შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ახალი ეტაპი (4)


24-09-2015, 14:41
ავტორი sllakhh
ნანახია 3 220

დილით როგორც აღმოჩნდა პირველს მე გამეღვიძა.ტელეფონი ავიღე საათი , რომ მენახა 7 იყო, ჩემთვის ამ დროს გაღვიძება ნამდვილი სენსაციაა,თუმცა ვინაიდან იქამდე უდნა მივსულიყავი სახლში სანამ დამრიგებელი და სხვები გაიღვიძებდნენ ვარჩიე სასწრაფოდ გამეღვიძებინა ნიკა
-ნიიკაა
-მმ..
-მმ და ზმუკი შენ ადრექი მალე რა..
-ოო,მოიცა რა სად გეჩქარება
-შენ მგონი დაგავიწყდა სად ხარ
-ვდგები ჰო ვდგები რა ძილიც არ მაცალო...
უკვე სახლისკენ მიმავალ გზას ვადექით ნიკას , რომ მივუბრუნდი
-გზები ასე კარგად საიდან იცი? თან ის ქოხი
-ესეიგი, სახლი რომელშიც შენ მოგიწია ..ჰო კაი შემთხვევით მოგიწია რა, სპეციალურად არის ეგრე..არის ჩემი, ეს ქოხიც. მიყვარს ხოლმე აქ დარჩენა
-ანუ მოიცა რა გამოდის..
-ჰო რავი აბა რაც გინდა ის იფიქრე რა გამოდის.რეალობა კი ის არის ,რომ შენ ჩემს სახლში ხარ.
-რაღა მიჭირს აბა..
ამასობაში სახლშიც მივედით კიდეც."ჩემს"ოთახში ავედი და გამოვიცვალე, როდესაც ჩამოვედი თითქმის ყველა უკვე ქვემოთ იყო.
სანდრომ დამიძახა
-ნიცა შენ აქ ყველას არ იცნობ ხო?
-სიმართლე ,რომ გითხრა ნახევარ კლასს მართლა არ ვიცნობ
-კლასს ეშველება რამე.მაშინ,რომ გითხარი ჩემი ძმაკაცები არიან იქ თქო წამო გაგაცნობ
"ერთს განსაკუთრებით ვიცნობ" გავიფიქრე ჩემთვის თუმცა ხმამაღლა მხოლოდ:
-კაი წამო...

გარეთ გავედით სადაც ოთხი ბიჭი იდგა...არადა სკოლასთან მხოლოდ ორი იყო ხოლმე გავიფიქრე ჩემთვის... ნიკაც მათთან ერთდ იყო. სანდრომაც მათკენ აიღო გეზი
[img]http://https://scontent-frt3-1.xx.fbcdn.net/hphotos-xpf1/v/t34.0-12/12041667_863023150460735_58750044_n.jpg?oh=84a6c7fa4b9f3534442d83fac6a2ba6f&oe=560538A7[/img]

-მოკლედ, ვინაიდან ეს არის ჩემი ახალი კლასელი და არავის იცნობს , რომ არ მოიწყინოს ვაცნობ რა საჭირო ხალხს.ესეიგი ეს არის თორნიკე , ეს ერეკლე, ეს გაბრიელი, ეს ბატონი ნიკოლოზი და მე მიცნობ ..ბოლოს სიცილით დააყოლა. ჰო ეს ნიცააა..
-ამ ანგელოზივით გოგოს როგორ მოვაწყენთ. ან ვაფშე რაუდნა იმ შენს უჟმურ კლასელებთან გვერდიდან არ მოვიცილებ და გავართობთ კიდევ(გაბრიელი)
-აჰა გამრთობებიც გიშოვე(სანდრო)
-მადლობთ , მადლობთ(მე) და გამეღიმა..ყველამ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ნიკა ხმას არ იღებდა ,სამაგიეროდ ბიჭეს ველაპარაკებოდი დამრიგებელმა ,რომ გვითხრა ერთად მივსულიყავით მასთან და დაგვეწყო იქაურობის დათვალიერება.
მე და თორნიკე ერთად მივდიოდით უკან ერეკლე,სანდრო, გაბრიელი და ნიკა მოგვყვებოდნენ.
თორნიკეს ვკითხე
-ისე ,რამ გადაგაწყვეტინათ "ბავშვებთან"ერთად წამოსვლა?
-ისედაც აქ ვიყავით , მერე კიდე ვრჩებით და სანდროს პონტში რა
-აჰა ...გასაგებია
არ დავიწყებ იმის აღწერას თუ როგორი სააოცრებაა სვანეთი, უბრალოდ ვუყურებდი და სიამაყით ვივსებოდი ,რომ ქართველი ვარ.ალბათ ვერც გამოვნახავ იმ სიტყვებს რითიც შევძლებ ის ავღწერო რასაც მე განვიცდიდი იმ წუთები.
