იყავი აზარტული! 1
-მე! მე! მე!-შევძახე მოულოდნელად და ჩემს უფროს დას გასაღები ხელიდან გამოვტაცე. მერე ბედნიერმა გადავატრიალე ''დქაგრეხილი ორიანი'' საკეტში და სახლში შევედი. ჩანთა იქვე მივაგდე და მისაღებში შევირბინე. -ვაუუ! რა მაგარია!-აღფრთოვანებულმა კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი ოთახს და ახლა სამზარეულოში შევვარდი. -ესეც არ არის ნაკლები!-ყოყმანით ვთქვი და კარადები გამოვაღე-ცარიელია... -მოგწონს, არა? უფასოდ არაფერი არ მოდის ბაია, ამ თვის ფული გადავიხადე, შემდეგში ხაზეიკა აღარ მიხსენო!-მკაცრად მომიგო თეკლამ და სავარძელზე ჩამოჯდა. -კარგი, გავიგე უკვე. ნუ დამღალე...-ხელი ავუქნიე და მაგიდის ქვეშაც შევიხედე. -გაიგე? ნეტავ საიდან უნდა მოიტანო 150 დოლარი, თუ გგონია სახლში ჯდომით რამეს მიაღწევ ან შენ დაქალოჭკებთან ერთად ხეტიალით?-ისევ წამკბინა მან. -მორჩი თეკლა! როცა მელაპარაკები, მხოლოდ მე განმსაჯე, არ არის საჭირო თათას და ნიას გადაწვდე.-მოთმინებიდან გამოვედი მეც.-თანაც ტყუილად ღელავ, სამსახური სწორედ ჩემმა დაქალოჭკამ მიშოვა. ამაყად მოვიღერე ყელი და მაგიდაზე თითების რიტორიკულად კაკუნს მოვყევი. -ძალიან მაინტერესებს სად აპირებ მუშაობას?-დაეჭვებით მკითხა თეკლამ და ფეხზე წამოდგა. -კაზინოში.-თამამად განვაცხადე და ჯიქურ გავუსწორე თვალი. -სად?-ვერ დაიჯერა და კიდევ ერთხელ გადაამოწმა. -კაზინოში. კრუპიეს ადგილი განთავისუფლდა და თათას პირველი მე გავახსენდი.-გაბედულად ჩავილაპარაკე და თან დავამატე,-მგონი დროა მარტო დამტოვო ჩემს მოკრძალებულ სასახლეში. -რა გამოდის, მაგდებ?-შეკრთა თეკლა. -არა დაიკო.-სარკაზმით გაჟღენთილი ხმით ვუპასუხე.-უბრალოდ შეგახსენე რომ სახლში ქმარი და შვილი გელოდება. -ბაია, არ მჯერა, რომ შენ ის 11 წლის გოგონა ხარ... -აღარ ვარ-შევაწყვეტინე უხეშად და კარისკენ მიმავალს უკან მივყევი. გუგრილად გადავკოცნე და კარი მივუხურე. -მოგესალმები ჩემო სამფლობელოვ!-წავუმღერე და სიცილით შემოვირბინე მთელი სახლი. -მგონი რაღაც გამომრჩა...-წარბები შევჭმუხნე და კიდევ ერთხელ გავუყევი დერეფანს. -სააბაზანო ოთახი!-ღიმილით შევიჭყიტე ოდნავ შეღებულ კარში და ჯაკუზის დანახვაზე სიამოვნებისგან უცნაური ხმები ამოვუშვი პირიდან. -ახლა შხაპი რომ არ მივიღო, ჭკუიდან შევიშლები.-ხელები მოვიფშვიტე, ტანსაცმელი წამში გავიძრე, შიგნით შევხტი და წყალი მოვუშვი. ეს იყო ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალება. თვალები დავხუჭე და უფრო მეტად ''ჩავეფალი'' სიამოვნების მორევში. კისრის ქვემოთ სხეულს უკვე ვეღარ ვგრძნობდი. სიმსუბუქის შეგრძნება ნელ-ნელა უფრო მიმძაფრდებოდა. კეფასთან რაღაც მიჭერდა. სწრაფად მოვიხსენი თმის სარჭი და ყველასა და ყველაფერზე ფიქრი შევწყვიტე. ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა... რაღაც უცნაურმა ხმამ გამომაღვიძა, რამდენჯერმე მომესმა ''ჭიკ-ჭიკ-ჭიკ'' თუ ''ტიკ-ტიკ=ტიკ''. ჯერ ვიფიქრე გაზაფხულის მოსვლას მერცალი მახარებს-მეთქი, მერე მაღვიძარას არსებობაში დავეჭვდი, თუმცა არსად არ შემიმჩნევია. მხრები გაკვირვებულმა ავიჩეჩე და სველი ფეხები ჯაკუზიდან გადმოვყავი. თხელი ხალათი შემოვიცვი შიშველ ტანზე და გარეთ გასვლა დავაპირე. უეცრად ფეხი გამისრიალდა და ბრაგვანი გავადინე იატაკზე. იმხელა ვიკივლე მოულოდნელობისგან თუ ტკივილისგან, რომ მე თვითონაც გული მტკიოდა. კიდევ ერთხელ გაისმა ზარის ხმა და... აჰა, ესე იგი ეს უცნაური ''ჭიკ-ტიკი'' დაუპატიჟებელ სტუმარს ეკუთვნოდა. კვნესით წავედი გავეშურე კარისკენ და განცვიფებისგან პირი დავაღე ჭუჭრუტანიდან შავთმიანი დიკაპრიო რომ დავინახე. გეფიცებით, ყველაფრით მას გავდა, შუბლზე ჩამოშლილი თმა, ზუსტად ჩემი საყვარელი მსახიობის მსგავსი ''პრიჩოსკა'', თვალები და ბევრი რომ არ ვილაქლაქო, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ლეონარდოს. კარი მაშინვე გამოვაღე, რომ უკეთესად შემეთვალიერებინა ეს სიმპათიური ახალგაზრდა. -რას ნიშნავს ეს ყველაფერი?