამხამებდა. -წავედი მაკატერინე... წავედი და დამიჯერე ამას ძალიან ვნანობ. შენ ჩემი მიტოვება გაიძულე. მაშინ მართლა არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა. რომ გითხრა მეშინოდა რომ ჩემთან ერთად ბრძოლაზე უარს ტყოდი_მეთქი, ტყუილი იქნება. ჯერ ნდობა ჩნდება და მერე სიყვარული ჩემო მაკა... თუმცა შენი ნდობით ვერ ვისარგებლებდი და.... -რა... რა თქვი?-წამოვიყვირე და ცრემოლები ვერც ახლა შევიკავე. -შემიყვარდი მაკატერინე... მაშინ შემიყვარდი, თავდაუზოგავად რომ მეხმარებოდი ოპერაციის დროს. მივსვდი რას ნიშნავდა შენთვის ის ქალი. შენი ტკივილი ჩემად მივიღე... ყველაფერი რაც გეკუთვნოდა გავითავისე... მიგისაკუთრე მაკატერინე და იმ დღეს გამოგიტანე განაჩენი... მაპატიე, გთხოვ... -მეც მიყვარხარ მაისურაძე!-დაუფიქრებლად შემოვხვიე ხელები კისერზე და მის გულის ფეთქვას დავუგდე ყური. -მაკა, შენ...-წამოიწყო საუბარი მან, მაგრამ უმალ შევაწყვეტინე. -გაჩუმდი, გთხოვ. ვიდექით მე და ის... აღარც მახსოვდა წუთის წინ მომხდარი... არც იქვე დაგდებულ ნაცემ კახაბერს ვაქცევდი ყურადღებას... თვალებში შევციცინებდით ერთმანეთს და სხვას ვერაფერს ვხედავდით. თითქოს ამის იქით სამყარო აღარ გრძელდებოდა. ეს, ჩვენ ვიყავით ერთი სამყარო. ჩემს წინ ახალი ფურცელი გადაიშალა, ფანქარი ხელში მეჭირა, მაგრამ საშლელი არა... ისე უნდა დამეწყო წერა რომ შეცდომა არ დამეშვა. უკან დავიხიე და უხერხულად მივიხედ-მოვიხედე. -რატომ დამტოვე ბექა? სად წახვედი? მე ხომ ვიცი რომ თავადაც გაგიჭირდებოდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მიდი, გამანდე შენი ტანჯვის მიზეზი რომ მეც გაგიგო, უსამართლოდ ვერ მოგექცევი... ბექა შეჭოჭმანდა, თუმცა ჩემს მავედრებელ თვალებს რომ შეხედა ჩუმად ყოფნა გაუჭირდა. -გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა როცა დაგინახავდი მაგრამ შენს გარეშეც აღარ შემეძლო. ავად ვარ მაკატერინე... სისხლის გათეთრება... დონური მოიძებნა... ყველაფერი კარგად იქნება...-ამოღერღა როგორც იქნა და ჩემს რეაქციას დააკვირდა. -შენ კარგად იქნები!-არც კი ვიცი როგორ მოვიკრიბე ძალა ამ სიტყვების სათქმელად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ავადმყოფობა ვერ მოერეოდა. დონურიც რომ არ ყოფილიყო ნაპოვნი, მაინც არ შემეპარებოდა ამაში ეჭვი. მის აკანკალებულ სხეულს ავეკარი და ემოციებისგან საბოლოოდ დავიცალე. თბილისში ბექას ბინა ჰქონია. ისევ ყველაფერი ნათელ ფერებში... ჩემი ბიჭი ოპტიმიზმით გამოირჩეოდა და სწორედ ამიტომ მჯეროდა მისი. რაც არ უნდა მომხდარიყო ბრძოლას არ შეწყვეტდა და მეტჯერ მარტო აღარ დამტოვებდა. -ოპერაცია როდის არის დაგეგმილი?-ვკითხე და ყელში ხმაურით ვაკოცე. -ხვალ...-გამიღიმა და ხელები მჭიდროდ შემომხვია. არ ავღელებულვარ, ახლა მეც ძლიან მიკვირს მაგრამ საერთიოდ არ მეშინოდა. რწმენა, რომელიც გამაჩნდა საფრთხის თავიდან არიდებას მპირდებოდა და მეც მხოლოდ აწმყოთი ვცხოვრობდი. -ნუთუ შეიძლება ასეთი სიყვარული?-სახე დამიკოცნა და კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში, თითქოს იქ პასუხს კითხულიობსო. -ალბათ კი.-ყოყმანით მივუგე მე. -ალბათ?-წარბები გაბრაზებით შეკრა და ხელები შემიშვა. -ალბათ კი არა ნამდვილად არსებობს. ახლა კი ჩამეხუტე რაა...-ვთხოვე და გვერდით მივუცუცქდი. -ჩემი მაკატერინე... -რა მესაკუთრე ხარ? -შენ კი ჩემი საკუთრება...-მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ მივხვდი რომ ჩაეცინა. ოჰ, როგორ მიყვარდა მისი სიცილი. დილას უცნაურმა შეგრძნებამ გამომაღვიძა. გამომეღვიძებოდა აბა რა... ბექა მაისურაძე ჩემ წინ იჯდა და თვალმოუშორებლად მიყურებდა. -ეს რას ნიშნავს?-დაეჭვებულმა შევათვალიერე-სახეზე რამე მაცხია? -ნწუ... არაფერი.-თავი გააქნია მან. -აბა რას მომჩერებიხარ? -არ ვიცოდი მძინარე ასეთი ლამაზი თუ იყავი, მაგრამ არც ის იყო ჩემთვის ცნოვბილი ,რომ ახალგაღვიძებული ასეთი მონსტრი ხარ.... -მე? მე ვარ მონსტრი? ადექი ახლა და წავედით საავადმყოფოში.-ფეხზე ნაწყენი წამოვხტი და სააბაზანოსკენ ავიღე გეზი, თუმცა ვინ დაგაცადა... უკნიდან მარწუხივით შემომხვია ხელები ბექამ და ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა. -ბუზღუნ, მაინც რა გემრიელი ხარ...-შემატრიალა თავისკენ. -მორჩი! მოემზადე და მივდივართ!-თითი ღიმილით დავუქნიე და ბექამაც უკმაყოფილოდ გამოაღო კარადა. -რაც არ უნდა იყოს მაინც შენი ბუზღუნა ვარ... სამუდამოდ!-მივაძახე და ღმერთს კიდევ ერთხელ ვთხოვე, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი ბედნიერი ყოფილიყო ჩემთვის. -ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა პაციენტის ნახვას საღამომდე ვერ შეძლებთ. ზეცისკენ აპყრობილი ხელები და უდიდესი შვება. მხოლოდ ახლა გავუსინჯე სრულყოფილ ბედნიერებას გემო. საღამომდე დრო როგორ იწელება... მივჩერებივარ საათს და ეს დიდი ისარი მაინც არ ინძრევა. ბოლოს და ბოლოს პალატაში შესვლის უფლებას მაძლევენ. ვუყურებ მის უღონო მზერას და საწოლისკენ რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ. -შეგიძლიათ მეგზურად გამიყოლოთ თქვენი თანაცხოვრების გრძელ გზაზე? -ჩემი თანხმობის შემდეგ რა იქნება? -დიდხანს და ბედნიერად... -ოღონდ სიხარულის ცრემლების გარეშე... ......................................................... დასასრულში ზედმეტ ლამაზ სიტყვებს და ბანალურობას თავი ვანებე და დიალოგებით გადმოვეცი ჩემი გრძნობები. უდიდეს მადლობას გიხდით რომ ამ დროის განმავლობაში გვერდით მედექით და სიამოვნებით კითხულობდით ''რაჭა ჩემო სიყვარულო''-ს თითოეულ თავს. მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით. სიყვარულით სოფიკო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.