დაპირებისამებრ ბიჭები გვერდიდან არ მომშორებიან, ნიკა კი შუადღის მერეა არც მინახსვს, ბიჭებს დაუბარა "საქმე მაქვს და უნდა წავიდეო."
საღამოს ბავშვებთნ ერთად ეზოში ვიჯექით და ვსაუბრობდით ბატონი ნიკოლოზი , რომ მოვიდა .ვითომც არაფერი ისე დამიჯდა გვერდით და ჩაერთო საუბარში.
თვალი ერთი წერტილისთვის მქონდა გასწორებული და ფიქრებით თითქმის ყველაფერს შევეხე, გონს ყელში ცხელი ბააგების შეხებამ გამომაფხიზლა
-ჩემზე ფიქრობდი ჰო?(ნიკა
-იოცნებე ნიკუშ... ისეთი სახე მიიღო მისი ამ სახელის ფორმის გაგონებისას ვერ შევძელი სიცილი შემეკავებინა
-გაგაფრთხილე მე შენ ოცნებასთან დაკავშირებით
საუბარი ჩემმა ტელეფონის ხმამ შეგვაწყვეტინა, დათო იყო ვუპასუხე თან ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი.
დათოსთან ლაპარაკის შემდეგ ჩემს გოგოებს დავურეკე ,დემესთან ვაპირებდი დარეკავს , მისი ზარი ,რომ შემოვიდა ტელეფნზე
-ოჰ , ძმას ვახლავარ, შენთავს ფიცავარ აი ახლა უდნა დამერეკა შენთვის
-აფერსტი ხარ გეუბნები რა... რაშვები ხო არ გინდა ჩამოგაკითხო და წამოგიყვანო თუ მოგწონს?
-არა გაგიჟდი? ჰო იცი როგორ მიყვარს სვანეთი
-დარჩენაზე ხო არ ფიქრობ ბარემ ჰა? მეც დამასვენებ და იქნება მერე მშვიდობა
-ვერ ეღირსები და დავეჭყანე ისე თითქოს დამინახავდა , ამ ჩემს ქცევაზე ისევ მე ამიტყდა სიცილი.
-კაი დემე წავედი , საშინლად მეძინება ხვალ დაგირეკავ
-მიდი და ჭკვინად.
მთელი დღის დაღლილობამ ახლა იჩინა თავი და ბალიშზე თვი დავდე თუ არა ეგრევე ჩამეძინა.
გვიან კარის გაღების ხმამ გამაღვიძა
-მოიცა , მოცია შენ აქ რა გინდა?
-აბა სად მინდა?ჩემი სახლში ვარ.-უდარდელად აიჩეჩა მხრები
-მერამდენედ უნდა შემახსენო ეგ , მე იმას გეკითხები ამ ოთახში რაგინდათქო?
-აქ მინდა თუ მინდა , აბა სხვაგან რა მინდა
-ვერ ხარ შენ სრულ ჭკუაზე, გადი მეძინება
-რადამთხვევაა-თითქოს არაფერი ისე აიღო გეზი საწოლისკენ და კომფორტულად მოთავსდა
-შენ ვერ ხარ ხო? ოთახები დაილია თუ რა არის?
-აუ რამდენს ლაპარაკობ, აბა მეძინებაო...ჩუ და დაიძინე , თორემ სხვააირად გაგაჩუმებ-და ჭინკებიანი თვალები შემომანათა
-რა შარში ვარ
-ნწ ნწ აბა- თავი დამცინავად გაადაქნია... ნწ, აჰა ნახე ისე მიწვევს შენი ტუჩები , რომ არ გაკოცო სინდისი შემაწუხებს
-არ გაბ...-ვინ მომისმინა? არც არავინ, როგორც ჩვევია ისევ , ისე ველურივით მიკოცნიდა მონაცვლეობით,როგორც კი ვიგრძენი , რომ მომშორდა ეგრევე გაბრაზებული მზერით შევხედე ..არა ისე ვითომ არ მომწონდა...
-შენ ძალიან შეეჩვიე მგონი ჩემს კოცნას და ჯობია გადააეჩვიო
-არ იჯავრო ,სხვა რაღაცეებსაც შევეჩვევი,დაიძინე ახლა-ვითომც არაფერი ,ისე მაკოცა შუბლზე და მის სხეულზე ამიკრა . მივხვდი რაც იგულისხმა "სხვა რაღაცეებში" თუმცა ვიცოდი,რომ ავყოლოდი კიდევ უარეს იტყოდა.