-ვინ დაგაცადა შეთვალიერება, პირდაპირ შეტევაზე გადმოვიდა და კინაღამ სახლში შემომივარდა. -უკაცრავად...-ყურები ჩამოვყარე და შეშინებული მივაჩერდი შარიან ორეულს. -წყლის დაკეტვა მშობლებმა არ გასწავლეს?-დამიკონკრეტა და დაკვირვებით შემავლო თვალი. უხერხულად შევიშმუშნე და გაუბედავად ვთხოვე: -ერთი წუთით... მაშინვე სააბაზანოში შევირბინე და მხოლოდ ახლა შევნიშნე დერეფანში დატოვილი ფეხის ნაკვალევი. სააბაზანოს ზედაპირი კი წყალს დაეფარა. -ო, ღმერთო!-ანერვიულებულმა თმაზე ხელი გადავისვი და ისევ დაზარალებულ ლეოს მივუახლოვდი. -მაპატიეთ... ვბანაობდი და... იცით... მე თქვენი ახალი მეზობელი ვარ...-დარცხცვენილმა ამოვილუღლუღე და თავი ჩავხარე. -რომ ბანაობდით ამას ისედაც მივხვდი, თქვენი სველი თმა ამაზე მეტყველებს.-შენიშნა მან-ახალი ხარ თუ ძველი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენ უდარდელი ადამიანი ბრძანდებით, თქვენგან განსხვავებით მე ვუფრთხილდები მამაპაპისეულ სახლს, ახლა კი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ! დღეიდან აღარ გავიგო არც თქვენი სახელი და არც ის, რომ კიდევ რამე დააშავეთ!-მკაცრად გამაფრთხილა და უკანმოუხედავად ჩაირბინა კიბეები. -ესეც შენი დიკაპრიო ბაია...-გაბრაზებულმა გავლანძღე საკუთარი თავი და ტილოს ძებნა დავიწყე. -ეხლა წმინდე იატაკი და გაითავისე კონკიას მოვალეობა. ხომ გინდოდა ახალი სახლი? ყველაფერი შენს განკარგულებაშია, მაგრამ ამავდროულად სახლის დალაგებაც შენ გევალება და უხეში ბიძიების საყვედურების მოსმენაც.-ვბუტბუტებდი და თან წელმოხრილი წყლის მოწმენდას ვცდილობდი. საღამოს დაქანცული ჩავეშვი სავარძელში და ტელეფონზე ნომერი ავკრიფე. ზუმერი გადიოდა და გადიოდა... არავინ ყურმელს არ იღებდა. მე კი მოთმინებით ველოდი როდის იკადრებდა თათა და თავის საუკეთესო მეგობარს უპასუხებდა. -თათა კანკავა გისმენთ!-როგორც იქნა ეღირსა და თავისი ოფიციალური ხმით მამცნო, რომ ეს რამდენიმე წუთი მხოლოდ ჩემს კუთვნილებაშია. -თათაა-სასაცილოდ გავწელე მისი სახელი-ხომ ხარ კარგად? -როდის იყო მე ცუდად ვიყავი. გადახვედი ნიუ სახლში? -კი და არაფრის თავი აღარ მაქვს, ხვალ რომელზე უნდა გამოვცხადდე კაზინოში?-ღრმად ამოვიხვნეშე და ფეხები ერთმანეთში ავხლართე, -10-ზე იქ უნდა იყო ბაია და არ დაიგვიანო იცოდე. გაგა ამას ნამდვილად არ გაპატიებს.-ამანაც ჭკუის დარიგება დამიწყო. ჯერ თეკლა, მერე ბატონი ლეო და ახლა ეს! -გასაგებია თათიკ. დროებით, უკვე ისე მეძინება ლაპარაკის თავიც არ მაქვს, ხომ ხვდები ეს რა კრიტიკული მდგომარეობაა?-სიცილი ამიტყდა მე. -კარგად გამოიძინე და ხვალ 10-ზე იქ ერჭვე!-მაინც ამ სიტყვებით დაასრულა საუბარი და მეც ნერვებმოშლილმა მოვისროლე ტელეფონი. სულ საწოლი მელანდებოდა მაგრამ დავწექი თუ არა გამოვფხიზლდი. დიდხანს ვიტრიალე ციბრუტივით და ბოლოს ფარ-ხმალი დავყარე. შუქი ავანთე და კომოდზე დადებულ წიგნს გადავწვდი. ''როგორ დავიწყოთ ახალი ურთიერთობები''-ყდაზე დაწერილ წარწერას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი და კითხვა დავიწყე. ნამდვილად არ მაწყენდა წინასწარ შემზადება ხვალინდელი დღისთვის. მხოლოდ გამთენიისას შევძელი წარმოსახვით სამყაროში ჩაძირვა და ზუსტად ამ დროს მამცნო ტელეფონმა ფეხზე ადგომის დრო. ....................................................... ვერ მოვითმინე და დღესვე დავდე ახალი ისტორიის პირველი თავი. ეს სიუჟეტი დიდი ხანია თავში მიტრიალებს და თავი ვეღარ შევიკავე. ამ მოთხრობაში ყველანაირი ფილოსოფიისგან თავს შევიკავებ. ჟანრი: კომედია! კომედია! კომედია! იმედია თქვენს დაინტერესებას შევძლებ. ველოდები შეფასებებს... სიყვარულით სოფიკო (გეგულებით <3 ) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.