მე შენ შეგხვდი შუაღამისას (თავი 3)
-როგორ ხარ?- გაკვირვებული იყო ჩემი რეაქციით. დაიხარა და წიგნები ხელში მომაწოდა. -კარგად. გმადლობ- წიგნებზე მივუთითე. მივბრუნდი და კარადაში შევალაგე. თითქოს დავიწყებული სიზმარი ამომიტივტივდა... ზუსტად ისე მიმზერდა ლაშა როგორც სიზმარში. ფარულად შევათვალიერე, ისეთივე დაწყობილი ნაკვთები აქვს, როგორც სიზმარში... ისეთივე სიმპატიურია... -იმედია დღეს უკეთეს ხასიათზე ხარ, რადგან კითხვა მაქვს...- მითხრა და გამომცდელად შემომხედა... გამიკვირდა მისი ასეთი გაშინაურება. - შეიძლება? -მიდი...- მოკლედ მოვუჭერი. ცოტა უხეშად გამომივიდა. -გუშინ კართან რომ იყავი, რატომ ტიროდი? -მიუხედავად ჩემი უხში პასუხისა, მაინც პირდაპირ მომახალა. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი.-მოვიღუშე და აუდიტორიისკენ გავაბოტე, თითქმის ატირებულმა. ლაშამ ის გამახსენა, რის თავიდან ამოგდებასაც მთელი დილა ვდილობდი. -მოიცა...-ამედევნა ისიც. -შენი წყენინება არ მინდოდა ბელა... მომიბოდიშა -არ მწყინს. -ვცადე გრძნობების დამალვა. -არ მინდა ლექციაზე დავაგვიანო... აუდიტორიამდე უხმოდ მივედით. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ოთახის კარი გამიღო და შემატარა. აუდიტორიაში მყოფთ თვალი მოვავლე და თავდახრილი წავედი თავისუფალი ადგილისკენ. ახალი პრობლემა ის იყო, რომ თითქმის არავის ვიცნობდი, მე კი ვერ ვიტანდი უცხო გარემოსა და საზოგადოებაში ყოფნას. ისედაც დაძაბული ორმაგად დავიძაბე. "წინ დიდებული დღეები გელოდება ბელა" ჩაიქირქილა ჩემმა ალტერეგომ. წარმოუდგენელია, სწორედ მაშინ მიშლის ნერვებს ჩემი "არაადამიანური" ნაწილი, როცა დაწყნარება არ მაწყენდა... ლექტორის გაცნობის შემდეგ, წიგნში ჩავყავი თავი და არც ვაპირებდი მთელი ლექციის განმავლობაში თავის შეწუხებას... -გამარჯობა.- გვერდითა სკამიდან გამომელაპარაკა ბიჭი... მე დათო ვარ. -ბელა.-გადავუჩურჩულე და ისევ წიგნში ჩავრგე თავი. მთელი ლექცია უხმოდ გავატარე. არც ლექტორის სმენით შემიწუხებია თავი. მხოლოდ ჩემს მომავალზე ვფიქრობდი. აქ ყოფნა აღარ მინდოდა... აქ ვის გამოც ჩამოვედი, ის... ლექციები ძლივს გადავაგორე... არა, მე აქ ვერ გავჩერდებოდი... რამე უნდა მეღონა... აუდიტორიიდან გასვლის შემდეგ, სასწრაფოდ თელეფონი მოვიმარჯვე და დედას ნომერზე დავრეკე... -დე, როგორ ხართ? (მე) -კარგად დედი, შენ როგორ ხარ? (დედა) -დე არ ინერვიულო, კარგად ვარ, მაგრამ შეგიძლია მამას უთხრა რომ ჩამოსვლა მინდა? (მე) -ბელა, რა მოხდა?(დედა) -არაფერი დე, თქვენს გარეშე ვერ გავძლებ. გთხოვ, უთხარი მამას რაც შეიძლება მალე მინდა ჩამოსვლა...(მე) -ბელა, რაღაცას არ მეუბნები. ნიკას ეჩხუბე? (დედა) -დე, ნუ ჩამაცივდი. გთხოვ. იცოდე არ დაველოდები მამას და ჩემით წამოვალ. არ მინდა აქ ყოფნა. - გაბრაზებულმა გავთიშე ტელეფონი და როგორც კი შევბრუნდი, სახით ნიკას შევასკდი. მაშინვე მოვშორდი... -ბელა, ერთი ამიხსენი სად აპირებ წასვლას. -დაუჯერებელია... მის სითავხედეს საზღვარი არ ჰქონდა... გუშინდელი დღის შემდეგ, მთხოვს რომ მე ავუხსნა რამე? - ასახსნელი არაფერია, უკან უნდა დავბრუნდე, ასე რომ თავს ნუ იწუხებ. თავი დამანებე... -ვითომ უინტერესოდ და ურეაქციოდ ჩამოვურაკრაკე. სუნთქვა მიჭირდა... - ბელა, უნდა ვილაპარაკოთ, ყველაფერი უნდა აგიხსნა. -სახეზე ვედრება ეხატა. -არაფრის მოსმენა არ მინდა, რაც საჭირო იყო დავინახე. თავი დამანებე, არ მინდა შენი დანახვა.-მოთმინება დამეკარგა. -აქედან წასვლა რატომ გინდა? -აქამდე შეკავებული ბრაზი მოაწვა. -მეკითხები კიდეც?-ემოციები ვეღარ დავმალე და ხმამაგლა წამოვიძახე. -არ მინდა შენს გვერდით ერთი წამიც კი ვიყო... -ბელა ახლავე დარეკე დედაშენთან და უთხარი, რომ დაბრუნება არ გინდა... -ხელები ჩამავლო და შემანჯღრია. მერე ტონი შეარბილა- ბელუს, ხომ იცი მალე ყველაფერი დალაგდება, ელა არ მაინტერესებს, შენ მიყვარხარ პატარავ... -ამოიჩურჩულა და საკოცნელად დაიხარა. დენდარტყმულივით "ავსხარკალდი", ხელის კვრით მოვიშორე და უკან დავიხიე. რომ ეკოცნა მოვკვდებოდი. ვერ ავიტანდი მის მოკარებას... ადამიანი რომელიც მთელი გულით მიყვარდა, რომელმაც დამტოვა და აქ გადმოვიდა სასწავლებლად, რომელიც მაკონტროლებდა ყოველ წამს ამხელა მანძილის მიუხედავად, მოულოდნელად თავზე მადგებოდა და მამოწმებდა , რაიმეს ხომ არ "ვაფუჭებდი", და აი, თვითონ აქ რა დღეში ყოფილა. მე, სულელი კი, მის ეჭვიანობის სცენებს "დიდ სიყვარულს" ვაწერდი... ყველა ცუდი მეგონა, ვინც კი ცდილობდა ჩემთვის ტვალი აეხილა. ნიკა გამუდმებით მიმეორებდა, რომ სხვებს შურდათ ჩვენი სიყვარულის და ამიტომ ცდილობდნენ ჩვენს დაშირებას... მჯეროდა... ან უბრალოდ, დაჯერებას ვცდილობდი... -ყველაფერი დამთავრდა. მალე წავალ და შენ გზა გაგეხსნება. -შევბრუნდი და გაჭირვებით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, ნელ-ნელა ფეხს ავუჩქარე. უკვე აღარ მახსოვს სირბილზე როდის გადავედი. მინდოდა არსებობა შემეწყვიტა, გავმქრალიყავი... ცრემლები მხედველობას მიკარგავდა. კიბეებს სირბილით ავუყევი ზევით. ვგრძნობდი, როგორ ვეჯახებოდი კიბეზე ამავალ და ჩამომავალ სტუდენტებს. რამდენიმემ რაღაცაც მომაძახა, მაგრამ არ გამიგია რა... სახეებს ერთმანებისგან ვერ ვარჩევდი... მხოლოდ ლაშა ავალიანის სახე შევნიშნე, რომელმაც გაბრაძებული და შეშფოთებული მზერა გამომაყოლა... კიბეები ბოლომდე ავირბინე, კიბის ბოლოში არსებულ კარს ხელი მივარტყი, გავაღე და შენობის სახურავზე ავღმოჩნდი... გავედი, კარი არ დამიხურავს, კედელს მივეყრდენი ქასქასით და ცრემლების წმენდით დავჯექი კედელთან.მუხლები მკერდზე ავიკარი და თავი ჩამოვდე.ისევ წამომცვივდა ეს ულევი ცრემლი... ფეხის ხმაზე ავიხედე და დავინახე თავზე ლაშა წამომდგომოდა... როგორც ჩანს, ამჯერად თირილით გულის მოოხებას საშველი არ დაადგებოდა. ისიც ჩემსავით დაჯდა ჩემს გვერდით და გამომხედა. -სწრაფად დარბიხარ... - გამიცინა. მერე კი დასერიოზულდა. -მომიყვები ბოლოს და ბოლოს რა ხდება? შეგიძლია მენდო. არ ვიცოდი რა მექნა, ერთი იყო ის რომ ეს ადამიანი უცხო იყო ჩემთვის, მეორე კი ის , რომ მჭირდებოდა ვინმე, ვის მხარზე დაყრდნობილიც ვიქვითინებდი. სათქმელი ენის წვერზე მადგა. -შემიძლია აზრების დასალაგებლად რამდენიმე წუთი მოგცე... თითქოს იხუმრა, მაგრამ მისი თვალები სერიოზულად მიმზერდნენ. თავი უხმოდ გავაქნიე. -დასალაგებელი არაფერია... -ამოვიდგი ენა როგორც იქნა. -მოკლედ, ორი წელია ბიჭი მიყვარდა. წინა წელს აქ გადმოვიდა გაცვლითი პროგრამით. გუშინ კი დავინახე ვიღაც ელას კოცნიდა... მე აქ მისი გულისდთვის ჩამოვედი.ის კი... -ისევ ტირილი ამივარდა... -აქ სწავლობს? ვინაა? -მკაცრი ხმით მკითხა. -ნიკა სვანიძე.-ამოვიკნავლე. "ცუდია" წაიბუტბუტა ჩუმად. -ნიკა და ელა ერთად არიან რაც აქ ვსწავლობთ და შენ და ნიკა როგორღა... -სიტყვა გაუწყდა რადგან ამ სიტყვებზე ისევ ქვითინი ამიტყდა. -აუ, არ იტირო რა... გთხოვ... თვალი მომარიდა...-ის შენს ცრემლებს არ იმსახურებს დამიჯერე.შენ ბევრად მეტის ღირსი ხარ. -შენ არც კი მიცნობ... -ხოლოდ ამის თქმა შევზელი. -უკვე საკმაოდ გიცნობ... იცი რა? ახლა მორჩი ტირილს და ჩავიდეთ... საღამოს აქ შევხვდეთ ვისაუბროთ. თან რაღაცას გაჩვენებ, კარგი? ცხრაზე შევხვდეთ? -თვალებში ჩამაშტერდა პასუხის მოლოდინში... -კარგი... -მხოლოდ ეს ვუთხარი. პეხძე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. - ადექი. ოთახამდე გაგაცილებ... მეც ხელზე ჩავეჯიდე და წამოვდექი. კიბეებზე ერთად დავეშვით... *** ჩემო თბილებო... ვამატებ ახალ თავს. ველოდები თქვენს შეფასებებს. იმედი მაქვს მოგეწონებათ. სიყვარულით, მარიამი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.