საშინლად , რომ მომწონს დილით მასთნ ერთად , რომ ვიღვიძებ ეგ უკვე ვთქვი? ჩემს თავს გამოვუტყდი, თუმცა საერთოდ არ ვაპირებ ეს ყველაფერი მასაც გავუმხილო.
-თუ მორჩით ჩემი სახის დათვალიერებას, მაშინ შეიძლება თქვენის ნებართვით ავდგე ქალბატონო ნიცა ?
-ნეტა გუშინ , რომ შემომივარდი მაშინაც ნებართვა აგეღო, კი შეგიძლია ადგე კიდევაც ,გახვიდე და უფრო მეტიც საერთოდ არასდროს აღარ დამენახო,იმდენად მეყო ის დრო რაც გიყურე...
-ანუ გინდა ,რომ საერთოდ აღარ დაგენახო?
-სწორად გაიგე
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-როგორც იტყვი საყვარელო
თითქოს მშვიდი გამომეტყველებით დატოვა ოთახი,საერთოდ არ მიფიქრია იმაზე , რომ ის ამ ყველაფერს შეასრულებდა, მეტიც დაწრმუნებული ვიყავი დღისით თუ არა ღამით მაინც იგივეს იზამდა.
მაგრამ არ აღმოჩნდა ასე, მთელი დღე არც ბიჭები ჩანდნენ , მე კი ჩემს კლასთან ერთად ვაგრძელებდი ყველაფრის დათვალიერებას.
საღამოს ისევ ეზოში ვიჯექით თორნიკე,ერეკლე და სანდრო ,რომ შემოვიდნენ მეგონა ნიკაც იქნებოდა თუმცა აქაც შევცდი.
თან მინდოდა მეკითხა მაგრამ დავფიქრდი და ვერ ვხვდებოდი მიზეზს რითი გამემართლებინა ჩემი ეს კითხვა.
ადრე ავედი ოთახში დასაძინებლად ,თითქმის მთელი ღამე ველოდებოდი ,რომ კარი გაიღებოდა და ნიკა შემოვიდოდა. ამ ლოდინში კი თავზე დამათენდა.მთელი ღამის უძინარმა მასწავლებელს ვუთხარი ,რომ სახლში დავრჩებოდი რადგან შეუძლოდ ვიყავი,მანაც რა პრობლემააო.
თითმის მთელი დღე გავატარე ოთახში,საღამოს ცოტა გავისეირნე და ისევ ოთახში ავედი.ჩემ თავს ვეღარ ვცნობდი ,რატომ მინდოდა ასე ძალიან ნიკას ნახვა...გონებაშიც კი არ ვივლებდი ,რომ შეიძლება მე ის შე...არა , არა წარმოუდგენელია.
მომდევნო დილით კი უკვე სახლის გზას დავადექით.
არც ავტობუსში იყო. მთელი გზა ჩემთვის ვიყავი ჩემს სამყაროში.
როგორც იქნა ჩავედით დუდა და გიორგი დამხვდა:
-აუ ხო ვერ ვიფიქრებდი ,მაგრამ მომენატრე ეე (გიორგი)
-ვაიმეეე ეს რამესმის თვით გიორგისგან
-მოდი აქ ჩაგეხუტო-მთელი ძალით მომხვია ხელი და თითქოს რამოდენიმე წელი არ ვენახე ისე მეხუტებოდა
-არა ,რა ხშირად უნდა წავიდე ხოლმე
-ასე გაგიტკბა ხო ჩემთან ჩახუტება(გიორგი)
-აუ დუდა ეს რო არ ლაპარაკოს მაშინ უფრო კაი ტიპი ,რომ არის დაკვირებული ხარ?
-ასეც კაი ტიპი ვარ ,შენ არ გეშველება არაფერი თორე(გიორგო)
-კაით ახლა,ჯერ ცოცხალი მოვუყვანოთ დემეტრეს და მერე დაგიხოაციათ ერთმანეთი...
ლევანი , დათო და დემე სახლში დამხვდნენ
-ჩემი ბიჭებიიი-გავიქეცი და ჯერ დემეს მერე კი ტყუპებს ჩავეხუტე
-ჰე მიდი ახლა გაშალე სუფრა, ვნახოთ ხართ თუ არა ოჯახში შესაშვები(გიორგი)
-გააჩუმეთ თქვენი ძმაკაცი
მათზე არანაკლებად მომენატრა ამ სამი დღის განმავლობაში მათთან ერთად გართობა, ამიტომ უცებ გავამზადე ყველაფერი , მერე ჩემი გოგოებიც ამოვიდნენ და როგორც გიო იტყობა "წავიდა გუ"ლ"ავი".
-ლოთო,სკოლაში არ მიდიხარ
-აუ დემე კაიი რა, მაინც არავინ იქნება შემიცოდე
-სუ გაფუჭდი რა - ღიმილით წამოვიდა ჩემი საწოლისკენ შუბლზე მაკოცა და წავიდა..ვგიჟდები ჩემს ძმაზე!
შუადღის სამი იყო ,რომ ავდექი. ისე ცხელოდა საშინლად შემეზარა გოგოებთან გასვლა, ამიტომ ეს ვარიანტი გამოირიცხა,სახლს მოვავლე თვალი დაეტყო უჩემობა ამ სამი დღის განმავლობაში -ჩემს ამ დასკვნაზე ისევ მე დავიწყე სიცილი.
სახლი დავალაგე ,რამოდენიმე სალათიც გავაკეთე ,დაღლილი ტელევიზორის წინ , მოვთავსდი ,აზრზე არ ვიყავი რა გადიოდა ან რახდებოდა , მთლიანად ნიკაზე ფიქრებში ვიყავი გართული. ძვლივს,რომ მოაღწია ტელეფონის ხმამ ჩემამდე.
-ოჰ თვით ბატონი გიორგი მირეკავს მე?
-ენა , რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა
-არაფერი, მუნჯი ვიქნებოდი
-ჰო კაი , ყოველ სიტყვაში ნუ ავლენ რაც ხარ -ისევ ახარხარდა..კაი მოკლედ რატომ გირეკავ,კლუბში ვართ გუშინდელს ვაგრძელებთ რა ,პატივს თუ დაგვდებ და მოხვალ კაის იზამ,გამოგივლი და უცებ შენ ,რომ იცი ისე მზად დამხვდი
-კაი მოდი მალე და ნუცანცარებ ამხელა კაცი
-კაი ბიძი-ისევ გააგრძელა ხარხარი,არა რა მართლა არაფერი ეშველება.
უკვე გიორგის გვერდით ვიჯექი მის მაქნაში და მის ნერვებზე ვუკრავდი მისივე მუსიკებით, დაწყებიდან რამოდენიმე წამშვი სხვაზე ვრთავდი.მიზეზი? უბრალოდ -არმომწონს!
-კიდე კაი მოვედით თორემ შემომაკვდებოდი ალბათ კიდე ცოტახანში
-როგორ გიყვარვარ მოკელდ რა ...
ბიჭბი ყველა ადგილზე იყო ,როცა მივედით.
-აუ გიო სანამ დაჯდები,მანამდე მიდი რა სასმელი მომიტანე მეც
-ბიჭოო რადავაშავე რა (გიორგი)
რამოდენიმე წუთში უკან ჭიქებით, კი არა არამედ ბოთლებით დაბრუნდა
-არმაინტერესებს ბოლმდე ვსვავთ(გიო)
-გამალოთებენ ესენი(მე)
-თორე ახლა არ ხარ რა..
-მიდი დაასხი თუ ასხამ (მე)
-აჰა ჰო ვთქვი(გიო)
1..2..3..4..5 უკვე საკმაოდ მქონდა მოკიდებული გრადუსი თუმცა როგორც ესენი იტყოდნენ ბოლომდეო ესეიგი ეგრეც უნდა ყოფილიყო.
კიდევ ერთი ჭიქა უნდა დამელია ,როდესაც კარებში შემომავალი თორნიკე,სანდრო,გაბრიელი ერეკლე და ნიკა დავინახე ...მარტო არა ,რამოდენიმე ქალთნ ერთად ,აი ისეთებთან,სიარულის მანერაზე ჩაცმულობაზე და საერთოდ ყველაფერზე, რომ ეწერათ თუ რა ჩიტები იყვნენ.
მომნატრებია , თანაც საშინლად.არა ამას ისედაც ვხვდებოდი,უბრალოდ მისმა ნახვამ უფრა გამიმძაფრა ეს სურვილი, მეგონა მოვიდოდა და ისევ გავივსებდი მისი სუნამოთი ფილტვებს და ისევ ვიგემებდი მისი ბაგეების გემოს , თუმცა აქ კიდევ ერთხელ შევხვდი, ისე ჩამიარა თითქოს ვერც შემამჩნია.
საშინლად დამწყდა გული.
ვეღარც გრადუს ვგრძნობდი და საერთოდ ვერაფერს.ბიჭების მაგივრად მე დავიწყე "ბოლომდე დალევის" ასრულება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent