შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ის რაც არ იყო" (ნოველის მესამე ნაწილი)


22-09-2015, 11:22
ავტორი Nanikoooooooo
ნანახია 3 157

სოფელში კიდევ ერთი მზიანი და ხალისიანი დილა გათენდა. ზეზვამაც გაიღვიძა და საწოლში გაიზმორა. დღეს ის ისევ ხმაურიან თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც ისევ ახალი ისტორიები, ახალი ინტრიგები და სულ ცოტა საქმეებიც ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან შედარებით აქ. სოფელში უფრო ლაღად და მშვიდად გრძნობდა თავს, მას ის ახლობლები და მეგობრები მოენატრა, რომელთაც უკვე ერთი კვირაა ტელეფონითაც არ შეხმიანებია. მისი შავი ტელეფონი სოფელში მხოლოდ ერთ ფუნქციას ასრულებდა. მისი საშუალებით, მახსოვრობის ბარათში ჩაწერილ რამოდენიმე საყვარელ ჰიტს ყურსასმენებით დროდადრო უსმენდა.
ზეზვა საწოლიდან მხოლოდ ტრუსის ამარა წამოდგა და კიდევ ერთხელ ჯანიანად გაიზმორა. მერე ჩანთას გადახედა, რომელიც საწოლისგან ცოტა მოშორებით ტუმბოზე იდო. კარადიდან ის ნივთები მოაგროვა, რომელიც სოფელში ჩამოსვლისას ჩათაში ედო და ისევ ძველი ადგილი მიუჩინა. სკამზე გადაკიდებულ ლურჯ ჯინს სწვდა და საწოლზე დადო. ჯინსის კიდეები ხელებით დაფერთხა და შემდეგ ჩაცმა დაიწყო. ზედ მისი საყვარელი მწვანე კუბოკრული პერანგი მოიცვა თუმცა არ შეუბნევია. უცებ ინსტიქტურად მედეასთან გატარებული ათი წუთი გაახსენდა და თავითვის ჩაიცინა.
-ისე მე რა ბედი მაქვს. სადაც ჩავდივარ ყველგან ასაკოვანი, დამა ქალები მხვდებიან. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ სწორედ ეს დამა ქალები ტყიპასავით მეწებებიან. ნეტავ რატომ? რას ხედავენ ჩემში ასეთ გასაოცარს? კი, ფიზიკურობა ნამდვილად არ მაკლია და ალბათ ვითვლები სიმპათიურ მამაკაცადაც, მაგრამ ასე მაინც რა აგიჟებთ? ალბათ გავცემ უსაზღვრო ვნებას სახის გამომეტყველებითა და თვალების მახვილი მზერით. ალბათ...-ფიქრობდა კედელზე დაკიდული ძველი სარკისკენ შეტრიალებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ნამდვილად არ იყო ნარცისი, მაგრამ აშკარად საკუთარ გარეგნობას ხაზს უსვამდა.
ამ ფიქრებში იყო ზეზვა გართული, როდესაც ოთახის კარი გაიღო. ბებიამ შემოიხედა და ნაღვლიანი მზერით შვილიშვილს უთხრა.
-დღეს გადაწყვიტე წასვლა?
-ჰო ბებო, აუცილებელი საქმეები მაქვს, რომელსაც ვერ გადავდებ, თორემ კიდევ ერთი კვირა შენთან ერთად დავრჩებოდი. შენთან ყოფნას არაფერი მირჩევნია და ეგ შენც იცი, თუმცა საქმეებიც ვერ იტანენ უჩემობას, - გაიხუმრა ზეზვამ და ბებოს შუბლზე აკოცა.

დაახლოებით შუადღის ორი საათი იქნებოდა, როცა ზეზვა დიდუბის ავტოსადგურზე მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა. მძღოლს „სამთო ქიმიის“ ყოფილ შენობასთან სთხოვა გაჩერება. იქიდან კი მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ მიმავალ გზას გაუყვა. რამდენიმე წუთში ის მეგობრის, გიორგის სახლში აღმოჩნდა ვარკეთილში.
-ვაა, მოხვედი დაკარგულო? - კარებთან მიეგება ზეზვას უნივერსიტეტის მეგობარი
-მოვედი როგორც იქნა. ბებოსთან ვიყავი და პირდაპირ შენთან ამოვყავი თავი - ზეზვამ მხარზე მოუთათუნა გიოს ხელი და იქვე ჩაურთო
-დღეს განსაკუთრებული დღე გაქვს ძმისგულო. გილოცავ დაბადების დღეს.
-გაიხარე მეგობარო. მაგრამ წლები მემატება და ვბერდები - გაუღიმა გიომ მეგობარს და სამზარეულოსკენ იწყო სვლა.
-დამელოდე. ყავას გავაკეთებ და მოვალ ახლავე. სახლშიც მარტო ვარ და დავიტანჯე.
-სად არიან შენები?
-დასასვენებლად გაყვა დედაჩემი ჩემს დას და ბავშვს
-აჰა, გასაგებია...
ამასობაში გიომ მეგობარს მისი საყვარელო ყავა Capuchino მიართვა და თან მაგიდაზე საფერფლე და სიგარეტი დადო.
-მოწევა ხომ არ მიგიტოვებია? -განაგრძო საუბარი სტუმრად მოსულ მეგობართან გიომ.
-ვერა, სამწუხაროდ თავს ვერ ვანებებ. როცა დავაპირებ, რომ თავი დავანებო, სწორედ ამ დროს მიხდება ძალიან ბევრის მოწევა, -თქვა ზეზვამ და სიგარეტს მოუკიდა.
-ხო ასეა. ალბათ სიგარეტის მსგავსად ქალებსაც ვერ ანებებ თავს ხომ? -ისე წარმოსთქვა ეს ერთი ფრაზა გიომ, რომ ორივემ ხარხარი ერთდროულად ატეხა.
-არა მაგათ თავს როგორ დავანებებ? -ჩაიცინა ისევ ეშმაკურად ზეზვამ
-იმ „ვზროსლი“ ანასთან ისევ ხარ?
-არა, მაგას საბოლოოდ მოუხაზე. მესიჯებს კი მწერს და თავს კი მაცოდებს, მაგრამ მისი ცრემლების მე აღარ მჯერა. ზოგჯერ ისეთი განცდა მქონდა მასთან ყოფნისას, რომ საკუთარი შვილიც არ ადარდებდა და ის დავიჯერო, რომ მე ვადარდებ? და საერთოდაც იცი რა? მე მასთან მხოლოდ ლტოლვას განვიცდიდი. არანაირი გრძნობა არ გამჩენია არასდროს.
-რა ვიცი ძმაო. მაგარ პოსტებს კი უძღვნიდი ფეისბუკში და...
ზეზვამ ისევ ეშმაკურად ჩაცინა და გიოსთან დიალოგი განაგრძო
-პოსტებს რომ ვუძღვნიდი ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვგრძნობდი ამ ქალს. ვკერავდი ძმაო ჩემებურად, - ეს თქვა და თვალი ჩაუკრა გიოს.
-ისე ფიზიკურად კაი ქალი ჩანდა
-კი კარგი ქალი იყო. აბა ცუდს მე გავიკარებდი? ჩემში არანორმალურ ვნებებს აღძრავდა. მხოლოდ ეს იყო...თან ძალიან დიდ პატივს მცემდა. რესტორანი, ტაქსები, პოეზიის საღამოები, გართობა, კაი ყავა, კაი სიგარეტი და რაც მთავარია, სექსი ბუნების წიაღში, -ამის თქმაზე კი ისევ ახარხარდა ორივე მეგობარი.
-ბუნების წიაღში სექსი მომეწონა, -ირონიულად აღნიშნა გიომ და შემდეგ დიდი ინტერესით ისევ ჩაეკითხა ზეზვას.
-კი მაგრამ ბუნების წიაღში რატომ, ბაითი ვერ ითრიეთ?
-ასე უფრო რომანტიული იყო - ისევ თვალებს აპაჭუნებდა ეშმაკურად ზეზვა - მთაწმინდა, სუფთა ჰაერი, ლექსები, კოცნები და ბოლოს სექსი თბილისის ულამაზესი ხედის ფონზე. რომელი ბაითი არ ჯობია ამას თუ ძმა ხარ? -თქვა ზეზვამ და გიომაც უმალვე დაუმოწმა ცერა თითით რომ ეს მართლაც განსაკუთრებულია.

საღამო ჟამმა მოაწია. გიოსთან ზეზვას გარდა კიდევ ორი მეგობარი, ზუკა და დათო ამოვიდნენ. მეგობარს დაბადების დღე მიულოცეს და მერე იმაზე დაიწყეს ბჭობა, თუ სად აღენიშნათ ეს ღირშესანიშნავი დღე. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ყველაფერს რომელიმე სახინკლე ჯობდა. რამდენიმე წუთში კი ისინი გლდანის ერთ-ერთ სახინკლეში აღმოჩნდნენ. ხინკალიც შეუკვეთეს და მანამდე ცივი ლუდიც გვარიანად დალიეს. ამ დროს ზეზვას მობილურიც აწრიალდა. მან დახედა ტელეფონის ეკრანს. ანა რეკავდა.
-გისმენ! - უხეში ხმით უპასუხა ზეზვამ ანას ზარს და გარეთ გასვლა დააპირა. სანამ ანასთან საუბარს გააგრძელებდა, ტელეფონის დინამიკს ხელი დააფარა და გიოს უთხრა, ის რეკავს, გარეთ გავალ, გავიგებ რა უნდა და უცებ მოვბრუნდებიო.
-ხო გისმენ ანა, -ისევ ტელეფონს მიუბრუნდა ზეზვა.
-სად ხარ?
-გლდანში ვარ ძმაკაცებთან. რატომ?
-მომენატრე... მინდოდა ერთხელ, თუნდაც საბოლოოდ მენახე...
ზეზვას რამდენიმე წამი ხმა არ გაუცია ქალისთვის, თითქოს ფიქრობდა თუ რა პასუხი უნდა გაეცა ანასთვის.
-უკვე გვიანია და თან არც ფული მაქვს რომ გამოვიდე, - ისევ ძველი მეთოდებით მოქმედებდა ზეზვა, რადგანაც იცოდა რომ ანა ფულის გამო უკან არასოდეს დაიხევდა, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე მასთან შეხვედრას ეხებოდა.
-ეგ არ არის პრობლემა... ტაქსი აიყვანე და მოდი ჩვენს რესტორანთან. ფულს მე გადავიხდი, -უთხრა ანამ ზეზვას და დაელოდა ბიჭის პასუხს.
-კარგი მოვალ...-უთხრა ზეზვამ მასზე შეყვარებულ ქალს და ისევ სახინკლეში შევიდა. მან ბიჭებს ბოდიში მოუხადა და თავისი შავი ზუგჩანთაც აიღო.
-ძალიან დიდი ბოდიში ბიჭებო, სასწრაფოდ მექნა გასასვლელი და უნდა მაპატიოთ
გიო მიხვდა თუ რა სასწრაფო საქმეზე გადიოდა ზეზვა, თუმცა სხვა ძმაკაცებთან ეს არ შეუმჩნევია.
-კაი ძმაო, საქმეებს ნუ გაიფუჭებ, საბოდიშო არაფერია, -უთხრა იუბილარმა ზეზვას, თვალი ჩაუკრა და ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა.

რამოდენიმე წუთში ზეზვა უკვე გოლოვინის 38-ში იყო, სადაც საგანგებო შავ კაბაში გამოწყობილი ანა ელოდებოდა. როგორც კი ზეზვა დაინახა ქალმა, უმალვე საფულე ამოიღო ჩანთიდან და ტაქსს 10 ლარი გადაუხადა. ისინი ერთად შევიდნენ რესტორან „ჩაკრულოში“, სადაც უკვე დამლაგებლებიც კი ცნობდნენ ამ წყვილს. დასხდნენ რესტორნის იმ კუთხეში, რომელსაც მუდმივად ირჩევდნენ და მენიუში სასურველი კერძების შერჩევა დაიწყეს.
-ყველის რულეტები...ვაიმე, იცი რა გემრიელია ზეეზვ, აუცილებლად ვჭამოთ. დანარჩენი შენ რაც გინდა.
ზეზვამ მენიუში გარდა ყველის რულეტისა უამრავი კერძები აირჩია და რა თქმა უნდა ლუდიც.
-მე ძალიან მშია, თან მინდა ლუდიც დიდი დოზით, - ეს თქვა და ანას ვნებიანი თვალებითა და ტუჩების ცმაცუნით გადახედა. ქალს ეამა საყვარელი მამაკაცის ჟესტიკულაცია და დაიმორცხვა.
მოშიებულმა ზეზვამ მართლაც ძალიან ბევრი ჭამა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ლუდი დალია, რაც ანასაც ეუცნაურა და ჰკითხა.
-რამდენს სვამ დღეს?
-მერე რა, ასე მინდა, -უპასუხა ზეზვამ და ჭამა განაგრძო. მერე კი ისევ მენიუს წიგნში ჩაიხედა და ანას უთხრა. მიდი რა რამე კარგი ნამცხვარიც და ყავაც შეუკვეთე, გაასწორებს.
-ახლავე, -უსიტყვოდ დათანხმდა ანა და ნამცხვარი ყავასთან ერთად რამდენიმე წუთში მოატანინა.
როგორც იქნა დანაყრდა მოშიებული ზეზვაც. ანამ კი ძალიან ცოტა ჭამა. გამძღარი ზეზვა მოულოდნელად წამოდგა სკამიდან, ანას გვერდით მიუჯდა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
-რას შვრები, უხერხულად ვგრძნობ თავს, - ჩუმად ჩაილაპარაკა ანამ.
ზეზვა ყურადღებასაც არ აქცევდა მასზე ბევრად უფროსი ქალის "უხერხულობას". ახალგაზრდა მამაკაცი ქალის ოქროს ყელსაბამს ხელით შეეხო და გამომწვევად უთხრა.
-ძალიან გიხდება ეს ყელსაბამი. განსაკუთრებით კი შენს სავსე ძუძუებს უხდება. „ნატვრის ხის“ ერთ-ერთ პერსონაჟ ქალს მაგონებ, რომელიც სოფლის მღვდელთან ერთად კოტრიალობს დროდადრო, -უთხრა ზეზვამ ქალს და თან ირონიულად იღიმებოდა.
ქალმა არ იცოდა რა ექნა. ხელჩანთას ხელი წაავლო და იქიდან საფულე ამოიღო. შემდეგ რესტორნის ოფიციანტს დაუძახა
-უკაცრავად, ანგარიში მომიტანეთ თუ შეიძლება
რამდენიმე წუთში მაგიდაზე ანგარიში დაუდეს. ანამ 67 ლარი გადაიხადა. შემდეგ წამოდგა და ზეზვას ანიშნა გასულიყვნენ რესტორნიდან.
-ანა სიგარეტი არ მაქვს, -თან თვალი ჩაუკრა მამაკაცმა ქალს
ისევ ამოიღო ჩანთიდან ქალმა ათლარიანი და ზეზვას მისცა. ბიჭი რესტორნის გვერდით ერთ-ერთ ჯიხურთან მივიდა და ორი კოლოფი „სობრანიე“ იყიდა.
-მე „ვინსტონს“ ვეწევი, მაგრამ როცა არსებობს საშუალება „სობრანიე“ მაგრად ასწორებს, -ისევ თვალი ჩაუკრა ქალს ახალგაზრდა ბიჭმა და ტანზე მოტმასნილ კაბაზე აქცენტი გააკეთა.
-ძალიან სექსი ხარ ტოო ამაღამ
ქალი უკვე აღარ პასუხობდა ზეზვას ყალბ და ირონიაგარეულ კომპლიმენტებს. ის მხოლოდ მშრალად იღიმებოდა და ამით გარკვეულ ეტიკეტსაც იცავდა.
-წამო ალექსანდრეს ბაღში შევიდეთ. ვისაუბროთ მშვიდად
-კარგი წავიდეთ, -უხასიათოდ, თუმცა მაინც დასთანხმდა ქალი ზეზვას.

ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი ალექსანდრეს ბაღის ერთ მყუდრო კუთხეში განმარტოვდნენ. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ისინი ჩუმად ისხდნენ. უხერხული სიჩუმე ისევ ზეზვამ დაარღვია.
-რა გჭირს ტო, რამე გეწყინა?
-ეს მე უნდა მეკითხა, შენ რა გემართება დღეს? -უკვე გაბრაზებას ვერ მალავდა ანა
-არაფერი არ მჭირს. მინდიხარ უბრალოდ...
ეს ქალს აშკარად ესიამოვნა და როგორც იქნა თავისთვის ჩაიცინა
-მომენატრე...
-მეც მომენატრე. მოდი დაგიმუშავო ეგ ძუძუები-ისევ ირონიულად ეკომპლიმენტებოდა ზეზვა ანას.
-ნუ ხარ გარყვნილი, - უკვე კისკისებდა ანა
-ვარ მაგრამ ყველასთან არაა. არ შეიძლება მამაკაცი შენთან იყოს და გულგრილად გიყურებდეს. ისე შენც არანაკლები გარყვნილი ხარ ანა, -თვალი ჩაუკრა გამომწვევად ზეზვამ.

რამოდენიმე წუთში ზეზვა და ანა დაცარიელებულ პარკში განცხრომას მიეცნენ. ბიჭი ქალს ძუძუებზე და ტრაკზე ეფერებოდა, ანა კი ყელსა და ტუჩებზე გაშმაგებით კოცნიდა უკვე აღგზნებულ მამაკაცს, თან ხელებით შარვლიდან ამობურცულ ასოზე ეფერებოდა. წამიერად ორივე გაიტრუნა...ანამ შარვალი ჩაუხსნა ბიჭს და თავის დახრა დაიწყო. ზეზვა მიხვდა ანას ჩანაფიქრს და მისი ხელები უსწრაფესად მოიშორა, შარვალი შეიბნია და ფეთიანივით წამოხტა სკამიდან.
-ამაზრზენი ქალი ხარ!
ანა თავჩაქინდრული ისევ სკამზე იჯდა და ხელებს ნერვიულად ამოძრავებდა.
-კარგი, მაპატიე, უბრალოდ...-წინადადებას ვერ ასრულებდა დაბნეული ქალი
-რა უბრალოდ? შენ ხარ „მინეტშიცა“. ამით იყავი დაკავებული მთელი ცხოვრება. მქონდა ამაზე ინფორმაციები, თუმცა საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში. როგორც კი გავიგე, რომ ასეთი იდუმალი როსკიპი იყავი, დავიკიდე ყველაფერი და შენით ვისარგებლე. ამას კი ნამდვილად იმსახურებდი ჩემგან. მძულს საკუთარი თავიც, რომ შენს ტუჩებს ვკოცნიდი. იმ ტუჩებს, რომელიც...-აღარ დაასრულა ზეზვამ წინადადება ბოლომდე, თუმცა თემა აშკარად შეცვალა
-სახლში უნდა წავიდე სასწრაფოდ
-წადი! აღარ გაკავებ...-უხეშად მოუჭრა ანამ
-ფული მომეცი ტაქსით წავალ
ანამ ისევ ათლარიანი ამოიღო ჩანთიდან და ზეზვას მისცა.
-ერთი რამ დაიმახსოვრე... არასოდეს დამირეკო და მომწერო! დღეიდან ჩემი ფრენდლისტიდანაც იშლები ოფიციალურად! - ბრაზმორეული ზეზვა განაგრძობდა ანას ლანძღვას.
-ჯანდაბამდე გზაც გქონია! -უთხრა ანამ ახალგაზრდა ბიჭს და ტირილით ტქსების გაჩერებისკენ გაემართა.
ზეზვას მისკენ არც გაუხედავს...ის რამოდენიმე წუთში ტაქსში იჯდა და სახლისკენ მიემართებოდა...

(მესამე ნაწილის დასასრული)

ნანიკო დვალი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent